შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Rise Againster ( თავი lI )


3-08-2015, 15:20
ავტორი tamta
ნანახია 2 116

ვერ გავიგე, როდის ან როგორ მომიჯდა გვერდით, მისი იქ ყოფნის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც ხმა ამოიღო და შემაშინა:
,,- რატომ წავიდა? არ მიკითხა მაინც?! დაუმშვიდობებლად არუნდა წასულიყო...
- შემაშინე ეკე, მისმინე! ტასო ისეთ დღეში იყო ეკე რა გასაკვირია, რომ აღარავინ ახსოვდა? იცი?! ეს დღეები ხმას არ იღებდა, არც ტიროდა... არასდროს გამოუხატავს დიდად გრძნობები, მაგრამ ის სიცივე, ტკივილი, რომელსაც მის გვერდით ვგრძნობდი ეკე.. ეს რაღაც უცხო იყო ჩემთვისაც კი...
- გვიანია, კარგი, ნუღა დარდობ ტასო საკუთარ გზას აუცილებლად იპოვის... გაგიყვან...
- არა არა მადლობა..."
იმ დღეს ეკეს არაფრის დიდებით დავთანხმდი გაცილებაზე... თითქოს იწყინაო.... მერე დრო გადიოდა შენი წასვლიდან ერთი წლის თავზე ძალიან მაგარი კამათი მომივიდა მამასთან, თეკოსთან შევუსწარი ჩვენს კლასელთან, საშინლად გავმწარდი, წარმოიდგინე შვილის ტოლა გოგოსთან, ჩემს მეგობართან შევუსწარი ტასო! მარტო ვიყავი... სახლიდან წამოვედი... ეკეს დავურეკე... ვიცოდი, ვიცოდი, რომ დიდ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ უკან არ დამიხევია... ამ პერიოდის განმავლობაში, შენ ჩემ გვერძე არ იყავი, ერთადერთი ვინც გვერდით მედგა ეკე იყო... შევტოპე, ღრმად შევტოპე... მოკლედ მაშინ წასასვლელი არსად მქონდა...ეკესთან წავედით იმ ღამეს... მიუხედავად ყველაფრისა მასთან დარჩენა არ მინდოდა, არვიცი ალბათ წინათგრძნობა მკარნახობდა რომ მასთან არ დავრჩენილიყავი, მაგრამ წასაწვლელი არსად მქონდა, თანხა გადანახული მქონდა, არასრულწლოვანი ვიყავი და შენთანაც ვერ წამოვიდოდი, ეკემ შემომთავაზა მანამ ბინას ვიშოვიდი მასთან დავრჩენილიყავი, თანაც დამპირდა რომ რაიმე სამსახურსაც მიშოვიდა... 1 კვირაში სრულწლოვანიც ვხდებოდი და სამუშაოს შოვნა ასე თუ ისე არ გამიჭირდებოდა... განადგურებული ვიყავი... მასთან თავიდან თითქოს ყველაფერი შესანიშნავად იყო... 6 დღე ისე ვიცხოვრე მასთან თითი არ დაუკარებია ზედმეტად, მერე ბინა ვიშოვე, იმ საღამოსვე ვუთხარი ეკეს ახალი ამბავი... აშკარად არ გაუხარდა... მეორე დღეს უნდა გადავსულიყავი ახალ ბინაში... იმ საღამოს მაგრად დალია, მერე კი ის მოხდა რაც არუნდა მომხდარიყო, იცი?! იცი?! ტასო! მაან ძალა იხმარა... - სონია მთლიანად კანკალებდა... ვამშვიდებდი, ცოტა რომ დაწყნარდა ისევ განაგრძო...
- მეც არ ვიცი საიდან მქონდა ამხელა ძალა, რომ ამხელა ტკივილისთვის გამეძლო... რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეორე დღეს მუხლებზე დაჩოქილი მთხოვდა პატიებას... ვერ ვაპატიე, მეორე დღეს, ცოტა რომ მომჯობინდი და ვიგრძენი, რომ ადგომა შემეძლო იქაურობას გავეცალე, ახალ ბინაში გადმოვედი... მას მერე აღარ მინახავს... ის პერიოდი მაგრად გამიჭირდა, სამსახურში ვათენებდი და ვაღამებდი, ცოტა დანაზოგი რომ გამიჩნდა გადავწყვიტე სადმე მაინც ჩამებარებინა... აი ასე აღმოვჩნდი ერთ-ერთ კოლეჯში, ექთნის თანაშემწედ... მერე რაც შემეძლო თავს არ ვზოგავდი თან ვმუშაობდი თან ვსწავლობდი... კოლეჯიდან პრაქტიკებზე გაგვანაწილეს, იმდენად მოვინდომე, რომ ჯგუფიდან საუკეთესო ქულები ავიღე, ყველაზე კარგად ვმუშაობდი და დამტოვეს კიდეც იმ კლინიკაში... მას მერე ბევრი რამ შეიცვალა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლინიკაში მიმიღეს, საკმაოდ კარგი ხელფასიც მაქვს ახლა... მაგრამ მას მერე პირადი ცხოვრება თითქმის არ გამაჩნდა მანამ, სანამ ლუკა არ გამოჩნდა... ის კოლეჯში გავიცანი, კოლეჯის მფლობელის შვილი იყო და სრულიად შემთხვევით გავიცანი, მერე დავმეგობრდით...ჩვენი გაცნობიდან წელიც არ იყო გასული სიყვარული რომ ამიხსნა, თავიდან ვორჭოფობდი, მერე მეც გამოვუტყდი გრძნობებში, მან ყველაფერი იცის ჩემზე, შემიყვარდა და უკვე სამი თვეა ერთად ვართ...ვიცი, რომ გაგიჭირდება ჩემი გაგება... საკუთარ თავს იმას ვერ ვაპატიებ, რომ მას ვენდე და შენც გიღალატე...- სონიამ ცრემლები მოიწმინდა... სიგარეტი იქვე ჩავაქრე და სონიას გადავეხვიე....ვიცოდი, რომ სტკიოდა...
- საპატიებელი არაფერია სონია... იცი?! ზოგჯერ ისე მინდოდა აქ ყოფნა... მაგრამ ვერ შევძლებდი ვიცოდი, ვიცოდი ყოველი კუთხე-კუნჭული მათ გამახსენებდა, მე კი ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავი... ვგრძნობდი ეს პერიოდი, რომ გიჭირდა, მაგრამ ამდენი რამის გადატანა თუ მოგიწევა არ მეგონა...აღარ იდარდო კარგი?! ეკე პასუხს აგებს ყველაფრისთვის... იცი?! ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა...მეც შევიცვალე...მაგრამ ჩვენი დობა არ შეცვლილა და ეს ყველაზე მეტად მახარებს...ეკე პასუხს აგებს ყველაფრისთვის, მაგრამ არა ჩვენი ხელით, ღმერთი ყველაფერს ხედავს სონია, შენი აზრით, ღმერთი მას არ დასჯის?!
- არვიცი ტასო, მხოლოდ ერთი რამ ვიცი... იცი?! იმ ტკივილმა, ტანჯვამ იმხელა ძალა მომცა, ახლა ზუსტად ვიცი აღარაფერი აღარ მოხდება ისეთი, რომ უფრო მეტად მეტკინოს...ახლა?! ახლა ცხოვრებით ვტკბები... აი შენც დამიბრუნდი და დარწმუნებული ვარ, როგორც უწინ, ახლაც ავიკლებთ თბილისს ჩვენი წიოკით... გახსოვს იპოდრომთან ფეხით ჩასვლა, რომ ავიტეხეთ ღამის 4 საათზე?! მთელი გზა ბოლო ხმაზე რომ ვმღეროდით ,,სამი დალიეს"?! და კორპუსებიდან ხალხი რო გვივარდებოდა პიჟამოებით ან საცვლების ამარა და გვლანძღავდა?! კარგი იყო, ჩვენ კი რამდენს ვხალისობდით... მერე იპოდრომის შესასვლელთან მაწანწალა ძაღლები რომ დავინახეთ და იქედან თავქუდმოგლეჯილები, რომ გამოვრბოდით?!- ამაზე ორივეს სიცილი აგვიტყდა... მომნატრებია მასთან საუბარი და ძველი დრიოს გახსენება...
- სონია შენ ის თუ გახსოვს?! ვარდების ბაღში ვიღაც მოხუცმა რომ დაგვლანძღა იმის გამო რომ ყვავილები დავპუტეთ?!
_ამის თქმა იყო და სიცილი ავტეხეთ კიდევ ერთხელ, უკვე მუცელი ამტკივდა სიცილით, აბა როგორია?! რომ გაიხსენებ, როგორ დაკრიფეთ და გაანადგურეთ მთელი ბაღი ნიძლავის გამო, მერე კი როგორ გვლანძღავდა მოხუცი, საყვარელი, ბუზღუნა კაცი, სახე სულ გაწითლებული ქონდა სიმწრით... მერე სონიამ აიტეხა ყავა მინდაო და ასე დავლიეთ შუა ღამით ყავა... ბევრი ვისაუბრეთ... მერე კი ძლივს დაგვეძინა...

_____________

მანამ სანამ მათ სძინავთ გაგაცნობთ მთავარ პერსონაჟებს:

ანასტასია ლიპარტელიანი, ახლა უკვე 22 წლის, სიმაღლე- 1,76სმ, წონა?! არაა საჭირო მარა ისე გეტყვით საკმაოდ გამხდარია...ჭადრაკს ფლობს საკმაოდ კარგად, პროფესიით ფსიქოლოგია, მანამ სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა სწავლა დაამთავრა, 3 კურსიდან უკვე ჰყავდა პაციენტები, თავის საქმეში ნამდვილი პროფესიონალია, მშობლები, როგორც წინა თავში ავღნიშნე ავტოავარიაში დაეღუპა, ჰყავს ბიძა- ვახტანგი და ბიცოლა- ლილი, იგივე ლილიენი... საუკეთესო ადამიანები, გიჟდებიან ტასოზე, სამწუხაროდ შვილები არ ჰყავთ... გარეგნობით ტასო საკმაოდ ეშხიანი გოგონაა, ბევრს აღუნიშნავს მისი გარეგნული მშვენიერება,შავი თმა ქონდა გრძელი და სწორი, ძალიან თეთრი იყო და შავი თვალები ჰქონდა, სწორი ცხვირი და საშუალო ზომის ტუჩები, ეს ყველაფერი კი იდეალურ კონტრასტს ჰქმნიდა... ავტომრბოლელი იყო ერთი პერიოდი, მისი მშობლების სიკვდილის შემდეგ ყველანაირ რისკზე მიდიოდა, არასდროს ადარდებდა არავის აზრი, სწავლით?! ნიჭიერი იყო თანაც ძალიან სწორედ ამიტომ ყველანაირად უწყობდნენ ხელს რექტორი და ლექტორები ხელს და ზოგჯერ სხვებისაგან განსხვავებით ყველაზე მეტად სჯიდნენ, ეს რა თქმა უნდა ტასოს აზრი იყო, მისი აზრით, ყველა მასზე იყო გადაკიდებული, ეს თავიდან მერე და მერე კი მიხვდა რატომაც იქცეოდნენ ასე და დააფასა მათი ამაგი... ტატუებზე პირველ კურსზე სწავლის დროს გიჟდებოდა და საკმაოდ ბევრი ტატუც გაიკეთა...

სონია ფილაური- ასევე 22 წლის, სიმაღლე-1,74სმ, მშობლები- მამა ვაჟა ფილაური, დედა - ელენე მუმლაძე... სონია ტასოსაგან განსხვავებით ენაწყლიანი იყო ყოველთვის, ბევრად უფრო ლაღი იყო... მაგრამ მათ ქონდათ ძალიან ბევრი საერთო თვისებები... ორივე საკმაოდ ძლიერი პიროვნება იყო... ორივეს გააჩნდა თავისი პრინციპები.... სონიას მოყავისფრო თმა ჰქონდა და თაფლისფერი თვალები, პატარა ტუჩები და სწორი ლამაზი ცხირი, თხელი ოდნაც მოგრძო სახე ჰქონდა...

ეკე, იგივე ერეკლე მაისურაძე - 26 წლის, სიმაღლე - 1,86სმ, ეკე ყოველთვის ძველ ბიჭობდა, ყოველთვის ათას შარში ეხვეოდა... გარეგნობით ნამდვილად შეეძლო ეამაყა, საკმაოდ სიმპათიური იყო, ყავისფერი თვალები ჰქონდა საკმაოდ მუქი, ღია წაბლისფერი თმა, სპორტული აღნაგობა და რაც მთავარია სასწაული ღიმილი ჰქონდა... ტასო წლების განმავლობაში მოსწონდა, მისი დის სკოლაში სწავლობდნენ სონია და ტასო, სწორედ აქ გაიცნო ისინი... ტასოსაც მოსწონდა ეკე, ბავშვური გატაცება იყო უბრალოდ, ეგონა უყვარდა მაგრამ დროთა განმავლობაში, სიშორემ და დრომ დაუმტკიცა რომ ის არ იყო ის ვისთან ერთადაც სურდა დაბერება... გატაცებამ მალევე გადაურა... ეკე?! ეკესაც ზუსტად მასე დაემართა, მერე როცა ტასოს მშობლები დაიღუპნენ და ტასო წაიყვანეს სონიას მიეკედლა, მერე კი ის მოხდა რაცარუნდა მომხდარიყო... ნანობს თუმცა სინანული გვიანია...ეკემ არ მოისურვა სწავლა და მშობლებსაც სხვა გზა არ დაუტოვა, ყოველთვის დამოუკიდებლობისაკენ მიიწევდა, მაგრამ მას არ ესმოდა რომ მამამისის ფულებით ცხოვრება და ათასი სისულელის გაკეთება სულაც არ ნიშნავდა თავისუფლებას... მერე უცბად მოისურვა მამამისის ბიზნესში ჩაბმა... საკმაოდ კარგად გამოუვიდა და ახლა ერთ-ერთი საკმაოდ გავლენიანი პიროვნებაა, არც თუ ისე სუფთა წარსულით და გაურკვეველი მომავლით...

ლუკა კი სულ სხვანაირი იყო იურიდიული ჰქონდა დამთავრებული და საკმაოდ კარგი ადვოკატი იყო... ლუკა გაბიდაური 28 წლის იყო, საკმაოდ კარგი გარეგნობის, თეთრი სახე ჰქონდა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, მხვილი ტუჩები, მომწვანო-მოცისფრო თვალები და მუქი ქერა თმა...

__________________

ტასოს ისევ ესიზმრა მშობლები, ისევ ისე სისხლში მოცურავე მათი ფიგურები, შეშინებულს გამოეღვიძა.. ვეღარ სუნთქავდა ეგონა იხუთებოდა, ამ მდგომარეობამ 10 წუთს გასტანა, შემდეგ თავი ხელში აიყვანა, აივანზე გავიდა და იქვე სავარძელში ჩაჯდა... ახლა უნდა იფიქროს რა გააკეთოს... რამენაირად უნდა დაიწყოს მუშაობა...

საკმაოდ გვიანი იყო უკვე, როდესაც სონიამ გაიღვიძა..
- დილამშვიდობის, ასე ადრე რამ გაგაღვიძა?
- რაღა ადრეა?!_ გამეცინა მის მოღუშულ სახეზე, აშკარად ძილი დააკლდა...
- ყავას დალევ?_ დააიგნორა ჩემი სიტყვები...
- რათქმაუნდა...
სონია სამზარეულოში გავიდა, მე კი ისევ ჰორიზონტს გავყურებდი, ჩავფიქრდი, რამდენის გადატანა მოუწია სონიასაც... ისე გამიტაცა ფიქრებმა ვერ შევამჩნიე, როგორ მოვიდა სონია... ყავა ჩემს წინ პატარა ჟურნალების მაგიდაზე დაუდგავს...
- იმედია გემოვნებაც არ შეგეცვალა და ისევ ტკბილზე ტკბილ ყავას სვავ_ გამეცინა...
- არა ნამდვილად კარგად გახსოვს, კი ისევ ისეთ ყავას ვსვავ, როგორიც უწინ მიყვარდა, მიკვირს ახლაც რომ არ დამიწყე ჩხუბი იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ტკბილეულობის გადამკიდე დიაბეტი დამემართება...
- ანა!
- გისმენ!_ ყავა ისევ მაგიდაზე დავაბრუნე და მისკენ მივტრიალდი
- დღეს ლუკა უნდა მოვიდეს და მგონი ბავშვებიც წამოვლენ, წეღან დამირეკა, იცის, რომ აქ ხარ და შენი გაცნობა უნდა..._ მისი ხსენებისას სონიას თვალებში აცეკვებულ ჭინკებს სულელიც კი შეამჩნევდა, გამეღიმა, გამიხარდა ისევ და ისევ ჩემი გადარეული მეგობრის დაბრუნება...
- რათქმაუნდა გამიხარდება მისი გაცნობა...
- უი მართლა, სულ გადამავიწყდა, ლუკას დაბადების დღეა ზეგ და შენ რა თქმა უნდა საპატიო სტუმარი ხარ..._ მამცნო სონიამ თან ყურებამდე გადახსნილი იღიმოდა... ღმერთო ჩემო! ეს გოგო არასდროს შეიცვლება... აი რატომ მიყვარს ის ასე ძალიან...
- ჰაჰ გამომიყვანეს ახლა საპატიო სტუმარი...
- კარგი რა! რა არ მოგწონს?!
- კარგი, კარგი ჩუმად ვარ... მალე მოვა შენი სატრფო?!
- კი, კი წეღან, რომ ველაპარაკე მითხრა მალე გამოვალო... წესით უკვე აქ უნდა იყოს...
- კარგი მანამდე მე მოვწესრიგდები, სულაც არმინდა სიძეს ასეთი დავხვდე, ,,ბაბაიაგა" მიმიქარავს ისე გამოვიყურები_ ამაზე ორივეს გულიანად გაგვეცინა...მე სააბაზანოში შევედი, როცა ვიგრძენი, რომ უკვე კანი დამინაოჭდა წყლის ჭავლი გადავკეტე და ვეცადე რაც შეიძლება სწრაფად გამეშრო თმა, რეკორდულ დროში მოვრჩი მოწესრიგებას, გამოსულს სასიძო უკვე მოსული დამხვდა და არა მარტო ის, მასთან ერთად 3 ბიჭი იყვნენ და კიდევ ერთი გოგონა, სონია კი ყავას ანაწილებდა...
- გამარჯობათ!_ გავუღიმე მომხიბვლელად და წამებში გავატარე ,,რენდგენში" 4 ობიექტი...
- აჰ ესე იგი შენ ხარ ჩემი სონიას მეგობარი?!
- დიახ შენ ალბათ ლუკა ხომ?!
- დიახ! სასიამოვნოა_ ხელი ჩამოვართვით, თვალებ დაწვრილებული შევყურებდი, ჩემი შემყურე სონია მოკვდა სიცილით...
- ესენი ჩემი მეგობრები არიან... ეს დიტო შალიკაშვილი_ მიმითითა მაღალ ქერა ლურჯთვალა ბიჭზე რომელიც აკრული იყო გოგონაზე.
- ეს კი ლილეა ჩვენი რძალი და დიტუნას ცოლუკა_ მიმითითა იმ ლამაზ მწვანეთვალება, ქერა გოგოზე აკრული რომ იყო დიტოზე, აშკარად ძალიან ლამაზი წყვილი იყო...
- ეს ვაკო გოგოლაურია_ ახლა წყვილის გვერძე მჯდარ შავგვრემან, თაფლისფერ თვალება, ჩასხმულ, მაღალ ბიჭზე მიმითითა, აშკარად ძალიან მხიარული და მოუსვენარი ბიჭი ჩანს, ერთი შეხედვით წყნარად ზის, მაგრამ ადგილზე ცქმუტავს, მისი შემხედვარე გამეღიმა
- ეს კი უტაა ქურასბედიანი_მიმთითა შავგვრემან, ჭროღა თვალება, აშკარად ჯმუხ, უხასიათო, უჟმურ ტიპზე, ,,გარეგნობით ვერაფერს დაუწუნებ, მარა უფ ამას ვინ გაუძლებს რა ჯმუხი რაღაცაა"...
- სასიამოვნოა ყველას გაცნობა... _ გავიღიმე ოღონდ უკვე ძალით, უფრო დავიმანჭე ამ უჟმურის შემხედავრე... ერთი ირონიულად შევათვალიერე, მერე კი იქვე ჩამოვჯექი და ყური დავუგდე რაზე საუბრობდნენ
- მოკლედ ტასო სონია ბევრს მიყვებოდა შენზე, ალბათ გითხრა ზეგ ჩემი ,,დაბიდუბის" დღე რომაა, 29 წლის ვხდები ვბერდები მარა ვის ესმის, უთხარი შენს დაქალს რამე, აქამდე შენ არ იყავი და შემიკლა მეჯვარე არ მყავსო და... ახლა ხო აქ ხარ ხოდაა უთხარი რამე დავბერდი კაცი და მახვეწნინებს არ მომყვება... _ გაითამაშა მოწყენილი ბავშვლის როლი... ნწ ამათ ხელში აშკარად არ მოვიწყენ...
- ქორწილი ისე კარგი იქნებოდა, ჰმ დავფიქრდები ისე როგორ დავითანხმო..._ ლუკას გვერდით მჯდარი სონია კი ხან მე გადმომხედავდა დაჭყეტილი თვალებით, ხანაც თავის სატრფოს...
- მეც აქ ვარ ისე ცნობისათვის და ეს საკითხი ჯერ ჩემთან უნდა შეთანხმდეს თორე მოგიწევთ უპატარძლო ქორწილის გადახდა...
- შენ რა მაგარი ტიპი ხარ ტო, სონიჩკამ თქვა მაგარი მრბოლელიაო და მართალიააა?!_ აშკარად ამ ამბით აღფრთოვანებული მეკითხებოდა მგონი ვაკო...თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად..
- მგონი სულაც არაა ლამაზი გოგო საჭესთან_ არა ისე კი ეტყობოდა რა უჟმური რაღაც იყო მარა ასეთი აზიატი, თან ასეთი ,,სიფათით", ნწ ეს უკვე მეტისმეტია...
- მგონი თქვენ არავინ გეკითხებათ მოგწონთ თუ არა ქალი საჭესთან...
- ელემენტარული მანქანას ვერ ატრიალებთ ქალები და წარმომიდგენია რა სასწაული მრბოლელი იქნება ქალი, ისე ფრთხილად იყავი სადმე არ გადაიჩეხო, მაინც თავს ვიზღვევთ! რომელიმე ხეს რომ შემოეხვიო ისევ ჩვენი ასაფხეკი გახდები აშკარად და..._ ჩაილაპარაკა ირონიულად... უკვე ცხვირიდან და ყურებიდან ბოლი გამდიოდა ისე გავმწარდი, მარა თავი შევიკავე
- როდიდან გახდით ჩემი პატრონები რო?! ხეზე არ შემოვეხვი, თურამეა პირდაპირ სალი კლდიდან გადავაჭრი თან მოკლეა, თანაც შენნაირი იდიოტი ჩემს გვამს ვეღარ მიეკარება ასე კი დაცული ვიქნები მომწამლელი ნივთიერებებისაგან, გამიგია კობრებს კანიც კი შხამიანი აქვთო და რავიცი რავიცი..._ რატომღაც ვაკოს ჩემი სიტყვები სასაცილოდ არ ეყო აი უტა კი ისე იყო გამწარებული ალბათ ახლა მარტო რომ ვყოფილიყავით სიამოვნებით ამჩეხავდა...
- ყველაფერი უწოდებიათ ჩემთვის მარა კობრა არა_ ჩაეცინა ირონიულად, ფუფ რა აუტანელი რამეა..
- და მე გიწოდეთ კობრა?! მე სასხვათაშორისოდ ვთქვი ეს სიტყვა, არ მეგონა თუ საკუთარ თავზე მიიღებდით..
- კარგით კარგით გეყოფათ, ჩვენ უნდა გავიდეთ, ლილე აქ დარჩება გოგოებო... სონიჩკა! ჩემი გოგო საღამოს გამოგივლი და იმედია ტასო არ მიწყენს შენს თავს თუ მოვტაცებ ცოტა ხნით..._ არაა ჩემი სასიძო აშკარად კარგი ბიჭია... რა საყვარლები არიან... სონია ბიჭებს გაჰყვა გასაცილებლად მე და ლილე კი მისაღებში დავრჩით...

_______

ჰმმ, მგონი რაცხა არაა ისეთი მე რომ მინდა, რომ ვკითხულობ უფრო ადვილია და არც ამდენი ბოდიალი გიწევს, მარა სხვა რითი გავერთო?! ხვალ დავდებ... მიხარია, რომ წაიკითხეთ და იმედი მაქვს კრიტიკასაც გაიმეტებთ, მგონი მასეთი წყალწაღებულიც არვარ რომ კომენტარსაც არ წერთ... ნუ რავიცი რავიცი... მაგდუუუს მადლობა და იმედი მაქვს ცუდი არააა?!



№1  offline წევრი magdagoderidze

ჩემო გოგუნია ხომ იცი სადაცა კრიტიკის და შენიშვნების ადგილი ? :D
კარგი ხარ და კარგია love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent