სიყვარული არსებობს (2)
უცებ გავემზადე და ნინიკოსთან გავიქეცი.კარზე დავაკაკუნე და მარიკამ გამიღო (ნინის დედამ) -რას შვები მარიშკ? -რას ვიზამ ამის ხელში-ნინიკოს გადახედა,რომელიც მის ჩუსტიკებს ეძებდა,ჩავიცინე და სახლში შევედი. -უი მოდი? (ნინი) -არა,ჩემი სული მოვიდა -აუუ ეგეთ ღადაობებს სად სწავლობ მეც მითხარი რა! -კაი ჰო, არ უნდა ბევრი ლაი-ლაი, ჩაიცვი და წავიდეთ თბილისი მოლში წავედით,მოვიარეთ ყველაფერი უკვე ისე ვიყავი დაღლილი,ფეხები მეკეცებოდა,ნინი კი აგრძელებდა რაღაცეების ყიდვას.ზარადან გამოვედით,როცა აქეთ მომავალი ,,ჩემი ყოფილი" ნიკა მოდიოდა. ყველა ფერი გადამივიდა სახეზე,ნინიკომ ხელი მომიჭირა,მაგრამ ახლა აქ არ იყო საჭირო ჩემი სისუსტის გამოჩენა და რაც შემეძლო მყარად დავდექი. -ამას ვის ვხედავ-ირონიით წამოვიდა გადასაკოცნად ნიკა -ირონია არ იყო საჭირო (ნინი) -გვანცა რატო არ იღებ ხმას,დაგაბნიე?(ნიკა) -აუ ნინი წავიდეთ რა,ნაგავზე ალერგია მაქვს წამოვედით ნიკა გაშტერებული დავტოვეთ -შენ კიდე ვერ მოიშალე ჰო? ეგ გველური გამოხტომები-ჩაიფრუტუნა ნინიმ -სანამ ასეთი არარაობები არსებობენ,მანამდე გავაგრძელებ და წამოდი ჩემთან რა დავიღალე -კაი წავიდეთ სახლში მივედით,ეგრევე სააბაზანოში შევვარდი და ნახევარი საათი ვინებრივე ცხელი წყლის ქვეშ,როცა გამოვედი ნინი თავის ჩვეულ პოზაში იყო და ჭამდა. -გოგო შენი ძმა რომელ საათზე ჩამოფრინდება? შევეკითხე ნინიკოს და თმების გაშრობა დავიწყე -ასე დილის 6ზე მგონი, ჰო მოდიხარ აეროპორტში -კი როგორ არა.აუ რა ჩავიცვა არ ვიცი -რამე შორტი და მერე უკვე საღამოსკენ ის კაბა ჩაიცვი,თბილისი მოლში რო ვიიყიდეთ -ვაიმეეე,შენ რო არ გეთქვა შორტით მოვდიოდი რესტორანში ნინი დამეჭყანა და შოკოლადის ჭამა დაიწყო. უკვე დილის 5 საათი იყო ნინიმ,რომ ფეხზე წამომაფრინა -ჰე დროზე არ დავაგვიანოთ -მმმ ვიცმევ ჰო ჯინსის შორტი,ზემოთ ტოპი,ფეხზე კედები ჩავიცვი და ჩემი მანქანით წავედით აეროპორტში უკვე 6 იყო და ვუცდიდით როდის გამოვიდოდა სანდრექსა.აი გამოვიდა,სხეულში ცხელმა ტალღამ დამიარა,როგორ მახსოვს ბავშვობაში ძალიან მომწონდა სანდრო და მის მიმართ არასოდეს ვყოფილვარ გულგრილად.ნინი გაექანა და შეახტა,სანდრომ ყველას ჩამოუარა ვინც იყო დედა,მამა,ბიცოლა,მამიდა,ძმაკაცები,ჯერი ჩემზე დარჩა მოვიდა გადამკოცნა და ჩამჩურჩულა:-როგორ გაზრდილხარო,მე საპასუხოდ გავუღიმე.აეროპორტიდან ყველა დავიშალეთ,მე მარტო წამოვედი,ისინი ზოგი სანდროს მანქანაში ზოგიც ზუკასთან გადანაწილდნენ.სახლში მივედი და დავიძინე.როცა გავივიღვიძე უკვე 6 იყო,ვაიმეე 8ზე რესტორანში უნდა ვიყო, უცებ ავდექი ვიბანავე,თმები დავისწორე და ჩემი ულამაზესი კაბა ჩავიცვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.