შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიხსენებ,გპირდები (4)


6-08-2015, 23:48
ავტორი ანიტა55
ნანახია 1 960

ინსტიქტურად სალომესკენ გავექანე, მაგრამ დამაგვიანდა. მიწაზე უგონოდ, უმწეოდ ეგდო. სიცოცხლის ნიშანწყალი არ ემჩნეოდა. მის დანახვაზე თვალები დამიბნელდა, კინაღამ წავიქეცი, მაგრამ თავის ძლივს შევიკავე, გაფითრებული სახით სალომეს მივვარდი და მის გონზე მოსვლას ვცდილობდი: -სალომე, არ მიმატოვო გთხოვ, სალომე ხმა გამეცი, თვალები გაახილე, - ბოლო ხმაზე ვღრიალებდი, - სასწრაფოს დაურეკეთ მალე, გიორგი. ირგვლივ ხალხი შეგროვდა, ანუკა და გიორგი გიჟს ჰგავდნენ, მე კი ისევ ვყვიროდი. ამასობაში სასწრაფოც მოვიდა და ზუსტად ორ წუთში სალომესთან ერთად, მე, გიორგი და ანუკა სასწაფო დახმარების მანქანით ელვის სისწრაფით მივქროდით საავადმყოფოში. წამებს ვითვილიდი სანამ ადგილზე ვიქნებოდით. ვერ გადმოვცემ იმას, რასაც მაშინ განვიცდიდი. -არა,არა ღმერთო, სალომე, არ გინდა, გთხოვ, არ დამტოვო, - ჩურჩულით ვიმეორებდი მე. საოპერაციოში შეიყვანეს და ჩვენ დერეფანში ველოდებიდით. უკვე ვეღარ ვითმენდი, ოპერაცია 8 საათს გაგრძელდა. პატარა ბავშვივით ვქვითინები, ჩემთან ერთად კი ანუკა და გიორგი. არ მეგონა თუ ოდესმე გავიდოდა ეს საზარელი წუთები. უკვე შუა ღამე იყო, ექიმი დერეფანში რომ გამოვიდა. ეგრევე ვეცი და კითხვები დავაყარე: -რა ხდება ექიმო, როგორაა? ხომ ცოცხალია? - გიჟივით ვეკითხებოდი და აკანკალებული ხელები მხარზე დავადე. ექიმმა ერთი ამოიხვნეშა და ძლივს დაიწყო: -იცით, გადარჩა, მაგრამ ძალიან მძიმედაა. არც გვქონდა იმედი, თუ გადარჩებოდა. თავი ძალიან დაუზიანდა და ამიტომ მსუბუქი კომა აქვს, გონზე რამდენიმე დღეში მოვა. ნუ ღელავთ, მძიმედაა, მაგრამ სტაბილურად, ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, მთავარი უკვე გადავლახეთ. ექმიმის სიტყვებმა გულზე მძიმედ დადებული ლოდი მომხსნა. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღე ვეღარ ვნახავდი სალომეს უზომო სილამაზით სავსე თვალებს, მის ღიმილს, გულს მიღრღნიდა. მე, გიორგი და ანუკა მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავით. ჯერ შესვლის უფლებას არ გვაძლევდნენ, რაც მაგიჟებდა. ბოლოს როგორც იქნა ექრთანი დავითანხმე და სალომესთან შემიშვეს. მის საწოლს ნელ-ნელა მივუახლოვდი, სახეზე დავაკვირდი. მის დანახვაზე გული მომიკვდა. ჩემი ლამაზი, ჩემი სიხარული, რა დღეში იყო. სახეზე ფერი არ ედო, ლოყები ჩაუცვივდა. ჩემი ხელი მისას შევახე. -სალო, ჩემო სიცოცხლევ, ძალიან გთხოვ, ნუ დამტოვებ აქ შენს გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იცოცხლო, მიყვარხარ, ძალიან მჭირდები. - ეს ვუთხარი და ფრთხილად ვაკოცე. სამი დღის შემდეგ ექიმმა გაბრწყინებული სახით მახარა, რომ ჩემი სალომე გონს მოვიდა. ანუკა და გიორგი აქ არ იყვნენ. ეგრევე სალომეს პალატისკენ გავექანე. თვალები გახელილი ჰქონდა და აქეთ იქით გაკვირვებული იყურებოდა. უზომო სიხარულით ავივსე. გიჟივით მივვარდი და მთელი ძალით გულში ჩავიკარი, იმისგანაც იგივეს მოველოდი, მაგრამ მან უხეშად მომიშორა და გაოცებული სახით მიყურებდა, თითქოს პირველად მხედავდა.



№1  offline წევრი nini :)

მალე გააგრძელე ოგონდ ცოტა დიდი თავებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent