შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One Mistake And Everyone Judges You (ნაწილი პირველი)


7-08-2015, 13:08
ავტორი salomeee...
ნანახია 2 317

თავი 1-ლი

* * *
იყავი ის ვინც ხარ და თქვი ის რასაც გრძნობ, რადგან ისინი ვინც ამის წინააღმდეგნი არიან შენს ყურადღებას არ იმსახურებენ, ხოლო ვინც იმსაურებს წინააღმდეგი არ არის.

* * *
უკვე მესამე ნაჭერ შოკოლადის ნამცხვარს ჭამდა და ფიქრობდა... ფიქრობდ, მაგრამ რაზე? ან ვისზე?
თითქმის 1 კვირა იყო, რაც უძილობა აწუხებდა, ძილის წამალს არ სვამდა, ეშინოდა, ეშინოდა ისევ კომაში არ ჩავარდნილიყო გადამეტებული დოზის გამო...
ყველაფერი კი სიყვარულის ბრალი იყო, სულელური, ბავშვური სიყვარულის... თუ შეიძლება საერთოდ ამ სიტყვით მოხსენიება იმ გრძნობებისა რასაც ელა განიცდიდა...
ყველაფერ კი ადრე დაიწყო, ძალიან ადრე...

* * *
დილით ადრე გაიღვიძა, დღეს ხომ 17 სექტემბერია, მე-11 კლასის პირველი დღე, თან ახალ სკოლაში. რატომ შეიცვალა სკოლა? მობეზრდა იქაურობა, კლასელები, მასწავლებლები, სკოლის დარაჯებიც კი, მოკლედ ყველაფერი... ამიტომ გადაწყვიტა ახალი ცხოვრება დაეწყო, ახალ ხალხთან, ეს უკვე მესამე სკოლა იყო, არ უნდოდა აქაც გამოეჩინა თავისი ნამდვილი ბუნება, უნდოდა ყველას ისეთი ჰგონებოდა, როგორიც გარეგნულად იყო...
შხაპი მიიღი, თმა გაიშრო, ვიწრო ჯინსები, მისი საყვარელი ზედა და ბალეტკები ჩაიცვა, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, რამაც მხოლოდ ხაზი გაუსვა მის ბუნებრივ სილამაზეს,ფრჩხილებზე წითელი ლაქი წაისვა და ისეთივე ფერებში მოიხატა როგორიც მისი ზედა იყო, მხრებამდე სიგრძის, აბრეშუმივით ფაფუკი, მუქი წაბლისფერი თმა გაისწორა, ბებიას ნაჩუქარი საყურეები და სამაჯური გაიკეთა და ბეჭედი, რომელიც მისი აზრით ბედნიერების მომტანი იყო, თხელი ნაჭრის პიჯაკიც მოიცვა ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა, არც მშობლებს დაემშვიდობა და არც უმცროს ძმას.

სკოლა შორს იყო, ამიტომ ავტობუსით მოუწია წასვლა. გზაში როგორც ყოველთვის სიმღერებს უსმენდა, ეს იყო მისი შვება და არარეალური სამყარო, სადაც ყველაფერს ივიწყებდა და მხოლოდ კარგზე ფიქრობდა...
ელა უკვე შენობასთან იდგა, არ ნერვიულობდა, რადგან მას ყოველთვის შეეძლო დადებით შთაბეჭდილების მოხდენა ხალხზე, მაგრამ რთული იყო სულ ისე მოქცეულიყო როგორც პირველი შეხვედრისას ხალხთან, მისი ნიღაბი არ ჩამოვარდნილიყო და სულ გაღიმებულს ევლო...
ყურსასმენები მოიხსნა და სკოლაში თამამად შეაბიჯა, იმდენად თავდაჯერებულად მიაბიჯებდა, რომ უყურადღებოდ არავინ ტოვებდა, გოგოები შურით სკდებოდნენ და იბოღმებოდნენ ასეთი ლამაზი გოგონას დანახვისას, მხოლოდ იმაზე ოცნებობდნენ, რომ მათ კლასში არ ყოფილიყო, ხოლო ბიჭები პირიქით, იმედოვნებდნენ რომ ამ მშვენიერი გოგონას გაცნობას უფრო ახლოდან შეძლებდნენ.
მალევე მოახერხა გაერკვია რომელ საკლასო ოტახში უნდა შესულიყო და დაიწყო ახალი სოციალური ცხოვრების აწყობა, ახალ ხალხთან, მაგრამ ეს ცხოვრება არანაირად ჰგავდა მის პირადს, მისი ყოველი სიტყვა თუ ქმედება განსხვავებული იყო.
ჩანთა ერთ-ერთ წინ მდგარ მერხზე დადო და ფანჯარასთან მდგარ ბავშვებს შეუერთდა, რომლებიც ერთმანეთს ესალმებოდნენ და ზაფხულის შესახებ კითხვებს სვამდნენ, რეალურად არც ერთს არ აინტერესებდა ერთმანეთის ამბავი, მაგრამ სურვილი ჰქონდათ თავიანთ თავზე მოეყოლატ, ამიტომ იძულებულები იყვნენ სხვებისთვისაც მოესმინათ.
-გამარჯობათ-წამით შეჩერდა და თავისი ვითომ ბუნებრივი ღიმილი აიკრა პირზე-მე ელა მქვია.
-სასიამოვნოა, მე საბა-გამოელაპარაკა ერთ-ერთი ბიჭი. მას სხვებიც აყნენ და მალე ყველას სახელი გაიგო, მართალია ბევრი ვერ დაიმახსოვრა, მაგრამ მაინც ყველას ასაჩუქრებდა ღიმილით.
-რომელი სკოლლიდან გადმოხვედი?-იკითხა ნინიმ.
-ამას თუ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მირჩევნია არ ვთქვა, მე იმ სკოლაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ სჯობს საერთოდ არ ვახსენო-ოდნავ დამწუხრდა ელა, ესეც მოჩვენებითი ემოცია იყო.
-კარგი, როგორც გინდა,-გულწრფელად დამწუხრდა ნიკა-მგონი მიზეზსაც მივხვდით, თუ რატომ შეიცვალე სკოლა-საოცრად ლამაზად გაუღიმა ბიჭმა, ყველას გასაკვირად ელას გული გაუთბა, მიხვდა რომ კარგ ადგილას მოხვდა და ამჯერად მართლა გულწრფელად გაიღიმა.
გაკვეთილის დაწყებამდე უამრავი კითხვა დაუსვეს ერთმანეთს, მაგრამ ელა მაინც ყურადღების ცენტრში იყო.
ცოტახანში კლასში ცისფერთვალება ჟღალთმიანი ულამაზესი გოგო შემოვიდა, მერხთან მივიდა და ელას ჩანთა აიღო.
-რამდენჯერ შეიძლება გაგაფრთხილოთ რომ აქ მე ვზივარ? ამჯერად რომელმა სულელმა დაიკავეთ ჩემი ადგილი?-ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვები ქეთამ.
ელას არანაირად არ სჭირდებოდა უსიამოვნებები.
-იცი, მე არ ვიცოდი რომ ეს სჰენი ადგილი იყო, დღეს გადმოვედი ამ სკოლაში-ძალიან მშვიდი ხმით წარმოთქვა ელამ.
-ჰაჰა და ძველი სკოლიდან გამოგაგდეს?-სწერვობას არ ეშვებოდა.
-ქეთა არ გიჩევნია, რომ გადაჯდე? ძალიან გინდა შენი ყოფილის გვერდით იყო ყოველ გაკვეთილზე?-სიტუაციის განმუხტვა სცადა სალომ.
-ჯერ ერთი მე და სანდრო დროებით დავშორდით, და მეორეც ნება იბოძოს და სანდრო გადაჯდეს თუ ჩემს გვერდით არ სურს ჯდომა.
ამ დროს კლასში მწვანეთვალება, მაღალი, საშინლად სიმპატიური ბიჭი შემოვიდა.
-ჩემზე რას ამბობდით?
-ვაა სანდრო-მეგობარს გადაეხვია საბა.
-არაფერს სან, უბრალოდ ვუხსნიდი რომ მე და შენ დროებით დავშორდით.-თავისას არ ეშვებოდა ქეთა.
-აჰამ კაი, მოდი ამაზე მერე ვილაპარაკოთ-ქეთას მოშორება სცადა სანდრომ-და მაინც მე რატომ მახსენეთ?
-ქეთას ადგილას დაჯდა ელა, უი მართლა გაიცანი სანდრო ეს ჩვენი ახალი კლასელია-უცებ მიახალა ყველაფერი სალომ-ხოდა ქეთა ეჩხუბებოდა, ნუ როგორც ყოველთვის თავის ადგილს ხომ არავის დაუთმობდა, ხოდა მეც ვუხსნიდი რომ სჯობდა გადამჯდარიყო, რომ თქვენ... რადგან თქვენ... ნუ ხომ ხვდები რა.
-ააა, ყველაფერი გასაგებია, და მაინც რა გადაწყდა, ვის მისვამთ გვერძე?-სცადა ხუმრობით ეთქვა რათა სიტუაცია განემუხტა.-ისე ქეთა მგონი მართლა სჯობს გადაჯდე.
-ყველანი ჩემს წინააღმდეგ ხართ?-თავის შეცოდება სცადა.
-ნუ ბავშვობ-ამჯერად უკვე მკაცრად უთხრა სანდრომ.
ქეთამ კიდევ ერთხელ შეხედა თვალებში და როცა მიხვდა რომ სანდრო უკვე ბრაზობდა თავის ჩანთას ხელი მოჰკიდა და სადღაც უკანა მერხზე მიაგდო.
-ამჯერად დაგითმობ ელა, მაგრამ იცოდე არ შეგარჩენ.
-ელა ხო?-მიუახლოვდა გოგოს სანდრო. გოგონამ თავისი დიდი, წაბლისფერი თვალები მიანათა, არაფერი უთხრა მხოლოდ თავი დაუქნია.-სასიამოვნოა-გაუღიმა ბიჭმა.
ცოტახანს კიდევ ილაპარაკეს და მალევე ზარიც დაირეკა...
პირველმა დღემ ისე ჩაიარა როგორც ხდება ხოლმე, არაფერი განსაკუთრებული.
სკოლიდან გამოსვლისას ბავშვები ისევ შეიკრიბნენ, ახლა უკვე დასამშვიდობებლად. ელას ჰკითხეს საით მიდიოდა, მასი სახლი საკმაოდ ახლოს ყოფილა სანდროსა და სალოს სახლთან, ამიტომ გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ. გზაში უამრავ რამეზე ლაპარაკობდნენ, ძირითადად სალო უხსნიდა სიტუაციას, უყვებოდა კლასელებზე, მასწავლებლებზე, თავის თავზეც უამრავ რამეს ამბობდა და უამრავ კითხვას უსვამდა ელას. სანდრო კი მხოლოდ დრო და დრო ჩაერთვებოდა საუბარში...
თავი მე-2


* * *
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცხოვრება, სადაც ჩვენ ადამიანების სხეულის ნაცვლად სულს დავინახავდით?

* * *
-დედი როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?-სახლში შესვლისთანავე კითხვებით შეეგება ელას დედამისი.
-ნორმალურად.
-მოგეწონა? კლასელები როგორი გყავს?
-დედა გთხოვ, დაღლილი ვარ და მერე ვილაპარაკოთ.
-კარგი, ახლა დაისვენე მაგრამ მაინც მომიყვები-შუბლზე აკოცა და სამზარეულოში შევიდა.-დე არ გშია?
-არა-თქვა და თავის ოთახში გაიქცა. ოთახში შესვლისთანავე საწოლზე დაწვა და ნოუთბუქი ჩართო, რათა მის დღიურში ყველაფერი ჩაეწერა.
“17 სექტემბერი, ორშაბათი, 16:09
არ ვიცი რა მინდა, მხოლოდ ის ვიცი თუ რა არ მინდა...
არ მინდა ახალ შეძენილ “მეგობრებთანაც” ისეთი გამოვჩნდე როგორიც ვარ, როოგორსაც ყველა მიცნობს...
არ მინდა ჩხუბი, უთანხმოებები...
არ მინდა წარუმატებლობა...
არ მინდა ლაშა ოდესმე კიდევ შემხვდეს, არ მინდა რომ მახსოვდეს,არ მინდა რომ არსებობდეს ჩემს ცხოვრებაში, არ მინდა რომ ისევ მიყვარდეს, არ მინდა რომ მასავით ვინმემ ისევ გამასწოროს მიწასთან და შემიძულოს, არ მინდა რომ ეს სახელი კიდევ გავიგო...
არ მინდა სოციალური მასისთვის განკუთვნილი ნიღაბი ამჯერადაც მომძვრეს...
ვიცი რომ ლამაზი ვარ, მაგრამ შინაგანი სამყარო ბნელია...
ხალხმა რომ ნამდვილი მე გამიცნონ არ მინდა, რადგან ვინ აირჩევს და შეიყვარებს გვირილას, ვარდების თაიგულის ფონზე?
მინდა ისეთ სამყაროში ვცოვრობდე, სადაც თვალების დახუჭვა არაფერზე მომიწევს, სადაც გულს არავინ გამიტეხავს, სადაც დრო სამუდამოდ გაშეშდება როდესაც თავს ბედნიერად ვიგრძნობ...”



თავი მე-3

* * *
ძვირფასო ვინც არ უნდა კითხულობდეს ამას, ვიმედოვნებ, რომ დღეს შენ გაქვს მიზეზი, რათა გაიღიმო და იყო ბედნიერი.

* * *
საღამოს ელას მობილური აწკრიალდა, ნინუცა იყო, მისი საუკეთესო მეგობარი, ერთადერთი ვისაც ყველაფერს უყვებოდა. მალევე უპასუხა და გადაწყვიტეს რომ შეხვედრილიყვნენ, თავიანთ საყვარელ კაფეში, სადაც ყოველთვის დადიოდნენ.
-ნინ როგორ მომენატრე იცი?
-ჰაჰაჰ, მაგას კითხვა უნდა? ვიცი... და მეც საშინლად მომენატრე სიხარულო. აბა მომიყევი რა ხდებოდა დღეს? სიმპატიური ბიჭები არიან შენს კლასში?
-კარგი რა გეყო.
-რას ქვია მეყო? აბა როდემდე უნდა იფიქრო იმ იდიოტ ლაშაზე?-ელას ცრემლები წამოუვიდა, ნინი გაჩუმდა ცოტახანს-ისევ გიყვარს?
-მგონი... ან აღარ... აუ არ ვიცი ნინ, მართლა არ ვიცი...
-ბოდიში... არ მეგონა ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა.
-საბოდიშო არაფერია... წავალ სახეს დავიბან, მანამდე ჩემი საყვარელი ყავა შეუკვეთე ჩემთვის.
-მიდი სიხარულო-გაუღიმა ნინიმ, მაგრამ თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა.
ლაშას ხსენება იყო და როდესაც ნინუცა შეკვეთის მისაცემად ადგა, ისიც შემოვიდა.
-ვაა ნინი, როგორ ხარ?
-ოჰ, ამას ვის ვხედავ.
-ელაც აქ არის?
-კი, აქ არის და სჯობს წახვიდე სანამ საპირფარეშოდან გამოვა.
-კარგი რა, რატომ? ისევ არ უნდა ჩემი ნახვა?
-მისმინე, მან ცხოვრება გააგრძელა, უშენოდ... და იცი? მეცოდები... რადგან ელა ფიქრობდა, რომ შენ ყველაზე შეუდარებელი ბიჭი იყავი მათ შორის ვინც ოდესმე უნახავს, მას რომ შეძლებოდა, რომ ნებისმიერ ბიჭთან ყოფილიყო მაშინ, ის მაინც შენ აგირჩევდა. ახლა კი შენ მხოლოდ რაღაც ნაწილი ხარ მისი წარსულის, მოგონება, რომელიც დღითიდღე უფრო ბუნდოვანი ხდება... ოდესღაც ის იპოვის ისეთს, რომელიც მას იმსახურებს, და რომელიც უბედნიერეს გოგოდ აქცევს. ასე რომ, უბრალოდ გაქრი მისი ცხოვრებიდან.
-ადამიანები მიდიან, მაგრამ მოგენებები სამუდამოდ შენთან რჩება.-ამის გარდა ვერაფერი ვერ თქვა ლაშამ. თავისი შეკვეთა აიღო და წავიდა.

-უკეთ ხარ ელ?
-აჰამ.
-კარგი მაშინ მომიყევი დღევანდელ დრეზე.
ელამაც მაშინვე დაიწყო ყველაფრის მოყოლა, არცერთი დეტალი არ გამორჩენია.
-მიხარია რომ მეგობრები გაიჩინე, ქეთა კი... ხომ იცი ეგეთი ადამიანი ყველგან არის.
-ხო ვიცი, მაგრამ იცი რა მიკვირს? სანდროს ეგეთი როგორ შეუყვარდა?
-ვიღაცა ეჭვიანობს?
-არა რა სისულელეა, უბრალოდ მართლა არ მესმის.
-გიპასუხებდი, მაგრამ გეწყინება.
-ლაშას გულისხმობ?
-ხო... ზუსტად ისე შეუყვარდა სანდროს ქეთა, როგორც შენ ის იდიოტი, არცერთი არ იმსახურებდით მსგავს სიყვარულს, მაგრამ რეალობაში აბსურდებიც ხდება...
-ალბათ მართალი ხარ.
-ელ შენ ისეთი ლამაზი ხარ, რომ ნებისმიერს გააგიჟებ.
-მაგრამ ნამდვილი სილამაზე ხომ მხოლოდ შიგნითაა?
-კარგი რა ხომ იცი ამ სიტყვებს მხოლოდ უშნო ხალხი ლაპარაკობს.
-ნუ სულელობ ნინ რა.
-ხო კარგი კარგი... მაგრამ შენ ყველანაირად ლამაზი ხარ და მინდა რომ სულ გახსოვდეს, ყველას აქვს ბოროტების ნატამალი თვალებში დამალული, უბრალოდ ზოგის სამუდამოდ დამალული რჩება, ზოგის კი მჟღავნდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასეთი ადამიანები სხვებზე რაიმით ნაკლებნი არიან...




თავი მე-4

* * *

ბედნიერების პოვნა ცხოვრების ყველაზე ბნელ წუთებშიც შეიძლება, თუ გაგახსენდება რომ შუქი აანთო...

* * *
“ 5 ოქტომბერი, პარასკევი, 22:47

დავიღალე ტირილით.
დავიღალე ყვირილით.
დავიღალე სიბრაზით.
დავიღალე მარტოობით.
დავიღალე მონატრებით.
დავიღალე მოგონებებით.
დავიღალე მოწყენილობით.
დავიღალე სიგიჟის გრძნობით.
დავიღალე თავის მოჩვენებით.
დავიღალე შინაგანი სიცარიელით.
დავიღალე დახმარების საჭიროებით.
დავიღალე რომ ვარ განსხვავებული.
დავიღალე იმაზე ფიქრით რომ ამად არ ვღირვარ.
დავიღალე ყველაფრის თავიდან დაწყების სურვილით.
დავიღალე უბრალოდ იმით რომ დავიწყება არ შემიძლია.
დავიღალე ცხოვრებაზე ოცნებით,რომელიც არასდროს მექნება.
მაგრამ, უპირველესყოვლისა მუდმივი დაღლილობით დავიღალე”


* * *
დრო გადიოდა და ყველაფერი იცვლებოდა. ელემ ნინუცას გარდა სხვა ნამდვილი მეგობრებიც გაიჩინა. განსაკუთრებით მაინც სალოს და სანდროს დაუმეგობრდა, სულ ერთად დადიოდნენ სახლიდან სკოლაში და სკოლიდან სახლში. უამრავ რამეზე საუბრობდნენ და ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად იცნობდნენ. ელას სიბოროტე ნელნელა მიქრა და ისეთ ადამიანად იქცეოდა, როგორსაც თავიდან აჩვენებდა ადამიანებს, ახლა თამაში აღარ სჭირდებოდა, მაგრამ ამას ჯერ თვითონ ვერ აცნობიერებდა.
ერთხელ როდესაც სკოლიდან ბრუნდებოდნენ და სალომ თავისი ქუჩისკენ გადაუხვია, სანდრომ ელეს უცნაური ლაპარაკი დაუწყო.
-დიდი დრო არ გასულა რაც გაგიცანი, მაგრამ შენთან ისე თავისუფლად ვგრძნობ თითქოს მთელი ცხოვრებაა გიცნობ. -სანდრო გადაეხვია-მიყვარხარ-უთხრა ყურში, თითქმის ჩურჩულით.
-ხო მეც-გაუღიმა ელამ.
-არა შენ ვერ მიმიხვდი... თუმცა დაივიწყე...-კიდევ ერთხელ ჩეხუა და წავიდა.
გოგონა გაშეშებული იდგა, არ ინძრეოდა, ფიქრობდა, მაგრამ რაზე? ან ვისზე? თვითონაც არ იცოდა...
ამ დროს სანდრო შემობრუნდა და ელას გასძახა.
-ამ საღამოს რამე გეგმები ხომ არ გაქვს?
-რა?..-უცებ აზრზე ვერ მოიდა ელა.-აა არა, არაფერი... რა ხდება რო?
-ჩემი მეგობრის დაბადებისდღეა და გამომყვები? მინდა გაგაცნო.
-რავი კარგი. სალოც მოდის?
-მის გარეშე აღარსსად დადიხარ?
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ ვიკითხე.
-არა სალო არ მოდის. 7-ზე შენს სახლთან ვიქნები.-გოგონას პასუხს აღარ დაელოდა, ჩქარი ნაბიჯით გააგრძელა გზა.

* * *
უკვე 7 ხდებოდა, სანდრო ელას სახლთან მივიდა, კარზე დააკაკუნა, კარი გაგამ გაუღო, ელას ძმამ.
-სანდრო სენ ხარ?
-კი, შენ ალბათ გუგა ხო?
-კი ელას ძმა ვარ, ისე კაქტუსის საჩუქრად მოტანას, ყვავილები რომ რომ მოგეტანა ელასთვის არა?
-გოგოს ყვავილები არ უნდა აჩუქო, ყვავილები ჭკნება, ქოთნის კაქტუსი კი არა.-ორივეს გაეცინათ.
-ისე ჩემს დას რომ ვიცნობ, დიდხანს მოგიწევს ლოდინი.
-არაუშავს დაველოდები...
გაგა მართალი იყო, ელა მხოლოდ მაშინ გამოვიდა თავისი ოთახიდან როცა 8 ხდებოდა.
სანდროს მის დანახვაზე ენა ჩეუვარდა, ის ისეთი ლამაზი იყო. ბორდოსფერი მუხლამდე კაბა და შავი ფერის სტელეტოები ეცვა, ტუჩსაცხიც კაბის ფერში.
-სად ხარ ამდენხანს? მოკვდა ბიჭი შენი ლოდინით-ხუმრობა სცადა გაგამ.
-ხომ იცი, როდესაც გოგოს ფანქარი ორივე თვალზე ერთნაირად უსვია, არ უნდა ჰკითხო თუ რატომ დააგვიანდა-თქვა და ყველას გაეცინა. კლათჩი აიღო, მობილური ჩადო, გაგას აკოცა და სანდროსთან ერთად სახლიდან გავიდა.
მანქანაში ჩაჯდნენ თუ არა სანდრომ ლაპარაკი დაიწყო:
-მხოლოდ ორ შემთხვევაში ვერ ახერხებს ადამიანი რომ თვალებში გიყუროს... როდესაც ცდილობს ტყუილი დამალოს, და როდესაც ცდილობსშენდამი სიყვარული დამალოს.
-რა მომატყუე? დაუფიქრებლად ჰკითხა ელამ.
-მე მხოლოდ ტყუილს არ გიმალავ-მანქარა გააჩერა.
-რა?
-გამომყევი.-მხოლოდ ეს უთხრა და ორივენი გადავიდნენ მანქანიდან.-ახლა კი თვალები დახუჭე და მენდე.
გოგონამ არ იცოდა რა ექნა, ამიტომ გაჰყვა. მალე დანიშნულბის ადგილას მივიდნენ დაელას ვალები გაახელინა. რაღაცშენობის სახურავზე იყვნენ, ირგვლივ ყველგან ყვავილები იყო, ძირს ორი პუფი და პლედები ეწყო.
-ძალიან ლამაზია, მაგრამ აქ რატომ მომიყვანე?-გაოცებულმა ელამ იკითხა.
-აქ არავინ შეგვაწუხებს და წყნარად ლაპარაკს შევძლებთ. დაჯექი და ჯერ მომისმინე,-ელა არ შეპასუხებია, უბრალოდ დაემორჩილა-ტყუილს რაც შეეხება, ალბათ მიხვდი რომ ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე არ მოვსულვართ... ხოლო მეორე... მე მართლაც მიყვარხარ...
-ხო ვიცი, მეც მიყვარხარ.
-არა ელა, მე მეგობრულ სიყვარულზე არ გეუბნები.
-აბა?
-ვერ ხვდები? ისე მიყვარხარ როგორც ბიჭს გოგო, მინდა რომ ერთად ვიყოთ, მინდა რომ შენც იმას გრძნობდე რასც მე. გესმის?
-კი... -თავი ჩახარა ელამ- მე... მე არ ვიცი რა მინდა... მაგრამ ის ვიცი თუ რა არ მინდა...
-რას გულისხმობ?
-არ მინდა ტკივილი, აღარ მინდა ის გრძნობა განვიცადო რაც ადრე, რადგან სიყვარული ტკივილისა და ტანჯვის გარეშე არ არსებობს არც ეგ მჭირდება.
-ელა ხვდები მიანც რას ამბობ?
-კი, ყოველი სიტყვა გააზრებულია.
-მინდა ვიცოდე რა მოხდა, რატომ ხარ ასე, მომიყევი გთხოვ...
-არა, არ შემიძლია. წინა სკოლიდან ამის გამო გამოვიქეცი.
-ასეთი ცუდი რამ მოხდა?
-არ მინდა რომ ხალხს ვეცოდებოდე.
-მე არ მეცოდები, ტანაგრძნობა სხვა რამ არის, როგორ არ გესმის. უბრალოდ მინდა ვიცოდე რა ხდება, მინდა შენს აზრებს ვკითხულობდე.
-დამიჯერე ეგ არ გინდა...
-ვითომ რატომ?
-ჩემი აზრების კითხვა რომ სეგეძლოს ტირილით მოკვდებოდი.
-არაუშავს გადავიტან რამენაირად, შენ თუ ჩემს გვერდით იქნები.
-კარგი, მაგრამ ყველაფერი ჩვენს შორის დარჩება.
-პირობას გაძლევ.-ელამაც თხრობა დაიწყო:
-თითქმის ერთი წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი, ლაშა ერქვა. სიგიჟემდე შემიყვარდა, მის გარეშე წამით ვერ ვძლებდი, მაგრამ პრობლემები მქონდა, ფსიქოლოგთან დავდიოდი, უძილობა მაწუხებდ და სულ ძილის წამლებს ვსვამდი, მაგრამ მაინც ვერ ვიძინებდი, უბრალოდ ვიტიშებოდი რამდენიმე საათით. ლაშას ამის სესახებ ვერაფერს ვეუბნებოდი. იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ყველა მეზიზღებოდა, დასანახად ვერავის ვერ ვიტანდი, გვერდში მხოლოდ ნინუცა და გაგა მედგნე, მათ გარეშე ალბათ უკვე მოვკვდებოდი. გადიოდა დღეები, თვეები, მაგრამ მე უფრო და უფრო უარესად ვხდებოდი. ერთხელაც ვიღაცამ გაიგო, რომ ავად ვიყავი და ჭორიც მალევე გავარდა, როგორც ხდება ხოლმე. ზოგმა შეალამაზა, დაუმატეს და გამოაკლეს რაგაცები და ლაშამდეც მიაღწია ამ ამბავმა. როდესაც ყველაფერი გაიგო, არც უკითხავს რა იყო მართალი და რა არა. ყველას თვალწინ დამშორდა, მიწასთან გამასწორა, რა აღარ მიწოდა, მე კი ვიდექი და ვტიროდი, აღარ ვიცოდი რა მექნა. სახლში გავიქეცი, ლოგინზე დავემხე და ვტიროდი, რამდენი საათ აღარც ვიცი, მერე უცებ დამაძინებელი აბები ავიღე და სულ დავლიე. გავითიშე... იმედი მქონდა აღარასდროს გავიღვიძებდი, მაგრამ გავიდა 1 თვე და კომიდან გამოვედი. ყველა და ყველაფერი დავკარგე, მხოლოდ ნინუცა, მშობლები და გაგა მედგნენ გვერდში. ახლა კი შეგიძლია შენც წახვიდე, გიჟები ხომ არავის სჭირდება?!
-ჩუ, ჩუ, ნუ ტირი პატარავ, არ ღირს ეს ყველაფერი ამად-თავის ძლიერ მკავებში მოაქცია სანდრომ გოგონა.-დამშვიდდი გთხოვ.
-ვერ გაიგე რა გითხარი?
-ყველაფერი გავიგე, ანუ იმ ნაბიჭვარმა მხოლოდ იმიტომ მიგატოვა, რომ შენ ზე ყველა ცუდად ლაპარაკობდა?
-კი... და შენ ეს არ გაღელვებს?
-შენს ცხოვრებაში ყველაზე გემრიელი ტორტის ნაჭერი რომ გაგესინჯა, მაინც გააგრძელებდი მის ჭამას თუ ყველა შენი ნაცნობი გეტყოდა, რომ ეს საზიზღრობა იყო და მათ არ მოსწონდათ?
-კი
-ზუსტადაც. რატომ უნდა დავნებდე და არ გამოვიყენო შენთან ყოფნის შანსი, როდესაც მაბედნიერებ და უზომოდ მიყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც ვიგინდარა ხალხი შენზე ცუდს ამბობს?
ელას გაეღიმა, გული გაუთბა, მიხვდა რომ იმ ადამიანის მკლავებში იყო, ვინც უყვარდა და ვისთან ერთადაც მზად იყო ჯოჯოხეთშიც წასულიყო.
-მიყვარხარ-ამდენი დროს შემდეგ ისევ შეძლო ეს სიტყვები ეთქვა და თან ეგულისხმა. ბედნიერებაც ხომ სწორედ ეს არის, როდესაც ის რასაც ფიქრობ, რასაც გრძნობ, რასაც აკეთებ და რასაც ამბობ ერთი და იგივეა.
-მეც ჩემო პატარა, ყველაზე მეტად ამ დედამიწის ზურგზე.-ამ სიტყვების თქმის შემდეგ სანდრომ თვალებში ჩახედა ელას, ისინი ანათებდნენ, ბედნიერებას ასხივებდნენ, ტუჩები კი... ისინი გულიდან წამოსულ ღიმილს გამოხატავდნენ. ბიჭი ნელა შეეხო მის ტუჩებს, ფრთხილად მაგრამ მთელი გრძნობით აკოცა, მათი ტუჩები ერთმანეთს აღარ სწყდებოდნენ, ელას ტუჩსაცხი ორივეს სახეზე გაიდღაბნა, მაგრამ არცერთს არ ადარდებდა ეს...


თავი მე-5

* * *
მსოფლიოში 7 მილიარდამდე ადამიანი ცხოვრობს, თითოეულ მათგანს აქვს იმის პოტენციალი რომ შეგიყვარონ ისე, რომ თითოეული ძვალი ძაგძაგებდეს შენი დანახვისას. მსოფლიოში 7 მილიარდამდე წყვილი ხელია რათა შენი ხელები ჩაკიდო. 7 მილიარდამდე ტუჩები საკოცნელად. 7 მილიარდამდე გულია და მათგან ერთ-ერთი შენს დიაფრაგმაში ფეთქავს, რომელსაც სიცოცხლე სწყურია... სიცოცხლე და სიყვარული. ყველას აქვ შესაძლებლობა, რომ იპოვოს ის ერთადერთი, რომელის დანახვისასაც სუნთქვა შეეკვრება...
ადამიანებიმა, რომლებიც ბრმები არიან დაბადებიდან, იციან თუ როგორ უნდა გაიღიმონ, მიუხედავად იმისა, რომ მათ არასდროს უნახავთ როგორ იღიმის ადამიანი...
ბედნიერება ჩაკეტილია ყოველი ჩვენგანის გულში, სადღაც ღრმად, შენშიც. განსაკუთრებით შენში. შენ ხარ მებრძოლი. ბედნიერების გასაღები შენს მუშტშია გაჭედილი. შენი ბრძოლა თითქმის დამთავრებულია საყვარელო. შენ უნდა იყო ბოლომდე ძლევამოსილი და გამოუშვა შენივე ბედნიერება გარეთ. ზოგჯერ მტკივნეულია როდესაც გრძნობ, ეს მე კარგად ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი რომ გრძნობების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, ტკივილი და ტანჯვა ღირს ამად, ღირს რომ იყო სიყვარულით გაბრუებული და გაშესშებული. მიეცი სენს გულს თავისუფლება, გრძნობები გამოუშვი გარეთ რათა დაისვენო. ცოტაც მოიცადე პატარავ, ძალიან მალე იპოვი მას, ვინც აღასოდეს მიგატოვებს...


* * *
გადიოდა დრო... სანდროს და ელას უფრო და უფრო უყვარდებოათ ერთმანეთი. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული კარგასც და ცუდსაც...

ერთ საღამოს სანდრომ დაურეკა ელას:
-ელ რას შვები?
-არაფერს, მომენატრე უკვე.
-ხო მეც ცხოვრება, დღეს ჩემს მეგობარი აწყობს წვეულებას და ხომ წამოხვალ? მაგისმა ბიძაშვილმა იყიდა ახალი სახლი და იქ იკრიბებიან.
-აუ სან ხომ იცი, რომ ეროვნულებისთვის ვემზადები, წვეულებების დრო ნამდვილად არ მაქვს, არ გეწყინოს რა...
-ხოდა მეც სწორედ მაგიტომ გეუბნები, განტვირთვა გჭირდება, მხოლოდ ერთხელ, ჩემი ხათრით რა... გთხოოოოოვ...
-ხო კარგი, მხოლოდ ამ ერთხელ.
-მიყვარხარ, 8-ზე შენთან ვიქნები, იცოდე ადრე დაიწყე გამზადება.
-ხო კარგი 8-ს რომ 10 წუთი დააკლდება მზად ვიქნები გპირდები.

ასეც მოხდა. ზუსტად 8-ზე კარზე ზარი იყო. ელამ გააღო.
-კარგი რა სანდრო, ისევ კაქტუსი? უკვე იცი რამდენი მაქვს?-სიცილით უპასუხა გოგონამ, კისერზე მოეხვია და აკოცა.
-ხომ იცი ყვავილები ჭკნება-არც სანდრომ დაუგვიანა პასუხი.-კარგი წავიდეთ, გველოდებიან.
მთელი გზა ერთმანეთის ყურებით ტკბებოდნენ. ისეთი ბედნიერები იყვნენ, მათ ხომ არ იცოდნენ წინ რა ელოდათ.
მალევე დანიშნულების ადგილას მივიდნენ, არც მეტი არც ნაკლები, ეს სახლი ლაშასი ყოფილა. მისი დანახვისას ელა ჭკუიდა შეიშალა.
-რა დაგემართა? ასე უნდა მისალმებოდი ჩემს მეგობარს და მის ბიძაშვილს? რა გიჟივით გამოვარდი?
-სან შენ არ გემის, წავდეთ გთხოვ.
-მოხდა რამე? რა გჭირს? ხომ კარგად ხარ?
-კარგად იცნობ მაგ შენი მეგობრის ბიძაშვილს?
-არც ისე, რატომ მეკითხები?
-სახელი ხომ იცი?
-კი, ლაშა. რა გჭირს არ ამიხსნი?
-მოგონებები...-ლაპარაკიც უჭირდა ელას.
-რა მოგონებები?
-გახსოვს ლაშაზე რომ გიყვებოდი?..
-კი მერე? მოიცა ეს... ის...
-ხო ეს ის ლაშაა.
-კარგი, რა მოხდა მერე?
-ცუდად ვგრძნობ თავს.
-წავიდეთ?
-არა, შენ გინდოდა აქ რომ ვყოფილიყავით და ხელს ვერ შეგიშლი.
-ელ ისევ გიყვარს?
-ვაიმე ღმერთო, არა, რა თქმა უნდა, ეგ საიდან მოიტანე? ხომ იცი ვაბოდებ შენზე, სიგიჟემდე მიყვარხარ...
-ხო ვიცი, მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, მორჩა ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ უნდა დავლიო, თან ძალიან ბევრი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
-არა, შენ თუ დარწმუნებული ხარ რომ ეგ გინდა...
-კი, წამოდი.
მთელი საღამო სვამდა ელა, უკვე საკმარისზე მეტი დალია. იმდენი, რომ მეორე დღეს აღარაფერი ემახსოვრებოდა. სანდრო მოძებნა, ხელი მოჰკიდა და ზედა სართულზე აიყვანა, საძინებელში. გოგონამ გაშმაგებულმა დაუწყო კოცნა.
-ელ გაჩერდი, რას აკეთებ?
-მიყვარხარ სანდრო, ძალიან...
-ხო ვიცი ჩემო პატარა, მაგრამ ახლა ამისი დრო არ არის, მომავალში ინანებ სიხარულო...
-არ ვინანებ დამშვიდდი,
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ
-ელ შენ ნასვამი ხარ...
-ხო ვიცი, შენც, მაგრამ საღად აზროვნების უნარი არ დამიკარგავს...
ელა არ ეშვებოდა, კიდევ დიდხანს იკამათეს, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა...
დილით ყველაფერი დასიებული ჰქონდა ელას, თვალებს ვერ ახელდა. გადმობრუნდა და ეგრევე წამოხტა საწოლიდან, კივილი დაიწყო, მაგრამ უკვე გვიანი იყო...
-რა გაღრიალებს?
-რა მაღრიალებს? არაფერი არ მახსოვს და აქ შენ, ღმერთო მძულს ჩემი თავი... ვაიმე სანდრო...-ახლარა მოაგონდა სეყვარებული... საწოლზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო.
-ისე მართლა მთელი ღამე სანდროს მეძახდი, ისეთი ნასვამი იყავი ვერ გაგვარჩიე?
-და შენ... შენ...-ზლუქუნებდა ელა-შენ არც კი შემაჩერე? ცხოველი ხარ... მეზიზღები, მეგონა ცხოვრება მაშინ გამინადგურე როცა წახვედი, მაგრამ არა, უნდა დაბრუნებულიყავი და საბოლოოდ მოგეკალი?
-ვცადე შენი შეჩერება, მაგრამ ვინ გაცალა? გიჟივით მკოცნიდი, ვეღარც ვლაპარაკობდი.
-ლაშა გაეთრიე, აღარასოდეს, ღარასოდეს აღარ გნახონ ჩემმა თვალებმა.
-ჰაჰ, ჩემი სახლიდან მაგდებთ ქალბატონო? ისე წუხელ ისეთი ვნებიანი იყავი... ხომ არ გავიმეოროთ?
-მე სენ ხომ არ გგონივარ?
-რავი რაც გინდა ის უწოდე შენს თავს, მაგრამ სანდროსთან შენ მოგიწევს ყველაფრის გარკვევა, ისე რომ იცოდე არასდროს შემიწყვეტია შენი სიყვარული...
-ფუ შენი...-უბრალოდ ჩაიცვა ელამ და გაიქცა. ნინუცასთან მივიდა, აბა ამას გაგას ხომ ვერ მოუყვებოდა?
-ნინ ვკვდები...-ყველაფერი მოუყვა და აღარ იცოდა სად დამალულიყო.
-სანდრო?
-არ მპასუხობს, იქნებ ყველაფერი იცის და ვერ მიტანს?
-არა ელ სანდრო არ არის ეგეთი, დამშვიდდი...
ამ ამბის შემდეგ სანდრო არ უნახავს, ყველამ გაიგო მომხდარის შესახებ და კიდევ ერთხელ გახდა ხალხისგან გარიყული ელა.
გამოცდები ჩააბარა, იქ მოხვდა სადაც უნდოდა... მაგრამ სანდრო... როგორც გაიგო, დეიდამისთან წავიდა გამოცდების შემდეგ იტალიაში, მანაც იცოდა ელას ამბავი...
თითქმის ერთი თვე გავიდა, ელას მაინც სიგიჟემდე უყვარდა სანდრო... ერთ დღესაც საშინელი გულისრევა დაეწყო, იმავე საღამოს გაიგო რომ ფეხმძიმედ იყო...
-ნინ უნდა მიშველო რამე, არ ვიცი როგორ მოვიქცე...
-რა ხდება ელ?
-ფეხმძიმედ ვარ...-ხმა ჩაუვარდა ელას.
-ვაიმე მართლა?
-მე სასიხარულოს ვერაფერს ვხედავ, არ ვიცი რა ვქნა, რა სჯობს ბავშვი დავიტოვო და მთელი ცხოვრება ს შვილი გავზარდო, თუ აბორტი გავიკეთო და მკვლელი გავხდე? მაგრამ ამ შეცდომას ვერასდროს დავივიწყებ...
-ვაიმე ელ, არც გაბედო ბავშვის მოშორება გესმია? ის შენი შვილია, შენი პატარა, რა მნიშვნელობა აქვს მამა ეყოლება თუ არა?
ახლა კი ზის ელა, სულ მარტო, ჩაბნელებულ ოთახში, და უკვე მესამე ნაჭერ ნამცხვარს ჭამს, ვიზე ფიქრობს? იმ პატარაზე რომელიც მის მუცელშია, სანდროზე რმელიც სიგიჟემდე უყვარს და ლაშაზე, რომელმაც ცხოვრება გაუნადგურა...

________________________________________________________________________________
არ ვიცი რა გამომივიდა, მაგრამ შემიფასეთ, ძალიან მიყვარხართ ყველანი ვინც ჩემს ნაჯღაპნებს კითხულობთ <3 <3 <3 გრამატიკული შეცდომებისთვის ნუ განმკიცხავთ, ჩქარა მომიწია დაწერა...
კომენტარები არ დაიშუროთ, ხვალ ბოლომდე დავდებ <3 <3 <3 :* :*




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent