შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადზე ტკბილო (1)


12-08-2015, 17:48
ავტორი მთვარეული
ნანახია 2 065

2011 წელი.14 თებერვალი.
როგორი ბედნიერი ვიყავი...როგორ მჯეროდა მისი...როგორი დარწმუნებული ვიყავი,რომ არასოდეს დამტოვებდა...როგორი დარწმუნებული ვიყავი რომ 14 თებერვალს,ვალენტინობას,ჩვენი ერთად ყოფნის სამი წლის თავზე რაიმე ორიგინალურ საჩუქარს გამიკეთებდა.
"პრინციპში" რას ვერჩი ორიგინალური საჩუქარი გამიკეთა..თან ისეთი, რომ მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყებ...ალბათ.

შოკოლადზე ტკბილო (1)

ეხლა კი დავუბრუნდეთ 14 თებერვლის დილას.

ტელეფონზე ზარია.ეკრანს დავხედე და სახე გამინათდა.
_ბექა...
მთელი სითბო ჩავაქსოვე ამ ერთ სიტყვაში და ცარიელ სივრცეს გავუღიმე,თითქოს მხედავდა.
_ალექსანდრა შენთან საქმე მაქვს.
სერიოზული ხმა ქონდა.
_რა მოხდა?
_ყველაფერს რომ გნახავ მაშინ გეტყვი.გაემზადე და გამოგივლი.
მეტი არაფერი უთქვამს ისე გამითიშა.
არ მახსოვს როგორ გავჩნდი ბექას მანქანაში..საოცრად დაბნეული და აფორიაქებული ვიყავი.
ბექას არაფერი უთქვამს ისე დაძრა მანქანა.
მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია და ეს სიჩუმეც უფრო ამძაფრებდა სიტვაციას.
როგორ ვერ ვიტან სიჩუმეს,მაგრამ მაშინ იქნებ ასეც ჯობდა..იქნებ მანქანაში გამეფებული სიმშვიდე შვება იყო.
როგორც იქნა მივედით კაფეში.ავტოსადგომზე მანქანა დააყენა ბექამ და უხმოდ გადავიდა,მეც მას გავყევი.
სიჩუმე მხოლოდ მაშინ დავარღვიე როცა უკვე მაგიდასთან ვიჯექით.ბექა კი არადა არ იწყებდა ლაპარაკს.
_ბექა ნუ მაშინებ!იქნებ თქვა რაც გაქვს სათქმელი.
მძლივს მოვუყარე სათქმელს თვაი და მის შავ ირისებში ჩავიკარგე.როგორ მიყვარდა მისი ეს თვალები.
მაგრამ რა დროს თვალები და ირისებია.როგორც იქნა ბექამ დაიწყო.
_მე მივდივარ.
საოცრად მშვიდი ხმით მითხრა.
_ხომ ჩამოხვალ.
_არა შენ ვერ გამიგე,მე შენი ცხოვრებიდან მივდივარ...სხვა მიყვარს.
მწარედ გამეცინა და უხმოდ გამოვედი იქედან.
თან ეს ყველაფერი ისე მშვიდად მითხრა სახის არცერთი ნაკვთი არ შერხევია.კიდევ ერთხელ ვიგრძენი ის ქვია ტკივილი,რომელიც ყველა ხორციელ ტკივილზე მწარე და გაუყუჩებელია.
მაგრამ მე მისი მადლობელი ვარ.მადლობელი ვარ,რომ ის სულ უთქმელად არ წავიდა და ასე თუ ისე ამიხსნა და გამაგებინა.მაგრამ იქნებ უთქმელად წასვლა ჯობდა. არ ვიცი,არ ვიცი.ეხლა საერთოდ არაფერი ვიცი.
შემძულდა ყველა და ყველაფერი.აი ის ბეღურაც შემძულდა ხეზე რომ იჯდა და მოფუზულიყო.
ამ დღის შემდეგ ოთხი თვე გავიდა...ტირილი?არაა მე არ მიტირია.უბრალოდ გავუფერულდი,სიგარეტის მოწევა დავიწყე,ყველაზე და ყველაფერზე სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა.და მაინც მტკიოდა ის რომ გვაძლევენ იმდეს,გვპირდებიან რომ სულ ჩვენს გვერდით იქნებიან,შემდეგ?შემდეგ გვტკენენ გულს და მიდიან ჩვენგან ისე თითქოს არც არაფერი ყოფილა.
და საბოლოოდ ქუჩაში შემთხვევით შეხვედრისას,ირონიული ღიმილი,გამარჯობა და უამრავი ლამაზი მოგონება,აჩქარებული ნაბიჯი და ყელში გაჩხერილი ცრემლის გუნდა.
ყველაზე მეტად ეხლა მამას გვერდში დგომა მჭირდებოდა.მას ხომ უთქმელად ესმოდა ჩემი.მან ხომ იცოდა როდის მტკიოდა..მაგრამ ის ხომ აფხაზეთში 2008 წლის აგვისტოს ომში დავკარგე.ეს ამბავი მძიმედ გადავიტანეთ მე და დედამ,მაგრამ შევძელით და ფეხზე წამოვდეგით.
ეხლა კი კიდევ ერთხელ მეტკინა.
ჩემი აივნიდან ღრუბლებში მოცურავე მთვარეს გავხედე და კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი.
ვიგრძენი გვერდით რომ ვიღაც მომიჯდა.გავიხედე და ნიკა დავინახე.
_შენ რა ისევ ეწევი?
_ხო.
_რატომ?
_მამშვიდებს..
_და როდემდე უნდა ინერვიულო..როდემდე უნდა იყო ასე?სანდრა გვენატრები.შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გვტკივა შენი ასეთი მდგომარეობა.დედაშენი არ გეცოდება?ან თორნიკე,გუგა,ნატაშკა,ელა და ანი მაინც არ გეცოდება..არ გენატრებით?არცერთს არ გვიკარებ.ასე არ შეიძლება სანდრა,მოგვენატრა გესმის?მოგვენატრა ის ისტერიჩკა და მოუსვენარი ალექსანდრა წამითაც რომ არ აჩერებდა ენას და სულ ცანცარებდა.რატომ გაცივდი?
_მე მთელი ჩემი სითბო მას მივეცი,ამიტომ გეჩვენები ალბათ ასეთი ცივი!
ხუთი წუთი ჩუნმად ვისხედით მერე კი სიჩუმე მე დავარღვიე.
_მივდივარ!
მტკიცედ ვთქვი და დავინახე ნიკას გაოცებული თვალები.
_რას ქვია მიდიხარ?
_იმას რომ მივიდვარ.
_კი მაგრამ სად?
_ჯარში.

ეს ვთქვი და ნიკა მარტო დავტოვე აივანზე.მიუხედავად იმისა რომ წინააღმდეგობას მიწევდნენ,მე ჩემი მაინც გავიტანე და წავედი.
შოკოლადზე ტკბილო (1)


მთელი ოთხი წლის განმავლობაში ავღანეთში ვიყავი.შეიძლება ბევრს გაეცინოს 18 წლის გოგომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.მაგრამ მე ხომ დასაკარგი არაფერი არ მქონდა.
მე ეს მჭირდებოდა,მჭირდებოდა სხვაგან წავსულიყავი,რადგან ვერ ვისუნთქებდი იმ ქალაქის ჰაერს სადაც ის იყო.ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ეხლა კი ოთხი წლის შემდეგ უკან..თბილისში ვბრუნდები,რადგან დავიჭერი და ოპერაცია გამიკეთეს.გადავრჩი,მაგრამ აქ ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი,რადგან ეს უკვე ჩემი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.
ამითომ ვბრუნდები თბილისში დამშვიდებული და მარჯვენა ნეკნის ქვემოთ ტყვიის ნაიარევით.
და მეშინია,ამდენი წლის შემდეგ იქ ჩასვლა და დედაჩემისთვის თვალის გასწორება. მეშინია!


P.s.პირველ რიგში მინდა გკითხოთ ღირს თუ არა გაგრძელება და საერთოდ რას ფიქრობთ ამ ისტორიის შესახებ.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი Qristi qristi

Imedia gaagrdzeleb <3 me piradad momewona

 


№2  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№3  offline წევრი malilu

რა საკითხავის რათქმაუნდა უნდს გააგრძელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent