მიზანი-გადავარჩინო მისი სიცოცხლე
კიდევ ერთხელ დავხედე ჩემი ოცნებების წიგნს,როგორ შემომლანძღვია ხელში.ყდა გახუნებულა,ფურცლებიც შეყვითლდა,მაგრამ ის ოცნებები,რომლებსაც მის ფურცლებს ვანდობ ისევ ისეთია-ახალი,საღი ფრთაშესხმული.ფრთხილად გადავშალე მისი გვერდები,პირველ გვერდზე დიდი ასოებით აწერია ჩემი სახელი და გვარი(ვითომ არ ვიცი ) ე კ უ თ ვ ნ ი ს --- მ ი რ ა გ ე ლ ო ვ ა ნ ს ! რამდენი კარგი ოცნება და მიზანი მქონია -ვნახო წყალქვეშა სამყარო -ვისრიალო თხილამურებზე -გადმოვხტე პარაშუტით -ვიჯირითო ცხენზე და მთავარი ოცნება და მიზანი----გადავარჩინო მისი სიცოცხლე-წავიკითხე ხმადაბლა და მის ფოტოს ნაზად გადავუსვი თითის ბალიშები,შეუმჩნევლად გამეღიმა და გამახსენდა ის ვინც ჩემი მიზანია,როგორი დაბღვერილი იყურება ამ ფოტოში,უფრო ჩავიძირე მოგონებებში და გამახსენდა ის დღე ,როცა ჩემს მიზანს შევხვდი........... ...................................................................................................................................................... დილიდანვე ცხელოდა ქალაქში,ადრიანად წამოვხტი ფეხზე,თავი მოვიწესრიგე,ჩემი მოკრძალებული ერთი ოთახი(მართლა ერთი ოთახი მქონდა მეტი არაფერი) მივალაგე და სირბილით დავეშვი კიბეებზე.დღეს გეგმაში მქონდა,რომ ვსტუმრებოდი ჩემს მეგობრებს მოხუცებულთა თავშესაფარში.ჩანთიდან ჩემი ჯაბახანა მანქანის გასაღები ამოვაძვრინე და კარი გავაღე,მოვკალათდი მანქანა დავქოქე და გვერდითა სარკეში გავიხედე რომ დამენახა უკან ხომ არაფერს დავეჯახებოდი,თუმცა სადაა გვერდიტა სარკე? -არ არსებობს-შევიყვირე გაბრაზებულმა და ისევ ძირს ჩამოვხტი,მანქანას წრე დავარტყი,არცერთი სარკე აღარ ყო ადგილზე.კი არ მოუხსნიათ მოუტეხავთ. დუდღუნით გავემართე ჩემი უბნის პოლიციის განყოფილებისკენ.ჩემი უბნის ინსპექტორი ერთი ჯმუხი ულვაშებიანი კაცი იყო რომელიც მუდამჟამ კომპიუტერს ჩაჰკირკიტებდა დიდი საქმიანი კაცივით. -უკაცრავად საჩივარი მინდა შემოვიტანო-წარბები ავზიდე და სერიოზული გამომეტყველება მივიღე ძლივს მოაცილა თვალები ეკრანს და წარბებს ქვემოდან ამომხედა -გისმენთ -ჩემს მანქანაზე სარკეები მომპარეს -და რა? -რაა?რა და საჩივარს ვწერ და მიპოვეთ -გაქვთ ეჭვი ვინმეზე?-მეტად სერიოზული კითვა დამისვა მისი ჭკუით -არა -მოწმე გყავთ? -არა -აბა სად გიპოვოთ სარკეები? -ღმერთო დიდებულო,ირგვლივ მარკეტები და ბანკებია,მათ ხომ აქვთ სათვალთვალო კამერები,შეამოწმეთ -გოგონი.... -გოგონი არა ქალბატონო-შევუსწორე -ქალბატონო-ირონიულად ჩაიღიმა,გავბრაზდი-ეს დიდი პროცებურაა,უნდა მოიტანოთ სასამარტლოს მოთხვოვნა,მერე უნდა ირბინოთ წინ და უკან,ამ ფურცლებით თუ ჩანაწერებით,ვთქვათ დავიჭირეთ,იქნებ გაყიდა უკვე,და საიდან მოიტანს მაგ სარკეებს,ჩვენ დავიწეთ მაგრამ შენ რა სარგებელი? -ანუ?-გაობნებული მივაცქერდი -ანუ ახალი იყიდეთ-გადაჭრა პრობლემა -არ არსებობს,შემოვირტყი გაშლილი ხელი ფეხზე,მივხვდი,რომ აქ სულ ტყუილად მოვედი,გაბრაზებული მკვეთრად შემოვბრუნდი კარისაკენ და უეცრად მთელი ძალით შევასკდი ვიღაცას -ნელა ბიჭო წინ იყურე-დაუღრიალა თანმხლებლა ჩემს შემჯახებელს და ძლიერად გაჰკრა მუჯლუგუნი,ახლა შევამჩნიე ,რომ ჩემი დამჯახებელი და თანხმლები პოლიციელი ერთმანეთზე ბორკილებით იყვნენ გადაბმული,უცებ შიშმა ამიტანა,თან ცნობისმოყვარეობამ და თვალები მაღლა ავაპარე ნელნელა,რომ დამენახა ვინ იყო ეს ბოროტმოქმედი. ჩემს სიცოცხლეში ასეთი ტკივილიანი და სევდიანი თავლები არ მენახა,მთელი ცხოვრება ვფიქრობდი,რომ მე ვიყავი გარიყული და უბედური,მაგრამ ახლა მივხვდი,რომ ვცდებოდი,გახეთქილი წარბიდან და ტუჩინდან წამოსული სისხლი სახეზე შეხმობოდა,ზედატანი ნახევრად შემოფლეთილი ეცვა,იდგა და უსასრულოდ სივრცეში იყურებოდა,არც კი შემოუხედავ ვის დაეჯახა,არც ბადრაგის სიტყვები გაუგონია,არც მის მუჯლუგუნზე ჰქონდა რეაქცია. -ვინაა ვინ მოათრიე?-იკითხა უბნის ინსპექტორმა -თომა ნიქაბაძე,როგორც ყოველთვის ვიღაცას სცემდა -შეიყვანე იზოლატორში ბადრაგმა ინერციით უბიძგა თომას და ისიც მორჩილად გაყვა,მე კი გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი მის სევდიან სახეს,არასოდეს მენახა ასეთი ტკივილიანი თვალები,უცებ მობილური ამოვიღე ჯიბიდან და სკამს ფეხი გავკარი რომ ახმაურებულიყო ცოტაც შევიკივლე ვიტომ ლამის წავიქეცი,სამივემ ჩემკენ გამოიხედა უცებ მე კი ჩხიკ,მორჩა თომაც დავაფიქსირე,აი ასე აღმოჩნდა ჩემი მიზნების ბლოკნოტში თომა-ბიჭი სევდიანი თვალებით და მრისხანე გამომეტყველებით.სწორედ მაშინ მივხვდი რა იყო ჩემი ცხოვრების ერტერთი მთავარი მიზანი-გადამერჩინა მისი სიცოცხლე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.