შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

последний путь на море (ნაწილი მეოთხე)


11-08-2015, 20:00
ავტორი kossik
ნანახია 3 312

ძლივს მივაღწიე გაზაფხულის ქუჩაზე. სანდროს სახლთან, ანუ სასახლესთან, რომ მივედი კარი გაიღო და შავი Range Rover გამოვიდა. მეგონა ასეთი ფულის პატრონის ადამიანებს უკეთესი მანქანა ეყოლებოდათ. ფანჯრების მიღმა დავინახე გამხდარი, 50 წლამდე კაცი, სიმპატიური იყო თავის ასაკთან შედარებით. აშკარად გაბრაზებული იყო და მობილურზე ვიღაცას დაძაბული ელაპარაკებოდა. ძნელი არ იყო შეგემჩნია მათი მსგავსება. ცოტა ახალგაზრდა, რომ ყოფილიყო შეიძლება მამა-შვილი ტყუპებად ჩაგეთვალა. როგორც კი თვალს მიეფარა, მანქანა დავაყენე სასახლის კედელთან. გადმოსვლას, რომ ვაპირებდი სანდრო უკვე იქ იდგა.
მე ხმას არ ვიღებდი, უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა. ისიც ჩემ წინ იდგა და თავისი ლამაზი, ამაღელვებელი თვალებით მიყურებდა. ვერ ვიტან მის გამოხედვას, ენით აღუწერელია, გაფორიაქებს, გაბნევს, გაბამს. მის თვალებში მართლად ჩაძირული ვიყავი, როცა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და წელზე ხელი მომკიდა, კედელზე მიმაყუდა და მეორე ხელი ჩემს თავთან ახლოს მიადო. ვიცოდი ადვილად ვერ გავექცეოდი, თან არც მინდოდა წავსულიყავი. ასე ჩუმად ვუყურებდით ერთმანეთს, როცა უცებ დაიხარა ჩემსკენ და ვნებიანად მაკოცა. ღმერთო, ოღონდ ახლა გარეთ არ ვყოფილიყავით. ჩემ და სამწუხაროდ, მალევე გაჩერდა. ისევ თვალებში ყურება განაგრძო და უცებ მითხრა:
-დიდი ხანია შენს ცხოვრების სტილს და საერთოდ შენ გაკვირდები. ყოველდღიურად მაოცებ და ამის გამო მიყვარხარ.
ახლა მიწა გამისკდეს და შიგ ჩამიტანოს, ან ვულკანი ამოიფრქვეს უცებ გაზაფხულის ქუჩაზე არ შეიძლება?
ყველაფერს ველოდი,
ყველაააააააფერს,
ოღონდ ამას არა.
საერთოდ არ ვიცი რა რეაქცია მქონოდა,
გამკვირვებოდა,
გამხარებოდა
თუ სახეში მეფეთა.
გადავწყვიტე გამკვირვებოდა, იმიტომ რომ ბოლო იდეას მემგონი რამდენიმე წუთში ვინანებდი.
იქ მსახიობობა არ დამიწყია, სახე რომ ამელეწა და ჭარხლის ფერი მივიღე ეგ გულიდან, სულიდან და მუცლიდან წამოსული რეაქცია იყო და არა გონებიდან.
აი ასეთი იყო სანდრო ბაბლუანი. ჯერ არაფერს აკეთებს, არც რამეს ამბობს, თან ნერვებს გიშლის და მერე უცებ, ბრახ! და გაგაოცებს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ეს ყველაფერი კარგად გამოსდის. არის მასში რაღაც დრამატული. კერეს სიტყვები გამახსენდა უცებ ჩემს დრამატულობას, რომ მასხრად იგდებდა.
რა დროს ამაზე ფიქრი იყო, დროზე უნდა ამომეღო ხმა თორე რამდენი ხანია ასე დებილივით დგას პასუხის მოლოდინში.
-ასე ადვილად როგორ ახერხებ ჩემი ნერვების მოშლას?
-როცა აქამდე ყველას შენ უშლიდი ნერვებს?
-პირდაპირ ჩემს აზრებს კითხულობ.
-იმდენი ხანია გითვალთვალებ...
-ახლა ხელი გამიშვი და წადი. -ვიცოდი ყოველთვის გამიმახვილებდა ყურადღებას, რომ ის ჩემზე რამდენიმე ნაბიჯით წინ იყო და მე ამას ვერ ავიტანდი. ამიტომ როგორც აქამდე მოვახერხე სანდროზე, ანუ პირველ სიყვარულზე, არ მეფიქრა ამის შემდეგაც ვერაფერი შემაფერხებდა.
-ვიცი რატომაც აკეთებ ამას. გგონია ყოველთვის შენზე წინ ვიქნები და ამის გამო შენ რამენაირად დამეჩაგრები. -სახეზე ოდნავ გაღიმებული სახე მიმეყინა. ან ეს ,,დამეჩაგრები“ რა არის? ამ ბიჭის ბუნებას ხო ვერ ჩაწვდები, ახლა რომანტიკის ხასიათზეა ბიჭი. -არ იქნება ეგრე. თან ვიცი, რომ გიყვარვარ. რამდენი თვე იჯექი სახლში იმ ღამის შემდეგ? ძალიან კარგად ვიცი დეპრესიაში, რომ იყავი.
მორჩა ამ ბიჭის თავხედობას საზღვარი არ აქვს.
ახლა ამეტირება,
ნერვებისგან თუ გრძნობებისგან არ ვიცი.
რატომ არ დაველოდე მამას?
ახლა სახლში იქნება.
ჩვენ შერიგებულები უნდა ვიყოთ უკვე.
მე კიდე აქ ვდგავარ და ყელში მაქვს რაღაც გაჩხერილი,
თვალები მიცრემლიანდება,
მორჩა ვეღარ მოვითმენ.
-შენ იცი საერთოდ პირადული ცხოვრება რას ნიშნავს?
-უი ხო გილოცავ პატარა ძამიკოს. -ეს ბოლო წერტილი იყო. რა უნდოდა ვერ გავიგე ჩემი სიმპატიები მოეპოვებინა თუ პირიქით შემზიზღებოდა?
ახლა კი მართლა ამეტირა.
წელზე ხელი ვეღარ ვიგრძენი.
ის ადგილი გაცივდა.
სანდროს ზურგი დავინახე.
მიდიოდა, ლაჩარი.
-წამო, წამო -სიყვარულით აღსავსე თვალებით გადმომხედა და თან ხელი დამიქნია. სანამ ამას მეტყოდა ისეთი სახით ვიდექი ვიცი გულში დამცინოდა, მაგრამ არ შეუმჩნევია. ამ ორი სიტყვის გაგონებისას ვიგრძენი თუ როგორ ვუყვარდი მას. ეს ადამიანი, რომელსაც თავისებური იუმორის გრძნობა ჰქონდა, უკვე ზედმეტად ბევრ ემოციებს იწვევდა ჩემში, ვიდრე საჭირო იყო.
მაშინვე დავუდექი გვერდზე. მისმა თბილმა ღიმილმა და თვალებმა დამათრო. მინდოდა თუ არა მასთან თავი პატარა ბავშვი მეგონა, რომლის ბედნიერებაც სანდროს უნდა ეკონტროლებინა. და არა მარტო ბედნიერება, ნერვებიც.
-იცი რატომ გაგიჟებ? -კარის ზღურბლთან ვიდექი, თვითონ კი სასახლეში იყო უკვე.
-რატომ?
-ვიცი სხვანაირად მოგბეზრდები. -უკვე იცის, რომ ადვილად მბეზრდება ხალხი. გამიკვირდა ხო იცი.
-ტირილამდე რომ მიიყვან ადამიანს და ამას სწორედ იმით ხსნი არ მინდა მოგბეზრდეო მემგონი ცოტა არანორმალურად ჟღერს. -არა მართლა გიჟი შემიყვარდა.
-შემო დროზე!
ხელი მომკიდა და ზუსტად წამის მეასედში მის ოთახში ვიყავით.

-ამდენ წიგნს შენს ოთახში არ ველოდი. -უკვე მეორედ ვიყავი მის ოთახში, მაგრამ მაინც ძნელი იყო ამხელა ბიბლიოთეკასთან შეჩვევა.
-ნუთუ დებილი გეგონე? -ეს დასკვნები და იუმორი მაინც თავისებური აქვს.
-არა რა შუაშია? უბრალოდ ადამიანი, რომ შემოგხედავს ვერ იტყვის წიგნის ჭიააო. -რატომღაც ლაპარაკი მიჭირს. აშკარაა, რომ ვნერვიულობ.
-ვერც შენზე იტყვიან კაცის მკვლელიაო. -პასუხი წარბაწეულმა და მომღიმარმა გამცა. უნდა ვაღიაროთ, რომ პირდაპირ მწარე წერტილში გაარტყა. ნეტავ როდის აღმოვაჩენ მის ერთ დადებით თვისებას მაინც? იდიოტი.
-დიდი ხანია ჩემი ცხოვრების შესწავლით ხარ დაკავებული?
-ბოლო ერთი წელია სხვას არაფერს ვაკეთებ. -არ გამკვირვებია. ჩვეულებრივად მივიღე ეს ამბავი, თითქოს ვალდებული იყო ჩემთვის ეყურებინა.
-იამაყე შენი ნებისყოფით. არც თუ ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს.
-ნორმალურმა ადამიანმა რაღა თქვას.
ჩემთვის აუტანელი ცხოვრება, თურმე სხვისთვის საინტერესო ისტორია ყოფილა. ამ დროს სანდროსნაირი ვერასდროს გაიგებდა მე რას ვგრძნობდი.
თავიდან სამუშაო, რომ შემომთავაზეს აღარ ვიცოდი ჩემი სიხარული და ბედნიერება როგორ გამომეხატა.
ვფიქრობდი,
ამდენ ხალხში მე ამირჩიეს-მეთქი.
ალბათ განსაკუთრებული ვარ-მეთქი.
პირველი ორი თვე?
კრიმინალური ჟანრის ფილმის გმირი მეგონა თავი.
ღმერთო როგორ მომწონდა ახალი ილეთებისა და იარაღების შესწავლა.
იარაღების უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მე და მამაჩემი ბავშვობიდან განვიხილავდით და ერთმანეთს ვადარებდით სხვადასხვა მოდელებს.
ისეთი მოწადინებული და შრომისმოყვარე ვიყავი, მალევე გამიშვეს დავალებაზე.
ნეტავ რა მიხაროდა?
რით განსხვავდებოდა ჩემგან მანიაკი?
მხოლოდ იმით რომ მე ფსიქიკურად ნორმალური ვიყავი?
ეს ერთგვარი სამსახური არ ყოფილა.
სამსახურიდან შეგიძლია წამოხვიდე თუ რამე არ მოგეწონება.
აქედან? გასასვლელი არ ჩანს.
გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის.
მოინდომებ წამოსვლას?
მოგიწევს ისეთი გვირაბის ნახვა, რომელსაც კომიდან გამოსული ადამიანები აღწერენ.
სანდრო აცნობიერებდა ამ ყველაფერს?
ხვდებოდა, რომ მე სანამ გადაადგილების უნარი, ხელები და ფეხები მექნებოდა მაქამდე ,,აყროლებული“ ხალხი უნდა მომეკლა?
ჩემთვის არავის აუკრძალავს ოჯახის ყოლა, მაგრამ ამ სამუშაოს დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ ოჯახზე არც უნდა მეფიქრა.
საბოლოო ჯამში კი მივხვდი, რომ სანდროსთან ურთიერთობის წამოწყება ჩემთვის და, პირველ რიგში, მისთვის სახიფათო იყო.
-ჯობია წავიდე. -მიხვდა ჩემს ფიქრებს და თვალებით მთხოვდა დარჩენას.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
კარი ნელა გავაღე. ვიცოდი უკან მოუხედავად უნდა წავსულიყავი.
მაინც რაღაც მაკავებდა,
რაღაც არ მიშვებდა.
წამოვედი.
ხმა არ ამოუღია.
მხოლოდ თვალებით....
საუკუნე გავიდა სანამ ის გრძელი დერეფანი გავიარე,
ზურგი მეწვოდა მისი მზერისგან.
ჩუმად ვტიროდი,
არ მინდოდა დაენახა ან გაეგო.
ძლივს გამოვაღწიე იმ დაწყევლილი სახლიდან.
ის დღე გამახსენდა.
რამდენჯერაც სასახლეში შევდიოდი იმდენი ჩასისხლიანებული თვალებითა და ნატკენი გულით გამოვდიოდი.
სხეულში რაღაც სიცარიელე ვიგრძენი.



***
ვდგავარ,
სანდროს ვუყურებ,
ვგრძნობ მის სუნთქვას,
მესმის მისი გულის ცემა.
შორს დგას,
ვთხოვ, რომ მოვიდეს,
ის კი უბრალოდ ქრება.
მეღვიძება.
უკვე მერამდენედ ვნახულობ ერთსა და იმავე სიზმარს.
ისევ ოფლში ვცურავ.
სამზარეულოში ისე შევედი შუქი არ ამინთია.
ჭიქა წყლით ავავსე და შემოვტრიალდი.
ძირს მიმოფანტულია ნამსხვრევები,
ნამსხვრევებთან ერთად წყლის გუბე დგას.
სავარძელში კი ზის სილუეტი,
რომელიც თვალს არ მაშორებს.
მესმის მისი ღრმა სუნთქვა და გამალებული გულისცემა.
ახლოს მოვიდა,
ჩამეხუტა.

ჩავეხუტე.
როგორ ფიქრობს ნეტა ასე ადვილად დავთმობ?
სულელი. -გაიფიქრა სანდრომ.

ადამიანი ხშირად იმას აკეთებს რაც უნდა და არა იმას რაც საჭიროა.
ვერ შევეწინააღმდეგე,
დიდი ხანი ვიდექით ასე, შემდეგ კი რომანტიკიდან ისევ ნერვების მოშლაზე გადავედით.
ეს იყო ჩვენთვის სახალისო და საინტერესო, როცა ერთმანეთის ნერვებზე ვთამაშობდით, უფრო სწორად თამაშობდა.
ჩემი დროც დადგება!
-ჩუმად სურათი გადაგიღე. -სანამ მობილური ამოიღო და სურათი გახსნა სიცილით კინაღამ მოკვდა, ბოლოს უკვე ხრიალებდა. ,,რა გადამიღო ნეტა ასეთი?“

რამდენიმე წუთის შემდეგ....
-სანდრო მობილური მომეცი.
-დავიღალე სირბილით ადამიანო დადე ეგ დანა.
-წაშალე და გადარჩები. -მუცელი მტკივა უკვე სიცილისგან, ყვირილისგან და თან სირბილისგან.
-ვსო კარგი გაჩერდი აღარ შემიძლია.
-კარგი ვდებ დანას. ვა-ი-მე ვე-ღარ ვსუნ-თქავ. -ორივე ვქოშინებდით. მე ველოდებოდი მომენტს როდის დავტაკებოდი, ის კი ელოდებოდა ნაბიჯს როდის გადავდგამდი, რომ გაქცეულიყო.
-ისე როგორ ახერხებ ასეთ პოზაში ძილს? სექსის დროსაც ხო არ ვცადოთ? საინტერესო იქნება.-ამის გაგონებისას ნელ-ნელა მენთებოდა თვალები და...
-ჩათვალე ტრუუუუუუუპი ხაააააააააააარ...

3 საათის შემდეგ...
-ცოტა მიიწიე რა.
-პატარა დივანზე ვწევართ და გადავ....
-ხო არ გადავარდი უკვე? -სიცილის თავი უკვე აღარ მქონდა ამიტომ უბრალოდ გამეღიმა და ძილი განვაგრძე.
ტკბილად მეძინა. დილით კი, ვგულისხმობ შუა დღის 3 საათს, ვნახე რომ სანდროს ძირს ეძინა. დებილი ისე დაიღალა სირბილისგან და უფრო მეტად კი ემოციებისგან ვეღარც მიხვდა გადავარდნის შემდეგ უკან რომ უნდა დაწოლილიყო.
-სანდრო წელი გეტკინება. -ფეხით შევანჯღრიე, აბა ხელს ხო არ გავისვრიდი?
გაკვირვებული წამოხტა. ეტყობოდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა. რა თქმა უნდა, წელი ეტკინა და მე მომიწია მაზების სმა და მასაჟების კეთება. მივხვდი ეს დივანი სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა ამ სახლიდან.
ის დღე სულ სიცილ-ხარხარში გავატარეთ.
ორივე ბედნიერები ვიყავით და ეს საკმარისი იყო ჩვენთვის.

მეღვიძება.
გუშინდელი დღის მერე კუნთები მტკივა
და თავი მისკდება.
(კიდევ კარგი არ დარჩა.)
აუ ჩემი წიგნი სად არის?
სამზარეულოშია უეჭველი.
ჩემი ბინა ოროთახიანი იყო.
კარს გააღებდი თუ არა სასტუმრო ოთახში აღმოჩდებოდი, რომელიც სამზარეულოსთან იყო გაერთიანებული. იქვე 2 კარი იყო საძინებელში და აბაზანაში შემავალი. სახლი სულ მოხატული იყო ჩემსა და ჩემი მეგობრების მიერ. რემონტს ეს მირჩევნოდა, მიუხედავად იმისა რომ სახლს აშკარად ესაჭიროებოდა ცოტა შელამაზება.
სანდრო სავარძელში იჯდა და რაღაცას ხატავდა.
-როგორ შემოხვედი? -წესით გაკვირვებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მაგის თავიც არ მქონდა.
-საკეტი გაქვს გამოსაცვლელი..
-რააა??? ხო არ გაგიჟდი? -გიჟივით მივვარდი კარს და შემოწმება დავუწყე მართლა გააფუჭა თუ არა.. -ახლა გავუგე იმ ბიჭს.
-ვის? -ისეთი თვალებით შემომხედა თითქოს მანიშნა არ გაბედო მოტყუებაო.
-იყო ერთი.

-ჩემზე ყველაფერი შეიძლება იცოდე? იქნებ პატივი მცე და მომიყვე შენს ცხოვრებაზე. -ამდენი ხანი კარს ხან ვკეტავდი ხან ვხურავდი და ბოლოს სავარძელზე დავეგდე.
სანდრომ ერთი გამიცინა და ისევ განაგრძო ხატვა.
არ ვიცი რაზე ფიქრობდა, მაგრამ რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მოყოლა დაიწყო...
-საინტერესო არც არაფერია. 12 წლის ვიყავი დედა, რომ გარდამეცვალა. იმის მერე, რადგან მამაჩემს არ ეცალა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ნინა დეიდა, მზრდიდა. ჩვენ დიდი სახლი გვქონდა, დეიდაჩემს ოჯახი არ ჰყავდა და ამიტომ გადაწყვიტა ჩვენთან გადმოსულიყო. სკოლაში არასდროს მივლია, სულ კერძო მასწავლებლები მყავდა და დავრჩი მეგობრის გარეშე. არა მარტო მეგობრის, გართობისა და მოგონებების გარეშე. დეიდაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ რთული ხასიათი მქონდა და ყოველთვის უნდოდა გაეცნო ის გოგო, რომელსაც შევუყვარდებოდი და ამიტანდა. ის გოგო მემგონი ვიპოვე, -ამ დროს გაეღიმა, მაგრამ ძნელი მისახვედრი იყო ეს სევდიანი ღიმილი იყო თუ უბრალოდ რამე სასიამოვნო გაახსენდა.- მაგრამ ნინა დეიდა უკვე ნახევარი წელიწადია რაც აქ აღარ არის. ასე რომ ახლა არც არავინ დამრჩა, შენ გარდა.
-მამა?
-გინდ ყოფილა გინდ არა..
ხმა ვერ ამოვიღე, ამიტომაც უბრალოდ კალთაში ჩავუჯექი და ჩავეხუტე.
-მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები.
ამის გაგონებაზე თვითონაც მაგრად მომხვია ხელები და ვიცოდი ახლა სულაც არ ფიქრობდა ჩემზე... მაგრამ ეს არ მწყენია, უბრალოდ მინდოდა კომფორტულად ყოფილიყო..
უცებ გადავწყვიტე მეკითხა ის რაც დიდი ხანია მაინტერესებდა და ყოველთვის საჭირო მომენტს ვეძებდი..
-და რატომ არ გაქვთ კარგი ურთიერთობა?
ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა. მისი შემხედვარე მიხვდებოდით, რომ მამასთან არც თუ ისე კარგი მოგონებები აკავშირებდა.
-თავიდან უბრალოდ დრო არ ჰქონდა ჩემთვის. მე ხან ვმეცადინეობდი, ხან მასწავლებლები მყავდა და არ გამოდიოდა რა.. თვითონ არ ვიცი რას ფიქრობდა, მაგრამ მე მამა, ფაქტობრივად არ მყოლია. გაზრდასთან ერთად ნელ-ნელა ვგებულობდი რითი შოულობდა ამდენ ფულს და ბოლოს ამდენი ჩხუბი ყელში, რომ ამოვიდა საერთოდ გავწყვიტეთ ერთმანეთთან კონტაქტი.
-რითი შოულობს ფულს, ასე რომ გადაირიე?
-მაპატიე პატარა, მაგრამ ეგ შენი საქმე არ არის. -ეს არ მესიამოვნა, მაგრამ ვხვდებოდი აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას.
-და შენ?
-რა მე? -ვითომ ვერ მიხვდა რას ვეკითხებოდი.
-სად მუშაობ?
-ვინ თქვა რომ ვმუშაობ?
-დებილი გგონივარ? -ცალწარბაწეულმა შევხედე და გაეცინა.
-მამაჩემთან. -როცა ეს მითხრა წყალს ხარბად შევექცეოდი და კინაღამ დავიხრჩვი. კიდევ კარგი ვიცოდი ამ დროს რა უნდა გამეკეთებინა, თორემ მართლა სამოთხეში (მანდ ვინ გამიშვებს ნეტა?) ვიქნებოდი.
5 წუთიანი ხველების შემდეგ, როცა თვალებიც ამიცრემლიანდა და უკვე მზად ვიყავი იმ ქვეყნად წავსულიყავი, სანდროს შევხედე და სავარძელზე გადაყირავებული, გადაბჟირებული ახალგაზრდა დავინახე, რომელიც ცოტაც და ,,სამოთხეში“ გამომყვებოდა.
უცებ ერთმა იდეამ დამარტყა თავში, სანდროს სამსახური კი სულ დამავიწყდა ორივეს გაგუდვის შემდეგ.
-წამო სადმე წავიდეთ. -აციმციმებული თვალებით შევხედე და ვერ მიხვდა რა მჭირდა.
-ზოოპარკში წავიდეთ ხო უნდა გააცნო ჩემი თავი შენს ნათესავებს. -ხელში დანა ავიღე და სიცილისგან გადაყირავებულმა მისი სწორად დაჭერაც ვერ მოვახერხე, რომ დავმუქრებოდი. -ხო კაი კაი და მოაშორე ეგ დანა-მეთქი რამდენჯერ უნდა გითხრა.
-წამო ზღვაზე წავიდეთ.
-თბილისის?
-სპეციალურად მიშლი ხო ნერვებს?
-აბა ნიცაში წავიდეთ ,,ლაჟვარდოვან ნაპირზე“?
-ჩემი ოცნებების სიაც ცნობილია შენთვის? -უკვე მართლა ყელში იყო მისი ყოვლისმცოდნეობა. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირადი მე აღარ გამაჩნდა.
-მოიცა, ეგ მართლა შენი ოცნებაა? -ისეთი გაკვირვებული სახით შემომხედა მივხვდი ჩემი წინასწარი ემოციები უსაფუძვლო იყო და გამეცინა.
-ისე გაგიკვირდა უცებ ვიფიქრე, რომ შენიც.
-საქმეც მაგაშია, რომ ჩემი ოცნებაც არის. - ადვილი მისახვედრი იყო როგორ უხაროდა რაღაც საერთო, რომ აღმოგვაჩნდა.
-Cap Estel Hotel-ში უნდა გავატარო დაუვიწყარი 10 დღე. აი ესაა ჩემი ერთ-ერთი ოცნება.
-ხო, იმედი მაქვს ერთად ავიხდენთ.
-არაფერი გვიშლის ხელს. მაგრამ ახლა უბრალოდ შავი ზღვის ნახვა და ცურვა მინდა.
-ხო? ჯერ ადრე ხომ არ არის შემთხვევით? -ირონია მარტო ხმაში კი არა სახეზეც აღებეჭდა. დეგენერატი.
-უკვე დათბა. მაისია.
-კარგი არ შეგეწინააღმდეგები. მინდა ეგ ოცნებაც ჩემთან ერთად აიხდინო. -სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ უბრალოდ შევახტი და მაგრად ჩავეხუტე. -ცოტა ხნით ხომ არ გადაგვედო ნივთების ჩალაგების რიტუალი? (იცის რამდენი ხანიც დამჭირდება).
-იყოს ისე როგორც თქვენ გნებავთ, სერ! -ბოლო ხმაზე ვიცინოდი, როცა ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამაგდო. (ზუსტადაც დამაგდო).
უკვე მესამედ ვწვებოდი ამ მამაკაცთან და უკვე მესამედ შევიგრძნობდი რაღაც ახალსა და აღუწერელ გრძნობებს. მესამედ ვგრძნობდი მის სხეულსა და სიახლოვეს და ვხვდებოდი, რომ უკან დასახევი გზა აღარ იყო, მე ის მიყვარდა!



№1  offline წევრი nini :)

კარგია მომწონს გააგრძელე მალე, მაგრამ წინა თავი უფრო მომეწონა საინტერესო გამოვიდეს ეცადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent