შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასათიანი.(სრულად)


10-08-2015, 00:39
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 7 112

-ანუ ხვალ მივდივართ დილის 8ზე ხო?(ქეთა)
-ხო დღეს ჩავლაგდებით და ხვალ დილით წავალთ რა.(ტასო)
-აუ აზრზე არვარ რა ჩავიცვა, ისე მცხელა ვფიქრობ პირდაპირ საცურაო კოსტუმით ხოარ წამოვიდე_თქო.(მარიამი)
-მარიამ, პირველ დღესვე ნუ აგვკიდებ ბიჭებს ძალიან გთხოვ.(მე)
-ჩემო სერიოზულო ელენე, საერთოდ ისე რომ იცოდე მე რომ სულ ტიტველმა ვიარო ბიჭები მაინც შენ აგეკიდებიან.(მარიამი)
-ვაიმეეე, წინა წელს გახსოვთ? რომ ვეღარ მოვიშორეთ ის უცხოელები.(ქეთა)
-მაგასრა დამავიწყებს, შენ იცინე და მე ისე შემეშინდა კინაღამ ზღვაში გადავხტი.(მე)
-არაა მე იმაზე მეცინება ელენე ზღვაზე წიგნებით რომ დადიოდა.(მარიამი)
-ყველას გათხოვების იმედი არ აქვს ჩემო მარიამ.(მე)
-ეე კარგით ეხლა ნუ ასერიოზულებთ, წავიდეთ რა თორე ხვალ რა ადგება მთელი ღამე თუ ჩემოდანი უნდა ვალაგოთ.(ტასო)
-ხო გადავიხადოთ და გავიდეთ.(მე)
გადავიხადეთ, ჩვენი საყვარელი კაფიდან გამოვედით და 4ივე სხვადასხვა ტაქსიში ჩავსხედით. სახლში მივედი, იმის მაგივრად რომ ჩალაგება დამეწყო გუშინდელ ტორტს დიდი ნაჭერი მოვაჭერი და სავარძელში მოვკალათდი და ჩემს ახალ დღიურში დავიწყე წერა.
მე ელენე ბაგრატიონი ვარ, 17წლის, 15წლიდან მარტო ვცხოვრობ, ჩემი მშობლები სამუშაოდ რუსეთში არიან წასულები, წესით მეც მათთან ერთად უნდა ვიყო, მაგრამ ჩემს ქვეყანას და ჩემს დაქალებს არასდროს მივატოვებ, ფიცი მაქვს დადებული. მყავს სამი საუკეთესო დაქალი, ქეთა ონიანი, ანასტასია ფარულავა და მარიამ შენგელია. ოთხივე განსხვავებულები ვართ, მაგრამ ამას ხელი არასდროს შეუშლია, პირიქით სულ ვამბობთ ხოლმე რომ ერთნაირები რომ ვიყოთ ესეთი ურთიერთობა ვერ გვექნებოდა . მე ძალიან სერიოზული ვარ, ჩემი დაქალების გარდა ვერცერთ ცანცარა გოგოს ვერ ვიტან. ვგიჟდები კითხვაზე და სწავლაზე, ამით განვსხვავდები ყველაზე მეტად ჩემი გოგოებისგან, ზაფხულშიც კი ვმეცადინეობ.. მინდა რომ წარმატებებს ჩემით მივაღწიო და არა დედაჩემის და მამაჩემის ფულით. მყვარებია თუ არა ვინმე? ჩემი პასუხია, არა, არასდროს. ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, ოხ როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა! მოდი რამით შევცვლი, ბევრს მოვწონვარ, თუმცა მე ვიღაც ისეთი მინდა, მოკლედ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდები.. სადღა არიან პრინცები? დამიჯერეთ არიან! ყველა გოგოს ჰყავს თავისი პრინცი, უბრალოდ უნდა შეძლოს და დაელოდოს. თვალები მეხუჭებოდა, დღიური გადავდე, ჩემოდანი ჩავალაგე და დასაძინებლად დავწექი.
დილით ტასოს ზარმა გამაღვიძა, იცოდა რომ ჩემით ვერ გავიღვიძებდი.
-ადექი დროზეე! ნახევარ საათში მანქანით გამოგივლით, მარიამმა გვთხოვა მანქანით წავიდეთო, ხოიცი ორი წლის ბავშვივით გიჟდება მანქანაში ჯდომაზე.(ტასო)
-8საათი მანქანაში უნდა ვიჯდე? რას არ გააკეთებს ადამიანი დაქალისთვის.. კაი ხო ვდგები.(მე)
-აუ მართლა ადექი კაი?(ტასო)
-ეელეენეე!!(ტასო)
-ხო ტასო ვდგები.(მე)
გავუთიშე, დამფრთხალი კატასავით წამოვხდი და წყლის გადასავლებათ აბაზანაში შევედი, წყალი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს, ამიტომ ღიმილით გამოვიხურე აბაზანის კარი და ოთახში შევედი, დიდხანს არ მიფიქრია იმაზე თუ რაჩამეცვა, ჩემი ყველაზე მოკლე ჯინსის შორტი ამოვაძვრინე ჩემოდნიდან უცებ ამოვიცვი დამაიკას დავუწყე ძებნა, თეთრი მაიკა ჩავიცვი, გვერდებზე ღრმად ამოჭრილი, ლოგინზე დავჯექი და ტასოსთან დავრეკე.
-მზად ვარ სად ხართ?(მე)
-ორ წუთში ჩამოდი.(ტასო)
ერთი ჩანთა გადავიკიდე ორივე ჩემოდანს ხელი მოვკიდე და კარებთან მივაგორე, გარეთ გავდე, ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და კარი ჩავკეტე, ჩემდა საბედნიეროდ მეზობელი გამოვიდა და ჩემოდნები ლიფტამდე მიმატანინა, გარეთ გავედი და ჩემს გოგოებთან გავექანე, სათითაოდ ჩავეხუტე ყველას და მანქანაში ჩავსხედით.
-ესე გამომწვევად პირველად გაცვია ელ და რა ხდება?(მარიამი)
-40გრადუსია მარიამ რაუნდა ხდებოდეს.(მე)
ტასო, მარიამი და ქეთა მთელი გზა მღეროდნენ, მე მეძინა. ზღვასთან ძალიან ახლოს გვქონდა ნაქირავები სახლი, პატარა აივნით და ორი საძინებლით, ძალიან საყვარელი სახლი იყო, 5სართულიან სადარბაზოში, ყველა სახლის აივანი ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. სახლში უცებ ავარდით, ჩემოდნები შევყარეთ, საცურაო კოსტუმები ჩავიცვით და ზღვაზე გავარდით.
-აი ეს არის სამოთხე.(ქეთა)
-მართლა სამოთხეაა, ღმერთო როგორ მომნატრებიაა ზღვაა!(მე)
-ზღვა კი არა ხაალხო აივანზე გახვედით?(მარიამი)
-არა რაარი?(ტასო)
-გვერდზე სახლში ისეთი ბიჭები არიააან კინაღამ აივნიდან გადავარდი.(მარიამი)
-ჯერ არ ჩამოვსულვართ უკვე ატყდი ხო ბიჭებზე.(მე)
-შენთავს ვფიცავარ ისეთები იყვნენ შენც რომ მოგეწონებოდა.(მარიამი)
მთელი ორი საათი ლაპარაკობდა მარიამი უცნობ ბიჭებზე, ბოლოს არცერთი აღარ ვუსმენდით.
-ძაან მომშივდა არ წავიდეთ?(ქეთა)
-ხო წავიდეთ, ხალხო საჭმელი გვააქ?(მარიამი)
-სადმე დავჯდეთ რა.(ქეთა)
-მე სახლში ავალ, არ მშია.(მე)
-რა არ გშია შვილო გზაშიც არაფერი გიჭამია.(ტასო)
-ძალიან დავისიცხე, ეხლა კიდე სადმე რო წავიდე შეიძლება მოვკვდე, სახლში ავალ და რამე წამომიღეთ რა.(მე)
-კაი ოღონდ პირსახოცები წაიღე და წყალი აიყოლე.(მარიამი)
სამივეს პირსახოცი თავში მომხვდა, ავდექი და დასიცხული წავედი სახლისკენ, მაღაზიაში შევიარე, 8ლიტრიანი წყალი ვიყიდე და ძლივს ავათრიე კიბეებზე, ჩანთიდან სველი პირსახოცები ამოვიღე და აივანზე გავედი გასაფენად, მარიამის ნალაპარაკები გამახსენდა და ინსტიქტურად გავიხედე გვერდზე, მარტო ერთი ბიჭი იყო, სკამზე იჯდა და სიგარეტს ეწეოდა, ისეთი ბიჭი იყო მკვდარს გააცოცხლებდა! განიერი მხრები, მზისგან გაღიავებული თმა, მაღალი, ზომიერად დაკუნთული, პატარა ცხვირით და დიდი, გამოყვანილი ტუჩებით, თვალის ფერი ვერ დავინახე, მერე მეორე ბიჭიც გამოვიდა, ისიც სიმპატიური იყო, მაგრამ პირველი ჯობდა. ლაპარაკი დაიწყეს, მე ტელეფონი ამოვიღე და ხელში ისე დავიჭირე ვითომ ვიღაცას ვწერდი, არადა ყურები დავიგრძელე რომ მათი ლაპარაკი გამეგო.
-წამო რა გარეთ დავაწვეთ.(მეორე)
-მოიცა რაა ჯერ ისევ მაგრა აჭერს ეს მზე ერთ საათში გავიდეთ.(პირველი)
ღმერთო რა ხმა აქვს! გავიფიქრე ინსტიქტურად, თან ბოხი და თან ჩახრეწილი.
-და ვაბშე თბილისში როდის დავაწვეთ?(მეორე)
-ჯერ არა.(პირველი)
-გუშინ იძახდი აქ ყოფნის მუღამი აღარ მაქო.(მეორე)
-უკვე მაქ ძმაოო მააქ.(პირველი)
მხარზე ხელი დაარტყა, ვერ გავძელი და გავიხედე, ვითომ შემთხვევით, მიყურებდა და იღიმოდა, მეც გავუღიმე და სახლში შევედი. ჩემი მეორე მე მაიძულებდა წიგნი ამეღო და ის ბიჭი ამომეგდო გონებიდან, მაგრამ სულ ტყუილად, აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და რომ გამოვედი ყველა ოთახში დამხვდა.
-შენ ჭამე, ჩვენც გადავივლებთ და გავიდეთ რა.(მარიამი)
-კაი.(მე)
-მოიცა მოიცა, რაა სახე გაქ?! არ მითხრარო შენც ნახე! არა ზუსტად ვიცი ნახე, ყველაფერი სახეზე გაწერია ელენეე.(მარიამი)
-რაიო?(ქეთა)
მარიამს ყურადღება არ მივაქციე, მეორე ოთახში გავედი და კარი მაგრად მოვიჯახუნე, ყურსასმენები გავირჭე და ჭამა მშვიდად განვაგრძე, ერთ საათში ყველა მორჩა წყლის გადავლებას და მეც იქით გავედი.
-აუ რა ჩავიცვა?(მარიამი)
-ის ატმისფერი კაბა ჩაიცვი რაა ყველაზე მეტად გიხდება.(ტასო)
მოკლედ ძლივს გამოეწყვნენ ჩემი გოგოები, და მე ისევ გრძელი ყვითელი მაიკით ვიჯექი გაშტერებული.
-შენ ავად ხოარხარ?(ქეთო)
-ჩაიცვი რა ელენე!(მარიამი)
-გამოგიღო რამე?(ტასო)
-ჩავიცმევ ხოო.
ავდექი, ჩემი ახალი შავი კაბა ამოვიღე ჩემოდნიდან და ეხლა ლოგინს მივაშტერდი.
-ალოო ელენეე.(ტასო)
წინ მედგა და ხელებს მიქნევდა.
-ხო გითხარი მოაჯადოვა_თქო.(მარიამი)
-აუუ გაიწიეთ.(მე)
შავი, მოკლე, მოტკეცილი და ამოღებული კაბა ჩავიცვი, ყელზე ვერცხლისფერი ყელსაბამი გავიკეთე, წელამდე თმა გავიშალე, ტუჩზე შვინდისფერი პომადა გადავისვი და გამოვაცხადე.
-მზად ვარ.
-რა ნაშა ხაარ?!(მარიამი)
გარეთ გავედით, ყველა ბიჭი თუ კაცი ჩვენ გვიყურებდა, ჩემი თვალები კი მხოლოდ ერთს ეძებდნენ.. ჯერ ბულვარში ვისეირნეთ, რამდენიმე იდიოტი ავიკიდეთ, მერე კაფეში შევედით წვენის დასალევად, მიმტანი ბიჭი იყო, საკმაოდ სიმპატიური.
-ყველა გაჩუმდით!(მარიამი)
ოთხივეს სიცილი აგვიტყდა, მიმტანი ნიკუშა წინ დაგვიდგა და ყურებამდე გაღიმებული ელოდა ბრძანებას.
-ალუბლის წვენი გვინდა, 4.(მარიამი)
-ალუბლის წვენი არ გვაქვს.(მიმტანი ნიკუშა)
-მაშინ მაღაზიიდან მოგვიტანეთ.(მარიამი)
-მარიამ!(მე)
-ხო კარგი, აბა რისი წვენი გაქვთ?(მარიამი)
-ფორთოხლის.(მიმტანი ნიკუშა)
-კარგი იყოს ფორთოხლის.(მარიამი)
მიმტანი ისე წავიდა მარიამისთვის არც შეუხედავს.
-ფუ იდიოტი, ზრდილობა სად დაკარგა?(მარიამი)
-რა უნდა ეთქვა მარიამ? შენ შენი თავი დედოფალი ხოარ გგონია.(მე)
-კი არ მგონია ვარ!(მარიამი)
წარბები აათამაშა და ბოლო ხმაზე გაიცინა.
15წუთში მიმტანი ნიკუშა დაგვიბრუნდა, მე, ტასოს და ქეთას ფორთოხლის წვენი დაგვიდო, მარიამს მაღაზიაში ნაყიდი ალუბლის წვენი და ისევ ყურებამდე გაიღიმა, მარიამმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრა და ჩვენკენ გამოიხედა, ნიკუშამ დაგვტოვა. წვენები დავლიეთ და სახლში წავედით, ისეთი დაღლილები ვიყავით ფეხს ძლივს ვდგავდით, კიბეებზე ზანტად ავედით, ტასომ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარის გაღება სცადა.
-ვერ ვაღებ, ელ მოდი რა შენ ცადე.(ტასო)
მივედი, ერთი საათი ვეჯაჯგურე და ვერაფრით ვერ გავაღე.
-ჯანდაბა ჩაიკეტა.(მე)
-აუ ტას მიდი რა გარეთ ვინმე იქნება და თხოვე დაგვეხმაროს.(მარიამი)
ტასო გარეთ გავიდა და 5წუთში ბიჭთან ერთად დაბრუნდა, მარიამმა დაინახა თუ არა ხელი მომარტყა.
-ის არი შენ მომიკვდე.(მარიამი)
კიბეზე ამოირბინეს, ტასომ კარზე მიუთითა და ისიც ჩემკენ, ჩემკენ რა კარისკენ წამოვიდა.
-ჩაგეკეტათ?(პირველი)
-ხო.(მე)
გამიცინა და კარს მთელი ძალით მიაწვა, რა თქმა უნდა გააღო.
-ძალიან დიდი მადლობა.(ოთხივემ ერთხმად ვთქვით)
-არაფრის გოგოებო.(პირველი)
-თუ გინდა შემოდი რამეზე დაგპატიჟებთ.(მარიამი)
-გვერდზე სახლში ვარ, თქვენ წამოდით ჩემთან ძმაკაცებთან ერთად ვარ და დალევას ვაპირებთ.(პირველი)
-აუუ კააი რა პრობლემაა.(მარიამი)
-კაი მაშინ გელოდებით.(პირველი)
რატომღაც მე გამიღიმა და კიბეზე ჩავიდა.
-რა დაქალი გყავარ რააა!(მარიამი)
-მე არ წამოვალ.(მე)
ვინ დამიჯერა? წიხლით შემტენეს "მეზობლების" სახლში.
-ვაა გოგოეებს საალამი ტოო, თქვენი სახელები შეიძლებაა გავიგოოთ?(მეორე)
-მე მარიამი ვარ, ეს ტასოა, ეს ქეთა და ეს ელენე.(მარიამი)
სამივემ გავიღიმეთ.
-კაი ანუ ეხა ჩემი ჯერია ხო?(მეორე)
-კი.(ტასო)
-მე სანდრო ვარ, სანდრო კობახიძე, ეს ნიკუშა პატარიძეა და ის კარი ვინც გაგიღოთ ლაშა ასათიანია, მაღაზიაშია ეხლა.
ლაშა ასათიანი, ტვინში ჩამიჯდა ეს სახელი და გვარი. ოთხივე ერთად დავსხედით სავარძელზე და დალევა დავიწყეთ. კარი ასათიანმა შემოაღო.
-ჩემ გარეშე დაიწყეთ ტოო?(ასათიანი)
ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მუხლები ამიკანკალდა, 'როგორ შეუძლია ასეთი სიმპატიური იყოს' გავიფიქრე ინსტიქტურად, ჩემს თავს არ ვგავდი, იმ დღეს პირველად შემზიზღდა ბიჭზე დახამებული ელენე ბაგრატიონი.
ასათიანი მოგვიახლოვდა, პარკიდან ლუდი ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა. ცოტა ხნის ლაპარაკის შემდეგ მარიამმა იგივე თანმიმდევრობით გაიმეორა ჩვენი სახელები ახლა უკვე გვარებით.
-ელენე ბაგრატიონი. (ჩუმად გაიმეორა ჩემი სახელი და გვარი ასათიანმა)
ჰაერი აღარ მყოფნიდა, სასმელიც კარგად მომეკიდა და აივანზე გავედი, ასათიანი ჩემთან ერთად გამოვიდა, ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, სკამიდან სანთებელა აიღო მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა, თან მიყურებდა, სიგარეტი მარცხენა ხელში გადაიტანა და მარჯვენა ხელით თმა გამისწორა, ხელი დაბლა ჩამოაცურა და გრძელი თითებით ლოყაზე მომეფერა. გავუღიმე.
-თუ გინდა ბანალური ვიქნები და გეტყვი რომ ყველაზე ლამაზი გოგო ხარ მთელ მსოფლიოში.(ასათიანი)
თავი დავხარე გავიღიმე და ჩუმად ვთქვი.
-დიდი მადლობა, მაგრამ არ გეთანხმები.(მე)
-რატომ? ბავშვივით ნაზი კანი გაქვს, ლამაზი ნაკვთები, თვალები, თმა, ტანი.(ასათიანი)
-კარგი რა!(ჩუმად გავუცინე ასათიანს)
სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და ჩემთან უფრო ახლოს მოიწია.
-მიყვარს შენნაირი გოგოები.(ასათიანი)
-და შენ რა იცი როგორი ვარ?(მე)
-სახეზე გაწერია. მორცხვი ხარ, სერიოზული, განათლებულიც უნდა იყო თუ არ ვცდები(გამიცინა), დალევა არ გიყვარს, ღამე ძილს ამჯობინებ.(ასათიანი)
-ეს ყველაფერი სახეზე მაწერია?(მე)
არ უპასუხია, გამიცინა და ყელში მაკოცა, წელზე ხელი მოვხვიე, ასათიანმა ჩამიხუტა. დავინახე როგორ გვიღებდა სურათს მარიამი და გამეცინა, ღამის ოთხ საათზე ჩემს მთვრალ დაქალებთან ერთად გავედი სახლში, მარიამი სურათს ცხვირწინ მიტრიალებდა.
-არ მჯერა, ელე ბიჭს ჩაეხუტაა.(მარიამი)
ძლივს დავაწვინე და აივანზე გავედი, სუნთქვის ხმა გავიგე და გვერდზე გავიხედე, ოხ.. ასათიანი.
-რატო არ გძინავს?(ასათიანი)
-რავი აღარ მეძინება.(მე)
-ხვალ ერთად გავიდეთ ზღვაზე, თუ შენ უცნობ ბიჭებთან ერთად ზღვაზე არ გადიხარ.(მიცინის ასათიანი)
-შენთვის გამონაკლისს დავუშვებ.(მე)
-სახლში შედი და დაიძინე, უკვე გვიანია.(ასათიანი)
-აღარ დამეძინება.(მე)
-მაშინ გარეთ გავიდეთ.(ასათიანი)
-საად?(მე)
-მიდი მიდი გამოდი.(ასათიანი)
სახლში შევიდა, მეც შევედი, ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.
-კარგი გოგო ხარ რო დამიჯერე.(ასათიანი)
გავუღიმე, ხელი მომკიდა, ნელი ნაბიჯით ვსეირნობდით ზღვის ნაპირზე, ასათიანი თავის თავზე მიყვებოდა, მე არაფერს ვამბობდი ჩემზე, ბოლოს ძირს დავჯექით.
-ყოველ დღე ამ დროს გამოვდივარ გარეთ.(ასათიანი)
-რატო?(მე)
-მზის ამოსვლას რო ვუყურო.(ასათიანი)
-ესეთი რომანტიული არ მეგონე.(მე)
ხელი შემომხვია და თავზე მაკოცა.
-შეხედე რა ლამაზია.(ასათიანი)
მართლა ისეთი ლამაზი იყო.. საშინლად ლამაზი. თვალს ვერ ვაშორებდი.
-უძილობისგან თვალები ჩაგიწითლდა.(ასათიანი)
ხელი თვალზე მომისვა.
-ხო, არ ვარ მიჩვეული.(მე)
-წამო წავიდეთ.(ასათიანი)
ფეხზე წამოდგა, ხელი გამომიწია და მეც ამაყენა, ჩამიხუტა და ისე წავედით სახლისკენ.
-ყველაზე მაგარი დილა იყო ჩემ ცხოვრებაში.(ასათიანი)
ლოყაზე რბილად ვაკოცე და სახლში შევედი.
ცოტახანი ლოგინზე წამოვწექი, ვერ გავძელი და აივანზე გავედი, ისევ ასათიანი..
-ვიცოდირო გამოხვიდოდი.(მიცინის ასათიანი)
-სახლში რაუნდა მეკეთებინა.(მე)
-მიდი გოგოები გააღვიძე, მე ბიჭებს გავაღვიძებ და ზღვაზე გავიდეთ მაინტერესებს როგორ ცურავ.(ასათიანი)
-არ ვცურავ.(მე)
სახლში შევედი და სათითაოდ გავაღვიძე სამივე.
-ცოტახანიც რაა თავი მისკდებაა.(მარიამი)
-მე არსად წამომსვლელი არ ვარ.(ტასო)
-ასათიანმა მთხოვა გოგოები გააღვიძე მე ბიჭებს გავაღვიძებ და ერთად წავიდეთო.(მე)
სამივე წამოხტა.
-ვინ?(ტასო)
-ის ასათიანი? ელაპარაკე?(ქეთა)
-ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდიიი.(მარიამი)
-სირცხვილია ხალხო ხმა გადის.(მე)
სამივე შემომახტა და სიცილით დაიწყეს ჩაცმა, მე საცურაო კოსტუმზე გრძელი მაიკა გადავიცვი და ჩანთაში ჩალაგება დავიწყე.
-მაგაზე მოკლე არაფერი გქონდა ელეონორაა?(ქეთა)
-ზღვაზე გრძელით ჩემი დიდი ბებიაც არ ივლის, თან ამას ისეთი ტანი აქ მოკლე რატო არ უნდა ჩაიცვას.(ტასო)
მოვემზადეთ და მეზობლებთან გავედით, კარები ჩამოვიღეთ, თუმცა არავინ გაგვიღო, მარიამმა სახელური ჩამოსწია, კარი ჩაკეტილი არ იყო.
-შევიდეთ რა.(მარიამი)
-გააფრინე? იქნებ რას შვებიან?(მე)
-რას უნდა შვებოდნენ?(ტასო)
ისევ არავინ დამიჯერა, სახლში შევედით, წესით ასათიანს ბიჭები უნდა გაეღვიძებინა, მაგრამ მათთან ერთად ეძინა, თან ისე საყვარლად სადისტი უნდა ყოფილიყავი რომ გაგეღვიძებინა, სახლი საშინლად დასალაგებელი იყო.
-მოდი რა სახლი დავულაგოთ და ამასობაში გაიღვიძებენ და მერე გავიდეთ ზღვაზე.(მე)
-ელენე შენ შავი ხარ უკვე და ჩვენ ზაგარი გვინდა რაა. თან იმ კაფეში უდა შევიარო გუშინ რო ვიყავით რადროს ამათი სახლის დალაგებაა.(მარიამი)
-მე და ელენე დავრჩებით და თქვენ წადით.(ტასო)
მარიამი და ქეთა წავიდნენ, მე და ანასტასიამ სახლის დალაგება დავიწყეთ და ყველანაირად ვცდილობდით არ გვეხმაურა, ერთ საათში მოვრჩით, ვერცერთმა ვერ გაიღვიძა.
-რა ვქნათ?(ტასო)
-გავიდეთ, ნომერს დავუტოვებ და რო გაიღვიძებენ შეგვეხმიანებიან.(მე)
ფურცელი ავიღე და მკვეთრად დავწერე '568980789 დამირეკე რო გაიღვიძებ, ელენე' ბოლოში პატარა გული მივახატე და ასათიანს გვერდზე მივუდე. სახლიდან ჩუმად გამოვედით, გოგოებს შვხვდით და უცხო ნომერმაც დარეკა.
-რას შვები?(ასათიანი)
-ზღვაზე ვარ შენ?(მე)
-რავი ტო ეხა გამაღვიძა სანდრომ, გამოვ***დით სახლი ისეთი დალაგებულია.(ასათიანი)
-ვიცი.(მე)
-არ მითხრარო შენ დაალაგე.(ასათიანი)
-მე და ტასომ.(მე)
-აუ რა მაგარი გოგოები ხართ შენხო აზრზე არ ხარ! გაგეღვიძებინეთ მაინც ტოო, სადხართ ეხა ზუსტად მითხარი და გამოვალთ.(ასათიანი)
ავუხსენი სადაც ვიყავით და 15წუთში მოვიდნენ. ასათიანმა გადამკოცნა, მაიკა გაიხადა და ხელით მანიშნა წყალში ჩამოდიო.
-ცურვა არ იცის კოჭებამდე წყალში ძლივს ჩადის.(ტასო)
ასათიანმა ამაყენა, შორს არ შეგიყვანო დამპირდა, ხელში ამიყვანა და წყლისკენ გაიქცა.
-გთხოვ არ ჩამაგდო.(ვყვიროდი განწირული)
-კაი კაი დაწყნარდი.(ასათიანი)
წყალში ჩამსვა, ლაპარაკით გავერთე და როცა მივხვდი რომ ასათიანმა ძალიან შორს გამიყვანა, მთელი ძალით შემოვეხვიე.
-გამიყვანე გთხოვ! ცუდადვარ!(მე)
-ისე მაგრა მიჭერ ვერცერთ პონტში ვერ გავცურავ.(ასათიანი)
ის სიცილით კვდებოდა, მე ტირილით, ბოლოს როგორც იქნა ნაპირზე გამიყვანა, ეგრევე ხელი გავუშვი ჩემს დასაფენთან მივირბინე და გაბრაზებული დავჯექი.
-რა იყო გაგაუპატიურა თუ რა სახე გაქ?(ტასო)
სიცილი დაიწყეს, მე საერთოდ არ მეცინებოდა, პირსახოცით სახე და ხელები გავიმშრალე და სანდროს სიგარეტი გამოვართვი.
-შენ რა გააფრინე?(ქეთა)
-შემეშვი რა ქეთა.(მე)
მოვუკიდე და ზევით ავედი. ასათიანი წყლიდან ამოვიდა და ჩემს დასაფენზე დაჯდა.
-რა გააკეთე ისეთი რო ელენე ბაგრატიონმა სიგარეტი მოწია?(ქეთა)
-არაფერი ტო, პროსტა ცოტა ღრმად შევიყვანე.(ასათიანი)
-ხოდა წადი ეხლა და ბოდიში მოუხადე.(მარიამი)
ასათიანი ჩემკენ წამოვიდა, მე ზემოთ თეთრ სკამზე ვიჯექი, ფეხებიც ზემოთ მეწყო და მთელი ძალით ვეყუდებოდი სკამს, თან სიგარეტს ვეწეოდი, ცხოვრებაში პირველად. ასათიანი გვერდზე მომიჯდა, მე თავი შევატრიალე.
-შემომხედე.(ასათიანი)
თავი არ გამინძრევია.
-შემომხედე_თქო!(დამიყვირა ასათიანმა)
შევხედე, ხელიდან სიგარეტი გამომგლიჯა და მოწევა თვითონ გააგრძელა.
-ესე რა გეწყინა?(ასათიანი)
-არაფერი.(მე)
ისევ იქით გავიხედე.
-რო გელაპარაკები სახეში მიყურე!(ასათიანი)
-რო არ გიყურო?(მე)
მთელი ძალით მიმწია თავისკენ, ჩამეხუტა და სველ თავზე ხელი გადამისვა.
-ჩემთან ერთად არაფრის არ უნდა შეგეშინდეს.(ასათიანი)
-უკვე ზედმეტად ბანალური ხარ.(მე)
-არაუშავს.(ასათიანი)
-ხო თუ არაუშავს.(მე)
-მაპატიე რა, რას მებუტები.(ასათიანი)
ვაპატიე, 6საათამდე გარეთ ვიყავით, მერე სადღაც დავჯექით გემრიელად ვჭამეთ და სახლში წავედით.
-ჩვენთან წამოდით რა.(ნიკუშა)
-ოო ხოარ ღადაოობთ?! ეხა წავალთ სახლებში და მერე საღამოს ცალ-ცალკე გავალთ.(მარიამი)
-და რატოო ქალბატო მარიამ?(სანდრო)
-ეგრე მინდა და ვსო! არც ერთმა არ გაბედოთ და დაქალები არ წამართვათ თორე არ ვიცი რას გიზავთ!(მარიამი)
ყველას გაგვეცინა, მარიამის წინააღმდეგ წასვლას ყველაფერი ჯობს ამიტომ გავჩუმდით და დავემორჩილეთ, სახლში ავედით, ცოტახანი დავისვენეთ, მერე მე აივანზე გავედი იმ იმედით რომ ასათიანიც გარეთ იქნებოდა, მარტო სანდრო იყო.
-ელეეე, გადმო რა ჯოკერი გვეთამაშეე.(სანდრო)
-წყალი უნდა გადავივლო და გარეთ გავდივართ სადრიკ.(მე)
-ტასო რასშვება?(სანდრო)
-რავი წევს.(მე)
-დაუძახე რა.(სანდრო)
სახლში შევედი და ანასტასია აივანზე წიხლით გავტენე.
-მიდი გადაივლე რა მალე.(ქეთა)
აბაზანაში შევედი და ასათიანი გონებიდან ვერ ამოვიგდე, რა გამიკეთა ასეთი ამ ბიჭმა? ვსვამდი რიტორიკულ კითხვებს.. თან სიმპატიური იყო და თან ისეთი ქცევები ჰქონდა გაგაგიჟებდა.. გამოვედი, ცხოვრებაში პირველად არვიცოდი რა ჩამეცვა.
-ქეთოო რა ჩავიცვა?(მე)
-ნუთუ ამას თავად ელენე ბაგრატიონი მეკითხება?(ქეთა)
-მითხარი რა!(მე)
-აუ აზრზე არ ვარ მარიამს კითხე.(ქეთა)
-მარიააამ რა ჩავიცვა?(მე)
-ჩემი მოკლე შორტი და ის მაიკა ლოგინზე რო დევს.(მარიამი)
-ის შორტი არა ტრუსიკია და იმას მაიკას რა ნამუსით ეძახი ვერ ვხვდები ჩვეულებრივი ლიფია.(მე)
-ვაიმეეე მონაზონო ჩაიცვი რა.(მარიამი)
ჩავიცვი, ჩემს გრძელ ფეხებს ეს შორტი კიდევ უფრო გრძელს აჩენდა, ისეთი მოკლე იყო 'უკანალი' მიჩანდა მარა მარიამმა არ გამახდევინა, ის ძალით მაიკაც ჩავიცვი, ხელში ჩემი iphone 6 დავიჭირე და კარებთან დავდექი.
-ვაიმე ელეენეეეეე, ჩემი პატარა ნაშა ხაარ!(ტასო)
-ნაშის რა გითხრა მარა ერთ ვიღაცას კი ვგავარ.(მე)
-ეხა რამდენ ბიჭს აიკიდებს ეს აზრზე ხაართ? და მერე მე დამაბრალებს რამეს.(მარიამი)
ძლივს გავაღწიეთ გარეთ, გეზი ბულვარისკენ ავიღეთ, ცეკვა-ცეკვით მივდიოდით, ყველას უცხოელები ვეგონეთ და ათას უბედურებას გვეუბნებოდნენ, ბოლოს ერთ-ერთ სკამზე დავსხედით, ცოტახანში ქეთა და ანასტასია სახლში გავიდნენ, ჯდომისგან დავიღალე და ფეხზე ავდექი, უკნიდან ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმოდა, მალევე მომიახლოვდა და გვერდზე ამომიდგა.
-შეიძლება შენი გაცნობა ლამაზო?(უცნობი)
სიცილი ვერ შევიკავე, თავი შევატრიალე და გავუღიმე, წასვლას არ ჩქარობდა, მარიამმა მესიჯი გამომიგზავნა, 'გთხოვ ვიღადავოთ გაეცანი და პანიკებში არ ჩავარდე'.
მარიამის სურვილი შევასრულე.
-კი შეიძლება, ელენე ბაგრატიონი ვარ შენ?(მე)
წინადადება დამთავრებული არ მქონდა მარიამმა ისევ მომწერა 'თვალი ჩაუკარი და კოცნა გაუგზავნე'.
თვალი ჩავუკარი, კოცნაც გავუგზავნე და უკან ამომიდგა. მარიამი სახეზე ხელს იფარებდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ფარავდა სიცილს.
-მე გიორგი ვარ, იქით ხო არ წავსულიყავით?(უცნობი)
-მარიამმა ხელით მანიშნა შეტრიალდიო და თვალები დამიბრიალა, შევტრიალდი, უცნობმა ხელები უკანალზე მომიჭირა, ვცდილობდი თავი დამეღწია, ჩემზე ბევრად ძლიერი იყო და არაფერი გამომდიოდა, მარიამმა კივილი ატეხა და არ ვიცი საიდან გაჩნდა ასათიანი ჩვენთან, უცნობი მომაშორა, ძირს დააგდო და სახეში წიხლებს ურტყავდა.
-კარგი გეყო.(მე)
-შეეშვი!(მარიამი)
ძლივს მოვაცილეთ ასათიანი უცნობს, ხელი მოვკიდეთ და მთელი ძალით მივათრევდით, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, პირი ღია, ღრმად სუნთქავდა..
-მარიამ ერთი წუთი მარტო დაგვტოვე.(ასათიანი)
უსიტყვოდ დაგვტოვა მარიამმა. ასათიანმა ხელი მაგრად მომიჭირა, როგორც ჩანს ძალებს ვეღარ აკონტროლებდა.
-მტკივა.(მე)
-რატო მაკარგვინებ შენზე წარმოდგენას? ეს მოკლე კაბები, მაიკები, შორტები, უცნობთან ჩახუტებები, რაზე ფიქრობდი, არა ძაან მაინტერესებს რაზე ფიქრობდი.(მიყვიროდა ასათიანი)
-მე რო იქ არ ვყოფილიყავი ვისი იმედი გქონდა მარიამის? ჰაა?
(ყვირილს არ წყვეტდა)
-რო გელაპარაკები პასუხი გამეცი გოგო!(ასათიანი)
-ნუ მიყვირი, მე არც შენი შვილი ვარ, არც და, არც მეგობარი და არც შეყვარებული! უფლება არ გაქვს მიყვირო.(ხმას ავუწიე მეც)
-ხმას ნუ უწევ! მე რო ვყვირი მიზეზიც მაქ გაიგეეე? მიზეზი მაქ!(ასათიანი)
ხელი გავაშვებინე და სწრაფი ნაბიჯით წავედი მარიამისკენ, არ გამომკიდებია, დიდხანს მესმოდა მისი მძიმე სუნთქვა, მარიამი ჩამეხუტა, დამაწყნარა და სახლში ავედით, მე ყურსასმენები გავიკეთე და დავწექი, გოგოები ისევ იმათთან გავიდნენ, მალევე გამეღვიძა, თვალები რომ გავახილე, ასათიანი დავინახე, მოტრიალებულ სკამზე იჯდა და მიყურებდა.
-მაპატიე რო გიყვირე.(ასათიანი)
-პროსტა მართლა მაგრა შემეშინდა, თავიდან რო გიყურებდი ვფიქრობდი თავისი სურვილით აკეთებს_თქო და ისე გავმწარდი ხელებს ხეს ვურტყავდი (დასისხლიანებული ხელები წინ გამომიწია.) მერე მარიამმა ყვირილი რო დაიწყო ეგრევე გამოვარდი, მეგონა რამეს გიზავდა ის ნაბი***რი.(ასათიანი)
-ისევ ბანალური ხარ.(მე)
-ვიცი ელ, ვიცი. პროსტა მართლა ეგრე იყო რა.(ასათიანი)
-კარგი მჯერა.(მე)
იქით გადავტრიალდი და ბოლომდე მივიწიე, ასათიანს გაეცინა, სკამიდან ადგა, უკნიდან მომიწვა და ლოყაზე მაკოცა, მერე ყელში, ხელები ძალიან მაგრად მომხვია. მასთან ერთად თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი, თვალები დავხუჭე და მშვიდად დამეძინა.
მარიამის, სანდროს, ტასოს, ნიკუშას და ქეთას შეძახილებმა გაგვაღვიძა ორივე.
-ესენი ნახე რაა.(მარიამი)
-წინ მიიწევ ძმაო საღოლ ტოო.(სანდრო)
ფეხზე ავდექით, მაგიდასთან დავჯექით და ლაპარაკი დავიწყეთ, მე ასათიანს ვეჯექი კალთაში, დაუღალავად მეფერებოდა თმაზე და რამე ისეთს თუ ვიტყოდი სიცილით მკოცნიდა ლოყაზე. ძლივს გავყარეთ ბიჭები ჩვენი სახლიდან და დასაძინებლად დავწექით. 3საათისთვის გაგვეღვიძა, მოვემზადეთ და 'ბულანჟერიაში' გავედით კრუასანების საჭმელად, იქიდან პირდაპირ ზღვაზე წავედით, 6საათამდე ვზაგრაობდით.
-ბიჭებს ხოარ მოუწერიათ ელე?(ტასო)
-არა ტას.(მე)
-დავიჯერო ამდენი ხანი ძინავთ?(ქეთა)
-წამო რა დავადგეთ.(ტასო)
-ბიჭებს რო არ უნდა შეეტენო არ იცი შეენ?(მარიამი)
-მართალია მარიამი, რო გავახსენდებით თვითონ დაგვადგებიან.(მე)
სახლში წავედით, ვჭამეთ, წყალი გადავივლეთ, ჩავიცვით და ბიჭები ისევ არ ჩანდნენ, გადავწყვიტეთ დაგვეკიდებინა და გარეთ გავედით. მთელი ბათუმი მოვიარეთ არსად არავინ შეგვხვედრია, ბოლოს დაღლილები ერთ-ერთ კაფეში შევედით და ცივი ყავა შევუკვეთეთ.
-ხო ცოცხლები არიან ეეე.(მარიამი)
-რა მოკლავდათ?!(ქეთა)
-ვითომ დავიკიდეთ, არადა მთელი ბათუმი მოვიარეთ იმ იმედით რო სადმე შეგვხვდებოდნენ და ეხა ძლივს რო დავჯექით ისევ მაგათზე ვლაპარაკობთ.(მე)
-აუ ელე დარეკე რა ლაშასთან.(მარიამი)
-ვაიმე მე რატო?(მე)
-იმიტორო შენ და ლაშა ყველაზე ახლოს ხართ.(ქეთა)
დამიყოლიეს, ტელეფონი ამოვიღე და ასათიანის ნომერი ავკრიფე.
-გისმენთ.(ასათიანი)
-სად ხარ?(მე)
-ეხა არ მცალია მერე დაგირეკავ.(ასათიანი)
გამითიშა, გაოცებული მივაშტერდი გოგოებს.
-აი ძაან მაგრა რაა, ვიღაც ორი დღის გაცნობილი ბიჭების გამო ვიდარდოო? წავედით ვსვავთ! ვსო გადაწყვეტილია.(ტასო)
სამივე დავემორჩილეთ. იმდენი დავლიეთ სანამ გონება არ დავკარგეთ სახლში როგორ მივედით არ მახსოვს, თავის ტკივილმა დიდხანს არ დამაძინა და თვალი რომ გავახილე სანდრო დავინახე, ცოტა გამიკვირდა, ვიფიქრე ხო არ მეჩვენება_თქო და თვალები მოვიფშვნიტე.
-რა გინდა აქ?(მე)
-ვაა გაიღვიძეე?(სანდრო)
-თავი მისკდება ჩუმად ილაპარაკე.(მე)
იქითა ოთახიდან ასათიანი გამოვიდა სკამი ისევ მოატრიალა და დაჯდა.
-სად დალიეთ?(ასათიანი)
-არ მახსოვს.(მე)
სააბანი თავზე გადავიფარე და იქით გადავტრიალდი, ისევ გადამხადა და თავისკენ გადამატრიალა.
-ანუ არ გახსოვს?(ასათიანი)
-ცუდადვარ, თავი მტკივა, ნუ ყვირი გთხოვ.(მე)
-ეხა აგტკივდა თავი? მთელი ღამე რო სვამდი მაშინ არ გტკიოდა?(ასათიანი)
-კაი ბიჭო შეეშვი.(გამომესარჩლა სანდრო)
-შენ გააჯვი. ელენე შენ თვალებს ნუხუჭავ რო გელაპარაკები.(ასათიანი)
-გთხოოოვ ნუ ყვირი!(მე)
-შუა ქუჩაში მოდიოდით, გახეული მთვრალები ფეხს სად ადგავდით თქვენ თვითონ არ იცოდით, ყველა მანქანას ხელს უქნევდით, მარიამი მაიკის გახდას აპირებდა ჩვენ რო მოვედით.(ნიკუშა)
-თქვენი ბრალია მთელი დღე რო დაგვიკიდეთ.(მე)
-საქმეზე ვიყავით.(ასათიანი)
-ვაიმე როგორი სერიოზული ხარ.(მე)
სიცილით მივიწიე და ტუჩთან ახლოს ვაკოცე.
-დაწყნარდი ელენე.(ასათიანი)
ფეხზე ადგა და აივანზე გავიდა, თავი ისე მტკიოდა წოლა არ შემეძლო ფეხზე ავდექი და აბაზანაში გავედი ტანსაცმლის გამოსაცვლელად, ყვითელი კაბა ჩავიცვი, გრძელი, გვერდზე ჩახსნილი და თავზეხელმოჭერილი გამოვედი ოთახში, აივანზე გავედი, ასათიანთან მივედი და ჩავეხუტე, თავის ტკივილმაც გამიარა და საერთოდ ყველაფერი დამავიწყდა, თავზე მაკოცა და ჩუმად მითხრა.
-ჩემი სულელი გოგო.(ასათიანი)
სახე გამოვწიე და ასათიანმა ტუჩებში მაკოცა, ზუსტად იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ასათიანი ჩემი თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი იყო და არასდროს მივცემდი თავს იმის უფლებას რომ დამეკარგა. ბევრს აღარ მოგაწყენთ და პირდაპირ გეტყვით, თბილისში ჩასვლისთანავე ასათიანმა ხელი მთხოვა, ჩემი მხრიდან ყველა წინააღმდეგი იყო, ჯერ 17წლის ხარო, აზრი შეგეცვლებაო, გადაგიყვარდებაო, ვერაფერს ვერ მიაღწევ, მთელი ცხოვრება დიასახლისი იქნებიო, თუმცა ისე მიყვარდა ასათიანი მათ ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი და დავთანხმდი ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ჩემი მეჯვარეები, რა თქმა უნდა, ქეთა, მარიამი და ტასო იყვნენ, ასათიანის ნიკუშა, სანდრო და რატი, თაფლობის თვე პარიზში გავატარეთ, იმ თვეშივე დავორსულდი.. ახლა 27წლის ვარ, 2შვილი მყავს, წარმატებული ჟურნალისტი ვარ და ყველაზე ბედნიერი ქალი ამქვეყნად, არ ვიცი როგორ განვითარდებოდა ჩემი ცხოვრება იმ ზაფხულს ასათიანს რომ არ შევხვედროდი, ჩვენი თვალები, ერთმანეთის სიყვარულით ანთებული, ახლა იმაზე მეტად ბრწყინავს, ვიდრე 10წლის წინ.. მყავს არაჩვეულებრივი ქმარი, რომლის იმედი ყოველთვის მაქვს, რომელსაც ბოლომდე ვენდობი და მისგანაც იგივეს ვგრძნობ, ჩემს შვილებს ყველაზე მაგარი მამა ჰყავთ.. ჩვენთან ყოფნა ყველაზე მეტად უხარია, სამივეს გვანებივრებს საჩუქრებით, ყოველ დილით გვიმზადებს საუზმეს.. სიგიჟემდე ვუყვარვართ და ამას დღეში 12345ჯერ გვიმტკიცებს. ხშირად ვზივარ და ვფიქრობ, მაშინ, 17წლის ასაკში ასათიანზე რომ უარი მეთქვა მხოლოდ იმის გამო რომ პატარა ვიყავი, რანაირად წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება? კი, კარგად ვსწავლობდი, მაგრამ არ ვიცოდი რა მინდოდა, ასათიანმა მაპოვნინა ჩემი თავი, ასათიანი არ მაძლევდა დანებების საშუალებას, ასათიანი მაიმედებდა, ასათიანი მივლიდა! დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არ ვიქნებოდი არაფერი, 10წლის წინ, ერთ ჩვეულებრივ ზაფხულს, ასათიანს რომ არ შევხვედროდი, რა უაზრო და არაფრისმომცემი იყო ის 17წელიწადი მის გარეშე.. სიყვარულს წიგნებიდან ვერ ისწავლი, რამდენიც არ უნდა იკითხო 'რომეო და ჯულიეტა' ვერაფერს გაიგებ თუ შენ არ გამოცადე, ასათიანთან ურთიერთობამ მასწავლა ცხოვრება, სიყვარული, ადამიანებზე ზრუნვა და საერთოდ ყველაფერი, ახლა ვთვლი რომ მის გაცნობამდე არც მიცხოვრია.. ასე რომ ნუ შეგაშინებთ ასაკი, მანძილი, ხალხის აზრი, ან ის რა იქნება მერე, თქვენს გულებს დაუჯერეთ, ის ყოველთვის სწორს გიკარნახებთ.. სიყვარული არის ის, რის გამოც სიცოცხლე ღირს, ის რის გამოც ყველაფერზე უარის თქმაც კი ღირს, ჩემი სიყვარული ასათიანია, ლაშა ასათიანი!
_________________
ძალიან გამიხარდება თუ თქვენს აზრს კომენტარებში დააფიქსირებთ, მიყვარხართ დღესაც.



№1  offline წევრი darjania

♡ კარგია ძალიან ♡

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤

 


№3  offline წევრი Anka.11

ძალიან კარგი იყო❤️

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

მადლობა ანკა❤❤

 


№5  offline წევრი KaTE:))

მოთხრობა შინაარსობრივად კარგი იყო, მაგრამ ხმარობდი ხშირად "ბანალურს" რაც არასწორია, ბანალური რუსული სიტყვაა და ქართულად "ბონალური" არისნსწორი. ასევე ბოლო მომენტში განვითარებული სიუჟეტები არ მომეწონა რადგან მკითხველი დიდი სიამოვნებით ნახავდა ამათ ოჯახს და შენ ისე დაწერე, რომ თითქოს მოისტუმრე...
შინაარასობრივად სადა იყოო. ჩვეულებრივი მოთხრობა...
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№6  offline მოდერი D-roni

mec dzalian momewona ❤❤
proata amaas meore nawili mouxdeboda bichebi da gogoebi ise darchnen :D

 


№7  offline წევრი Ketacharkviani

Kate, შენიშვნებისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდი, ყველანაირად მისაღებია და შემდეგისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ.❤ გმადლობ, მიხარია თუ მოგეწონა.❤

 


№8  offline წევრი ninee

dzaan magaeii ikoo :-*

 


№9  offline წევრი Ketacharkviani

Dzaan didi madloba❤❤

 


№10  offline წევრი p♥♥h ^^

Xoo ra arada ra gemrivlad daviwye kitxva da ert abzacshi chatie bolos da mtel istorias elperi daukargaa
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№11  offline წევრი Ketacharkviani

ძალიან ვწუხვარ.

 


№12  offline წევრი ნენე

ჰმ...
ხო...
არაუშავდა.
რაღაც აკლდა მაინც.
დასახვეწი ხარ. მაგრამ არაუშავს.

პატივისცემით,ნენე.
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 


№13 სტუმარი Nia

10 clis cin iPhone 6 sad ikoo :)) cota unda daecko azrobrivad uemocio iko kvelaperi mshrali, arada sheidzleboda ashkarad uketesi dagecera. Araushavs cin gaqvs kvelaperi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent