შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამარჩინე... (ნაწილი 2)


3-08-2015, 22:42
ავტორი nicol
ნანახია 9 430

****
ქუჩაში მიდიოდა ნინე. ვაჩეც მიჰყვებოდა. ოღონდ მოშორებით, რომ არ დაენახა ისე. ხვდებოდა რასაც გრძნობდა და უნდოდა საშუალება მიეცა, თვითონ გადაეტანა ყველაფერი. საკუთარი თავი ეზიზღებოდა ნინეს თითოეული ცრემლისთვის, თითოეული სევდიანი გამოხედვისთვის, თითოეული ჩამქრალი სხივისთვის. იტყვით ალბათ, თუ ასე უყვარდა, რატომ კრავდა ხელსო? პასუხი მარტივია, პატარა იყო ნინე. პატარა იყო ასეთი სიყვარულისთვის. ჯერ საკუთარი თავი უნდა ეპოვა. 17 წლის იყო ნინე, 29 წლის ვაჩე. 12 წლით უფროსი. მთელი ცხოვრებაა 12 წელი. ბევრი ვერ გაიგებს. არც არის საჭირო. არც ნინეს ესმოდა. ვერ ხვდებოდა და იმიტომ. სამაგიეროდ ვაჩე ხვდებოდა. სანამ გვიან არ იყო, სანამ კიდევ ახერხებდა ნინე თავის კონტროლს. თორემ ვაჩე უკვე ვეღარ აკონტროლებდა. წეღან მიხვდა. თავი რომ დაკარგა და კინაღამ გამოუსწორებელი ჩაიდინა. ზუსტად წეღან მიიღო გადაწყვეტილება, როგორც კი თბილისში დაბრუნდებოდნენ, დაელაპარაკებოდა ზურას და წავიდოდა. მძიმე გადაწყვეტილება იყო – გაუსაძლისი, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელი იყო. სანამ ნინესთვის ჯერ კიდევ ასატანი იქნებოდა, თორემ იგივე რომ ეგრძნო, რასაც ახლა ვაჩე გრძნობდა... არ ემეტებოდა ასეთი ტკივილისთვის. საერთოდ არანაირი ტკივილისთვის არ ემეტებოდა. არ იცოდა ვაჩემ, ან არ უნდოდა სცოდნოდა. უკვე ბევრად მეტს გრძნობდა ნინე. ბევრად იმაზე მეტს, რისი ატანაც მის პატარა გულს შეეძლო. სამყაროს დასასრულს გრძნობდა. სამყაროს დასასრულს იმიტომ, რომ იმაზე მეტი შეუძლებელი იყო. ბუნებაში არ არსებობდა უფრო მეტი სიყვარული.
მიუყვებოდა ქუჩას არსაით. არ იცოდა სად მიდიოდა. უკან ვაჩე მიჰყვებოდა ჩრდილივით. კიდევ ერთი ჩრდილი ასდევნებოდათ. იგრძნო ვაჩემ ვიღაც ზედმეტი, იგრძნო და დაინახა. ნაბიჯს აუჩქარა. ცდილობდა დასწეოდა ნინეს, ოღონდ ისე რომ არ შეეშინებინა. მიუახლოვდა. ცოტაც და შეძლებდა შეხებოდა. სროლის ხმა გაისმა. ნინე შეკრთა. მოასწრო ვაჩემ და მთელი ტანით გადაეფარა უკვე კედელზე აკრულ, აკანკალებულ გოგოს.
– ვაჩე, რა მოხდა? – ჩაიჩურჩულა გაოგნებულმა.
– არაფერი, ყველაფერი კარგად არის.
მეორედაც გაისროლეს. მაგრამ ვაჩეს ნინე, უკვე უახლოეს სადარბაზოში ყავდა გულში ჩაკრული და არ აპირებდა გაეშვა. მთლიანად ფარავდა ვაჟის განიერი მხრები გოგნას სუსტ სხეულს.
– ვაჩე... – თვალცრემლიანი უყურებდა.
– ყველაფერი კარგადაა, შენთან ვარ. – გაუცნობიერებლად არ აშორებდა ტუჩებს მის საფეთქელს.
– ვაჩე... – უკვე სასოწარკვეთა იგრძნობოდა ნინეს ხმაში. – სისხლი, ვაჩე, სისხლი მოგდის.
ახლაღა დაიხედა. მხარში მოხვედროდა ტყვია. ბეჭის ცოტა ზევით. ალბათ ნინეს რომ გადაეფარა მაშინ. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, ნინეს რომ მოხვედროდა. თვითონ ვერც კი გრძნობდა, ჭრილობა არ იყო ღრმა, მარტო რბილი ქსოვილი დაეზიანებინა. ამაზე უარესებისთვისაც გაუძლია. თუმცა ტყვია ჯერ კიდევ სხეულში ქონდა და ამოღება იყო საჭირო.
– ვაჩე... – უკვე ცრემლები მოსდიოდა ნინეს.
– რა გატირებს, სულელო? – გაუღიმა. – არ მტკივა. შენ რომ არ გეთქვა საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
ნინე საპასუხოდ მხოლოდ სლუკუნებდა.
– ნინე, მომისმინე, ახლა აქედან უნდა გავიდეთ. რაც შეიძლება ახლოს იარე. ერთი სანტიმენტრითაც არ მომშორდე. ხელის გაშვებაზე ლაპარაკიც ზედმეტია!
დიდი ხანი ზვერავდა გარემოს. რომ დარწმუნდა არავინ იყო, ფრთხილად გაიყვანა. სასტუმრომდე მშვიდად მიაღწიეს. ნინეს ვაჩეს გვერდით არაფრის ეშინოდა. ერთადერთი რაც გონებას უხშობდა, ვაჩეს ჭრილობა იყო. მოახერხეს და შეუმჩნევლად ავიდნენ ოთახებამდე.
– შედი და გთხოვ, ნომრიდან არ გამოხვიდე სანამ მე თვითონ არ მოგაკითხავ.
ნინეს ოთახის კარი რომ მიიხურა, თვითონაც შევიდა.
დასვრილი მაისური გადაიძრო. სარკეში შეათვალიერა ჭრილობა. კარგად ვერ ხედავდა, მაგრამ ძალიან ღრმა არ უნდა ყოფილიყო. ტყვია უნდა ამოეღო. სააბაზანოში შევიდა და წყალს შეუშვირა მხარი. აეწვა, მაგრამ არ მიუქცევია ყურადღება. მისთვის ტკივილი არაფერს ნიშნავდა.
სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო, კარზე კაკუნი რომ გაისმა. ახლა ეს თუ ლიზაა... ნამდვილად არ ჰქონდა მისი თავი. კარი გააღო და მოემზადა. ნინე იყო. ხელში მთელი „აფთიაქი“ ეჭირა.
– ხომ გთხოვე, ოთახიდან არ გამოხვიდე-თქო?
– ჭრლობას დამუშავება სჭირდება. აი, ეს მოგიტანე. – ძლივს მოწყვიტა თვალი მის შიშველ ტორსს და ოთახში შევიდა.
ვაჩემ თავი გადააქნია და კარები მიხურა.
ტყვია უნდა ამოეღო ჭრილობიდან.
– პინცეტი გაქვს? – მიუბრუნდა ნინეს.
ნინე გავიდა და ცოტა ხანში კოსმეტიკური პინცეტით დაბრუნდა. ვაჩემ გამოართვა, სპირტი დაასხა და სარკესთან მივიდა. ცდილობდა ამოეღი, მაგრამ არც ისე ადვილი აღმოჩნდა. თითქმის ვერ ხედავდა ჭრილობას. ნინემ ხელი მოჰკიდა, საწოლზე ჩამოსვა, პინცეტი გამოართვა და ფრთხილად მიიტანა ჭრილობასთან. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. ხელები უკანკალებდა. სიმწრის ოფლი ასხამდა, მაგრამ მაინც შეძლო. ღმერთმა იცის რის ფასად, მაგრამ შეძლო. ჭრილობა გადაუხვია. ვაჩე შემოტრიალდა და ნინეს გაფითრებულ სახეს გადააწყდა. ხელები უკანკალებდა და თვალებიდან ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები. ისტერიკა ჰქონდა.
– ნინე... – გაოგნებულმა მოხვია ხელები. – შენ რა სისხლის გეშინია?
საპასუხოდ ხმამაღლა აზლუქუნდა. აქ დაუმთავრდა მთელი გამბედაობა, რასაც მთელი საღამო გაჭირვებით აკოწიწებდა.
– დაწყნარი, სულელო, ყველაფერი მორჩა. – მთელი ძალით იკრავდა გულში. – გეყოფა, გთხოვ, ვერ ვიტან შენს ცრემლებს. ნინე, ჭკუიდან გადაგყავარ.
კიდევ დიდხანს ვერ წყნარდებოდა. მეტისმეტად ბევრი ემოცია იყო ერთი საღამოსთვის. მეტს ვეღარ უძლებდა მისი პატარა გული. აღარ შეეძლო. კიდევ დიდხანს ამშვიდებდა ვაჩე და თბილ სიტყვებს ეჩურჩულებოდა. ბოლოს მის მკლავებში ჩაეძინა.
არ გაუყვანია ვაჩეს თავის ოთახში. ასე აღარ გაიმეტა. ამდენი ვეღარ ატკინა. ისედაც განადგურებული იყო. შეეცოდა ვაჩეს. გონებით იცოდა, რომ არ უნდა დაეხია უკან. ისევ უნდა შეენარჩუნებინა დისტანცია, მაგრამ გულს აღარ შეეძლო ნინეს დატანჯული თვალების გაძლება. რა ექნა ვაჩეს? ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა. იცოდა არ შეიძლებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მის გარეშე სუნთქვაც აღარ შეეძლო.
დილით ბედნიერი იყო ნინე. ვაჩეს ლოგინში ეძინა. მართალია, ვაჩემ მთელი ღამე სავარძელში გაატარა, მაგრამ მაინც ერთ ოთახში იყვნენ, ერთ ჰაერს სუნთქავდნენ. ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა სუნთქვა ნინესთვის.


****
წუხანდელი ამბავი არავისთვის უთქვამთ. პანიკა ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდათ. ვაჩემ დილით ზურასთან დარეკა და მომხდარის შესახებ მოახსენა. მაშინვე მათი დაბრუნება გადაწყდა. ბუზღუნით იბარგებოდნენ ბავშვები. ვერ ხვდებოდნენ, რატომ უნდა დაბრუნებულიყვნენ, როცა ასე კარგად ერთობოდნენ.
გზაში თითქმის არ ულაპარაკიათ. ნინეს მთელი გზა ეძინა. წუხანდელი სტრესის ბრალი იყო. უჭირდა ვაჩეს დაჭრილი მხრით მანქანის მართვა, მაგრამ არ იმჩნევდა.
სახლში დაბრუნებულებს ბატონი ზურა არ დახვდათ. ასე სჯობდა კიდეც. ვაჩეს უნდოდა სანამ ზურას თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეტყოდა, მანამ ნინეს დალაპარაკებოდა.
– ნინე, – დაიწყო მძიმედ. – ყველაფერს გეფიცები, ყველაზე ნაკლებად შენი გულის ტკენა მინდა... – ჩაახველა. ჩამწყდარი ხმა ძლივს დაიმორჩილა. – ამ მოკლე ხანში... – ვეღარ შეძლო გაგრძელება. პირველად ცხოვრებაში სიტყვებს ეძებდა საუბრის გასაგრძელებლად.
ნინე წინ ედგა. თვალებში უყურებდა. არანაირი ემოცია არ ჰქონდა. აუტანელი იყო ეს ყველაფერი.
– მიდიხარ ხო? – გამომეტყველება არ შეუცვლია გოგონას.
ვაჩეს ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა.
– ნინე...
– როდის?
ვერაფერი უპასუხა.
– ვიცოდი. დილით მივხვდი, ისევ შენს ლოგინში რომ გამეღვიძა მაშინ.
დუმილი! აუტანელი იყო ეს დუმილი. გონების დაკარგვამდე აუტანელი, მაგრამ არაფერი ჰქონდა ვაჩეს სათქმელი.
– ერთი თხოვნა შემისრულე, მარტო ერთი.
თავს ვერ სწევდა ვაჩე. ეშინოდა. ნინეს ტკივილიანი მზერის ეშინოდა. რომ ვერ გაუძლებდა იმის ეშინოდა.
– 20 დეკემბერს მაქვს დაბადების დღე. იქამდე დარჩი. შენი თავი მაჩუქე 18 წლის იუბილეზე. – ცრემლი უბრწყინავდა თვალზე. ყრუდ ამოიგმინა ვაჩემ. – მეტს არაფერს გთხოვ. მხოლოდ ეს შემისრულე. შენს თავს ვფიცავარ მეყოფა.
ბოლო სიტყვებმა გული მოუკლა ვაჩეს. მის თავს იფიცებდა.
ნინე მიტრიალდა და წავიდა.


****
საღამოს ზურასთან ერთად იჯდა კაბინეტში.
– როგორ მოხდა? დაინახე ვინ იყო? – კითხვებს აყრიდა ზურა.
– არა, დანახვით ვერა, ძალიან ბნელოდა, მაგრამ მარტო იყო, ეს დაზუსტებით ვიცი.
– ახვ***ბი – ხელები ნერვიულად აათამაშა მაგიდაზე ზურამ. – მაგრამ არა უშავს, კარგად არ მიცნობენ, ვაჩვენებ როგორ უნდა დაჩოქება. ეგეთები ამიტანია?! – გაოგნებული უსმენდა ვაჩე. ის უფრო ადარდებდა ვინმეს წინაშე არ დაეჩოქა, ვიდრე საკუთარი ქალიშვილის ბედი.
– ბატონო ზურა, – საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა. – ვწუხვარ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ჩემი შემცვლელის მოძებნა მოგიწევთ. ახლავე არა, მაგრამ წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, მერე მოულოდნელი რომ არ იყოს. წლის ბოლოსთვის გერმანიაში ვაპირებ დაბრუნებას, მამაჩემთან და ნინესთვის სხვა მცველი დაგჭირდებათ. – გაუცნობიერებლად უთხრა გამგზავრების დრო. ნინეს სურვილს უსრულებდა. სხვანაირად არც შეეძლო, ისედაც საკმარისად დატანჯა ეს გოგო.
– ეგ ცუდია, მაგრამ არა უშავს, წლის ბოლოს ნინე 18 წლის ხდება და ალბათ მალე მის ნიშნობასაც გამოვაცხადებთ.
– ნიშნობას? – კინაღამ გული გაუჩერდა ვაჩეს.
– ჰო, ლადოს გაყვება ცოლად. მამამისიც გავლენიანი ფიგურაა და ეს ახვ***ბი ორ ტიტანთან ბრძოლას ვეღარ გაბედავენ, ასე ნინეც დაცული იქნება. – ისე ამბობდა ამ სიტყვებს, თითქოს საქმიან გარიგებაზე ლაპარაკობდა.
ვაჩეს სისხლი აწვებოდა. თავს ძლივს იკავებდა. მისი ნინე და ის ჩამოუყალიბებელი ინდივიდი?!
– კი, მაგრამ... ნინემ იცის? – ძლივს გადააბა ორი სიტყვა, როგორც კი აზროვნების უნარი დაუბრუნდა. – პატარაა ჯერ ნინე.
– ნინე 18 წლის გახდება, ლადო 21-ის, ნორმალურია რა...
მეტს ვეღარ გაუძლებდა. სასწრაფოდ დაემშვიდობა და გამოვიდა. კიდევ დიდხანს ვერ ახერხებდა თავის ხელში აყვანას. ფიქრიც კი არ უნდოდა ამაზე. ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. სუნთქვა უჭირდა. უკნიდან ფეხის ხმა მოესმა. ნინე იყო. მის მოახლოებას ყოველთვის გრძნობდა. გული უთბებოდა ხოლმე.
– მამამ მითხრა წლის ბოლომდე რომ რჩები. მადლობა. – თითის წვერებზე აიწია, ლოყაზე ნაზად აკოცა და წავიდა.
ეს ბოლო წვეთი იყო. ახლა თვითონ გადადიოდა ჭკუიდან. მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყდა ადგილს. იქ მივიდა, სადაც ნინე მიიყვანა მაშინ. ახლა მას სჭირდებოდა დამშვიდება.



****
სექტემბერი...
– ვაჩე, როდისმე ვარსკვლავების დათვლა გიცდია?
– რასაც ვხედავდი, თუ საერთოდ გალაქტიკაში?
– რა სულელი ხარ. მე მართლა გეკითხები.
– კი, დავიწყე და 399840-ზე ჩამეძინა.
– შენთან ლაპარაკი შეუძლებელია.
– ჩემი სულელი ბავშვი ხარ.
– მე ვცდილობდი. ასე მეგონა, თუ შევძლებდი და დავითვლიდი, დედა გაცოცხლდებოდა. იცი როგორ ვბრაზდებოდი სათვალავი, რომ მერეოდა?! მეგონა იმდენად უსარგებლო ვიყავი, რომ უბრალო ვარსკვლავების დათვლაც არ შემეძლო.

----
– დათა, არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე. იმდენად ბავშვია, ისეთი ფაქიზი. ცოდოა ცხოვრების სირთულეებისთვის. რომ შემეძლოს... არასდროს თავი ასე უსუსრად არ მიგრძვნია. ცხოვრებაში არავინ ჰყავს. გვერდით არავინ უდგას. იმ დეგენარატი მუდოს გვერდით რომ წარმოვიდგენ, გონება მებინდება. საბოლოოდ გაანადგურებს, ბოლოს მოუღებს. ჩემი ხელით მოვკლავ და ნინეს გაუბედურების უფლებას არ მივცემ. საერთოდ არ მივცემ ნინესთან მიკარების უფლებას.

ოქტომბერი...
– ვაჩე, მაშინ, იმ კლდიდან რომ გადახტი, დარწმუნებული იყავი რომ შეძლებდი ჩემს ამოყვანას, თუ გაბრაზებულმა გააკეთე?
– ნინე...
– მიპასუხე, გთხოვ, დარწმუნებული იყავი რომ ორივე ამოვიდოდით?
– დაიმახსოვრე, არასდროს ჩაგაგდებ ისეთ სიტაუციაში, საიდანაც გამოსავალი ასი პროცენტით არ მექნება ნანახი.
– იცი... ცურვა არ ვიცი. ხო, რა გაგიკვირდა? მაგრამ არ შემშინებია. გეფიცები, ერთი წუთითაც არ შემშინებია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამომიყვანდი.
– რატომღა იტირე?
– ემოციებისგან. შენ რომ გადახტი, იმიტომ. ჩემთან ერთად რომ გადახტი. იქიდან გადახტომის საშუალება რომ მომეცი, იმიტომ.

----
– დათა, წარმოიდგინე, ცურვა არ იცის. ახლა, რომ ვფიქრობ, არც არასდროს მინახავს ზღვაში ღრმად შესული. ყოველთვის ნაპირზე იყო ხოლმე. არც კი შემიმჩნევია. ისე გადავხტი მასთან ერთად, რომ არც კი მიფიქრია. წარმოიდგინე, დათა, ამ ბოლო დროს რამდენ სისულელეს ვაკეთებ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. როდის იყო ასე დაუფიქრებლად ვიქცეოდი? მისი გადამკიდე, საერთოდ ვეღარაფერზე ვფიქრობ. ჩემი ერთადერთი საფიქრალი ახლა ნინეა. ადამიანობას გეფიცები, ვერ ვხვდები, როგორ მოახერხა ასე ღრმად შემოსვლა ჩემს ცნობიერებაში? როგორ მოვახერხო მის გარეშე არსებობა?

ნოემბერი...
– ვაჩე, მოგენატრები?
– მე ახლაც მენატრები.
– რატომ უნდა გაგიშვა მაშინ?
– გთხოვ, ოღონდ არ იტირო. ნინე, ვერ ვიტან შენს ცრემლებს.
– რატომ მიდიან ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად გიყვარს? რატომ გტოვებენ? ვაჩე, აღარ მინდა მიყვარდე. რომ არ მიყვარდე დარჩებოდი?

----
– დათა, იცი რა მკითხა? რომ არ გიყვარდე დარჩებოდიო? რომ დავფიქრდი, მართლა ასეა. ეს გრძნობა რომ არა, ხომ არ ვიფიქრებდი წასვლაზე? ნუთუ მართლა იმიტომაა ძნელი განშორება, რომ ყოველთვის იმ ადამიანისგან მიდიხარ, ვინც გიყვარს.

დეკემბერი...
– იცი, 18 წლის, რომ ხდები, ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ბავშვობას ემშვიდობები. მე ყველაზე საუკეთესოს უნდა გამოვემშვიდობო, საკუთარ გულს.
– ნინე...
– რომ გთხოვო...
– ნინე...
– კარგი, არ გვინდა ლაპარაკი. უბრალოდ ჩამეხუტე. ჩამეხუტე, ისე როგორც არასდროს, როგორც არავის. ვიგრძნო, რომ არსებობ. ესეც მეყოფა. ოღონდ არსებობდე. სადღაც გგრძნობდე.
– ნინე, გულს მიკლავ. მანადგურებ.
– გთხოვ, უბრალოდ ჩამეხუტე.

----
– დათა, ასე არაფერი გამჭირვებია. ვერ შევძლებ. ერთადერთია, რასაც ვერ შევძლებ. ფეხებზე ყველა. არ დავთმობ. ვერ დავთმობ. როგორი შეუძლებელიც არ უნდა იყოს. ამისთვის მთელი გალაქტიკის ვარსკვლავების დათვლაც რომ დაჭირდეს. ნინე ჩემია! არ არსებობს ძალა, რომელიც მასზე უარს მათქმევინებს!



20 დეკემბერი...
დიდი წვეულება მოაწყო ავალიანმა. ხუმრობა ხომ არ არის, მისი ერთადერთი ქალიშვილი 18 წლის ხდებოდა. სტუმრების უმრავლესობას პირველად ხედავდა ნინე. არც ჰქონდა მათი გაცნობის თავი. მისთვის, გარდა საკუთარი დაბადების დღისა, სხვა მოვლენაც თარიღდებოდა ამ დღით, ბევრად უფრო ტკივილიანი. ის, რომელიც მთლიანად ჩრდილავდა ყველაფერს. დილიდან ადგილს ვერ პოულობდა. საჩუქრებიც მიიღო. ყველაზე ძვირფასი ვაჩესგან მიძღვნილი თეთრი ოქროს კულონი ანგელოზის გამოსახულებით ახლა უკვე მის ყელს ამშვენებდა და ალბათ ასე იქნებოდა სამუდამოდ.
ულამაზესი იყო ნინე ამ დღეს. თვალს ვერ წყვეტდა ვაჩე. უყურებდა და ხვდებოდა, როგორ უვლიდა ჟრუანტელი მთელ სხეულში, როგორ კანკალებდა ყოველ მის შემოხედვაზე, როგორ გრძნობდა ყოველ მის ამოსუნთქვას და თვითონაც უადვილდებოდა სუნთქვა. აღმერთებდა. ეს პატარა გოგო, ამ რამდენიმე თვეში მისი ცხოვრების აზრი გამხდარიყო. არავისზე და არაფერზე არ ყოფილა ვაჩე ისე დამოკიდებული, როგორც მასზე.
– ვიცეკვოთ?
ხელი წელზე მოჰხვია. მთლიანად ფარავდა ვაჩეს ხელი ნინეს სიფრიფანა წელს. ვაჟის განიერ მხარზე ჩამოედო თავი ნინეს. ყელზე გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას ვაჩე. ცოტაც და თავს დაკარგავდა. მზად იყო მთელი ცხოვრება ასე გაეტარებინა, მარტო ნინეს სუნთქვა ეგრძნო და ეყოფოდა. ცეკვავდნენ თავდავიწყებით. ისე, როგორც არ უცეკვია მანამდე არავის. გრძნობდნენ ერთმანეთს, ისე როგორც არ შეეძლო ეგრძნო სხვას. გული საბოლოოდ გაუჩერდა, სისველე რომ იგრძნო მხარზე. ნინე ტიროდა. როგორ ეზიზღებოდა ამ დროს საკუთარი თავი?! ნინეს თითოეული ცრემლისთვის. მზად იყო უარი ეთქვა ყველანაირ დაპირებაზე. საკუთარ პრინციპებზე.
– ნინე... – მეტი ვეღარ შეძლო. ამხელა კაცი სიტყვებს ვერ პოულობდა, ხმას ვერ იმორჩილებდა.
დამთავრდა მუსიკა. დაბრუნდნენ რეალობაში. ცრემლი მოიწმინდა ნინემ და წელში გასწორდა. ის იყო დარბაზიდან გასვლას აპირებდა, მამამისის ხმა რომ გაიგონა.
– ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღეს რომ ჩემს გვერდით ხართ, ამ მნიშვნელოვან დღეს ჩემს ერთადერთ ქალიშვილს 18 წელი შეუსრულდა. თვალსა და ხელს შუა გაიზარდა და დაქალდა. ნინე, შვილო, მოდი ჩემთან.
ნინემ ყალბი ღიმილი აიფარა სახეზე და ზურასკენ გაემართა.
– დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს თქვენთვის. - ნინეს ხელი მოკიდა და ღიმილით გააგრძელა. - როგორც იქნა მოვესწარით ამ დღეს, ასე არ არის, ნოდარ? – ლადოს მამას გადახედა. – ბედნიერი ვარ დღეს და მინდა ჩემი ბედნიერება თქვენც გაგიზიაროთ. მინდა დღეს ჩვენი შვილების, ნინეს და ლადოს ნიშნობა გამოვაცხადო. ლადო, შვილო, ბედნირი ვარ შენისთანა შვილის შეძენით. ვიცი ცხოვრების ბოლომდე გეყვარება და ბედნიერს გახდი. შენ გაბარებ ჩემი ცხოვრების ერთადერთ იმედს. – ნინეს გაყინული და აკანკალებული ხელი, მათთან მისულ გაბადრულ ლადოს ჩაუდო ხელში.
ნინე ვერაფერს გრძნობდა. მეხის გავარდნას ჰგავდა მამამისის სიტყვები. მეტყველების უნარი წაერთვა. როდის გადაწყდა? ვინ გადაწყვიტა? რა უფლებით! ეს იდიოტიც კი მის საკუთრებად თვლიდა და პირს ვეღარ ხურავდა. თვალებით ვაჩე მოძებნა და აი, იქ მოეღო ბოლო. არანაირი გაკვირვება არ ეტყობოდა სახეზე, მარტო სინანული, სევდა, მაგრამ არანაირი მოულოდნელობა. „იცოდა!“ როგორი მტკივნეული იყო ამის გაცნობიერება. იცოდა და არაფერი გააკეთა.
– იცოდი? – ტუჩების მოძრაობით წაიკითხა ვაჩემ. – შეეგუე? – თვალზე ცრემლი უბრწყინავდა. – როგორ შეძელი.
მარტო ვაჩემ გაარჩია ეს სიტყვები. ეს ორი ყოველთვის ხვდებოდა ერთმანეთის ნათქვამს, თუნდაც მარტო ტუჩების მოძრაობით. უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. სხვებს არც აინტერესებდათ. ულოცავდნენ. ყველაფერი ტრიალებდა. ხელი გაითავისუფლა ლადოს ტორებისგან. ძლივს შეძლო გამორიდებოდა ხალხს. ყურები დაუგუბდა. ბუნდოვნად ხედავდა გარშემო რა ხდებოდა. სული ეხუთებოდა. ტკივილს გრძნობდა, ღალატს. გაყიდეს. არც არავის აინტერესებდა მისი აზრი. გადაწყვიტეს და მორჩა! მამამისი კიდევ ჰო, ყოველთვის ხვდებოდა, რომ ლადოს მიმართ კარგად იყო განწყობილი, მაგრამ ვაჩე? როგორ? ვაჩემ როგორ შეძლო შეგუებოდა? ერთია უიმისობა, მეორე სხვისთვის გაიმეტა. შეეგუა იმას, რომ სხვისი ცოლი გახდებოდა. არ აპატიებდა. ვერ აპატიებდა. გული მოუკლა. ბოლომდე გაანადგურა.
თხელი საღამოს კაბით იდგა ნინე თოვლში და ვერაფერს გრძნობდა. ვერც სიცივეს, ვერც იმას, რომ მთელი სხეულით კანკალებდა.
– ნინე... – ხელზე თბილი ხელის შეხება იგრძნო.
– შენ რა ადამიანი ხარ? ასე როგორ გამიმეტე? ვაჩე, ხვდები რომ საბოლოოდ მომკალი? როგორ შეძელი? ერთია წასვლა, მაგრამ სხვისთვის როგორ გამიმეტე? რა სინდისით გადაულოცე ლადოს ჩემი თავი? ლაჩარი ხარ. ყველაზე მეტად შენში შევცდი. – ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა.
ხელი მოჰხვია ვაჩემ და გულში ჩაიკრა. გულს უკლავდა თოთოეული მისი სიტყვა. უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. ზუსტად იცოდა, ნინეს თავს არავის დაუთმობდა, მაგრამ დააგვიანდა, ნინეს გული მოუკლა და გაანადგურა. ვერც კი ხვდებოდა, როგორ უნდა გამოესწორებინა ეს ყველაფერი. არავინ აინტერესებდა. ახლა მთავარი ნინეს წინაშე დანაშაულის გამოსყიდვა იყო.
– წავიდეთ. – პიჯაკი გაიხადა და ათრთოლებულ მხრებზე მოახურა. – აქედან წაგიყვან.
არ ინძრეოდა ნინე. უნდობლად უყურებდა ვაჩეს. ჯერ კიდევ ემჩნეოდა აცრემლებულ თვალებში წყენა და უსაშველო ტკივილი. ხელში აიყვანა და მანქანისკენ ისე წაიყვანა. წყნეთის გზას დაადგნენ. მობუზული იჯდა ნინე წინა სავარძელზე და სლუკუნებდა. არ უყურებდა ვაჩეს.
მიჰყავდა ვაჩეს. მიჰყავდა იმისთვის რომ აღარასოდეს გაეშვა. მისი ნინე იყო. აღარ უნდოდა თუნდაც ერთი წუთით ესუნთქა მის გარეშე. მისი საკუთრება იყო და არავის დაუთმობდა. ახლა უფრო ძნელი იქნებოდა. ხვდებოდა, რომ დააგვიანა და უფრო გაუჭირდებოდა, მაგრამ არ არსებობდა წინააღმდეგობა, რომელიც ნინეზე უარს ათქმევინებდა.
გადახედა. ეძინა ნინეს.
– როგორ დაგტანჯე... – ხელი ნაზად გადაუსვა თავზე.
წყნეთში აიყვანა, თავის აგარაკზე. დიდი ხანი იყო, რაც აქ არ ყოფილა. თბილისში ჩამოსვლისას აუცილებლად ამოდიოდა ხოლმე. ძალიან უყვარდა აქაურობა. რაღაცნაირად მშვიდდებოდა. ახლა ყველაზე ძვირფასი მოიყვანა აქ... თავის სახლში.
ნინეს ისევ ეძინა. გადაიღალა ამდენი ემოციისგან. ხელში ფრთხილად აიყვანა და სახლისკენ გაემართა.
მეორე სართულზე, თავის ლოგინში ჩააწვინა და თბილი ადიელა გადააფარა. დიდი ხანი უყურებდა მძინარეს. ანგელოზს ჰგავდა.
– ჩემი თეთრი ანგელოზი ხარ... – ჩაიჩურჩულა და საფეთქელზე მიადო ცხელი ტუჩები.


****
უცხო გარემოში გაეღვიძა ნინეს. გაახსენდა ყველაფერი. ისიც გაახსენდა ვაჩემ რომ წამოიყვანა. გულით უნდოდა გახარებოდა, მაგრამ ეშინოდა. იმედგაცრუების ეშინოდა. ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან გავიდა. ხმა არ ისმოდა. მე მგონი მარტოა სახლში. კიდევ ერთხელ გადაუტრიალდა გული. რატომ დატოვა აქ მარტო? იცის როგორ ვერ იტანს მარტოობას. კიბეებს ჩაუყვა და ძლივს გაარჩია, ეზოში საუბრობდა ვიღაც. ოდნავ შეღებული კარიდან ვაჩე დაინახა, მისკენ ზურგით იდგა და ტელეფონზე ლაპარაკობდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა:
– დიახ, ბატონო ზურა... ჩემთან არის... სად?... წყნეთში ვართ, ჩემს აგარაკზე... ამ საღამოს დავბრუნდებით... ვილაპარაკოთ... დიახ, აუცილებლად...
ნინეს თავზარი დაეცა. ისევ უკან უპირებდა დაბრუნებას. რისი იმედი ჰქონდა? არ იცოდა, „დიადი“ ვაჩე არეშიძე, რომ არასდროს ღალატობდა საკუთარ პრინციპებს და არასოდეს უხვევდა „სწორი“ გზიდან? გული ერეოდა ამ ზედმეტი წესიერებისგან. რა იქნებოდა უპასუხისმგებლო, ყველაზე უპრინციპო ადამიანი შეყვარებოდა? – ასეთი კიდე ლადო იყო. მწარედ ჩაეცინა.
ვაჩე სახლში არ შემოსულა. ეზოს უკან გავიდა. ისარგებლა ამით ნინემ და შეუმჩნევლად გავიდა სახლიდან. ერთი მოიხედა უკან, თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და სიფრიფანა საღამოს კაბით თამამად გააბიჯა მუხლებამდე თოვლში. იცოდა სიცივისგან გაიყინებოდა, მაგრამ ლადოსთან დაბრუნებას, თოვლში გაყინვა ერჩივნა.


****
დაჩეხილი შეშა შემოიტანა ვაჩემ სახლში. დიდი ხანი ეწვალა, მაგრამ მაინც დაანთო ბუხარი. ზევით აუყვა კიბეებს, ნინესთვის უნდა დაეხედა. ერთ ადგილზე გაშეშდა. იქ აღარ იყო. კიბეები ჩაირბინა.
– ნინე! – ხმამაღლა დაიყვირა. – ნინე!
კარებს ეცა. თოვლს ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაკვალევი.
– რა სულელი ბავშვია, სად წავიდა?
მანქანა გამოიყვანა და გიჟივით გავარდა ეზოდან. ისევ შეუჩერებლად თოვდა. ხილვადობა საერთოდ არ იყო. გზას ათვალიერებდა. შორს წასვლას ვერ მოახერხებდა.
– სად ხარ, ნინე, სად? – საჭეს გამეტებით უჭერდა ხელებს.
დიდი ხანი ეძება, ბოლოს იპოვა გზის პირას ჩამჯდარი. თოვლს თითქმის მთლიანად დაეფარა. მანქანიდან გიჟივით გადმოვიდა და ხელში აიყვანა. მთლად გაყინულიყო, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. სასწრაფოდ ჩასვა მანქანაში და გააქანა.
სახლში ხელში აყვანილი შეიყვანა. ბუხარი სულ ჩამქვრალიყო. აზრიც აღარ ჰქონდა დანთებას. მეორე სართულზე აიყვანა და სველი ტანსაცმელი გახადა. საცვლების ამარა ნინე... მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. სასწრაფოდ უნდა გაეთბო გაყინული სხეული, თორემ ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ერთადერთი რაც მოიფიქრა, თვითონაც გადაიძრო პერანგი და შიშველ ტორსზე აიკრო გოგონას გათოშილი სხეული. ჯერ კიდევ ჯარიდან იცოდა, რომ ეს გადაციებული სხეულის გათბობის ყველაზე ეფექტური საშუალება იყო. მას საკუთარი სითბო უნდა გაუნაწილო.
მარტო ღმერთმა იცის რას გრძნობდა მაშინ ვაჩე. ნინეს სუსტი, შიშველი სხეული გულზე ჰყავდა მიკრული. მარტო ღმერთმა იცის რად უჯდებოდა თავის შეკავება. თანდათან გაუთბა გოგოს სხეული. გონზე მოვიდა. დანისლული თვალები შეანათა ვაჟს. საპასუხოდ ვაჩემ თავზე აკოცა.
– როგორ შემაშინე. სად გაიქეცი?
– რა თვალთმაქცი ხარ ვაჩე, კიდევ რამდენი სახე გაქვს? – გაიწია, სცადა მოშორებოდა მის სხეულს, გონებას რომ უბინდავდა.
– წესიერად ამიხსნი, რა ხდება თუ ჩემით მივხვდე? – სიმკაცრე დაეტყო ხმაში და ხელები კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია.
– რატომ წამომიყვანე? – არც ნინეს შეურბილებია ტონი.
– იმიტომ რომ ჩემი ხარ და არავის მივცემ უფლებას შენი თავი წამართვას! – ნინეს ყელში ჩაყო ცხვირი.
– არავის, გარდა მამაჩემისა არა?! – კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. გრძნობდა რასაც ნიშნავდა ვაჩეს ცხელი სუნთქვა მის ყელზე.
– საიდან მოიტანე? ნინე, ვერ ვხვდები საით მიგყავს საუბარი.
– საით და არსებითისკენ. შენ არ იყავი წეღან მამაჩემს ჩვენი ადგილსამყოფელი რომ ჩაუკაკლე და ამ საღამოს დავაბრუნებო, ჩემზე რომ უთხარი? – თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა უკვე.
ვაჩეს ჩაეღიმა და აფართხალებული ნინე კიდევ უფრო მოხერხებულად მოიქცია მკლავებში.
– ეგ არ ცვლის იმას, რომ ჩემი ხარ და არავის დავუთმობ შენს თავს. დიახ, ველაპარაკე მამაშენს და ვაპირებ სახლში დაგაბრუნო, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ შენი ხელი ვთხოვო. არ ვაპირებ 18 წლის ბიჭივით მოგიტაცო და გადაგმალო. ჩემი ცოლი გახდები, მაგრამ ყველა წესის დაცვით. – ვერც კი შეამჩნია, როგორ აუთრთოლდა გოგოს სხეული.
– გაიმეორე რა თქვი? – ხმა ჩაუწყდა ნინეს.
– რა და მიყვარხარ ნინე, იმაზე ბევრად მეტად ვიდრე ადამიანის გულს შეუძლია გაუძლოს. ჭკუიდან გადაგყავარ პირველი შეხვედრიდან. უშენოდ სუნთქვაც კი ძნელია. ძნელი კი არა შეუძლებელია. თითოეული შენი ცრემლი გონებას მიბინდავს. რამდენიმე თვის წინ, ვინმეს რომ ეთქვა 18 წლის გოგოს სიყვარული, საკუთარ პრინციპებზე უარს გათქმევინებსო, ერთს გემრიელად გავიცინებდი, იმიტომ რომ მაშინ შენ არ გიცნობდი. ჩემი ცნობიერება შეცვალე, ნინე... შენგან შორს ყოფნა მიჭირს, იმიტომ რომ არ ვიცი, როგორ შეიძლება არ გეხუტებოდე, არ ვგრძნობდე შენს პატარა ხელებს ჩემსაში. ნინე, შენთან შეხვედრის მერე საკუთარი თავის დანიშნულებას მივხვდი ამ სამყაროში. მოვედი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ შენ გამეცანი. 29 წლის მანძილზე რაც კი გამიკეთებია, ყველაფერი შენ დაჩრდილე. ნინე, შენი ერთი ღიმილისთვის მზად ვარ მთელი გალაქტიკის ვარსკვლავებიც კი დავთვალო.
ნინე ტიროდა. არ ეგონა, ოდესმე თუ მოისმენდა ამას ვაჩესგან. ორივე ხელი მოჰხვია და მთელი სხეულით ეკვროდა. ვაჩემ მისი ტუჩები მოძებნა. კოცნიდა გრძნობით, ისე თითქოს ბოლოჯერ. კოცნიდა თავდავიწყებით, ისე თითქოს პირველად. კოცნიდა გონების დაკარგვამდე, იმიტომ რომ უყვარდა.
როგორც იქნა მოსწყდა მის ტუჩებს. კიდევ ბევრი ამბორი იყო იმ ღამეს. კიდევ ბევრი გასწორებული მოსიყვარულე მზერა. კიდევ ბევრი სიტყვა, რომელიც გულს ათბობდა.
არ მისცა მეტის უფლება თავს ვაჩემ. ღმერთმა იცის, რის ფასად უჯდებოდა, მაგრამ მისთვის უპირველესი ნინე იყო. მთელი ღამე გულზე ჰყავდა მიწვენილი, მის გულისცემას ისმენდა და მეტი არც არაფერი უნდოდა. მასთან იყო მისი თეთრი ანგელოზი. გამთენიისას ჩაეძინა.


****
– ვინმე ამიხსნის აქ რა ხდება? – თავს ვეღარ აკონტროლებდა, მძინარე წყვილს თავზე წამომდგარი ზურა ავალიანი.
თავზარი დაეცათ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, ამხელა კაცისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნებოდა. მთელი ღამის ლოდინის შემდეგ, მობეზრებული, თავისი ფეხით ავიდა წყნეთში და ასეთ სურათს გადააწყდა. მისი სანაქებო ქალიშვილი და პირადი მცველი, ერთად, ერთ ლოგინში, ნახევრადშიშვლები. რა უნდა ეფიქრა? ან რა აზრი ჰქონდა ახსნას?
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როგორ გაბედე... – ვაჩესკენ გაიწია. ვაჩე არც განძრეულა.
– ბატონო ზურა, მე მგონი ჯობია მშვიდად ვილაპარაკოთ.
– ვის ველაპარაკო მშვიდად... შეენ? ეს როგორ იკადრე? მისი სიცოცხლე მოგანდე. ეს რა გაუკეთე. ხომ იცი დანიშნულია.
აქამდე საბნის ქვეშ დამალული ნინე წამოხტა.
– დანიშნული? მერე მკითხა ვინმემ მე? მიიღეთ ჩემგან თანხმობა, ბატონო ზურა? მე შენი ბიზნეს გარიგება არ გავხდები! ვერ მაიძულებ! არაფრის ფასად არ გავყვები ცოლად იმ ფარშევანგს! მეყო რაც ვითმინე. დაიმახსოვრე, მეც მაქვს არჩევანის უფლება. მეც მაქვს ბედნიერების უფლება.
– ხმას ნუ უწევ, ლაწირაკო. – ნინესკენ გაიწია უფროსმა ავალიანმა. წინ ვაჩე გადაუდგა.
– ბატონო ზურა, ჯობია ცალკე ვილაპარაკოთ. მზად ვარ ვუპასუხო ყველა თქვენს პრეტენზიას და მივიღო ყველა საყვედური. გეთანხმებით, არც ისე კარგად გამოვიდა ყველაფერი და თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებ შქმნილ სიტუაციას, მაგრამ ერთადერთი, რითიც შემიძლია საკუთარი თავი გავიმართლო, ის არის რომ თქვენი ქალიშვილი მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს.
– რა სიყვარულზე მელაპარაკები? სულ გაგიჟდი? ნინე ლადოს მიყვება ცოლად და არანაირი სხვა სიტუაცია არ არსებობს!
ისე იყვნენ გართულები, რომ ვერც კი შეამჩნიეს ნინე, რომელიც ზეწარშემოხვეული უკვე ფანჯრის რაფაზე შემხტარიყო.
– ვთქვი და კიდევ ვიმეორებ! ცოცხალი თავით არ გავყვები ცოლად იმ გაფხორილს და ჩემი გვამი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. – მეტი დამაჯერებლობისთვის ფანჯარა გამოაღო.
ვაჩეს ფერი გადაუვიდა.
– ნინე, ჩამოდი, გთხოვ... – გული უსკდებოდა ფანჯარაზე შემდგარს რომ უყურებდა.
– რას აკეთებ, გოგო? – ხმა აუკანკალდა ზურასაც. მიხვდა რომ ძალით ვერაფერს გააწყობდა. მამამისის ხასიათი ჰქონდა ნინეს. – სახლში გელოდებით... – უთხრა ბოლოს, მიტრიალდა და წავიდა.
ვაჩე ფრთხილად მიუახლოვდა იგივე პოზაში მდგარ ნინეს და ხელები გაუწოდა.
– ნინე, ჩამოდი გეხვეწები, თორემ გამისკდა გული.
– რაღაც ძალიან ადვილად დაგვთანხმდა. – ადგილიდან არ იძვროდა ნინე.
– გეხვეწები, ოღონდ მაქედან ჩამოდი და გეფიცები, გავეკიდები და ვკითხავ, რატომ დაგვთანხმდი ეგრე ადვილად, რამე ქვენა აზრი, ხომ არ დევს ამაში-თქო.
– ვაჩე, შენ არ გესმის. არასდროს იხევს უკან ზურა ავალიანი. არაფრის ფასად.
ვაჩემ ვეღარ გაუძლო, ორივე ხელი წელზე მოკიდა და მსუბუქად ჩამოახტუნა. ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
– დამპირდი, რომ სულ ასე იქნება და არასდროს მიმატოვებ. – სახე მის განიერ მკერდში ჩამალა და გაიტრუნა.
– ვეღარ მომიშორებ თავიდან, ნინე ავალიანი. შენს ჩრდილად ვიქცევი.


************************************
ეძღვნება ა'ნინეს,ჩემს თეთრ ანგელოზს...


ძლიან დიდი მადლობა ბავშვებო კომენტარებისთვის და იმისთვის რომ კითხულობთ.



№1  offline ადმინი შამანი

პირველი ვარ! ^^ ♥
ჩემი თინი! ♥
ახლა ვიწყებ კითხვას !
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

აიი ძალიან კარჰი ხარ❤ხან მეღიმებოდა ხან მეტირებოდა სად წავიღო ამდენი ემოცია არ ვიცი:დდ
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№3  offline მოდერი nicol

შამანი
პირველი ვარ! ^^ ♥
ჩემი თინი! ♥
ახლა ვიწყებ კითხვას !

რა თქმა უნდა პირველი ხარ tongue

Anuuc^.^
აიი ძალიან კარჰი ხარ❤ხან მეღიმებოდა ხან მეტირებოდა სად წავიღო ამდენი ემოცია არ ვიცი:დდ

ძალიან დიდი... უუუდიდესი მადლობა... მიხარია თითოეული ასეთი კომენტარი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline წევრი ფორთოხალი

არრაჩვეულებრივი ხარ ♥♥

 


№5  offline წევრი mbella

მიხარია რომ ახალი ისტორია დაიწყე, წინა წავიკითხე და არაჩვეულებრივი იყო, დარწმუნებული ვარ არც ეს იქნება წინაზე ნაკლები :***

 


№6  offline წევრი veko veko

საოცარი ისტორიაა,წინა ისტორიაც წაკითხული მაქვს და ამის შემდეგ რომ დაწერ იმასაც წავიკითხავ.ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორი ხარ.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ერკე

"-ჩემი თეთრი ანგელოზი ხარ... - ჩაიჩურჩულა და საფეთქელზე მიადო ცხელი ტუჩები."
ცრემლი მაინც გადმომაგდებინა. როგორი ამაღელვებელი და საოცარი ისტორიაა <3 მიყვარს შენი ისტორიების წაკითხვა, უკვე მერამდენედ უნდა გითხრა არ ვიცი. მიყვარს, რომ ასეთ გრძნობებს განმაცდევინებ და მიყვარს ყოველი ამ ისტორიის გამო დაღვრილი ცრემლი!!
საოცარი ხარ თინი ნიკოლ love მეამაყება შენნაირი ავტორი, რომ ჩემს ისტორიას კითხულობს... მეამაყები შენც! love love
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

მე შენს ჩრდილად ვიქეცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent