all you need is love
თავი 1 -ჯანდაბა! დღეს ხომ შაბათიაა... რატომ ხდება ყოველთვის ასე? დასვენების დღეებში ადრე რატომ მეღვიძება?! მეორე მხარეს გადავბრუნდი, შემდეგ ბალიშის ქვეშ შევყავი თავი, შემდეგ საბანი თავზე დავიფარე, მაგრამ ძილი ვეღარ განვაგრძე. ჩემს თავზე გაბრაზებული ბუზღუნით ავდექი და აბაზანაში შევედი. რამოდენიმე წუთში აბაზანის კარებზე კაკუნია.. -ნუცა გამოდი, სტუმრები გვყავს. -დედა მერე მე რაშუაში ვარ? უთხარი სძინავსთქო. -ნუხარ ასეთი უპასუხისმგებლო.. შენთვითონ არ დაპატიჟე თაკო? -ვაიმე დავპატიჟე მაგრამ დავპატიჟე ვახშამზე... რაიყო ხეზე იჯდა ეგ ოჯახაშენებული? -ჩუმად, სირცხვილია არ გაიგონოს!!! -გაიგებს და გაიგოს... რაიყო ხაშია ამ დილაუთენია?! -ნუცა ბევრ ლაპარაკს გირჩევნია მალე გამოიხეხო კბილები და გარეთ გამოხვიდე... და ძალიან გთხოვ რამე ლამაზი ჩაიცვი, არ დამანახო შენი დაგლეჯილი ჯინსები... -ღმერთო ჩემო ეს რა ცხოვრება მაქვს... ასე იწყება ჩემი ყოველი დასვენების დღე... მევარ ნუცა კანკავა 17 წლის, ვცხოვრობ თბილისში ნუცუბიძეზე... ვარ 11 კლასში.. ვარ 1.74 სიმაღლეში, ვარ გამხდარი, მაქვს შავი სწორი თმები, თაფლისფერი დიდი თვალები, დიდი წამწამები და საშუალო ზომის ტუჩები. დედაჩემი, ხატია ბაქრაძე, 33 წლის... ძაან მიყვარს, იმიტორო თითქმის ყველააფერში მიგებს, ჩემი დაქალია რაა... მამაჩემი საქართველოდან მაშნ წავიდა როცა 12ის ვიყავი... ვითომ სამუშაოდ, მაგრამ არის რუსეთში და ერთობა ნაშებში... თვეში ორჯერ თუ გამოაგზავნის ხოლმე 100-100 დოლარს, ჩემს და დედაჩემის დაბადებისდღეზე და ამით გონია რო კარგ მამობას მიწევს. მყავს საუკეთესო მეგობარი, ელენე ტატიშვილი.. სულ ვკამათობთ, სულ რაღაცას ვუმტკიცებთ ერთმანეთს მაგრამ მაინც ძაან გვიყვარს ერთმანეთი... ელენე არის მაღალი, გამხდარი,აქვს წაბლისფერი თმა და თვალები, დიდი რუჩები და ლამაზი ფეხები... დედამისს კი ნინა ქვია... ელეს ბიძა დათო, ჩემი ნათლიაა, ამიტომ ოჯახებითაც ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება თაკოს... ის ერთი სისხლის მსმელი წურბელაა... ბოდიშით ამ სიტყვაზე მაგრამ ყველას ტ*აკში უძვრება... ცდილობს რომ თავისი გამომწვევი ჩაცმულობით ყველას ყურადღება მიიპყროს, უყვარს ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნაა და საუბრობს ასე „აუუ ღადაობ? ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ არ მომატყუოო“ ოღონდ ამ სიტყვებს რო ცოტა „ძ“ერსკული კილო მივცეთ... მოკლედ ასე თუ ისე აგიღწერეთ ჩემი ოჯახი და თხრობასაც შევუდგები... -აუუ ნუუც, 1 დღეა არმინახიხარ და უკვე მომენატრე სიხარულო.. -კაი კაცო... ისე მე შენ ვახშა... დედაჩემი მიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი, ამიტომ სიტყვა გამაწყვეტინა -ნუცა, დამეხმარე მაგიდის გაწყობაში გთხოვ... -მე დაგეხმარებით ქალბატონო ხატია.. -ხო აი თაკო დაგეხმარება, მანამდე მე ელეს დავუძახებ -ელენეს თაკო დაურეკავს, შენ მე დამეხმარე.. წამოდი სამზარეულოში. წარბშეკრული დედაჩემს შევყევი სამზარეულოში -დედა რაგინდა? -მისმინე, მოეშვი ამგოგოს, რადაგიშავა? -აუ დედა რადგან შენ და დედამისს კარგი ურთიერთობა გაქვთ მაგის გამო მე რატო უნდა მიწევდეს თაკოს ატანა?! -მაშინ რატომ დაპატიჟე?! -შენ მაიძულე! -ეხლა მისმინე, ის სტუმარია და წესიერად მოექეცი... -სტუმარი კიარა ჩანგალისტია... ვახშამი მეთქი და საუზმეზე დამადგა დილაუთენია... -ასეთი პირდაპირიც ნუიქნები, იქნებ ცოტა ტკბილი სიტყვაც გაიმეტო სტუმრისთვის.. -დედა რავქნა არშემიძლია ეს პირფერობა! -თეფშები წაიღე და დაალაგე ლამაზად ელენე არ შემოსულა რადგან მასაც არეხატება ეს თაკო გულზე. საუზმობის შემდეგ ჩემს ოთახში ვიყავით, ლეპტოპში ფილმს ვუყურებდით, თუმცა არცერთს გვაინტერესებდა... -აუ ნუუც, რაღაც მომბეზრდა ეს ფილმი... -რატო კაი ფილმია მისი ლაპარაკის მოსმენას ისევ ამ ფილმის ყურება მერჩივნა -აუ ძაან მაგარი საიტი ვიცი და მოდი ბიჭები დავკეროთ, არგინდა? -არა, მადლობა -ოოო.. მაშინ ერთ ბიჭს განახებ რომელიც მომწონს... არა უფრო სწორად სამს.. მათაც მოვწონვარ პროსტა არცერთს არვაძლევ დაბროს რო გული არდასწყდეთ რა რომელიმეს... ღმერთო ეს ვის გადავეყარე... ჩუმად ტელეფონი ავიღე და აივანზე გავედი.. -ელე მიშველე.. -რაიყო? -აღარ შემიძლია ამის ატანა. რამე ქენი, ვითომ დათო გახდა ცუდად და სახლში მარტო ხარ ან რამე მოიფიქრე რო ამას თავი დავაღწიო... -აჰაჰაჰა... კაი კაი დამელოდე... -მალე გთხოოვ... ტელეფონი გავთიშე და არემარეს გადავავლე თვალი... ისევ ისბიჭი... მე მიყურებდა და თავიდან ბოლომდე მათვალიერებდა... უკვე მეშინია ამ ბიჭის... ეს გიოა 23 წლის. ცემი უბნელია.. რაღაცნაირი ტიპია... მისი ყველას ეშინია... ყველა ცდილობს თავი აარიდოს, მხოლოდ 3 თუ 4 ეძმაკაცება... სიმპატიურია მაგრამ მისი დანახვისას ყოველთვი შიში მიბყრობს... მუქი წაბლისფერი თვალები აქვს, სუსტი და მაღალია, შავი ხშირი წვერიაქვს, ლამაზი ცხვირი და ტატუირებებით დაფარული მარცხენა ხელი... რამოდენიმე წამი მეც ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი თუ რატომ მომჩერებოდა ყოველთვის ასე უაზროდ... მიკვირდა რატომ ეშინოდათ მისი, მეც მიკვირდა ჩემი თავის, მე ხომ მას არვიცნობ, რატომ უნდა მეშინოდეს მისი? ის ერთი სიმპათიური ახალგაზრდა ბიჭია... ვფიქრობდი მასზე სანამ ელენეს კივილმა არ გამომარკვია.... -ვაა თაკო გამარჯობა... ნუცა უნდა მიშველო.. ლეპტოპს ყავა გადავასხი და მომკლავს დედაჩემი... წამოო რაა გავაკეთებინოტ... -ხოო კაი ჩავიცვავ და წავიდეთ... მეცინებოდა ჩვენს დადგმულ სცენებზე... მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. შემდეგ ისევ უკან გავიხედე, თუმცა ის იქ აღარ იყო... თუ მოგეწონათ, მაშინ გტხოვთ დატოვოთ კომენტარები... ვიცი პატარა თავიადა თან უინტერესო, მაგრამ გპირდებით რომ კარგს და დიდ თავებს დაგიდებთ ხოლმე... ♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.