შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრამალის აჩრდილი(მეორე თავი)


7-08-2015, 17:27
ავტორი Firefly
ნანახია 2 404

ულამაზესია ეს მხარე,ზამთარი დაბუდებულა ირგვლივ, ფერდობებზე განფენილ სახლების სახურავებს თოვლის სუდარა გადაფარებოდა საკვამურებიდანაც გამოდიოდა შავი ბოლი.ერთიანად გათოშილი მივყვებოდი ფილაქანს და ყოველ წვრილმანს ვაკვირდებოდი.ქალაქი ნამდვილად არ ეთქმოდა ამ ადგილს,პროვინცია უფრო იყო..შორი-შორს იყო მიფენილი სახლები,მანქანებიც კი არ ჩანდნენ ირგვლივ.მაღაზიაზე საუბარიც ზედმეტია მაგდაგვარი ვერაფერი ვნახე და დაღონებული ჩავუყვი დაღმართს,გზად მეძველმანე,მოხუცი კაცი შემხვდა გორგოლაჭებიან რაღაცას მოაგორებდა და როხროხი გაჰქონდა ფილაქანს.—უკაცრავად აქ მაღაზია არის სადმე?ან ტელეფონი რომ დავრეკო?ვკითხე მოხუცს დაცისფერ წყლიან თვალებში ჩავხედე.მოხუცმა ხელი გზის მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა და წავიდა მადლობა უკან დავაწიე და გზაზე გადავირბინე.
აქაურობა ძალიან მომწონს,ქალაქის ყოველდღიური ცხოვრება აქ რამოსატანია.აქ დილას მამლის ყივილი მაღვიძებს და არა მანქანების პიპინი.ცოტა მიჭირს უდედობა,მაინც მღრღნის გულში ჭია და მეც ავდგები და ვურეკავ მის ხმას ვიგებმერე ვთიშავ და თავს ვინუგეშებ "ასე სჯობდა".სამსახურის ძიების ყოველი ცდა ამაო გამოდგა ამ ადგილას არანაირი სამსახური გამოიძებნა ჩემთვის.
—ქეთრინ ძვირფასო,აქ ცხოვრება რთულია შენნაირი ქალაქელი ახალგაზრდა გოგონასთვის. ოცის ხარ ხომ?
—დიახ.
—ჩვენთან ახლოს "ტრამალის აჩრდილში"ძიძას ეძებენ და ვიფიქრე...თუმცა შენ საკმაოდ ახალგაზრდა ხარ ბავშვის აღსაზრდელად.
—არა!არა მადლისთვის რაღაც გამოჩნდა,იქნებ გამიწიოთ მათთან რეკომენდაცია ან დამაკვალიანოთ როგორ მოვხვდე მათთან.მოკლედ ჩემმა ერთადერთმა ნაცნობმა ლიანა დედიდამ ჩემმა სასტუმროს მასპინძელმა გამიწია რეკომენდაცია და მეც ჩემი ბარგი ბარხანით მივემართები "ტრამალის აჩრდილში".ასე ჰქვია იმ მამულს სადაც.ჩემი აღსაზრდელი ცხოვრობს.ფეხით მივემართებოდი დანიშნულების ადგილამდე და თვალს მჭრიდა ფერდობებზე განფენილი ხეებთა ჯარი, თოვლის სქელი ფენა რომ დადებოდათ შიშველ ტოტებზე.მე უკვე უკვე მიყვარდა ეს ადგილი და ვგონებ გამიჭირდება მისი დატოვბა და სხვაგან გადასახლება...
დაღმართზე როგრც კი დავეშვი გამოჩნდა დიდი აბრა სახელწოდებით"ტრამალის აჩრდილი" ცოტახანს აბრას დავშტერებოდი და მაინტერესებდა რატომ ერქვა ასეთი სახელწოდება,მერე ისევ განვაგრძე გზა და დიდი წითელი აგურით ნაშენებ სახლს მივადექი,სახლი კიარა ნამდვილი სასახლე ეთქმოდა.ჭიშკართან ზარი დავრეკე და კარებშიც მალე გოჩნდა ჩაპუტკუნებული კარგი აღნაღობის მოხუცი ქალი,თუმცა მთლად მოხუციც არ ერქვა ასე 65წლის იქნებოდა.თბილად გმიღიმა და სახლში შემიძღვა.
—ერთიანად გათოშილხართ!ჩაილაპარაკა მოხუცმა და ბუხარს შეშა შეუკეთა მერე მოსამსახურე გოგონას ჩაი მოატანინა.
—კარგი გოგონა ჩანხარ და ვიმედოვნებ თავს გაართმევ ჩვენი ჭირვეული პრინცის აღზრდას.
—დიახ შევეცდები იმედები არ გაგიცრუვოთ..ბავშვი სადაა?
—ახლა სძინავს.ჯერ ჩაი დავლიოთ ცოტა გათბი და მერე დემეტრესაც გაეღვიძება და შენც შეუდგები შენს საქმეს.
პაწაწინა დემეტრე ისეთი საყვარელია როგორც კი ვნახე მაშინვე შემიყვარდა...დიდრონი მწვანე თვალები აქვს,ღვინისფერი ყუჩები და ღაჟღაჟა წითელი ლოყები საოცარი ბავშვია ყორნისფერი დახვეული თმები აქვს მასთან სიახლოვე მაგიჟებს ვეღარ ვშორდები მის მშობლებზე არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ მამამისი ამ სახლში ცხოვრობს და მისი ყველას ეშინია.მართალი გითხრათ ეს ერთი კვირა ისე გავიდა თვალი არ მომიხუჭავს პატარა პრინცი სულ ჭირვეულობს დღე სძინავს ღამე ღვიძავს არაქათ გამოცლილი დავიარები თვალის უპეები ერთიანად ჩაწითლებული მაქვს ერთი ორჯერ ქალბატონ ნელის შევეცოდე და ბავშვი დაიტოვა და მეც გამოვიძინე.საკუთარი შვილი მგონია მის სიახლოვე ჩემში საოცარ გრძნობას აღვიძებს...ეს ეს რთულია გადმოსცე სიტყვებით,რაღაც ზებუნებრივი გრძნობაა აუხსნელი ალბად დედები გამიგებენ,თუმცა მე არ ვარ დემეს დედა და ეს რაღაცნაირად მწყინს თითქოს...
-გააჩერებს ვინმე ამ ბაღლინჯოს?ყვიროდა ვიღაც სა ბავსვიც უფრო ფრთხებოდა მის ღრიალზე,არ ვიცი რადაემართა ვერაფრით ვამშვიდებდი.დემერტე ხელში მეჭირა და ვარწევდი როცა ოთახში ვიღაც კაცი შემოვარდა ლანძღვა-გინებით.
-იქნებ გააჩერო ეს პარაზიტი თორემ ორივეს გისვრით აქედან ისედაც ძლივს ვთოკავ ნერვებს ეს არესება ფეხქვეშ არ გავიფინო!
-როგორ ბედავთ ბავშვზე ამის თქმას?ბავშვია და იტირებს იცინებს და თქვენ ვინ ხართ რომ უცოდველ ბავშვს ასე მოექცეთ?ვუყვიროდი ოთახში შემოსულ კაცს და ბავშვის დამშვიდებას ვცდილობდი.კაცმა ხმამაღლა გაიცინა და ამაზრზენად შემომხედა.
-მამამისი ვარ და ისე მოვექცევი როგორც მინდა აი შენ კი ნამდვილად არ გაქვს ხმის ამოღების უფლება უღხრა კაცმა.მერე ერთი აათვალიერ ჩაათვალიერა შესაშური აღნაღობის ძიძა და ოთახი დატოვა.ქეთრინმა შვებით ამოისუნთქა და მის ხელში ჩაძინებულ ბავსვს შუბლზე აკოცა საწოლი გაუშალა და ფრართხილად ჩააწვინა პაწაწინა ანგელოზი.
-ნელი,ფრტხილად სცადა საუბრის წამოწყება ქეთრინმა და ჩაი მოსვა.რატომ აქვს დემეტრესთან ასეთი ცივი და შეუვალი დამოკიდებულება მამამისს?იკითხა ქეთრინმა.
ქალი ერთხანს დუმდა ალბად ფიქრობდა ღირდა ტუ არა მოყოლა.-ნიკას პატარაობიდან მე ვზრდიდი,ძალიან კარგი ბავშვი იყო მიუხედავად იმისა რომ მთელი ოჯახი ანებივრებდა და არამარტო ოჯახი თავში არასოდეს ავარდნია,მუდამ თავმდაბალი და სანდო ადამიანი იყო...მერე შეუყვარდა ერთი გოგო სიგიჟემდე,გაბრწყინებული თვალებით დაარებოდა სულ ანებივრებდა სალომეს,იმდენად იყო დაბრმავებული სიყვარულით რომ მის ნამდვილ სახეს ვერ ხედავდა..მერე ცოლობა შესთავაზა გოგოს გრანდიოზული ქორწილი უნდოდა...ქორწილი მართლაც არაჩვეულებრი იყო,ნიკას მშობლები მდიდარი თავადისშვილები არიან და ბაგრატიონების შესაფერისი ქორწილი გადაიხადეს...ყველაფერი კარგად იყო ახლად დაქორწინებულები სამოგზაუროდ იყვნენ,იქედან დაბრუნებულები არიყვნენ ისეთი ბედნიერები სალომე სულ ცაფიქრებული დადიოდა მერე გაირკვა რომ ორსულად იყო,აი აქ შეიქმნა პირველი პრობლემა ქალს არუნდოდა ბავშვის გაჩენა და მოშორება გადაწყვიტა ნიკა გაცოფდა მას უნდოდა შვილი ბოლოს სალომე იძულებული გახდა გაეჩინა დემეტრე.ორსულობის პერიოდში სულ გაუუცხოვდნენ ერთმანეთს და როგორც კი ბავშვი დაიბადა სალომემ გუდანაბადი აიყარა და ვიღაც კაცთან ერთად საბერძნეთში წავიდა შვილი მამამის დაუტოვა განქორწინების საბუთებთან ერთად...მაგის მერე აქ ამ მამულში გადმოვედით და აქ ვცხორობთ.ნიკა კი ტკივილს სასმელით იხშობს და ბოღმას ბავშვზე ანთხევს...არადა როგორი იმედით ელოდა მის დაბადებას...დანანებით ჩაილაპარაკა ნელიმ და ჩაი მოსვა.
გული დამწყვიტა რატომღაც ამ ამბავმა.ძილის წინ დემერეს ვაკოცე და ჩემს ოთახში გავაგრძელე ფიქრი.

ყველას სალამი!მაინტერესებს ღირს თუარა ამ ისტორიის გაგრძელება.ბოდიში



№1  offline წევრი ukideganod martosuli

dzalian mainteresebs

 


№2  offline წევრი gaomao

ღირს და იმედია შემდეგი თავი მალე იქნება :)

 


№3  offline წევრი puska

Kargi gaagrdzele :D

 


№4 სტუმარი nana

Am istorias ratom ar agrdzeleb kvelaze kargia gelodebit

 


№5  offline წევრი Firefly

nana
Am istorias ratom ar agrdzeleb kvelaze kargia gelodebit

გავაგრძელებ ამ ისტორიას მიხარია ძალიან თუ მოგწონთ
--------------------
M.T

 


№6 სტუმარი nia

Umorchilesad gtxov gaagrdzele bevri camikitxia magram es sul sxvaa.! Gemudarebi male dade ra.gogona salamandras tatuti, xo daasrule da es gaagrdzele ra plis...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent