შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამარჩინე... (ნაწილი 3)


4-08-2015, 21:55
ავტორი nicol
ნანახია 8 793

****
ეშინოდა ნინეს. მოხარშულს იცნობდა მამამისს.
– ვაჩე, – უკვე მერამდენედ იწყებდა. – არ მჯერა მე მაგის დალოცვის. ასე უბრალოდ არასდროს თმობს პოზიციებს.
– კარგი რა... ხომ თქვა, არ ვარ წინააღმდეგი, ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერიო. – შუქნიშანზე მწვანე აინთო და მანქანა დაძრა ვაჩემ.
– სწორედ ეგ არ მომწონს. მისთვის არასდროს ვყოფილვარ მთავარი.
– გეყოფა, გთხოვ, თავს ნუ იტანჯავ. – მისი ხელი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად აკოცა. – დაიჯერე საკუთარი ბედნიერება.
– საქმეც ეგ არის. – სივრცეს გახედა. – არ არის ჩემს ლექსიკონში ეგ სიტყვა.
უკვე თითქმის უახლოვდებოდნენ ვაჩეს სახლს, წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რომ გადაუდგათ.
„გადააყენეთ მანქანა“ – რუპორშიც კი იგრძნობოდა მომთხოვნი ტონი.
ვაჩემ მანქანა გააჩერა და თავზე წამომდგარ პოლიციელს ახედა.
– თქვენი საბუთები თუ შეიძლება და მანქანიდან გადმობრძანდით.
მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან და საბუთები გაუწოდა. მეორე პოლიციელიც უახლოვდებოდათ.
– ქალბატონო, თუ შეიძლება თქვენც. – დაიხარა და ღია კარებიდან ნინეს მიმართა.
– ვინმე ამიხსნის, აქ რა ხდება? – უკვე მოთმინებას კარგავდა ვაჩე.
– მანქანა უნდა გავჩხრიკოთ.
– რის საფუძველზე?
– ოპერატიული შეტყობინების.
– და, ვერ მეტყვით რას ეძებთ? – თავს ძლივს იკავებდა. ნინე უკვე გადმოსულიყო მანქანიდან და მთელი ძალით ჩაფრენოდა მკლავში.
– ხელს ნუ გვიშლით, თუ შეიძლება.
მეორე პოლიციელი მთელი ტანით შემძვრალიყო მანქანაში და გულმოდგინედ ათვალიერებდა იქაურობას. უკანა სავარძელზე მიგდებულ ნინეს ხელჩანთას მოჰკრა თვალი და გადმოაპირქვავა. გაცოფებული ვაჩე უკვე ჩარევას აპირებდა, რომ პოლიციელი მანქანიდან გამოძვრა და გამარჯვებულის სახით აფრიალებდა ხელში საკმაოდ მოზრდილ პაკეტში ჩაყრილ თეთრ ფხვნილს.
– აი, ამას! ეს ხელჩანთა თქვენია? – ნინეს მიუბრუნდა საზიზღარი, თვითკმაყოფილი სახით.
გაფითრებული იდგა ნინე და ერთიანად კანკალებდა.
– ჩემია... – ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა.
პოლიციელმა მკლავში მოკიდა და ხელი ხელბორკილებისკენ წაიღო. აქამდე თავზარდაცემული ვაჩე უცებ გამოერკვა.
– ხელი გასწიე შე ახ****რო! მიკარება არ გაბედო. – საყელოში ეცა პოლიციელს. – მაგას ხელი გაუშვი, ჩემია ეგ წამალი.
მერე ძალიან ბუნდოვნად ახსოვს ნინეს. როგორ დაადეს ხელბორკილები ვაჩეს, როგორ აცნობდნენ წესებს – „თქვენ გაქვთ დუმილის უფლება...“ როგორ უყურებდა, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ხვდებოდა, ვაჩე რომ ეუბნებოდა: ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. როგორ ეცა მანქანას და როგორ გაყვა უკან საპატრულო პოლიციას. როგორ ცდილობდა უკვე შენობასთან, როგორმე მისულიყო ვაჩესთან, როგორ დააკავა რამდენიმე ხელმა ერთად და ვაჩეს უკანასკნელი სიტყვები: „ნინე წადი... ყველაფერი კარგად იქნება.“ მაგრამ იცოდა ნინემ, რომ აწი ვეღარაფერი იქნებოდა კარგად.
სახლამდე ძლივს მიაღწია და პირდაპირ მამამისის კაბინეტისკენ აიღო გეზი. იქ არ დახვდა უფროსი ავალიანი. მის მაგიდასთან მივიდა და უჯრიდან იარაღი ამოიღო. ზუსტად გათვალა ზურაბ ავალიანმა – იქ დააჭირა, სადაც ყველაზე მეტად ეტკინებოდა. ზუსტად იცოდა, როგორც მოიქცეოდა ვაჩე არეშიძე. დარწმუნებული იყო თავის თავზე აიღებდა. არასოდეს იხევდა უკან ძლევამოსილი ავალიანი. არაფრის ფასად. არ იყო ის ნარკოტიკი ნინესი, როგორც ვაჩეს ეგონა. გული სტკიოდა, რომ ვერ მიხვდა და დაიჯერა. ცდილობდა სიმართლე ეთქვა, არ დააცადეს.
ავალიანი კაბინეტში შევიდა და თავზე წაადგა იარაღმომარჯვებულ საკუთარ ქალიშვილს. საკუთარ მამას უმიზნებდა და დამიჯერეთ, ხელიც არ აუკანკალდებოდა ისე ესროდა. ისე სძულდა... ისე ეზიზღებოდა...
– დასწიე იარაღი! – თავი ამაყად ასწია და ცივი მზერა გაუსწორა ქალიშვილის.
– როგორ მეზიზღები რომ იცოდე. არაადამაინი ხარ. როგორ უძლებს დედამიწა შენნაირებს.
– მომისმინე, შე ლაწირაკო, აღარასოდეს გაბედო ჩემთან ამ ტონით ლაპარაკი! – ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და აუღელვებლად გამოართვა იარაღი. ვერ ესროლა. ვერ შეძლო, თუნდაც ასეთი არაკაცი გაემეტებინა სასიკვდილოდ.
ხელის უხეში მოძრაობით დასვა სკამზე და თვითონაც თავზე წამოადგა.
– კარგად მომისმინე ახლა რასაც გეტყვი. მშვენივრად იცი, გამეორება არ მიყვარს. – ოთახში გაიარ-გამოიარა და ისევ მაგიდასთან გაჩერდა. – მძიმე ბრალდება აქვს წაყენებული. დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების გადაზიდვა და შენახვა. 11 წელიც კი შეიძლება მიუსაჯონ. – ნინეს კინაღამ სისხლი გაეყინა. ყურები დაუგუბდა. თავი ხელებში ჩარგო და ძლივს შეძლო საღი აზრის შენარჩუნება. – მაგრამ შემიძლია საქმე გადავაკვალიფიცირებინო და შენახვა-გადაზიდვის კი არა, მოხმარების მუხლი მიუყენონ. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას 1 წლის ვადით ითვალისწინებს და იქნებ მერე საპროცესო გარიგებაც მოგვეხერხებინა.
ესმოდა ნინეს და გული ერეოდა. როგორ შეიძლებოდა რომელიმე ბრალდებას დასთანხმებოდა. წარმოუდგენელი იყო ვაჩეს და ნარკოტიკის ერთად ხსენებაც კი. გაახსენდა, მაშინ კინაღამ ჭკუიდან რომ გადავიდა, ნინეს რომ უპოვა. ახლა? რაში სდებდნენ ბრალს?!
– ოღონდ „უფასოდ“ არაფერს აკეთებ ხო? – ზიზღნარევი ირონია იყო ეს.
– ყველაფერს აქვს ფასი ამ ცხოვრებაში. შენი საფასური ლადოს ცოლობა იქნება.
იცოდა ნინემ, ჯერ კიდევ საუბრის დასაწყისშივე მიხვდა ამ ყველაფერს. ხვდებოდა რისთვისაც გაისარჯა ასე ბატონი ზურა.
– პასუხს ახლავე არ გთხოვ. იფიქრე რამდენიმე დღე. ოღონდ ისეც ნუ იზამ, რომ მერე გვიანი იყოს.
ფეხარეული გამოივდა კაბინეტიდან. გარეთ უნდა გასულიყო, თორემ აქ სუნთქვა უჭირდა. ჰაერი არ ჰყოფნიდა. ძლივს მილასლასდა მანქანასთან და წავიდა. ძალიან დიდხანს იარა უმისამართოდ. ბოლოს ვაჩეს სახლთან გაჩერდა. მანქანაში გასაღები იპოვა და შიგნით შევიდა. როგორ განსხვავდებოდა ეს გარემო მისი გაყინული სახლისგან. აქ სითბო ტრიალებდა – სიყვარული და ბედნიერება. იქ კიდევ?! გააკანკალა.
დიდი ხანი იჯდა გაუნძრევლად, ძალიან დიდი ხანი. მერე ადგა, ვაჩეს საძინებელში შევიდა და ღრმად შეისუნთქა. მისი სურნელი ტრიალებდა. ლოგინში შეწვა. თავზე საბანი წაიფარა და ატირდა. ატირდა გულამოსკვნით. ტიროდა საკუთარ უსუსურობაზე. იმაზე რომ მისი ბრალი იყო. ტიროდა იმაზე რომ ვეღარასოდეს ნახავდა, იმიტომ რომ მამამისის წინადადებას მიიღებდა. სხვანაირად შეუძლებელი იყო. ვერ მისცემდა უფლებას 11 წელი გამოეკეტათ. მისი ბრალი იყო ყველაფერი. ხომ იცოდა, ბედნიერებას რომ ვერ ეღირსებოდა? ასეთი იყო მისი ბედი. ვაჩე რაღას გარია? მას მაინც რატომ დაუნგრია ცხოვრება? როგორი მტკივნეული იყო ეს ყველაფერი. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. გახდებოდა ლადოს ცოლი. მისი ცხოვრება მაინც დასრულებული იყო უკვე.
– თანახმა ვარ – ყველანაირი ემოციის გარეშე განუცხადა ზურას. – მაგრამ მხოლოდ იმის მერე, რაც ვაჩეს განაჩენს გამოუტანენ.
– სამართლიანია.
– ოღონდ, ძალიან გთხოვ, ეს პერიოდი საერთოდ არ გამეკაროს. საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ახლა რომ სადმე შემხვდეს ალბათ, თვითონ იტყვის ჩემს ცოლად მოყვანაზე უარს.
ნაჩქარევად გამოვიდა სახლიდან. სული ეხუთებოდა. უკვე რამდენი დღე იყო ვაჩეს სახლში ცხოვრობდა.


****
– გამარჯობა, დათა.
– ნინე...
– შემომიშვებ?
გვერდზე გაიწია და ოთახში შეატარა.
– დაჯექი. – შესთავაზა სტუმარს.
– დათა... ვიცი... – მეტი ვეღარ შეძლო, ცრემლი მოადგა თვალზე.
– დამშვიდდი გთხოვ, ვიცი, ვხვდები შენთვისაც როგორი მძიმეა.
– როგორ არის?
არაფერი უპასუხა, მხოლოდ ნაღვლიანად გადახედა.
– რამე სიახლე არის?
– არაფერი, ძველებურად დუმილის უფლებას იყენებს. ალბათ არც ამოიღებს ხმას. ტყუილს არ იტყვის და ისიც კარგად იცი, რომ სიმართლის თქმაც არ შეუძლია. ყველაზე ბოლოს ალბათ სიმართლეს იტყვის.
– მაშინ, მე ვიტყვი სიმართლეს. ვიტყვი რომ ჩემი იყო.
– არც კი გაბედო! – სათქმელი არ დაამთავრებინა. – თუ არ გინდა ცოცხლად დამარხო. ნინე, ხვდები რა მოუვა, თვითონ რომ გამოვიდეს ციხიდან და შენ ჩაჯდე? ამას მეც კი სასტიკად ვეწინააღმდეგები. ძალიან მიჭირს მისი მდგომარეობის ყურება, მაგრამ ერთადერთი იმითი ვეგუები, რომ ამას შენი გულისთვის აკეთებს, საყვარელი ადამიანისთვის.
ნინე ატირდა. დიდი ხანი ვერ დამშვიდდა. დათამ საშუალება მისცა ყველა ემოციისგან დაცლილიყო.
– დათა, – ცოტა რომ დამშვიდდა, ისევ მას მიუბრუნდა. – მისი დანაშაული, რომ გადაკვალიფიცირდეს და მოხმარების მუხლით რომ წავიყვანოთ? იქნებ საპროცესო გარიგებისთვისაც მიგვეღწია.
– ეს ადვოკატმაც შესთავაზა, მაგრამ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს და თუ არ აღიარა, მაშინ იმ მუხლით გაასამართლებენ, რასაც პროკურორი მოითხოვს.
– მე მივცემ ჩვენებას.
– ნინე, გაგიჟდი? სულ გადავა ჭკუიდან, შენ რომ სასამართლო დარბაზში დაგინახოს.
– რაღაც უნდა გავაკეთო, თორემ ასე მე გადავალ ჭკუიდან და მერე გვიან იქნება,
კიდევ ბევრი ილაპარაკეს. დაამშვიდა ცოტა ნინე დათასთან საუბარმა.
ჩვენება მაინც მისცა ნინემ. ძლივს დაითანხმა მამამისი. არ უნდოდა ზურას ნინეს სახელს გაეჟღერა ამ საქმეში, მაგრამ თვითონაც ხვდებოდა, რომ ამის გარეშე ვაჩეს 11 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. არა, ვაჩე ნაკლებად ადარდებდა, უბრალოდ ხვდებოდა ამდენი ხნით თუ ჩასვამდნენ ნინე არაფრით არ შეასრულებდა დანაპირებს და არ გაჰყვებოდა ლადოს.
ძალიან მტკივნეული იყო ის დღე ნინესთვის. ხვდებოდა როგორი აუტანელი იქნებოდა ვაჩესთვის მისი ჩვენება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა. სასამართლო დარბაზში, მოწმის სტატუსით, ნინე ავალიანის სახელისა და გვარის გამოცხადებამ, ვაჩეს აზროვნების უნარი წაართვა. კინაღამ გული გაუჩერდა, დარბაზში შემოსული რომ დაინახა. გამხდარი, თვალებ ამოღამებული, შეცვლილი, მაგრამ მაინც მისი ნინე.
– ვფიცავ... – ყურს მოხვდა ნაცნობი და ასე ძვირფასი ხმა.
– ნინე, არ გინდა, გთხოვ... – თავი ხელებში ჩარგო და ისე ამოთქვა. ოღონდ არავის გაუგონია.
– იცნობთ თუ არა ბრალდებულს? – დაკითხვა დაიწყო პროკურორმა.
– დიახ, ჩემი პირადი მცველი იყო.
– ხშირად გიწევდათ დროის ერთად გატარება?
– რა თქმა უნდა, ეს მისი მოვალეობა იყო. ყოველთვის ჩემს გვერდით ყოფილიყო და ჩემი უსაფრთხოება დაეცვა.
ვაჩეს ყურები დაუგუბდა. არ უნდოდა მოესმინა. ხვდებოდა საითაც მიდიოდა საქმე. იმასაც მიხვდა რისთვის იყო ნინე იქ მისული. არ შეეძლო მისი ბაგეებიდან მსგავსი გაეგო. მაგრამ...
– შეგიმჩნევიათ თუ არა მისი ნარკოდამოკიდებულება?
ძალიან დიდი პაუზა იყო. ნინე საკუთარ თავს ებრძოდა. არწმუნებდა, რომ ერთადერთი სწორი გზა ეს იყო, მხოლოდ ასე შეეძლო ვაჩესთვის სასჯელი შეემსუბუქებინა.
– გთხოვთ, უპასუხეთ შეკითხვას. – არ ითმენდა პროკურორი.
– დიახ... – ძლივსგასაგონად ამოთქვა.
ვაჩემ ამოიგმინა. ნინეს კინაღამ გული შეუწუხდა. გაიგო.
კიდევ ძალიან დიდხანს კითხავდნენ ნინეს, ეძიებოდნენ თითოეულ სიტყვას, მაგრამ შესძლო. სწორედ ისე უპასუხა ყველაფერს, როგორც ადვოკატმა ურჩია. სასამართლო დარბაზი დატოვა და სწორედ აქ გაუთავდა ყველანაირი გამბედაობა, კარებთან ჩაიკეცა. ხელი დათამ შეაშველა, წამოაყენა და ჩაეხუტა. ხვდებოდა რად დაუჯდა დღევანდელი დღე. ეცოდებოდა, ჯერ ბავშვი იყო ნინე, 18 წლის და უკვე ამდენი გადაიტანა.
– დათა, დაინახეეეე? საერთოდ არ შემომხედა. – თავი მის მხარზე ჩამოედო და გულამომჯდარი ტიროდა. – ვერ მიტანს, ალბათ. გული ერევა ჩემს დანახვაზე. ღირსი ვარ, მეტის ღირსიც ვარ. ჩემი გულისთვის ზის ახლა ციხეში. მე დავუნგრიე ცხოვრება. რატომ ვარ ასეთი? რატომ უნდა მომქონდეს უბედურება იმ ადამიანებისთვის ვინც მიყვარს? ჯერ დედაჩემი, ახლა ვაჩე.
დათა ცდილობდა დაეწყნარებინა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა. თითქმის ისტერიკამდე მისულიყო ნინე.
– ნინე, გთხოვ. ასე ცუდად გახდები. თავი ხელში აიყვანე. წამოდი ჰაერზე გაგიყვან.
ჰაერზე ცოტა დამშვიდდა. შეძლო თავის გაკონტროლება. სანამ ბოლომდე არ დაწყნარდა, ვერ დატოვა დათამ.
განაჩენი გამოაცხადეს. ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. საპროცესო გარიგებაზე არ წამოვიდა პროკურორი – მსჯავრდებულმა სასამართლოსთან არ ითანამშრომლაო. ალბათ უფრო ზურა ავალიანმა იქონია გავლენა. არაფრით არ აწყობდა, მისი ქალიშვილის ქორწილამდე, ვაჩეს ციხიდან გამოსვლა.


****
– დათა, ეს როგორ დაუშვი? ამის უფლება, როგორ მიეცი? – ადგილს ვერ პოულობდა ვაჩე. – რატომ მოვიდა სასამართლოზე? ჩვენება როგორ მისცა? არ უნდა მოსულიყო. არაფერი ესაქმებოდა იქ.
– სამაგიეროდ მოახერხა და სასჯელი მინიმუმამდე შეგიმცირა.
– მერე, რის ფასად?!
– ვაჩე, აბა რა ექნა? მჯდარიყო და ეყურებინა, როგორ ინგრევდი ცხოვრებას? 11 წელი აპირებდი ჩაჯდომას? გეკითხები! მერე რა იქნებოდა? ვისთან ტოვებდი ნინეს? თუ მთელი 11 წელი მჯდარიყო და დაგლოდებოდა? როგორი გამოხვიდოდი აქედან? გიფიქრია ამაზე? ვაფასებ ნინეს გამბედაობას. ეგ კი არა იმას გაიძახოდა წავალ და ვიტყვი, ჩემი იყო ეგ ნარკოტიკიო.
ვაჩემ მთელი ძალით დაჰკრა მუშტი მაგიდას.
– დაიცავით წესრიგი! – გამაფრთხილებლად გადმოხედა ბადრაგმა.
– დათა, გთხოვ მიხედე. სულ მარტოა. ვიცი, ძალიან უჭირს.
თავი დაუქნია დათამ. მეტი აღარ ულაპარაკიათ ნინეზე. ძალიან მძიმე იყო ვაჩესთვის.
თავისი პირობა შეასრულა ზურა ავალიანმა. ახლა ნინეს ჯერი იყო. ქორწილის დღე დანიშნეს. შეეძლო ნინეს უარი ეთქვა. მოქცეულიყო ისე, როგორც ზურა იმსახურებდა. ვაჩეს განაჩენს უკვე ვეღარაფერი შეცვლიდა, მაგრამ მოხარშულს იცნობდა მამამისს, იცოდა, არასდროს იხევდა უკან, არაფრის ფასად. ეშინოდა. პატარა იყო ნინე. მოერიენ. მეტი ვეღარ შეძლო. არაფრის ფასად აღარ დააყენებდა ვაჩეს საფრთხის ქვეშ. სუსტი წერტილი უპოვა მამამისმა. მისი სისუსტე იყო ვაჩე. როგორი აუტანელიც უნდა ყოფილიყო, უარი უნდა ეთქვა. უნდა გაეშვა. გამომშვიდობებოდა საკუთარ გულს. აღარ ჰქონდა, გაუქვავდა. ვაჩეს უტოვებდა თავის პაწაწინა, დატანჯულ გულს, თავის სულს და მთელ სითბოს.
წაჰყვებოდა საკურთხეველთან სხვას, მაგრამ მარტო სხეულით. ვერ ეღირსებოდა ნინეს გულს ლადო მახარაძე.
თითქმის არაფერი ახსოვს ნინეს იმ დღიდან. გაქვავებული იყო. ინერციით ასრულებდა მითითებებს. გაგიკვირდებათ, მაგრამ იმასაც ვერ გეტყოდათ, როგორი კაბა ეცვა. არ აინტერესებდა. არ დაიმახსოვრა არცერთი წუთი. არ უნდოდა ოდესმე გახსენებოდა და იმიტომ. არ უცეკვიათ ნეფე-დედოფალს არც ერთი ცეკვა. ზურამაც ვერ აიძულა ქალიშვილი. სიძემ – დაიღალა ალბათო და აღარ დაუძალებიათ. მართალი იყო ლადო, დაღლილი იყო ნინე. ცხოვრებისგან გადაღლილი. 18 წლის ასაკში, 98-ისას ჰგავდა. არ უსვრია თაიგული. ან როგორ ესროლა? ვისთვის ესურვებინა საკუთარი ბედი? იქვე, რესტორნის სანაგვე ურნაში მიუჩინა ადგილი. უსიტყვოდ, უემოციოდ მიჰყვებოდა „ქმარს“ სახლში. უნდოდა, ეს გზა არასოდეს დასრულებლიყო. გული ერეოდა, იმაზე რომ ლადოსთან მარტო დარჩენა მოუწევდა. მაინც დასრულდა. მალე მივიდნენ სახლამდე. გასაკვირიც არ იყო. ლადო გიჟივით მიაქროლებდა მანქანას, ალკოჰოლიც თავისას შვებოდა.
მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან. არ ახსოვს, როგორ შევიდა სახლში, საძინებელში. მხოლოდ სხეულით. მოსიარულე გვამი იყო. გული ერეოდა აქაურობაზე. ჰაერი არ ჰყოფნიდა. ვერ სუნთქავდა. იმიტომ რომ გვამები არ სუნთქავენ.
კინაღამ ჭკუიდან გადავიდა, ლადოს შეხება რომ იგრძნო. ხელები მომუშტა მთელი ძალით, ისე რომ ხელის გულებიდან სისხლი წამოუვიდა. ღმერთო, როგორი აუტანელი იყო ეს ყველაფერი. გული ერეოდა. საფეთქელზე იგრძნო ტუჩები. ეს კი ბოლო წვეთი იყო. აქ ვაჩე ჰკოცნიდა. არავის ჰქონდა უფლება შეხებოდა. წაეშალა მისი კოცნის კვალი.
– არ მომეკარო... არ გაბედო! – არაადამიანურად ყვიროდა და მთელი ძალით ცდილობდა განთავისუფლებულიყო საძულველი მარწუხებისგან. – არ გაბედო. არ გაპატიებ. არ მოგცემ უფლებას. გესმის, არ გავხდები შენი. არაფრის ფასად. არ გაქვს უფლება!
არ ელოდა ლადო. არა, იმას ხვდებოდა, რომ დღევანდელი დღე ნინესთვის უბედნიერესი არ იყო, მაგრამ ასეთ რეაქციას მაინც არ ელოდა. ამხელა სიძულვილს ვერ წარმოიდგენდა. გაშეშდა, ვერაფერი მოესაზრებინა. ისარგებლა ნინემ დაბნეულობით, ხელი მოჰკიდა და ოთახიდან გაათრია. კარი საკეტით ჩაკეტა და ჩაიკეცა. ძალიან დიდხანს იყო ასე. არ ტიროდა. ან როგორ ეტირა? გვამები არ ტირიან.
წამოდგა, კომოდთან მივიდა, მთელი უჯრები გადაქექა. იპოვა, რასაც ეძებდა. გაიხადა საქორწინო კაბა და მაკრატელი მოიმარჯვა. ნაკუწებად აქცია. არაფერს არ უნდა ეარსება ამ სამყაროში, რაც ამ დღეს გაახსენებდა. საწოლთან ეყარა, ერთ დროს კაბა, ახლა კი თეთრი, უფორმო ნაკუწები. წამოდგა, გადააბიჯა გროვას და სააბაზანოსკენ გაემართა. მოუშვა თბილი წყალი და დააგუბა. ისევ უჯრასთან დაბრუნდა. წეღან მაკრატელს რომ ეძებდა მაშინ შეამჩნია. ხელის კანკალით აიღო და სავსე აბაზანისკენ გაემართა. ჩაწვა, მთელი სხეული მოუდუნდა. დიდი ხანი უყურებდა საკუთარ მაჯებს. უემოციოდ გადაუსვა საკანცელარიო დანა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია. უყურებდა, როგორ ერეოდა წყალს წითელი ფერი და უცნაურ ფიგურებს ხატავდა. ნელ-ნელა ეხუჭებოდა თვალები. მალე გაქრა ყველაფერი. აღარ სტკიოდა. ვეღარ გრძნობდა. შვება იგრძნო.
****
ნინეს გათხოვების ამბავი ვაჩეს ლიზამ მოახსენა. პირადად ეახლა ციხეში. დაუჯერებელია არა?! რას არ გაგაკეთებინებს შური. თვით ლიზამ იკადრა ციხის კედლებში ფეხის შედგმა. რატომ გააკეთა? არც ღირს პასუხის გაცემა.
ნიშნის მოგებით უყვებოდა ვაჩეს ნინეს „გაბედნიერების“ ამბავს, როგორი კაბა ეცვა, როგორი ლამაზი იყო, როგორ მიიყვანა ლადომ საკურთხეველთან, როგორ იცეკვეს პირველი ცეკვა, როგორ ტკბებოდნენ თაფლობის თვით.
ვაჩე? ვაჩე იდგა გაქვავებული. ლიზასკენ ზურგით. გრძნობდა როგორ ეყინებოდა სხეული. გული უკვე ყინულად ქცეოდა. ძალიან შორიდან ესმოდა ლიზას ლაპარაკი.
– წადი... – თვითონვე ძლივს გაიგო საკუთარი ხმა.
ლიზა შეუჩერებლად განაგრძობდა „ბედნიერი“ ამბის მოყოლას. მე მგონი, უკვე მომავალ შვილებზე იყო გადასული.
ღმერთო, გათხოვდა. როგორ გადაეტანა. ვერც ამტყუნებდა. ჭკუის დაკარგვამდე უყვარდა და იმიტომ. მისი ნინე. აღარ ერქვა „მისი“. თუ ამას აპირებდა, სასჯელი მაინც რატომ შეუმსუბუქა? არ უნდოდა თბილისი ნინეს გარეშე ენახა. ვერ იარსებებდა ისეთ თბილისში, სადაც ნინეს სხვა ეხვეოდა, სადაც სხვისი საკუთრება იყო. ასეთი უსუსური არასდროს ყოფილა 29 წლის მანძლზე. რაღა აზრი ჰქონდა. აღარაფერს ჰქონდა აზრი.
– წადიიი – არადამიანური ხმით იღრიალა ვაჩემ.
ლიზა შეკრთად და უხმოდ დატოვა იქაურობა.



****
– დათა, გათხოვდა... მორჩა! დამთავრდა! ბოლომდე გამანადგურა.
– არ ვიცი, ვაჩე, რა ვთქვა, არ ვიცი. არ მჯერა რომ ეს გააკეთა. მე ხომ მაინც ვხედავდი, როგორ განიცდიდა? იმისიც კი მეშნოდა, სუიციდამდე არ მისულიყო. ძალიან მოულოდნელი იყო.
– უკვე სულ ერთია. გამუქდა ყველაფერი. მორჩა აღარ არსებობს, ჩემთვის აღარ არსებობს. – იდაყვებით მაგიდას ეყრდნობოდა და თავი ხელებში ჩაერგო. – ნეტა, ბედნიერი მაინც თუა? ეს მაინც... დათა, გულით მინდა ბედნიერი იყოს. როგორ უჭირდა საკუთარი თავის პოვნა. ნუთუ, იპოვა? ნუთუ, იმის გვერდით იპოვა თავი? თუ ასეა, ბედნიერებას ვუსურვებ.
არ იცოდა, როგორი უბედური იყო ნინე. სჯობდა არ სცოდნოდა, თორემ სისულელეს ჩაიდენდა. ასეთი ნინეს გულისთვის მკვლელობაზეც იყო წამსვლელი. მისი ნინე. მისი პატარა. მისი თეთრი ანგელოზი.
****
გონს საავადმყოფოში მოვიდა. ძლივს გაახილა დამძიმებული ქუთუთოები. თვალი მოავლო პალატას და სავარძელში ჩაძინებული ლადო დაინახა. ჯანდაბა, სიკვდილსაც ბედი უნდა. განძრევა სცადა. მაჯები სტკიოდა თითოეულ მოძრაობაზე. დაიხედა, გადახვეული ჰქონდა. სწყუროდა, პირი უშრებოდა. შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ისევ უღონოდ მიესვენა ბალიშზე.
ლადოს გაეღვიძა. საშინლად გამოიყურებოდა. ჯერ ისევ საქორწინო ტანსაცმელი ეცვა. არც გამოუცვლია.
– ნინე... როგორ ხარ?
– რატომ არ მომეცი სიკვდილის უფლება?
– ნინე, გთხოვ... ხომ იცი მიყვარხარ.
– გაჩუმდი, თორემ, გული ამერევა.
ლადოს ხელები უღონოდ ჩამოუცვივდა. გული მოეწურა ნინეს სიტყვებზე. სასტიკად ექცეოდა ნინე, მაგრამ რატომ უნდა შებრალებოდა? ვინმემ შეიბრალა ის? ვინმემ გაუწია ანგრაიში მას? ბოლომდე დააჭირეს წიხლი სულზე. ბოლომდე მოუსპეს სიცოცხლის სურვილი. მორჩა, ნინეს არავინ აღარ შეეცოდებოდა. საკუთარი თავიც კი.
ლადომ ვეღარ გაძლო და პალატიდან გავიდა. უყვარდა, თავისებურად უყვარდა, მაგრამ ნინესთვის არ იყო საკმარისი. ნინესთვის სიყვარული ვაჩესთან ასოცირდებოდა.
პალატაში ზურა შემოვიდა.
– რის მიღწევას ცდილობდი? – შვილის საწოლს მიუახლოვდა. სასაცილოა არა? წესით გულგახეთქილს, მისი გადარჩენისთვის ღმერთისთვის მადლობა უნდა გადაეხადა. ის კი პასუხს სთხოვდა, ასეთ მდგომარეობაშიც კი სიბრალულის ნატამალიც არ იგრძნობოდა მის ხმაში. – გეკითხები, რის მიღწევას ცდილობდი ამით?
– სიკვდილის! – თვალი ჭერისთვის გაეშტერებინა. მისი სახის დანახვაც არ უნდოდა.
– ღმერთო, რა შეგცოდე, ასეთი შვილი, რომ მარგუნე? – კითხულობდა კიდეც.
– ღმერთის სახელს ნუ ახსენებ, შენი პირიდან მკრეხელობად ჟღერს.
– რა გინდა, გოგო, ვერ ვხვდები. პირობა შევასრულე, სასჯელი მინიმუმამდე შეუმცირეს. მეტს რას მოითხოვ ჩემგან?
– მეც შევასრულე პირობა, გავყევი ცოლად. იმაზე, რომ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე უნდა მეფრინა, არ შევთანხმებულვართ. მორჩა, შენთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ბოლომდე გადავიხადე შენი ვალი. იმედია ბედნიერებისგან არ ჩაიხრჩობი, მაგ შენს ძალაუფლებაში.
ზურამ ხელი ჩაიქნია და პალატიდან გავიდა.
საავადმყოფოდან ლადომ წაიყვანა „სახლში“ – სანამ მომჯობინდები აქ იყავიო.
– შენს თავს ვფიცავარ აღარ შეგეხები, თუ გინდა საერთოდ არ დაგენახვები. – ძალიან განიცდიდა ლადოც მომხდარს, მაგრამ ნინეს ეს ერთი ბეწოთიც არ უმსუბუქებდა ტკივილს. ვეღარაფერს გრძნობდა. გაჰყვა, იმიტომ რომ მისთვის სულ ერთი იყო. საერთოდ არ გამოდიოდა ოთახიდან. არავის დანახვა არ უნდოდა. შეეჩვია იმას, რომ ვეღარასოდეს იქნებოდა ბედნიერი. საკუთარ თავში ჩაიკეტა. სული ეხუთებოდა, არ შეეძლო ამ სახლის ატანა. წარსულში აბრუნედა და უფრო და უფრო უმძაფრდებდა სუიციდის სურვილი.
მიიღო გადაწყვეტილება, უნდა წასულიყო. საკუთარი თავისთვის უნდა მიეხედა. თავისუფლება უნდა ეგრძნო. უნდა ეგრძნო, რომ თავისი თავი მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ვეღარავინ შეძლებდა მისგან რამე მოეთხოვა. ხვდებოდა, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არა იმდენად, როგორც ამ სახლში, როგორც იმ ხალხის გარემოცვაში, რომლებმაც ასე გააუბედურეს. დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. ყველაზე ძვირფასი უკვე დაკარგა.
ჰოდა, ერთ დღესაც განუცხადა ქმარს – მივდივარ და აღარ მომძებნოო. უკანასკნელად მოავლო თვალი იქაურობას და საბოლოოდ გამოიხურა კარი. მას მერე აღარც უნახავს. დამიჯერეთ, დიდად არც უდარდია.
მარტო დარჩა ნინე ავალიანი ამხელა სამყაროში. მარტო, მაგრამ თავისუფალი. თავისუფალი როგორც არასდროს. ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი და წავიდა. იქ მივიდა, სადაც ვაჩემ მიიყვანა მაშინ, სადაც პირველად შეამჩნია ვაჩე, არა ფიზიკურად, მაშინ მისი სული დაინახა – მონათესავე სული. საკუთარი ხსნა იპოვა მასში. ახლა ისევ იქ მივიდა. ისევ უნდოდა შეეგრძნო იგივე, თუნდაც ორი წამით. ხვდებოდა ნინე, რომ აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. სამუდამოდ დაკარგა ვაჩე, მაგრამ მოგონებები ხომ მასთან იყო?! ამას ხომ ვერ წაართმევდნენ?! ესეც ეყოფოდა, იმისთვის რომ ეარსება. ესეც საკმაარისი იყო.
უკვე ათი თვე იყო, რაც ვაჩე სასჯელს იხდიდა. ცოტაც და გაანთავისუფლებდნენ. მაგრამ მისთვის სულ ერთი იყო. ნინეს გარეშე აზრი ეკარგებოდა ყველაფერს. ერთადერთი რაც უნდოდა, რაც შეიძლება მალე წასულიყო აქედან. წინასწარ დააჭერინა თადარიგი დათას. როგორც კი გაათავისუფლებდნენ, მაშინვე აეროპორტში უნდა წასულიყო და დაეტოვებინა თბილისი. ერთი წუთითაც არ უნდოდა იმ სახლში მისვლა, სადაც ნინესთან გატარებული საოცარი წუთები გაახსენდებოდა. ვეღარც წყნეთის აგარაკზე ავიდოდა ალბათ აწი. გონების დაკარგვამდე ეძნელებოდა შეგუებოდა იმას, რომ ის პატრა სხეული, რომელიც მაშინ გულში ჰყავდა ჩაკრული, ახლა სხვისი საკუთრება იყო. მაგრამ რას წარმოიდგენდა ვაჩე, რომ წინ უარესი ელოდა?! ის რაც სიცოცხლის სურვილს მოუსპობდა.
****
„უბედური შემთხვევა, თუ შურისძიება? ცნობილი ბიზნესმენის, ნოდარ მახარაძის ვაჟის სახლი წუხელ გაჩენილმა ხანძარმა სრულიად გაანადგურა. ნაპოვნია ორი გვამი. მათი ამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით ისინი თვითონ სახლის მეპატრონეს და მის მეუღლეს ეკუთვნით. ხანძრის დროს მომსახურე პერსონალი სახლში არ იმყოფებოდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები, თუმცა ექსპერტები ასკვნიან, იმდენად სწრაფად მოხდა აალება, რომ სავარაუდოდ მომხდარი განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სავარაუდო გარდაცვლილის, ნინე ავალიანის მამა, ზურაბ ავალიანი, უკვე რამდენიმე დღეა ქვეყნიდან არის გაქცეული. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის გადაცემასა და კორუფციული სქემის შემუშავებაში ედება. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახს და იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული ფაქტი გამოუძიებელი არ დარჩება.“




****
იმ დღეს ვაჩეს ღრიალმა გვერდზე გადადგა მთელი საპყრობილის შენობა. ოღონდ ნინე არა. ოღონდ მისი ნინე არა. ვერაფრით დააკავეს. დალეწა მთელი საკანი. პირველად ჩასვეს კარცერში. ვერაფერს უხერხებდნენ ამხელა კაცს.
ყელას ასე ეგონა, მაგრამ არ იყო იმ ხანძარში ნინე. არავინ იცოდა, რომ ნინე შემთხვევამდე რამდნიმე თვით ადრე წავიდა ლადოსგან. აბა, ვის ეკუთვნოდა გვამი? არ ვიცი, ალბათ ერთ-ერთ იმ ღამის ქალბატონს, რომლებთანაც ამ ბოლო დროს ასე აქტიურად ერთობოდა ლადო.
აწყობდა კიდეც ნინეს ეს ამბავი. უნდოდა საერთოდ გამქრალიყო, აღარ უნდა ეარსება ძველ ნინეს. ახალი ცხოვრება ჭირდებოდა. დაიწყებდა კიდეც.
გამბედაობა მოიკრიბა და დაურეკა ყოფილ მამამთილს.
– ბატონო ნოდარ, უნდა შევხვდეთ, სალაპარაკო გვაქვს.
არ გაკვირვებია ნოდარს. იცოდა, ის ქალი ნინე, რომ არ იყო. ისიც იცოდა, უკვე მერამდენე თვე იყო, მის შვილთან, რომ არ ცხოვრობდა. საკუთარი ვაჟის ღამის გართობების საქმის კურსშიც იყო. პრესასთან არაფერი უთქვამს. გარდა იმისა, რომ საშინლად დამწუხრებული იყო, ერთადერთი ვაჟი გამოეცალა ხელიდან. არ უნდოდა საკუთარი შვილის სახელისთვის ჩირქი მოეცხო და გაჩუმდა.
დიდად არ გახარებია ნინეს ზარი. რაღაც დოზით მომხდარში რძალს ადანაშაულებდა. მამა იყო და გული შესტკიოდა, ნინეს წასვლით განადგურებულ ვაჟს, რომ უყურებდა. სწორედ ამის მერე დაიწყო ლადომ სმა და ბოჰემურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მაინც დათანხმდა შეხვედრაზე. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაერკვიათ ყველაფერი.
– ძალიან ვწუხვარ, ბატონო ნოდარ.
არაფერი უპასუხა, მოლოდ შეხედა.
– მესმის, ბევრი არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ. როგორც იცით პრესას, იმ ხანძარში ნაპოვნი გვამი ჩემი ჰგონიათ. – თვალებში ჩახედა და ისე განაგრძო. – და მინდა ასევე დარჩეს.
დაიბნა ნოდარი. ყველაფერს ელოდა ამის გარდა.
– რას მთავაზობ? შენი სიკვდილი გავითამაშოთ?
თავი ოდნავ დაუქნია.
– და რატომ უნდა გავაკეთო ეს? – ხმაში უკვე გაბრაზება ეტყობოდა.
– იმიტომ, რომ მე თუ ისევ თქვენი ვაჟის ქვრივად დავრჩები მისი ქონების ასი პროცენტით განკარგვის უფლება მექნება. არა მგონია თქვენს ინტერესებში შედიოდეს...
– თანახმა ვარ. – შეაწყვეტინა.
აქ დასრულდა მათი საუბარი. ძლევამოსილმა ნოდარ მახარაძემ ყველაფერი მოაგვარა. რამდენიმე დღეში ნინემ დატოვა ქვეყანა და თურქეთში გადავიდა.



***********************
ეძღვნება ა'ნინეს.... ჩემს თეთრ ანგელოზს...



მადლობა ბავშვებო ასეთი თბილი კომენტარებისთვის. ზოგს ვერ გპასუხობთ, მაგრამ არ გეგონოთ არ ვკითხულობ... როგორც ყოველთვის თქვენი კომეტარები მაიძულებს ბედნიერმა ვიარო.



№1  offline ადმინი შამანი

პპირველი ვარ <3
მიყვარხარ თინი <L3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

შამანი
პპირველი ვარ <3
მიყვარხარ თინი <L3

love love love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი ტასიკო

კარგა ხანია ასე ისტორია არ მომწონებია

 


№4  offline მოდერი nicol

ტასიკო
კარგა ხანია ასე ისტორია არ მომწონებია

ძალიან დიდი მადლობა... მიხარია love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი roza1996

Au dzalian damamdzima am tavma male ushvele ra rame:-(. Dzlalian kargiaa.

 


№6  offline წევრი Anuuc^.^

სასწაული გოგო ხარ ძალიან კარგად წერ❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


№7  offline ადმინი შამანი

სამწუხაროდ დაგვიანებით წავიკითხე.
ძალიან მძიმე თავი იყო. მეშინია,რომ ნინეც ჩემსავით ვერ იპოვის თავის თავს.
იცი?! მიხარია,რომ ნინე გადაურჩა სიკვდილს,მეც გადავურჩი.მას არ ქონდა სიკვდილის უფლება,არც მე მქონდა მაშინ.
ნინე ჩემნაირია ან მე ვარ მისნაირი.
კიდევ ერთხელ გეტყვი,მიუხედავად იმისა,რომ ისტორიას მე მიძღვვნი,უფრო მეტის შეგრძნება მაქვს.მგონია ,რომ საერთოდაც ჩემზე წერ ისტორიას.
შენი ნიჭიერებით მაოცებ თინი.
შენ ჩემში ხედავ იმას,რასაც სხვები წლების განმავლობაში ვერ ამჩნევენ.
მე კი ამ ისტორიას,თითოეულ მკითხველზე მეტად განვიცდი.(ამაში ეჭვი არ შეგეპაროს),რაგან ეს ჩემი და შენი,ჩვენი ისტორია.ჩემი მეორე 'მე'ს,ნინეს ისტორია!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№8  offline მოდერი nicol

შამანი
სამწუხაროდ დაგვიანებით წავიკითხე.
ძალიან მძიმე თავი იყო. მეშინია,რომ ნინეც ჩემსავით ვერ იპოვის თავის თავს.
იცი?! მიხარია,რომ ნინე გადაურჩა სიკვდილს,მეც გადავურჩი.მას არ ქონდა სიკვდილის უფლება,არც მე მქონდა მაშინ.
ნინე ჩემნაირია ან მე ვარ მისნაირი.
კიდევ ერთხელ გეტყვი,მიუხედავად იმისა,რომ ისტორიას მე მიძღვვნი,უფრო მეტის შეგრძნება მაქვს.მგონია ,რომ საერთოდაც ჩემზე წერ ისტორიას.
შენი ნიჭიერები მაოცებ თინი.
შენ ჩემში ხეადვ იმას,რასაც სხვები წლების განმავლობაში ვერ ამჩნევენ.
მე კი ამ ისტორიას,თითოეულ მკითხველზე მეტად განვიცდი.(ამაში ეჭვი არ შეგეპაროს),რაგან ეს ჩემი და შენი,ჩვენი ისტორია.ჩემი მეორე 'მე'ს,ნინეს ისტორია.


ჩემი გოგო love
როგორ მიხარიხარ შენ ხომ არ იცი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№9  offline წევრი ნენე

ხოდა...
ესეიგი...
ვერაფერს ვამბობ,ან რა უნდა ვთქვა?!
დიდი ხანია "ვერ" შემოვედი,და იმდენი სიახლე დამხვდა,გავოცდი...
ახლაც,შემოვირბინე,ვერ წავიკითხავ,დრო არ მაქვს,ზუსტად 10 წამი დამრჩა,და ინტერნეტი-ფაფუ...
ხოდა,არ დამვიწყებიხარ,იცოდე,და რომ დავბრუნდები,გადავიკითხავ ყველაფერს!!

პს: ნინე,თავში არ აგივარდეს :დდ
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ერკე

როგორ მეტკინა, როგორ საშინლად მეტკინა შენ ხომ არ იცი... რას უშვრები ამ ახალგაზრდებს, რა გინდა მათგან? მე მომკალი და ისინი იყვნენ ბედნიერად love love
ძალიან მაგრად წერ სულ უფრო ვრწმუნდები და ძალიან კარგად გეხერხება განვითარება სიტუაციების. ტანში ჟრუანტელს მივლიდა ისე მომწონდა <3
გამათბე მაინც თინი... გამათბე, მათი სიყვარულით. საოცარი იყო.
შამანი
სამწუხაროდ დაგვიანებით წავიკითხე.
ძალიან მძიმე თავი იყო. მეშინია,რომ ნინეც ჩემსავით ვერ იპოვის თავის თავს.
იცი?! მიხარია,რომ ნინე გადაურჩა სიკვდილს,მეც გადავურჩი.მას არ ქონდა სიკვდილის უფლება,არც მე მქონდა მაშინ.
ნინე ჩემნაირია ან მე ვარ მისნაირი.
კიდევ ერთხელ გეტყვი,მიუხედავად იმისა,რომ ისტორიას მე მიძღვვნი,უფრო მეტის შეგრძნება მაქვს.მგონია ,რომ საერთოდაც ჩემზე წერ ისტორიას.
შენი ნიჭიერებით მაოცებ თინი.
შენ ჩემში ხედავ იმას,რასაც სხვები წლების განმავლობაში ვერ ამჩნევენ.
მე კი ამ ისტორიას,თითოეულ მკითხველზე მეტად განვიცდი.(ამაში ეჭვი არ შეგეპაროს),რაგან ეს ჩემი და შენი,ჩვენი ისტორია.ჩემი მეორე 'მე'ს,ნინეს ისტორია!

აჰა :დ შენ რას გულისხმობ სიკვდილს გადარჩენაში? :O
ისა და მეც გაგიცნობ არ არის პრობლემა :დ შენა და. სახეს ნუ მალავ ნუ მალავ,
ოღონდ არა იმ სახეს. ანუ მაინც შენს შინაგან სახეს ცოტათი მაგასაც მალავ :დდ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№11  offline წევრი nini31323

თავიდან არმეგონა განსხვავებული აი ახლაკი ინტერესით ვკვდები.ნეტავ როგორ შეხვდებიან ერთმანეთს?!

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ნიიიიიოოაიიკოოოოოოოლ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent