არასოდეს მიგატოვებთ (1 ნაწილი)
-ანანო, აქედან ვის უყურებ ხოლმე? გვერძე მომიცუცქდა რუთი რუთი აქ გავიცანი, ჩემზე 5 წლით უმცროსია. მასაც ჩემსავით თეთრი კაბა აცვია და ცნობისმოყვარეობით მიყურებს - აი, ის წითური გოგო ჩემი მეგობარი იყო რუთ, ნატი. ეს პატარა ანგელოზი ჩემი შვილი და ჩემი სიხარულია, ეს მამაკაცი კი...ჩემი ყოფილი შეყვარებული, მარტივად რომ ვთქვათ - შენი შეყვარებული? თვალები დაქაჩა რუთმა. როგორ გაიცანი? - საშინელ სიტუაციაში. ქუჩაში მივდიოდი, ხელში რკინის ორლარიანი მეჭირა და ვფიქრობდი გემრიელი ნაყინი მეყიდა თუ დიდი, თხილებიანი შოკოლადი. გვერდით ბიჭმა ჩამიარა, ხელში შოკოლადიანი ნაყინი ეჭირა და გემრიელად მიირთმევდა.დავინახე, რაღაც საშინელი შავი მწერი როგორ ჩავარდა მამაკაცის ნაყინში, თუმცა მისი რეაქციის ნახვა ვეღარ მოვასწარი, რადგან პირდაპირ ქუჩაში ვაღებინე. სველი სალფეთქი გამომიწოდა და დამეხმარა. უბრალოდ დამეხმარა, მაშინ მისი სახელიც არ უთქვამს. სახლში წავედი, თუმცა იქამდე მაღაზიაში შევიარე და დიდი ჩიფსები ვიყიდე, ნაყინზე და შოკოლადზე გული მერეოდა. საწოლზე წამოვწექი, ფეხები ზევით ავწიე და პირში ჩიფსები ჩავიყარე. ვიცოდი ცოტახანში ამასაც უკან ამოვიღებდი, მაგრამ მაინც ვჭამდი. მერე სიგარეტს მოვუკიდე.. ადრე არ ვეწეოდი, ჯანმრთელობას ვუფრთხილდებოდი, თუმცა მაშინ ჩემი ჯანმრთელობის საქმე უკვე წასული იყო.. ძლივს შევლასლასდი აბაზანაში და მთელი ჩიფსები უკან ამოვიღე..სისხლიც ამოყვა.. შემდეგ მთელი დღე საწოლზე დაწოლილმა გავატარე, ჩემი ფეხზე ადგომა და თვალებში დაბნელება ერთი იყო. მინდოდა ნატისთვის მეთხოვა გამოდითქო, თუმცა აღარ დავურეკე, ისედაც ხელში მყავდა შეკლული. მეტი მე კიდევ არავინ მყავდა...დედა პატარაობისას დამეღუპა, მამამ გამზარდა..მკაცრად მზრდიდა..ისედაც ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი, მამას სიმკაცრის წყალობით კი სულ რამდენიმე მეგობარი მყავდა. ახლო ნათესავები არ გვყავდა... ნატის მე-7 კლასიდან ვიცნობ, თუმცა მაშინ უახლოესი მეგობრები არ ვყოფილვართ. მამაც რომ დამეღუპა 16 წლისას და დაქალებიც ჩამომშორდნენ ჩემი აუტანელი ხასიათის გამო, სულ მარტო დავრჩი. აი, მაშინ დამიახლოვდა ნატი. მამას გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ სულ სუსტად ვიყავი. გადაღლილობას და ნერვიულობას ვაბრალებდი. იმ დღესაც კაფეში ვიყავით მე და ნატი. ტირამისუს ნახევარიც არ მქონდა შეჭმული, რომ ისევ გული ამერია. ქალების ოთახში ისეთი სისწრაფით შევვარდი, კარების ჩაკეტვა არც გამხსენებია.ნატი გამომყოლია. ვაღებინე, ოღონდ სისხლი. მაშინ მეც სერიოზულად შემეშინდა და ნატის ექიმთან გავყევი. კიბო მქონდა.. გადარჩენის ძალიან დაბალი შანსები იყო, თუმცა ყველაფერი რომ გამეყიდა მკურნალობის თანხებს მაინც არ ეყოფოდა, თანაც მამაჩემის სიკვდილის შემდეგ არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვიყავი ამ მხრივ. გარდა ამისა არ მინდოდა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თუ თვეები საავადმყოფოს საწოლზე გამეტარებინა. ექიმმა თუ წამლებს და ტკივილგამაყუჩებლებს რეგულარულად მიიღებ და კონსულტაციებზეც ივლი, დაახლოებით ორი წელი იცოცხლებო. ჩემი მანქანა და აგარაკი გავყიდე იმისთვის რომ ეს წამლები და ტკივილგამაყუჩებლები მეყიდა. მაინც სულ ცუდად ვიყავი. იქ ბევრი ჩემნაირი გავიცანი, ყველას სხვადასხვა სიმპტომი ქონდა, თუმცა ყველას ჩემსავით ოცდაოთხი საათი გული არ ერეოდა. მეორე დილას ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, ნატი იყო. მომიკითხა და მთხოვა თუ შეგიძლია შენი თეთრი სამაჯური იქნებ სამსახურში გამომიტანო, საღამოს რესტორანში მივდივართო. უკეთ ვიყავი და დავპირდი გამოვალ-თქო. ჯინსები და თეთრი ზედა ჩავიცვი. ცხოვრებაში პირველად ვიდექი სარკის წინ და ვფიქრობდი, რომ 1-2 კილო არ მქონდა დასაკლები. მეტიც, ცხოვრებაში პირველად გავიფიქრე რომ ცოტა მომატება არ მაწყენდა. ყველაფერს აქვს თავისი პლიუსი. ოფისში, რომ მივედი ნატთან ჩემი საყვარელი რძიანი ყავის სუნი მეცა. თვალი გავაყოლე და ის მამაკაცი დავინახე, შოკოლადიანი ნაყინით, თუმცა ამჯერად ხელში რძიანი ყავა ეჭირა. ახლა უკეთ დავაკვირდი, ძალიან სიმპატიური იყო - ნააატ. შევანჯღრიე ჩემი მეგობარი - ხოოო, რა იყო? - აი ის კაცი, უნდა გამაცნო - ნატმა სახე დაჭყანა. ვინ გეგი? საშინელი მექალთანეა - გოგო ძლივს კაცი მომეწონა და მაგის მექალთანეობას დავეძებ? ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია ნატს ფერები გადაუვიდა და დასევდიანდა. - კარგი ან, ერთ კვირაში ხომ იცი ჩემი დაბადების დღეა, მაგასაც დავპატიჟებ და იქ გაგაცნობ. ოღონდ გეხვეწები ამ წელსაც ჯინსებით არ მოხვიდე რაა - არა, ნატ. ხვალ, შენ რომ კაბას ამარჩევინებ მაღაზიაში იმას ჩავიცვამ. მაღაზიებში ბევრი არ გვივლია, ძალიან სუსტად ვიყავი და არ შემეძლო. სალათისფერი, მუხლამდე კაბა ვიყიდეთ. ნატმა მითხრა შენს ხორბლისფერ კანს ძალიან უხდებაო, თუმცა მაშინ ხორბლისფერი კი არა ნაცრისფერი უფრო მედო. კაბა სადა იყო, წელში გამოყვანილი და შემდეგ იშლებოდა. ტანზე ლამაზად მქონდა, სამაგიეროდ სახე მქონდა საშინელ მდგომარეობაში. სახეზეც საშინლად გამხდარი ვიყავი, ამიტომ ნატმა სალონში ჩამწერა, მაკიაჟი გაიკეთეო. თმაც სალონში გავიკეთე, რადგან ბოლო დღეები ისე ცუდად ვიყავი თმის დავარცხნის კი არა, საწოლიდან ადგომის თავიც არ მქონდა. ბევრი რომ არ გამიგრძელდეს გავიცანი გეგი, იმ დღეს სახლამდეც მიმაცილა და ტელეფონებიც გაცვალეთ. შემდეგ ერთი თვე ვხვდებოდით... ჯერ კინოებსა და რესტორნებში, შემდეგ სასტუმროებშიც. არ მინდოდა ისე მოვმკვდარიყავი, რომ ეს მაინც არ გამომეცადა.. ხომ ხვდებით არა? მე შემიყვარდა, სამაგიეროდ მას არ ვუყვარდი, უბრალოდ მოვწონდი. მე ამას ვგრძნობდი, ნატიც სულ ამას ჩამჩიჩინებდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთი თვის შემდეგ გაუჩინარდა, აღარც მხვდებოდა, აღარც მირეკავდა... ნატმა სამსახურიდან ოთხი წლით გერმანიაში გაუშვესო. ვცდილობდი არ მედარდა, ბოლო თვეები მხიარულებაში გამეტარებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. მინდოდა დამერეკა, მაგრამ ვიცოდი აღარ ვჭირდებოდი და არც ვაწუხებდი. ისევ ექიმთან წავედით მე და ნატი კონსულტაციაზე. ჩემი ექიმი ცეცხლებს ყრიდა, ორსულად ხარო. აბორტს ვერ გაუძლებო მითხრა, თუმცა სულ რომ მოვეკალი ამას მაინც არ გავაკეთებდი. ძალიან მიხაროდა, მე მოვკვდებოდი, მაგრამ შვილი მაინც დამრჩებოდა. საავადმყოფოში დამაწვინეს, სულ მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ვყოფილიყავი, თუმცა ბავშვის გამო ამასაც გავუძლებდი. კიდევ უფრო დავსუსტდი, ვეღარაფერს ვჭამდი. გეგი აღარ გამოჩენილა. ის უბრალოდ კარგად იყო ჩემთან, მოწონდა შეყვარებული რომელიც არაფერზე საყვედურობდა, სულ უცინოდა, მასთან სულ მხიარული იყო, ყოველთვის გემრიელ კერძებს ახვედრებდა. ნატიმ დაურეკე და ბავშვზე უთხარიო, თუმცა გავჯიუტდი და გამორიცხულია-თქო გამოვუცხადე. მშობიარობას რომ ვერ გადავიტანდი ვიცოდი, ეს ექიმმაც მითხრა და დამპირდა ყველაფერს ვიზავ ბავშვი ჯანმრთელი რომ დაიბადოსო. ჩემი პატარა რომ დაიბადებოდა ბავშვთა სახლში უნდა გაზრდილიყო, ნატიმ ხშირად ვნახავ ხოლმეო. არ მინდოდა ესე მომხდარიყო, მაგრამ რა მექნა. ნატი ბავშვს ვერ დაიტოვებდა, მთელი დღე მუშაობდა, მისი ხელფასი კი დედამისის წამლებს ძლივს ყოფნიდა, ქალს დიაბეტი ქონდა. ჩემი სახლი ბავშვზე გადავაფორმებინე, სქესის გაგება არ მინდოდა, მაგრამ ექიმს მაინც წამოცდა გოგოაო. ნატიმ კატო დავარქვათო, მეც დავთანმხდი... - მერე ანი? ინტერესით შემომხედა რუთმა - ეს ხომ ისედაც ცხადია რუთ? ხელები გავშალე. ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადა, თუმცა მხოლოდ ხუთი წუთი მეწვინა გულზე - ძალიან ვწუხვარ, ან. თავი ჩახარა რუთმა. ეგრე გაკვირვებული ვის უყურებ? - გეგის. დღეს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა - მოიცა ეს ნატია..? გეგის დახვდა? - ხო, რუთ. აპირებს რომ ბავშვზე უთხრას - მაგარია ანანოოო, გამიცინა რუთმა - ხო, ალბათ. მხრები ავიჩეჩე მე და ყურება განვაგრძეთ. *** აეროპორტიდან გამოსული მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა, როცა პირდაპირ მისკენ მომავალი სილუეტი შეამჩნია. ქალს ჯინსის ვიწრო შარვალი და თეთრი ზედა ეცვა, წითური ხუჭუჭა თმები მხრებზე დაეყარა და მამაკაცს დაჟინებით უყურებდა. მამაკაცს საიდანღაც ძალიან ეცნობოდა...მოახლოებულ სილუეტს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და მასში ყოფილი თანამშრომელი ამოიცნო - პრივეტ, ნატ. როგორ ხარ? ქალი გადაკოცნა - არამიშავს, თავად? ვხედავ საქართველოში დაბრუნებულხარ - ხო, ოთხი წელია აქ არ ვყოფილვარ, შეცვლილია აქაურობა - ბევრი არაფერი შეცვლილა, უხეშად მოუჭრა ქალმა. შენთან სალაპარაკო მაქვს - მოხდა რამე ნატ? თუ გინდა სადმე დავსხდეთ - არ არის საჭირო, ჩემთან ავიდეთ, აქვე ვცხოვრობ, თანაც დღეს მარტო ვარ - როგორც გინდა, მხრები აიჩეჩა კაცმა მამაკაცმა დაკვირვებით შეათვალიერა სახლი, და ბოლოს მზერა სავარძლის სახელურზე მკაცრი სახით ჩამომჯდარ ნატაზე შეაჩერა - დალევ რამეს? უკმაყოფილო სახით კითხა ქალმა - ყავას თუ არ შეწუხდები - დამიჯერე ეს უფრო მოგიხდება. ქალი სამზარეულოდან ორი ვისკის ჭიქით დაბრუნდა, ერთი კაცს გაუწოდა, მეორე კი თავად წამებში გამოცალა. მამაკაცმა კიდევ ერთხელ გაკვირვებულმა შეათვალიერა ქალი, რომელიც ირონიულ მზერას არ აშორებდა - რაზე გინდოდა ჩემთან ლაპარაკი ნატ? - იმაზე რომ არაკაცი ხარ, თუმცა ვფიქრობ ეს უჩემოდაც მშვენივრად იცი - იქნებ უფრო გარკვევით მელაპარაკო ნატა? - ანი გახსოვს? ქალი გაღიზიანებას ვეღარ მალავდა - რომელი ანი? - ანი.. ანი ლაბაძე - კი, მახსოვს, მერე? - გახსოვს როგორ გაიცანი? -მგონი რაღაც წვეულებაზე - ხო, ჩემს დაბადების დღეზე. ანი ჩემი მეგობარი იყო, რომელიც თავად გაგაცანი. ერთი თვე ხვდებოდი, მერე კი გერმანიაში წახვედი და შენი სხვა თოჯინებივით ისიც მიაგდე - მე ანის არაფერს დავპირებივარ ნატ, და საერთოდ იცი შენ მე როგორი ურთიერთობაც მაქვს ქალებთან - ხო, ვიცი, მაგრამ შენ ანიზე ბევრი რამ არ იცოდი... მას კიბო ქონდა - მე ეს არ ვიცოდი, ნატ.. ძალიან ვწუხვარ... გულწრფელად შეწუხდა მამაკაცი - მოკლედ გეგი, ძალიან მაღიზიანებ ამიტომ პირდაპირ გეტყვი, თორემ ეხლა გული ამერევა. ანი შენგან ორსულად დარჩა, მაგრამ შენი დამოკიდებულების გამო არაფერი გითხრა. ნატმა ფურცელზე ბავშვთა სახლის მისამართი დაწერა და გეგის გაუწოდა. ბავშვს კატო ქვია და სამი წლისაა, შენი ასლია. მიუხედავად ყველაფრისა, მე ვფიქრობდი რომ შენ ეს უნდა გცოდნოდა. აწი, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ახლა კი თუ შეიძლება დატოვე ჩემი სახლი, უნდა გავანიავო. ნატმა გაკვირვებულ მამაკაცს კარები თვალწინ მიუჯახუნა, გეგი კი კიდევ დიდხანს უყურებდა თეთრ ფურცელზე დაწერილ ბავშვთა სახლის მისამართს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.