ზაფხულის პაემნები [1]
მე რომ მკითხოთ,წელიწადის ყველაზე გიჟური დრო მითხარიო დაფიქრება არ დამჭირდება ვიტყვი,რომ ეს ზაფხულია,განსაკუთრებით მაშინ როცა დასვენების დღეებს შენს საყვარელ ადამიანებთან ატარებ. სრულიად მარტონი რჩებით უცხო ქალაქში და არაფერს ეძებთ,თუ არა თავგადასავლებს,ისტორიას,რომელსაც თუნდაც იგივე რუტინაში დაბრუნების შემდეგ,მხიარულად გაიხსენებთ. ჩემი ყოველი თავგადასავალი კი სიგიჟესთან ასოცირდება. და რა არის სიგიჟე,თუ არა სურვილისა და ძალის სიჭარბე? როცა შენთვის უცხო ხილისკენ ისწრაფვი,მაქსიმალურად იხარჯები ადრენალინისგან და ერთადერთი სიტყვა,რომელიც მაშინ შეგეფერება,ეს „თავისუფალია“ დიახ,ნუ ჩათვლით გადაჭარბებულად. ახლა ზაფხულია,მე და ჩემი დაქალი სახლში ვსხედვართ და ტანსაცმელებს ვარჩევთ. შიგადაშიგ გვეცინება და ერთმანეთს ვეხვევით (ნუ მოგვაქცევთ ყურადღებას,მოჭარბებულმა ემოციებმა იცის ხოლმე) -არ მჯერა,რომ ხვალ უკვე ქობულეთში ვიქნებით. რამდენი ხანი ვგეგმავდით და როგორც იქნა,ჩვენ ეს შევძელით მია! -მეუბნება ყურებამდე გაღიმებული ნინა და ჩანთის შეკვრაში მეხმარება. -დროა,დაიჯერო და აქედანვე დაიწყო მომდევნო 1თვით დატკობა.-ვპასუხობ და ტელეფონს ვუყურებ,რომელზეც ანაბელის 2გამოტოვებული ზარი ფიქსირდება. ჯანდაბა,ჩემს გაფუჭებულ ტელეფონს (ან ჩვენს ‘უნაკლო’ სმენას) -გამოეტია ნინა,ანაბელი გველოდება. კარებს ვკეტავ,სახლს ვამოწმებ და მეგობრის მანქანაში ვჯდები (ჩემოდნის სიდიდის გამო,ვჯდები თამამი ნათქვამია,ნუ ვცდილობ მაინც) -რაიყო იქ დარჩენას აპირებ?-ირონიული ხმით მეკითხება ანაბელი და სარკეში თვალს მიკრავს -საჭეს მიხედე,შენ! -არც მე ვიშორებ ირონიას და მეგობარს მონატრებულივით ვეხუტები. -მისმინე,ხო ყველაფერი ჩაკეტე? -გაზი გამორთე? -რამე ხო არ გვრჩება? -ტელეფონი ხელში დაიკავე,ყოველი შემთხვევისთვის. -ახლავე დაურეკე მასპინძელს,იცოდეს რომ უკვე გავედით- კითხვების დასმას არ ეშვება ჩემი დაქალი თან ყურებში ნაუშნიკებს ირჭობს. -ანაბელ -ჰო,მია -ეს ჩამოსვი რა-ვპასუხობ მობეზრებული გამომეტყველებით და ნაწყენ დაქალს,ლოყაზე ვკოცნი. 4საათზე უკვე ქობულეთში ვიყავით. მასპინძელი,რომლის ლაპარაკის ნახევარს ვერ ვიგებდით,გვანაწილებდა. (მე მაინც მგონია,რომ საჭიროა ზოგ ადამიანს თავისი პირადი გუგლ თრანსლეითი მოჰყვებოდეს,ასე გაუგებრობასაც თავიდან ავიცილებდით) წინ მიგვიძღოდა და ოთახებში გვანაწილებდა. პრინციპში მშვენიერი ოთახები იყო,მთავარი ჰიგიენა დაცული და არც სიდიდეს უჩიოდა. ჯერ სანაპიროზე გავედით,მერე მსუბუქად ვისადილეთ,ქუჩები დავათვალიერეთ და მისავათებულები მივედით სახლში. ზღვაზე გასვლა და გართობა ხვალისთვის გადავდეთ,ენერგიები უნდა აღგვედგინა. პ.ს ჩემი პირველი ისტორიაა,ვიცი რომ წერის მანერა დასახვეწი მაქვს,ასევე პატარა თავია და მომიტევეთ. დიდი იმედი მაქვს,რომ 1 მკითხველი მაინც ეყოლება ისტორიას. თხოვნაა,რომ მიმითითოთ შეცდომებზე და ყველანაირად შევეცდები გამოვასწორო <3 პატივისცემით ნინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.