გაგიხსენებ,გპირდები
გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში ნელა, ხელჩაკიდულები ვსეირნობდით. მხოლოდ მე და ის. მაღალი ლამპიონები სადაც წავიდოდით ყველგან გზას გვინათებდნენ, თითქოს ფეხდაფეხ დაგვყვებოდნენ. ირგვლივ მდუმარება მეფობდა. ჩვენც არ ვარღვევდით ამ გაბატონებულ სიჩუმეს და ერთმანეთის არსებობით ვტკბებოდით. როგორ მიყვარდა, რა სასიამოვნო იყო ეს გრძნობა და ამავდროულად რა მტანჯველი. ჭკუიდან მშლიდა მისი სილამაზე, გრძელი წაბლისფერი თმები უსწორმასწოროდ ეყარა თოვლივით თეთრ მხრებზე, ღია თაფლისფერი თვალები, რომებიდანაც უდიდესი სითბო ასხივებდა. მისი პატარა ხელები ჩემსაში მოვიქციე, მანაც მაგრად ჩამჭიდა და ფიქრები იმ დღეს მივეცი, როდესაც ჩემი სალომე გავიცანი. დილით ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა და ძილი დამიფრთხო: -რას შვები იკა? - მკითხა გიორგიმ. -მეძინა ბიჭო რა გინდა? - ვკითხე გაღიზიანებული ხმით. -აუუ ადე და ძმობას გაფიცებ წამომყევი რაა, დღეს ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის საბერძნეთიდან, ხო იცი, სალომე. -მერე ადექი და შენი და საიყოლე. - ვუთხარი მე. -ანუკაც მოდის და წამომყევი რა რა მოგივა? ისე მთხოვა უარი ვეღარ ვუთხარი და დაბროზე წავედი, თან მაგის ბიძაშვილსაც გავიცნობდი. -ხო კაი, რომელზე? -დაგირეკავ და გამოგივლი. -კაი. ავდექი, ძილი ვეღარ შევიბრუნე და საჭმელი ვჭამე. ჩემი მშობლები უკვე წასულები იყვნენ სამსახურში. მე მეთორმეტეში ვიყავი და სკოლაში იშვიათად დავდიოდი. 5 საათამდე სახლში ვიჯექი და გიორგის ზარს ველოდებოდი. სახლში გაჩერება აღარ შემეძლო. საჭმელს ვჭამდი, როცა გიომ დამირეკა და მითხრა ქვევით გელოდებიო. ჩავიცვი, დაბლა ჩავედი და მანქანაში ჩავჯექი. -როგორ ხართ ბავშვებო? - ვკითხე ანუკას და გიორგის სიცილით. -კარგად შენ? - მკთხა ანუკამ. ერთმანეთი მოვიკითხეთ და აეროპორტში წავედით. -ბიჭო რამდენი ხანია რაც იქ ცხოვრობს შენი ბიძაშვილი? - ვკითხე მე და სიგარეტს მოვუკიდე. -5 წელი. - მიპასუხა გიორგიმ, სიგარეტი ხელიდან ამახია და თვითონ გაირჭო პირში. არაფერი ვუთხარი. დაჯექი და გიორგის ბიძაშვილს დავუწყე ლოდინი. და უეცრად გიორგი და ანუკა ვიღაცისკენ გაექანნენ. ”ალბათ ის არის” დავასკვენი მე და ზრდილობის გამო ფეხზე წამოვდექი. დიდხანს ვუყურე ამ ემოციურ სცენას ბოლოს როგორც იქნა მოშორდნენ. შევხედე და ძალიან დავიბენი. პირველივე ნახვით მომხიბლა მისმა გარეგნობამ. საოცარი ღიმილი ჰქონდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ამ ღიმილის უკან ტკივილი იმალებოდა. ალბათ ასეც იყო. ის ობოლი იყო. საბერძნეთში კი ბებიამისთან ცხოვრობდა. ეხლა კი თავის ბიძაშვილებთან დაიდებს ბინას. ანუკამ ერთმანეთი გაგვაცნო. მთელი დღე მათთან ერთად გავატარე. მარტო სალომეს გამო. ვიჯექი და ვუსმენდი, როგორი ემოციით ყვებოდა თავისი ცხოვრების შესახებ საბრძნეთში. თვალს ვერ ვაშორებდი. ჩემი დაჟინებული მზერა მანაც იგრძნო და თავი უხერხულად იგრძნო. მთელი ერთი კვირა მასთან ერთად გავატარე. ისე შემიყვარდა ვერც კი გავაცნობიერე. როგორც კი ეს ვიგრძენი, მაშინვე გავუმხილე ჩემი გრძნობები და აღმოჩნდა, რომ ისიც არ იყო ჩემს მიმართ გულგრილი. მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი, ყველაზე ბედნიერი. -იკა, იკა. - მისმა ტკბილმა ხმამ გამომაფხიზლა, - რა გჭირს? - მკითხა სიცილით. -არაფერი, პატარავ, ჩვენი გაცნობის დღე გამახსენდა, - მშვიდად ვუთხარი და ლოყაზე მაგრად ვაკოცე. -იცი, მეც მაგაზე ვფიქრობდი, - ამომხედა და უფრო მაგრად მომეკრო. -ძალიან მიყვარხარ, ყველაზე მეტად, მარტო ჩემი ხარ, - ეს ვუთხარი და გულში ჩავირაკი. -მეც მიყვარხარ, იკა, სიცოცხლეს მირჩევნიხარ. -ჩემი სუნთქვა ხარ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.