შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზაფხულის პაემნები [2]


3-08-2015, 20:39
ავტორი nina.
ნანახია 2 376

დილით ადრე გამეღვიძა,საათის ციფერბლატი 7საათს უჩვენებდა. აბაზანი მივიღე,გავემზადე და გოგოები გავაღვიძე.
სანაპიროზე უამრავი ხალხი ირეოდა,ბევრი იყო გატეხილი ინგლისურით მოსაუბრე ტურისტიც. მოკლე შორტი და ბრეტელებიანი,თეთრი მაისური გადავიძრე და ზღვაში შევედი.გამიკვირდა,მაგრამ საოცრად სუფთა და კრიალა იყო. აღსაღნიშნი ფაქტია.
-გოგოები,ჩამოდით რა-ვეუბნები გოგოებს,რომლებიც სურათების გადაღებით არიან გართული და გრძელ კამერაზე ვწვები. მზე საოცრად აჭერს,მაგრამ ისე მაქვს რუჯის მიღების სურვილი,წყლიდან ამოსვლას არ ვჩქარობ.წოლისგან დაღლილი,ის-ის იყო,გოგოებისკენ უნდა წავსულიყავი,მოულოდნელად რომ მთელი ძალით დამეჯახა ვიღაც . მოულოდნელობისგან,ფეხი ამიცდა,წონასწორობა ვერ შევიკავე და რადგანაც დიდად ცურვით ვერც დავიკვეხნიდი წყლის ქვეშ აღმოვჩნდი.მალევე ამევსო პირი ჩემი ნაქები სუფთა წყლით და ყურებიც დამიგუბდა,იმდენად უცნაურ მდგომარეობაში ვიყავი,ვერც ამოსვლას მოვიფიქრებდი,უცებ,ვიღაცის ხელის შეხება რომ არ მეგრძნო და ინერციით,მასზე ჩაბღაუჭებული ნაპირზე აღმოვჩნდი.
- ვსო,ყველაფერი კარგადაა,უკვე ნაპირზე ვართ, შეგიძლია თვალები გაახილო-მეუბნება უცნობი,ლოყაზე ცალ ხელს მიჭერს, თან შუბლიდან თმების გადაწევას ცდილობს. უსიამოვნო ემოციებით დაღლილი,ძალიან ნელა ვახელ თვალებს და ჩემზე 1თავით მაღალ ბიჭს ვხედავ. მართალია,ამისთვის ნამდვილად არ მცხელოდა,მაგრამ „გადარჩენის“ მერე რაზეც ვფიქრობდი,ეს მისი შესაშური ვიზუალი იყო.
ჰო მართლა,გოგონები სად წავიდნენ?
-რა ჯანდაბა მოხდა,გოგონები სად არიან? -ხმამაღლა ვფიქრობ და პასუხების მოლოდინში უცნობს შევყურებ.
-ბურთის მოსატანაც მივდიოდი,შუა გზაზე რომ გადმომიხტი,ვერ შეგამჩნიე და აჰა. ჰო მართლა,ცურვა თუ არ იცი ასე შორს არ უნდა გახვიდე.-მპასუხობს, თან თვალს მიკრავს.
-მოიცა,ანუ ჩემი ბრალია?!-წარბაწეული ვეკითხები და მზად ვარ ის ლამაზი,კუპრივით შავი თვალები ამდენი ხალხის თანდასწრებით დავთხარო
-ნუ....შეიძლება ითქვას. ჰო და გოგონები.-მოკლე თმაზე ხელს ისვამს და ისევ ჩემსკენ ბრუნდება- აზრზე არ ვარ ვის გულისხმობ. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე,ახლა უნდა დაგტოვო, მელოდებიან.
-მოიცა
-გისმენ- მობეზრებული გამომეტყველებით მპასუხობს და ჩემსკენ მოდის
-მიუხედავად იმისა,რომ შენი ბრალი იყო. მიუხედავად იმისა,რომ ცურვა მართლა არ ვიცი,მაგრამ სანაპიროსგან არც ისე შორს ვიყავი,მაინც მადლობა. შენ რომ არა...ჩვეულებრივ ასეთ დროს გამოსავალს ვპოულობდი ხოლმე,მაგრამ ახლა ისეთი...
-მალე მორჩები?-უკმეხად მაწყვეტინებს და ლამის ცხვირით ჩემს ცხვირს ეხება. ღმერთო ჩემო,რას აკეთებს- ტვინი განგაშის ზარების გაგზავნას იწყებს,უცნობი რომ იხრება და თავის კუთვნილ პირსახოცს იღებს.
გადავრჩი.
-რა გქვია?-ინტონაციურად მდიდარი ბარიტონით მეკითხება თან ეტყობა,რომ ჩემს შეშინებულ მზერაზე გულში ხალისობს.
-მია-თავს ვხრი და ჩუმად ვეუბნები. როდის მერე გავხდი ასეთი დაბნეული. ის-ის იყო კიდევ რაღაცის თქმა დააპირა,დაახლოებით ჩემი ტოლი გოგონა რომ მოვიდა და მხარზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჩამოეკიდა.
-ალექსანდრე,რამდენი ხანია გელოდებით.
-შეხვედრამდე,მია - მპასუხობს ალექსანდრედ წოდებული უცნობი და გოგოსთან ჩახუტებული მეცლება.
-ჰუჰ ეს რა იყო-უკვე "სამშვიდობოს" მყოფი ვჩურჩულებ და გოგონებს,რომლებიც ჩემსკენ მოდიან დაბღვერილი ვუყურებ.



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent