შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

последний путь на море (დასასრული)


12-08-2015, 14:02
ავტორი kossik
ნანახია 3 723

-ჯერ ორი დღეა რაც აქ ვართ და წყლიდან არ ამოსულხარ. ან ჭამა არ გინდა ადამიანო, ან ტუალეტში გასვლა? -პასუხის მოლოდინში იყო, როცა ავდექი და ისევ შევცურე ჩემს სანატრელ ზღვაში. - არ მინდა ვიფიქრო, რომ ტუალეტს აქ ითავებს.

იცით როგორი იყო იმ დღეს ზღვა? კამკამა და წყნარი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ გაზაფხული იყო და მზეს კარგად არ დაეცხუნა, წყალი მაინც გასაოცრად თბილი იყო. სანამ ბოლომდე არ შევიგრძნობდი და არ ავინაზღაურებდი დაკარგულ წუთებს იქამდე ვაპირებდი ცურვას, წყალზე ტივტივსა და ყვინთვას.
იმ დღეს, როცა პირველად დავდგი ფეხი სანაპიროზე, ვიგრძენი ქვები ფეხქვეშ და შევისუნთქე ზღვის სუნით გაჯერებული ჰაერი, მივხვდი რომ აქამდე არ მიცხოვრია. როგორ შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის მომეკლო ეს სიამოვნება? ენით აღუწერელია ის ემოციები და შინაგანი ფორიაქი, როცა ზღვას პირველად ნახულობ, ხედავ როგორ განუწყვეტლივ მოდის და ბრუნდება ტალღა და როცა პირველად იგრძნობ შიშს. მაგრამ არაფერია იმაზე კარგი როდესაც მიხვდები, რომ შიში დაძლიე და მზად ხარ შეცურო ზღვაში, მიუხედავად ტალღებისა და სიღრმისა.
შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა და კარგი ამინდები დამემთხვა. ფაქტობრივად, ამინდმა ხემი შემიწყო, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა და დანაკლისი აღმედგინა. ნამდვილად არაფერი ჯობს სიღრმეში გასვლასა და სიღრმემდე ბოლომდე ჩასვლას, ქვიშასთან ახლოს ცურვას ან შეხებას. ნეტავ ლაყუჩები მქონდეს, ნამდვილად არ დავტოვებდი ამ ადგილს, სულელი არიელი. ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ზღვა ვნახე და საიქიოში ნამდვილად მექნება რაიმე სათქმელი. იამაყე ჩემით, მარტინ.

-თათუკა, მარტო ხელები კი არა უკვე ტანი დაგიჭკნა ამდენი ხანი წყალში ყოფნით. -რატომღაც გადაბჟირდა. -მოდი რა ნაპირზე დავჯდეთ. -საერთოდ არ გამეცინა მის უაზრო ხუმრობაზე, თუმცა მართლა დამჭკნარი ვიყავი.
-მითხარი რა გინდა ახლა ყველაზე მეტად? -თან მელაპარაკებოდა და თან ტალღებისგან მოტანილ ქვებს ერთმანეთზე აწყობდა, მეორე წამს კი ტალღა უნგრევდა ხელოვნების ნიმუშს, მაგრამ სანდრო არ ნებდებოდა. პატარა ბავშვს გავდა.
-მინდა აქ ვცხოვრობდე და იქ არ ვმუშაობდე, სადაც ახლა ვმუშაობ.
-შეგიძლია ახლა მაინც არ იფიქრო მაგაზე? -სევდიალი თვალებით გადმომხედა სანდრომ.
-როგორ? როცა მხოლოდ სამსახურის გამო ვამბობ უარს ამ სილამაზეზე. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა დავინახე ნამდვილი ბუნების სილამაზე და შემიყვარდა.
-გინდა მაეჭვიანო? -ამ ბიჭს რა ადვილად გამოსდის ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა, თან ისე რომ სულ მავიწყდება რაზე ვლაპარაკობდით.
-ხო აი ბუნებაზე იეჭვიანე. -გამეცინა მე.
-კაი გეყო სიცილი და წამო ცოტა ხანი სასტუმროში. -სხვა გზა არ მქონდა. მთელი დღე მეხვეწებოდა ოთახში ავიდეთო და უბრალოდ ვეღარ შევეწინააღმდეგე.

-წავედით?
-ცეკვის თავი მართლა არ მაქვს. -წუწუნი დავიწყე მე.
-არ მაინტერესებს ადექი. ერთხელ გამისწორე რა.
-კაი ჩავიცვამ მოიცა.
ბევრი წვალების შემდეგ ავარჩიე ტანსაცმელი. მაღალწელიანი შორტები და თეთრი საროჩკა, რომელიც საშინლად უხდებოდა ჩემს ზაგარს და სანდროს დავენახე.
-ულამაზესი ხარ. -ყბა ჩამოუვარდა და უბრალოდ ვერ მივხვდი ასეთ უბრალო ტანსაცმელში გამოწყობილმა ასეთი შთაბეჭდილება როგორ მოვახდინე.
-კაი წამო წამო.
იმ საღამოს გადავწყვიტეთ სადმე წავსულიყავით, მაგრად დაგველია და ბევრი გვეცეკვა. სამწუხაროდ, მაისში ბათუმი ცოტა ცარიელი იყო და ბევრი კარგი ადგილი დაკეტილი დაგვხვდა, მაგრამ მაინც ვიპოვეთ რაღაც ბარი და შევედით დასალევად.
-ცოცხალი მუსიკა იქნება ნეტა?
-არ ვიცი დაბრმავდი თუ რა გჭირს,მაგრამ სცენაზე უკვე მზადაა ყველაფერი ცოცხალი მუსიკისთვის. -გავიხედე და უხერხულად გამეცინა, იმიტომ რომ ბარმენი აშკარად გვისმენდა და საერთოდ არ გვაშორებდა თვალს.
-კალვადოსს დალევ?
-კი. -პასუხი ინსტიქტურად გავეცი, იმიტომ რომ ბარმენს ვაკვირდებოდი და ვერ ვიხსენებდი საიდან მეცნობოდა.
-იქნებ ყურადღება მომაქციო და თვალი მოწყვიტო ამ ბარმენს? -აშკარად უკვე ყელში ამოუვიდა და გაბრაზდა.
-ჰა? აა ხო ბოდიში რა უბრალოდ ძალიან მეცნობა და ვერ ვიხსენებ საიდან.
-არ მაინტერესებს ეს საღამო ჩვენია, მარტო! - ,,მარტოს“ ხაზი გაუსვა.
-კაი ხო რატომ გაბრაზდი ასე? მოდი დავლიოთ.

უკვე ძალიან მთვრალი ვიყავი და საკმაოდ ბევრი მქონდა ნაცეკვი, როცა ბარმენი ჩემკენ წამოვიდა და რაღაც მითხრა. სამწუხაროდ, ხმაურის გამო ვერ გავიგონე და მოუწია ჩემკენ გადმოწევა და ყურში ჩამჩურჩულა:
-თათუკა არ გახსოვარ? -ანუ მართლა სადღაც მყავდა ნანახი და ვერაფრით ვიხსენებდი სად. ღმერთო გამახსეეენეეე რააა... მოიცა სანდრო სადაა?
-სამწუხაროდ არა. -ხმაურის გამო ფაქტობრივად ვიღრიალე.
-გეგა ვარ.
-არც სახელი მეცნობა. ბოდიში.
-ქალიშვილობა ვისთან დაკარგე არ გახსოვს? -ჩვეულებრივად გაეცინა, მაგრამ მე მარტო ეშმაკს ვხედავდი რომელიც ხმამაღლა, ბოროტულად ხარხარებდა.
-აა, შენ ის ხარ საკეტზე წუწუნი, რომ დაიწყო? -ეშმაკის სიცილი უხერხულ ღიმილში გადაიზარდა.
ღმერთო ყველაფერს დავთმობდი ოღონდ ,,ეს“ აქ არ შემხვედროდა.
,,სანდროოოო, სად გაქრიიი?“
-ის შენი შეყვარებულია?
-გეტყობა დიდი ხანია მითვალთვალებ, არა?
-ხო, რავი.
-კი, ჩემი შეყვარებულია.
-სერიოზული ურთიერთობა გაქვთ?
-კი.
-დიდი ხანია?
-არც ისე.
-ძალიან კარგი.
-ბატონო?
-არა არაფერი.

-მოვედი. -მითხრა სანდრომ მოულოდნელად და ყელში მაკოცა.
-სად იყავი?
-ხო გითხარი გავალ ცოტა ხანი და მოვალ-მეთქი?
-არ გამიგია.
-გამარჯობა, მე გეგა ვარ. -კინაღამ მთლიან ბარს გადმოახტა და ისე გაუწოდა ხელი სანდროს.
სანდროს კი სახეზე ეტყობოდა რა შთაბეჭდილებაც დატოვა მასზე. დიდი ხანი უყურა მის ხელს, (მე უკვე ვეღარ ვიკავებდი სიცილს), შემდეგ კი როგორც იქნა ჩამოართვა.
გეგა მაინც ვერ მიხვდა ნამიოკს და გააგრძელა:
-გავიგე თათუკას შეყვარებული ყოფილხარ. -უაზროდ იკრიჭება. ზედმეტად ცანცარა ანიმეს გმირს მაგონებს.
-ხო.
-მე მისი ძველი ნაცნობი ვარ.
სანდრომ მხოლოდ შეუბღვირა.
ნეტა რატომ მიკვირდა ამას მეგობარი, რომ არ ჰყავდა? ამის დუმილსა და მხოლოდ ღიმილს ვინ გაუძლებს?

*რამდენიმე საათის შემდეგ*
-მემგონი დროა წავიდეთ.
-რა თქვი?
-თეიქ მი დრანქ, აი ემ ჰოუმ-მეთქი. -გამეცინა, თუმცა მხოლოდ გულში, არაფრის თავი არ მქონდა. კი არ ვლაპარაკობდი ვლუღლუღებდი, ამიტომაც არავის ესმოდა ჩემი.
-მგონი დროა წავიდეთ. -თქვა სანდრომ. მე წარბები ავწიე, ირონიული და ვითომ გაკვირვებული სახით შევხედე.
-კარგაააააად. გამეხარდა, რომ გნახეთ.
-მტყუანს.... -მინდოდა პირში მეთქვა, მაგრამ ამის მაგივრად... -გამეხარდება თუ ისევ გნახავ. -თითქმის დამარცვლით ვუთხარი, რომ გაეგო. თუმცა რა საჭირო იყო? ასეთი ტყუილისთვის ალბათ მეხი დამეცემოდა.
გარეთ გასვლისას მაღლა ავიხედე ღვთიური რისხვის მოლოდინში.
-გადავრჩი.
-რა?
-ღმერთმა მეორე შანსი მომცა. -გეგასავით ვიკრიჭები.
-ტყუილად ლუღლუღებ, არ მესმის.
-მე შენზე ვგიჟდები!!! -ჩავჩურჩულე თორე კიდე ვერ გაიგებდა და ამის მეორედ მთქმელი ან ვიყავი ან არა.
-მეც ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ბევრი გაქვს მოსაყოლი. -ეს ბოლო სიტყვები ენერგიის ზედმეტი ფლანგვა აღმოჩნდა, რადგან უკვე მეძინა სანდროს ხელებში. -ხო და კიდევ დასაკლები.

*მეორე დღე*
-კარგი ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კაცის არჩევა არ შეგიძლია? ეს ვინ იყო? -აშკარად სხვა რეაქციას ველოდი.
-ხო, კაცების არჩევა მიჭირს. ჯერ მარტო შენს თავს შეხედე. - გადავიხარხარე, სანდრო კი სერიოზული სახით მიყურებდა და მივხვდი რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. უცებ დამეტაკა, როგორც რაგბისტები ეჯახებიან ხოლმე ერთმანეთს თამაშის დროს.
-ძალადობის მსხვერპლიიი ვარ მიშველეეეეთ. -პირზე ხელი მიმაჭირა და უბრალოდ გააგრძელა თავისი საქმე. მეც არ შევეწინააღმდეგე, აღზნებულ სანდროს ვინ მოერეოდა?!

***
რა ლამაზი და საყვარელია, როცა ძინავს. თბილისში, რომ ჩავალთ უნდა ვუთხრა. მისი დაკარგვა არ მინდა, მაგრამ...

-აუ რა ცუდია ხვალ უკვე მივდივართ..
-გუშინ მე და გეგა შევთანხმდით, რომ დღეს კალათბურთს ვითამაშებდით.
-წავალ ყურებს გამოვირეცხავ და მოვალ. რა თქვი?
-ხო დღეს დილით შემხვდა, სანამ შენ გეძინა, და არ ყოფილა ცუდი ბიჭი. -თვალები გადავატრიალე.
-მე ადამიანებში არ ვცდები. -აუფ, გამოვედი მეც ფილოსოფოსი.
-გაჩუმდი, გაჩუმდი.





-თათუკა სად ხარ?
-ვანაში. მოხვედი უკვე? მოიცა გამოვალ...
თეთრი პირსახოცი შემოვიხვიე ტანზე, სველი თმა უკან გადავყარე და გამოვედი. სანდრო დივანზე იჯდა, სახე კი უკან ჰქონდა გადაწეული.
-ასე დაიღალე?
-...
-მოიგეთ?
-....
-პასუხს გამცემ თუ გამცემ?
-...
სანამ მასთან ახლოს არ მივედი და ხელები სახიდან არ მოვაშორე, მაქამდე ვერ დავინახე მისი ჩასისხლიანებული და ჩალურჯებული სახე. მისი სახის, თუ რაც ჰქონდა შერჩენილი, დანახვის შემდეგ კი წავბარბაცდი და პირსახოცი ჩამომძვრა, არც კი შემიმჩნევია ისე. გავვარდი სპირტის, ბამბისა და საჭირო ნივთების მოსატანად.
-სულ ვოცნებობდი შიშველ ექთნებზე.
-შენ ღადაობის თავი გაქვს? -სანდროს ჟაკეტი მოვიხვიე. -რა მოგივიდა? იმ დეგენერატის ბრალია ხო? ვერ გადამირჩება!
-დამშვიდდი.
-რა მოხდა მომიყევი.
-კალათბურთს ვთამაშობდით და ვიღაცები მოვიდნენ, მუტრუკები იყვნენ. ასე ამიღეს და მცემეს. იმდენად სწრაფად ქნეს ყველაფერი ხელის შებრუნებაც კი ვერ მოვასწარი. თუმცა, რომ მომესწრო მეც უცებ რამე არ დამეშავებინა.
-როგორ ფიქრობ ვის უნდა მოეწყო?
-მამაჩემს. -ყბა ჩამომივარდა სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით.
-რა? რატომ? რა უნდა?
-გრძელი ამბავია.
-როდემდე უნდა დამიმალო?
-სადამდეც შევძლებ.
თუ არ უნდოდა, რა თქმა უნდა, არ ვაძალებდი. უბრალოდ, ჩუმად განვაგრძე სანდროს სახისთვის მოვლა.

-ადამიანო მანქანის ტარება როგორ არ უნდა იცოდე?
-ბევრ ტლიკინს ჯობს გზას უყურო. არ დამჭირვებია.
-წინ ყურების გარეშეც კარგად ვმართავ. -ფორსაჟიდან გამახსენდა ზუსტად ასეთი მომენტი.
-ფორსაჟს ვუყურეთო?
-წადი შენი. -ხელი ვკარი და ბოროტულად გადავიხარხარე, ვიცოდი ეტკინებოდა დაბეჟილი მარცხენა მკლავი.
-მეტკინა დეგენერატო.
-ნუ წუწუნებ. კაცი ხარ თუ ქალაჩუნა?
ასე კბენა-კბენაში გავიდა 6 საათი. საშინლად დაღლილი ვიყავი, როცა სანდრო სახლში დავტოვე და მეც, იმის იმედით, რომ დავიძინებდი, სახლისკენ გავეშურე.
თუმცა სახლში შესვლისას და კონვერტის დანახვისას, მივხვდი გეგმები უნდა შემეცვალა.
ყველაფერი დავყარე და კონვერტი გავხსენი. არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი შემდეგი მსხვერპლი ვინ იქნებოდა. იქნებ მსიამოვნებდა ის რასაც ვაკეთებდი? ამის პასუხი მხოლოდ მე ვიცოდი. თუმცა საკუთარ სისუსტედ მიმაჩნდა, როცა თავს ვარწმუნებდი, რომ ჩემი ნებისმიერი მსხვერპლი, ეს იქნებოდა ვინმე ბიზნესმენი თუ პოლიტიკოსი, ნამდვილად იმსახურებდნენ სიკვდილს. ამით ალბათ თავს ვიმართლებდი.
ახლა კი სულ სხვა შემთხვევა იყო. კონვერტი ყვითელის მაგივრად, თეთრი იყო და რამდენიმე წითელი ლაქა ჰქონდა. არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა. ალბათ იმას, რომ ეს დავალება სირთულით გამოირჩეოდა ან უფრო მოკლე დროში უნდა შემესრულებინა. თუმცა დროზე აქ საუბარი საერთოდ არ იყო. სავარაუდოდ მალევე უნდა მოსულიყო მეორე წერილიც.
რატომ იყო ასეთ კონვერტში ჩადებული?
ეს რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა, როცა ჩემმა ინფორმატორმა გამაგებინა როგორი დაცვის სისტემა ჰქონდა ბექა ადამაშვილს.
სურათები, რომ ვნახე მივხვდი რატომაც ჰყავდა ამდენი დაცვა. რამდენი კაცი უნდა გადაჰფარებოდა ამხელა ქონს, რომ დაეცვა? არამგონია ერთის გადაფარებით ფეხის თითის ფრჩხილის მეტი რამე დაფარვოდა. კაცი-ღორი.
დაცვის სისტემის შემოწმების შემდეგ მივხვდი, ყველაფერი პირადული ცოტა ხნით გვერდზე უნდა გადამედო. მამაჩემისთვის უკვე დარეკილი მქონდა. ცოტა კი იწუწუნა მალე დაბრუნდი სახლშიო, მაგრამ ავუხსენი ცოტა ხანი კიდევ მაცადე-მეთქი. ხოლო სანდროსთვის ამეხსნა რატომ ვერ ვნახავდი გარკვეული დროის მანძილზე.

-შემოდი სალაპარაკო მაქვს.
-ჯერ შემოვიდე მაცადე. -დღე იწყება ირონიით.
-მოკლედ რამდენიმე თვე უნდა მაცადო.
-ახალი საქმეა?
-ხო.
-მე ვიცი, რომ 1 თვე გაქვს. -კონვერტი დამანახა. -კართან დამხვდა.
-ეგრეც ვიცოდი.
-არ წახვიდე.
-რა იყო პირველი დავალება ხო არ არის? -გამეცინა. -შევასრულებ და ეგაა.
-ხო შეგიძლია დაანებო ამ საქმეს თავი არა?
-არაფრის მოსმენა არ მინდა ეხლა!
-ეს არის ის კონვერტი? -გაგიჟებულმა შემომხედა, როცა ,,განსხვავებული“ კონვერტი დაინახა.
-ხო, რა იყო?
-არაფერი. უნდა წავიდე.
-უკვე?
-ხო. მოდი გაკოცო.
კოცნისა და ჩახუტების მიუხედავად მაინც მწყდებოდა გული. კიდევ დიდი ხანი ვერ ვნახავდი, ის კიდევ გაიქცა.
მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა.
იმ დღეს გათიშულს მეძინა.
მეორე დილით კი ისევ დამხვდა კონვერტი, სადაც ეწერა დავალების გაუქმების შესახებ.
ეს კი ნამდვილად შოკი იყო ჩემთვის. ამდენი უცნაურობა ერთად როგორ მოხდა?
მაშინვე სანდროს დავურეკე.
-სად ხარ?
-ახლა ვერ დაგელაპარაკები.
-მოხვალ ჩემთან?
-ვერა ცოტა ხანი არ მეცლება.
-რატომ? -არც კი მოუსმენია ბოლომდე, უბრალოდ გათიშა.

კარზე კაკუნის ხმა შემომესმა. ინტერვალებით მივხვდი კერე იყო, უკვე დამუღამებული მქონდა.
-მოდი დროზე მოგიყვე რაღაცები.
-არ მაცადო შემოსვლა.
-ხო რატომღაც არავის არ ვაცდი. - გამეცინა და სანდრო გამახსენდა.

***
-მაინც წადი და მოკალი.
-აღარ უნდათ ალბათ რომ მოკვდეს.
-ვითომ არ გინახავს ის კონვერტი.
-და რად მინდა იმ კაცის მოკვლა?
-წადი-მეთქი გეუბნები. წავედი ახლა მე და შენ გააგრძელე მუშაობა.

ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ რატომ მტოვებს?
მეც იმის მოლოდინში, რომ რამე გამეგო, მუშაობა განვაგრძე.
მოკლედ ორი კვირის შემდეგ უკვე ვიცოდი როდის, სად და როგორ უნდა მომეკლა.
ეს უნდა მომხდარიყო პარასკევს, როცა ბექა ღია კაფეში ვიღაც ქალთან ერთად ვახშმობდა და თან ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე ჯდებოდა.

ორშაბათი:
-სანდრო არ გცალია? შენი ნახვა მინდა.
-ახლა არა რა. ცოტაც და ამ კვირის ბოლოს უეჭველი გნახავ.
-კარგი.

სამშაბათი:
-დე რამხელაა უკვე ნოე. რომ ვუყურებ ყველაფერი მავიწყდება.
-შენ ის მითხარი როდის აპირებ სახლში დაბრუნებას.
-ამ კვირის ბოლოს გადმოვალ უეჭველი. თქვენც მოემზადეთ იქამდე. -ეშმაკურად დავიწყე სიცილი და დედაც ამყვა.

ოთხშაბათი:
-ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს. -ფეხზე ძლივს ვდგავარ.
-ეგ უკვე მეათედ თქვი. -მთელმა უბნის მეგობრებმა ერთად შემომძახეს და გაიცინეს.
-ხოდა მეათედ გაგვიმარჯოს. -ვთქვი ხმამაღლა, თან ვქანაობდი. სიმთვრალისგან წონასწორობას ვერ ვიცავდი.

ხუთშაბათი:
-კერე ამო რა. ლუდი ამოიტანე და იარაღის გაწმენდაში მომეხმარე.
წინადადება არ მქონდა დამთავრებული უკვე კარის ზღურბლთან იდგა.

პარასკევი:
ეს დღეც დადგა.. ზუსტად ასე ვნერვიულებდი, როცა პირველად ვასრულებდი დავალებას. უცებ ნოსტალგია შემომაწვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ უბრალოდ ვამაყობდი აქამდე, რომ მოვედი და ვიცოდი შეცდომა ჯერ არ მქონდა დაშვებული. აუ რა მჭირს? დღეს დილიდან სენტიმენტალური ვარ, რაღაც გული ცუდს მიგრძნობს.
4 საათზე დავიწყე მომზადება, ჩემი აღჭურვილობა ზურგჩანთაში ჩავალაგე და საბოლოოდ ვცადე სანდროსთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ...
5-ზე უკვე ჩემ მიერ არჩეულ იდეალურ ადგილზე ვიყავი და კაფეს პირდაპირ ვუყურებდი. ამ კაფის წინ და მარჯვნივ ხუთსართულიანი კორპუსები იყო, რომლებიც მშვენიერ ადგილმდებარეობასთან ერთად კარგი სიმაღლის აღმოჩნდა. ამ კორპუსიდან რომელს ავირჩევდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიტომ რომელიც წინ იყო იმის სახურავზე გადავწყვიტე 1 საათით ,,დასახლება.“ მოკლედ მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამ 1 საათის განმავლობაში ვცდილობდი პერიმეტრი კარგად დამეზვერა თან, რა თქმა უნდა, ტკბილეულს მივირთმევდი და მუსიკებს ვუსმენდი. ეს ერთგვარი რიტუალი იყო ჩემთვის.
მალევე სამიზნე გამოჩნდა. უკვე ოცდამეათედ ვნახულობდი ამ კაცს, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც მაწუხებდა გულის რევის შეგრძნება. ადამიანებს გარეგნობის მიხედვით არ ვაფასებ, მაგრამ 100%-ით ვიყავი დარწმუნებული ეს ადამიანი კეთილი გულის პატრონი და კარგი საქმეების გამკეთებელი არ იქნებოდა. მოკლედ, მალევე მინდოდა მომეღო ბოლო ამ ღორისთვის.
ზუსტად 6 საათზე უკვე კაფეში იჯდა, ჩვეულ ადგილას და იმ ქალს ელოდებოდა. ,,ვერ გამიგია ვინაა ის ქალი.“ იდეალური მომენტი იყო მოსაკლავად. დაცვა გვერდზე ედგა, წინ არავინ ეფარებოდა და ზუსტად რამდენიმე წამი მქონდა მის მოსაკლავად.
ღრმად ისუნთქე, -ვამშვიდებ საკუთარ თავს.
ცოტაც და ეს დავალებაც შესრულებული იქნება,
სანერვიულო აღარაფერია,
უბრალოდ დაუმიზნე და,
მოკალი.
5-მდე ვითვლი..
ერთი,
ორი,
სამი...
მოიცა, რა ხდება?
მსხვერპლი ძირს დავარდა,
წითელი ლაქები გულთან,
იქვე სისხლის გუბე დადგა,
ხალხის ყვირილი,
დაცვა აქეთ-იქით იყურება.
მოიცა,
მეორე კორპუსის სახურავზე ვიღაც არის..
წამოვდექი,
მაშინვე დავეცი.
მგონი გული მისკდება,
ვგრძნობ,
თვალები გადამიტრიალდა.
გონება დავკარგე.

რომელი საათია?
სულ რაღაც 20 წუთი თურმე.
იმ ადგილზე კი თითქოს არაფერი მომხდარა. ხალხმა ჩვეულებრივად განაგრძო ცხოვრება. თუმცა ეს ხომ ასე ხდება ხოლმე? ერთადერთი თვითმხილველი ვარ, რომელიც ვერ გააგრძელებს ჩვეული რიტმით ცხოვრებას.
ჯობია ავიღო ჩემი ნივთები და წავიდე.. ასე უსიცოცხლოდ და ზანტად არასდროს არაფერი გამიკეთებია. ალბათ იმის ბრალია, რავ დავინახე, არც კი მინდა ამაზე ფიქრი.
მაგრამ მთელი გზა მაინც ამაზე ვფიქრობდი და მაინც ვერ ვალაგებდი გონებაში ფაქტებს. მინდა დავივიწყო ყველაფერი. რა მალე შეიცვალა, არა? რამდენიმე საათის წინ ვამაყობდი გამოვლილი გზით და ყოველი გადადგმული ნაბიჯით. ახლა კი...?! ნეტავ რა მაქვს საამაყო? სახლიდან გამოქცეული ვარ, საშინელი სამსახური მაქვს და თურმე შეყვარებული ამ ხნის მანძილზე მატყუებდა.
ფიქრებში გართულმა მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორ ამიფეთქა ვიღაცამ მობილური ამდენი რეკვით.
-ალო.
-რატომ ასე მკაცრად? სად ხარ?
-რა კარგ ხასიათზე ხარ. რა ხდება? -რატომ ვინტერესდები ნეტა.
-არაფერი. რაღაც დავალება კარგად შევასრულე.
-ხო? კარგია მაგას მაინც, რომ არ მატყუებ.
-რა? თათუკა რა გჭირს? -ვიცი მიხვდა, მაგრამ ჯერ არ იყო დარწმუნებული.
-მოდი ჩემთან, ახლავე!
-იქ იყავი, ხო? -მეჩვენებოდა თუ ხმა უკანკალებდა?
-ხო.
-მოვდივარ!
მაშინვე გავთიშე მობილური და ძალა მოვიკრიბე, რათა არ მეტირა. ნაღდად არ მინდოდა ჩაწითლებული თვალებით ვენახე, თან პრინციპის ამბავია რა.

დიდი ხანი ლოდინი არ დამჭირდა. მალევე გავიგე Harley-ს ხმა და რაღაცნაირად დავიძაბე.
მოვიდა.
ჩვეულებრივად გავაღე კარი.
ისიც ჩვეულებრივად შემოვიდა და დაჯდა.
მეც.
ხმას არ ვიღებდით.
პირდაპირ შეტევაზე გადასვლა ნამდვილად არ მინდოდა,
ქაჯივით.
-მოდი მშვიდად და წყნარად ვილაპარაკოთ, ყოველგვარი პანიკის გარეშე.
-რავი, რამე შემატყვე ნერვიულობის?
-და სწერვობის გარეშე. -გაეცინა, მე კი წარბები ავწიე, ნამიოკს მიხვდა და სიცილიც შეწყვიტა. -ვიცი დამნაშავე ვარ აქამდე უნდა მომეყოლა ყველაფერი.
-გვიან მიმხვდარხარ.
-მოდი ჯერ აგიხსნი რა. არ მინდოდა მოტყუება, მაგრამ ეგრე გამოვიდა. არ ვიცი როგორ. თავიდან გეგმა კი მქონდა, მაგრამ ამ გეგმაში შენი შეყვარება არ შედიოდა. უბრალოდ მოვიწყინე და გართობა მინდოდა.
-კარგი სამიზნე აგირჩევია.
-გაინტერესებს ყველაფერი, არა? -არ მინდოდა პასუხის გაცემა, ამიტომ ლოდინის გარეშე თვითონვე გააგრძელა. - შენზე მამაჩემისგან გავიგე. ეგაა შენი დამკვეთი. -რააააააააააააა???????? ყბა ჩამომივარდა. -მოკლედ, სულ გაქებდა და ამბობდა შეცდომა არ დაუშვია არც ერთი დავალების შესრულებისასო, დიდხანს ემზადება და ბოლოს იდეალურად ასრულებს საქმესო. ტვინი წაიღო რა, ჩემით ასეთი კმაყოფილი არასდროს ყოფილა. ხოდა ბოლოს გადავწყვიტე გამეგო ვინ იყავი და საერთოდ როგორ ემზადებოდი და აკეთებდი შენს საქმეს. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი ასეთი ლამაზი თუ იყავი. მერე გეგმა დავალაგე როგორ უნდა გავრთობილიყავი შენთან. ვიცოდი ბიჭები დიდად არ გაინტერესებდა და კარიერისტი იყავი. მაგრამ ბოლოს ურთიერთობაში შემიყვარდი, თან სექსშიც ისეთი მაგარი ხარ... -შევიფერე და ჩამეცინა. - მამაჩემმა, რომ გაიგო ჩვენზე გაგიჟდა. მიბრძანა შეეშვიო. -ეხლა გამახსენდა მაშინ სახლიდან გამოსული მანქანაში, რომ დავინახე მამამისი როგორი გაბრაზებული იყო. ალბათ მაშინ ილაპარაკეს. -მერე ზღვაზე, რომ მცემეს ეგეც მაგის გამო იყო. ისედაც არ გვქონდა კარგი ურთიერთობა მე და მამაჩემს და ბოლოს საერთოდ გავუცხოვდით. შენ, რომ თეთრი წერილი მოგივიდა ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს შენი ბოლო საქმე იყო. ესეც მე ვთხოვე. ვუთხარი თუ თავს დაგანებებდა, მე უკეთესად მოვექცეოდი. ეს კი დამიჯერე ძალიან უნდოდა. მერე კი ბოლო საქმის გამორთმევა უკვე აღარ გამიჭირდა.
-რას ნიშნავს ბოლო საქმე? მჭირდება ეს სამსახური სანდრო.
-არ გჭირდება. ფაქტობრივად, შენი ბოლო საქმეც მე გავაკეთე და შეგიძლია თავისუფლად იცხოვრო.
-მე ჩემით უნდა მიმეღო გადაწყვეტილება. შეენ საერთოდ ვინ გეკითხებოდა? მე ის ფული მჭირდებოდა. აჰა, ტყუილს ესეც დაემატა და სიმართლე გითხრა მართლა მეზიზღები!
-ვაპირებდი თქმას...
-გაჩუმდი რა. იქ რომ არ მენახე ალბათ კიდევ დიდი ხანი გააგრძელებდი მოტყუებას. სინდისი მაინც არ გაწუხებდა? ან ასე უცებ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, რომ გავიგებდი წარმოგიდგენია რა დამემართებოდა? ღმერთო, არ მჯერა ასეთი თავხედი როგორ ხარ? საერთოდ ყველაფერი ტყუილი იყო.
-ეგრე ნუ ამბობ. -ჯიბიდან რაღაც ამოიღო. -ეს ნიცას ბილეთებია, ვფიქრობდი ერთად გავფრინდებოდით დღეს საღამოს. -იმედით აღსავსე თვალებით მიყურებდა.
-შენ რა მეღადავები? -დიდი მოთმინების მიუხედავად, მაინც დავიწყე ტირილი. -როგორ ფიქრობ ამ ყველაფერს ასე ადვილად გაპატიებ?
-არ უნდა გამომერთმია ის საქმე...
-და კიდევ დიდხანს შეძლებდი შენი ტყუილის დაფარვას, არა?
-ანუ ნიცაში არ მივდივართ?
უკვე მართლა საზღვარი არ ჰქონდა ამ ადამიანის თავხედობას და უსინდისობას. ძალიან გავმწარდი, მაგრამ თავი შევიკავე ისტერიკისგან და ყველაზე რბილი ფორმით ვთხოვე წასულიყო.
-გთხოვ, წადი რა.
ბილეთები მაგიდაზე დადო და წავიდა.
სიცარიელეს ვგრძნობდი,
არ მინდოდა მეღიარებინა, მაგრამ ყველაფერი ერთად ვიგრძენი.
უსაზღვრო სიყვარული,
იმედგაცრუება,
მონატრება,
ტკივილი.

-ხო თათუ. -სათნო ხმით მიპასუხა კერემ, როგორც სჩვევია ხოლმე.
-ნიცაში მივდივარ.



№1  offline წევრი Somebody

გააგრძელებ ხო? o.O
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№2  offline წევრი kossik

არა ასე დამთავრდა :D

 


№3  offline წევრი nini :)

გაგრძელება ფეო მინდოდა ვიდრე აქ დამთავრება, კაი იქნებოდა გაგრძელება კიდევ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent