ირწმუნე ჭეშმარიტება! (სრულად)
მუსიკის თბილი ჰანგები ისმოდა ჩაბნელებულ დარბაზში და მელოდიას სხეულს აყოლებდა არაჩვეულებრივი წყვილი.ბიჭი შიგადაშიგ ყურში ტკბილ სიტყვებს უჩურჩულებდა გოგონას და მასაც მარჯნის ბაგეზე ბედნიერების ღიმილი კაიფობდა.გოგონას ფარატინა სხეული ტკიპასავით ეკრებოდა ბიჭს და უსასრულობას უღიმოდა მერე ხელს დახედავდა ხოლმე და ცრემლის გორგალს იშორებდა მუჭით,არათითზე ნიშნობის ბეჭედს თვალებ გაბრწყინებული უყურებდა და ახლა მისთვის მთელი სამყარო ერეკლე იყო მისით სუნთქავდა მარიამი.სიყვარული?ეს სიყვარულზე მეტი იყო.იყო მონატრება სითბო,ყველაფერი იყო...დიახ იყო... ხალხი ტაშით აჯილდოვებდა ახლად დანიშნულებს და ულოცავდნენ...მარიამი უბედნიერესი იყო,დაფრინავდა სიხარულით.აბედნიერებდა მის ცხოვრებაში უცნაურად შემოჭრილი ერეკლე,სიყვარული რომ ასწავლა და ისე მოაჯადოვა რომ მის გარეშე ვერც კი სუნთქავდა.ბიჭი ეხვეოდა გოგონას და მის თველებში ცბიერების სხივი კაიფობდა.არიყო ეს სიყვარულით გამოწვეული ბედნიერება ეს რაღაც ამოუცნობი იყო. —რატომ ტირი მარუ? —მე ბედნიერი ვარ! —ამიტომ ტირი?გაეცინა ბიჭს გოგოს გულშვილობაზე და მოუნდა მისი ზღვისტალღისფერი თვალები დაეკოცნა. —ხო ამიტომ ვტირი...მგონია ამდენი ბედნიერება ცუდია მგონია მალე შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და ხელიდან გამომეცალოს ყველაფერი... —ამაზე ნუ ფიქრობ ჩემო პარატავ ყველაფერი კარგად იქნება.უთხრა გოგოს და მაგრად მოეხვია მისი თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა და გაინაბა.ხანდახან სძულდა საკუთარი თავი ასე უმოწყალოდ რომ ექცეოდა გოგოს მაგრამ მყისვე იშორებდა ამ ფიქრებს და გეგმებს მიყვებოდა. *** —იცი როგორ მიყვარხარ?!ჰკითხა გოგონამ ბალახზე წამოწოლილ ბიჭს. ერეკლეს გაეღიმა და შეხედა მის გვერდით მწოლიარე გოგონას. —როგორ?ჰკითხა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ბიჭმა. —უსაზღვროდ!უთხრა გოგომ და ხელები გაშალა და ცისფერ ცას ახედა.ჩაუმად ჩამოუგორდა თვალსზე ცრემლები და მისი დამალვა სცადა ბიჭმა კი მაინც ნახა მის ცისფერ თვალებზე აბრჭყვიალებული ცრემლი,ზემოდან მოექცა თვალები დაუკოცნა მერე მის ღვინისფერ ბაგეებს დაეწაფა...ხანდახან მართლა არ თამაშობდა,უბრალოდ ცდუნებას ვერ უძლებდა უნდოდა მის ტორებში მოექცია მარი და არსად გაეშვა...მოფერებოდა,გვერდით ყოლოდა... *** -მარი იცი შენი საქმრო ვნახე ვიღაც გოგოსთან ერთად მერომ ვმუშაობ იმ სასტუმროში ერთი ოთახი აიღეს. -არა!ის არიქნებოდა.ვერ იქნებოდა სიმწრით იღიმოდა მარი.ყოველთვის ეგონა რომ ერეკლე არ გავდა სხვა კაცებს,რომ მისთვის სიყვარული წმინდათა წმინდა იყო,რომ მათი სიყვარული მხოლოდ სიყვარული არ იყო...თურმე მხოლოდ ეგონა...მართალი აღმოჩნდა რაც მისმა მეზობელმა უამბო ერეკლეზე,არ ჯეროდა თავიდან სანამ მისი თვალებით არ დაინახა... ერეკლემაც დაინახა მარი კი უბრალოდ გამობრუნდა და დაუყვა ტროტუარს.დრო არაფერს აშუშებს.ეს მტკნარი სიცრუეა.დროის სვლამ ნერვიულობამ ყველაფერმა ერთდ იჩინა თავი და მარის ბავშვობაში ერთხელ დამარცხებულმა დაავადებამ შახსენა თავი.უყურადღებობამ გაამწვავა ყველაფერი.იმანაც რომ ერეკლე თურემე მარსთან იმიტომ იყო რომ მამამისზე შური ეძია.ცხოვრებით გადაღლილი მარი კი ადგა და საფრანგეთში წავიდა მის ერთადერთ მეგობართან ლაიზასთან. ზამთრის ცივ დღეებში დააბოტებდა ხოლმე ალუბლის ბაღში.სევდაშეპარული თვალებით უყურებდა ხეებს და თვალებზე ეფდებოდა ბინდი,ცრემლის სუდარა...იგი ტიროდა,არა იმიტომ რომ იწურებოდა მისი სიცოცხლის ფიალა არამედ არ უნდოდა ისე მომკვდარიყო რომ არ ენახა როგორ გამოისხამდა ეს ხეები კვირტებს,როგორ შემოეპარებოდა ბუნებას გაზაფხული... ტიროდა და გათოშილი საათობით იდგა მარტო,ობლად ისედაც ობოლი.გრძნობდა აღსასრულს,ვეღარც სუნთქავდა წესივრად,სახეზე ემჩნია მწარე უბედურება.მარტოობა...მარტოობა... დიდი ხანი სეირნობდა პარიზის ქუჩებში.ირგვილივ კი თოვდა და თოვდა...ქუჩაში კი მიდიოდა ერთი მწირი,მარტო ერთი...მარტოსული...ემშვიდობებოდა,ეალერსებოდა,მისტიროდა და ელოდა.თვალცრემლიანი მიაბიჯებდა მედგრად.გამთიადისას დაბრუნდა შინ..შეშფოთებული ლაიზა თვალცრემლიანი შეეგება მარიამს.საწოლში ჩააწვინა გათოლიშილი და სამყაროს მოწყვეტილი მარი.მთელი ღამე ბორგავდა,ცუდად იყო ვერ ისვენებდა მტირალი ლაიზა კი სასთუმალთან ეჯდა და ეფერებოდა მის ქერა დალალებს.გვიან ღამით ძალიან ცუდად გახდა უკვე ვერ სუნთაქავდა და სისხლს აღებინებდა...ექიმმა ვერაფერი იღონა.იმედი ისედაც არ იყო...ღამის სამ საათზე მიიცვალა მარიამი...ბოლოწუთებში ლაიზას ერეკლეზე უყვებოდა უთხრა თუ რაძლიერია მისი სიყვარული ყველაფრისდა მიუხედავად და უკანასკნელად აღიარა რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარდა და ენარტებოდა .გული სწყდებოდა და უნდოდა ალუბლის ნორჩი ყლორტების სურნელი შეეგრძნო უკანასკნელად...ყველა ორანჟერიეში დარეკა ლაიზამ და მოუტანეს მარის ალუბლის ტოტები...გახარებულმა მარიამმა გულში ჩაიკრა და ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი...ლაიზა მის პირდაპირ იჯდა სულ ახლოს ისე რომ ერთმანეთის სუნთქვას სახეზე გრძნობდნენ...თვალდახუჭულმა.მარიმ ჩამქრალი ხმით უთხრა —შენი სუნთქვა სახეზე სუსხიანი ზამთარივით მივლის და მყინავს.ცრემლმორეულმა ლაიზამ უკან ჩაიჩოჩა,მარიმ ხელზე აკოცა და წავიდა... *** კუბოს ათიოდე კაცი მიაცილებდა..მზე აცხუნებდა და თოვლის სუდარას ბრწყინვალებას მატებდა...ღვთისმშობლის ტაძრის სასაფლაოზე დამარხეს,მის საფლავის გვდით ალუბლის პატარა ხეები ერგო..ყველა ტიროდა ლაიზა იხრჩბოდა ცრემლებში...მარის ერთადერთი მეგობარი... *** ლაიზამ ერეკლეს შეატყობინა მარის გარდაცვალების შესახებ.მეორე დღეს უკვე მარის საფლავთან იყო მუხლებზე დაცემული და ხმამაღლა ტიროდა...ებოდიშებოდა...ელაპარაკებოდა,დაბრუნებას სთხოვდა...მერე მარის ბინაში დაბრუნდა მის ოთახში შეიკეტა..იქ ჯერაც იდგა მარის სურნელი...საწოლზე მარის დღიური ნახა კითხვა დაიწყო,ყოველი სიტყვის წაკითხვისას ცრემლზე ცრემლი ეკიდებოდა...სძულდა მისი თავი..ნანობდა...მთელი ღამე კითხვაში გაატარა...ყოველი გვერდის წაკითხვისას უფრო და უფრო სძულდა საკუთარი თავი..ბოლო სიტყვაზე "მე ის მიყვარს,და ზევითაც მეყვარება" მიწაზე დაეცა და გულამომჯდარი ტიროდა...ხელებს იატაკს ურტყამდა,მოთქვდა...ვერ პოულობდა სიმშვიდეს,ბორგავდა მისი სული...მთელი ამხნის მანძილზე გრძნობდა რა ძლიერ ჰყვარებია მარი,როგორ მალვით შემოიპარა მასში ეს ეგზომ ნატიფი და სათნო გრძნობა სიყვარული რომ ჰქვია...ნეტავ ასე არ დაეტანჯა ეს ეული გოგო,ნეტავ მაგრად ჩაეჭიდა მასზე ხელი და არსად გაეშვა...მაგრამ გვიანაა...მარიამმა დატოვა... ერეკლეს გული და სული თან გაიყოლა,ხოლო ლეში მისი უსულოდ დაირება მიწაზე...ვერ აზროვნებს გონებაში მძაფრად აქვს მარიამის სიყვარული მისი მონატრება,მთლიანად მარიამის არსება გამჯდარი.ეტრფის მის დღიურს და სასოებით ეპყრობა მის ნივთებს,აღამებს და ათენებს საფლავზე...ყველას ჩამოშრდა...მოიცილა ყველა და ყველაფერი მარის სიყვარულის გარდა და თავი მიუძღვნა უფალს..და იგი გადაიქცა ღვთის კაცად,მსახურობდა მონასტერში და უფრო ახლოს გრძნობდა მარის,გულში სჯეროდა რომ ზეცაში ელოდა მარიამი და მალე ნახავდა მას და ვერაფერი შეუშიდა ხელს მათ სიყვარულს. მაღლა,კლდეში არის ერთი მონასტერი საიდანაც ულამაზესი სანახაობა იშლება...მწვანედ ახასხასებულ ბალახებზე თეთრი გვირილები ხარობენ,ეკლესიის ფასადები მზის ამოსვლისას საოცარ ბრწყინვალებას გადმოსცემენ....თითქოსდა შარავანდედი ადგასო...ეკლესიის უკან ალუბლის ბაღია გაშენებული და იქ ნახავთ ხის სკამზე მჯდომ მწირს...თოვლის ფიფქივით ქათქათა წვერიანს,სევდა დაბუდებულ ლურჯ, ოდესღაც მეტყველ თვალებში ტკივილი რომ დაბუდებულა ღაწვებს კი მარგალიტისებურად ბრწყინავი ცრემლი ცრემლზე დაჰკიდებია გულში კი დღიური აქვს ჩახუტებული...ის სუნთქავს და ლოცულობს მხოლოდ, ხოლო მისი ხმა იშვიათად ესმით მობინადრეებს...ხშირად უნახავთ ღამე როგორ დაბორიალობდა ხოლმე ტყეში და მარიამს გაიძახოდა.ხალხი ამბობდა ეს კაცი მარადიული სიყვარულის ცოცხალი მაგალითიაო...ყველამ იცოდა რომ უყვარდა ვიღაც მარი რომლის სიკვდილშიდაც იდანაშაულებდა თავს,მე ის ვერ დავაფასეო.ტყე-ტყე დაეხეტებოდა ხოლმე მტირალი და ლოცულობდა წვიმა იყო თუ ავდარი...ღამით ერეკლეს ხშირად ჩაესმოდა მარის ძახილი,წამოდგებოდა ხოლმე და უკვე ღრმად მოხუცებული გაზას მიიკვლევდა ტყე ღრეში და ეძებდა მარიამს...ერთხელაც ეზმანა მისი საყვარელი ქალი და მთვარეული დაეხეტებოდა ტყეში...გაზაფხული იყო მაშინ ალუბლის ტოტები იფურჩქნებოდნენ და საამო სურნელს ჰფენდნენ მიდამოს...წვიმდა, ერეკლე კი მიდიოდა წინ ვერ ხედავდა უფსკრულს,ვერ დაიანხა უკვე მოხუცი იყო თვალებში ძლივსღა იყურებიდა ხოლო წვიმამ საბოლოოდ გადაუფარა თვალებზე ბინდი...ფეხი ჰაერში გაუჩერდა და ინერციით მოადინა ზღართანი უფსკრულში....მან ჰპოვა სულიერი სიმშვიდე და შეხვდა მის ერთადერთ სიყვარულს მარიამს... დილით შეშის მოსაგროვებლად ტყეში წასულმა ბერებმა კლდის ახლოს ნახეს დღიური,იცოდნენ ვისაც ეკუთვნოდა და კლდეს მიუახლოვდნენ იქ კი ნახეს კლდეში გადაჩეხილი ერეკლე... მისი ამოსვენებისას ნახეს გულში ალუბლის რტოები ჰქონდა ჩახუტებული და მარჯნის ბაგეს ბდნიერების ღმილი უპობდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.