შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადამარჩინე... (ნაწილი 4)


5-08-2015, 23:18
ავტორი nicol
ნანახია 9 071

****
გავიდა ერთი წელი. ვაჩე თავისუფალი იყო, მაგრამ რაში სჭირდებოდა? ვისთვის სჭირდებოდა? ერთი ფასი ჰქონდა ახლა ყველაფერს. იმის წარმოდგენაც, რომ თავისუფლად სუნთქვა შეეძლო იმ სამყაროში სადაც ნინე აღარ არსებობდა, გონებას უხშობდა. უკვირდა, როგორ შეეძლო არსებობა. როგორ იტანდა უიმისობას? ციხის კარებიდან პირდაპირ აეროპორტში წააყვანინა თავი დათას. სულს უხუთავდა თბილისი ნინეს გარეშე. ერთ დროს ასე საყვარელი ქალაქი, ახლა სძულდა. მთელი გულით და მთელი არსებით სძულდა. ვერ შეძლო თბილისმა ნინე დაეცვა. ვერ გაუმართლა თავისმა ქალაქმა იმედები. მიდიოდა უკანმოუხედავად, მიდიოდა სამუდამოდ, მიდიოდა რაც შეიძლება შორს. ტოვებდა ქალაქს და ცხოვრებაში პირველად, დარწმუნებული იყო, რომ აღარ დაბრუნდებოდა.
გაფრინდა გერმანიაში. ერთი შეხედვით ბედნიერი უნდა ყოფილიყო თამაზ არეშიძე, მაგრამ ასეთ ვაჩეს პირველად ხედავდა. განადგურებულს, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. ვერ ეგუებოდა ასეთს. ერჩივნა ისევ შორს ყოფილიყო, მაგრამ ბედნიერი. მზად იყო საერთოდ უარი ეთქვა მის ნახვაზე, ოღონდ მისთვის ადრინდელი მდგომარეობა დაებრუებინა.
ცხოვრებაში პირველდ გამოთქვა სურვილი მამის ბიზნესში ჩართულიყო. ყოველთვის ოცნებობდა ამაზე უფროსი არეშიძე, მაგრამ არა ამის ფასად. ბოლომდე ჩაიბარა კომპანიის მართვის სადავეები. ყოველდღე დადიოდა სამსახურში და იჯდა უსაშველოდ გრძელ კაბინეტში. ნელ-ნელა შეეცვალა ხასიათი. გადააფასა შეხედულებები და საბოლოდ ჩამოყალიბდა ცივსისხლიან ბიზნესმენად. კარგად აუღო ალღო საქმეს და ოჯახური ბიზნესი სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა. ერთი წლის განმავლოვაში შემოსავალი თითქმის გაასამმაგა. მაგრამ არაფერი აღარ დარჩა ძველი ვაჩესგან. საკუთარი თავი ნინესთან ერთად დამარხა. ახლა მხოლოდ მისი სხეული აგრძელებდა არსებობას.
გავიდა კიდევ ერთი წელი. არაფრის მთქმელი, უბრალოდ ერთი წელი. უმნიშვნელო ერთი წელი. მარტოობის ერთი წელი. აუტანლად ტკივილიანი ერთი წელი...
არ არის დრო ყველაფრის მკურნალი. ერთი ბეწოთიც არ შემსუბუქებია ტკივილი ამ ერთ წელიწადში. ვერანაირი შვება ვერ მოგვარა უცხო გარემომ. ვერც ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება ისწავლა. არ არსებობდა ამ სამყაროში ძალა, რომელიც ნინეს გადაატანინებდა. როგორ შეგუებოდა სამყაროს, სადაც მისი თეთრი ანგელოზი აღარ სუნთქავდა?! ვერ ეგუებოდა, მაგრამ მაინც აგრძელებდა არსებობას.
მაგრამ ერთ დღესაც, დათას სტუმრობამ ყველაფერი შეცვალა. ძალიან გაუხარდა მეგობრის დანახვა.
– ბატონო დათა, როგორც იქნა გიხილეთ დიდ გერმანიაში. – ეხვეოდა მეგობარს და გრძნობდა როგორ მონატრებოდა.
– რას იზამ, თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მთამ იკადრა მუჰამედთან მისვლა. – არანაკლები სიხარული ეტყობოდა სახეზე დათასაც.
– დათა, შვილო, როგორ გამახარე. – ბედნიერი იყო თამაზ არეშიძეც. ამდენი ხნის მანძილზე პირველად ხედავდა გაღიმებულ შვილს. – იმედი მაქვს დიდი ხნით დარჩები.
– არა, თამაზი ბიძია, რამდენიმე დღით ჩამოვედი.
– ეჰ, ასე ხართ ახალგაზრდები, გაქცევაზე გიჭირავთ თვალი სულ.
ბევრი ილაპარაკეს, იხსენებდნენ ძველ ამბებს, ავღანეთს. იმდენი სასიამოვნო წუთები ჰქონდათ გასახსენებელი. გვიან ღამით თამაზმა მარტო დატოვა ბიჭები – უჩემოდაც ბევრი გექნებათ სალაპარაკოო და დასაძინებლად წავიდა. მართლაც ჰქონდა დათას სათქმელი. ხვდებოდა კიდეც ვაჩე. ასე უცბად გერმანიაში ჩამოსვლას არ გადაწყვეტდა დათა, რაღაც მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო. ვერანდაზე ისხდნენ. ვაჩემ ვისკის ჭიქა აიღო, აივნის მოაჯირთან მივიდა, მიეყუდა და დათას მიუბრუნდა.
– გისმენ დათა. ვხვდები რაღაც გაქვს სათქმელი.
დათამ თავი ჩაღუნა და ნერვიულად მოისრისა ხელები.
– არ ვიცი, საიდან დავიწყო. ვხვდები აუცილებლად უნდა გითხრა, მაგრამ არ ვიცი როგორ მიიღებ.
– ნუ ამომხადე სული. რა უნდა მითხრა ისეთი, რაც იმაზე მეტად მტკივნეული იქნება, ვიდრე ახლა მტკივა?
კიდევ დიდხანს აჭიანურებდა დათა, არ იცოდა, როგორ მიიღებდა ამ ამბავს, არ უნდოდა დაეზაფრა.
– ვაჩე... ნინე ცოცხალია. ჩემი თვალით ვნახე. – გაჩუმდა, მეტის გაგრძელება ვეღარ შეძლო. კინაღამ გული გადაუტრიალდა მეგობარს, რომ შეხედა.
გაქვავებული იდგა ვაჩე, სახეზე ადამიანს ფერი აღარ ედო. ვერც მიხვდა ისე შემოეფშვნა ხელში ჭიქა. ნამსხვრევები ძირს დაცვივდა და ზევიდან წვეთ-წვეთად ეცემოდა ხელიდან წამოსული წითელი სითხე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. ცოტაც და საგულედან ამოხტებოდა.
– დათა... რას ამბობ... ხვდები? – საკუთარი ხმა ვერ იცნო.
– დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ გეტყოდი, ხომ იცი.
– სად ნახე... სად არის ახლა? – ვერც ხვდებოდა ისე წამოუვიდა თვალიდან ერთადერთი, ობოლი ცრემლი. არასდროს უტირია თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. არც მაშინ დედა, რომ დამარხა, ახლა კიდევ... მართალია ერთადერთი ცრემლი, მაგრამ მაინც მისი გულრწფელი ემოცია.
დათა ისევ აჭიანურებდა პასუხს. ისევ ნერვიულად ისრესდა ხელებს. ეძნელებოდა ეთქვა მეგობრისთვის ის რაც ნახა.
– თურქეთშია, ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშაობს. – მეხის გავარდნას ჰგავდა დათას სიტყვები.
ერთი ამოიგმინა და მოაჯირს ორივე ხელით ჩამოეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო. მისი ნინე. მისი თეთრი ანგელოზი. ღმერთო, როდის მოეღებოდა ბოლო ამდენ ტკივილს.
– დათა, ხვდები რას ამბობ ახლა? – სხვას რომ ეთქვა ეს სიტყვები ნინეზე, მოკლავდა. ცოცხალს ნამდვილად არავის დატოვებდა. მაგრამ დათა? იცოდა დათა თვითონვე მოიკლავდა თავს, ვიდრე ასეთ რამეს უსაფუძვლოდ დააბრალებდა. იცოდა ვაჩესთვის როგორი წმინდა იყო მისი სახელი.
– გეფიცები ადამიანობას... – ხმა ჩაუწყდა დათას. – ხომ იცი... ჩემი თვალით რომ არ მენახა იქ... ვაჩე სიკვდილი მერჩივნა შენთვის ამის თქმას, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლებოდა. მაპატიე ძმაო, იქნებ სჯობდა კიდეც, ისევ ძველი მოგონებებით გეცხოვრა?
– გთხოვ, ბილეთები დაჯავშნე, ვბრუნდები.
მეტი აღარაფერი უთქვამს. ან რაღა იყო სათქმელი? მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი. გაშტერებული არ აშორებდა მზერას საკუთარი ლეპტოპის დესკტოპზე დაყენებულ ნინეს სურათს. ცდილობდა მის სულში ჩაეხედა. გაეგო რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი. სანამ თავისი თვალით არ ნახავდა მაინც ვერ აღიქვამდა ტვინი. ჯერ იმას რომ ცოცხალი იყო და მერე იმას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეძლო.
თავზე ისე დაათენდა ვერც მიხვდა.


****
მიდიოდა, მიდიოდა ასე სანატრელისკენ, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. რას გრძნობდა? რა უნდა ეგრძნო ადამიანს, რომელმაც სიყვარული ხელახლა იპოვა და მასთან შეხვედრა სიკვდილზე მეტად აშინებდა? ეშინოდა ვაჩეს. ეშინოდა ისეთი ნინეს ნახვის, რომელიც ბოლომდე გაანადგურებდა.
ჯერ თბილისში ჩაფრინდნენ, იქიდან თურქეთში მარტო წავიდა ვაჩე, მარტო მივიდა იქ. ძალიან დიდი ხანი იჯდა მანქანში და გამბედაობის მოკრებას ცდილობდა. ნერვიულად უჭერდა ხელებს საჭეს ისე, რომ ვერც ხვდებოდა. სანამ არ დაუბუჟდა, არ გაუშვია. ბოლოს მოიკრიბა ძალა და შევიდა. ყველაზე მოფარებულ კუთხეში დაჯდა. ხელები უკანკალებდა.
დაინახა...
ორი წელი არ ენახა. როგორი გაზრდილი ეჩვენა. 20 წლის იყო უკვე. არაამქვეყნიურად ლამაზი. ზუსტად ისეთი ნინე იყო, ვაჩეს თავის დაკარგვამდე რომ უყვარდა. ზუსტად ისეთი ნინე, რომელთან გატარებულ რამდენიმე წამს, თავის დარჩენილ სიცოცხლეს, დაუფიქრებლად რომ ანაცვალებდა. ამ წლების განმავლობაში, მხოლოდ გაზრდილიყო ეს გრძნობა. როგორ ენატრებოდა?! აუტანლად. იდგა რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით, რამდენიმე მეტრი და შეძლებდა შეხებოდა. შეეგრძნო მისი სურნელი. როგორ ტკივილამდე მონატრებოდა ეს ყველაფერი.
ბარის დახლთან იდგა ნინე და ხალხს ათვალიერებდა. ვერ ხედავდა ვაჩეს. ან რას წარმოიდგენდა? ორი წლის წინ აუკრძალა საკუთრ თავს მასზე ოცნება. ხვდებოდა, ვერ შედგებოდა მათი ურთიერთობა, ამდენი ტკივილის შემდეგ, რა უფლებით უნდა ეოცნება მასზე? ყველაფერი მისი ბრალი იყო. ვაჩეს დანგრეული ცხოვრება ნინეს ბრალი იყო. საკუთარი სიკვდილიც ამისთვის სჭირდებოდა. ვაჩე რომ გაეთავისუფლებინა. იცოდა სხვანაირად მოძებნიდა აუცილებლად. მოძებნიდა და ნინეც ვერ შეეწინააღმდეგებოდა. რა იქნებოდა მერე? უბედურება მოჰქონდა ნინეს ყველასთვის ვინც უყვარდა. მეორედ აღარ დაუშვებდა ამას.
ნინეს ვიღაც მამაკაცი მიუახლოვდა და გადაკოცნა. დაიძაბა ვაჩე. ძარღვები დაებერა. ღიმილით ელაპარაკებოდა ნინე. რა უფლებით? რა უფლება ჰქონდა ვიღაცას მისთვის ნინეს ღიმილი მოეპარა? ბრაზი ერეოდა. გრძნობდა ცოტაც და თავს ვეღარ გააკონტროლებდა. თან ვეღარ უძლებდა ნინეს, რომელიც თავაზიანად უყურებდა სხვას. წამოდგა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. არ შეეძლო. როგორ უნდა აეტანა ეს ყველაფერი? მართალი იყო დათა. იქნებ სჯობდა ისევ ძველი მოგონებებით ეცხოვრა? ეს ახალი ძალიან მტკივნეული იყო.
ვერ გეტყვით რამდენი ხანი იარა ასე. ნელ-ნელა ბინდდებოდა. ასეთი დაბნეული არასდროს ყოფილა. ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა? როგორ მოქცეულიყო. როგორ ეთქვა იმ ყველაფრის შემდეგ ნინეზე უარი. ასეთ ნინეს კი ვერ ეგუებოდა. ვერ იჯერებდა. მის ძალებს აღემატებოდა ამ ყველაფის აღქმა.
ვერც კი მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ისევ იმ კლუბის კარებთან. შევიდა და მენეჯერი მოითხოვა. შუა ხნის მამაკაცი გამოვიდა, თავაზიანად მიესალმა და კაბინეტში შეუძღვა.
– ერთი გოგო შევნიშნე წეღან, ბართან იდგა, თუ სწორად გავიგონე ნინე დაუძახეს. – ინგლისურად დაიწყო ვაჩემ.
– კი, გვყავს ასეთი თანამშრომელი.
– რამდენი გინდათ? – საკუთარი ხმა ვერ იცნო ვაჩემ.
– ბატონო?
– რამდენი გადაგიხადოთ იმ გოგოში? – თვალი გაუსწორა მენეჯერს.
– არ გირჩევთ, სხვას შემოგთავაზებთ...
– რამდენი-მეთქი – ხმა გაუმკაცრდა ვაჩეს. საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამისთვის.
უხერხულად იშმუშნებოდა თურქი. საკმაოდ სქელი შეკვრა დაუდო წინ ვაჩემ. ალბათ მთელი ამ კლუბის ერთი თვის შემოსავალიც არ იქნებოდა ამდენი.
– საკმარისია? – ზიზღით შეავლო თვალი ფულს.
კლუბის მენეჯერმა უნებურად ხელი დააფარა. ამდენს უხდიდნენ ერთ გოგოში?! სასწრაფოდ ჩაიდო ჯიბეში და ოთახიდან გავიდა.
მარტო დარჩა ვაჩე. გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, რატომ აკეთებდა ამას. რის მიღწევას ცდილობდა. მთელი სხეული უკანკალებდა. მალე შემობრუნდა მენეჯერი და თავაზიანად სთხოვა ვაჩეს – გამომყევითო. გაიარეს გრძელი ჩაბნელებული დერეფანი და საკმაოდ მოზრდილ ოთახში შევიდნენ. იისფერი ნათურებით სუსტად გაენათებინათ. აქ დაელოდეთო უთხრა და გავიდა. გაეყინა მთელი სხეული. ესე იგი მოვიდოდა. ესე იგი დათანხმდა. ესე იგი გაიყიდა ნინე. ვეღარ სუნთქავდა. ოთახის ყველაზე შორეული კუთხისკენ წავიდა და სკამის საზურგეს ჩამოეყრდნო. ცოტაც და სუნთქვას ვეღარ შეძლებდა. „ოღონდ არ მოვიდეს. ღმერთო, უარი თქვას. არ მოვიდეს.“ ტვინი ლამის ადუღებოდა. ვერ გადაიტანდა ახლა ნინე ამ „უხამს წინადადებას“ რომ დათანხმებოდა.
კარი გაიღო...
ამოიგმინა...
იქვე დაასრულა სიცოცხლე...
ღია კარში ნინე იდგა...
მოვიდა. რატომ იყო ცხოვრება ასეთი აუტანელი? ნინე ვერ ხედავდა ვაჩეს, საკმაოდ ჩაბნელებულ კუთხეში იდგა და კარიდან არ ჩანდა სახე, მხოლოდ სილუეტი. კარები მიხურა და არაფრის მთქმელი თვალებით იყურებოდა ოთახის სიღრმეში.
– იქნებ ამოიღოთ ხმა? – გაიგონა ნინეს ინგლისურად ნათქვამი სიტყვები და კინაღამ გონება დაკარგა. – აქ რისთვის მომიყვანეთ, თუ ხმის ამოღებას არ აპირებთ? – უკვე ხმა უმკაცრდებოდა.
ვერაფერს ამბობდა ვაჩე. ან რაღა იყო სათქმელი? თვალები უკეთესად ხედავდნენ. ერთხანს ასე იდგა ნინე. ბოლოს შებრუნდა და წასვლას აპირებდა.
– გაიხადე! – ოთახში ვაჩეს ჩახლეჩილი ხმა გაისმა.
ნინე ერთ ადგილზე გაშეშდა. გული შეეკუმშა. კიდევ კარგი ხელი კარის სახელურზე ეკიდა, თორემ წაიქცეოდა. ღმერთო, მისი ხმა. ნელ-ნელა შემოტრიალდა.
– ვაჩე... – მხოლოდ ტუჩების მოძრაობით გაარჩია ნინეს ნათქვამი, როგორც ადრე.
ვაჩე უკვე გამოსულიყო სინათლეზე და ახლა ცხადად ხედავდა ნინე. იქ იყო, მის წინ იდგა.
– გაიხადე! – ბოლო ხმაზე დაიღრიალა ვაჩემ.
ნინე შეკრთა. ვერ გააცნობიერა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა. გონებამ უარი თქვა ამ ინფორმაციის აღქმაზე. ისევ ისეთი ტკივილიანი მზერით უყურებდა ვაჩეს. ვაჩე დაიძრა. ძალიან ახლოს მივიდა. თითქმის ეხებოდა. ხელები ნინეს ოდნავ ჩახსნილი პერანგისკენ წაიღო და ხელის უხეში მოძრაობით ბოლომდე ჩაუხსნა.
– გაიხადე! – კბილებში გამოსცრა.
ნინეს პერანგიდან აწყვეტილი ღილები ხმაურით გაიფანტა იატაკზე. არ განძრეულა ნინე. იდგა და თვალებიდან ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. არაადამიანური ხმით დაიღრიალა ვაჩემ და იქვე მდგარ მაგიდიდან ყველაფერი ძირს გადმოყარა. სკამს ფეხი გაჰკრა და მთელი ძალით შეანარცხა კედელს. მთელი ოთახი დალეწა. ნინე არ ინძრეოდა. უბრალოდ ტიროდა. მთელი სიმძაფრით გააცნობერა შექმნილი სიტუაცია. უყურებდა ვაჩეს, რომელსაც ადამიანის სახე დაეკარგა. ესეც ნინეს ბრალი იყო. რას არ მისცემდა, ოღონდ ვაჩესთვის ეს ტკივილი აერიდებინა, მაგრამ არ შეეძლო. როგორ უნდოდა მისულიყო და დაემშვიდებინა, მაგრამ არ შეეძლო. რას არ მისცემდა ოღონდ ერთხელ შეხებოდა, თუნდაც უკანასკნელად, მაგრამ არ შეეძლო. უფლება არ ჰქონდა.
ვაჩე ოთახის შუაგულში იდგა და უკვე უსიტყვოდ უყურებდა ცრემლიან ნინეს. გაახსენდა როგორ ვერ იტანდა მის ცრემლებს. უყურბდა მის უძირო თვალებს და გაახსენდა როგორ უყვარდა მათი ყურება დაუსრულრბლად. უყურებდა მის ბაგეებს და გაახსენდა, ჭკუას რომ კარგავდა მის ღიმილზე. თუნდაც ამ სიტუაციაში, თუნდაც ასე იმედგაცრუებული. თუნდაც ასეთი განადგურებული. თუნდაც ბოლო ამოსუნთქვამდე. ჭკუას აკარგვინებდა. რა ექნა ვერაფერს უხერხებდა ამას.
გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. მიუახლოვდა, ნინე არ განძეულა. ისევ თვალებში უყურებდა და ტიროდა. გაუბედავად წაიღო ხელი და ხელზე მოკიდა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა. პირველად შეეხო ამდენი ხნის მერე. ხელი მოუჭირა. ძლიერად, ისე ძლიერად, რომ ნინემ დაიკვნესა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კარისკენ. ნინეც გაიყოლა. ნელ-ნელა უჩქარებდა ნაბიჯს. მანქანამე უკვე თითქმის სირბილით მიიყვანა. კარი გამოაღო და ძალით დასვა წინა სავარძელზე, თვითონ მაქანას შემოუარა და საჭესთან დაჯდა. ორი წუთი ასე იჯდა, გონების მოკრებას ცდილობდა. ნინე აღარ ტიროდა. ხელით გულმკერდის დაფარვას ცდილობდა. პერანგზე არც ერთი ღილი აღარ შერჩენოდა და გადაღეღილი საკინძიდან მადისარმძვრელად უჩანდა მაცდური მკერდი. ვაჩეს გონების მოკრება უჭირდა, მაგრამ შეძლო და დაძრა მანქანა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ. ან რაღა იყო სათქმელი? უკვე საკმარისზე მეტი ატკინეს ერთმანეთს. დროის შეგრძნება დაკარგეს. ვერც ერთი გეტყოდათ, რამდენი ხანი დადიოდნენ ასე, უმისამართოდ. ჩამობნელდა. სანაპიროსთან გააჩერა მანქანა ვაჩემ და გადმოვიდა. დიდი ხანი გაჰყურებდა ჰორიზონტზე ჩამავალ მზეს. საკუთარ თავს ვერ ცნობდა. როგორ დაეჯერებინა? მანქანაში ნინე ეჯდა და მისთვის არაფერი ჰქონდა სათქმელი. იგრძნო უკნიდან ვიღაც უახლოვდებოდა. ნინე იყო, მიხვდა. გული გაუთბა. როგორც ადრე. შემობრუნდა. მოშორებით გაჩერებულიყო ნინე, უხერხულად იშმუშნებოდა და გულმკერდის ხელით დაფარვას ცდილობდა. ვაჩემ პიჯაკი გაიხადა, მიუახლოვდა და ათრთოლებულ მხრებზე მოახურა. ნინეს გააჟრიალა. ვაჩეს სურნელი ჰქონდა პიჯაკს. დიდი ხანი იდგნენ ასე. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. როგორი ტკივილიანი თვალები ჰქონდათ ორივეს. რამდენი რამ ჰქონდათ სათქმელი.
– წავედით. – ბოლოს მაინც ვაჩე გამოერკვა. მიტირალდა და მანქანისკენ წავიდა.
გაჰყვა ნინეც...
სასტუმროსთან გააჩერა ვაჩემ. გადავიდა და დაელოდა, სანამ მოიფიქრებდა ნინეც გადასვლას. გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ნინემ. ვაჩე მოტრიალდა ხელი მოკიდა და თითქმის ძალით წაიყვანა შესასვლელისკენ. აშინებდა ნინეს სასტუმრო, ვაჩე და მასთან დარჩენის პერსპექტივა. არა ფიზიკურად, უბრალოდ სულიერად ეშინოდა.
ნომერში ავიდნენ. უხერხულობას გრძნობდნენ. ვაჩემ ცოტა ხნით დატოვა და გავიდა. უჭირდა იმ ყველაფრის გააზრება რაც ამ ორ დღეში მოხდა. ბარში ჩავიდა ცოტა გული უნდა გადაეყოლებინა, თორემ უკვე ჭკუიდან გადადიოდა. დიდი ხანი იჯდა, თავს აკონტროლებდა ზედმეტი რომ არ მოსვლოდა ალკოჰოლი, თორემ თვითონაც ხვდებოდა, რომ ნერვები ისედაც ბეწვზე ეკიდა და ახლა გრძნობებისთვის გასაქანი, რომ მიეცა, რბილად რომ ვთქვათ, კარგად არ დამთავრდებოდა. ძალიან გვიანი იყო ნომერში რომ ავიდა. ნინეს ჩაცმულს დასძინებოდა. მისი პიჯაკი ისევ მხრებზე ჰქონდა მოხვეული და ორივე ხელით ჩაფრენოდა საყელოს, გეგონებათ ვინმე წართმევას უპირებსო. ჩაეღიმა... ისევ ისეთი ნინე იყო. ისევ ანგელოზივით ეძინა – მისი თეთრი ანგელოზივით. ისევ ძველებური ჟრუანტელი. ისევ ძველებურად აფართხალებული გული. ისევ ძველებურად ათრთოლებული ხელები. ისევ ძველებურად გამთბარი გული. მისკენ დაიხარა და საფეთქელზე ფრთხილად შეახო ცხელი ტუჩები.
– როგორ უსაშველოდ მტკივა, შენ ხომ არ იცი?! – ჩაიჩურჩულა ისე, როგორც მარტო ნინეს შეეძლო წაეკითხა მისი ტუჩების მოძრაობაზე. მაგრამ ეძინა. შეიძლება არც ეძინა, უბრალოდ თავს იმძინარებდა. ვინ იცის...
მეტი ვეღარ შეძლო ვაჩემ და აივანზე გავიდა. კიდევ დიდი ხანი ცდილობდა საკუთარი გულისცემის მწყობრში მოყვანას. ღმერთო, რატომაა ასეთი რთული ტირილი? რომ ეტირა შეძლებდა განთავისუფლებას. მაგრამ არ შეეძლო ვაჩე არეშიძეს ტირილი, გულში იტოვებდა ყველაფერს და უსაშველოდ სტკიოდა.


****
დილით ადრე გაეღვიძა. ოთახს თვალი მოავლო. მის საწოლთან სავარძელში ვაჩეს ეძინა. გაახსენდა ის დღე, მაშინაც სასტუმროში. როგორ უხაროდა მაშინ, მარტო რომ არ დატოვა. როგორ თავისუფლად სუნთქავდა. ახლა... ეშინოდა. ვაჩეს სიახლოვე აშინებდა. ხვდებოდა ძველებურად ვეღარაფერი იქნებოდა.
წამოდგა. მხრებიდან არ იშორებდა ვაჩეს პიჯაკს. სასაცილოა არა?! თავს დაცულად გრძნობდა. აივანზე გავიდა. უყურებდა, როგორ იღვიძებდა ქალაქი. ათასჯერ მაინც უნახავს, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად აღიქვამდა. იგრძნო აივაზნე ვაჩეც იყო. მიბრუნებას ვერ ბედავდა, მაგრამ იცოდა რომ იქ იყო.
– სად ცხოვრობდი? – როგორი ცივი ჰქონდა ხმა. – სად გაქვს პირადი ნივთები?
შემოტრიალდა. უჭირდა დალაპარაკებოდა მაშინ, როცა ასეთი არაფრისმთქმელი თვალებით უყურებდა. არ უპასუხა.
– ნინე, მდგომარეობიდან ნუ გამოგყავარ. – ისევ ისეთი ცივი ხმა.
– რად გინდა? – ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოთქვა.
– კითხვაზე მიპასუხე!
– ოთახი მქონდა დაქირავებული იქ სადაც ვმუშაობდი.
ვაჩეს თვალები ჩაუმუქდა. იმ ადგილის ხსენებას წყობიდან გამოჰყავდა. მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა, თავი რომ გაეკონტროლებინა.
– წავედით!
უკან გაყვა პატარა ბავშვივით, რომელსაც საბავშვო ბაღში წასვლა არ უნდა, მაგრამ არაფერი გასდის მშობლებთან და შეგუებული სევდით მიუყვება გზას.
მარტო ავიდა ნინე. თვითონ დაბლა ელოდეოდა. გული ერეოდა აქაურობაზე. თავს ძლივს იკავებდა.
როგორც იქნა გამოჩნდა, ხელში მძიმე ჩემოდანი ეჭირა. პატარა ხელჩანთა მხარზე გადაეკიდა. ვაჩე გადმოვიდა მანქანიდან და ჩემოდანი გამოართვა.
– რა გიდევს აქ?
– ტანსაცმელი.
ვაჩე მანქანისკენ არ წამოსულა. საპირისპირო მიმართულებით გაემართა და იქვე მდგარ ნაგვის ურნაში ჩაუძახა ნინეს ავლადიდება. ვერ იტანდა ვერაფერს, რაც ნინეს წარსულთან აკავშირებდა. მობრუნდა და მშვიდად ჩაჯდა მანქანაში. ერთხანს გაშტერებული იდგა ნინე. ვაჩეს სიგნალზე ძლივს მოვიდა აზრზე. მადლობა ღმერთს, გამოცვლა მოასწრო და ის გახეული პერანგი აღარ ეცვა. ბოლოს ჩაჯდა მანქანაში. ვაჩემ დაძრა. დიდი ხანი მიდიოდნენ. არც ერთი იღებდა ხმას. ან რაღა ჰქონდათ სათქმელი? ხვდებოდა ნინე, ვაჩემ გეზი თბილისისკენ აიღო. ტკივილიანი იქნებოდა მისი იქ დაბრუნება, მაგრამ კარგად ესმოდა, იქ უნდა დაესრულებინათ, სადაც დაიწყეს.
თავის სახლში მიიყვანა ვაჩემ. არ იცოდა ნინემ როგორ მოქცეულიყო, იმას ხვდებოდა, რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო ამდენი ტკივილის შემდეგ, მაგრამ როგორ უნდა გაეგრძელეინა არსებობა, ამას ვერ ხვდებოდა.
როგოც კი ფეხი შედგა, გაახსენდა აქ გატარებული თითოეული წამი. ბედნიერიც – ვაჩესთან ერთად და ტკივილიანიც – მის გარეშე. სანამ განაჩენს გამოუტანდნენ რამდენი დღე ცხოვრობდა აქ?! გასაღებიც კი თან წაიღო. ახლაც ჩანთაში ედო. არ უთხრა ვაჩეს. რაღა აზრი ჰქონდა ახლა რამის თქმას?
მობუზული იდგა უზარმაზარ მისაღებში და არ იცოდა რა ექნა, საით წასულიყო. თავით ანიშნა ვაჩემ წამომეყევიო და ისეც გაჰყვა. ერთ-ერთ ოთახში შეუძღვა და აქ იცხოვრებო, ისე უთხრა გეგონება სასტუმროს ნომერს აჩვენებდა. უემოციოდ დატოვა ოთახი და კარი გაიხურა.
რას ჰქვია აქ იცხოვრებს? რატომ უნდა იცხოვროს აქ? რატომ უნდა აიტანოს ვაჩეს არაფრის მთქმელი თვალები? რატომ უნდა გრძნობდეს არარაობად თავს? არაფრის გულისთვის არ დარჩება აქ. ჯერ არ იცის სად წავა, მაგრამ რომ წავა, ეს ფაქტია!
ახლაღა შეამჩნია, რომ შუა ოთახში იდგა ატუზული და ხელჩანთა ისევ მხარზე ჰქონდა გადაკიდებული. მოიხსნა და იქვე საწოლზე დადო. კიდევ დიდხანს ფიქრობდა რა უნდა ეთქვა ხალხისთვის. როგორ გაემართლებინა საკუთარი სიკვდილი. ალბათ, ნოდარ მახარაძეც როგორ გაბრაზდებოდა?! როცა მიდიოდა, გასაგებად უთხრა, არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გამოჩნდეო. ახლა კი გამოეცხადება მკვდრეთით აღმდგარი რძალი და წარმომიდგენია, როგორ განრისხდება. ერთი წამით მამამისიც გაახსენდა, ნეტავ სად არის ახლა? მაგრამ იმდენად ტკივილიანი იყო წარსული, რომ აღარ უნდოდა გახსენება. თავი გააქნია, თითქოს აბეზარი ფიქრებისგან თავისუფლდებოდა და ლოგინზე გადაწვა.
დიდი ხანი იყო ასე. ბოლოს მობეზრდა. უკვე წყობიდან გამოყავდა იმას, რომ მუდამ სხვები განაგებდნენ მის ცხოვრებას. არც ვაჩეს მისცემდა იმის უფლებას, რომ ასე უცერემონიოდ მოეყვანა სახლში და გამოეკეტა ოთახში. გასაგებია, ეს ხომ ვაჩე იყო, მაგრამ მაინც არ ჰქონდა ნინეს ტერორის უფლება, ზუსტად ამას გრძნობდა. ატერორებდა, აშინებდა, უსიტყვოდ ემორჩლებდა, მაგრამ ახლა საკმარისი იყო უკვე. ეყოფა რაც უხარა თავი. მიუხედავად ამდენი ტკივილისა, რაც ვაჩეს მიაყენა, მასაც ჰქონდა სიტყვის უფლება. მორჩა, საკმარისია, ახლავე მივა და ყველაფერს პირში მიახლის რასაც ფიქრობს.
ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა და კიბით დაბლა დაეშვა. კაბინეტში იჯდა ვაჩე და რაღაც საბუთებს ჩაჰკირკიტებდა. ნინეს შესვლა იგრძნო და თავი ასწია. ერთი უბრალო მზერაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნინეს მთელი გამბედაობა, ხელში შემოდნობოდა. მთლიანად ამოუფრინდა თავიდან წინასწარ მომზადებული ტექსტი. მერე როგორი დალაგებული ჰქონდა?! დიდხანს იდგა ასე და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, არც ვაჩე აცილებდა თვალს და ელოდებოდა რას ეტყოდა.
– აქ რისთვის მომიყვანე? – მხოლოდ ეს მოახერხა და რიხიც საერთოდ დაჰკარგვოდა ხმას.
ვაჩე ხმას არ იღებდა. არც მზერას აშორებდა.
– გკითხე მე მგონი რაღაც, – უკვე გაბრაზება ეტყობოდა ხმაში. – ვინ გგონია თავი? რატომ ფიქრობ რომ ჩემზე რამე უფლება გაქვს? არავითარი უფლება! დაიმახსოვრე, არანაირი უფლება არ გაქვს რამე მიბრძანო და მითუმეტეს მე არ ვაპირებ დაგემორჩლო.
ვაჩე წამოდგა. ხმა ჩაუწყდა ნინეს, ერთი სიტყვაც ვეღარ თქვა. მიუახლოვდა, ძალიან ახლოს მივიდა. თვალებში ჩააშტერდა. ღმერთო, როგორი ცივი მზერა ჰქონდა. მუხლები აუკანკალდა ნინეს.
– იმიტომ რომ, შენში ძალიან ბევრი ფული გადავიხადე. – ყურთან ძალიან ახლოს დაიხარა – გიყიდე, გესმის? ჰოდა ახლა ჩემი საკუთრება ხარ და აი, ზუსტად ამიტომ დარჩები აქ. მანამ სანამ მე არ მომინდება გაგიშვა. – წელში გასწორდა და კარებისკენ გაემართა. ზღურბლთან მისული გაჩერდა. – შეიძლება მიჩვეული ხარ მრავალფეროვნებას, მაგრამ დღეიდან შეეგუე, მარტო ჩემი სათამაშო იქნები. – არც მობრუნებულა ისე წარმოსთქვა ეს სიტყვები და კარი გაიხურა.
სისხლი გაეყინა ნინეს. მეტი ვეღარ შეძლო. იქვე ჩაიკეცა და აქვითინდა. როგორი მტკივნეული იყო?! ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო ვაჩესგან. უკანასკნელი ქუჩის ქალივით დაამცირა. მორჩა, აღარ არსებობდა მისი ვაჩე. ეს სულ სხვა ადამიანი იყო. სასტიკი, დაუნდობელი და მისი საკუთრება იყო ნინე.



**********************************
ეძღვნება ა'ნინეს... ჩემს თეთრ ანგელოზს...

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას თქვენი თბილი გამოხმაურებებისთვის. ბევრი აღარ დარჩა, მალე დავამთავრებ...



№1  offline ადმინი შამანი

პირველი ვარ ^^^
ახლა წავიკითხავ <3 ვიცი რა დიდი სიამოვნება მელის წინ <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№2  offline მოდერი nicol

შამანი
პირველი ვარ ^^^
ახლა წავიკითხავ <3 ვიცი რა დიდი სიამოვნება მელის წინ <3

<3 <3 <3 <3 <3 <3 <3
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline წევრი ტასიკო

საღამოს მოუთმენლად ველოდები რომ ახალი თავი წავიკითხო,ძალიან მომწონს.

 


№4  offline ადმინი შამანი

ვაიჰ,ემოციებში ვარ...
გულახდილად ვიტყვი,არ მოველოდი ჩემი ნინესგან ამ ნაბიჯს! თუმცა ალბათ გულის სიღრმეში მესმის მისი...და მწამს,რომ რაღაც ისე არაა,როგორც აქ ჩანს.
ვაჩე მეტკინა,ძალიან მეტკინა... ვიცი როგორ უჭირს,როგორ სტკივა.
ძალიან გულში ჩამწვდომია ,ჩვენი ისტორიის თითოეული თავი. ♥
იმედია,ყველაფერი კარგად იქნება. მე მაინც მჯერა. ♥
შენ ხარ ყველაზე ნიჭიერი! უნიჭიერესი! ჩემი თინი! ♥
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№5  offline მოდერი nicol

ტასიკო
საღამოს მოუთმენლად ველოდები რომ ახალი თავი წავიკითხო,ძალიან მომწონს.


ძალიან მიხარია... მადლობა
--------------------
თინა ნიკოლ

 


№6  offline მოდერი sopiko

ყველა თავი ერთდროულად წავიკითხე და ძალიან მომეწონა :-D შენს წინა ისტორიაზე მეტადაც კი და ეს იმიტომ რომ ის სიუჟეტი ნაცნობი იყო ჩემთვის. აქ დაწერილ ისტორიებზე არასდროს ვტირივარ მაგრამ ეს მოთხრობა ერთ-ერთია რომელმაც ემოციებით ამავსო. ხმამაღლა ვკითხულობდი და თავი ნინეს ადგილას წარმომედგინა :-D მიუხედავად იმისა რომ ეს ჯერ მეორე მოთხრობაა შენი ძალიან მომწონხარ ♥♥♥ და წარმატებებს გისურვებ. პ.ს. ასაკი ქალების საიდუმლოა მაგრამ მეც ქალი ვარ და იქნებ გამიმხილო? :-D

 


№7  offline მოდერი nicol

sopiko
ყველა თავი ერთდროულად წავიკითხე და ძალიან მომეწონა :-D შენს წინა ისტორიაზე მეტადაც კი და ეს იმიტომ რომ ის სიუჟეტი ნაცნობი იყო ჩემთვის. აქ დაწერილ ისტორიებზე არასდროს ვტირივარ მაგრამ ეს მოთხრობა ერთ-ერთია რომელმაც ემოციებით ამავსო. ხმამაღლა ვკითხულობდი და თავი ნინეს ადგილას წარმომედგინა :-D მიუხედავად იმისა რომ ეს ჯერ მეორე მოთხრობაა შენი ძალიან მომწონხარ ♥♥♥ და წარმატებებს გისურვებ. პ.ს. ასაკი ქალების საიდუმლოა მაგრამ მეც ქალი ვარ და იქნებ გამიმხილო? :-D


პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა... მიხარია თუ ასე მოგეწონა :) რაც შეეხება ჩემს ასაკს...კი ვარ უკვე იმ ასაკში რომ ვმალავდე... მაგრამ მარტო ქალები თუ ვართ გავამხელ... 25 წლის ვარ :D
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline მოდერი sopiko

არაფრის ჩემო კარგო :-D დღეიდან იცოდე რომ გელოდებიი... სხვა თაყვანისმცემლებთან ერთად... (ნუუუ ეხლა ხო იცი ვინც იგულისხმება :-D)

 


№9  offline ახალბედა მწერალი ერკე

ვაიმე როგორ მტკივა გული :( საშინლად მეტკინა
ვაჩეს ადგილას, რომ წარმოვიდგინე თავი, მივხვდი...
როგორ საშინლად უჭირს, როგორ სტკივა და როგორ უნდა რომ ეს ყველაფერი რეალობა არ იყოს
მის მდგომარეობაში შევდივარ.
ვხვდები რა იმედგაცრუებულიც არის
ადამიანი კი ასეთ დროს ყველაზე მეტად საშიშია
საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც...
მესმის მისი, კარგად მესმის რასაც ფიქრობს, მაგრამ არ მჯერა ნინე რომ ისე მოიქცეოდა, როგორც ვაჩე ფიქრობს, უბრალოდ არ მჯერა ამის.
ნინე ანგელოზია, თეთრი ანგელოზი, ხოდა არამგონია ის შეცდომა დაეშვა
რასაც ახლა ფიქრებში აწერს ვაჩე.. ვიცი რასაც ფიქრობს
ვხვდები და ეს მეც მაგრად მეტკინა
მასთან ერთად.
საოცარი იყო, როგორ ამავსო ამ დეპრესიული სევდით
მაგრამ მაინც მომეწონა.
ერთი-ორგან გავჩერდი, რომ ვეღარ ვაგრძელებდი კითხვას.
ეს რა იყო :O
love love
შემდეგსაც მალე ჩავიგდებ, აქ გაჩერება ნამდვილად არ შეიძლება!!!
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№10  offline წევრი nini31323

ოუუუუ რამაგარიაააააა. მგონია ტომ ნინე ისეთი არაა როგორიც ვაჩეს ჰგონია

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა იყო ეს...
ვიცი ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ მანამდე გული გამისკდება

 


№12  offline წევრი katokatia

ვაიმეეე უმაგრესია რა. ადვილად მბეზრდება ისტორიების კითხვა და შუა გზაში ვწყვეტ, მაგრამ ეეს, ეს განსხვავებულია და რეალურიც. შენ ისეთი რაღაც დაწერე, რაც მართლა ხდება... მოკლედ აღტაცებული ვარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent