შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრიალი წრის გარშემო [14]


10-08-2015, 00:17
ავტორი ann tichy
ნანახია 3 262

***
ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ ერთ დღესაც შეიძლება გაიღვიძოთ, და არ იცოდეთ ვინ ხართ? წარმოდგენა არ გქონდეთ, რომელი წელია ან ვინ არიან ის უცხო ადამიანები, რომლებიც თავს შენს ახლობელ-მეგობრებად ასაღებენ? რომ გრძნობდეთ, თითქოს ტვინის მაგივრად თავში ბოსტნეულისმაგვარი საგანი გიდევთ. რას გააკეთებდით, ისიც რომ არ იცოდეთ, როგორ უნდა იფიქროთ? გიფიქრიათ იმაზე, რომ ერთ დღესაც შეიძლება საერთოდ არ გაიღვიძოთ?
ყოველი ტრაგედია საკუთარ კვალს ტოვებს. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკური იქნება ეს, თუ მორალური. ტრამვა, ტკივილი თუ მოგონება. თითოეული ადამიანი ასეთ დროს კათარზისს განიცდის. ზოგს რწმენა ემატება, სხვები კარგავენ მას. თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია. იმ მარტივი ლოგიკით, რომ ნებისმიერი საწინააღმდეგო არგუმენტი უძლურია იქ, სადაც ემოციები ლოგიკაზე მაღლა დგას.
-როგორ ხარ, დე? - თინა პირველი შევიდა პალატაში, როგორც კი ელენე გონს მოეგო
-კარგად, დათო როგორ არის?
-ოპერაციას უკეთებენ - თქვა და საწოლთან მდგომ სკამზე დაჯდა - დე, რატომ არ გვითხარი, რომ ფეხმძიმედ იყავი?
-რა? - დენდარტყმულივით წამოვარდა ელენე - ფეხმძიმედ ვარ?
-ჯობდა არც გაგეგო - ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა დედამ - არ უნდა მეთქვა, ჯერ ძალიან სუსტად ხარ, მაგრამ მეგონა....
-ბავშვი... - კედელს მიშტერებოდა ელენე და მუცელზე ხელი ჰქონდა მოკიდებული - აღარაა, ხო?! - აცრემლებული თვალები დედას მიაპყრო და მთელი არსებით, ცხოვრებაში პირველად, მოუნდა ტყუილის მოსმენა. უადგილო, შეუფერებელი, გულისგანმგმირავი დუმილი, არამარტო აბიჯებდა, არამედ თელავდა და მიწასთან ასწორებდა. მშობლის თავის გაქანება თვალებმა შენელებული კადრივით აღიქვა.
-დათო! დათოსთან შემიშვით - საწოლიდან ადგომას შეეცადა, მაგრამ დედამ შეაჩერა
-ექიმს დაუძახეთ! სასწრაფოდ! - მიმართა იქვე მდგომ ექთანს, რომელმაც რამდენიმე წამში მკურნალი ექიმი შემოიყვანა. დამამშვიდებელმა იმოქმედა და ელენეს მალევე ჩაეძინა.
-დათოს გავუკეთეთ ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა - საოპერაციოდან გამოსული ექიმი დათოს და ელენეს მშობლებს მიუახლოვდა
-როგორაა, ექიმო? - წამოდგა ნინო
-მისი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით როდის მოეგება გონს. პალატაში უკვე გადაიყვანეს. შეგიძლიათ შებრძანდეთ
ელენემ გაიღვიძა და მიუხედავად ექიმის კატეგორიული უარისა, მაინც გაიპარა პალატიდან და დათოსთან შევიდა. შეხვეულ თავსა და ნაიარევ სახეს დიდხანს უყურა. სულ ერთი წამით, არა მეათედი წამით წარმოიდგინა ცხოვრება მის გარეშე და მსწრაფლვე სკამს მოეჭიდა, რომ არ დავარდნილიყო. ხალათის ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და თითზე გაუკეთა.
-ამჯერად მაინც ვერსად გამექცევი, მაიმუნო! - წარმოთქვა ღიმილით, თუმცა იგრძნო, როგორ გაუჭირდა. თავი ხელში აიყვანა და იგივე ტონალობაში განაგრძო - არა, როგორ გამაცურე, ან მე როგორ ვერ მივხვდი?! ცუდი ბიჭი ხარ! ხმაზე მაინც როგორ ვერ გიცანი?! არა, მართლა მიკვირს, ეგ რა დასამალი იყო? პირიქით! ჩემი პირველი სიყვარული, ცალმხრივი რომ მეგონა, ნამდვილი აღმოჩნდა. არ ვიცი, ბედნიერი უნდა ვიყო თუ უბედური, მაგრამ შენ გარეშე არცერთი არ მინდა. ვერ ვიჯერებ... შეუძლებელია ვატო იყო. ხმა... სხვანაირი ჰქონდა ვატოს.... დათო, გაიღვიძე, რა! გონს მოდი! გესმის? - ხმას აუწია ელენემ და მიაშტერდა.
-ვინაა გოგო, ვატო? - თვალები სანახევროდ გაახილა მამაკაცმა
-დათო! - ჩაეხუტა ელენე - გონს მოხვედი! რა მაგარია!
-რა პირველი სიყვარული და რეებს ბოდიალობ საერთოდ? - ძლივს მოახერხა წინადადების წარმოთქმა
-ბეჭედს შეხედე!
-... და შენ ეს საიდან? - ჰკითხა წარბებშეკრულმა და დამთხვევით გაკვირვებულმა
-მე მოგპარე მაშინ... მუხათწყაროში. მინდოდა შენგან რაიმე სახსოვრად დამრჩენოდა
-ტვინის ოპერაცია მე გამიკეთეს თუ შენ? რა მუხათწყარო, რეებს ბაზრობ? - ელენეს სახეზე მკვდრის ფერი დაედო. იფიქრა, ამნეზია ხომ არ აქვს და რაღაცები ხომ არ დაავიწყდა წარსულიდანო.
-ჩვენი ქორწინების თარიღი მითხარი - ჰკითხა მოულოდნელად
-17 აგვისტო
-ჩემი დაბადების დღე?
-9 ოქტომბერი. ელენე, სკლეროზი არ მაქვს
-აბა ვის მოვპარე შენი ბეჭედი? ვის მიეცი, ვინც დაკარგა?
-არმენას. რა იყო?
-ეგ იყო ჩემი გამტაცებელი? შანსი არაა....
-რეებს ბოდავ ნეტა ვიცოდე
-დათო, ყველაზე წმინდას გაფიცებ, სიმართლე მითხარი - ცოლის ფერწასულ სახეს დიდხანს ვერ გაუძლო და თქვა
-კაი ხო, მელიქიძე! მე ვიყავი, მე!
-....ვერ ვიჯერებ... არა, მაინც არ მჯერა, როგორ არ მითხარი...
-ჩვენ მაგაზე არ შევთანხმებულვართ - თვალი ჩაუკრა დათომ - მე გითხარი შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ არ გეტყვი, რომ მე ვარ თქო
-ჰო, მაგრამ მითხარი მიცნობო
-სათანადოდ ვერ შევაფასე შენი შესაძლებლობები
-არა, რა უცნაური კაცი ხარ! 20 წელიც რომ გასულიყო, არ მეტყოდი ხო? იცი, როგორ მენატრებოდი? სულ, სულ, ყოველდღე!
-შენ გოგო ცოტა დებილი ხო არ ხარ?! - საფეთქელთან მიიტანა თითი დათომ და იქვე დაატრიალა - მოდი, მერე, ჩამეხუტე, რო მტუქსავ კლიმაქსიანი მასწავლებელივით - ელენე მივიდა, მოეხვია და პატარა ბავშვივით აზლუქუნდა
-ფეხმძიმედ ვყოფილვარ, იცი? - მიუწვა გვერდით და თავი მკერდზე დაადო
-რა? ბავშვი გვეყოლება? - ლამის წამოხტა დათო
-არა... გვეყოლებოდა, რომ არა ავარია
-მასწავლებელი, ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი - წუთიერი დუმილის შემდეგ შეაპარა დათომ
-ყოვლად უადგილოა შენი ხუმრობა
-კაი, დამშვიდდი... - გაყინულ ხელზე ხელი დაადო მეუღლემ - თუ დაფეხმძიმდი, ესეიგი ღმერთს უნდა, რომ შვილი გვყავდეს. გვეყოლება შვილები, უამრავი თანაც - სიტყვების პოვნა უჭირდა მამაკაცს, რადგან თავად იყო გაოგნებული. ეძებდა სიტყვებს, რომლებიც ელენეს უკეთ გახდიდა, თუმცა კარგად იცოდა, სიტყვები აქ უძლური იყო. წამით გაშეშდა და ცოლს გაოცებული თვალებით შეხედა.
-რა მოხდა? - თითქოს ახლადგაღვიძებული ყოფილიყო, ისე იკითხა
-ავარიაში მოვხვდით, დათო. თავზე ოპერაცია გაგიკეთეს, მაგრამ გადარჩი. დაიცა, რამდენი ხანია ვლაპარაკობთ და ამას ეხლა რატომ მეკითხები?
-ჩვენ.... ვლაპარაკობდით? - დაიბნა და სახეზე ფერი წაუვიდა
-ჰო... გეუბნებოდი, რომ მუცელი მომეშალა...
-რა? ფეხმძიმედ იყავი? როგორ? შენც მანქანაში იჯექი?
-ჰო... პარიზში მივდიოდით. და მერე აქ აღმოვჩნდით - ძლივს ამოღერღა ელენემ და, როცა ჩათვალა, რომ მოსაყოლი აღარაფერი იყო, ცოტათი მოეშვა.
-პარიზში? და აქ რატომ აღმოვჩნდით? რა მოხდა? - ელენეს გული აუჩქარდა და ცრემლები გუგებზე მოაწვა, ჯერ სანახევროდაც ვერ-გაანალიზებულმა რეალობამ ყელში მარწუხებივით მოუჭირა. პალატიდან ბარბაცით გავიდა და ექიმს დაუძახა.
-ქალბატონო ელენე, თქვენ დავითის მეუღლე არ ბრძანდებით? - გამოვიდა ექიმი რამდენიმე წუთში შეწუხებული სახითა და დამნაშავის ტონით
-დიახ - ფეხზე წამოდგა ქალი, თუმცა მარცხენათი სკამის სახელურს დაეყრდნო. ფერწასული შეყურებდა ექიმს და თითოეული უსიტყვოდ ჩავლილი წამი მოთმინებას აკარგვინებდა - რა სჭირს, მითხარით!
-დავითს ერთი იშვიათი დაავადება აქვს - ხუმროსენბარიცი - დაიწყო ექიმმა სერიოზულად - ეს ნიშნავს, ურთულესი ოპერაციის, ავტოკატასტროფის, უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობის შემდეგ პოზიტიური განწყობა.
-???? - წარბებშეკრულს და განერვიულებულს სახეზე სწორედ კითხვის ნიშნები დაეწერა
-ჟარგონით რომ გითხრათ, თქვენი ქმარი გეღადავებათ! - გაეცინა ექიმს და ელენეს გაეცალა - შეგიძლიათ შეხვიდეთ, ოღონდ ნუ მოკლავთ, საკმარისზე მეტი ძალისხმევა გამოვიყენეთ მის გადასარჩენად.
-ვერ შეგპირდებით, ექიმო! - პალატისკენ გაქანდა ელენე, და ის იყო, ყვირილი უნდა დაეწყო, რომ დაინახა, თევზივით მოფართხალე დათო. ექიმმა, ელენეს დანახვისას, რომელსაც სიტყვაც არ დაეძრა, ყველაფერი დაყარა და პალატაში გიჟივით შევარდა. ელენე სასწრაფო წესით გარეთ გაიყვანეს და თხოვეს, იქ დალოდებოდა მოვლენების განვითარებას. მშობლებს თავი ქალის ირგვლივ მოეყარათ და მორიგეობით ნერვიულობდნენ. ხან ბოლთას სცემდნენ, ხან სახეს იხოკავდნენ წინასწარ, მხოლოდ ელენე იდგა გაშეშებული. ყველა გრძნობა და ემოცია პალატაში დაეტოვებინა. თითქოს თვალებსაც აუცილებლობის გამო ახამხამებდა. მიშტერებოდა თეთრ კარს და თავში ჯერ არგაგონილ ფრაზას იმეორებდა "ქალბატონო ელენე, ჩვენ ვერ მოვახერხეთ თქვენი მეუღლის გადარჩენა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ვწუხვართ." ექიმი პალატიდან გამოვიდა და ქალს მიუახლოვდა.
-ქალბატონო ელენე, - ყველაფერი "სცენარის" მიხედვით მიდიოდა - თქვენი მეუღლე თავს სუსტად, მაგრამ ბევრად უკეთ გრძნობს. შეგიძლიათ შებრძანდეთ პალატაში - ვინ თქვა, რომ სიტყვებს არ შეუძლიათ სასწაულების მოხდენა?! ვინ თქვა, რომ დუმილი ოქროა?! 7 მილიარდი ადამიანიდან, იმ მომენტში, არცერთ სულიერს არ განუცდია ის, რაც ელენემ იგრძნო. „საშინელი ბედნიერება“ - ალბათ სწორედ ის 2 სიტყვაა, რომელიც პირველად „შეეხამა ერთმანეთს“. უშველებელი და უმძიმესი ლოდი მოეხსნა გულიდან. ყვირილი, ხტუნვა და ფრენა ერთდროულად მოუნდა ქალს. აღარ ახსოვდა ვატო, ანასტასია, ტყუილში გატარებული წლები, ქმრის ღალატში გამოჭერის მცდელობა და მისი მიზეზები, ავარია, მუცლის მოშლა და დათოს მძიმე მდგომარეობა. ერთადერთი, რაზეც იმ მომენტში შეეძლო ეფიქრა, უსაზღვროდ ბედნიერი მომავალი იყო. ის იყო, პალატისკენ ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ დერეფანში დათოს მეგობრები გამოჩნდნენ.



№1  offline მოდერი D-roni

me shen maoceb ! prosta eqims her mivuxvdi utxra dato gegasavebao ? :D
gadarchena ver movaxerxrtze bgavili amitkda kidev kargi male gavagrdzele torem guli wamividoda :D
dzalian kargi xar ❤❤❤

 


№2  offline წევრი ann tichy

D-roni
me shen maoceb ! prosta eqims her mivuxvdi utxra dato gegasavebao ? :D
gadarchena ver movaxerxrtze bgavili amitkda kidev kargi male gavagrdzele torem guli wamividoda :D
dzalian kargi xar ❤❤❤

ხო, თითქოს ამნეზია დაემართა, ელენეს ატყუებდა რა და ექიმმა მაგაზე უთხრა. მადლობა <3

 


№3  offline წევრი gvichiani

აუ მარტო ის რომ გითხრა რო მოყვარხარ გეწყინებააა???? love love love

 


№4  offline წევრი ann tichy

gvichiani
აუ მარტო ის რომ გითხრა რო მოყვარხარ გეწყინებააა???? love love love


:
ann tichy
gvichiani
აუ მარტო ის რომ გითხრა რო მოყვარხარ გეწყინებააა???? love love love

ჰაჰა :) როგორ შეიძლება ეგ მეწყინოს! პირიქით, უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და მაბედნიერებთ! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent