შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხეულს თუ მომპარავენ,სული მაინც დამრჩება[13]


5-08-2015, 00:11
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 807

შენს გარდა არავის ვეცოდებიო,ნახე,ეს ბიჭი,როგორ ზემოქმედებს ჩემზე.ამდენი დღეა ჩემი „მეები“ ერთმანეთს ებრძვია,არა მე ვარ მართალი და არა მეო და,იცი,რაზე კამათობენ?ირაკლი მეფლირტავება თუ არა ვერ გადაუწყვეტიათ.მგონი,არც ერთი უნდა იყოს დარწმუნებული თავის სიმართლეში.არადა როგორი თვალებით მიყურებს ხოლმე,მერე უეცრად როგორი მხირაული და თბილი ხდება,უკვე რამდენჯერ სცადა ჩემთან დანმარტოვება.არა,ეს ბიჭი,მგონი,გიჟია.ლამისაა კითხვა დავატაკო,ქრისტინეს რა უპირებ-მეთქი,მაგრამ მე ვინ მეკითხება,ამიტომ ისევ ვზივარ და ბრაზისგან ვაკვესებ თვალებს,ის კი როგორ უნამუსოდ მიყურებს.
შემდეგი ნახევარი საათი ჩემკენ არ გამოუხედავს,საჭეს მიაშტერდა და ჰორიზონტს ისე გაჰყურებს,თითქოს წინ რაღაც სასწაული რამ ხდებოდეს.“ჩემზე კარგი არა არის იქ?“-გავიფიქრე ქალური სიკეკლუცით და მამაკაცს ისევ შევხედე.მერე და არ მრცხვენია? კი,მრცხვენია და ვიწვი და,ამიტომაც ვუქცერ ასეთი თვალებით.განა ის გოგო არ ვარ,რომელიც მისი ერთი შეხებისასაც კი ჭარხალივით წითლდება?
ბოლოს ვეღარ მოვითმინე მისი ასეთი ქცევა ან რა ქცევა? იქნებ ის,რომ ჩემკენ არ იხედება.თუმცა ბოლო სიტყვა ხომ მისი იყო,მე კი არაფერი ვუპასუხე,ამიტომ გადავწყვიტე გავააქტიურებულიყავი და ხელით ოდნავ შევეხე,ჩემკენ მოიხედა გაკვირვებულმა და მარმარილოს კბილებით გამიღიმა:
-ანი,მალე მივალთ.-მგონი,ფიქრებსაც მიხვდება-ორ წუთში-დასძინა ცოტა ხნის შემდეგ და სახე გაუნათდა.
მანქანის კარები ჩვეულად გამიღო.ხელები გაშალა და,მგონი,მხოლოდ ახლა შევნიშნე ოქროსავით ყვითელი ვენახი.
-რთველში ყოფილხარ?-ხელი მხარზე ჩამომადო და ვენახს გახედა.ცოტა ხანს ჩავფიქრდი და მერე ვუპასუხე:
-ერთხელ და ისიც ისეთ ადრეულ ბავშვობაში,რომ დედას მუხის ჩრდილში კალთაში ვეჯექი და ძლივს მაკავებდა,მზეში არ წახვიდეო.მახსოვს,საბავშვო მაკრატლით რამდენიმე მტევანი მომაჭრევინა,რადგან ჩემს ვედრებას ვეღარ გაუძლო.
-ანი..როგორი ემოციებით იხსენებ ხოლმე წარსულს..-ჩემს თვალებზე ჩამოკიდებული ცრემლის რამდენიმე წვეთი შენიშნა და ღიმილით შემომხედა.
-როგორი ცვალებადი ხარ-თავი ვეღარ შევიკავე და ვაჯახე.
-წამოდი,ახლოდან ვნახოთ,როგორი მშვენიერებაა გარშემო..
უკან ავედევნე,მან კი ხელი მეგობრულად თუ როგორ არ ვიცი,მაგრამ გადამხვია თუ არა ჟრუანტელმა დამიარა.“ვაიმე,როგორი შეხება აქვს..“
-მალე დასაკრეფი იქნება..შენ საპატიო სტუმარი იქნები-ჩვეულად აგრძელებდა საუბარს.ალბათ,ჩემი მოთმინებიდან გამოყვანას აპირებდა.ალბათ,უნდოდა,რომ რაღაც დაემტკიცებინა ჩემთვის.“იქნებ ყველაფერს ხვდება?“-ჩავეკითხე საკუთარ თავს და ირაკლის აღფრთოვანებულ სახეს შევხედე.
პალნები დავიარეთ.იმდენი იყო,რომ,როცა ბოლოში ჩავედით,სულს ძლივს ვითქვამდი“ეს ბიჭი გიჟია“-მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა და მისი სიახლოვე მკლავდა.იმდენი მესაუბრა გახარებულმა,კარგი მოსავალი იქნება წელს თუ არ მოგვპარესო,რომ ლამის იყო გავგუდულიყავი,ისედაც მზე თავზე მაჭერდა და ლამის იყო ამხდოდა,თუმცა ირაკლისთვის არ მითქვამთ ან რა თქმა უნდოდა,ვერ ხედავდა,როგორ ჩამომდიოდა სახეზე ოფლი.
-როგორ ხარ?-ისევ ირონია შეურია კითხვაში.არა,ამ ბიჭს სხვანაირად არც კი შეუძლია.
-დამცხა ცოტა-გვერდზე გავიხედე და მის მზერა მოვერიდე,თუმცა,მგონი,არც ისე კარგად გამომივიდა.
-ნაყინი გვიშველის და ყინულიანი აბანო.რას იტყვი?-თვალი ჩამიკრა.ისევ იმ დღეს რომ მახსენებს,ეს უანმუსო.
-მოდი,წავიდეთ სახლში,თორემ თავი ამეხადა-პირდაპირ ვუპასუხე და სიმწრისაგან მანქანაში შევვარდი.
-ანი,ასე სჯობს-გამიღიმა და მანქანა დაძრა.
როგორც იქნა მივაღწიეთ,მანქანა სწრაფად გააჩერა და სახლში შევვარდა.მე პირდაპირ სააბაზანოში გავიქეცი.სხვაგვარად სულს ვერ მოვითქვამდი.ის კი სამზარეულოში გოგონებს აწიოკებდა,რა გამიკეთეთო.
-ცხელოდა და არაფერი.ამ პაპანაქებაში სახს ვერ ავხრუკავდით.
-ჩემი სახლია მერე?-თვალები გააფართოვა და ხატიას შეხედა,რომელსაც დოინჯი შემოეყარა და ცივ წვენს გამალებით სვამდა.
-ჩვენ თავს,შენს სახლს ვინ ჩივის-გოგონებმა ერთხმად გადაიხარხარეს და აწითლებულ ირაკლის შეხედეს.მამაკაცმა მთელი მაცივარი გადმოალაგა და,როცა დანაყრდა მხოლოდ მაშინ გაიძრო ზედა და საოჯახო ნაყინი ჯამში გადმოიტანა.
-ანი..-თმას ვისწორებდი,როცა სააბაზანოში ირაკლის ხმა შემომესმა.“რა უნდა ახლა?“-ვკითხე თავს და კარი გავაღე.
მამაკაცმა თამამად შემოაბოტა აბაზანაში და ნაყინიანი კოვში პირთან მომიტანა.
-მეგონა,ყინულიან წყალში იწექი და,ამიტომ გეძახდი,მაგრამ ასეც არაუშავს-ისევ გააგრძელა ჩემი თმის ყალყზე აყვანა.
-არა,ყინულიანი წყლისთვის საკუთარი თავი მეცოდება,მაგრმა შენ არა-ჯამი გამოვართვი და მისაღებში გავედი.
იმ საღამოსაც ამიტანა ირაკლიზე ფიქრებმა.თავს ვერ ვაკერებდი,რომ მას ქრისტინე უყვარდა.უბრალოდ ამის გააზრებაც კი საშინელ ტკივილს მაყენებდა,რაც არანაირად არ მაწყობდა,ამიტომ ისევ იმედიანად ვიღვიძებდი.
არ მესმოდა,რა იყო ეს.მუცელში პეპლების ფრიალი თუ ლამაზი სიზმარი.იქნებ სიყვარული და ყველა მისი მსგავსი გრძნობა,მხოლოდ ოცნებაში ცოცხლობდა? მაგრამ რატომ?
^^
-ორ წუთში თბილისში ვიქნებით-ხატია ტიკ-ტიკს არ წყვეტდა.ამ გოგოს ხომ ასე უყვარს,როცა ენას არ აჩერებს.საწყალი ირაკლი,ასეთი დის ხელში.
-გაჩერდი მანდ გოგო-ძმამ ისევ არ შეარჩინა სიტყვა.მე კი ისევ გატრუნული ვიჯექი წინ და გზას უაზროდ ვუცქერდი.თითქოს არ მინდოდა ამ ყველაფრის მერე დაბრუნება.იქნებ მამუკასი მეშინოდა? მაგრამ ეს არ იყო სიმართლე.მე საკუთარი გრძნობების მართებულობის მეშინოდა.იქნებ მიყვარდა ის არსება,რომელიც საცაა ცოლს მოიყვანდა ან იქნებ მე ვაბუქებდი?
ნათიასთან ავედი თუ არა,მაშინვე ლოგინზე დავეშვი და ამ ყველაფრის გააზრება დავიწყეთუმცა ვინ დამაცადა..ათ წუთში კარებთან ატუზული ირაკლი,რომ დავინახე გული ამიფანცქალდა.კარები გავაღე და გაშტერებით შევხედე.
-ჩემოდანი მოგიტანე-მხოლოდ ახლა გამახსენდა,რომ რაჭაში ყველაფერი არ მქონდა წაღებული ან რად მინდოდა.
-უი,მადლობ-შემოიტანეო ვანიშნე ისე,რომ კარი არ დამიკეტავს.
ირაკლი კარებისკენ სულ არ წასულა.ჩემ წინ დადგა და ჩაფიქრდა.“რა უნდა გააკეთოს ახლა?“-ისევ ჩავრთე ქალური გუმანი,რომელიც ხშირად მშველიდა კიდეც.
-ხვალ ერთი მეგობრის დააბდების დღეა და მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე..-მძიმედ ამოისუნთქა და შემდეგ გაიჟღერა სიტყვებმა,რომლებმა სახე გამიყინა.“ქრისტინე რატომ არ მიჰყავს?“-ისევ ამ თემას ჩავეძიე.“იქნებ სადმე წავიდა?“-მაინც არ შემეძლო იმის დაჯერება,რომ,შესაძლო,ისინი ერთად აღარ იყვნენ.განა ახლა არ უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს თვალებს?არ ვიცი რატომ,მაგრამ ამის გააჟრებაც კი მაცინებდა.
-მე?!-მხრები ავიჩეჩე და მის სახეს დავუწყე დაკვირვება.მინდოდა ქრისტინეზე მეკითხვა,მაგრამ ვერ შევძელი და მის პასუხს დაველოდე.
-კი,შენ-გამიღიმა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.თავი დავუქნიე და კარები უხერხულად მივკეტე.ნათია სახლში არ იყო და მას ვერაფერს ვკითხავდი,ამიტომ ისევ მივესვენე,მაგრამ ამჯერად დივანზე და ტელევიზორს უაზროდ მივაშტერდი.
^^
მეორე დღე დაძაბულად დაიწყო.პირველ საათზე ძლივს გამეღვიძა,თუმცა გამეღვიძა კი არა,გამაღვიძეს.ნათია წივილ-კივილით შემოვიდა ოთახში,რამდენ ხანს გძინავსო.მისი გაბრაზების მიუხედავად,მაინც არ ვაპირებდი ადგომას,ისევ წავიფარე ზეწარი თავზე და ძილის გაგრძელება გადავწყვიეტ,მაგრამ ზეწრიანად წამომიღო მეგობარმა და ძირს გამადენინა ზღართანი.წარბი არც ახლა შემიხრია და გაბუტულმა ავხედე ნათიას მოცინარს სახეს.
-გოგო,დამაძინე,გვიან დავწექი.
-მე კი დაგაძინებდი,მაგრამ ირაკლიმ დარეკა-მისი სახლის გაგინებაზე ელდა მეცა,რამდენიმე წუთით ენა ჩამივარდა.
-მერე რა-მგონი,სულ დამვიწყდებოდა,რის კითხვას ვაპირებდი მისთვის.
-შეახსენე,არ დაავიწყდეს,რომ დაბადების დღეზე ჩემთან ერთად მოდისო.
ენაზე მეკბინა.დავიბენი.რა უნდა მეთქვა ნათიასთვის?“იქნებ მიხვდა უკვე?“
-აუ,კარგი რა.მეზარება-უაზროდ წავიბუზღუნე და ზეწარს ჩავეკიდე.
-ანი,გამოფხიზლდი.იცი,დაბადების დღეებზე ვისთან ერთად დადიან?-ამ კითხვა,ნამდვილად არ ველოდი ან იქნებ ველოდი,მაგრამ იმედი კვლავ მქონდა,რომ ჩემი დაქალი გამოშტერდებოდა ან თავს გამოიშტერებდა მაინც.
-საით მიდიხარ?-თვალები დავაკვესე და ზედა გავიძვრე-სულ ოფლიანი ვარ,შხაპს მივიღევ.
-ჯერ მომისმინე.იმ ბიჭს,მგონი,მოსწონხარ,არც შენ უნდა იყო,ალბათ,გულგრილი-თვალი ჩამიკრა და ლოგინზე ჩამომიჯდა.
-გოგო,რას მიედ-მოედები? ჩვენ მეგობრები ვართ-თავი მართლება ვსცადე.
-მეგობრებს არ ეპატიებიან კავალერებად.ქრისტინე რატომ არ მიჰყავს?-კითხვის მომმართა-ცოტა უცნაურად კი იქცევა.სულ ვფიქრობდი,რომ შენთან განმარტოვება უნდა.
-კარგი რა.გოგო,შეხედე რეალობას.არ მესმის,არც მე..ახლა მეც დაბნეული ვარ-სააბაზანოში კინწვრის კვრით გავიქეცი და თან ნათიას არგუმენტებს ვისმენდი,აი,ამიტომ მოსწონხარ და,აი,ამიტომო..-ბოლოს ყრებზე ხელი მივიკარი და ყველაფერი გავიძვრე.
იმ საღამოს მარიმ და ნათიამ გამომაწყვეს,იდეალური მამაკაციაო,დამჩხაოდნენ,რაც ძალიან მეუხერხულებოდა,მაგრამ ეს ხომ მეც მინდოდა.
შვიდ საათზე ირაკლიმ გამომიარა.ზარის ხმაზე მივხვდი,რომ იყო და თავი ამაყად ავსწიე.“აი,ქალური ინტუიციაც“-არადა შვიდ საათზე სხვას არც არავის ველოდი,თუმცა სიხარული მაინც მჭირდებოდა.რა მნიშვნელობა ჰქონდა საფუძველი ექნებოდა თუ არა?ისე ქალური ინტუიციაც და მაგდაგვარებიც ხომ სრული აფსურდია?
-ეს ანი,ეს გიო,ჩვენი იუბილარი-გამაცნო იუბილარი მეგობარი და გამიღიმა.
-გილოცავ-მორიდებით ჩავილაპარაკე და გამოწვდილ ხელს შევხვდი.
-რა ლამაზი გოგოა-მომესმა ვიღაც შავგვრემანი გოგონას ხმა-ამ გოგომ პირველი ადგილი აიღო სილამზის კონკურსშიდა ნიუ-იორკში მიდის კონკურსზე...-ამაყად მოუყვა ჩემზე ირაკლი და მერე მე შემომხედა,მე,რომელსაც უკვე სახე მთლად ამჭარხლებოდა.
-მართლა?რა გქვია?-გოგონამ ინიციატივა გამოიჩინა და სახელი მკითხვა.
-ანი,შენ?-ირაკლის ხელი მოვუჭირე,რა მიქენი-მეთქი.
-მარგო-გამიღიმა და მიმანიშნა,წამოდი დავლიოთო.ირაკლიმ ხელი გამიშვა,გაერთეო,ჩამჩურჩულა და თან ხმამაღლა გამაფრთხილა,ბევრი არ დალიოო.ამ ბიჭმა ხომ იცის და იცის ჩემი სუსტი წერტილი და არ ეშვება.ალბათ,დიდ ხანს დადიოდა სიმპათიების გაცვლის კურსებზე.იქნებ ეს აალი მოხიბლვის ახალი სტრატეგიაა?
^^
-ჩემი ძმა სადღაც მიდის..უცხოეთში,მგონი-ხატია გაბრაზებული შემოვარდა ჩემს ოთახში და თან ნათიას უკმაყოფილოდ გადახედა.
-რა მოხდა?-მარი ლოგინზე ამომიძვრა და ხატია გავკვრვებით აათვალიერა.
-ჩვენ ქა უნდა ვიყოთ და ის მიდის საგულაოდ.ნათიამ ისევ შემომხედა და მარის ანიშნა,ანის ტოვებსო,თუმცა ხატიასთვის თავიან ეჭვებზე არაფერი უთქვამთ.ალბათ,მოტვინეს,რომ უხერხული იქნებოდა.
-მერე ბათუმში მაინც წავიდეთ-ნათიამ შემოგვთავაზა,თუმცა ამაზე აღარ ვფიქრობდი.მხოლოდ ის მქონდა თავში,რომ ირაკლის ვეღარ ვნახავდი.რამდენი ხნით მიდისო,მინდოდა მეკითხა,მაგრამ ენა ჩავიგდე.თავი გამოაშკარავების შემრცხვა.მერე ის ხომ ხატიას ძმაა და,არ ვიცი,რა რეაქცია ექნება.თუნდაც ამას რომ დავანებოთ თავი.ერთხელ მაინც რომ წამოცდეს კამათისას,მტრისას.მერე როგორ დამცინებს უფროსი ხვიბლიანი.“მერე გამოვა,რმ მე,გოგომ,ავუხსენი სიყვარული,არასდრიდებით,ანი“-გავიფიქრე და ისეთი სახე მივიღე,თითქოს ჩემი გასამართლების დრო იყო.
-წავიდეთ,მერე..ხვალვე წავიდეთ-მარი სიხარულისგან აცერცეტებული ფეხზე წამოხტა.
-ჯერ ირაკლი უნდა გავაცილო აეროპორტში..ეს კი ხვალ საღამოს იქნება..
-კარგი ზეგ-ამოიოხრა მარიმ და საათს გახედა-დედაჩემს უნდა გავყვე საყიდლებზე,შეგეხმიანებით-ჩანთას ხელი დასტაცა და კარებისკენ წავიდა.
-რა ჩემი საცურაო მანერების გამოაშკარავება გინდათ?-ირონიაშერეულმა გავიცინე და ლოგინზე ვარსკვლავისებურად წამოვწექი.მინდოდა,ისეთი სახე მიმეღო,თითქოს ჩემთვის სულ ერთი იყო,ირაკლის მოსალოდნელი გამგზავრება.
-მოვემზადოთ-ნათია ფეხზე წამოხტა..-წამოდით,ვიშოპინგოთ -მუდარით შეხედა ხატიას და მერე მე.იცის,ჩემი ამბავი.ზოგჯერ ისე მეზარება ყველაფერი,რომ კაცი ვერ დამძრავს ადგილიდან,თუმცა ახლა მეც ავფრინდი და გარდერობი გამოვაღე-ახალი საცურაო კოსტუმი არ მაწყენდა,კიდევ შორტები,ბრეტელებიანი მაიკა,რაიმე სარაფანი და ახალი ფლოსტები-ფეხზე კედები ცავიცვი და ისე გავემართე კარებისენგეგონებოდათ,მოსიარულე პოზივივი მოდისო.ზოგჯერ მართლაც ასეთი გოგონა ვარ,მაგრამ ზოგჯერ,თუ ვირზე შევჯექი,ვერავინ მიშველის..“ირაკლიზე რას იტყვი?“-ალტერეგომ,როგორც ჩანს,ჩემი პოზიტივის გადადგურება მოინდომა,მაგრამ ვინ მისცა ამის უფლება...
გოგოები ღიღინ-ღიღინით გამომემართნენ და კუნტრუშით ჩაირბინეს კიბეები.საღამომდე ვიშოპინგეთ.ბოლოს,“ტაქსი“ გავაჩერეთ და სახლისკენ ავიღეთ გეზი,თვალები ხატის მხარზე მივლულე,მაგრამ ვინ დაგაცადა..ტელეფონი აცეკვდა და აცეკვა..
-ალო..-ნომრისთვის არც კი შემიხედავს ისე ვუპასუხე დაძაბული ხმით.
-ანი,როგორ ხარ?-ირაკლის ხმა იყო.მამაკაცის მაღალი ბარიტონი ისევ ცახცახს მგვრიდა.
-არ მცალია ახლა-ცივად ვუპასუხე.
-რითი ხარ დაკავებული,პატარა?
-მისმინე,მერე დამირეკე.დაღლილი ვარ და თუ არ დავიძინე ფეხებს გავფშეკ-ბოლო წინადადებით,ვიფიქრე,შევაშინებ-მეთქი.
-სახლში არ უნდა იყო,მგონი,არა?მანქანების ხმა მესმის..-თავისას არ დანებდა ირაკლი.
-ჰო,სახლში მივდივართ.ბათუმისთვის ვიშოპინგეთ და-თვალები უხერხულად ავახილე.
-ბათუმში?მე როდის მითხარით?
-დღეს გადავწყვიტეთ და შენც ხომ მიდიხარ?-თვალი ჩავუკარი ისე,თითქოს ჩემს წინ მდგარიყო.
-ჰო,თამაში მაქვს.როდის მიდიხართ?
-ზეგ ვაპირებთ.ახლა უნდა გავთიშო.
-როგორც გინდა,რომ მიხვალ დაგირეკავ.
გავთიშე და ელდა მეცა.რომ მიხვალ დაგირეკავო.რა უნდა ამ ბიჭს?ფიქრებსაც არ გაცდიან,ხატიამ მხარი გამკრა,ვინ იყოო.არადა ისე გაანბულიუსმენდა,რომ კითხვა არც კი იყო საჭირო.
-შენი ძმა-მოკლედ ვუპასუხე და მანქანიდან გადმოვედი.ნათიაც უკან მომყვა და თან პარკებს ძლივს მოათრევდა.“ტაქსის“ მძღოლმა,წავედიო და მანქანა დაძრა.
-გათიშული ვარ,ჩემებსაც ვერ აიტან?-თვალები ავუფახუნე ნათიას,რომელმაც უკმაყოფილოდ შემომხედა.
უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე,მაგრამ არ მიმიხედავს.
-მე დაგეხმარებო-ირაკლის მაღალი ბარიტონი ჩამესმა და ადგილზევე გავშეშდი.მე წავედიო,ნიშნის მოგებით მანიშნა ნათიამ და ხელი დამიქნია.
-შენ აქ რა გინდა?
-არ ვიცი,რა მინდა-მხრები აიჩეჩა და ცელოფნები გამომართვა-რამდენი გიყიდია?-რიტორიკულად მკითხა,როგორც უყვარდა ხოლმე და კიბეებისკენ წავიდა.
-ირაკლი..-ჩემმა ხმამ შეაჩერა.
-ანი,გისმენ,მაგრამ,როცა ავიტანდი,მერე რომ გეთქვა აჯობებდა.
-ახლა შენც რამდენიმე გირვანქანს არ მიათრევდა-თვალი ჩავუკარი-ახლა არ უნდა ემზადებოდე წასასვლელად?-ინტერესით აციმციმებული თვალებით შევხედე მამაკაცს.
-ჰო,ვემზადები.ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია-კიბეებს აუყვა,მე უკაბ გავყევი,მაგრამ კიდევ ვერ გამეგო რას ნიშნავდა ეს.
ნათიამ ღიღინით გამოაღო კარი და თმებზე აკრული პირსახოცი უხერხულად შეისწორა.
-არ გელოდი-გადაკოცნა მამაკაცი და ცელოფნებისგან ხელები გაუნთავისუფლა-ყვას ხომ დალევთ?-ამჯერად მე შემომხედა და ოთახისკენ წავიდა.
-ანი..-ირაკლი კულულებზე წამეთამაშა და ამ დროს ნათიაც შემოვიდა.
-არ უყვარს,როცა თმაზე ეხებიან-ირონიით ჩაილაპარაკა და ჩქარი ნაბიჯით სამზარეულოსკნ წავიდა.
-ჩემი უყვარს-თვალები გამისწორა ირაკლიმ და მანიშნა,წამოდი ყავა დავლიოთო.
^^
დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.დავხედე და ხატია იყო.არადა ახლა არავის თავი არ მქონდა.ნათიამაც ხომ შემიკლო იმ ღამით,მერე მარისაც გაუბა ჭორაობა.უყვარს საუბარი და,მითუმეტეს,როცა მე მეხება,ხომ საერთოდ.
გულის ფანცქალის მიუხედავად,მაინც ვუპასუხე ნამძინარევი ხმით.
-ჰო,ხატია..
-ანი,უნდა გაგაფრთხლო..დღეს საღამოს არაფერი დაგეგმო.ათზე მიფრინავს ირაკლის თვითმფრინავი და რვაზე მზად დამხვდი.
-ჰო,მაგრამ..-ხატიამ გამაწყვეტინა-მთხოვა,ანიც დამხვდესო...-ჰო,მაგრამ..-ისევ შემეწინააღმდეგა..-ახლა არ მცალია,მაგრამ მაგრამ მოეშვი.ტელეფონი გამითიშა და ისევ საგონებელში დამტოვა,დავე ბალიშზე თავი და დავიძინე.ისევ ის,რომ დამესიზმრა,გაკვირვებით ავაცეცა გაღვიძებულმა თვალები.
-ის ბიჭი შენზე გიჟდება-მარი და ნათია შემოფრინდნენ ოთახში და ლოგინზე დამისხდნენ.
შევუბდღვირე და ამ დროს ტელეფონი ისევ აცეკვდა.
-როგორ ხარ,პატარა?-ისევ ნაცნობი ბარიტონი გაისმა და გულმა კიდევ დაკარგა ავტონომია.
-ახლა გავიღვიძე და უნდა მოვწესრიგდე,შენ?-ვიფიქრე,ასე მაინც დავარღვევ უხეხულობას-მეთქი..
-მინდა,გნახო,სანამ წავალ-აი,მესმის პირდაპირ საქმეზე გადავიდა..გამეღიმა და გოგოენბს უხერხულად შევხედე.კიდევ კარგი არ ესმოდათ მისი ხმა.გავჩუმდი.არ ვიცოდი,რა მეპასუხა...“წადი,წადი..“-მეორე „მე“ ჩამძახოდა და,მგონი,თვალებს აბრიალებდა.

——————
მადლობა დიდი.იმედია,მოგეწონებათ.მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს.იმედია,დასვენებას კარგად ვათავსებმწერას.



№1  offline წევრი dreamer777

love love რა კარგია love მომეწონა

 


№2  offline წევრი Anuuc^.^

ძალიან კარგია❤
--------------------
გვირილებზე შეყვარებული❤

 


ძალიან მომეწონა

 


№4  offline წევრი lamazi gogona

მიყვარს შენი ისტორიები..მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ..

 


№6 სტუმარი Abiehh

Fidinng this post solves a problem for me. Thanks!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent