შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

последний путь на море (ნაწილი მესამე)


10-08-2015, 20:06
ავტორი kossik
ნანახია 3 337

-მე? არაფერი რა უნდა მინდოდეს. -ვითომ არ დავიბენი, არადა სადაც იყო ვიტირებდი.
-ჩემს სააბაზანოში რა გინდა?
-ჩემი გამიფუჭდა და... -არც კი გაღიმებია. -კაი რა იყო? უბრალოდ შენს სანახავად მოვედი.
-მოგენატრე?
-არც მიფიქრია შენზე.
-გეტყობა. აბა აქ რა გინდა?
-1 კვირის წინ გზაზე გვერდზე, რომ დამიდექი მაშინ გამახსენდი.
-აა რომ დაიბენი? -ახლა კარგად გაეცინა. მემგონი ვერ არის.
-არ მეცინება რა. -გაჩერდა და რაღაცნაირად შემომხედა, ისე არა როგორც თავიდან ჩამომხედავდა ხოლმე. ახლა მის შემოხედვაზე სითბო ჩამეღვარა და უკვე ამის გამო დავიბენი. ხო არ ვიტყუები. ის ისეთი თბილი იყო იმ მომენტში მინდოდა ასე ეყურებინა სულ, თავისი ლურჯი თვალებით.
-გინდა გავიმეოროთ? -ცოტა მომენტი გააფუჭა, მაგრამ მაინც გამეხარდა, რომ შემომთავაზა.
-მეგონა არასდროს მკითხავდი.
ამ ადამიანთან უკვე მეორედ ვწვებოდი და მაინც არ წყვეტდა ის ჩემს გაოცებას. ამჯერად სულ სხვანაირი იყო, სულ სხვა განცდებითა და სხვანაირი ემოციებით. ძალიან მინდა აღვწერო ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამომდის. ეს რაღაც აღუწერელი იყო. ხო არსებობს ის რასაც ვერ გადმოსცემ, მაგრამ იცი. ხოდა მეც ასე ვიცოდი, რომ ამ ადამიანთან სექსუალური ურთიერთობა არასდროს მომბეზრდებოდა, უბრალოდ გასარკვევი იყო ეს ორმხრივი იყო თუ არა. რამდენიმე საათის შემდეგ უკვე საწოლზე კი არ ვიწექით, არამედ ვეგდეთ და სიგარეტს ვეწეოდით. უცებ ის თქვა რასაც არ ველოდი და ერთი გავიფიქრე კიდეც ჩემს აზრებს ხომ არ კითხულობს-მეთქი.
-უთქვამს ვინმეს, რომ ძალიან კარგი ხარ? -ამ წინადადების გაგონება ჯერ გამიკვირდა, მისგან კომპლიმენტი, რომ მესმოდა და შემდეგ მესიამოვნა, სწორედ მისგან რომ მესმოდა ეს ყველაფერი.
-კი.
-ბევრი პარტნიორი გყოლია? -არც კი შემოუხედავს ისე მკითხა, თითქოს არც აინტერესებდა.
-ხო არ ეჭვიანობ? -გამეცინა. მაგრამ ისეთი სერიოზული სახით გადმომხედა ვიცოდი ეს კითხვა არ უნდა დამესვა და ჩუმად ვუპასუხე. -შენ მეორე ხარ, პირველი კიდე გრძელი ამბავია.
-შეყვარებული?
-არა.
-საერთოდ გყოლია?
-არა, არ მყვარებია.
-არც მე. -გავჩუმდი, აღარ ვიცოდი რა მეპასუხა. ან საერთოდ რაში აინტერესებდა ჩემი პირადი ცხოვრება? სამაგიეროდ თვითონ გააგრძელა. -ვიცი შენი სამუშაოს შესახებ.
რა?
არა მემგონი მომესმა.
რას გულისხმობს?
იქნებ რამე ეშლება?
თათუკა არ შეიმჩნიო. ვითომ არ იცი რაზე ლაპარაკობს.
გაიცინე.
-არ ვიცი სანდრო რაზე ლაპარაკობ. არ ვმუშაობ. -გაცინება ვერ მოვახერხე, მაგრამ ავდექი და წასვლა დავაპირე.
-მოიცა არ წახვიდე. დამალვას აზრი არ აქვს, შენზე ყველაფერი ვიცი. -გაჩერდა, მაგრამ როცა ჩემს გამოხედვაში დიდი კითხვის ნიშანი დაინახა, მიხვდა უნდა გაეგრძელებინა. -დიდი ხანია შეგამჩნიე და უბრალოდ მინდოდა შენი ცხოვრების სტილი გამეგო, მერე კი უფრო მეტი მომინდა და კონვერტი გავაკეთე, ზუსტად ისეთი როგორსაც შენ იღებ ხოლმე.
-აი თურმე რატომ ვარ ცოცხალი. შენ შემიკვეთე ვითომ შენი მკვლელობა არა? რა იცოდი ესე რომ დამთავრდებოდა? რომ მომეკალი?
-კარგი რა. ვიცოდი, ყველაფერი გათვლილი მქონდა.
გათვლილი ჰქონდა?
ანუ მან ჩემი ყველა ნაბიჯის შესახებ წინასწარ იცოდა.
ისიც იცოდა აქ რომ მოვიდოდი.
ისეთი იმედგაცრუებული ვიყავი, ალბათ ცოტაც და საწოლშივე მოვკლავდი.
მეგონა მასზე წინ ვიყავი მან კიდე ჩემი ნაბიჯებიც გათვალა და 1000 ნაბიჯითაც გამასწრო.
იდიოტი,
ვერ ვიტან!
უბრალოდ ავდექი და წამოვედი.
ასე არაფერი მითქვამს.
უბრალოდ წამოვედი,
წა-მო-ვე-დი.
მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა.
გონებამ იცოდა, რომ უნდა წავსულიყავი,
ეს გული კი არ მემორჩილებოდა.
წადი შენი...
თავი ფილმში მგონია.
დიდი ხანი მოვუნდი სასახლიდან გამოღწევას და ამიტომ ტირილი ვეღარ შევიკავე.
ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა.
კაი რა..
კაიიიიიიიიიი რაააააააა..
მოტოციკლეტზე შემოვჯექი და მთელი სისწრაფით წავედი სახლში.
ფიქრები ერთმანეთში მერეოდა.
უკვე ვნანობდი იქვე, რომ არ მოვკალი.
ვერ აღვწერ როგორი სურვილი მქონდა მისი წამების.
მინდოდა გამომყოლოდა,
იმედიც მქონდა,
რა მინდოდა ამ ბიჭისგან?
ის არ იყო ვალდებული, თან არც მე მქონდა არანაირი გრძნობა ასე რომ ადვილად უნდა დამევიწყებინა ეს ამბავი.
არა ერთი რამ არ მესმის.
ხომ იცოდა რა რეაქცია მექნებოდა ამ ყველაფერზე?
რატომ მითხრა?
ვერ დავიჯერებ, რომ უბრალოდ ჩემი მოტყუება არ შეეძლო. მისგან ესეთი საქციელი არ არის მოსალოდნელი, უფრო სწორად წარმოუდგენელია.
აბა რა მოხდა?
რატომ გააკეთა ეს?
რატომ?
რატომ?
მეგონა ადვილად დავივიწყბებდი, მაგრამ...
პირიქით.
ერთგვარი ფობია გამიჩნდა და თან უაზრო ახირება.
რადგან დარწმუნებული ვიყავი ის ყველა ჩემს ნაბიჯზე წინ იყო, უნდა მეკეთებინა ის რასაც მე არ გავაკეთებდი.
სწორედ ამიტომ არ მოვკალი.

რაც დღეები გადიოდა ვატყობდი ჩემს ყველა ნაბიჯზე და გადაწყვეტილებაზე მოქმედებდა.
ამის შედეგი კი ის იყო, რომ კონვერტები უკვე 2-3 თვეში ერთხელ მოდიოდა.
ანუ დავალებებს კარგად ვერ ვასრულებ.
ერთი გადამირჩა კიდეც,
რა თქმა უნდა, ისიც ნორმალური ადამიანივით მოიქცა და დაცვა გააძლიერა.
ეს კონვერტიც სხვას გადაეცა.
ასე ნელ-ნელა მაკლდებოდა დავალებები..
ფულიც.
რადგან მეცადინეობის თავი არ მქონდა, მეორე კურსიც ძლივს დავამთავრე
კიდევ კარგი ფული ბოლომდე მაქვს გადახდილი.
უკვე ჩემს დაზოგილ თანხაზე ვცხოვრობდი და კაპიკეპს ვითვლიდი.
ასე ცხოვრებას არ ვიყავი მიჩვეული, უფრო იმიტომ არ ვხარჯავდი ბევრს, რომ დრო არ მქონდა და ახლა კი ყველაფერი პირიქით იყო.
ადრე ყველაფერი მაკმაყოფილებდა რაც მქონდა.
ადრე იმის გაკეთების საშუალება მქონდა რაც მინდოდა.
ბოლოს და ბოლოს ადრე ფულს არ ვითვლიდი,
არც ხურდას ველოდებოდი,
ახლა კი 20 თეთრიანებს ვითვლი და 5 თეთრს არ ვარჩენ გამყიდველს.
სადამდე დავეცი.
დრო გაჩერდეს.
გაჩერდეს რა.
ცოტა ხნით.
მოვაგვარებ პრობლემებს და მერე 2-ჯერ სწრაფად იაროს.
ოღონდ ახლა გაჩერდეს.
-აღარ შემიძლია.



****

არ არსებობს დარდი, რომელსაც დრო ვერ მოკლავს ან დააძინებს მაინც.
უკვე ნოემბერი იყო მე რომ გამოვცოცხლდი.
არ ვიცი მოკლა თუ დააძინა, მაგრამ ნელ-ნელა მაინც წამოვდექი და დავიწყე წინ და წინ სვლა. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და მეც ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა და რა მექნა. პირველ რიგში, კი სახლიდან უნდა გავსულიყავი.
-სად ხარ?
-თათუკა შენ ხარ?
-არა მამაშენი. მიდი ჩაიცვი, გამოგივლი და სადმე წავიდეთ.
-კარგი. თან რაღაც მაქვს მოსაყოლი.
-კაი.
სიმართლე გითხრათ გული რაღაცას მიგრძნობდა, მაგრამ უბრალოდ არ ვაქცევდი ყურადღებას და სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი. რაც მთავარია ვხვდებოდი, რომ ასეთ დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდნილიყავი. თან რის გამო? იმიტომ რომ ვიღაც ბიჭმა ჭკუაში მაჯობა და ფაქტიურად გამომიყენა?
მოკლედ ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ნელ-ნელა ჩავიცვი, იმაზე ნელა ვიდრე იშვიათად ვიცვამ ხოლმე. ვიცი როგორი ზანტიც არის კერე და ამიტომ ვცდილობ ნერვები არ მოვიშალო და მასზე ნელა გავაკეთე ჩემი საქმე. ნუ ასე პოზიტიურად ვფიქრობ ხოლმე იქამდე სანამ არ აღმოჩნდება, რომ მაინც მეეე ველოდეებიიიი მანქანაში და უკვე 1231273912-ჯერ ვრეკავ.......
-კიდე დარეკე და უფრო ჩქარა ჩავიცვამ.
-არა სპეციალურად მიკეთებ ხო? რას მეეეეეეეერჩი? -მეორე ბოლოდან სიცილი გავიგე.
არა მარტო მეორე ბოლოდან, უკვე გვერდზე მეჯდა ქალბატონი.
-გადაგკოცნო თუ მოკლა არ ვიცი.
კერე ისევ სიცილით კვდებოდა, მეც ვეღარ მოვითმინე და ავკაკანდი. (ესე ვიცი ხოლმე)
ვხვდებოდი კერეს რაღაც სერიოზული უნდა ეთქვა ჩემთვის და საქმეს აჭიანურებდა. ბოლოს და ბოლოს ამდენი წელია ვიცნობ და ვიცი ყველა მაგის მიმიკა, ლაპარაკის მანერა და ნერვიულობის ნიშნები.
-გისმენ. -სერიოზული სახით ვუთხარი, ვხვდებოდი რაღაც სასაცილოს მოყოლას არ აპირებდა.
-რას მისმენ?
-კარგად იცი...
-რამდენი ხანია შენებთან ურთიერთობა აღარ გაქვს?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს? 1 წელიც არ იქნება ჯერ. - რამე ხო არ მოუვიდათ ნეტა? ვფიქრობდი ჩემთვის და სანამ იტყოდა მეგონა მილიონი წელი გავიდა. ისე ავნერვიულდი მეგონა სარკეში, რომ ჩავიხედავდი უკვე ჭაღარა ბებერი ვიქნებოდი.
-ხოდა რაღაც გავიგე...
-ახლა ნერვიულობით უნდა მომკლა? თუ ჩემს ლაპარაკის მანერას იმეორებ უფრო დრამატული, რომ გამოხვიდე? ეგ ჩემია! -არადა სულ არ ვიყავი ღადაობის ხასიათზე, ამიტომ არც მე გამცინებია და არც კერეს.
-ვიცი ახლა გგონია შენებს რამე მოუვიდათ, მაგრამ ეგრე არ არის. უბრალოდ არ ხარ მართალი ასე, რომ დაივიწყე ისინი და წამოხვედი სახლიდან.
-თვითონ ვერ გამიგეს და ყოველდღიურად ჩხუბს ასე ყოფნა მერჩივნა.
-მამაჩემი შეხვდა შემთხვევით მამაშენს, გურიელზე და.... მოკლედ ძმა გყავს უკვე 1 კვირაა...
უცებ დავატორმუზე.
გვერდებიდან სიგნალისა და გინების ხმა მესმოდა, მაგრამ არ შემეძლო მანქანა მეტარებინა, არ შემეძლო რამეზე მეფიქრა, გარდა ერთისა...
ვერაფერს ვამბობდი. პირიდან ხმა არ ამომდიოდა.
ან რომ ამომსვლოდა რა აზრი ჰქონდა?
ბგერებს და წინადადებს ვერ ვაწყობდი.
გამახსენდა ჩემი ფიქრები.
როგორ მინდოდა ძმა მყოლოდა, არა დაზეც არ მქონდა პრობლემა, ოღონდ ვიღაც მყოლოდა გვერდით.
ყოველთვის იმას ვფიქრობდი თუ რა მეშველებოდა ჩემები, რომ აღარ იქნებოდნენ.
საერთოდ შურიანი ადამიანი არ ვიყავი, მაგრამ და-ძმების ურთიერთობას, რომ ვხედავდი მეტირებოდა და თეთრით კი არა შავი შურით მშურდა. ან რა მნიშვნელობა აქვს ფერს...
ახლა კიი...
თურმე ძმა მყავს და მე კიდევ არ ვიცი...
-თათუკააა...ერთი საათია გეძახი. ახლა ამოიღებ ხმას ან კიდევ მაგრად შემოგარტყამ!!!
სასწრაფოდ მოვატრიალე მანქანა და წავედი გურიელის მიმართულებით.

გურიელის 103-ში ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ. ადამიანები, ვისი წყალობითაც მოვევლინე ქვეყანას. მე კი უბრალოდ ზურგი შევაქციე მათ და ჩავთვალე, რომ ისინი არ მჭირდებოდნენ, თუმცა შევცდი. ამ 1 წლის განმავლობაში მათზე არასდროს მიფიქრია, ამიტომაც ვერ ვგრძნობდი მათ ნაკლებობას. რამდენი რამ გადავიტანე ამ 1 წელიწადში, საკუთარ დედ-მამას კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ ამის შესახებ. მარტო ამის კი არა, არ იცოდნენ ჩემი სამსახურის, სწავლის და საერთოდ ცხოვრების სტილის შესახებ.
თურმე როგორ მომნატრებიან.
თურმე....
თურმე დედაჩემი ორსულად ყოფილა,
მე კი თურმე არაფერი მცოდნია.
არ მინახავს მისი გაბერილი მუცელი, არც მისი ბედნიერი სახე როცა ორსულობის შესახებ გაიგო. მამა ალბათ მეცხრე ცაზე კი არა მეასეზე იქნებოდა, თან ბიჭი შეეძინა, გვარის გამგრძელებელი. არ გამიგონია დედას ყვირილი, როცა მუცელი ასტკივდა, არც ჩემი ძმის პირველი ტირილი. წარმოუდგენელია, მაგრამ უკვე არსებობს ,,ჩემი ძმა.“ ალბათ ძალიან ხშირად ვიტყვი ამ ორ სიტყვას. ბოლოს და ბოლოს მის ნაკლებობას განვიცდიდი ამ 20 წლის განმავლობაში.
მე გამოვტოვე ოჯახის ეს მონაკვეთი და ვერავინ წარმოიდგენს როგორ ვნანობ.
ახლა კი, 1 წლის მერე, დაბრუნდა უძღები შვილი.
კერე ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, სულ რამდენიმე სახლი გვაშორებდა, ამიტომ დავტოვე და ,,103-ში“ გავემართე. 2 წუთში მივედი და ზარი დავრეკე.
ან რა საჭირო იყო ზარის დარეკვა გასაღები მქონდა, თუმცა მოძებნას აზრი არ ჰქონდა, მალევე გამოვიდა ვიღაც ქალი.
-გამარჯობათ. თქვენ ვინ ბრძანდებით? - ეს ქალი ადრე არასდროს მენახა, აშკარად არც ჩვენი მეზობელი იყო და არც ვინმე ნაცნობი.
-მე თათუკა ვარ. აქ ვცხოვრობ, უფრო სწორად ვცხოვრობდი.
-მამუკას და ნინოს შვილი? -აშკარად მოყოლილი ჰქონდათ ჩემზე. აბა დედაჩემს რა გააჩუმებდა. ისეთი აღფრთოვანებით მიყურებდა, სადაც იყო ჩამეხუტებოდა. თან ცოტა ხანი მათვალიერებდა და ცოტა არ მესიამოვნა, ამიტომ შევაწყვეტინე ეს თავხედური თვალის ავლებ-ჩავლება.
-სახლში არიან?
-მამაშენი სამსახურშია. ნინო ნოესთან ერთად არის. შემო ჩქარა, გაგიჟდება დედაშენი სიხარულისგან.
-ნოე?
-ხო შენი ძმა.

*******
-აი შვილი, რომ მეყოლება ნოეს დავარქმევ.
-თათუ ჯერ 8 წლის ხარ რა დროს მაგაზე ფიქრია, დე.
-კარგი მაშინ ძმა, რომ მეყოლება.
-რატომ მაინც და მაინც ნოე?
-რადგან მან გადაარჩინა ცხოველები და მცენარეები.

***
მაშინ 8 წლის სულელი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეს სახელი მაინც ჩაილექა ჩემს გონებაში და დღემდე ვიცოდი, რომ ჩემს ძმას ნოეს დავარქმევდი. საუბედუროდ 8 წლის მერე 12 წელი იყო გასული და უკვე ძმის ყოლის იმედი აღარც მქონდა. მაგრამ ჩემი უიმედობის მიუხედავად მაინც მოევლინა პატარა ბიჭი ქვეყანას, რომელსაც დედაჩემმა ნოე დაარქვა. ასე მარტივად ამიხდინეს ოცნება.
სახლის ეზო ფეხის თრევით გავიარე. არ ვიცოდი დედაჩემს რა რეაქცია ექნებოდა და მეშინოდა.
მეშინოდა დედასთან შეხვედრა,
მისი გაბრაზებული თუ გახარებული სახის ყურება.
მეშინოდა ნოეს ნახვა, პატარა ნოესი.
ნეტავ როგორია?
ამაზე ფიქრში ვიყავი გართული, როცა ,,ის ქალი“ (სახელის კითხვა სამწუხაროდ დამავიწყდა) წინ გადამიდგა და კარი თვითონ შეაღო.
ღმერთო ეს რა თავხედობაა.
ბოლოს და ბოლოს ჩემს სახლში ვარ ეს კიდევ ისე მექცევა თითქოს მორიგი სტუმარი ვიყო.
როგორც კი კარი შეაღო მაშინვე გავასწარი და ვანახე ვინ იყო აქ უფროსი. თავხედი.
ამ ბავშვურ თამაშებს, რომ მოვრჩი დედაჩემის ოთახისკენ წავედი.
იქ დამხვდა.
ბავშვს აძინებდა.
ისე იყო გართული ვერც შემამჩნია.
რომ შევხედე სულში სითბო ჩამეღვარა, მივხვდი როგორ მაკლდა, როგორ მინდოდა ახლა მისი გულში ჩაკვრა და მოფერება.
ჩემი დედიკო.
ასე დებილივით ვიდექი და ვუყურებდი, როცა ამომხედა. ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ გაშეშებული ვიდექი ჩუმად და ვუყურებდი თვალებში. მან უცებ ჩააწვინა ბავშვი აკვანში და ჩემსკენ გამოიქცა. ისე მაგრად ჩამეხუტა გამიკვირდა ამხელა ძალა საიდან ჰქონდა. საბოლოოდ კი ასეთ რეაქციას არ ველოდი. ახლა კი დანამდვილებით ვიცოდი, რომ არ დავტოვებდი. არასდროს.
-დე, დაბრუნდი, დე? -მეკითხებოდა ცრემლიანი თვალებით, თან სახეზე მეფერებოდა.
-კი დე. გპირდები არასდროს აღარ წავალ.
-ვინ გითხრა?-ისევ ჩამეხუტა და ისე მკითხა.
-კერემ. მაშინვე წამოვედი. მანახე რა, რამდენი ხანი ველოდებოდი. -უკვე სადაც იყო მეც ვიტირებდი, მაგრამ არ მიყვარდა მის წინ ტირილი, ამიტომ მთელი არსებით ვიკავებდი. თუმცა ნოე, რომ დავინახე ვეღარ შევიკავე და თავისით, ერთმანეთის მიყოლებით გადმოვარდა რამდენიმე ცრემლი.
ნოე?
ყველაზე ლამაზი იყო.
1 კვირის და უკვე ლამაზი.
ჯერ თვალის ფერს ვერ ვარკვევდი, მაგრამ ეტყობოდა, რომ სწორი ცხვირი ჰქონდა, ლამაზი ფორმის ტუჩები, თვალები და გრძელი წამწამები.
ახლა ეძინა, მაგრამ ისეთი საყვარელი იყო პატარა ანგელოზი მეგონა.
ჩემთვის კი მართლა ანგელოზი იყო.
ანგელოზი, რომელმაც გამომაცოცხლა,
მისი წყალობით დავიბრუნე ჩემთვის ყველაზე საყვარელი რამ-ოჯახი.
ახლა კი ვიცოდი, არასდროს მივატოვებდი მათ.

-დედა ეს ქალი ვინ არის?
-მამაშენმა მომიყვანა, კარგი ქალია და მოგეხმარებაო. თინა ჰქვია.
-მამა ძალიან ბედნიერია ხო?
-უნდა ნახო როგორი თვალები აქვს. სულ შეიცვალა. თავს დაგვტრიალებს და არაფერს იშურებს ჩვენთვის. თან ნოეს გაჩენამ ორივე 20 წლის ცოლ-ქმარს დაგვამსგავსა 45 წლის ხალხი. თუმცა რას გიყვები მოიცა ცოტა ხანი და თვითონ ნახავ.
-მეშინია.
-მამაშენის რეაქციის? ხო იცი არ არის ეგეთი. ისე ენატრებოდი, სულ შენზე ლაპარაკობდა და ფიქრობდა, მაგრამ ხო იცი როგორი ამაყია თვითონ არ დაგირეკავდა. დარწმუნებული ვარ ჩემნაირი რეაქცია ექნება.
-ვნახოთ.

მამას მოლოდინში არ ვიცოდი რა მეკეთებინა. თან ნოეს ვეფერებოდი, თან სულმოუთქმელად ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მაპატიებდა მაინც ვერაფრით ვუშველე ნერვიულობისგან გამოწვეულ მუცლის ტკივილსა და გულისრევას.
ფიქრში ვიყავი გართული დედაჩემმა, რომ დამიძახა შენი მობილური რეკავსო. მაშინვე ვიფიქრე კერე იქნება ალბათ ამბები აინტერესებს-მეთქი, შუმცა შევცდი.
-ალო.
-გამარჯობა.
-მოიცა, რატომ მირ...?
-20 წუთში ჩემს სახლთან იქნები!
-რა გ...? ალო, ალო.. იდიოტოოოოოოოოო!!!!!! -ბოლო ხმაზე ვყვიროდი.
ვიცოდი, რომ არ ესმოდა, მაგრამ ემოცია სხვა ვერაფრით გამოვხატე. ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ მალე მამა უნდა მოსულიყო. მერე კიდევ როდის გავბედავდი მოსვლას არ ვიცოდი. ამდენი ხნის შემდეგ რატომ გავახსენდი? იდიოტია! ნამდვილი იდიოტი! თან ბრძანებების გაცემის უფლება ვინ მისცა ნეტა. რა თქმა უნდა არ წავალ, მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა. მითუმეტეს ძლივს მამაჩემს ვურიგდები. ასეთი არჩევანის წინაშე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთის ცივი გონებით ვწყვეტდი ყველა პრობლემას, ახლა კი გული ერთს მეუბნებოდა, გონება-მეორეს.
-თათუკა..რა გაყვირებდა?
-რა?... ააა, დე არაფერი. ბოდიში უნდა წავიდე. -მაინც გულმა აჯობა. რომ არ წავსულიყავი ვიცი ვინანებდი. მამაჩემთან ლაპარაკს მერეც მოვახერხებდი, სანდროს კი ალბათ სამუდამოდ დავკარგავდი.
-რა მოხდა? სად გარბიხარ? თათუუუკა, მოიცააა... - დედაჩემს ვერ მიმხვდარიყო ჩემი ასეთი ქცევის მიზეზს.
-მერე მოგიყვები ყველაფერს. -უკვე ჭიშკრის მეორე მხრიდან მივაძახე და ფეხების კანკალით ჩავჯექი მანქანაში.



№1  offline წევრი nini :)

მალე რააა ძაან საიტერესოა მიყვარს ასეთი ისტორიები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent