შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთვისებო გრძნობა (1)


9-08-2015, 15:06
ავტორი Firefly
ნანახია 1 804

დღეს გადმოვედით ახალ სახლში მიხარიამეთქი რომ ვთქვა მოვიტყუებ...თუმცა სიახლე აუცილებელია ცხოვრებაში და მეც ვიფერებ.სკოლაც ახალი და ცოტა გამიჭირდება ვგონებ,ყველაფერთან შეგუება...ახალი ქალაქი, სკოლა,მეგობრები და ხალხი რომ ვფიქრდები გული მიკვდება.შინაგანად ისეთი მორცხვი ვარ ვვარაუდობ გამიჭირდება ახალ გარემოსთან შეგუება.თან ყველაფერს ემატება ისრომ ახალ სტუდიაში უნდა ვიარო და იქ გავაგრძელო ბალეტის ცეკვა.ალბად რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ ჩემზე.ფიზიკურად საყვარელ და ჩუმ მეში კი როგორც ყველა ადამიანში იმალება პაწაწინა "სიგიჟე" რაღაც დოზით,ამაში შემდეგში თქვენც დარწმუნდებით მალე.
ოჯახში მე უფროსი შვილი ვარ.მყავს ძმა სანდრო ჩემი ცქნაფაა 4წლის.რომ იცოდეთ ამ ასაკში როგორი სიმპატიურია...(აშკარად დას ჰგავს)ჩემსავით ლურჯი თვალები აქვს,პაწაწინა ცხვირი და ალუბლისფერი საშუალო ზომის ტუჩები და შავი დახვეული თმები.სულ მინდა ვკოცნო და ვკოცნო და არ ვეშვები სანამ ლურჯ თვალებზე ცრემლს არ დავინახავ.მერე დედაც მიწყრება და მოკლედ კუხეში მიმწყვდევენ რასაც ჰქვია.დედა ნინო ჩემი სიცოცხლეა ვგიჟდები მასზე.მამა გენერალია კაცი რომელზე ვაფრენ ჩემი კუმირია მინდა მეც მის პროფესიას მივყვე და ჯარში ვიმსახურო მაგრამ დედა რომ დაიწყებს ქადაგებას არ ჩერდება მას უნდა ბიზნეს ლედი გავხდე და ჩემი ბაბუკოს კომპანიას მე ვუხელმძღვანელო.რაღაცნაირად მეც მომწონს ეს იდეა და ვგონებ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ თუმცა ჯერ ჯარში ვაპირებ წასვლას.ნუ მოკლედ იმდენი გეტიტინეთ ჩემს სამომავლო გეგმმებზე სახელი არ მითქვამს.მე მარიამ დადეშქელიანი ვარ 17წლის.დანარჩენს გზაში გაიგებთ თუ რათქმაუნდა მომყვებით.
-მარი დედი ჩამოდი ქვემოთ ჩვენი ახალი მეზობელი გვესტუმრა.ზრდილობის გამო გამოვძვერი ჩემი ოთახიდან კიბეებს ხტუნვა ხტუნვით ჩავუყევი.სასტუმრო ოთახში კარგი აღნაღობის ქალი და გოგონა იჯდა რომელსაც დედაჩემთან მასლაათი გაება დედაჩემს კი აშკარად ეტყობოდა რომ ეს ქალი მოსწონდა.
-სალამი მივესალმე მეზობლებს და იქვე მოთამაშე სანდროს ლოყები ავუწითლე.მეზობლის ქალს ეკა ჰქვია ხოლო გოგონას ანა მასთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა მართალია ის 14წლისაა თუმცა მაინც მარტივად დავმეგობრდით და გადავწყვიტეთ საღამოს უბანში გაგვესეირნა მე თან გავიცნობდი ქუჩებს.
-მარიამ შეყვარებული გყაავს?მკითხა ანამ.-არა შენ?
-კი მყავს უკვე 2თვეა.-პატარები რომ დაგადლსწრებენ რააა გავიცინე და ანაც ამყვა სიცილში.მერე პარკში დავსხედით და ტკბილ ნუგბარს შევექეცით.ანას შეყვარებულიც გავიცანი საკმაოდ კარგი ბიჭია.ერთი დღის კვალობაზე არაჩვეულებრივად გავერთე და ბედნიერმა ჩემს როიალს მივუჯექი.რამდენი ხანი ვუკრავ ვერ გეტყვით დაკვრა მაშინ შევწყვიტე როცა სანდრო მოადგა ჩემს ოთახის კარებს თვალების ფშვნეტით.მეც წამოვფრინდი სკამიდან და ჩემი უთხუზა ძამიკო საწოლში ჩავაწვინე და მეც გვერდით მივუწექი.-ჩემი ბიჭი ხარ მარტო შენ!ვეჩურჩულებოდი და მის დახვეულ თმებს ვეთამაშებოდი.

***
დილით მე და ანა სარბენად წავედით.დაღლილები,არა მკვდრები მოვედით მე ისე ვიყავი მხოლოდ ცივი წყალი თუ მიშველიდა მეც ავდექი და აუზში ჩავხტი და დიდიხანი ვნებივრობდი ასე სანამ ბაღში მამა არ დავლანდე რომელიც მტელი ორი კვირა არ მინახავს მისი სამსახურის გამო.მისი ნახვა და ზედ შეხტომა ერთი იყო,ალბად კიდევ დიდიხანი ვიქნებოდი მის კისერზე ჩამოკიდებული მამას უკან ორი კაცი არ დამენახა.ლოყებ აწითლებული ძირს ჩაკოვხტი და სველ საცურაო კოსწუმზე სარაფანი გადავიცვი უცხო კაცს მივესალმე მამამ გააცნო ჩემი თავი მის გვერდით კი ბიჭი იდგა და ხან მე ხან მამაჩემს აკვირდებოდა მე კი მას ვუყურებდი მალულად მომეწონა თანაც ძალიან მერე ჩემს თავზე გავბრაზდი და სახლში შებედი და ჩემს საწოლზე მოწყვეტით დავებერტყე.მალე ჩამეძინა.
-მარი მა გაიღვიძე
-რახდება ამოვიზმუვლე დაბოხებული ხმით.
-მე და დედა ქუთაისში მივდივართ ორი დღით ბებია ცუდად ყოფილა და სანდოს შენთან ვტოვებთ და ეკა დეიდაც მოგაქცევთ ყურადღებას.
ჩემები გავაცილე და ორი დღით გავხდი უზარმაზარი სახლის დიასახლისი.
-სადრი რაგატირებს კაცი არახარ.
-დედა მინდაა სლუკუნებდა ბავშვი.
-შარში ვარ წამოვიყვირე გაღიზიანებულმა.-სანდრო წამო სადმე სკვერში დავსხდეთ და ნაყინი ვჭამოთ წარბები ავუფახულე ძმას.
- წავდეთ მინდა მანიკა(ეს სახელი თვითონ შემარქვა)
-სანდრი დამელოდე სად გარბიხარ ვეძახდი ჩემს ძმას ის კი წინ მირბოდა როცა გზაზე მანქანა გამოჩნდა რომელიც მოფრინავდა,დიახ მოაქროლრბდა მანქანას და საბურავების წულის ხმამ და მტვერმა მხედველობა დამიხშო.გული გამისკდა ჩემი ძმა არ ჩანდა ისეთი მტვერი იყო.გამწარებული მივრბოდი და როცა ჩემი ძმა ვნახე უვნებელი გულზე მომეშვა ძირს დავეცი და ვეხუტებოდი ჩემს გიჟ ძმას და შიგადაშიგ გაურკვევლად ვბუტბუტებდი.მერე უცხო ხმა მომესმა მძღოლი გადმობრძანებულიყო და ამ გულის ამაჩუყებელ სცენას მოჭუტული თვალებით აკვირებოდა ეს მინდოდა მეც და ისეთი ისტერიკა გავუმართე ნუ მეტყვით.როცა წარმოიდგენ რომ საყვარელ ადმიანს კარგავ მაშინ მხეცად იქცევი და ცდილობ დაიცვა იგი..და მეც აცახცახებული შეშინებული და ამავე დროს გაბრაზებული ვუყვიროდი ბიჭს რომელმაც კინაღამ ჩემი ძამიკო საბურავებს ქვეშ მოიქცია.გამწარებულმა მოვკიდე ხელი სანდროს და შინ დავბრუნდით.ვიღას ახსოვდა სკვერი და ნაყინი.ჩემს კალთაში ჩაძინბულ ანგრლოზს ვეფერებოდი და იმ უნამუსო ბიჭზე ვფიქრობდი და სურვილი მიჩნდებოდა მისი სიმპატიური სახე მარად დამეჟეჟა.
სალამიიი!ეს ჩემი ახალი ისტორიაა და მაინტერესბს თქვენი აზრი როგორია.გამოხატეთ თქვენიაზრი ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent