გადამარჩინე... (დასასრული)
**** „მინდა იცოდე, არ ვნანობ. შენთან გატარებულ არც ერთ წუთს არ ვნანობ. პირველი შეხვედრიდან დღემდე. ყველაფერს თავიდან გადავიტანდი, ყველა ტკივილს გავუძლებდი. ვაჩე, ჩემი ცხოვრება შეცვალე – აზრი მიეცი. შავ-თეთრი ცხოვრება გამიფერადე. მიყვარხარ პირველი შეხვედრიდან და დარწმუნებული იყავი, ბოლო ამოსუნთქვამდე. თუ კი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი შენი სიყვარულით. მიყვარხარ, დაიმახსოვრე და ამას ვერაფერი შეცვლის. ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი სიყვარული, მაგრამ მე ეს ტკივილიც მიყვარდა. შენთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარდა. პირველივე დღიდან ავადმყოფურად მეშინოდა შენი დაკარგვის. ჩემსას ვერასდროს გეძახდი, თუნდაც გონებაში. 17 წლის ბავშვისთვის, დამიჯერე, ეს ყველაზე დიდი სტრესი იყო. უშენობა მაშნებდა. შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ტანჯვა იყო ჩემთვის, თითოეული უშენოდ დაწყებული დილა. როგორ მტკიოდა, როცა მარტო მტოვებდი. ახლა ვხვდები, იცოდი ჩემი ასეთი დამოკიდებულების შესახებ და ეს შენც გაშინებდა. გეშინოდა, პატარა ბავშვის სიყვარულის. ამას ახლა ვხვდები, თორემ მაშინ გაგებაც არ მინდოდა. მინდოდა ჩემი გრქმეოდა და მორჩა. დაგარქვი კიდეც, მიგისაკუთრე. ჩემსა და შენს სამყაროში ნებისმიერი მეზედმეტებოდა. ვაჩე, ერთადერთი იყავი ვისაც უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. გახსოვს? მაშინ კინაღამ თავი რომ დავკარგეთ. მართლა ძალიან პატარა ვიყავი, ასეთი სერიოზული ნაბიჯისათვის, მაგრამ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი. შენ კი მიხვდი. როგორც კი თვალებში ჩამხედე მიხვდი. ჩემს თავზე უკეთესად მიცნობდი. აი, ეს მაკარგვინებდა ჭკუას ყოველთვის. გრძნობდი რას განვიცდიდი, რა მჭირდებოდა. შენთან თავს დაცულად ვგრძნობდი. მაშინაც არ შემშინებია, იმ კლდიდან რომ გადავხტით. შენს თავს ვფიცავარ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამომიყვანდი. ყოველთვის შეგეძლო ჩემი ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოყვანა. წარმოიდგინე იმდენად მიყვარდი, რომ ვერც კი ვბრაზდებოდი შენზე. მაშინ, წასვლა, რომ გადაწყვიტე, იმის მაგივრად, რომ საერთოდ გამეწყვიტა ურთიერთობა, გთხოვე დარჩენილიყავი. წარმოიდგინე დროს გემათხოვრებოდი. როგორც კი გამოხვედი კაბინეტიდან, მაშინვე ვკითხე ზურას და რომ გავიგე წლის ბოლომდე რჩებოდი, აი მაშინ, მართლა უბედნიერესი ვიყავი. მართალია მე გაიძულე, მაგრამ მაინც რჩებოდი. ჩემთან რჩებოდი. იცი, ეს რას ნიშნავდა ჩემთვის? მთელ ცხოვრებას. ყველაზე ბედნიერი იყო ის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ნიშნობის ამბავი, რომ გამოაცხადა მამაჩემმა, ყველაზე მტკივნეული, იმის აღქმა იყო, რომ შენ იცოდი და ეგუებოდი. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ისევ შენ გადამარჩინე. ყოველთვის ასე იყო. ვაჩე, ყველაზე მეტად იმ პერიოდში მეშინოდა. მაშინ, როცა წესით მეცხრე ცაზე უნდა მეფრინა, მე შენი დაკარგვა მაშინებდა. ალბათ იმიტომ რომ არ არსებობს სამყაროში იმდენი სიხარული, რაც მაშინ უნდა მეგრძნო. იმ დღეს კი... ახლაც შიშის ჟრუანტელი მივლის იმ დღის გახსენებაზე. ვაჩე, არ ყოფილა ის ნარკოტიკი ჩემი. ასე ნამდვილად ვერ გატკენდი. შენ თავს ვფიცავარ, არაფრის გულისთვის არ მოგაყენებდი ამდენ ტკივილს. მშვენივრად დაგეგმა ზურა ავალიანმა ყველაფერი. და ჩვენც გავებით. მე პირვლივე წამიდან მივხვდი, მაგრამ იმდენად დაზაფრული ვყავი, რომ ვერ გითხარი. მერე შენთან მოახლოებიის საშუალება არ მომცეს... მერე? მერე ზურას წინადადებას დავთანხმდი. შენ თავს ვფიცავარ, მერჩივნა, მე ვმჯდარიყავი ციხეში, ვიდრე სხვას გავყოლოდი ცოლად. სიკვდილის ტოლფასი იყო ეს ჩემთვის, მაგრამ მაშინ ერთადერთ გამოსავალს ამაში ვხედავდი. ჩემი ბავშვური ჭკუით გეხმარებოდი, მაგრამ იმას ვეღარ ვხვდებოდი, რომ ამით ბოლომდე გაგანადგურებდი. იცი როდის მივხვდი ამას? ქორწილის დღეს. იმდენად გულისამრევი იყო ყველაფერი, რომ უკვე ვიცოდი, არაფრის ფასად არ გავხდებოდი სხვისი ცოლი. არ ჰქონდა მნიშვნელობა ქაღალდზე დარტყმულ შტამპს. შენს გარდა ვერავინ შემეხებოდა. სანამ ცოცხალი ვიქნებოდი. წარმოიდგნე, შევძელი. პატარა გოგომ შევძელი. შენი გულისთვის შევძელი. იმიტომ რომ მიყვარდი. გულის გაჩერებამდე მიყვარდი. სწორედ ამიტომ უნდა წავსულიყავი შენგან. მაინც არ მოგვცემდა ზურა ერთად ბედნიერად ცხოვრების უფლებას. ვიცოდი ვაჩე და ამიტომ წავედი. ვერ გადავიტანდი, შენ რომ რამე დაგმართნოდა. დამიჯერე ვაჩე, შეძლებდა ზურა. შენს მოსაკლავადაც არ აუკანკალდებოდა ხელი. აი, იქ დასრულდებოდა ჩემი სიცოცხლეც. შენი დაკარგვის შიში ყველაფერზე ძლიერი იყო. წავედი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შემძლებოდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც შენც იარსებებდი. ჩემი სიკვდილის ინსცენირება დაგეგმილი არ მქონდა, გარემოებათა დამთხვევა იყო და საჩემოდ გამოვიყენე. წარმომიდგენია როგორ გეტკინებოდა, მაგრამ გავიდოდა დრო და შეეგუებოდი. იმ კლუში, რომ დავიწყე მუშაობა, დამიჯერე სხვა გამოსავალლი არ მქონდა. რაღაცით ხომ უნდა მეარსება? შენს თავს ვფიცავარ, აზრდაც არ მომსვლია საკუთარი სხეულით მევაჭრა. ჩემი სხეულიც და სულიც მხოლოდ შენ გეკუთვნოდა. იმის გაფიქრებასც კი ვერ გავბედავდი, რომ ვინმე მომეშვა. ვაჩე, მე შენ გელოდებოდი. გაუცნობიერებლად გელოდებოდი. შენი საკუთრება ვიყავი და ამას ვერაფერი შეცვლიდა. იმ კლუბში უბრალო დამლაგებელი ვიყავი. იმ დღეს, შენ რომ მოხვედი... ღმერთო, როგორი ბედნიერი და როგორი ტკივილიანი იყო ის დღე. კლუბის მენეჯერმა მითხრა, გაბრაზებული კლიენტი გელოდება ოთახში, იძახის, რომ რაღაც ტანსაცმელი დაულაქავეო. მაშინ უნდა მივმხვდარიყავი. იმდენად არაბუნებრივად იქცეოდა, უნდა შემპარვოდა ეჭვი, მაგრამ იმ ოთახში შენი ხმა რომ გავიგე, კინაღამ გული გამიჩერდა, ახლაც ვერ ვხვდები, როგორ შევძელი ფეხზე დგომა. თავიდან ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდი. ახლოს, რომ მოხვედი და პერანგი გადამიღეღე, მაშინ გამინათდა გონება. მივხვდი, რას ნიშნავდა შენი ნათქვამი. მაშინ გავიაზრე შექმნილი სიტუაცია და მაშინ მოვკვდი პირველად. როგორ დამეჯერებინა, როგორ დამეშვა რომ შეგეძლო ჩემზე ასე გეფიქრა? მტკიოდა ისე როგორც არასდროს ცხოვრებაში. წარმოიდგინე იმასაც კი შევეგუე, რომ ცხოვებაში შეიძლება ვეღარ მენახე, მაგრამ შენს ასეთ დამოკიდებულებას ვერ ვეგუებოდი. ვაჩე, როგორ შეგეძლო დაგეჯერებინა, რომ ამას გაკადრებდი? თურმე სულ არ მიცნობდი. ბოლომდე არ ვკარგავდი იმედს, რომ მიხვდებოდი. თუნდაც მაშინ, ხელი რომ მომკიდე და წამომიყვანე. თუნდაც მაშინ, სანაპიროზე საკუთარი პიჯაკი რომ მომახურე. თუნდაც მაშინ, მძინარეს რომ მელაპარაკებოდი. თუნდაც მაშინ, ხიდან რომ ჩამომყვანე. თუნდაც მაშინ ჩემს შრამებს, რომ კოცნიდი. თუნდაც მაშინ, როცა უბრალოდ მიახლოვდებოდი. როცა მხედავდი. როცა მეხებოდი. მაგრამ ვერ მიხვდი. აუცილებლად წუხანდელი ღამე დამჭირდა იმისთვის რომ თვალები აგხელოდა. ძალიან მტკივნეული იყო ამის გააზრება. გულის გაჩერებამდე მტკივნეული, მაგრამ იცოდე არ ვნანობ, არც ერთი წუთით არ ვნანობ. ეს არ გამიკეთებია იმისთვის, რომ შენთვის რამე დამემტკიცებინა. იმიტომ გავაკეთე, რომ მიყვარხარ და მინდოდა, ცხვრებაში ერთხელ მაინც მეგრძნო შენი სხეული, მოგფერებოდი. იმიტომ გავაკეთე, რომ შენ გეკუთვნოდა ჩემი სხეულიც და ჩემი სულიც. ძალიან დიდი ხანია, ორივე შენ მოგიძღვენი. მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ შენი უნდობლობით ძალიან მატკინე. სწორედ ამიტომ უნდა წავიდე. მაპატიე, სხვანირად არ შემიძლია. ახლა რომ დავრჩე, მთელი ცხოვრება მეტკინება. არა და ძალიან ძლიერია, აუტანელია ეს ტკივილი. მივდივარ და გიტოვებ ჩემს გულს, შენგან შორს არაფერში მჭირდება. მიყვარხარ აუტანლად. მიყვარხარ ტკივილამდე. მართალი ყოფილა, ყოველთვის იმ ადამიანისგამ მიდიხარ, ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს. შენი ნინე. შენი თეთრი ანგელოზი.“ უკვე მუხლებზე დამხობილი კითხულობდა, ნინეს უკანასკნელ წერილს და ძალა აღარ ყოფნიდა მომხდარი აღექვა. **** სექტემბერი – წავიდა, დათა, სამუდამოდ წავიდა. დამტოვა, ვერ მაპატია. ან როგორ ეპატიებინა? რა ეპატიებინა? მაჯობა, ყველანაირად მაჯობა ამხელა კაცს. ბლომდე სჯეროდა ჩემი. მე კიდევ? ყველაზე ელემენტარულის დაჯერება არ მინდოდა. რამ დამაბმავა ასე? როდის გავხდი ასეთი? მერამდნედ უნდა დავისაჯოთ ჩემი დაუფქრებელი ნაბიჯის გულისთვის. დათა, ვუყვარდი უანგაროდ. მე კიდევ რა გავაკეთე? არ ვიმსახურებ, მაგრამ ყველაზე დიდი ეგოისტი ვარ. სხვანაირად არ შემიძლია და იმიტომ. ვერ მივცემ წასვლის უფლებას, ვერ გავუშვებ. მაინც მოვძებნი, რამდენი ხანიც არ უნდა დამჭირდეს. მთელი ცხოვრებაც რომ დამჭრდეს. სხვა რაღა დამრჩენია? აღარაფერი. აღარაფერი, მისი სიყვარული გარდა. ოქტომბერი – ერთი თვე... ტკივილიანი ერთი თვე. სად ხარ ნინე? როგორ მჭირდები. ვერ ვეგუები უშენობას. არ ვარსებობ უშენოდ. როგორ მიყვარხარ შენ ხომ არ იცი?! ვიცი ჩემი ბრალია. ვიცი ვიმსახურებ, მაგრამ ნეტავ შემეძლოს დროის უან დაბრნება. შენთან ყოფნის თითოეულ წამს გამოვიყენებდი. თუმცა შეუძლებელია... შეუძლებელია, როდესმე შევივსო უშენობის დანაკლისი. მაკლიხარ ნინე. მაკლიხარ და უსაშველოდ მენატრები. ნეტავ, სად ხარ ახლა? ნეტავ, შენ თუ გენატრები? შენს თავს ვფიცავრ მზად ვარ, შენთან გატრებული თუნდაც ერთი საათის სანაცვლოდ დარჩენილი სიცოცხლეც კი დავთმო. ტკივილამდე აუტანელია უშენობა. ნინე, ვერ ვხვდები, როდის შეძელი, როდის შემოაღწიე ასე ჩემს ცხოვრებაში, რომ ახლა უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირს. ნეტავ, ის მაინც ვიცოდე, რომ ოდესმე მაპატიებ. სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდებოდი. მზად ვარ ამისთვის მთელი გალაქტკის ვარსკვლავებიც კი დვთვალო. ნოემბერი – ნინე, უშენოდ ცხოვრება ვერ ვისწავლე. რამდენი არ ვეცადე, მაგრამ არ გამომდის. შეუძლებელია. ვცდილობ ბევრი არ ვიფიქრო, თორემ ჭკუიდან გადავალ ალბათ. როგორი ერთფერვანია დღეები. როგორი ცარიელია უშენოდ სახლი და ჩემი სული. გუშინ იმ ხეზე ავედი. დაუჯერებელია, მაგრამ რაღაცით უნდა შემეგრძნო შენი არსებობა. გამახსენდა, როგორი მობუზული იჯექი. სახლში, რომ დავბრუნდი და არ დამხვდი, მაშინ კინაღამ ჭკუიდან გადავედი. მეგონა წახვედი. ცოტა მაკლდა მაშინ, ნერვებს ძლივს ვთოკავდი. იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ წახვედი. იქ მჯდომი, რომ დაგინახე, ბეღურას ჰგავდი, მობუზულ ბეღურას. მახსოვს, ცრემლებს ძლივს იკავებდი. როგორ მიყვარდი მაშინ. ნინე, გთხოვ დაბრუნდი. დაბრუნდი და გადამაჩინე. დეკემბერი – ნინე, საქველმომედო ფოდი დავაარსე, რომელსაც შენი სახელი დავარქვი. ასე შენი რაღაც ნაწილი მაინც არის ჩემთან. ბავშვთა სახლს ვეხმარებით. 20 დეკემბერს ვიყავი ბავშვებთან. შენი დაბდების დღე მათთან ერთად აღვნიშნე. ნეტა განახა, როგორი თბილები არიან. თითოეულ მათგანში შენ გხედავ, ჩემს თეთრ ანგელოზს. თოვლის ბაბუას წერილები მივწერეთ. მე შენი თავი ვთხოვე. მართლა შენ ჩაგიფიქრე ამ ახლ წელს. ნინე, არ მინდა აუხდეელ ოცნებად დამრჩე. ვერ დავიჯერებ, რომ შენთვის ადვილია. მზად ვარ შენი ყველა პირობა მივიღო, ოღონდ ერთხელ მაინც შეგავლო თვალი, თუნდაც არ შეგეხო. მე მაინც მჯერა თოვლის ბაბუის და ჩვენი სიყვრულის. შეუძლლებელია ეს სიყვარული ასე უკვალოდ გაქრეს. არ მოგცემ ამის უფლებას. სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და იმიტომ. 31 დეკემბერი დილიდან ბვშვებთან ერთად იყო ვაჩე. დღევანდელი საღამოს ბოლო შტრიხებს აგვარებდნენ. დღეს თავად თოვლის ბაბუას ელოდებოდნენ აქ. დილიდან იმდენი საქმე ჰქონდათ, რომ ჯერ შუადღეც არ იყო და ვაჩე ძლივს სუნქავდა. – ვაჩე, წამოდი, შენთან საქმე მაქვს. – შარვალზე დაქაჩა პატარა ბიჭმა – რა ხდება, ბატონო ნიკოლოზ? – საქმიანი სახით შეხედა ვაჩემ. – მაღალი ხარ და კარადიდან შოკოლადი ჩამომიღე რა?! – ქვევიდან ახედა ისე, რომ გამომეტყველება არ შეუცვლია. – კარგი, მაგრამ ჯერ არ გისადილია და სადილის მერე ჩამოგიღებ, პატიოსან სიტყვას გაძლევ. – არა, ახლა მჭირდება. – კი, მაგრამ რად გინდა? – სიცილს ძლივს იკავებდა ვაჩე. – რად მინდა და მარის უნდა დავუდო ბალიშის ქვეშ. – ცოტა გაწითლდა ნიკუშა. – თუ ასეთი საქმისთვის გჭირდება?! – ღიმილით გამოხსნა კარადა დ შოკლადის ფილა მიაწოდა. ბედნიერი გაიქცა ნკუშა. სევდიანად ჩაეღიმა ვაჩეს. – ვაჩე, შვილები გყავს? – გვერდით მიუჯდა საძინებლიდნ დაბრუნებული ნიკუშა. – არა, ნიკუშა, არ მყავს. – რატომ? – რა ვიცი, ღმერთს არ უჩუქებია. – შვილი ღმერთმა კი არა, ცოლმა უნდა გაჩუქოს. მე მაგალითად მარი შემპირდა რომ მაჩუქებს. ცრემლი მოადგა თვალებზე ამხელა კაცს. ახლოვდებოდა12 საათი. ცოტაც და გააცილბდნენ ძველ წელს. ნაძვის ხესთან იმპროვიზირებული ზეიმი გაემართათ. საათმა 12 ჩამოჰკრა და თოვლის ბაბუაც ესტუმრათ. უამრვი საჩუქარი იყო იმ ღამით. რამდენი ღიმილი და გახარებული გული?! იმდენ სიხარულს იტევს ეს ღამე, რომ ნამდვილად ღირს მთელი წელი ლოდინად. ბავშვები გადაიღალნენ და დასაძინებლად გაამწესეს. კმაყოფილი ბრუნდებოდა ვაჩე სახლში. კმაყოფილი, თუმცა ბედნიერებისთვის მთავარი აკლდა. ბრუნდებოდა უზარმაზარ ცივ სახლში. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. რაღაც იგრძნო. გული გაუთბა. ღმერთო, ნუთუ ეჩვენეება? შემოტრილებას ვერ ბედავდა, ეშინოდ ეს შეგრძნება არ დაეკრგა. მაინც შემობრუნდა და დაინახა. იქ იდგა. მისი ნინე იყო, მისი თეთრი ანგელოზი. იდგა თოვლში და უღიმოდა. ღმერთო, როგორ მონატრებოდა. გონების დაკარგვამდე. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაშეშდა. კიდევ დიდი ხანი ვერ ახერხებდა გონზე მოსვლას. იდგა და თვალს არ აშორებდა, მის ოდნავ წამოზრდილ მუცელს. – ნინე... – მარტო ამის თქმა მოახერხა და მის წინ ჩაიჩოქა. ხელები წელზე შემოჰხვია და თავი მუცელზე მიადო. ნინემ ხელები თმებში შეცურა ვეღარ შეძლო ცრემლების შეკავება. – ნინე, ჩემი ნინე... – ჩურჩლებდა გაუჩერებლად და მუცელს უკოცნიდა. ბოლოს წამოდგა და გულში ჩაიკრა. მთელი სხეულით უნდოდა შეეგრძნო, დარწმუნბულიყო, რომ მართლა მასთან იყო. აღარსად გაუშვებდა. ძლივს იპოვა. ხელში აიყვანა და ისე წაიყვანა სახლისკენ. ნინეს მის ყელში ჩაერგო თავი ხელები კისერზე შემოეხვია. – ახალ წელს გილოცავ ვაჩე არეშიძე. – ყურთან უჩურჩულა და უფრო ძლიერად აეკრო. – მადლობა, ნინე. შენ მე გადამარჩინე. ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ. მართლაც რამდენ სასწაულს იტევს ეს ღამე. *********************************** ეძღვნება ა'ნინეს, ჩემს თეთრ ანგელოზს. ესეც ასე... დავასრულე... იმედი მაქვს მოგეწონებათ... შეცდომებს ყურადღება არ მიაქციოთ... ეხლა მოვრჩი წერას და გადახედვის დრო არ მაქვს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.