შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება 2


8-08-2015, 14:20
ავტორი NA NO
ნანახია 2 579

–ჯერ არსად მეჩქარება , ასე რომ არ მიფიქრია მაგაზე
–ლელა ზედმეტად ხომ არ ერევი ჩვენი ოჯახის საქმეში ძვირფასო?
–კარგი რა ნელიკო ჩემი და შენი ოჯახი რამ გაყო?
–ხვალ გამოვალთ ნელიკო , კარგი ნამცხვარი იყოო, ლელა წამოდი ახლა და მოეშვი ლაქლაქს სიტუაციის განმუხტვა ცადა ერთ–ერთმა მოხუცმა
მოხუცების დაბოღმილ სახეზე ძალიან ხალისობდა ნინი , თუმცა არ ესიამოვნა გათხოვება , რომ უხსენა ლელამ . რანაირად უნდა ეფიქრა ოჯახის შექმნაზე, როცა არასდროს არავინ ყვარებიაა, მართალია სკოლაში რამდენიმე ბიჭს მოსწონდა, თუმცა მაშინ ყურადღებას არ აქცევდა თაყვანისმცემლებს.
–ლელას ნათქვამზე ფიქრს ჯობია მოეშვა და ფანჯრები დაწმინდოო ლაწირაკო, მერე რამე გემრიელი მოამზადე, ხელებს ნუ დაიწვავ მაშინდელივით გაზზე ხომ გესმის?
–იცი რა მიკვირს ? რამე დაგიშავე? ისე რატო მექცევი თითქოს შენი მოსამსახურე ვიყო სულ იმას მეუნები ნინი ის გააკეთე, ნინი ეს გააკეთეე , შენ რა გგონია წასვლა არ შემიძლია? ერთი საძაგელი კუდიანი ქალი ხარ , რომელსაც სამწუხაროდ ბებიაჩემი ქვია, მეცოდები გესმის? მეცოდები ასეთი უგულო და საშინელი რომ ხარ, იმისთვისაც მეცოდები რომ მარტო მოკვდებიი და ამიტო არ მივდივარ არსად, მაგრამ იცოდე თუ ისევ დაიწყებ დედაჩემის ლანძღვას და ჩემს დამცირებას მე წავალ ხომ გაიგე?
–დაამთავრე შე გატუტუცებულო გოგოო, ენისტლიკინის მეტი არ გასწავლა ხომ დედაშენმა , კარგიი აწი მე ვიცი რასაც ვიზავ , მოსანატრებელი გეყოლები ნინი კარგად დაიმახსოვრე
ნინის აღარაფერი უთქვამს , თავის ოთახში შევიდა და საგულდაგულოდ დამალულ დედის სურათს ჩაეხუტა, არა არ იტირებს და არც მოთქმას დაიწყებს ამ გულქვა ქალის გამოო, არც მაშინ უტირია დედის სურათები რომ დაუწვა და მისი ნივთები ნაგავში მოისროლა, არც მაშინ თეფშები ლამის თავზე რომ დაალეწა, არ მოეწონა ქალმბატონს როგორც ამშრალებდა ნინი არც მაშინ თავის გაკეთებულ საჭმელს ნელიკო გასაღებით რომ კეტავდა კარადაში . კიდევ ერთხელ დაფიქრდა ღირდა თუარა ამ სახლში მხოლოდ იმიტომ დარჩენა , რომ ნელიკოს ბებიამისი ერქვა, საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდა რომ ხვალ საღამოს გაიპარებოდა სახლიდან.
დილით ისევ ექვს საათზე ადგა სახლი მიალაგა , საჭმელი მოამზადა, სარეცხი დაფინა და ბაზარში წავიდა ახალი პროდუქტების მოსატანად, თანაც გაივლის და რამე პატარა ბინას ნახავს , დედამ ცოტა ფული დაუტოვა ერთ ოთახიან ბინას ეყოფა, მართალია აქვს მშობლების სახლი თუმცა იქ ვერ მივა ნელიკო მიაგნებს , იმ სახლის გაყიდვას კი სიკვდილი ურჩევნია, ერთადერთი რამ არის რაც ბედნიერ წლებს ახსენებს.
ბევრი სიარულის შემდეგ პროდუქტებიც იყიდა და რამდენიმე ბინა შეათვალიერა , საათს რომ დახედა გული შეუღონდა, პირველი საათი ხდებოდა, ისევ მოუწევდა ნელიკოს ლექციების მოსმენა , მაგრამ ეს ერთი დღე და თავს დააღწევს კუდიან დედაბერს..
სახლში რაც შეეძლო ფრთხილად შევიდა და მორალურად მოემზადა მოსალოდნელი საფრთხისთვის, ამ დროს კი ნელიკომ იმხელაზე დაიკივლა ,, ჩემი ლამაზი გოგო მოვიდაო" გული გაუსკდა ბინა ხომარ შემეშალაო, თუმცა მომღიმარ ბებიას რომ გახედა, რომელიც გაშლილი ხელებით მიიწევდა მისკენ , მიწის გახეთქვა და შიგ ჩატანა ინატრაა ალბათ რაღაც გეგმა აქვს შედგენილი ჩემს მოსაკლავადო.
–მოდი ბებო გენაცვალოოს? ჩემო ჭკვიანოო ,ჩემო ერთადერთო იყიდე ბები პროდუქტი? ამ თბილი სიტყვების პარალელურად გვერდებზე ჩქმეტტდა გაოცებულ გოგონას, რომელიც დაპროგრამებული უქნევდა თავს. ბები ჩვენთან სტუმრებია, ახლა გამოერკვა ნინი სიტუაციიდან და წინ გაიხედა, სადაც ლელა ვიღაც მამაკაცთან ერთად იდგა

რას ფიქროობთ კომენტარებში დაწერეთ რა , ასე მგონია სულ არ ვარგა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent