შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველი შანსი [სრულად]


3-08-2015, 01:34
ავტორი N7
ნანახია 11 119

–ფეხმძიმედაა, – მძიმედ ამოიხვნეშა მამაკაცმა და სიგარეტს მოუკიდა.
–კაი?! გააგორე მაინც? – თვალები ჭყიტა მეორემ და მანაც მოუკიდა სიგარეტს.
–სურვილს ვერ ვძლიე, – ღრმა ნაფაზი დაარტყა და თვალი გაუშტერა უსივრცო წერტილს.
–და მერე რა უნდა ქნა ტო?
–დედაჩემს დაველაპარაკები, – ხვნეშით თქვა და ფინჯნიდან ყავა მოსვა.
–გააფრენს ტო! აზრზე ხარ? – ხელები ჰაერში ააფრიალა მამაკაცმა.
–, რა გავაკეთო? დავაორსულე ის გოგო და მივაგდო? – ბოლი გამოუშვა.
–აბა რა ეგონა, რომ გივარდებოდა, – უდარდელად მოკალათდა სკამზე.
–არ ვიცი რაა! შარში ვარ...
~~~~~~~~~~
სახლში არეული მივიდა. უფრო სწორად რომ გითხრათ, სასმლისგან არეული. შესასვლელშივე მიეყრდნო კედელს და ყმუილის მაგვარი ბგერები ამოუშვა ყელიდან.
–დიმა, რა ხდება?– ხალათიანი, ხანში შესული, თუმც დახვეწილი ქალი გამოვარდა წაშლილი საძინებლიდან.
–ცოლი მომყავს, ლიკა! – დაიყვირა და გიჟივით ატეხა სიცილი, – ცოლი, ლიკა, გესმის? – იცინოდა გიჟივით და ხელებს ჰაერში ატრიალებდა.
–რა ცოლი, დიმა, მოწიე? – ფერი წაუვიდა უმალ.
–კარგი, ლიკა, რა მოვწიე, მე ვარ მთვრალი! – კედელზე შეეცადა ჩაბღაუჭებას, რათა არ წაქცეულიყო, თუმც დედის ხელებმა უშველა ისევ.
~~~~~~~~~~~~~
მზის სხივებმა თვალები ატკინეს. გვერდი იცვალა, თუმც ვეღარ შეიბრუნა ძილი და საწოლზე წამოჯდა. ტუმბოზე მიდებულ ნაბეღლავს გადასწვდა და წერილიც მოაყოლა. ჯერ ნაბეღლავი მოიყუდა, შემდეგ კი წერილი გახსნა, ლიკასგან იყო, „რომ მოვალ, შენი წუხანდელი საქციელის პასუხი დამახვედრე თუ არა და, შენთვის უმჯობესია, აორთქლდე!!!“.
საწოლზე გადაწვა. ჭერს მიაშტერდა და ხმამაღალი სუნთქვა დაიწყო. როგორი მოსაბეზრებელი ცხოვრება აქვს... ერთფეროვანი. ახლა ცოლიც თუ დაემატება და სადღაც რვა თვეში მწივანა ბავშვი, სულ აწევენ ჭკუიდან, მაგრამ რა ქნას, ის გოგოც ეცოდება... მდიდარი მამის შვილი რომ იყოს, კიდე ხო, მაგრამ ერთი უბრალო, უმამო გოგოა, რომელიც დედას ცალკე უვლის და აფთიაქში ცალკე მუშაობს, რათა წამლებისა და საჭმლის ფული როგორმე გამოიმუშავოს.
საღამომდე თავი გაიტანა, როგორღაც. ნაბახუსევზე ჩასკდომის თავი არ ქონდა, ამიტომ მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ძალიან დააკლდა ლიკა ან მანო სახლში. მანო ოჯახის მოსამსახურეა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, დიასახლისი, რადგან ლიკა მხოლოდ ღამის გასათევადაა ხოლმე სახლში, მძიმე გრაფიკი არ აძლევს მოსვენებას, ექიმობას ეხუმრებით? და მერე მთავარ ექიმობას?!...
ადრე დაბრუნდა სახლში ლიკა. იმაზე ადრეც კი, ვიდრე დიმა ელოდა. ტელევიზორის წინ დაუხვდა შვილი, ფეხბურთს უყურებდა და თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცებს.
–მოამზადე სათქმელი? – ზარბაზნის ხმასავით იფეთქა ლიკას ხმამ ოთახში და დაფეთებულმა შემოხედა დიმამ, – რა გეშველება? ნეტა როდის დაკაცდები! – დანანებით გადაიქნია თავი.ოთახში და დაფეთებულმა შემოხედა დიმამ, – რა გეშველება? ნეტა როდის დაკაცდები! – დანანებით გადაიქნია თავი და შვილის გვერდზე, სავარძელში ჩაეშვა. დაღლილობისგან ამოიხვნეშა და ინტერესით მიაჩერდა დიმას.
–კაროჩე, ლიკა, არ მიბოდიალია გუშინ არაფერი... – თავზე ხელი გადაისვა და სიგარეტს მოუკიდა.
–ჩააქრე და ისე დამელაპარაკე! – კატეგორიული ტონით მიმართა.
–ერთი გოგო დავაფეხმძიმე, – ბომბის აფეთქების მოლოდინში, ყურებზე ხელის გულები მიიჭირა.
–კარგია ეგ მაინც თუ მოახერხე, – ცინიკურად გაუღიმა და შემდეგ დასერიოზულდა. – რა გოგო დააორსულე, დიმა, აზრზე მოდი! – ხმას არ აუწია, თუმც მაინც მკაცრად მიმართა შვილს.
–კარგი რა, ლიკა! – ანერვიულებული ფეხზე წამოდგა და კედელს მიეყრდნო.
–რა კარგი რა, დიმა?! თავის დაცვაზე გაგიგია რამე? – ნელ–ნელა მეტად ეკიდებოდა ცეცხლი ქალს.
–ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი, რა თავის დაცვაზეა საუბარი, – გაღიზიანდა დიმაც, – ახლა ჩემს გაკრიტიკებას სჯობს მითხრა რა გავაკეთო...
–კრიტიკის კი არა, სიკვდილის ღირსი ხარ შენ! – საჩვენებელი თითი გაიშვირა მისკენ. – უთხარი, რომ აბორტი გაიკეთოს, ჩვენ დავუფარავთ ყველა ხარჯებს! – ზარბაზნის ხმასავით დაიჭექა ლიკას ხმამ დიმას ყურებში.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
კაფეში იჯდა და ხალხს ათვალიერებდა, თან სიგარეტს ეწეოდა. როგორ არ უნდოდა ახლა ეს ამბავი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ლიკა სახლში არ მიუშვებდა ამ გოგოს. იცოდა, რომ კატასტროფა იქნებოდა მისთვის, როგორია დედას ჯერ არ დაბადებულ შვილს რომ გართმევენ, მაგრამ მაინც გაბედა ეთქვა და შედეგს დალოდებოდა. ისეთი გოგო არ იყო, რომ წივილ–კივილით აეკლო იქაურობა, მაგრამ სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო მოუკვდებოდა გული... იცოდა ეს დიმამ და თავადაც უკვდებოდა გული. (ახლა, ალბათ, დიმასნაირ კაცებზე ილანძღებით, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია, როცა მშობელ დედასა და ქალს შორის გიწევთ არჩევნის გაკეთება...).
წყნარმა ნაბიჯებმა გამოაფხიზლა დიმა. მისკენ მშვენიერი ქალი მოდიოდა. სკამზე გაწოლილი გასწორდა და დაჯექიო ხელით ანიშნა.
–როგორ ხარ? – ჰკითხა აჭრილი ხმით.
–არამიშავს, – უხერხულად შეიშმუშნა.
–შეუკვეთე რამე, – სიტუაციის განეიტრალებას შეეცადა დიმა, მაგრამ არ გამოუვიდა.
–არ მინდა, გმადლობ...
–ელენე, აქ იმიტომ დაგიბარე, რომ რაღაც საკითხზე უნდა ვისაუბროთ... ალბათ, ხვდები კიდეც, – პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
–გისმენ, – ახლა ქალს აეჭრა ხმა.
–არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ ბავშვის თემა აქვე უნდა დასრულდეს... – თავზე ხელი გადაიტარა და სიგარეტის ღრმა ნაფაზი შეისუნთქა. – გთავაზობ, რომ აბორტი გაიკეთო, ჩემი ოჯახი დააფინანსებს ყველა ხარჯს.
ქალს გაეცინა, სიმწრით.
–მეტს არც ველოდი შენგან... არაკაცი ხარ! – სიმწრით წარმოსთქვა და ფეხზე წამოდგა. – ეს ბავშვი ჩემი შვილია, არ ვაპირებ მის მოშორებას! მე თვითონ გავზრდი და იცი რა? არ მაინტერესებს ის ფაქტი, რომ მამა არ ეყოლება, რომ სრულფასოვან ოჯახში არ გაიზრდება.. მე ყველა პირობას შევუქმნი, რომ არც ერთი წამით არ იგრძნოს არაკაცი მამის გამო სევდა! – დაამატა და სწრაფად გაშორდა ბარს.
ამღვრეული თვალებიდან ჩამოსულმა ცხელმა სითხემ მთელი სახე დაუნამა. იცოდა, რომ მეტს ვერც შეძლებდა დიმა, მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში იმედის ნაპერწკალიც კი კრთოდა, თითქოს ეგონა, რომ ასე არ დათმობდათ მამაკაცი, კაცობას გამოიჩენდა... ბოლოსდაბოლოს, შვილი როგორ უნდა მოკლა, არანაირად არ ესმის. გზა გადაჭრა და სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა ქუჩას, თან სლუკუნებდა. თითქოს მუცელში ძლიერად ჩასცხეს რაღაცო, ისეთი ტკივილი იგრძნო. გაუცნობიერებლად ამოიკვნესა, ხელები მუცელზე მიიჭირა და რომ არ დაცემულიყო, კედელს მიეყრდნო.
–კარგად ხართ გოგონა? – მამაკაცის ბარიტონმა თითქოს შეაფხიზლაო, მაგრამ ტკივილი არ ჩაუცხრო.
–მ...მტკივა... – ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და მოიკრუნჩხა.
–საავადმყოფოში წაგიყვან, – პასუხს არც დალოდებია, ისე შეუცურა წელზე ხელი და მანქანისკენ წვალებით წაიყვანა.
სწრაფად მართავდა ავტომობილს და დროდადრო სარკიდან აკვირდებოდა ქალს, რომელსაც ტკივილისგან სახეზე ფერები გადასდიოდა. ხვდებოდა, რომ ძალიან მაგარი გოგო იყო და უხაროდა, რადგან ასეთ ტკივილს გაუძლებდა და გადარჩებოდა. არ იცოდა რატომ სჭირდა ეს, მაგრამ ხვდებოდა, რომ რაღაც სერიოზულის გავლენა იყო.
საავადმყოფოში გადასვლაში დაეხმარა. პირდაპირ რეანიმაციაში შეიყვანეს. ექიმებიც დააფრთხო მისმა მდგომარეობამ, მაგრამ ყველა გააკვირვა, ასეთ ტკივილს რომ მედგრად ედგა მაინც და, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ლაპარაკობდა, არც კვნესით აბრუებდა იქაურობას და არც წივილ–კივილით, მხოლოდ თავისთვის ოხრავდა, ენა კბილებს შორის მოექცია და ისე.
რამოდენიმე წამი კიდევ მოასწრო ტკივილის ატანა და გაითიშა.
გადარჩა. უფალმა დაინდო და ბავშვი შეუნარჩუნა, თუმც წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. არ იცოდა როგორ შეძლებდა წოლას, რადგან დედა მოსავლელი ჰყავდა და ოჯახში სხვა შემოსავლის წყარო არ მოეპოვებოდა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ქუჩაში მამაკაცი მიდიოდა. წელში გასწორებული. მიდიოდა არა, უფრო მინარნარებდა. ხელები ჯიბეებში ჩაელაგებინა და ხალხს ათვალიერებდა, თითქოს ვიღაცას ელოდაო. უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა, ძალიან დიდი. ადრე რომ მიდიოდა ძველ სახლში, ის აღარ არსებობს, უფრო სწორად იქ აღარავინ არსებობს, სიცარიელეა მხოლოდ და მამაკაცშიც იკავებს სიცარიელე გარკვეულ ადგილს, ნელ–ნელა. რამდენიმე წლის წინ გაანალიზა, რომ მართალი იყო... მართალი იყო ელენე, როცა ეუბნებოდა არაკაცი ხარო. როგორ იფიქრა, რომ ბავშვის მოშორებით რამე მოგვარდებოდა. როგორ იფიქრა, რომ ლიკა გაებუტებოდა თუ ბავშვიან ქალს სახლში მიიყვანდა. ან, თუნდაც გაბუტულიყო, სადამდე გაუძლებდა დედის გული ისე, რომ შვილიშვილს არ მიფერებოდა? ამოიხვნეშა, ფიქრებში ჩაძირულმა მარჯვნივ გაუხვია და კაფეში შევიდა. ისევ იმ კაფეში, სადაც ყველაფერი დაიწყო და დამთავრდა. ის ადგილი უჩვეულოდ თავისუფალი იყო, ფანჯარასთან. დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ამერიკანო შეუკვეთა. ფანჯრიდან მიშტერებოდა მოძრავ ხალხს. შემდეგ მობეზრდა და თავი შემოატრიალა. წინ თითქოს ნაცნობი სილუეტი მოძრაობდა. თითქოს ეცნობოდა და თან სრულებით არ ეცნობოდა. ქალი ფრიალებდა პატარა ბავშვთან ერთად და მის წინ, მაგიდას მიმჯდარი მამაკაცი კი სახეგაბადრული უყურებდა მხიარულებას, თან ფინჯან ყავას შექცეოდა. ამოიხვნეშა და ღრმა ნაფაზი შეუშვა ორგანიზმში. ქალის ხმა ეცნო და თან ძალიან არ ეცნო.
–დიმა, მანდ ნუ ძვრები! – ხმამაღლა ეძახდა ბავშვს ქალი.
ტაომ დააყარა მამაკაცს, უჩვეულო ტაომ, როცა მისკენ მოტრიალებული ქალი ჰაერში გაშეშდა და აღარ გამოძრავდა. თითქოს სამყარო გაჩერდა ამ ორს შორის. არც ერთი არ სუნთქავდა. ან კი როგორ უნდა შეეშვათ ის ჰაერი ფილტვებში, რომელსაც ერთმანეთის ამონასუნთქი ერეოდა. ალბათ რამოდენიმე წამი უყურეს ერთმანეთს, თვალებში. ორივეს ტვინი შეჩერებული იყო. არც ერთი არ ფიქრობდა, სრულებით არაფრის ანალიზს არ აკეთებდა. მანამ იყვნენ ასე, სანამ მამაკაცის ხმამ არ დაარღვია სივრცე და ფიქრებს მოსწყვიტა ორივე.
–ელენე, მშვიდობაა? – მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ.
–კი, კახი, ჩვენ უნდა წავიდეთ, – დაბნეულმა ამოიჩურჩულა და ბავშვისკენ გაიხედა. – დედა, მოდი, მივდივართ! – დაუძახა და ხელი დაუქნია.
–ასე მალე? რატომ? – დააბნია კაცი ქალის გადაწყვეტილებამ.
–ასეა საჭირო, კახი, მოგვიანებით დაგეკონტაქტები, – გადაკოცნა და ბავშვიანად სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაფე.
კარგად შორს იყო უკვე კაფისგან, როცა იფიქრა, რომ გათავისუფლდა, მაგრამ მისი ზურგიდან მომავალი მძიმე ნაბიჯების ხმა გაიგო და შეჩერდა. დაჰიპნოზებულივით მიტრიალდა უკან და კინაღამ მამაკაცს აეკრო. ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და დიმას მიაჩერდა.
–არ მეგონა აქ თუ გნახავდი, – ხმა ჩახლეჩვოდა მამაკაცს.
–ჰო, ახალი ცხოვრება გვაქვს, – მოკლედ მოუჭრა ელენემ და შეეცადა ეგრძნობინებინა დიმასთვის, რომ შეშვებოდათ, თუმცა, როგორც ჩანდა, მამაკაცი არ აპირებდა ამას. გულის სიღრმეში კიდეც არ უნდოდა ელენეს, რომ ისევ წასულიყო დიმა, მაგრამ უფრო სიღრმით კუნჭულებს ისევ ახსოვდათ ის ტანჯვა, რომელიც შვიდი წლის მანძილზე გამოიარა თავის პატარასთან ერთად და ამის გამო არ უნდოდა მამაკაცის დარჩენა.
–როგორც გავიგე, დიმა, არა? – ღიმილით დაიხარა ბავშვისკენ და ხელი გაუწოდა მისი ბავშვობის ანარეკლს.
პატარამაც მხიარულად მიაგება თავისი პაწია თითები მამაკაცის დიდ ტორებს და გაუღიმა.
–დიახ, დიმა, თქვენ? – თავაზიანად ჰკითხა.
–გაგიკვირდება და მეც დიმა ვარ! – თითქოს სიამაყით უთხრა, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი, რომ ხმა არ გაბზარვოდა.
–დედიკო, ეს ჩემი ძველი მეგობარია! – შენიღბა სასწრაფოდ მამაკაცი, რომელიც ოდნავ გაფართოვებული თვალებით წამოდგა.
–ელენე, სალაპარაკო გვაქვს...
–ჰო, დიმა?! მეგონა ყველაფერი გავარჩიეთ შვიდი წლის წინ, – სიმწრით ჩაეცინა ქალს.
–ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ელენე, – ამოიხვნეშა მამაკაცმა.
–ჩემი პატარა ახვლედიანია და არაფერი შეიცვლება! – მკაცრად განაცხადა და შეტრიალდა.
–თუ რამეს მოიფიქრებ... ხვალ, საღამოს, ჩვენს რესტორანში, – მიაძახა მამაკაცმა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა.
ქალს ძლივს ნაპოვნი მოსვენება დაეკარგა. მთელი ღამე ძილი არ მიკარებია. ფიქრობდა ძალიან ბევრს, მაგრამ მხოლოდ დიმაზე. რატომ გამოჩნდა ასე მოულოდნელად, რას ერჩოდა, ელენე ხომ სულ ეს–ესაა, რაც ივიწყებდა მამაკაცს... რომანტიკული წყვილი არც არასდროს ყოფილა. მათი ურთიერთობა „მიყვარხარ“ და „მეც“–ით არასდროს შემოიფარგლებოდა, თუმც მაინც თავს იკავებდა ელენე თავიდან, რადგან თავის რაღაც ნაწილს ეჭვი ეპარებოდა დიმას ამ თავშეუკავებლობაში, თუმც ბოლოს მაინც მიენდო და ინსტიქტებმა, მისდა სამწუხაროდ, გაუმართლეს.
დილით დიმას საყვარელმა ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან, „არ ვისაუზმოთო?“ – კითხულობდა პატარა.
–კი, დე, მიდი მოწესრიგდი და მე მანამდე კარაქიან პურსა და ჩაის დაგახვედრებ, – თავზე აკოცა შვილს და სააბაზანოსკენ უბიძგა.
–ჯარისკაცები მინდა მე! – ტუჩის ბრეცვით განაცხადა თავისი სურვილი და სანამ უარს ეტყოდა ელენე, მანამ შევარდა სააბაზანოში. ქალს გაეცინა და მოსამზადებლად წავიდა.
ბავშვის სახელის დაძახებაზე ყოველთვის სცრიდა ტანში, მაგრამ არასდროს უფიქრია, რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დიმა დაუძახა თავის შვილს. ახლაც საშინლად აკანკალებს, როცა მისი სახელის დაძახება უწევს და, მიუხედავად იმისა,რომ დიმა მხოლოდ ლეჟავასთან არ ასოცირდება, მაინც ცუდად სწვდება მის ყურთასმენას.
–დე, დამახვედრე? – კისკისით შემოვარდა დიმა საკუჭნაოში.
–კი, დე, მაგრამ ცხელია ჩაი ჯერ, დაიცადე და ნუ ცელქობ! – ოდნავ დაიმკაცრა ხმა, მაგრამ არ გამოუვიდა, სევდამ გაჰყიდა.
–რა გჭირს დე? – შეატყო სხარტმა ბიჭმა ცუდად ყოფნა ელენეს.
–არაფერი დე, არ მეძინა წუხელ და... – თავი გაიქნია და ხელით ანიშნა ჭამეო.
–იმ კაცის გამო, არა?! – თითქოს ბრაზით ჩაილაპარაკა.
–დიმა კარგი კაცია დე... არ აქვს მნიშვნელობა წარსულს, მთავარია აწმყო – ეს იცოდე, – ღიმილით მისცა ცხოვრებისეული რჩევა და ფინჯნიდან ყავა მოსვა.
მთელი დღე ორჭოფობდა იმაზე, წავიდოდა თუ არა დიმასთან სასაუბროდ. როგორც უკვე აღვნიშნე, მის რაღაც ნაწილს კიდევ უნდოდა მამაკაცთან ურთიერთობა, რაღაც ნაწილს კი ისევ მძვინვარე ზიზღი ეძალებოდა. ბოლოს დაქალთან გაამწესა დიმა, თან დაუბარა არ იცელქო, ძალიან გთხოვო, თვითონ კი გამოეწყო და შვიდისთვის გავიდა სახლიდან. ეს მათი ტრადიციული დრო იყო ყოველთვის. შვიდზე უკვე რესტორანში შეკრებილ ხალხს ათვალიერებდა. ნაცნობ სილუეტს, ნაცნობ ადგილზე რომ მოჰკრა თვალი, ამოიხვნეშა და მისკენ წავიდა. არ უნდოდა, რომ ტყუილი ღიმილით დაეიმედებინა მამაკაცი, ამიტომ სერიოზული სახით ჩამოჯდა მის წინ და თავის ოდნავი დახრით მიესალმა.
–ისევ ისეთი ხარ... – ღიმილით აღნიშნა მამაკაცმა და სიგარეტის ღერი საფერფლეში ჩაწვა. – სადა, მშვენიერი, – დაამატა და ღიმილში სევდა შეეპარა, მისდაუნებურად.
–საქმე, დიმა, საქმე, – შეახსენა მოსვლის მიზეზი და ოხვრით შეუკვეთა ოფიციანტს ყავა.
–საქმეა, ელენე, საქმე, – გაიმეორა ქალის სიტყვები და თავად ვისკი შეუკვეთა ოფიციანტს, ყველაზე ძლიერი. – ეს ჩვენი გრძნობებისა და აზრების სააშკარაო იქნება! – თითქოს მუქარასავით გაიჟღერა მამაკაცის ხმამ.
–მე არ მითქვამს, რომ ეს ყველაფერი მინდა. მოვედი სალაპარაკოდ, – ხელები გაშალა და უმეტყველო სახით მიაჩერდა.
–როცა წახვედი, არც მე მითქვამს, რომ ის ყველაფერი მინდოდა, – ახალ ღერს მოუკიდა მამაკაცმა და ქალიდან მზერა უსასრულო წერტილისკენ გადაიტანა.
–სათქმელი აღარაფერი იყო, დიმა, – შეეცადა წყნარად ეთქვა.
–ნეტავ მცოდნოდა, რომ ამდენი სათქმელი დამიგროვდებოდა ამ წლების მანძილზე... ნეტავ მცოდნოდა, რომ შენი სიტყვები მართალი იყო და არაკაცი ვიყავი, – თითქოს ზიზღი ყელში ბურთივით გაეჩხირა.
დაბნეულმა ვერაფერი უპასუხა ქალმა.
–ახლა კი მივხვდი, – მძიმედ გადააგორა სასულეში ნერწყვი, – რომ შვილზე და შენზე მეტად არავინ მჭირდება...
–უკვე გითხარი, რომ დიმა ახვლედიანია და ეს არასდროს შეიცვლება! – მკაცრად დაიჩურჩულა ელენემ.
–არ მინდა გვარის შეცვლა, მინდა, რომ თქვენთან სიახლოვეს ვიყო, – თვალები მოჭუტა და სიგარეტის ღრმა ნაფაზი დაარტყა.
–არც ეგ არ მოხდება! თავის დროზე გაირკვა, რომ გავაჩენდი მე დიმას და თავად გავზრდიდი...
ვისკი ორ ჭიქაში დაასხა მამაკაცმა, ერთი ელენეს მიუცურა, მეორე თავად მოსვა.
–ელენე, – ხმა აეჭრა მამაკაცს.
–გისმენ, – ცოტა დაბნეულმა უპასუხა.
–დალიე და გულწრფელად მიპასუხე ერთ კითხვაზე...
–გითხარი უკვე, რომ არ ვსვავ და ვერ დავლევ, რადგან დიმა დაქალთანაა და მე უნდა წამოვიყვანო სახლში.. – წყნარად ჩამოარაკრაკა.
–მაგას ეშველება... ერთი თხოვნაა, რა იყო, – მხრები თითქოს უდარდელად აიჩეჩა მამაკაცმა.
ქალი აღარ შეწინააღმდეგებია, მწარე სითხე ჭყანვით გადაუშვა კუჭში და მაგიდაზე დახვედრებული დესერტი მიაყოლა, ყელის ჩასაწმენდად.
–კიდევ გიყვარვარ? – ტუჩზე იკბინა მამაკაცმა.
–და რატომ გგონია, რომ როდისმე მიყვარდი? – წარბები ზემოთ აწკიპა ქალმა და „გამოგიჭირე“ სახით შეხედა მამაკაცს.
–კი არ მგონია, ვიცი, რომ გიყვარდი, ახლა კი კიდევ ერთი და მიპასუხე! – შეპარვით უთხრა და ჭიქა შეუვსო.
არც ახლა აღარ შეეწინააღმდეგა. თუ საჭირო იყო ფხიზელიც კარგად დაფქვავდა არასაჭირო ინფორმაციას.
–კარგი, გნებდები... იყო დრო, როცა მიყვარდი... – ახლა თავად გაუცურა ჭიქა შესავსებად.
–და ახლა თავდაპირველ კითხვას დავუბრუნდეთ, – ღიმილით ასწია ჭიქა დიმამ. – კიდევ გიყვარვარ? – გაუმეორა კითხვა, ახლა უფრო მკაფიოდ და მიაშტერდა, პასუხის მოლოდინში.
–არა, – მკაცრად მოუჭრა ქალმა.
–აბა, რატო დაარქვი ჩვენ შვილს ჩემი სახელი? – ახლა მე გამოგიჭირეს სახით შეხედა.
–იმიტომ, რომ მომწონს, – უდარდელად აიჩეჩა მხრები, თუმც უნდა აღიაროს, ასეთ შეტევას არ ელოდა.
–შენ თუ გჯერა მაგის? – ცალი წარბი აზიდა ზემოთ.
–მჯერა! – ამაყად განაცხადა.
–კარგი, – ღიმილით დაეთანხმა მამაკაცი და ჭიქა ჰაერში აწია, – სიცრუისა და თავმოყვარეობის იყოს!
ქალმა ვერც კი გააცნობიერა, ისე აეკაფრა სახე. თვალები ჭყიტა და ისე დააკვირდა მომღიმარ მამაკაცს.
–ისევ თავდაჯერებული იდიოტი ხარ! – გაბრაზდა ელენე.
–შეიძლება ვიყავი, არ გეწინააღმდეგები! – უდარდელად აიჩეჩა მხრები.
–და ახლაც ხარ!
–ისევე, როგორც შენ გიყვარვარ კიდევ! – არ დაუგვიანა პასუხი და უარესად გააწითლა ქალი.
–უკვე არ აქვს მნიშვნელობა, – დანებდა.
–კი, აქვს... ყველაფერ უმნიშვნელოს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია! – დარწმუნებით ჩაილაპარაკა ცოტა შეზარხოშებულმა და კიდევ ერთხელ აწია ჭიქა. – შენ გაგიმარჯოს და იმ ფორტუნას, რომელმაც კიდევ ერთი შანსი მოგვცა ურთიერთობის ახალი საფეხურიდან დასაწყებად! – ღიმილით დააბოლოვა.
–შანსი, რომელსაც არ გამოვიყენებთ, რადგან მე მივდივარ! – სიმკაცრით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
–ელენე, მიყვარხარ! – მამაკაცის წარმოთქმულმა სიტყვამ შეაკავა. გაშეშდა და სუნთქვაც კი შეწყვიტა. პირველი იყო... პირველი მიყვარხარ. უარს იტყოდა? ვეღარ დამალავდა გრძნობებს, როცა ასეთი ნათელი იყო მომავალი. მართლაც უღირდა თავმოყვარეობის გვერდზე გადადება, რადგან თითო და მითუმეტეს პირველ შანსს ყველა იმსახურებს, შეუცდომელი კი არავინაა.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ვერ მოგატყუებთ, რომ დიმამ თავიდან კარგად მიიღო მამიკო დიმა, მაგრამ შემდეგ მიეჩვია. თავიდან ის ქონდა ჩაბეჭდილი გონებაში, რომ ამ მამაკაცმა დედამისი არ დააძინა მთელი ღამე, შემდეგ კი, დიმას თბილმა გუნებამ მიიზიდა პატარა დიმა და ერთნაირებმა საერთო ენა გამონახეს, როგორღაც.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
–დიმა! შენი ნამცხვარი მზადაა! – დაიძახა ელენემ.
–ჩემი? – ერთ დროულად შემოყეს ცხვირები სხვადასხვა კუთხიდან ბიჭებმა და დამთხვევაზე კარგადაც იკისკისეს.
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
–ელ, მეორეს რას ვარქმევთ? – მუცელზე მოუსვა ხელი მამაკაცმა.
–დიმას რაც უნდა, იმას! – სიცილით ააფახურა წამწამები.
–მე საბა მინდა, – ერთხმად ჩაილაპარაკეს ბიჭებმა.
–კიდევ ერთ ბიჭს რა გაუძლებს, – ამოიფშვინა და გაბერილ მუცელს დააშტერდა.

~~~~~~~~~~~~~~~~~~
ძალიან სპონტანურად დაწერილი ისტორია. აი, ასე, მომინდა სრულად რამე მიმეჯღაბნა და ავასრულე ჩემი წადილი. რამდენად კარგად, თქვენ შემიფასეთ^^



№1  offline წევრი Margvelashvili

ძალიან მომეწონა <3 კარგი გოგო ხარ შენ :-*⌒.⌒

 


№2  offline წევრი N7

Marley
მეამაყები! laughing

ჩემო ანუსია! love
Margvelashvili
ძალიან მომეწონა <3 კარგი გოგო ხარ შენ :-*⌒.⌒

გმადლობ, ძალიან მიხარია ^_^ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline მოდერი D-roni

me shen mikvarxar shvidiano ❤❤❤

 


№4  offline წევრი N7

D-roni
me shen mikvarxar shvidiano ❤❤❤

მე შენ მიყვარხარ, თბილო!❤❤❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5  offline წევრი -tiko))

Dzalian kargi iyoooo
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№6  offline წევრი N7

-tiko))
Dzalian kargi iyoooo

გმადლობ! love მიხარია, რომ მოგეწონა ^_^
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი BadBadgirl ^^

Kargia rom apatia ❤ dzaaan momecona ^^ <3

 


№8  offline წევრი N7

BadBadgirl ^^
Kargia rom apatia ❤ dzaaan momecona ^^ <3

მიხარია ძალიან, რომ მოგეწონა love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი human

❤️❤️❤️ყოჩაგ

 


№10  offline წევრი N7

human
❤️❤️❤️ყოჩაგ

გმადლობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11 სტუმარი Salo

ძალიან კარგი იყო. მოკლედ და ლაკონურად გადმოცემული გემრიელი ისტორია, თან კარგი დასასრულით.

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

კარგი იყო მომეწონა
heart_eyes

 


№13  offline წევრი Atiko

ვერ წავიკითხე ბოლომდე,ბოდიში.შენი თეორემები ძალიან,ძალიან მიყვარს,მაგრამ აქ ეგრე ადვილი არ არის მიაგდო და მერე ისევ მოხვიდე,ვითომც არაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent