შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ონიანი.(სრულად)


12-08-2015, 01:16
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 6 690

იბადები, იზრდები, სწავლობ, შრომობ, იბრძვი შენი თავისა და შენი საყვარელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებული არაფერი ხდება. წარმატებებს აღწევს შენს საქმიანობაში, სკოლას ამთავრებ, ბევრი ფული გაქვს, ბევრი მეგობარი გყავს, თავს ყველაზე ბედნიერად გრძნობ, თუმცა არ იცი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება უბედურებით იწყება.
–არ მინდა საქართველოში, ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტეთ რომ უნდა დავბრუნდეთ თან ახლა.
გაგიჟებული ვუყვიროდი მშობლებს რომლებიც ყურადღებას არ მაქცევდნენ და ბარგს მშვიდად ალაგებდნენ.
-არსად არ წამოვალ!
დავიყვირე კიდევ ერთხელ და ოთახში შევედი. კედელზე გაკრულ სურათებს მივაშტერდი, ყველა მოგონება კედელზე მაქვს მიკრული, თანმიმდევრობით.. ლოგინზე ჩამოვჯექი და თვალები ცრემლებით ამევსო.
მე ნიტა ყიფიანი ვარ, გიორგი ყიფიანისა და მაკა მაისურაძის ერთადერთი ქალიშვილი, ვარ 17წლის, დაბადებიდან პარიზში ვცხოვრობ, საქართველოში სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და სიმართლე გითხრათ არაფერი მახსოვს, თუმცა სახლში ყოველთვის ქართულად ვლაპარაკობთ რაც საშუალებას არ მაძლევს საქართველო საფრანგეთით ბოლომდე ჩავანაცვლო. 10წლიდან მოდელი ვარ, ყველაზე მეტად კამერების წინ დგომა და პოზიორობა მიყვარს, თან მაშინ როცა ჩემი საყვარელი დიზაინერების ახლად გამომცხვარი ტანსაცმელი მამშვენებს. ხშირად მეუბნებიან, რომ ლამაზი ვარ, თავის ქებაში ნუ ჩამომართმევთ მაგრამ ვიცი, ყველა ლამაზმა გოგომ იცის რომ ლამაზია. დამახასიათებელი სილამაზე მაქვს, ლამაზი, მაგრამ მკაცრი ნაკვთები, რაც ჩემს ხასიათს უსვამს ხაზს, მაღალი ვარ და ძალიან გამხდარი.
-სხვანაირად არ გამოვა ნიტა, ვიცი რომ გიჭირს მაგრამ არაუშავს, მიეჩვევი.
-კარგი რა მაკა! რას მივეჩვევი? არავის არ ვიცნობ, არაფერი არ ვიცი, საერთოდ რა უნდა ვაკეთო? მთელი დღე სახლში ვიჯდე და ჩემს თავს მე თვითონ ვუღო სურათები?
-შენ გგონია დიზაინერები მარტო პარიზში არიან?
ტონთან ერთად წარბიც აწია მაკამ.
-არ იცოდე მაინც როგორ გამორბის ხალხი საქართველოდან და ჩვენ რატომ მივდივართ იქ ვერ ვხვდები დედა!
-იმოტომ რომ ეგრეა საჭირო, 17წლამდე ხო ის აკეთე რაც გინდოდა? ხოდა ახლა იმას გააკეთებ რასაც ჩვენ გეტყვით!
მაგიდიდან გასარეცხი თეფში აიღო და გავიდა, გარედან მომაძახა.
-ხვალ მივფრინავთ, შუადღის 2საათზე, ბარგი ჩაალაგე.
ჩემს დაქალებს დავურეკე, ერთად ვიტირეთ, მერე ავდექი და უხალისოდ დავიწყე კარადიდან ტანსაცმლის გამოლაგება, ვყრიდი გამწარებული, იმდენი ტანსაცმელი მქონდა შუაღამისას დავამთავრე ჩალაგება და დავწექი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, 3წელია ერთი ფოტოგრაფი მომწონს და ახლა როცა მისგანაც იგივეს ვგრძნობ, უნდა წავიდე.. რატომ გონიათ მშობლებს რომ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ? ფიქრის თავიც აღარ მქონდა, ვიწექი და კედელზე გაკრულ მოგონებებს მივაშტერდი, ჩემი ბავშვობა, ჩემი პირველი ნაბიჯები კარიერაში, ჩემი მეგობრები.. ყველაფერი პარიზს უკავშირდებოდა, ვერ წარმომედგინა როგორ უნდა მეცხოვრა სხვგან.. ყველაზე რთულია როცა იძულებულს გხდიან შენი სახლი მიატოვო და სხვაგან გადახვიდე საცხოვრებლად, სხვა სახლში ან ქალაქში კი არა, სულ სხვა ქვეყანაში.. მაკამ დიდხანს წოლა არ მაცადა, 11საათზე წამომაგდო.
-რა ხდება მაკა? ჩავალაგე ეს ჩემოდნები და არ შეიძლება ვიწვე?
-არა, ადექი და სახლის დალაგებაში მომეხმარე.
2საათი ვალაგებდით, მერე აეროპორტში წავედით, ჩემი მშობლები ცდილობდნენ ჩემი ხასიათის გამოსწორებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ, ყველა გავაფრთხილე არ გამაცილოთ_თქო, ჩემი აცრემლებული მეგობრები რომ დამენახა აეროპორტში უფრო ცუდად გავხდებოდი. მაკას და გიორგის ბედნიერებაზე ნერვები უფრო მეტად მეშლებოდა, თვითმფრინავში ავედი და ფანჯრისკენ დავჯექი, არცერთისთვის ხმა არ გამიცია, ჩემს მომავალზე დავფიქრდი, წარმატებული მოდელი ვიყავი პარიზში, მაგრამ ვინ გავხდებოდი თბილისში? სახლში გამოკეტილი მონაზონი?
თბილისში რომ ჩავფრინდით მაკას ყურებამდე გაეღიმა, სამწუხაროდ ყველა ბედნიერება გადამდები არ არის და მე ისევ განადგურებული ჩამოვედი თვითმფრინავიდან, ბარგი ავიღეთ, გარეთ გავედით, ტელეფონში ვიყურებოდი არაფრისთვის შემიხედავს, ტაქსიში ჩავსხედით და ჩვენი სახლისკენ წავედით, მაკამ მითხრა მთაწმინდაზეაო, მე წარმოდგენაც არ მქონდა რა იყო მთაწმინდა და საერთოდ არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა სად იქნებოდა ჩვენი სახლი. ტაქსიდან გადმოვედი და თვალიერება დავიწყე, ნაგავი, ნაგავი, კიდევ ნაგავი. მერე ხალხს ვაკვირდებოდი, რამდენიმე გოგო დავინახე, ლამაზები იყვნენ, მაგრამ მოუვლელები. სახლში შევედით, მაკამ დამათვალიერებინა და ბოლოს ხელით მანიშნა შენს ოთახში შედიო, ჩემს ახალ ოთახში შევედი და გული მომიკვდა, ცარიელი კედლები.. პირველ რიგში სურათები ამოვიღე და საათობით ვაკრავდი, მერე ტანსაცმელი შევალაგე, ჩემი ყველა ნივთი დავაბინავე და მაკასთან გავედი.
-არ გინდა გაისეირნო ნიტ?
-სად უნდა გავისეირნო მაკა?
-რავიცი, გარეთ გადი ცოტახანი მაინც, სუფთა ჰაერი მოგიხდება.
-აქ ჰაერიც ჭუჭყიანია.
მაკას მაინც დავუჯერე და გარეთ გავედი, შავი კაბა მეცვა, გრძელი და გვერდზე ძალიან ღრმად ჩაჭრილი. არ ვიცოდი საით წავსულიყავი და პირდაპირ მივდიოდი, ზურგს ხალხის მზერა მიწვავდა და სმენას მიხშობდა მათი ჩურჩული, ბოლოს უკან დაბრუნება მინდოდა, მაგრამ მივხვდი რომ სადღაც ჩიხში ვიყავი, იქით ბევრი ბიჭი იდგა ერთად, უკომპლექსო ვარ და მათკენ გავემართე დახმარება რომ მეთხოვა, მივედი, ჯერ ხმა ამოღებული არ მქონდა უკვე ყველა მე მიყურებდა.
-გამარჯობათ, ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ დავიკარგე და შეგიძლიათ გზაზე გამიყვანოთ?
გაეცინათ.
-შენნაირ ლამაზ გოგოს უარს რაზე ვეტყვით ტოო, წამო.
ბევრნი იყვნენ, სამმა გამაცილა, ერთმა თვალი გამომაყოლა. ბოლოს დიდი მადლობა გადავუხადე და სახლში ავედი, მთელი ჩემი სანათესაო იქ დამხვდა, ვაიმეე როგორ გაზრდილხარო ისე მეუბნებოდნენ თითქოს პატარა რომ ვიყავი მაშინ მნახეს.. მოკლედ ძალიან გამაღიზიანეს და ისევ გარეთ გავედი, კაფეს ვეძებდი რომ რამე მეჭამა, ვერაფერი ვერ ვიპოვე და იმედგაცრუებული გავუყევი გზას, ისევ ის ბიჭები შემხვდნენ.
-კიდე გარეთ ხააარ?
მკითხა მოულოდნელად რომელიღაცამ.
-როგორც ხედავ.
ვუპასუხე ღიმილით. ჩემთვის ძალიან უცნაური ბიჭები იყვნენ, ერთის ხელში დანა რომ დავინახე საერთოდ შევკრთი, ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხელში დანას ატრიალებდა, იმ ბიჭებში ყველაზე სიმპატიური იყო და რაღაცნაირი 'დასტოინი'.
-წამო ჩვენთან ერთად თუ სახლში არ გეჩქარება.
შემოთავაზებას დავთანხმდი და გავყევი, მერე სადღაც დასხდნენ, მარტო ის იდგა ფეხზე დანა რომელსაც ეჭირა, ვერ გავძელი და მივედი.
-რაში გჭირდება დანა?
დამცინავად გამიღიმა, თავი დახრილი ჰქონდა და არც აუწევია, თვალებით ამომხედა.
-შენ ვერ გაიგებ.
ამას რომ მეუბნებიან ყველაზე მეტად არ მსიამოვნებს, ამიტომ არც ვუპასუხე ისე მივედი ბიჭებთან.
-შენზე რას გვეტყვი? რა გქვია, სად სწავლობ, რამდენი წლისხარ ან რას საქმიანობ?
-ნიტა ყიფიანი, პარიზიდან დღეს ჩამოვედი, იქ ვსწავლობდი, სკოლა დავამთავრე, 17წლისვარ, 10წლიდან მოდელი.
-პარიზში რამდენიხანი იყავი?
-იქ ვცხოვრობდი დაბადებიდან.
თვითონაც გამეცნენ, ლუკა, სანდრო, ლაშა, გიორგი და ირაკლი, ის დანა რომელსაც ეჭირა. დიდი ხანი ვლაპარაკობდით, ერთმანეთს ვეცნობოდით, მერე მაკამ მომწერა უკვე მიდიან და ახლა მაინც ამოდიო, მეც ბიჭებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი სწრაფი ნაბიჯებით, სახლში უცებ მივედი, სტუმრებს დავემშვიდობე და დარჩენილი საჭმლის ჭამა დავიწყე.
-აბა რას შვებოდი ამდენი ხანი გარეთ?
გვერდზე მომიჯდა დედა და თეფშზე გადადებული ლობიანი ისევ უკან გადადო.
-ბიჭები გავიცანი.
-ყოჩაღ შენ, ესე მალე?
-კი.
-ნიტა რატომ მიბრაზდები?
-მაკა კიდე ვერ ხვდები?
სამზარეულოში გიორგი შემოვიდა.
-უკვე მეორე დღეა თქვენს ჩხუბს ვუსმენ, ნიტა შენგან საყვედური აღარ გავიგო!
დამიყვირა და მაგიდას მიეყრდნო, მე ფეხზე ავდექი და ჩემს ოთახში გავედი, ლოგინზე დავწექი და ჩამეძინა, რომ გავიღვიძე და სახლში ვერავინ ვნახე შემეშინდა და მაკასთან დავრეკე.
-სად ხარ მაკა?
-მამაშენს გავყევი შეხვედრაზე გვიანობამდე არ მოვალთ, ჭკვიანად იყავი და აღარ დამირეკო უხერხულია.
მაკას გავუთიშე და ჩემს ფრანგ მეგობრებთან დავრეკე, 1საათი ვილაპარაკე, მერე ყველას სადღაც ეჩქარებოდა და იძულებული გავხდი გამეთიშა. მოკლე შორტი ჩავიცვი, ბრეტელიანი მაიკა და კაპიუშონიანი ჟაკეტი მოვიცვი, აღარ ვიცოდი სახლში რა მეკეთებინა და აივანზე გავედი, ლუკა დავინახე და ისე გამიხარდა ერთი კარგად დავუკივლე.
-ვაა ნიტ რასშვები?
ჩემს აივანთან ახლოს მოიწია.
-რავი არაფერს, თქვენ?
-არაფერს ტო, ჩამო თბილისს დაგათვალიერებინებთ.
ძალიან საყვარლად გამიღიმა და ჩემს პასუხს დაელოდა.
-5წუთში გამოვალ.
სახლში შევვარდი, თმა დავივარცხნე, ტუჩზე კონტური წავისვი და გარეთ გავედი. სათითაოდ გადამკოცნა ყველამ, მე გავშტერდი, პარიზში ასე არავინ აკეთებს.
-მთაწმინდის პარკში წავიყვანოთ.
შესთავაზა ლაშამ ბიჭებს.
-ხოარ ღადაობ სამი წლის ბავშვები ვართ?
ირაკლის არავინ მოუსმინა, მთაწმინდის პარკში წავედით. თითქმის ყველაფერზე დამსვეს ბიჭებმა და ძალიან გავერთე, ამდენი არასდროს მიმხიარულია, პარიზში მე და ჩემი მეგობრები კლუბში ვერთობოდით და არასდროს გვიფიქრია მსგავს ადგილას წასვლაზე. ბოლოს ძალიან დავიღალე და სკამზე დავჯექი, ბიჭებმა სიგარეტს მოუკიდეს.
-აუ ძალიან მშია.
ვეღარ დავმალე და მათხოვარი ბავშვივით შევხედე ბიჭებს, მარტო ლუკას შევეცოდე.
-წამო რესტორანში დავსხდეთ და რამე შევუკვეთოთ.
-თქვენ რას ჭამთ ხოლმე?
სრული სერიოზულობით ვიკითხე და ვერ მივხვდი რატომ დამცინა ყველამ, რაღაც რესტორანი იყო, სამ სართულიანი, პირველ სართულზე დავსხედით, წინ ულამაზესი ხედი იყო და ქარიც სასიამოვნოდ უბერავდა.
-აბა ნიტა, რას შეუკვეთავ?
სიცილით მკითხა ირაკლიმ და მენუ მომაწოდა. გამოვართვი და მაგიდაზე დავდე.
-რამე გემრიელი მინდა.
ლუკას დაჟინებული მოთხოვნით აჭარული ხაჭაპურები და პონჩიკები შევუკვეთეთ, ამ სახელზე იმდენი ვიცინე ვეღარ მაწყნარებდნენ. ძლივს მოგვიტანეს, აჭარული ხაჭაპურის ჭამა დანა-ჩანგლით დავიწყე, თან იმაზე ვფიქრობდი რანაირია ეს როგორ უნდა ვჭამო_თქო, გიორგიმ საშინლად დამცინა და ამიხსნა როგორ უნდა მეჭამა. მე ჭამაში ვიყავი გართული ბიჭებმა რომ ლაპარაკი დაიწყეს.
-ხვალ ონიანი გამოდის და რა ვქნათ?
გიორგის კითხვამ ირაკლი რატომღაც გააღიზიანა და სიგარეტს მოუკიდა.
-გააჩნია ის რის ხასიათზე იქნება ტოო, 5წელი ციხეში აზრზრე ხაარ? ვაბშე გვიცნობს?
სანდროს ხმაში სევდა შეეპარა, მე ვეღარ გავძელი და ვიკითხე.
-ვინ არის ონიანი?
პასუხი გიორგიმ გამცა.
-ჩვენი ბავშვობის ძმაკაცია, 5წელია ციხეში ზის და ხვალ გამოდის.
-და რატო ზის ციხეში?
-კაცი შემოაკვდა.
დამაჟრიალა.
-შემოაკვდა?!
გაოცებულმა ვიკითხე.
-ხოო რაა, მაგიტო მიუსაჯეს 5წელი და არა 20.
დიდხანს ლაპარაკობდნენ ონიანზე, ირაკლი ხმას არ იღებდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ბიჭებმა სახლში მიმაცილეს.
-საღამოს ხო გამოხვალ?
-კიი ლუკ.
სახლში ავედი, facebook-ზე შევედი და ონიანი მოვძებნე, თავიდან მეგონა სახელი იყო, თურმე გვარი ყოფილა, რატი ონიანი, დამღლელი ძებნის შემდეგ სურათი გავხსენი და დავაშტერდი, ისე მოვიხიბლე ყველა ალბომის ყველა სურათი ვნახე და თითოს 15წუთი ვაშტერდებოდი, 'ნიტა შენ ლუი მოგწონს' ჩემმა მეორე მემ ლუი გამახსენდა და ძალიან გამიკვირდა რომ ორი დღის განმავლობაში არც ერთხელ გამხსენებია, ნუთუ მანძილი გრძნობებსაც კლავს?! თუ გრძნობის სიძლიერეს გააჩნია.. მიწერა მინდოდა, მაგრამ არ მივწერე. მაკა და გიორგი რომ მოვიდნენ მე ლუკამ დამირეკა.
-რასშვები პატარა?
-დებილივით ვზივარ. შენ?
-ეხლა გამოვედით გარეთ, 5წუთში შენს სახლთან ვიქნებით და ჩამო რა.
-კაი.
გავუთიშე და სკამიდან წამოვხტი.
-რა ხდება ნიტა?
მაკას გული გაუსკდა.
-არაფერი გარეთ გავდივარ.
-ფრთხილად იყავი რა, აქ სხვანაირი ბიჭები არიან.
მაკას ვაკოცე, ტელეფონი ავიღე და გარეთ გავედი.
მარტო ირაკლი, ლუკა და გიორგი იყვნენ. ცოტახანი ვიარეთ, მერე გიორგიმ ხელი გადამხვია.
-არ გინდა გოგოები გაგაცნოთ?
-გოგოები?
-ხო გოგოები.
-რავიცი.
სახე მომეღუშა.
-რა იყო?
-არაფერი უბრალოდ გოგოებს მარტივად ვერ ვეწყობი.
-დაქალები არ გყავს?
-კი მყავს მაგრამ ბავშვობიდან რომ მიცნობენ ისეთები.
-კაი პროსტა ხვალ ჩვენ ვერ გნახავთ და არ მინდოდა მარტო რო ყოფილიყავი.
ლაპარაკში ყიფიანი ჩაგვერთო.
-რატო ვერ ვნახავთ? ონიანის გამო?
-ხო იასნია.
-მე ვნახავ, არ წამოვალ ონიანთან.
-შენ შ** ხოარგაქ ბიჭო სად არ წამოხვალ?
გიორგიმ ხელი გამიშვა და ირაკლისკენ შეტრიალდა.
-ხო რა იყო? აუცილებელია ყველამ ვნახოთ? ვაბშე რა დარწმუნებული ხარ რომ ჩვენი ნახვა უნდა.
-შე ყ**ო 5წელი ციხეში რო იჯდები ძმაკაცების ნახვა არ მოგინდება?
-კაი გეყოთ ეხლა. ონიანთან წავალთ და ნიტასაც წავიყვანთ.
სასიამოვნოდ ავნერვიულდი.
-არა გაგიჟდი? მე რაშუაში ვარ. წადით თქვენ და ერთი დღე მარტო როგორ ვერ ვიქნები.
-უკვე ვთქვი რომ ჩვენთან ერთად მოდიხარ.
გამაჩუმა ლუკამ, ჩუმად განვაგრძეთ გზა. მთელი მთაწმინდა ონიანზე ლაპარაკობდა, მკვლელი თავის ადგილს უბრუნდებაო.. დავიღალე და ბიჭებს ვთხოვე სახლამდე მივეცილებინე. ჩემს ოთახში შესვლისთანავე ნოუთბუქი ავიღე და ისევ ონიანის სურათების თვალიერება დავიწყე, ცხოვრებაში არც ერთი ბიჭი არ მომწონებია გარეგნულდ, ვიხიბლები საქციელებით, მაგრამ გარეგნულად არც ერთზე ვგიჟდებოდი აქამდე, ონიანი კი ჯერ ნანახიც კი არ მყავდა და უკვე მისით აღფრთოვანებული ვიყავი, მასზე ფიქრებში ჩამეძინა და ალბათ სწორედ ამიტომ დამესიზმრა.. ცოლ-ქმარი ვიყავით, მე ორსული ვეთამაშებოდი ჩვენს პატარა გოგონას, ონიანი ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე, მერე ჩვენთან მოვიდა, ორივეს გვაკოცა და ჩვენთანერთად თამაში დაიწყო, გარეთ გასვლას ვაპირებდით როცა მაკამ გამაღვიძა.
–ადექი ვიღაც ბიჭები ერთი საათია გეძახიან, უკვე მთელ თბილისს გაეღვიძა, დროზე გააჩუმე.
ხალათი მოვიცვი და ისე გავარდი აივანზე.
ლუკა, ირაკლი, სანდრო, გიორგი და ლაშა იდგნენ.
–რა ხდება?
ახალგაღვიძებულმა ხმა ძლივს ამოვიღე.
–მიდი მალე ჩაიცვი გელოდებით, ონიანის სახლში ავდივართ იქ უნდა დავხვდეთ.
ლუკას ნათქვამმა უცებ გამომაფხიზლა, სახლში შევვარდი, წაყალი გადავივლე, მუხლამდე კაბა ჩავიცვი, თეთრი, წინ ღრმად იყო მოღებული, ზურგზე მთლიანად. ცოტა მაკიაჟი გავიკეთე, ჩანთა და ტელეფონი ავიღე და გავედი.
–სად ხარ ამდენი ხანი ტო?
ცხვირი ამიბზუა გიორგიმ. მანქანაში ჩავსხედით და რამდენიმე წუთში ონიანის სახლთან მივედით, მეგონა მარტო ჩვენ ვიქნებოდით, მაგრამ ამდენი ხალხი რომ დავინახე სხეული გამეყინა. მაგიდაზე უამრავი სასმელი ეწყო, გოგოები უკვე სვავდნენ, თითქმის ყველა სიგარეტს ეწეოდა, ლუკას ხელი მოვკიდე და აივანზე გავათრიე.
–არ მინდა აქ ყოფნა.
ვუთხარი განერვიულებულმა.
–ამდენი ხალხია, არავის არ ვიცნობ. სიგარეტის სუნით ყარს ყველაფერი, იმ გოგოებთან ვერ დავჯდები სიგარეტს რომ ეწევიან, თან რაღაცნაირები არიან მე არ მგვანან.
–ნიტა, გასაგებია რომ პარიზში ცხოვრობდი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ აქ ყველა გოგოზე უკეთესი ხარ, შიგნით შედი და სადმე დაჯექი.
ლუკას ნათქვამმა გული ძალიან მატკინა,არ ვფიქრობდი რომ ვინმეზე რამით უკეთესი ვიყავი, უბრალოდ იმაზე მინდოდა ხაზგასმა რომ მათგან განვსხვავდებოდი, შიგნით შევედი და სავარძელში მოწყენილი დავჯექი, გიორგიმ რომ შემამჩნია ჩემკენ წამოვიდა.
–რამოხდა ნიტა რა სახე გაქვს?
–არაფერი.
–ეე თქვი ეხლა.
–ლუკამ მაწყენინა.
–რატო ტო.
–გასაგებია რომ პარიზში ცხოვრობდიო მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვინმეზე უკეთესი ხარო.
–შენ ყველაზე უკეთესი ხარ, საერთოდ ყველზე ჩემო პატარა და არ მოიწყინო.
გიორგი ჩამეხუტა და კარზე ნანატრი ზარის ხმაც გაისმა, ონიანი სახლს დაუბრუნდა, ოთახში რომ შემოვიდა და დავინახე ცოტა მაკლდა რომ იმ გოგოებისავით ყვირილი არ დამეწყო, თავის შესაკავებლად აივანზე გავედი, ჩემთვის მაინც არავის ეცალა. წინიდან ვეყუდებოდი მოაჯირს, თბილისს ვუყურებდი, მაგრამ მარტო ონიანს ვხედავდი, პარიზშიც არიან სიმპატიური ბიჭები, თან ძალიან ბევრი, მაგრამ ამ ბიჭს სულ სხვა ხიბლი ჰქონდა, სერიოზული, მკაცრი და ძლიერი გამომეტყველება, დიდი ნაცრისფერი თვალები.. სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდა, მაგრამ შიგნით მაინც არ შევდიოდი, არ მიყვარს ისეთ ადგილებში ყოფნა სადაც ზედმეტი ვარ. ჩემი სიზმარი გამახსენდა, რამდენად ბევრს უნდა ფიქრობდე ადამიანზე რომ დაგესიზმროს? საათზე მეტი იყო გასული რაც აივანზე ვიდექი და კარი ვიღაცამ შემოაღო, იქით კუთხეში მიკუჭული ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ვერ მხედავდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო. მოაჯირს რომ მიეყრდნო მერე ვიცანი, ან როგორ შეიძლებოდა არ მეცნო?! სიგარეტს მოუკიდა წინ გაიხედა, მსუბუქად სუნთქავდა, ჩემკენ არც გამოუხედავს, ამიტომ ჩავთვალე რომ ვერ მხედავდა და სუნთქვა შეკრული ვიდექი.
–იცი რა არის ყველაზე მაგარი?
კითხვა დამისვა და პასუხი თვითონვე გასცა.
–თავისუფლება!
ძალიან ღრმად ჩაისუნთქა და მხოლოდ თავი მოატრიალა ჩემკენ, ძალიან შემრცხვა.
–ალბათ გითხრეს რომ საშინელი მონსტრი ვარ და ყველა ადამიანს ვკლავ და მაგიტო მემალები ესე.
–არ გემალები.
ხმა რომ ამოვიღე გაეღიმა, მერე ისევ წინ გაიხედა.
–ოთახში რომ შემოვედი პირველი შენ დაგინახე, მერე სადღაც გაქრი და მივხვდი რომ აქ იქნებოდი, რატო გამოხვედი?
–შენ ჩამოსვლას ზეიმობდნენ და მე შენ არ გიცნობ, არც იქ ვიცნობ არავის, რამდენიმე ბიჭის გარდა და თავს უხერხულად ვგრძნობდი.
–მერე მოსულიყავი და გაგიცნობდი.
–თავზე 50 გოგო რომ არ გჯდომოდა იქნებ მოვსულიყავი კიდეც.
ისევ გაიცინა.
–მომწონს შენი სახელი, ლამაზად ჟღერს, ნიტა.
სასიამოვნოდ გამიკვირდა ჩემი სახელი რომ იცოდა.
–დიდი მადლობა.
–შემოდი შიგნით.
წინ წავედი, ონიანი ტანზე დამაშტერდა, ძალიან რომ მივუახლოვდი თავი ასწია და შიგნით შევიდა, მეც შევყევი, გიორგისთან მივედი და გვერდზე მივუჯექი.
–სად იყავი ნიტა?
–აივანზე.
რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ვერ დაამთავრა, მაკამ დამირეკა.
–ნიტა სად ხარ? არ მოდიხარ?
–არა ჯერ, რა არის?
–მამაშენი წავიდა და გასაღები გაყვა, მეც გასასვლელი ვარ და სასწრაფოდ მოდი, სახლს ესე ვერ დავტოვებ.
–კარგი.
ისევ გიორგისთან მივედი.
–მისმინე მე უნდა წავიდე.
–რატო ტოო რამე სერიოზულია?
–მამაჩემი წავიდა გასაღები წაიღო, დედაჩემიც გასასვლელია და დროზე მოდი სახლს ესე ვერ დავტოვებო.
–აუ კაი რაა იყავი ცოტახანი.
–არა გიო წავალ და გნახავთ მერე.
–კაი წაგიყვან.
–არ მინდა ტაქსით წავალ.
–მეშინია კიდე არ დაიკარგო.
–ნუ გეშინია.
მარტო გიორგის დვემშვიდობე და სახლიდან გამოვედი, წინ წავედი და ტაქსს დაველოდე, ისევ მაკამ დამირეკა.
–სად ხარ?
–დედა 5წუთის წინ არ გელაპარაკე? ტაქსს ველოდები და 5წუთში მოვალ.
–კარგი მაშინ გავალ მე.
–კაი და როდის მოხვალ?
–ლელას დაბადებისდღეზე მივდივარ, ორისკენ.
–მამა?
–მამაც იქ მოვა და ერთად მოვალთ.
–და მე რა ვაკეთო დედა?
ტაქსიში ჩავჯექი და მისამართი ვუთხარი.
–რა ვიცი ნიტა ხომ გიცანი ვიღაც ბიჭები.
–გარეთ თუ ვერ გავედი რათ მინდა?
–კარგი რა დამღალე უკვე! როდის გქონია ჩემი ან მამაშენის გვიან მოსვლაზე პრობლემა?
–არასდროს დედა, არასდროს იმიტორო პარიზში ვცხოვრობდით და აქ კიდე არ ვიცი რავქნა.
–შენ გამო ჩვენც სულ სახლში ვიჯდეთ?
გაბრაზებულმა გავუთიშე, მძღოლს გადავუხადე და სახლში შევედი, ეგრევე ტირილი დავიწყე, ყველაზე საშინელებაა როცა უცხო ქალაქში ხარ, ყველას და ყველაფრის გარეშე. იქამდე ვტიროდი სანამ გიორგიმ არ დამირეკა.
–რას შვები ნიტ, მშვიდობით მიხვედი?
–კი გიო.
–რაგჭირს რა ხმა გაქ?
–არაფერი, ჩემები გვიანობამდე არ მოვლენ, გარეთ ვერ გავალ და მთელი დღე მარტო უნდა ვიჯდე სახლში.
–გინდა ამოვიდე?
–გაგიჟდი? ძლივს შენი ძმაკაცი ციხიდან გამოვიდა და მე ჩემთან მოგიყვან?
–ბიჭებს წამოვიყვან და ონიანსაც, შენ თუ არ გაგიტყდება რავი.
–და მილიონამდე ადამიანს რას უპირებ?
–დავტოვებთ რა.
–აუ რავი.
–მოკლედ ამოვალთ.
გამითიშა, ბედნიერი ავდექი და ცრემლები მოვიწმინდე. რამდენიმე წუთში მოვიდნენ, კარი ღია იყო და პირდაპირ შემოვიდნენ. გიორგი მოვიდა და ჩამეხუტა.
–კაი სახლი კი გქონია რა გინდა.
სიცილით მითხრა ლუკამ.
–რამე დასალევი გააქ?
ირაკლიმ მაცივარი გამოაღო და სასმელს დაუწყო ძებნა.
–ტყუილად ეძებ, არ მაქვს.
–მაშინ შენი ოთახი მაჩვენე.
გიორგის ხელი გავუშვი და ჩემი ოთახისკენ წავიყვანე, ყველა გამოგვყვა. უცებ შეათვალიერეს და ლოგინზე წამოწვნენ.
ონიანი დიდხანს უყურებდა კედელზე გაკრულ სურათებს.
–ანუ მოდელი ხარ?
დიდი ხნის დუმილის შემდეგ ხმა ამოიღო.
–კი.
ისევ ტანზე დამაშტერდა, ბიჭები რაღაცაზე ლაპარაკობდნენ, ონიანი სკამზე იჯდა და გაშტერებული მიყურებდა. გვიანობამდე ვლაპარაკობდით, ყველაზე იშვიათად ხმას ონიანი იღებდა, პირველზე წავიდნენ, მაკასთან კამათის ასაცილებლად დასაძინებლად დავწექი, ვიღაცის ფეხის ხმა და სუნთქვა რომ გავიგე გამეღვიძა, ტელეფონი ავიღე გასანათებლად და საათსაც შევხედე დილის ხუთი საათი იყო, წინ გავანათე და ონიანი რომ დავინახე ხმა ვერ ამოვიღე, მომიახლოვდა, ჩემს გვერდზე დაწვა, სუნით მივხვდი რომ ნასვამი იყო.
–აქ რა გინდა?
–არ დამეძინა და შენთან წამოვედი.
–რატო ჩემთან?
საბანი გადამხადა და თითქმის შიშველ ტანზე დამაცქერდა.
–აი რატო.
ხელით ვცადე საბნის ამოწევა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ონიანმა ჯერ ყელში მაკოცა, მერე ნიკაპზე, ტუჩთან ახლოს..
–გეყოფა! წადი გთხოვ.
–მინდიხარ ნიტა.
ამ სიტყვის გაგონებაზე სხეულში რაღაც ჩამწყდა, ონიანი თავს არ წევდა, ზემოდან გადამაწვა და მთელი ძალით ვცდილობდი მის მოშორებას, არ მინდოდა მეყვირა, ვიცოდი რომ ჩემს ყვირილზე მაკას ეგრევე გაეღვიძებოდა, ონიანი მიხვდა რომ არ დავნებდებოდი და გონს მოეგო, სწრაფად მომშორდა, ლოგინთან სკამი მოწია და დაჯდა, მე თვალები ცრემლებით ამევსო.
–ნაღდი ქართველი გოგოებიც კი არ მეტყოდნენ უარს.
–ხოდა წადი ნაღდ ქართველ გოგოებთან.
–მაპატიე, თავი ვერ შევიკავე.
–ეხლა ხო იკავებ? ხოდა წადი!
ხმას ავუწიე.
–ისეთი ტანი გაქვს ცდუნებას ვერ გავუძელი.
ისევ სცადა საბნის გადახდა მაგრამ ისეთი სახე მივიღე მალევე გაუშვა ხელი.
–კაი წავალ და მაპატიე რა, გპირდები აღარ გავიმეორებ.
–კარგად.
ონიანი ფეხზე ადგა, ალბათ ეგონა კიდევ რამეს ვეტყოდი და იდგა, ბოლოს ფანჯრიდან გადახტა. მე იმედგაცრუებული ვიწექი, ასეთ რაღაცას მკვლელისგანაც არ მოველოდი, რა უნდოდა ონიანს ჩემთან? დავიჯერო ისეთი არავინ ჰყავდა ვისთანაც სურვილის დაკმაყოფილებას შეძლებდა? რატომ მოვიდა მაინცდამაინც ჩემთან და რატომ დამიმსხვრია ლამაზი და ბავშვური ოცნებები? იმ საღამოს, ბიჭებთან და ონიანთან ერთად რომ ვიყავი, ერთი წუთი ვიფიქრე რომ არც ისეთი ცუდია თბილისში, რომ აქაც შევძლებდი ბედნიერების პოვნას, მაგრამ იმ ღამემ რეალობაში დამაბრუნა. დილით ადრე ავდექი, ჯინსები გრძელი, დიდი მაიკა ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად.
–რა გჭირს მა რა სახე გაქ?
–არაფერი გიორგი.
–ვინმემ გაწყენინა?
–არა.
ყავას ვსვამდი როცა ზარის ხმა გავიგე.
–გიო გააღე რა.
–მიდი რა შენ გააღე.
ზანტად ავდექი და შემოსასვლელში გავედი, კარები გამოვაღე და ვერავინ რომ ვერ დავინახე კარის დაკეტვას ვაპირებდი, შემთხვევით დავიხედე ძირს და ბედნიერებისგან გული ამიჩქარდა. ასამდე თეთრი ვარდი იდო შოკოლადებით გატენილ კალათასთან ერთად, ხელში ჯერ ყვავილები ავიღე, მერე კალათი, რომელშიც შოკოლადებთან ერთად პატარა ბარათი იდო.
'იმედია შეძლებ პატიებას.
ონიანი.'
სამზარეულოში გავედი და ყვავილები ლარნაკში ჩავაწყვე.
–ჯერ არ გადმოვსულვართ და გაიჩინე ხო უკვე თაყვანისმცემლები.
–კარგი რა მამა.
გავუცინე გიორგის და ბედნიერმა დავიწყე შოკოლადების ჭამა, ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა.
–მოგეწონა ყვავილები?
ონიანის ხმამ ამაფორიაქა.
–კი ძალიან.
–მაინც არ მაპატიე?
–საჩუქრებით დანაშაულს ვერ გამოისყიდი.
–მაშინ გარეთ გამოდი და სხვანაირად ვცდი.
–არ მინდა.
–რატო გეშინია?
–არა უბრალოდ არ მინდა.
–არაფერს არ გიზავ ნიტა, გამოდი შენს სახლთან ვარ.
–კარგი.
გიორგი გავაფრთხილე გარეთ გავდივარ_თქო და გავედი, ონიანი მანქანასთან იდგა.
–ჩაჯექი.
–სად უნდა წავიდეთ?
–ჩაჯექი და ნახავ.
ჩავჯექი და ღვედი გავიკეთე.
–ბიჭებსაც რომ დავურეკოთ?
–ნუ გეშინია ნიტა არ შეგჭამ.
დამიყვირა ონიანმა და ხმა ვეღარ ამოვიღე. ნახევარ საათიანმა მგზავრობამ ისე შემაშინა ვეღარ გავძელი და ვკითხე.
–სად მივდივართ?
–კოჯორში.
–სააად?
–თბილისთან ახლოსაა.
–და რა გვინდა იქ?
–თბილისს მოვშორდებით და მშვიდად ვიქნებით.
–ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა.
–შემდეგისთვის გავითვალისწინებ.
მანქანა გააჩერა.
–გადმოდი.
გადავედი, ონიანიც გადმოვიდა, ჟაკეტი გაიხადა და ძირს დააფინა.
–შეგიძლია დაჯდე.
მე ონიანის ჟაკეტზე დავჯექი, თვითონ ძირს დაჯდა.
–მარტო ჩემი ბრალი არ არის ღამე რაც მოხდა, გუშინ ისე გამომწვევად გეცვა თავი ვეღარ შევიკავე ბიჭი ვარ ხო მეც.
–ბოდიში ხოარ მოგიხადო?
–არა პროსტა მაპატიე.
–გაპატიე.
ახლოს მოიწია და თავი მკერდზე დამადო.
–იცი რა საშინელებაა 5წელი ციხეში ყოფნა?
–არც წარმომიდგენია.
–ყველა იმ ადამიანისგან შორს ხარ ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ, ყოველდღე ელოდები რო ვინმე მოვა შენს სანახავად, მარა ძირითადად არავინ არ მოდის. უყურებ როგორ ცემენ პატიმრებს და იცი რო შენამდეც მოვლენ, წინააღმდეგობას უწევ მარა აზრი არ აქ იმდენნი არიან.
ონიანმა მაიკა აიწია და შრამებით სავსე სხეული მანახა, სახე მომეღუშა, გული ამეწვა.
–დაუღალავად გაწამებენ.
შემეცოდა ონიანი და ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
–მეგონა ვერავისთან ვილაპარაკებდი ამ თემაზე, ვერც ვილაპარაკებ შენ გარდა ვერავისთან.
–რატო მოკალი?
ჩემდაუნებურად დავუსვი შეკითხვა ონიანს.
–ეგრე იყო საჭირო, შენ ჯერ ისეთი პატარა ხარ მაგაზე ვერ დაგელაპარაკები.
–იმისთვის არ ვიყავი პატარა დილით რაც გამიკეთე?
ონიანს სახე შეეცვალა მომიშორა და ფეხზე ადგა.
–ნიტა!
დაიწყო ყვირილით.
–უკვე ათასჯერ გითხარი არ მინდოდა_თქო! შემთხვევით მოხდა რატო არ გესმის.
–წავიდეთ რა, აღარ მინდა აქ ყოფნა.
მეც ავდექი და მანქანისკენ წავედი, ონიანი დამემორჩილა, სახლამდე ისე მიმიყვანა არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მანქანიდან გადასვლას რომ ვაპირებდი სიჩუმე დავარღვიე.
–დროებით.
–კარგად ნიტა.
ჩემი ხელი სახესთან მიიტანა, ნაზად მაკოცა და გამიშვა.
სახლში ავედი, მარტო მაკა იყო და ისიც გადიოდა.
–სად იყავი დედი? ეს ვარდები ვინ მოგიტანა?
–მერე მოგიყვები რა.
–კარგი. როგორ გამოვიყურები?
–სად მიდიხარ?
–მამაშენმა რესტორანში დამპატიჟა.
ბედნიერად გაიღიმა მაკამ და იქით გავიდა.
–მე ისევ მარტო მტოვებთ?
–ხო დეე რა ამ ერთხელაც გვაპატიე.
შუბლზე მაკოცა და გავიდა.
მე სავარძელზე დავწექი და რაღაც კინო ჩავრთე.
ვიწექი და ვფიქრობდი როგორ რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, გადაღებები აღარ მაქვს, ვიღაც ბიჭმა ჩემი გაუპატიურება სცადა.. ვიღაც ბიჭმა? არა, ვიღაც ბიჭმა არ, ბიჭმა რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა, ეხლა უკვე ტელეფონით დავათვალიერე ონიანის სურათები და მივხვდი რომ მართალი იყო, არც ერთი გოგო არ ეტყოდა უარს. ირაკლი ყიფიანმა დამირეკა და ფიქრებს მომწყვიტა.
–გამოხვალ გარეთ?
–აუ ძალიან მეზარება და ჩემთან რომ ამოხვიდე?
–კაი ამოვალ.
–მარტო ხარ?
–კი.
გავუთიშე. 15წუთში მოვიდა, ფეხზე არ ამვდგარვარ.
–რა გჭირს ცუდად ხარ? რანაირად წევხარ.
–არა ცუდხასიათზე ვარ.
–რატო?
ახლოს მოიწია და სახეზე მომეფერა.
–რავიცი ისე.
გავუღიმე.
–გინდა რამე მოგიტანო?
–არა.
გვერდზე მომიჯდა და თავი მხარზე დამადო.
–ირკლი.
–ჰო.
–ონიანს როცა ახსენებენ რატო ღიზიანდები?
–არ ვღიზიანდები.
–სიმართლე მითხარი გთხოვ.
–ეგ ბიჭი ყველას და ყველაფერს მართმევს, ვინც მომწონს, ვინც მიყვარს საერთოდ ყველაფერს, დაჭერილი რო იყო დავისვენე.
–მაგას როგორ იძახი შენი ძმაკაცი არ არის?
–ეგრეა და რავქნა.
ვიღაც მირეკვდა, ირაკლის ვთხოვე ტელეფონი მოეწოდებინა, დახედა და ონიანი რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა, ხელიდან გამოვგლიჯე და ვუპასუხე.
–სადხარ?
–სახლში.
–მარტოხარ?
–მე და ირკლი.
–ვინ ირკლი?
ხმა შეეცვალა ონიანს.
–ყიფიანი.
–ფუ ეგ ნბი***რი. ამოვალ.
ტელეფონი გადავდე.
–ონიანმა რატო დაგირეკა?
–ისე, სად ხარო.
–პირველად დაგირეკა?
–არა.
–აბა?
–რატო მეკითები ირაკლი?
კარი ონიანმა გააღო და მთელი ძალით მიიჯახუნა, ოთახში შემოვარდა.
–ადექი ირაკლი და მეორედ ამ გოგოს ესე ახლოს არ მიეკარო თორე არ ვიცი რას გიზამ.
–შენ ვინ გეკითხება?
–გითხარი ადექი_თქო.
წინ გამოიწია ონიანი. ძალიან შემეშინდა რამე არ უქნას_თქო.
–ირკლი გთხოვ წადი.
გამწარებული წამოდგა ფეხზე და წავიდა. ონიანი მომიახლოვდა, ჩემს გვერდზე დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა.
–რამე ხდება?
–ჩამეხუტე.
მასთან ახლოს მივიწიე, ხელები შემოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე.
ღამის მოჩვენებასავით წამოვიდა სითბო და გულში ჩამეღვარა, იმ ადგილას სადაც არაფერი არ იყო. სითბო ჩამეღვარა და თითქოს ყველაფერი ლამაზი და ნათელი გახდა, თითქოს ბოროტება საერთოდ გაქრა.. ონიანმა ვარდისფერი სათვალე გამიკეთა და ბავშვობაში დამაბრუნა..
–ჩემი ხარ!
თითქოს ამის თქმა არ უნდოდა და შემთხვევით აღმოხდა.
სახე გამისწორა და ტუჩებში მაკოცა, ამჯერად უარი არ მითქვამს. იმ მომენტში მივხვდი რომ ყველაზე მთავარი ცხოვრებაში სიყვარულია, მნიშვნელობა არ აქვს სად იცხოვრებ, პარიზში, ამერიკაში თუ საქართველოში, როცა გიყვარს და იცი რომ უყვარხარ, მაშინ ეძლევა ცხოვრებას აზრი.
მთელი დღე ჩემთან იყო ონიანი, არც ჭამა გაგვხსენებია და საერთოდ არაფერი, ვიწექით და ერთმანეთს სითბოთი და სიყვარულით ვავსებდით.
–შენ რომ არ შეგხვედროდი საქართველოში ვერ გავძლებდი და ფეხით წავიდოდი პარიზში, ეხლა იქ წასვლის სურვილიც აღარ მაქვს.
–ციხიდან სახლში დაბრუნებულს შენი ლამაზი სახე რომ არ დამენახა ისევ ვინმეს მოვკლავდი და უკან დავბრუნდებოდი ციხეში.
–მითხარი რა.
–რა გითხრა?
–შენი აზრით რა მინდა რომ მითხრა?
–მიყვარხარ ნიტა, მიყვარხარ.
ვაკოცე.
–კიდე მითხარი.
–მიყვარხარ.
–მეც მიყვარხარ.
_______________________
ბევრი თქვენგანი ალბათ ფიქრობს რომ გაგრძელება სჭირდება, მაგრამ მე ესეთი ისტორიები უფრო მომწონს, არ მიყვარს როცა ყველაფერს ამბობენ, ადამიანს ფანტაზიის უნარი იმისთვის აქვს რომ რაღაც თვითონაც წარმოიდგინოს, ხოდა როგორც გინდათ ისე გაალამაზეთ თქვენს გონებაში ეს ისტორია და თუ მოგეწონათ, ან არ მოგეწონათ აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი, გკოცნით.



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ისადაა ტანსაცმელს როგორი ფქვილით აცხობენ მეც ხო ვერ მასწავლი?:დ
--------------------
:)

 


№2  offline წევრი maridb

კარგია მე მომეწონაა <3
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3  offline წევრი Ketacharkviani

ალბათ ძალიან მშიოდა როცა ვწერდი. დიდი მადლობა მარი❤❤

 


№4  offline წევრი maridb

Ketacharkviani
ალბათ ძალიან მშიოდა როცა ვწერდი. დიდი მადლობა მარი❤❤

არაფერსს. <3 გააგრძელე წერა, შემდეგ სიტორიას ველიი :*
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№5  offline წევრი Drama Queen

ძააალიან მომეწონა! ❤️

 


№6  offline წევრი Ketacharkviani

ძალიან მიხარია❤❤❤

 


№7  offline მოდერი D-roni

me dzalian momewona ❤❤ dilis terapia iko ! ❤ patara da tbil istoriebs we're ❤ kidev Minda gelodebi ❤

 


№8  offline წევრი Ketacharkviani

ვაიმეეე❤ძალიან დიდი მადლობა!❤❤

 


№9  offline წევრი gvichiani

უმაგრესი იყოოო.... love love
ძააან მაგრად წერ,ითრევ მკითხველს შენს იტორიაში,და როცა ეს შეგიძლია ჩათვალე რომ ყველაფერი გამოგდის love love
წარმატებები

 


№10  offline წევრი Ketacharkviani

ჩემო საყვარელო უღრმესი მადლობა❤

 


№11  offline წევრი Unnamed

სიუჟეტი კარგი იყო მაგრამ ცოტა უკმაყოფილო ვარ

 


№12  offline წევრი Ketacharkviani

ხო რავიცი, ცუდია(❤

 


№13  offline წევრი anukk^^

მე ძალიან მომეწონა love ახალ ისტორიას ველოდები request

 


№14  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა, დღეს თუ დავამთავრე აუცილებლად დავდებ❤❤

 


№15  offline წევრი ნინი_ნინი

გავთბიი ^_^ რა კარგი იყო <3

 


№16  offline წევრი Ketacharkviani

მადლობა ნინი❤❤

 


№17  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyoo moomewonaaa ❤️ ragacnairad sayvareli istoriaaa❤️

 


№18  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა საყვარელო❤❤❤❤

 


Sexy Mädchen
ისადაა ტანსაცმელს როგორი ფქვილით აცხობენ მეც ხო ვერ მასწავლი?:დ

ძაან ცუდად ვარრ :დდდ

 


№20  offline მოდერი ენემი

ვააუ რაღაც ძაან აი ისეთი იყო სიტყვებით რო ვერ გადმოვცემ, მევასა და თან როგორ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent