The h3artless
-ტასია ლიზას შემდეგ შენ გადიხარ ხომ იცი, შენ ხურავ შოუს და არ დაიწყო შენებურები! - უთხრა შავ, წელამდე ჩახსნილ კაბაში გამოწყობილ გოგონას, რომელსაც აშკარად ერთი სული ჰქონდა თმებით ეთრია ეს თავხედი დიზაინერი. "არა მაინც როგორ ბედავენ ჩემთან ტასია მაღლაკელიძესთან ასეთ ლაპარაკს". ბავშვობიდანვე ქედმაღალი იყო მაღლაკელიძე, სწორედ ამიტომ 20 წლის განმალობაში მხოლოდ 1 მეგობარი, ლიზა შემორჩა. ლიზაც და ტასიაც მოდელები არიან, თუმცა სადაა ლიზაზე ისეთი მოთხოვნა როგორც ტასიაზე. შოუ არ არის ან არ გახსნას ან არ დახუროს მაღლაკელიძემ, ამის გამო ლიზა არასდროს დაბოღმილა, პირიქით ყოველთვის უხაროდა მეგობრის წარმატება. ლიზას ძმაც ჰყავს ზუკა. რომელზეც წლებია ტასიას ეკეტება ჭკუა, თუმცა ბიჭს საცოლე ყავს და ამის გამხელას საუკეთესო მეგობართანაც ვერ ახერხებს. ***** -ტასია გამლფხიზლდი რაა საუზმე გავაკეთე! ტასოოო გეყოფა ამდენიხანი ძილიი - ბევრი ცდის მიუხედავად მაღლაკელიძე ადგილიდან არ დაიძრა სანამ ლიზამ სულ ძალით არ წამოაყენა ფეხზე. ფეხის თითები ცივ იატაკს შეეხო თუ არა აზრზე მოსვლა მოახერხა და სწრაფად გამოფხიზლდა, ერთი გემრიელად გაიზმორა და შოლტივით ფეხები ძლივს-ძლიობით წაათრია აბაზანაში. სარკეში ჩაიხედა და გული გაუსკდა, ღმერთო რას გავდა არ უნდა დაელია ამდენი წუხელ, თუმცა ზუკა როცა დაინახა ჩვენებაზე მოსული საცოლესთან ერთად, ჯერ ლამის სცენიდან ჩამოვარდა და რომ არ დაელია ალბად სულ თმით ითრევდა იმ ქალბატონს. არა რითი ჯობია ის დიდ ცხვირა- ტასია მაღლაკელიძეს. თან რა უგემოვნოა, ასე ჰგონია თუ კავალის კაბას ჩაიცმევს მაგისნაირი მეორე არ დადის. არადა როგორ არ უხდებოდა კავალის შავ კაბას მაქქუინის ფეხსაცმელი. ღმერთო რა კატასტროფაა, და ზუკას უდგას გვერძე. ძლივს-ძლიობით იხსენებდა წუხანდელ ამბებს და სარკეში თავის ანარეკლს უყურებდა. ალბად ასე იოცნებებდა მთელიდღე ზუკაზე ლიზას რომ არ დაეყვირა. არა მაინც საიდან ამოსდის ამ პატარა გოგოს ამხელა ხმა, გაიფიქრა და კარადიდან მოკლე ჯინსის შორტი და მოკლე ტოპი გამოიღო. სამზარეულოში გასულს კოპალიანმა ზუკაზე ლაპარაკი დაუწყო. ესღა აკლდა ახლა მთელოდღე თავიდან ვერ ამოიგდებს. -გოგო დღეს ჩემ ძმას თამაში აქვს ხოიცი და გეხვეწები იქ მარტო არ გამიშვა. ანიც იქნება - ზიზღით თქვა ლიკამ. -ხოო წამოვალ - თითქოს უინტერესოდ თქვა ტაისიამ. ყოველთვის ეხერხებოდა ემოციების დამალვა. არადა როგორ გაეხარდა ლიზას ნათქვამი ერთი სული ჰქონდა ზუკა კიდევ ერთხელ ენახა..... ******** ტანსაცმლის რჩევაში მთელი დღე ისე გავიდა ვერც შეამჩნია, მხოლოდ 5 საათზე ლიზიმ როცა დაურეკა და უთხრა მე და სანდრო 5 წუთში მოვალთო, მაშინ დაიწყო ფაცხაფუცხით გამზადება. 15 წუთი კი ალოდინა მაგრამ რა ვიდზე იყო...... მოკლე ჯინსის შორტი ეცვა, ზემოთაც მისი შესაფერისი შავი ტოპი, ფეხზე მუხლს ზემოთ შავი ჩექმა და წელზე წითელი საროჩკა ..საოცრად მიმზიდველი იყო. უი სულ დამავიწყდა სანდრო ლიზას შეყვარებულია. არაჩვეულებრივი ბიჭია. ზუკა თავიდან უარზეიყო როგორც უფროსი ძმა, მაგრამ მალევე შეეგუა ყველაფერს... 2 თვის წინ დაინიშნნენ და ქორწილი იქითა თვეში აქვთ. ლიზამ მთელი ქორწილის ორგანიზება ტაისიას მიანდო. ყოველთვის ენდობოდა მის გემოვნებას, მაღლაკელიძეც სიხარულით დასთანხმდა და თითქმის ყველაფერი მოფიქრებული აქვს. სანდროს ფული თავზე საყრელად აქვს, ამიტომ არაფერში შეზღუდული არარის. კვირის ბოლოს კაბის ასარჩევადაც მიდიან, მათთან ერთად ზუკაც მიდის და ტაისიას ერთი სული აქვს შაბათი როდის მოვა... რა იქნებოდა ზუკა დაშორებოდა ანის და მაღლაკელიძეც ლიზასნაირად ქორწილისთვის ემზადებოდეს.. გრძელ, თეთრ, ტანზე გამოყვანილ კაბას ჩაიცვამდა და სამუდამოდ ბედნიერი იქნებოდა კოპალიანთან...... ფიქრებიდან მანქანის სწრაფმა დატორმუზებამ გამოიყვანა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.