შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს ბედნიერებას ,,თორნიკე" ჰქვია !!! (სრულად)


8-08-2015, 11:20
ავტორი Inn1
ნანახია 5 806

ბავშვობა? ბავშვობა მქონდა სასწაული.სულ ეზო სულ ბავშვები სულ თამაში.მაგრამ იყო ბევრი რამ რაც არ მომწონდა მაგალითად ,,შემტენი ბავშვები" ყველას სურდა ჩემთან მეგობრობა ან მამაჩემის ფულთან მეგობრობა.
მე ინა ვარ. სიმართლე რომ გითხრათ არაფრით გამორჩეული. მიყვარს სწავლა. მსურს დასახული მიზნები განვახორციელო და სასურველი და წარმატებული ქალი დავდგე.მიუხედავად ჩემი ასაკისა ცხოვრებამ ბევრჯერ მკრა წიხლი შეიძლება ასაკიან ქალბატონებს გაეცინოთ რა დროს შენი ცხოვრებისეულ პრობლემებზე საუბარიაო მაგრამ მე არ ვფიქრობ ასე. 17 წლის ასაკში გვგონია რომ თითოეული პრობლემა ცხოვრების დასასრულია და მის იქით სიშავეს ვხედავთ ალბათ იმიტომ რომ თითოეული პრობლემა ზედმეტად ახლოს მიგვაქვს გულთან.
მშობლები ? ოოო მძიმე თემაა. მყავს დედა მამა და პატარა ძმა.მინდა ოჯახიდან მამა გამოვყო და ცალკე განვავრცო მასზე.მიუხედავად იმისა რომ მამაა ზუსტად ის არის ყველა იმ წიხლის ავტორი რაც ცხოვრებამ მკრა.ერთდროულად საშინელი და კარგი ადამიანია. მისგამო მეტენება ყველა მისი ფულების გამო არადა როგორ მეზიზღება ეს ჭუჭყიანი ქაღალდები.მისი აზრით სწორედ ეს ,,სიჭუჭყეა" ბედნიერება მე კი ჩემს ბედნიერებას ,,თორნიკეს" ვუძახი.(ეს ცოტა მერე)
დედა? ძაან ჯიგარი ქალია ყველა ჩემს პრობლემას გაგებით ეკიდება და ცდილობს დამეხმაროს. მაგრამ მე ვარ ალბათ იმდენად ცივი რომ მის არცერთ დახმარებას არ ვიღებ
სულ რასაც ქვია მეგობარი 4 მყავს აი ეს 4 არის ზუსტად ვისთანაც ერთად მთელ ცხოვრებას გავატარებდი.
თორნიკე ? დადადადააააააამ (ვიცინი) არც შეყვარებულია,არც მეგობარია, არც ნათესავია ის ჩემი ძმაა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.მასზე ვგიჟდები ყველას და ყველაფერს დავთმობ მის გამო. დაფიქრებულხართ ოდესმე გყავთ თუარა ისეთი ადამიანი გვერდში ვისაც თქვენი უბრალო მიმიკითაც კი ესმით ? მე მყავს! და დიდი სიამაყით ვამბობ კიდეც ამას
თორნიკე მამაჩემის ბავშვობის მეგობრის შვილია. 12 წლის იყო როცა მამა ბრმა ტყვიამ მოუკლა მის მერე კი მამაჩემი ზრდიდა და კაცად აყენებდა.თავიდან სიმართლე გითხრათ დასანახად ვერ ვიტანდი თავისებური იყო სულ მარტო დადიოდა და ისეთ ადგილზე ისვენებდა სადაც ნამუსიანი თაგვიც არ გაივლის.12 წლის ვიყავი როცა ის ჩემი სული მეწილე გახდა მიყვარდა მასთან ერთად ყოფნა და მთლიანად ეს ადამიანი მიყვარდა.ტომი ჯერივით ვიყავით სულ ვჩხუბობდით სულ ვებუტებოდით ერთმანეთს მერე კი ბევრი ალპენ გოლდით მთავრდებოდა გაბუტვები. მე თორნიკე დათო თეკლა მარიამი და ჯონი. აი ხალხი ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა სულ. მე თორნიკე და დათო სულ ერთად ვიყავით მიუხედავად იმისა რომ ჩემზე ასაკით უფროსები არიან ეს სულაც არ მიქმნის რაიმე დაბრკოლებას. ვცდილობდით სულ მხიარულად გავგვეტარებინა დრო. ეს ორი ადამიანი იყო ვისთანაც მამაჩემს პრობლემა არქონდა ამიტომ შუა ღამეს რომ გავსულიყავი მათთან არქონდა პრობლემა ძირითადათ დათოსთან ,,ვეგდე" სულ ვმხიარულობდით სულ ვღადაობდით. რატომ ვსაუბრობ წარსულში ? ( ესეც ცოტა მერე კაი არ მცემოთ ვიცინი)
გახსენება N1
-თოოოოოოოოორნიკეე-გოგოსთვის შეუფერებელ ხმაზე ვიყვირე
-რა გაღნავლებს ამ დილა უთენია ?
-მშია.შრეკის ფისოსავით გავუკეთე თვალები
-ეეე ნუ შვები ეგრე ხოიცი მერე შენი მონა ვხდები ახარხარდა და ლოყები დამიწელა
-ეეე საქონელო ხო გითხარი ნუ მიშვები ეგრეთქო მტკივა უფფ -ტუჩები გამოვბუსე რომ ჩემი გაბრაზება შეემჩნია
-ვაიმე ჩემი ბუსააა(დათო) სულ როგორ იბუტები გოგო და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა ამან გაგაბრაზა ხო ? მიმანიშნა თორნიკეზე
-ხო- მეც 3 წლის ბავშვივით ვუპასუხე
-მოდი ბიჭო აქ დაგახევ ყურებს და როგორც მშობლები ანუგეშებენ ბავშვებს ისე მოსცხო საჯდომზე ხელი და მე გამარჯვებული სახით გამომხედა
-ნახე რა ვუქენი ? მე ამ ყველაფერზე გემრიელად ვიცინე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ მათ გარეშე ერთი წამითაც არშემიძლია.
-დათო კიდე შეცვალე wifi-ს პაროლი ?
-აჰაამ,აბა რა მექნა რა პაროლიც დავაყენე ყველას იცნობს ეს ბავშვები
-უიმეეე ჟმოტი და სიცილი ავტეხე.. კაი კაი მითხარი პაროლი
-აღშფოთებულისირაქლემა123
ამაზე მე და თორნიკემ როხროხი დავიწყეთ თან ისეთი რომ ნახევარი საათი ვერ გავჩერდით.
ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს..ეჰჰ ეს მოგონებები როგორ მკლავს
გახსენება N2
ინა წესიერად და როგორც გოგოს შეეფერება ისე ჩაიცვი და მამაგეიშვილების დაბადებისდღეზე წავედით ! -გასცა ბრძანება მამაჩემმა
-არმინდა- და კვლავ გავაგრძელე თორნიკესთან მესიჯობა
-გოგო შენ ვინმემ გკითხა რაგინდა?-ხელი უხეშად მომკიდა მკლავზე და ფეხზე ამაგდო
-ხელი გამიშვი-ვიყვირე
-აი ახლა დროზე ჩაიცმევ და წამოეთრევი გასაგებია?-ბოლო ხმაზე იყვირა
-მოვკვდები და არწამოვალ .არა არწამოვალ იმ მელოტი ღიპიანების თავყრილობაზე სადაც მორიგი არაკაცის დაბადების დღეს აღნიშნავენ.ვუსმინო როგორ საუბრობთ იმაზე რომ მათხოვრები ადამიანები არ არიან და მთავრობან უნდა შეადგინოს წესი რომ მათი საყოველთაო ხოცვა დაიწყონ.ვერ ვუსმენ იმას როგორ ამცირებთ უფულო ხალხს ვერ აგიტანთ როგორ მოგაქვთ ეგ მელოტი თავები.მეზიზღებით-ვიღრიალე და ფანჯრისკენ გავბრუნდი....ზუსტად 3-მდე დავთვალე და მარჯვენა ლოყა ამიხურდა ეს ტკივილი არაფერი არიყო რასაც აქამდე ვიტანდი.ხო მამაჩემმა გამარტყა რისგამოც ტუჩიც გამისკდა.
-ფუფ შენნაირი შვილი მე როგორ უნდა მყავდეს-იატაკზე დანარცხებულს დამყვირა და წიხლი ჩამარტყა...ისტერიკული ტირილი დავიწყე სახლში არავინ იყო რომ წამოდგომაში მაინც დამხმარებოდა ვხვდებოდი როგორ მდიოდა სისხლი და იმდენად მტკიოდა წელში ჩარტყმული წიხლი რომ ვერ ვდგებოდი.უცებ დავინახე ძირს დავარდნილი ჩემი ტელეფონი და სასწრაფოდ თორნიკეს დავურეკე
-გთხოვ გთხოვ გემუდარები ჩემთან მოდი გევედრები ცუდად ვარ-ტკივილისგან გამწარებული ხმით ჩავძახე მისგან პასუხი არ მიმიღია ლაპარაკი არ მქონდა დასრულებული რომ გამითიშა....2 წუთში მომესმა მანქანის ბორბლების საშინელი ,,წუილი" შემდეგ კი კარებზე ბრახუნი როგორც მივხვდი ჩამკეტა იმ არაადამიანმა გავიგე თორნიკეს ხმა როგორ შეიკურთხა მე ისევ იატაკზე ვიყავი ვერ ვდგებოდი და ვხედავდი ჩემი თეთრი მაისური ტუჩიდან წამოსული სისხლისგან როგორ წითლდებოდა დაბალ ხმაზე ვიძახდი ,,თორნიკეს"..უცებ ფანჯრის მსხვრევის ხმა გავიგე და მერე არაფერი აღარ მახსოვს დაბნელდა მხოლოდ ლამაზ ფიგურებს ვხედავდი რომელიც აქეთ იქეთ მოძრაობდა
რომ გამომეღვიძე თორნიკეს ოთახში ვიყავი.პლედი გადავწიე და დავინახე ჩემი თავი ნახევრად შიშველი და წელზე დიდი ბინტი მქონდა შემოხვეული თანდათან აღვიდგინე გუშინდელი ფაქტი და ზიზღი ჩამიდგა თვალებში.
-უკეთ ხარ? თორნიკეს უთბილესი ხმა მოხვდა ჩემს ყურთასმენას
მე მხოლოდ თავი დავუქნიე და ჩახუტება ვთხოვე.ჩამიხუტა ისე როგორც მას სჩვევია მთელი სხეულით ამიკრო მის მკერდზე მეც გავიყუსე და მის მკლავებში.თორნიკე არიყო ის ადამიანი ვინც გკითხავდა რა მოხდა ვინ გიქნა რატო რისთვის ზედმეტი კითხვით არ გაგიბურღავდა ტვინს ის თვალებით ხვდებოდა ყველაფერს.
-პასუხს აგებს გეფიცები-მხოლოდ ეს მითხრა და კიდევ უფრო მიმიხუტა
......................................
ნეტა დამიბრუნდეს ის დრო ნეტა კიდევ მყავდეს ნეტავ ნეტავ ნეტავ.თავი გამისკდა ამდენი ფიქრისგან და სახურავიდან გადავხედე ღამის ქალაქს შემდეგ ჩამოვჯექი და მოსაცმლის ჯიბიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოვიღე დავხედე და ისევ ჯიბეში მივუჩინე ადგილი
გახსენება N3
დათოსთან ვიყავით სახლში როგორც ყოველთვის.დათო ლუდს სვამდა მე კიდე ფორთოხლის წვენს თორნიკეს ველოდებოდით.უცებ დათო გამობრუნდა და მკითხა
-ინა სიგარეტი გასინჯული გაქვს?
-გააფრინე არა რათქმაუნდა მაგრამ ისე კი მაინტერესებს ხოიცი შენ- და გავიცინე
-აჰა აიღე !- სიგარეტი მომაწოდა დათომ კარგად დავაკვირდი და დიდხანს ვუყურებდი შავი ასოებით დაწერილ ,,sobranie''-ს
-თუ ძაან გინდა გასინჯე არვეტყვი თორნიკეს და გამიცინა
დათო სხვანაირი იყო უფრო თავისუფალი და მხიარული თორნიკე კი დინჯი და სერიოზული ვერიტანდა გოგო რომ ეწეოდა ან ვულგარულად თუ იქცეოდა ასეთი ქალები იცოდა რისთვისაც ჭირდებოდა
კიდევ დავაკვირდი წარწერას და სანთებელა მოვიმარჯვე კაი მწეველივით ტუჩებს შორის მოვიქციე სიგარეტი ის იყო უნდა მომეკიდა რო გამაყრუებელი ღრიალი გავიგე
-იიიიიიიიინაააააააააააააააააააააააააააააა
უემოციო სახით ავიხედე და გაცეცხლებული თორნიკე თავინახე თვალები ჩასისხლიანებული ჰქონდა შიშისგან და სირცხვილისგან სწრაფად ამოვისუნთქე და სიგარეტი პირიდან გადმოვაგდე
-რას აკეთებ გოგო შენ ნორმალური ხარრრ?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა..ან შენ ბიჭო სულ გამო^&** უცებ მუშტი მოიღერა და დავინახე დათო როგორ გაგორდა ძირს თორნიკემ სწრაფად ამიყვანა ხელში მიმიხუტა და ჩამჩურჩულა
-ეს აღარ გააკეთო არმინდა რომ ეს გააკეთო შენ ჩემი ბავშვი უნდა იყო და ხომ იცი ბავშვები არ ეწევიან
..................................................................
ცრემლები მომადგა.ბევრი ვიტირე მერე ისევ ამოვიღე სიგარეტი და კარგად დავაკვირდი შავ ასოებს რომელიც ერთმანეთის წყობით სიტყვა ,,Sobranie"-ს ქმნიდა.

გახსენება N4
-ინა სად ხარრ?
-სკოლაში თოკო
-კაი და რამდენ ხანში გიმთავრდება გაკვეთილი
-10 წუთში მაგრამ კიდევ მაქვს ამის მერე 3 გაკვეთილი..მომაბეზრებლად მოვიხვნეშე
-გეზარება გაჩერება?
-ააუ ძალიან,ყველაფერი ნამეცადინები მაქვს მაგრამ არშემიძლია რაა
-კარგი გასაგებია.
ზარი დაირეკა როგორც ყოველთვის ბუფეტში მივდიოდი მე ხომ ჭამის დედოფალი ვიყავი.ბუფეტამდე სანამ მიხვალ 2 დერეფანია მე რათმაუნდა მეორეთი ვსარგებლობდი რადგან სულ ჩაბნელებული იყო.უცებ დერეფანში ფაჩუნი მომესმა გამიკვირდა აქ აქამდე არავინ მინახავს უცებ ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა ზურგზე ,,ამიკიდა" და მეორე სართულის ფანჯრიდან ჩემთან ერთად გადახტა.შიშისგან კინაღამ გული გამისკდა როცა ჰაერში ვიყავი გამოკიდებული და ვიღაცას მთელი ძალით ვყავდი დაჭერილი თან ისე რომ მის სახეს ვერ ვხედავდი.უცებ შავ ,,გელენვაგენში" აღმოვჩნდი და დავინახე როგორი გამარჯვებული მზერით მიყურებდა თორნიკე სარკედან
-ხო გეზარებოდა გაკვეთილები ხოდა ეხლა წამო მაკდონალდში.
პასუხის თავი არმქონდა მხოლოდ მერე გამახსენდა ჩემი ნივთები
-კი მაგრამ შე გადარეულო ჩემი ჩანთა სადაა?
-აბა გვერძე მიიხედე..ისე დამჯერი გოგოა მარიამი ნათქვამი არ მქონდა რომ აასრულა და თვალი ჩამიკრა.გვერძე გავიხედე და ჩემი ჩანთა შევნიშნე რომლის თავზე მობილური და ყურსასმენები იდო გამეღიმა და ხმაურიანად ვაკოცე ყელში თორნიკეს
............................................................................
ღმერთო რა ბედნიერი ვიყავი
გახსენება N5
ლოგინზე ვიყავით დაწოლილები მე თავი თორნიკეს მუცელზე მედო ის კი ჩემს თმებს ეთამაშებოდა.სულ ამბობდა ვგიჟდები შენს გრძელ თმებზეო.თმა წელამდე მქონდა მუქი ყავისფერი.მე სპანჯბობს ვუყურებდი და უცებ მომინდა ზღვა
-აუუ ახლა მამყოფა აი ზუსტად ამ ფორმაში ოღონდ სანაპიროზე სხვა არმინდა არაფერი და მოწყენილი სახე მივიღე რადგან ღამის 2 საათი იყო მალევე ჩამეძინა.
სიზმარში ვხედავდი ზღვას და მისი ტალღების ხმა მესმოდა უცებ გამეღვიძა დაა ვაიმეეეე ღმეერთოოო სანაპიროზე ვიყავით. თორნიკეს ავხედე რომელიც მშვიდად ეწეოდა და ჰორიზონტს მიშტერებოდა მერე მე გამომხედა
-ღრმა ძილი გცოდნია პატარავ
-თორნიკე მადლობა-უცებ ავდექი და მთელი ძალით ჩავეხუტე შევხედე როგორ დაუარა ჟრუანტელმა.ცოტა არიყოს გამიკვირდა. თორნიკემ ბეჭებზე მომკიდა ხელი და უკან გამწია თვალებში ჩამაშტერდა და ცოტა ხანი ასე მიყურა მერე კი დაიწყო
-ვიცი ახლა რა რეაქციაც გექნება მაგრამ თავს ვერ ვაპატიებ ეს რომ არ გითხრა თავი დახარა და ნერვიულად აუკანკალდა ხელი მერე ამომხედა და მითხრა
-ინა მიყვარხარ !
მე სიცილი ავტეხე ოოჰჰ მაგაზე მოკვდი კაცოო ? მეც მიყვარხარ ხოიცი ჩემი ძმა ძმა კიარა ყველაფერი ხარ შენ..
მის სახეზე ვერ შევნიშნე ვერაფერი ისევ ამომხედა
-არა ინა მე ვეღარ გიყურებ როგორც ჩემი და. მე მე მე ისე მიყვარხარ როგორც ბიჭს უყვარს გოგო არვიცი რა მემართება შენხარ ის ერთადერთი ვინც ამ ცხოვრებაში მყავს ყველა დავკარგე აბსოლიტურად ყველა შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელი ნათელი წერტილი. შენ ჩემი მზეც ხარ და მთვარე,ჩემი ნერვების კიბო და გაჭედვების მთავარი ინიციატორი.შენხარ ის გადაუჭრელი პრობლემა რომლის მოგვარებაც მე არმინდა.ინა მიყვარხარ ვგიჟდები შენზე.შენზე ვგიჟდები ჩემო პატარა
და აი რა დამემართა მე ამდროოოოოოს?
მოვკვდი და ხელახლა დავიბადე.მთელი სისხლი ამემღვრა.სულში ჩამაფურთხეს.დამანგრიეს გამანადგურეს ჩემი თოკო არმიყურებდა მე როგორც მის დას მე მას ვუყვარდი მე მას ვუყვარდი მხოლოდ ამას ვუმეორებდი ჩემს თავს. მთელი გონება დავძაბე თვალები ძლიერად დავაჭირე ერთმანეთს მერე ამოვისუნთქე და ხმადაბლა ვუთხარი
-წადი !
-რა?
-წადი.მომშორდი ეს როგორ ეეეს როგორ გააკეთე ამდენი ხნის ურთიერთობას დედა უტირე ხოო ?ხოიცი რო ძმასავით გიყურებდი მე შენ ვერასდროს შეგხედავ როგორც ბიჭს.შეეენ შენ ყველაფერი მოსპე უბრალოდ ადექი და წადი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან რა სიყვარული რა სიყვარული ნორმალური ხაარ? ადექი დროზე ფეხზე წადი და გადაიკარგე ისე რომ ჩემმა თვალებმა ვერსად გიპოვნონ წადი წადი წაეთრიეეე მეზიზღები---ბოლო ხმაზე ვყვიროდი ის კი კვლავ ჰორიზონტს მიშტერებოდა
-ანუ წავიდე?-მშვიდი ტონით თქვა ისე რომ ჰორიზონტისთვის თვალი არ მოუშორებია
-წადი ! ესღა ვთქვი ამოვისუნთქე ტანსაცმელი გავიხადე და აღელვებული ზღვისკენ ავიღე გეზი მთელი ძალით მივრბოდი და ნელნელა აღწევდა ჩემს სხეულამდე აღელვებული ზღვის შხეფები.მერე ძლიერად შეეხო ჩემს ფეხებს გაყინული წყალი მთელი ძალით მირტყამდა და მანიშნებდა რომ მასში შევსულიყავი მისკენ მიმათრევდა ერთი ნაბიჯი გადავდგი და სხეულზე დავიხედე წყალს უკვე ჩემი თმა სულ დაუსველებია და წელამდე იყო მოსული მე უბრალოდ ხელები მაღლა ავწიე და მთელი ტანი მოვადუნე მივხვდი როგორ მივყავდი ზღვას მისკენ როგორ უნდოდა მის გულთან მივსულიყავი ისე რომ მერე ვეღარ გამოვსულიყავი იქედან.ვგრძნობდი როგორ მომიმწყვდია მისმა ტალღებმა და როგორ ჰკრა ჩემს სხეულს რომ მის ფსკერზე აღმოვჩენილიყავი.მე თვალები დახუჭული მქონდა და მთლიანად ვხარშავდი და ამავდროულად ვივიწყებდი ყველა დეტალს და ყველა ადამიანს ჩემი ცხოვრებიდან.მერე მოვტრიალდი და ნაპირისკენ გავიხედე სადაც მხოლოდ ჩემი ტანსაცმელები ეყარა........................................
ახლანდელი დრო აღარავითარი გახსენება !
ვზივარ სახურავზე და გავყურებ ჰორიზონტს.
რამხელა ტკივილმა დაიტია ამ ერთი ციცქნა გოგოს გულმა.თორნიკე მისი ცხოვრება და ბედნიერება თავისი ხელით გაუშვა. და დარჩა მარტო მამამისთან ერთად რომელიც მშიერ მგელს მოაგონებდა.მეგობრები ? ისინი უკვე აღარაფერი არარიან მისთვის.გააცივა და გააბოროტა თორნიკეს გარეშე გატარებულმა 10-მა თვემ! ცივსისხლიანი გახადა მისთვის ხალისიანი ფერები შავმა და მუქმა სამოსმა შეცვალა მის მერე აღარავის უნახავს ახარხარებული ინა სულ ძილს და მარტოობას მიეცა. მერე ჩვეულებრივად სწავლას დაუბრუნდა და ცხოვრება გააგრძელა ვინიცის მის აფერისტულ ღიმილში რამხელა ტკივილს მალავდა. სკოლა ჩვეულებრივად განაგრძო ოღონდ სკოლამ ახალი სულ შეცვლილი ინა მიიღო.
ინა მხოლოდ დათოს ეკონტაქტებოდა ისიც ცოტახნით მასთან ლაპარაკი ძველ დროს ახსენებდა და ისევ ხელახლა ეხსნებოდა ჭრილობები. მერე უფრო გამოვიდა მდგომარეობიდან ამბობდნენ შეყვარებულიც კი გაიჩინაო და მართლა ძალიან უყვარსო.მისგამო კიდევ ბევრჯერ შეექმნა ,,პრობლემა" მამასთანო.
ერთი ჩვეულებრივი დილა იყო 10 თვის შემდეგ გადავწყვიტე დათო მენახა და მისი სახლისკენ ავიღე გეზი ვიცი ძალიან მეტკინებოდა მაგრამ მე ეს უნდა გამეკეტებინა.კარი ღია დამხვდა შევედი ირგვლივ სულ ალკოჰოლის ბოთლები ეყარა სანაგვედ იყო სახლი ქცეული.მერე დათოს დაბოხებული ხმაც გავიგე რომელიც მისი ოთახიდან ისმოდა.აშკარად ტელეფონზე ან სკაიპით ლაპარაკობდა კარი შევაღე თუარა წამში დახურა ლეპტოპი და შეშინებული თვალები მომაპყრო
ცრემლები წამსკდა კარებთან ჩავიკეცე და ბოლო ხმაზე ამოვუშვი
-ის იყო ხო ? მითხარი ის იყოო? რატო მეუბნებოდი რომ არ მეკონტაქტებაო? რატო მატყუებდით რატო მტანჯავდით მივარდი და მუშტები დავუშინე მან კი მიმიხუტე
ცოტა დავმშვიდდი და მერე დაიწყო
-აზრი არ აქვს დამალვას მას ყოველდღე ვეხმიანები.ინა იცი ის ძალიან შეიცვალა სულ განადგურებულია ყოველდღე გკითხულობს და შენს ამბებს იგებს.არშეიძლება ეგრე ბუსა უნდა დაფიქრდე ცოტა რა გააკეთე წამო ეხლა სახლში გაგიყვან
მანქანაში ვიჯექი და ფანჯრიდან ვიხედებოდი ვფიქრობდი დათოს სიტყვებზე.10 თვე 10 ტანჯული თვე იცით რამდენჯერ მივხვდი რომ მყვარებია? ძალიან ბევრჯერ და ამით გული უფრო და უფრო მტკივდებოდა რამდენჯერ ვცადე იმ ზღვაში ჩახჩობა მაგრამ ყოველთვის რაღაც მაკავებდა ან ვიღაც. დათოსგან ისიც გავიგე რომ ამ ხნის მანძილზე მანჩესტერშია და არ აპირებს ჩამოსვლას
-მაგრამ ალბათ დარჩა 1 იმედი რომ ჩამოვა- გამომცდელად გამომხედა დათომ მე არაფერი მიპასუხია.კვლავ გზას გავხედე..მერე გამახსენდა რომ 2 დღეში ჩემი დაბადებისდღე მოდიოდა
ინა იმდენად იყო შეცვლილი რომ ყველას ჭკუაზე დადიოდა მისთვის უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა 18 წლის ხდებოდა და დიდ დაბადების დღეს უკეთებდნენ მისი მშობლები.მთელი მისი ,,სამეგობრო" დაპატიჟეს
უბრალო შავი კაბა ჩავიცვი წელამდე მომდგარი და ქვემოდ გაშლილი მუხლებამდე თმა ავიწიე და კოსად გავიკეთე შავი კეტები ჩავიცვი და რესტორნისკენ წავედი.
სავსე იყო რესტორანი მისი ტოლებით.ინას კი უემოციო სახე ჰქონდა არაფერი ახარებდა ერთადერთი ვისაც გაუღიმა დათო იყო რომელზეც ინას მეგობარი გოგონები კინაღამ მოკვდნენ. ის ხომ უსიმპატიურესი იყო მაგრამ მასზე სიმპატიური თორნიკე იყო ყოველი მეორე გოგო მასზე გიჟდებოდა. ამბობდნენ ინას ,,შეყვარებულიც" იქ იყოო რომელსაც დათო ირონიული მზერით უყურებდაო.
ქეიფი ,,გახურდა" ზოგი ცეკვავდა, ზოგი სვამდა, ზოდი სელფს იღებდა. მხოლოდ მე ვიჯექი და ღვინის ჭიქაში დავყურებდი ჩემს ანარეკლს. უცებ გაჟღერდა ინას უსაყვარლესი მუსიკა Sia - Big Girls Don't Cry..უფრო სევდა მოგვარა ამ სიმღერამ ჭიქის ანარეკლს დააკვირდა და შეხედა რომ მის უკან ვიღაც იდგა კლასიკურად გამოწყობილი მაგრამ სახე არ ჩანდა ნელა გაიხედა უკან და ნანახმა კინაღამ მოკლა
მის წინ თორნიკე იდგა მისი თორნიკე რომელიც უღიმოდა ისე როგორც ინას უყვარდა ალბათ 15 წუთი იდგნენ ასე და შეჰყურებდნენ ერთმანეთს. მერე რაღაცამ ჰკრა მთელ სხეულში ინას და ძალა მისცა რომ გაქცეულიყო. ხო გაიქცა და მთელი არსებით მთელი ემოციით მთელი გულით ჩაეხუტა სასურველ მამაკაცს ორივეს დააჟრიალა თანაც როგორ.თორნიკემ წელზე მოხვია ხელი მის არსებას და დიდხანს ატრიალა.მერე თვალებში ჩააშტერდა და დაბალ ხმაზე მაგრამ მთელი გრძნობით უთხრა
-ინა მიყვარხარ შენ ხარ ჩემი ცხოვრება
-მეც მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად!
მერე კვლავ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და დიდხანს იყვნენ ასე მერე ისევ ხელში აიტაცა სიფრიფანა გოგო ხელში და გასასვლელისკენ წავიდე მერე უცებ მობრუნდა და თვალით მოძებნა ინას ,, შეყვარებული" და შუა თითი აჩვენა და განაგრძო გზა
დათომ გახედა ,,შეყვარებულს და ხელი დაკრა ,,ძმურად"
-ეჰჰ ადექი ახლა ძმაო და იპოვე გოგო რომელიც მართლა შენი იქნება და არ ეცადო იმის დასაკუთრება ვინც შენი არაა !



№1  offline წევრი La-na019

Dzalian magaria!!!❤️

 


№2  offline წევრი Inn1

La-na019
Dzalian magaria!!!❤️

love

 


№3  offline წევრი black))

მაგარიიყო :დდ <3

 


№4  offline წევრი tawka_tamunia_tako

მომეწონაა ^^ აუუ რა კაიი იყოო ^^ ნამდვილი სიყვარული ^^ <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargi iyo ❤️

 


№6  offline წევრი Inn1

love მაადლობა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent