შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One Mistake And Everyone Judges You (ნაწილი მეორე) (დასასრული)


8-08-2015, 18:00
ავტორი salomeee...
ნანახია 2 624

თავი მე-6
* *
შეიყვარე ის ვისაც უნდიხარ, ვინც გელოდება, ვისაც შენი ესმის, შენი სიგიჟეებიც,ის ვინც გეხმარება, ის ვინც შენი იმედია. შეიყვარე ის ვინც ჩხუბის მერეც გელაპარაკება. შეიყვარე ის ვისაც ენატრები და ვისაც შენთან ყოფნა სურს. არ სეიყვარო ის ვისაც შენი მხოლოდ სხეული და სახე უყვარს, არ შეიყვარო მხოლოდ იმიტომ, რომ სიყვარულის არსი მოგწონს.

* * *
“6 სექტემბერი, კვირა, 17:38
ცხოვრება არის ყველაზე დიდი ატრაქციონი, ისევე უნდა დააფასო მისი ჩავარდნები, როგორც მწვერვალები, ყოველი ბრუნი და გადახვევა. კარგად დააკვირდი. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ვერ იაზრებს შენს პოტენციალს, არ ნიშნავს, რომ ყველა მისსავით არ დაგაფასებს, არ დახარჯო ენერგია და დრო მასზე, ვინც არც კი ცდილობს გაგიცნოს, თუ ისინი ღელავენ შენზე, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სენ მუდამ მათი ცხორების ნაწილი იყო, შენი ჯანმრთელობის მიუხედავად. ვირაცის გაშვება და ცხოვრების გაგრძელება არ არის ყოველთვის ცუდი. ნუ შეინახავ ნაგავს, ჩაეხუტე შენს წარსულს და მადლობა გადაუხადე, რადგან ის სხვანაირი რომ ყოფილიყო, შენც არ იქნებოდი ახლა ასეთი. ყველა წარუმატებლობამ, ტკივილმა, ტანჯვამ, მათ მოგიყვანეს სწორედ იქ სადაც ახლა ხარ, ცოცხალი ხარ და არაჩვეულებრივი ხარ, გახსოვდეს, რომ ვიღაცის გაშვება, არის ერთადერთი ნორმალური გზა, რათა ცხოვრება გააგრძელო.
ძალიან მტკივნეულია დაემშვიდობო მას, ვისი გაშვებაც არ გინდა, მაგრამ უფრო რთულია დაიტოვო ისინი, თუ მათ არც არასდროს ჰქონდათ სურვილი, რომ შენთან ყოფილიყვნენ. თუ ის ადამიანი არ გამოხატავს იგივე სიყვარულს, რასაც შენ და თამაშობს თითქოს უმნიშვნელო იყო, ეს არის ნიშანი იმისა რომ ისინი შენც არ გჭირდება შენს ცხოვრებაში. შენს ცხოვრებაში მხოლოდ ისინი უნდა დარჩნენ ვინც პატივს გცემს, უყვარხარ, ვისაც შთააგონე, ვისაც სურს რომ შენთან იყოს და ვისაც რასდროს დაავიწყდები.
ვიტანჯები მის გარეშე, ვკვდები... მაგრამ იმ მომენტიდან როცა დავიბადებით ჩვენ კვდომას ვიწყებთ.
მან მე შემცვალა, მან შეცვალა გზა სადაც დავდიოდი, ის თუ როგორ ვლაპარაკობდი, მან შეცვალა ჩემი ხედვა სამყაროზე, ცაზე, მთვარეზე, ყოველ ვარსკვლაზე. მან შეცვალა ჩემი სიყვარულის მანერაც, მან მე მაჩვენა ისეთი ძლიერი და ღრმა სიყვარული, რომელიც არასდროს მეგონა რომ არსებობდა. ის წავიდა ახლა, მაგრამ სიყვარული დამიტოვა. მან მე შემცვალა, ჩემს თავს დამამგვანა...”
თავი მე-7

* * *
როდესაც თავს მარტოსულად იგრძნობ მთვარეს შეხედე. და გაიხსენე რომ ვიღაც, სადღაც, სწორედ ამ წამს უყურებს მას, და გაიღიმე, რადგან მარტო აღარ იქნები.
* * *
ლა სასწავლებელში დადიოდა, მაგარამ მუცელი უფრო და უფრო ეზრდებოდა უკვე 3 თვის ორსული იყო, როდესაც შემთხვევით სეირნობისას ლაშას შეხვდა.
-ვიცოდი რომ აქ გნახავდი, სალაპარაკო გვაქვს.
-გისმენ, იმაზე უარესად მაინც ვერასდროს ვიქნები როგორც ახლა ვარ.
-ვიცი რომ ფეხმძიმედ ხარ, და ისიც ვიცი რომ ბავშვი ჩემია.
-მერე? ამის სათქმელად მოხვედი?-აბსოლუტურად უემოციოდ ლაპარაკობდა ელა.
-არა, მინდა რომ ცოლად გამომყვე, დავფიქრდი და მივხვდი რომ უშენოდ არ შემიძლია, გთხოვ, გპირდებ აღარასდროს გაწყენინებ, ჩვენი შვილიც ყველაფერს მირჩევნია, გთხოვ კიდევ ერთი შანსი მომეცი, შევიცვალე, პირობას გაძლევ ბედნიერი იქნები.
-კარგი.
-თანახმა ხარ?
-ხო... არ მინდა ბავშვი უმამოდ გაიზარდოს, ამაზე უარესად კი ვერასდროს ვიქნები, ხომ გითხარი.-გულში ჩაიკრა ლაშამ დედა-შვილი.
ერთ თვეში ყველაფერი მზად იყო ქორწილისთვის. ყველას უხაროდა ელას ამბავი, ნინუცას გარდა, მან ხომ იცოდა ყველაფერი სიმართლე...
ქორწილის დღეს ელა ულამაზესი იყო, მასთან ერთად ოთახში ნინუცა იყო და მაკიაჟს უსწორებდა.
-ელ ხომ იცი როგორ მიყვარხარ, არ მინდა შენთვის ასეთი ცხოვრება, არ გაყვე ლაშას, მე არაფერს მოვაკლებ შენს შვილს, მამა არ დასჭირდება დამიჯერე.
-ნინ გთხოვ, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, გადაწყვეტილების მიღების შანსიც არასდროს მქონია, როდესაც იმ დაწყევლილ ღამეს მე მასთან დავრჩი, მაშინ დავაშავე. ახლა უკვე გვიანია.
-კარგი, წავალ გამოიცვლი და მალე მოვალ.
-მიდი ხო.
ამ დროს ყველას გასაკვირად ოთახში სანდრო შევიდა. ყვევილების თაიგული მიუტანა.
-გამარჯობა-მორცხვად უთხრა ბიჭმა.-მინდა იცოდე, რომ არაფერში არ გადანაშაულებ, მესმის ყველაფერი და წამითაც არ შემიწყვეტია შენი სიყვარული, პირიქით დღითიდღე უფრო მიყვარდებოდი და მანამ მეყვარები სანამ მაგ თაიგულის ბოლო ყვავილიც არ დაჭკნება.-გოგონა კარგად დააკვირდა ყვევილებს.
-ეს ერთი ვარდი ხომ ხელოვნურია?
-ზუსტადაც, ის არასოდეს დაჭკნება, როგორც ჩემი სიყვარული.
-ამდენი ხანი გავიდა, უკვე გვიანია.
-გვიანი არასდროსაა... 1 სიტყვა 9 ასო, თქვი და ახლავე წავიდეთ აქედან ყველა და ყველაფერი დავივიწყოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
-სანდრო უკვე გვიანია, უკვე ძალიან გვიანია, 4 თვის ფეხმძიმე ვარ ვერ ხვდები?
-კი... მინდოდა მეთქვა, რომ... თუმცა აზრი არ აქვს-არ დაამთავრა თავისი სათქმელი სანდრომ.-მხოლოდ ის მითხარი რომ ლაშა მაინც გიყვარს და წავალ, სამუდამოდ წავალ. გიყვარს?
-ალბათ-დიდი ხნის დუმილის შემდეგ მაინც წარმოთქვა ეს სიტყვა ელამ.
-არასდროს ტქვა ალბათ, როცა გინდა თქვა არა.-გაუღიმა სანდრომ და წასასვლელად მოემზადა.
-იმედი მაქვს შენც იპოვი ვინმეს ვისთანაც ბედნიერი იქნები
-უკვე ვიპოვე და ის ახლა ჩემს წინ დგას... თუ ოდესმე ტირილი მოგინდება, დამირეკე... ვერ დაგპირდები, რომ შენს გაცინებას შევძლებ... მაგრამ მე შევძლებ შენთან ერთად ვიტირო. თუ ოდესმე გაქცევა მოგინდება, არ შეგეშინდეს ჩემთან დარეკვა. ვერ შეგპირდები რომ შენს შეჩერებას შევეცდები... მაგრამ გპირდები შენთან ერთად წამოვალ. თუ ოდესმე აღარავის მოსმენა გენდომება, დამირეკე. გპირდები მაგ დროს შენთან ერთად ვიქნები... და გპირდები ჩუმად ვიქნები. მაგრამ თუ ოდესმე დამირეკავ და არ გიპასუხებ... სასწრაფოდ მოდი ჩემთან... რადგან ეგ იმის ნიშანი იქნება რომ დახმარება მჭირდება.-თქვა და იმ წამს გაქრა ოთახიდან.
-ნინი ეს წერილი ელას მიეცი, მაშინ როდესაც მიხვდება, რომ ლაშა არ უყვარს.
-კარგი-გაუღიმა გოგონამ და წერილი ჩანტაშ ჩაიდო.
სანდრო გააცილა და ელასთან მიბრუნდა.
-წავედით?
-კი, მზად ვარ. მოვიდა ლაშა?
-ხო გელოდება.
თავი მე-8
* * *
მტრები დაგინახავენ წყლის ზედაპირზე მოსიარულეს და იტყვიან, რომ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ შენ ცურვა არ იცი...

* * *
ელა, ლაშა, ნინუცა და ლაშას მეჯვარე ერთ მანქანაში ისხდენენ. იუსტიციის სახლში მიდიოდნენ ხელის მოსაწერად. და შემდეგ რესტორანში. ჯვარს მეორე დღეს დაიწერდნენ.
ეს ელასთვის უბედნიერესი დღე უნდა ყოფილიყო მის ცხოვრებაში, მაგრამ იგი საერთოდ არ იყო ბედნიერი, მხოლოდ სანდროზე ფიქრობდ და იმ ღამზე, იმ საშინელ ღამეზე...
მალევე მივიდნენ დანიშნულების ადგილას. მანქანიდან გადმოვიდნენ, ყველას ელასთან უნდოდა სურათების გადაღება, ფოტოაპარატებით თავს ეხვეოდნენ ნათესავები თუ მეგობრები.
ნინი მანქანასთან მივიდა, ჩანთა დარჩა შიგნით. მივიდა და ლაშა და მისი მეჯვარე იქვე იდგნენ და ლაპარაკობდნენ.
-არასოდეს მყვარებია, არც ელა და არც არავინ, შენც ხომ იცი, რომ მე მისი მხოლოდ ფული მჭირდება? ეს ბავშვის ამბავიც რა ზუსტად დაემთხვა, სანდროს უნდა ვუმადლოდე.-ლაშას ამ სიტყვებს მოკრა ყური, თუმცა ეს საკმარისი იყო. ჩანთა აიღო, წერილი გახსნა, არც ელა და არც სანდრო არ იქნებოდა იმის წინააღმდეგი რომ მასაც წაეკითხა. როდესაც კითხვა დაასრულა ელასთან გაქცა, ხალხიდან გამოათრია, საპირფარეშოში შეიყვანა და წერილი მიაჩეჩა.
-წაიკითხე, სანდრომ დამიტოვა და მითხრა რომ მაშინ უნდა წაგეკითხა, როდესაც დარწმუნდებოდი რომ ლაშას არ უყვარხარ, არ ვიცი ამას მიხვდი თუ არა, მაგრამ ეს უნდა წაიკითხო თანაც ახლავე, მანამ სანამ ლაშას ცოლად გაყვები და უდიდეს შეცდომას დაუშვებ.
ელას არაფერი უკითხავს უბრალოდ წერილი გამოართვა და კითხვა დაიწყო.
“ ამდენ ხანს მე ვიყავი ჩუმად, მაგრამ არ ვიყავი ბრმა...
იმ დღეს როდესაც შენ შეგხვდი ჩემი ცხოვრება შეიცვალა... ის გრძნობა რასაც შენი დანახვისას განვიცდი რთულია ასახსნელად. შენ შეგიძლია გამაღიმო, რაღაც სხვანაირად. შენ მაიძულებ, რომ ყოველ დღე უფრო მეტად შემიყვარდე...
ცხოვრება რაღაცნაირად წვეულებას ჰგავს. შენ ეპატიჟები ბევრ ადამიანს, ზოგი მალე გტოვებს, ზოგი მთელი ღამით რჩება, ძოგი შენთან ერთად იცინის, ზოგიც შენ დაგცინის, ხოლო ზოგი ძალიან გვიან მოდის. მაგრამ ბოლოს, ყველანაირი გართობის შემდეგ მხოლოდ რამოდენიმე რჩება შენთან, როთა დაგეხმარონ დალაგებაში. ძალიან ხშირად ისინი არც კი არიან ის ადმიანები რომლებმაც ასე აურიეს შენი სახლი, ისინი შენი ნამდვილი მეგობრები არიან...
ზოგჯერ ვოცნებობ რომ წარსულშ დაბრუნება შემეძლოს, არა იმიტომ რომ ჩემი სეცდომები გამოვასწორო, არამედ იმიტომ რათა შენთან ერთად გატარებული ყოველი წამი თავიდან შევიგრძნო...
მე რომ ახლა მქონდეს თოფი 2 ტყვიით და ვიმყოფებოდე ოთახში ჰიტლერთან, ბინ ლედენთან და ლაშასთან ერთად, ლაშას ორჯერ ვესროდი... რატომ? გახსოვს ის ღამე? ყველაფერი სხვანაირად იყო... ლაშა იქ არ ყოფილა, მე და შენ ვიყავით... ჩვენ ორივემ ერთად დავუშვით შეცდომა... რამდენჯერ მიფიქრია ჩვენს პირველ ღამეზე, მაგრამ ის ესეთი არ უნდა ყოფილიყო... როდესაც გამეღვიძა, არ ვიცოდი რა მექნა, წერილი დაგიტოვე და წავედი. იქ ეწერა, რომ პატიებას გთხოვდი, ვიცოდი რთული იქნებოდა, მაგრამ თუ ოდესმე მაპატიებდი იმავე წამს დაგიბრუნდებოდი. შენ არ მოგიწერია იმ ღამის მერე, მეგონა დამივიწყე, მაგრამ მერე, მერე გავიგე რომ ჩემი წასვლის მერე ის წერილი გააქრეს და შენ როცა გაიღვიძე ლაშა დაინახე... კიდევ ერთხელ მაპატიე, არც მიფიქრია რომ მსგავსი რამ მოხდებოდა... არ მინდა ცხოვრება დაგინგრიო, მინდა ბედნიერი იყო, თუმცა იმ ღამის შემდეგ... მგონი ცხოვრება უკვე დაგინგრიე...
ის პატარა რომელიც შენს მუცელში იზრდება ჩემი შვილია, ჩვენი შვილია... მინდა იცოდე, ვიცი გვიანია, ყოველთვის ვაგვიანებ, მაგრამ ოდესღაც ხომ ნახავ ამას, ვიცი რომ გიყვარვარ...
მე ლაშაზე აღარ ვბრაზობ, სუსტი ადამიანები შურს იძიებენ, ძლიერნი აპატიებენ, ხოლო ჭკვიანი დააიგნორებს...
შენ ვერც წარმოიდგენ თუ როგორი რთულია უყურო შენს საყვარელ ადამიანს რომელიც ცოლად სხვას მიყვება. ლაშა ხომ ყოველთვის გამცირებდა? რატომ არ დაივიწყებ მას და გააკეთებ რაიმეს შენი ბედნიერებისათვის? შემდეგში როდესაც დაივიწყებ თუ ვინ ხარ, გაიხსენე თუ ვინ ვარ მე და ის რომ ბოლო ყვავილის დაჭკნობამდე მეყვარები...
მონატრება შიგნით ველაფერს ანგრევს...
ყველაფერს ლეწავს...
მაგრამ ვერავინ ამჩნევს,
ვერავინ ხედავს.

ეს შენი სიცოცხლეა,დაიწყე ცხოვრება მანამ სანამ ძალიან გვიანი არ არის. მე შენ ყოველთვის ისე გიყურებდი როგორც ფერს, მინდა რომ შენც ასე შეხედო შენს თავს. შენ შეიძლება არ ხარ ყველასათვის საყვარელი ფერი, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც ვისაც სწორედ შენ დასჭირდები მისი ნახატის დასასრულებლად.
მიყვარხარ და მჭირდები...
მუდამ შენი ერთგული სანდრო...”
კითხვა დაასრულა თუ არა ცრემლები მოიწმინდა.
-სასწრაფოდ გაგას მანქანის გასაღები გამოართვი და წამიყვანე აქიდან.-ნინის არაფერი უთქვამე ეგრევე გაიქცა.
თვითონ კი მობილური აიღო და სანდროს დაურეკა, წამებში უპასუხა სანდრომ.
-ტირილი მინდა და მინდა ჩემთან ერთად იტირო, გაქცევა მინდა და მინდა რომ გამომყვე, არავისთან ლაპარაკი არ მინდა და მინდა რომ შენც ჩემთან ერთად იჯდე სიჩუმეში. მინდა რომ შენს გვერდით ვიწვე და შენს გულისცემას ვუსმენდე, მინდა რომ თვალები დავხუჭო და შენს მკლავებში ჩამეძინოს, მინდა რომ შენთან ვიყო და ეს სამყარო დავივიწყო.
-ჩუ, ჩუ პატარავ, ნუ ტირი, ახლავე წამოდი მაქედან, მოგაკითხო?
-არა ნინი წამომიყვანს, ჩვენს ადგილას შემხვდი, 20 წუთში მოვალ.
-კარგი. წერილი წაიკითხე?
-კი, ხელისმოწერამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე...
-შენ ვერც კი წარმოიდგენ თუ როგორ გამახარე ახლა ჩემო პატარა.
ნინიმ მიიყვანა ელა იმ ადგილას სადაც ისინი პირველად შეხვდნენ, იმ შენობის სახურავზე სადაც ერთმანეთს პირველად აკოცეს. ელამ დაინახა თუ არა სანდრო კისერზე ჩამოეკიდა და გაგიჟებულმა კოცნა დაუწყო, თან გამუდმებით იძახდა 9 ასოიან სიტყვას მიყვარხარ.
-კარგი ხო დამშვიდდი, არსად მივდივარ, სამუდამოდ ერთად ვიქნებით სიკვდილამდე და ამ პაწუკას გარდა, კიდევ უამრავი შვილი გვეყოლება.
-იცოდე თუ ოდესმე ელას აწყენინებ, შენს სიკვდილს შემთხვევითობას დავამგვანებ.-სიცილით უთხრა ნინიმ.
-ოჰო სერიული მკვლელის დაქალი, ჩემი შვილის დედაა?
-ხო შენი ბიჭის-გაუღიმა ელამ.
-ბიჭის? გული მიგრძნობდა რომ პირველი ბიჭი გვეყოლებოდა... იცი რა მინდა?
-რა?
-მინდა რომ ყოველ დილას შენს გვერდით გავიღვიძო, ყოველი საღამო შენს ყურებაში გავატარო. ჩემი უინტერესო ცხოვრების ყოველი დეტალი მინდა გაგიზიარო და შენი მოვისმინო. მინდა რომ შენთან ერთად ვიცინო და ჩამეძინოს შენს გვერდით როდესაც ჩემს მკლავებში იქნები მოქცეული. ელა გამომყვები ცოლად?-მუხლზე დაჩოქილმა წარმოთქვა ეს სიტყვები და ულამაზესი ბეჭედი თითზე გაუკეთა.
-ჩემს პასუხს არ ელოდები?
-არა, ვიცი რისი თქმაც გინდა.-ამოსუნთქვის გარეშე დაუწყეს ერთმანეთს კოცნა.
-სანდრო მიყვარხარ.
-მეც ჩემო პატარა და სამუდამოდ მეყვარები.
ზოგჯერ, მხოლოდ ზოგჯერ, როდესაც ადამიანი ამბობს ‘სამუდამოდ’ ის ამას გულისხმობს...



№1  offline წევრი Anka.11

რა კარგი ისტორიები გაქვს ყველა მომწონს ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი nini :)

აუ სალ ძაან კარგი იყო აი ძაან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent