შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება 4


10-08-2015, 21:03
ავტორი NA NO
ნანახია 3 060

–ნინი ჩემო ლამაზო ძალიან გთხოვ გაუფრთხილდი თავს , ჯერ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს , ხომ იცი ყოველთვის მჯეროდა შენი და შენი შესაძლებლობების, მამაშენიც როგორ ამაყობდა შენით
–დედა მე ხომ არასდროს მსურდა მარტოობა, არ მეგონა თუ ასსე მალე მიმატოვებდით... მე მინდა თქვენთან , მინდა ისევ თბილი ოჯახი გვქონდეს, ჯარიდან დაბრუნებულ მამას მთელი გულით ველოდეთ და ყოველ საღამოს აღვნიშნავდეთ მის მშვიდობით დაბრუნებას, მინდა ისევ ვუყურებდე თქვენ ბედნიერ თვალებს , რომლებიც უსაზღვრო სიყვარულით შესციცინებდნენ ერთმანეთს , მინდა ისევ მახვედრებდე ჩემ საყვარელ ტკბილეულს სახლში მოსვლისას და როცა სადმე წავალ მინდა ისევ მეხებოდეს შენი თბილი ხელები თავზე, შენი ტკბილი ხმით კი მინდა ისევ გავიგო შენი ნათქვამი ,, ღმერთო დაიფარე ჩემი პატარა გოგო" , დე თქვენთან მინდა რა
–სუ დედი , ჯერ არა , ჯერ გზა გაქვს გასავლელი საყვარელო
რაღაც ძალა ექაჩებოდა ნინის და ართმევდა დედასთან ყოფნის შანს, ფერადი აბსტრაქტული სამყაროდან ბურუს მოცულ სივრცეს დაუბრუნდა
–არ წახვიდე რა , დედა ! დედიკო! ყვიროდა გოგონა და ირგვლივ იხედებოდა , უცებ მოვიდა გონს და ვერანაირად ვერ იცნო გარემო სადაც იყო ,ჩვეულებრივი მყუდრო ოთახი იყო თბილ ფერებში გაწყობილი, კომოდზე პატარა სანათი ბჟუტავდა, როცა მიხვდა რომ ყველაფერი დაესიზმრა და მწარ რეალობაში დაბრუნდა ოთახიდან გასვლა დააპირა , კართან მისული იყო როცა კარები გაიღო და მაღალი მამაკაცი შემოვიდა სინით ხელში
–გაიღვიძეთ გოგონაა? ძალიან ცუდად იყავით
–დიახ მე .. მე არ ვიცი აქ როგორ მოვხვდი
–ცოტა არ იყოს ჩემი ბრალიცაა შენი აქ მოხვედა, მოდი არ ვგვინდა ეს ოფიციალური ტონი კარგი? მოსახვევიდან გამოვედი და უეცრად ჩამოხტი სავალ გზაზე კიდევ კარგი დამუხრუჭება მოვასწარი თორემ დიდ ცოდვაში ჩამაგდებდი ლამაზო
–აა ის ნათება, ო ღმერთო , გავითიშე და აქ მომიყვანეთ?
–ხო მასეა და ეს ,თ" მოაშორე ძალიან გღხოვ , ისე კარგს იზავ ცოტას თუ გამლანძღავ და მეჩხუბები ხომ შეიძლება მომკვდარიყავი?
– ახლა ხომ ცოცხალი ვარ? ისტერიკების მოწყობას არ ვაპირებ ბატო....
–ლექსო, არანაირი ბატონოს თანხლებით , დიდი დიდი ხუთი წლით ვიყო შენზე დიდი
–ხო ლექსო , ჩემი ბრალი იქნებოდა თუ სერიოზულად დავშავდებოდი , ასე რომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის , ასე რომ მე წავალ
– რას ვია წახვალ?
–ხო აბა აქ რა მინდა?
– ჯერ მითხარი რა გქვია
–ნინი, თვალებში შეხედვას ვერ ბედავდა რატომღაც გოგონა და ხან სად იყურებოდა ხან სად, ეუხერხულებოდა უცხო მამაკაცთან სახლში მარტო ყოფნა
–ნინი ღამის 4 საათზე შენი აზრით გარეთ გაგიშვებ? აშკარად გეტყობა რომ სახლიდან წამოსულიხარ, გოგონას გაკვირვებულ სახეს რომ შეხედა ჩანთაზე მიანიშნა, ხო კიდევ ნუ მიყურებ მასე შერცხვენილი, სამარცხვინო არაფერია ალბათ მიზეზი გქონდა თუ გინდა მერე მომიყევი, წასასვლელი არსად გაქვს , ასე რომ სანამ რამეს ისოვი აქ მოგიწევს ყოფნა
–რაა რა სისულელეა ახლავე მივდივარ აქედან , ყველაფრისთვის მადლობა მაგრამ მე უნდა წავიდე, ნინიმ ჩანთას ხელი დასტაცა და კარებისკენ წავიდა,
–დროებით ნინიკო
–ახლავე გამიღე კარები!
–ოხ ცოტახნის წინ თვალს ვერ მისწორებდი და ახლა ბრძანებებს იძლევი ლამაზო?
–სიუხეშე და სიტუტუცე არ მინდა, მაგრამ მსგავსი სიტყვები არ მსიამოვნებს, გააპროტესტა უცებ
–დღეს დარჩი და ხვალ გაგიშვებ კარგი? შეწინააღმდეგება არ გაბედო ნინი, ისე შენი მშიბლები რას იტყვიან , არ გეცოდებიან სახლიდან რომ წამოხვედი?
–მშობლები არ მყავს
–სამწუხაროა აბა ვის გამოექეცი?
–ბებიას
–კაი მართლაა, რატო კუდიანი ქალიაა? გაეცინა ბიჭს
–მერე და როგორი, შენ მას არ იცნობ , სიცოცხლე გამიმწარა
–უბრალოდ კუდიანი ბებიის გამო სახლს არ დატოვებდი კიდევ არის რაღაც ხომ?
–დაახლოებით, ამ დილით განმიცხადა უნდა გაგათხოვოო, გადაიკისკისა ნინიმ , საერთოდ არ უფიქრია რატო უყვებოდა ლექსოს ამ ყველაფერს
–ფულიან, დაბალ, მელოტ ბებერზე არა? თვალმოჭუტულმა იკითხა ლექსომ
–სულაც არა , საკმაოდ სიმპატიურ ყმაწვილზე
–კაი ნუ მეფლირტავები ახლა
–შენ რა შუაშიხარ , რა სისულელეა,
– აბა სიპაწიკა ტიპი თუ იყო რას მრბოდი, გარიგებით გათხოვება ტეხაავს?
–ზედმეტად არასერიოზული ბრძანდებით
–ვცდილობ.. კარგი მიდი შენ სადაც გაგეღვიძა იმ ოთახში შეგიძლია დაიძინო, დანარჩენზე ხვალ შეგვიძლია ვილაპარაკოთ
–კარგი ძილინებისა, ცოტა გაუკვირდა საუბრის ასე დასრულება ნინის, რაღაცნაირად ესიამონა ლექსოს კონტაქტურობა, ეტყობა რომ უჟმური ტიპი არაა, თუმცა რაში აინტერესებს ნინის მისი უჟმურობა, ხვალ დილით აორთქლდება აქედან, სანამ ოთახში შევიდოდა ლექსოს მიუბრუნდა
– ისა და შენი მშობლები?
–ამერილაში არიან, ჩემი და კი ცალკე გადავიდა ასე რომ მარტო მე მაწუხებ ლამაზო
–მე რა გაგაფრთხილე? გაკაპასდა ნინიც, შეწუხებას რაც შეეხება თვითონ არ მიშვებ და ხვალ დავტოვებ შენს აპარტამენტს
–სულ რომ დაგიტოვო არ გესინია?
–აღადავდი?
–სულაც არა, ურიგო გოგო არ ჩანხარ, მართალია გეტყობა გათხოვების გეშინია, შუმცა მაგას ეშველება, კაპასი ხარ მაგრამ მოგარჯულებ ეგ პრობლემა არააა
– მოკეტე რაა, დაიყვირა ნინიმ და ოთახში შევარდა
*****
ესეიგი ისეთი აზრები მომდიის ხოლმეეე უუუუფ , მაგრამ წერისას სუულ ვცლი ხოლმე ყველაფერს იმედია რაც ჩავიფიქრე იმას არ შევცვლი, ხო კაი ვიც ახლა ვბოდიალობ რაღაცაას, მადლობა რომ კითხულოობთ , თუ რამე შენიშვნა გაქვთ კომენტარებში დამიწერეეთ :*



№1  offline წევრი NA NO

მადლობა ქეთიიი love

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ქარგი იყო მომეწონა შემდეგს ველოდები :3

 


№3  offline წევრი Soow

სტატია კარგი იყო მომეწონა <3
იცით მე ახლახანს დავრეგისტრირდი და საკმაოდ დიდი სიუჟეტი დავამატე თუმცა ახლა მისი პოვნა არ შემიძლია იმედი მქონდა რომ ვინმე ნახავდა და შენიშვნებს ან შექებას დავიმსახურებდი და თან ისიც ვერ გავარკვიე სიუჟეტის ფონზე როგორ უნდა დავამატო ფოტო ვინმე დამეხმარებით? ვიცი გამოუცდელი ვარ მაგრამ ალბატ გავერკვევი სულ რამოდენიმე წუტის წინ დავრეგისტრირდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent