ფოტოებზე აღბეჭდილი ცხოვრება (5 ნაწილი)
ხომ არსებობს რაღაც მომენტი და გონია რომ ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს,არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება როდესაც საყვარელ მამაკაცს უძღვნი თავს და მისი ხდები.როგორც სულით ისე სხეულითაც და იცი რომ ეს გახდომა სამუდამო იქნება,შეუძლებელია რომ ეს ყველაფერი რაღაც უაზრობის გამო დასრულდეს და ყველაფერი გაქრეს.გაქრეს ის ლამაზი წუთები რომელიც მასთან გაკავშირებს და ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებ.აი ეს წუთები იყო,რომელსაც ვერასდროს ვერ დავივიწყებდი და ყოველთვის რაც არ უნდა მომხდარიყო,სამუდამოდ რომ ყველაზე ბედნიერი იქნებოდა და მემახსოვრებოდა.თუნდაც ეს ლამაზი წუთები ტკვილს მაყენებდეს რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც სულ სულ ჩემი და სულ ბედნიერი იქნებოდა და არასდროს არ ვინანებდი ამ წუთებს.დარწმუნებული ვიყავი რომ ეს წუთები და ეს ღამე მარტო ჩემთვის არ იყო ესეთი მნიშვნელოვანი. დილა თორნიკეს კოცნამ გამაღვიძა,ზემოდან დამყურებდა და თან იცინოდა.ესეთი საშინელიც არ უნდა ვიყო დილით მგონი,გავიფიქრე და მეც გავუღიმე. -გამარჯობა_ამჯერად მე ვაკოცე და გავუღიმე. -გამარჯობა,თუ მალე გაიღვიძებ საჭმელი არ გაგვიცივდება_კამოდზე დადებულ სინზე მანიშნა და მეც წამოვჯექი თან საბანი მკერდთან ხელით დავიკავე. -მე მღვიძავს_ნაწყენივით ჩავიჩურჩულე და გვერდით მომჯდარს გავხედე.წარბი ზემოთ აზიდა და გამიღიმა,რა ეხლა ეს?არ ვარ გამოღვიძებული თუ?სულ სიცილ-კისკისით ვისაუზმეთ.კიდევ ცოტახანი უბრალოდ ერთმანეთზე ჩახუტებულებს გვეძინა,მერე კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა.ძვლივს დავიძვრინე თავი თორნიკეს მკლავებიდან ისე რომ არ გამეღვიძებინა და კარის გასაღებად წავედი.კარი რომ გავაღე დედაჩემი შემრჩა ხელში,მიღიმოდა და ხელში ჩემი საყვარელი მარწყვის ტორტი ეკავა,რამდენი ხანია უკვე არ მიჭამია კარგია.რა დროს მარწყვია ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და შევეცადე გამეღიმა,მიდი და აუხსენი ეხლა ამას.მართალია კი არის თანამედროვეობას შეგუებული მაგრამ რამდენად ესე არ ვიცი და მაინც უბრალოდ უხერხულობა და სირცხვილის გრძნობა ერთიანად დამეჯახა. -არ შემომიშვებ?_ინტერესით იკითხა დედამ და დაეჭვებულმა გამომხედა -კი,შემოდი_გვერდით გავდექი და შემოვატარე.ტორტი ხელში მომაჩეჩა და თვითონ მისაღებისკენ წავიდა. -მარგო დედიკო ახალი გაღვიძებული ხარ?_ჩემს არეულ სახლით მიხვდა რომ ახალახანს გავიღვიძე და მდივანზე ჩამოჯდა.რომ გამახსენდა გუშინ იმ მდივანზე სადაც დედა იჯდა მე და თორნიკე რასაც ვაკეთებფით ლოყები ამიწითლდა და სირცხვილისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.მზერა თორნიკეს ჩემოდანზე გაშტერა დედამ და მე გამომხედა გაკვირვებულმა. -სადმე მიდიხარ?_ნაწყენმა მკითხა და "ეს როგორ დამიმალეს" სახით გამომხედა. -არა დედა_დაბნეულმა ვუპასუხე მეც და ძირს და მდივანზე დაყრილი ჩემი და თორნიკეს ტანსაცმელები ავკრიფე. -ხო კარგი,როგორ ხარ?_თავი გაიქნია და ღიმილით მკითხა.მეც დაბნეულმა გავეცი პასუხი,სულ არ მსურს დედას ესე გავაცნო თორნიკე.მათი შეხვედრა უფრო კარგი წარმომედგინა ვიდრე ესეთი. -დედიკო რა გჭირს?_შეშფოთდა დედა -არაფერი,უბრალოდ არ გელოდი_ვიმართლე თავი და ჩემი ოთახის კარიც გაიღო. -მარგანა ვინ არის?_თორნიკეს ძილისგან დაბოხებული და თბილი ხმა გავიგე მალევე,დედამ გაოცრბულმა თვალები ჭყიტა და ჯერ ხმა საიდანაც მოდიოდა იქეთ გაიხედა შემდეგ მე გამომხედა.მე თითქოს ყველაზე სამარცხვინო რაიმე ჩამედინოს ჭარხალის ფერი დამედო რომელსაც თეთრი და როგორც ამბობენ მკვდრის ფერი მედებოდა.თორნიკეს თვალები სანახევროდ დაეხუჭა და თმას ისწორებდა,წელს ზემოთ შიშველი იყო და ჯერ კიდევ ვერ შეემჩნია დედაჩემი.დედას რომ მოკრა თვალი მასაც ძალიან გაუკვირდა მისი დანახვა,შეცადა გაეღილა. -ბოდიში ეხლავე დავბრუნდები_უხერხულად ჩაილაპარაკა და უკვე ჩაცმული დაბრუნდა._მაპატიეთ ,თორნიკე_დაბნეულ დედაჩემს გაუღიმა და ხელი გაუწოდა.დედამ ჯერ მის ხელს დახედა შემდეგ მას გახედა და თავადაც ჩამოართვა ხელი. -ნანა_ამოილუღლუღა და არც უცდია გაღიმება. -კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს წეხანდელისთვის,მე მარგოს შეყვარებული ვარ_გაცნო თავი და მე თვალები დედაჩემზე უფრო ღია დამრჩა,პირიც ვერ დავიმორჩილე და გაოცებულმა ცოტათი გავაღე.უბრალოდ ზედმეტად მოულოდნელი იყო თორნიკესგან ეს "შეყვარებული",ჩვენი ურთიერთობისთვის სახელი რომ დაგვექრვა მანდამდე ჯერ კიდევ არ ვიყავით მისული და მან ესე უცებ მის უკითხავად უფრო გამაბედნიერა. -მე,რატომ არ მითხარი?_გაბრაზდა დედა და თორნიკეს გაუღიმა . -აუცილებლად მოგიყვები მერე_ჩავიდუდღუნე და მის გვერდით ჩამოვჯექი.კიდევ ერთხელ გამახსენდა გუშინდელი ღამე და ეს მდივანი და გავწითლდი,თორნიკე მაშინვე მიხვდა რაც იყო გაწითლების მიზეზი და ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.მეც გავუღიმე და დედას გავხედე,თორნიკეს შესწავლით იყო დაკავებული,არადა ესეთი არ არის ვიცი.ცოტა ხანი კიდევ დარჩა და თორნიკე უკეთ გაიცნო,მე ყავა მოვადუღე და ჩემს ტკბილეულთან ერთად ტორტოც დავჭერი. -ალერგია გაქვს არ დაგავიწყდეს_თორნიკეს სახე რომ დავინახე საყვარელი ტორტი რომ გამოვიტანე მაგრამ რა მისი ბრალია თუ ალერგიას აძლევს,გაბრაზებულმა გამომხედა.ეს ნიშანი იყოს იმის რომ მეორედ აღარაფერს მეტყვის ესეთს თორე უკვე ნერვებს მოვუშლი ესე ალბათ,მომხიბლველად გავუღიმე.რა ჩემი ბრალია ეხლა მაგის ალერგიები მარწყვთან დაკავშირებით,ან ის რა ჩემი ბრალია მარწყვზე რომ ვგიჟდები და ასევე მარწყვისგან გაკეთებულ უამრავ რაღაცაზე.დედა გავაცილე და ვუთხარი რომ ხვალ შევუვლიდი,დღეს რომც მდომოდა სულ არ მქონდა გეგმებში არსად წასვლა.მთელი დღის სახლში გატარებას ვაპირებდი და არავითარ შემთხვევაში მარტო. -ძალიან კარგი დედა გყავს_დავბრუბდი თუ არა კალთაში ჩამისვა და კოცნით მამცნო. -მადლობა_მეც ვაკოცე და სიცილი ვერ შევიკავე ყელში რომ მაკოცა. -დედაჩემსაც გაგაცნობ მალე_კოცნა არ შეუწყვეტია ისე ამოიჩურჩულა და საშინლად გამიხარდა მისგან ეს სიტყვები რომ მოვისმინე_ჯერ მეგობრები უნდა გაგაცნო_მეგობრების გაცნობამ გამახარა კი არა გამაბედნიერა.ვიცი რა მნიშვნელოვანი არის მეგობრები მისთვის და ასევე ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანები არიან.საბად,ნინის და ლაშას გარეშე ჩემი სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია,გულს მტკენს ის ფაქტი რომ უჯვე ორი წელია საბა ამერიკაში გადავიდა და მხოლოდ ზაფხულობით თუ ახერხებს ჩამოსვლას.ნინის და ლაშას სტუდენტი რომ გავხდი იმ წელს გავიცანი და საბა ორი წლიდან ერთად ვართ.ჩემი ბიძაშვილი არის და ერთად ვცხოვრობდით მეათე კლასამდე შემდეგ სხვანაგ გადავიდნენ და ჩვენს გადმოვედით ახალ სახლში.მაგის მიუხედავად ერთ კლასში ვიყავით და ტოლები ვართ,ხშირად გვეუბნებოდნენ ხოლმე რომ ტყუპებივით ვიყავით.მე ძმა არ მყავდა მას და და ესე ვავსებდით ერთმანეთს,ერთი სული მქონდა როდის დასრულებდა ივნისის ბოლოს სამსახურს და ჩამოვიდოდა,ამ დღემდე კი ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი. -მეც გაგაცნობ ჩემს მეგობარს_საბათი ბედნიერმა ჩავილაპარაკე -გამახარებ,მარგანა საშინლად მშია_ეს და ნინი რა წუწუნები არიან რა,სულ წუწუნებენ . -სულ როგორ უნდა გშიოდეს შენ_გავგულისდი მე და სამზარეულოსკენ წავედი. -ძალიან გემრიელი ხარ მაგრამ საჭმელიც ძალიან მიყვარს_უკნიდან ჩამეხუტა და ოდნავ წამოზრდილი წვერით ყელში ლოყა აყოლდაყოლა .ბევრი არაფერი მომიმზადებია რაც მას მოუნდა ისინი და ოჯახურ გარემოში ვივახშმეთ.ძალიან მომწონს მე ესეთი ცხოვრება და სულ აქ დავიტოვებდი თოკას,რა კარგი იქნებოდა მაგას მარტო რომ ვწყვეტდე.იქნებ და სულ არ უნდა თორნიკეს ეგ დაფიქრდი ხოლმე,გავუბრაზდი ჩემს თავს და ჭამა განვაგრძე.მთელი დღე სახლში გავატარეთ და ფილმებს ვუყურეთ,ჟანრი რომელსაც ვერ ვიტან არის დრამა.ვერ ვიტან როდესაც ფილმის გამო ვტირი და ამიტომ მაგას ისევ საშინელებათა ფილმები მირჩევნია.საღამოს ჩემს ღორმუცელას საყვარელი კერძები მოვუმზადე და ერთი პირობა უკან ჩამოვიტოვე. -ხვალ ჩემს სტუდიაში წავიდეთ,საქმე მაქვს და მერე სადმე ბუნებაში გავიდეთ რა _მდივნიდან გამომძახა ხვალინდელი დღის გეგმა თომ და მეც თავი ვანებე ხორცის შეწვას და მისაღებში გავედი. -ნინის და ლაშას უთხარი,მოუხდება ნინის ბუნებაში_ტელეფონი ვესროლე და სამზარეულოსკენ წავედი ისევ -იქნებ მარტო მინდოდა შენთან ყოფნა _გამებუტა თო,ვიცოდი რომ ამას აპირებდი სანამ ვეტყოდი მაგრამ აღიარებს კი ეხლა? -მარტო წადი შენს მდივან თოკუნასთან ერთად_გავძახე და ხორცი გადავაბრუნე,არც ეჭვიანობა არც არაფერი სიბრალულის მეტი თიკუნასთან მიმართებაში.ჯერ გოგო სილამაზეს რომ ვერ დაოფასებ და ისეთ საშინელ მაკიაჟს რომ გაიკეთებს როგორც ის,არვიცი არვიცი.ტანიც კარგი აქვს მაგრამ იმდენად ღრმა დეკოლტებს და მოკლე კაბევს იცმევს რომ ყველაფერს უკარგავს სილამაზეს.მე რადგანაც მაკიაჟს არ ვიკეთებ ხშირად იმიტომ არ ვამბობ ესე არის,მოკლე კაბებსაც კარგად ვიცმევ და დეკოლტებს მაგრამ ისე რომ სილამაზე არ დაიკარგოს. -ნუ ეჭვიანობ ცუნცულ_სიცილით გამოვიდა სამზარეულოში -ეგღა მაკლია ეგეთებზე ვიეჭვიანო,ადამინმა თუ თავის ფასი იცის ეგეთებთამ საქმე არ დაიჭერს_ირონიულად ჩავილაპარაკე და თეფშზე ლამაზად გადავანაწილე ხორცი -ესეთი რომ ხარ მაგიტომ ხარ საოცრება_ყელში მაკოცა და სკამზე ჩამოჯდა. -საოცრებაზე საოცრება_გავუცინე და მის ფეხებზე ჩამოვჯექი.ძალიან რბილი და კარგი არის ,ისეთი მთელი დღე რომ იჯდე არ მოგბეზრდება იცი.საღამო გუშინ დაწესებული ტრადიცით დავასრულეთ. დილას მე გავაღვიძე და დღევანდელი გეგმები გავახსენე.გაბრაზებული ბუზღუნებდა და იმდენი მოახერხა მთელი დილა საწოლში გავატარეთ,მერე ისიც ჩხუბით გავაღვიძე და სტუდისკენ წავედით,ჩემზე მეტი დრო დასჭირდა მგონი მოსამზადებლად თავი კი იმით იმართლა.რომ საჭირო არის -ხომ უნდა მოვაწონო თავი ჩემს დედოფალს_იმართლა თავი,მე ისედაც მომწონს არ არის მეტი საჭირო. -ძალიან წუნია ვარ გაითვალისწინე_დავცინე მე და ძვლივს გავაგდე კარში,თიკუნა რომ დავინახე რა თვალებით გახედა თორნიკეს ჩამეცინა და მის ხელს თითების მოვეფერე.თუ არ გასკდებოდა არ მეგონა ხელჩაკიდებულები რომ შევედით,სანამ წავიდოდა მანამ გავიცანი თიკუნა და მაშინვე ვაღიარე მისი დაბალი დონე მაღალი ქუსლებისა და ფეხების მიუხედავად. -გამარჯობა_მივესალმე და გავუღიმე -შუა დღე მშვიდობის_მანაც გაგვიღიმა თავისი ჭკუით და რაღაც ფოტოები აიღო._თორნიკე ესენი შენ რომ მთხოვე ისინი არის_მისმა მიმართვამ საშინლად მომიშალა ნერვები მაგრამ არ შევიმჩნიე და გავიღიმე,დავშვიდობე და თოთქმის ძალით შევიყვანე თორნიკე კაბინეტში.ყველაზე საშინელი გრძნობა როდესაც ეჭვიანობ,გული ათას ნაწილად რომ გეფლითება,სუნთქვა გიჭირს მაგრამ მაინც ცდილობ ეს ყველაფერი დაფარო და იღიმი.იღიმი ისე რომ თითქოს არაფერი მომხდარა,არაფერი გიგრძვნია და ეს პატარა თუ დიდი ეჭვიანობა არაფერს ნიშნავს. -თორნიკე ესენი შენ რომ მთხოვე ისინი არის_გავაჯავრე თორნიკე სიცილით და მის სავარძელში ჩავჯექი._არა რა მეცოდება შენი მდივანი_ტუჩები დავბრიცე შეცოდების ნიშნაფ და თორნიკეს სიცილს ყურადღება არ მივაქციე. -რატო?_მკითხა და ჩემსკენ წამოვიდა. -ისე ძალიან უნდა შენი თავი,მგონი სადაცა დავუთმო_სახის მიმიკა არ შემიცვლია ისე ვუთხარი. -გავიგე საწოლში კარგი არისო_გამაჯავრა კი არა გამაბრაზა მისი სიტყვებით,რა იყო ეხლა ეს.რაში აინტერესებს როგორი არის საწოლში თიკუნა. -ხოდა თიკუნა გყავდეს_გავბრაზდი მეც უაზრობაზე,კი ვიცოდი უაზრობა რომ უყო მაგრამ მაინც გავბრაზდი. -ძალიან გიხდება ეჭვიანობა_მაკოცა და ჩემს წინ დადგა –შენ უფრო_როდის ვნახე კი მაგრამ რომ ვატლიკინებ ამ ენას,ჩაეცინა და მეც გამეცინა.აბა ამ თიკუნას გამო ხომ არ ვეჩხუბები.რამოდენიმე სამახსვრო ფოტო გადამიღო და სახლში წამოვედი საღამოსთვის რაიმე რომ გამემზადებინა,დარიგება არ დამვიწყებია რომ შეეძლო გაეგო როგორი არის თიკუნა და სიცილით დავტოვე ოთახში გაოცებული და გაწითლებული თო.ყველაფერი ლამაზად ჩავაწყვე კალათაში რომელიც საბამ მაჩუქა რომ ჩამოვალ დაგვჭირდებაო და მართლაც რომ დამჭირდა,ეხლაც და წინა წელსაც.ნინიმ და ლაშამ გამომიარა და თორნიკეს გავუარეთ სამსახურში,ზედმეტად შეყოლია მუშაობას დღეს.ჩუმად დავცინე და ვკითხე თუ რა გარკვია. –დარწმუნდი სხვის სიტყვებში?_ზედმეტად ჩუმად ვუთხარი და გამეცინა –აი პროსტა ღირსი თუ არ იყო ეხლა მაგაში შენს თვალწინ დავრწმუნდე რა _გაბრაზდა ბუზღუ და მანქანაში გაბრაზებული ჩაჯდა.მე ავკისკიდი და კიდევ უფრო მოვუშალე ნერვები,ნინის ვერ გაეგო ჩემი სიიცლის მიზეზი და თორნიკეს გაბრაზების მიზეზი და გაკვირვებული იყო.მაგ დღეში იყო ლაშაც მაგრამ არ იმჩნევდა.ბოლო სძალიან ადვილად შემოვირიგე,არც ბევრი ხვეწნა არ დამჭირვებია.ის საღამო ძალიან კარგი გაოვიდა,ლამპის შუქზე განათებული მაგიდა,მე და თო,ნინი,ლაშა და პაწკას პირველი პიკნიკი.ბევრი ვისაუბრეთ და მომავალთან დაკავშირებით ბევრი რაღაც დავგეგმეთ,ყველაფერი ზედმეტად კარგი და ზედმეტად ბედნიერი იყო.ისეთი ბედნიერი მთელი ცხოვრება რომ ეყოფოდა ზოგიერთს და მე კიდევ ესეთი ბედნიერება მსურდა მთელი ცხოვრების მანძილზე . დილას ყველაზე საყვარელმა ხმამ გამაღვიძა,რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მომისმენია და ოცნებად მქონდა უკვე მისი ესე ახლოს გაგონების.დილას საბას ხმამ გამაღვიძა,თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა –კარი გამეღე მარიო მშია_ყოველთვის მშიერი საბა ჩამძახოდა ტელეფონში და მე მხოლოდ და მხოლოდ „კარი გამიღეს“ მერე აღარაფერი არ გამეგონა.სწრაფად წამოვდექი ფეხზე,არც თორნიკეს შეშინებული სახისთვის მიმიქცევია ყურადღება ხალათ შემოხვეული გავარდი და კარი გავაღე.ჯერ კიდევ არ მჯეროდა რომ ჩემს წინ იდგა,ხელები მაგრად მოვხვიე და ავტირდი.რაც ყველაზე მეტად არ მიყვარდა ის შევიყვარე რადგანაც თანახმა ვიყავი ყოველთვის ესე უეცრად გავეხარებინე ჩემს საყვარელ ადამიანებს და სულ ვიტირებდი,თანახმა ვიყავი. ---------------------------- შეცდომები მომიტევეთ ერთი დღე იმედია მეპატიება და იმედია კარგი გამმოვიდააა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.