შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძველი სიყვარული (1)


10-08-2015, 18:13
ავტორი ნენე
ნანახია 2 104

"უშენოდ ცუდია...
სიყვარული დიდი უფსკრული რომ იყოს,და იქ შენ მეგულებოდე,დაუფიქრებლად გავიმეტებდი თავს...
არ მჭირდება ის სამყარო,სადაც შენ არ ხარ.
გთხოვ,დაბრუნდი.
დაბრუნდი და,შენ რომ გიყვარდა,ისე გაკოცებ ყელში.
დაბრუნდი და,შენ რომ მეუბნებოდი,ისე გაგიღიმებ.
დაბრუნდი და,შენ რომ გათბობდა,ისე აგეკრობი გულზე.
ოღონდ დაბრუნდი,გთხოვ...

აქ უშენოდ,მზეც ბნელია.
რომ ვუყურებ,ვხვდები,უშენოდ რა უაზრობაა ყველაფერი.
ღამე მთვარეს რომ ვუყურებდით,ის მთვარე უკვე ცივია.
ვარსკვლავებს ვეღარ ვხედავ ხოლმე ძვირფასო,აღარ არიან.
ყველაფერი ისეთი ბნელი და უინტერესოა...
არ მომწონს ასეთი ყოფა.
საერთოდ,ქვია კი ყოფა?
მინდოდა,სანამ წახვიდოდი,შენთვის მეთქვა,როგორ მიყვარხარ,მაგრამ ვერ მოვასწარი.
დამიბრუნდი,გთხოვ.

შენი ევა."

ეს წერილიც დაწვა...
ვერ გაბედა. ვერ გაუგზავნა.

888

კოკა-კოლის ქილა დახლზე დაუდო მოლარეს და დაელოდა.
გოგონამ თავაზიანად გაუღიმა ქალს და ჩეკი გამოწერა.

-როგორ ხართ ქალბატონო ევა?-თქვა თან და დახლს იდაყვებით დაეყრდნო.

-როგორ ვიქნები,ჩემო კარგო-გაუღიმა ქალმაც-ძველებურად

-დაიღალეთ არა?-ამოიხვნეშა გოგონამ

-სულაც არა,ხომ იცი,როგორ მიყვარს ჩემი პროფესია... აბა კარგად,წავედი მე-თვალი ჩაუკრა და მარკეტი დატოვა.

დღეს საშინლად დაიძაბა.ასე არც-ერთ ოპერაციაზე არ უნერვიულია. 3 წელია,ექიმია,მაგრამ ასეთი პაციენტი არასდროს ყოლია...
14 წლის გოგო ორსულად ყოფილა,მშობლების შიშით ბავშვი მოუშორებია,თანაც რაღაც აბებით (აბორტი ვერ გაბედა),დოზა დიდი მოსვლია და მუცლის ტკივილმა რომ შეაწუხეს,საავადმყოფოში წამოარბენინეს...
საოპერაციო საწოლზე,მოუკვდა გოგონა...
სანამ თვალებს დახუჭავდა საწყალი,ამოილუღლუღა-"უფალო,მომიტევე..." და დატოვა ყოველივე.
როგორ უმძიმს,ახალგაზრდის დაკარგვა...
მხოლოდ 14 წლის იყო,მხოლოდ 14.

ფიქრებში წასულმა,სადარბაზოს მიადგა.
კოკა-კოლა მოსვა,და კიბეები სწრაფად აირბინა.
ახლა უნდა ითამაშოს.
ქმარს უნდა ეთამაშოს...
განა გართობას ვგულისხმობ? არა რათქმუანდა.
უნდა გაითამაშოს,დაღლილი ქალის როლი,რომელმაც უმალ თუ არ დაიძინა,ალბათ გული წაუვა.
დიდი ხანია,ეს ხდება.

-ლევან,მოვედი,სახლში ხარ?-თან ფეხსაცმელი გაიხადა დასამზარეულოსკენ წავიდა.

-საშინელება მოხდა დღეს ევა...-მამაკაცი მაგიდასთან მდგარ სკამზე ჩამომჯდარიყო და ხელებში თავი ჩაერგო. ეს კრიტიკული სიტუაციის მანიშნებელია.

-ლევან. ნუ მაშინებ-გულისცემა აუჩქარდა ქალს,და მის მოპირდაპირედ,სკამზე დაეშვა.

-ჩავიძირე ევა,ჩავიძირე-სიმწრით გაეღიმა ლევანს და მუშტად შეკრული ხელი მაგიდას დასცხო.

-წყნარად ლევან.-საჩვენებელი თითი აუწია ქალმა და მკაცრად შეხედა-ამიხსენი რა მოხდა!

უკვე სერიოზულად ღელავდა. მუცელიც კი ატკივდა ნერვიულობისგან ევას. ყოველ დღე კი არ ხდება,რომ ლევანის ნაირი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ყვიროდეს და მაგიდას ხელს ურტყამდეს?

-ევა... ღმერთო ჩემო...-ამოიგმინა მამაკაცმა-ბიზნესი ჩამიფლავდა..ყველაფერი წამართვეს.ბინაც აღარ გვეკუთვნის,უკვე.

-ო-ჰო.-აღმოხდა ევას და სახეზე ღიმილმა გადაურბინა-გეყო ხუმრობა ლევან.

სერიოზულად ვერ აღიქვა,ქმრის სიტყვები... ვერ დაიჯერა,რომ მილიონერმა ლევან წულუკიძემ ყველაფერი დაკარგა. ამას ვინ დაიჯერებდა?

-ევა მე არ ვხუმრობ

-მე კი არ მეცინება!-დაიყვირა უკვე... ვერ წარმოედგინა...

-დაწყნარდი გთხოვ. და ბარგი ჩაალაგე,ხვალ გადავდივართ...

-კი მაგრამ,სად?

-მეგობრის სახლში. უცხოეთიდან ახლახანს ჩამოვიდა. გთხოვ,ამით დავასრულოთ საუბარი,თორემ ალბათ,გულის შეტევა დამეწყება...-წამოდგა და სამზარეულოდან თავჩაქინდრული წავიდა.

ერთხანს თვალებს ახამხამებდა ევა. მერე თავი გააქნია,დინებას მიყვა,და ოთახში უხალისოდ შევიდა. ვეღარაფერზე ვეღარ ფიქრობდა უკვე. არ იცოდა,რა იქნებოდა ხვალ,ზეგ... მაგრამ მთავარია,სამსახური ქონდა! ექიმი იყო,თანაც საქვეყნოდ ცნობილი ექიმი,და რაც არ უნდა იყოს,დამაკმაყოფილებელი ხელფასი ქონდა. დარწმუნებული იყო,როცა უფროსი გაიგებდა,მის კრიტიკულ მდგომარეობას,აუცილებლად მოუმატებდა ხელფასს ( რამდენიმე თვის წინ,ამაზე უარი თქვა,არ მეკუთვნისო) და მერე,ახალ ბინასაც იყიდნენ... თანაც აგარაკი ხომ აქვთ წყნეთში? თუ ისიც არ დააგირავა ლევანმა...
ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს,რომ ყველაფერი დალაგდება.
იმედია.

888

გაიღვიძა თუ არა,თავი მოიწესრიგა და დივანზე მოკალათებულ ქმარს ანიშნა,მზად ვარო.
ლევანმა მხოლოდ სევდიანად გაუღიმა,ოთახში შევიდა და ჩემოდნებს ხელი დაავლო...

მანქანაში მჯდომი ევა,სახეგაქვავებული იყურებოდა დაბურული მინებიდან და ზოგჯერ ამოიხრებდა ხოლმე.
გზაში არცერთს არ ამოუღია ხმა. მდუმარედ გასცქეროდნენ წვიმიან ქუჩას...

-გადავიდეთ,მოვედით უკვე...-უთხრა მამაკაცმა. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა,ღია კარებიდან გრაციოზული მოძრაობით დაადგა ფეხი ასფალტზე და ხუთსართულიან სახლს,ალმაცერად გახედა.
სხვა დროს ალბათ აღფრთოვანდებოდა,მაგრამ ახლა არ ქონდა ამის თავი. არც სურვილი.
ჭიშკარი დაცვამ გაუღო,და როცა შევიდნენ...
აი იქ ელოდა ნამდვილი სიურპრიზი ევას.
გაქვავებული უყურებდა თავის ლამაზ მოგონებას,და მომუშტული ხელებით ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა და არ ეღრიალა.
ასეა,როცა არ ელოდები,მაშინ მოხდება რაღაც ისეთი,
რაც აგირევს.
თავდაყირა დაგიყენებს გრძნობებს,
და,
მერე,
ვეღარ დაალეგებ.

აბა,ვინ წარმოიდგენდა,რომ ევა დადიანი საცხოვრებლად გადავიდოდა კონსტანტინე ცერცვაძესთან? თანაც ქმართან ერთად?

888
888

"იმას" ვერ ვწერ.
ეს უფრო მეწერინება.
და რავიცი,ვერ გეტყვით როდის დავდებ,მაგრამ თუ შემიფასებთ,მადლობელი დავრჩები.



№1  offline წევრი Nineli07

Kaia dzalian magram erti shenishcna makvs:)) da-s cin mdzime agar dacero xolme:)

 


№2  offline წევრი ნენე

Nineli07
Kaia dzalian magram erti shenishcna makvs:)) da-s cin mdzime agar dacero xolme:)

ეგ ჩემი სტილია.
სხვანაირად ვერ დავწერ. )
და მადლობა feel
--------------------
დარაბებს მიღმა,გაზაფხულია... გამოიდარებს,მე მჯერა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent