შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასაწყისი დასასრულში (სრულად)


12-08-2015, 22:37
ავტორი N7
ნანახია 9 984

დეკემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე მუხლებამდე თოვლი იდო ქალაქში. უჩვეულო ზამთარი იყო. ყველაფერი გათეთრებული და ყველა შეცივებული. არავინ ელოდა ასე უცბად თოვლს და მერე ამხელას. და, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დეკემბერს კარგად მოეკიდა ფეხი, მაინც უჩვეულო მოვლენას აწედნენ თბილისელები თოვლის ასეთ „მოვარდნას“.
ფანჯრის რაფაზე წამოჯდა, ვისკის ჭიქას თითები შემოხვია და გადათეთრებულ გარემოს მოავლო თვალი. უყვარს ასეთი გარემო, მითუმეტეს პლატოდან რომ გადმოხედავს და გაიბერება. ვერ დაიკვეხნის იმით, რომ თოვლში გუნდაობა და კისრის ტეხვა უყვარს, მაგრამ ეს სიამოვნებს მის ყველა კუნჭულს. გაციებულ ორგანიზმში ალკოჰოლი გადაუშვა და გააჟრჟოლა. სითბოს მაგვარმა მოიცვა. მოჟრიამულე ბავშვებს დააკვირდა ეზოში და გაეღიმა. ხშირად არ იღიმის, უფრო სწორად, აღარ. თავისმა ბავშვობამ მოკლე მეტრაჟიანი ფილმივით გაურბინა თვალწინ და ღიმილი სევდით შეეცვალა. იყო დრო, როცა იმ ბავშვების მსგავსად ჟრიამულობდა, მშობლებთან და ბავშვობის მეგობართან ერთად. თავი გაიქნია, ფიქრების წასაშლელად, და ვისკის ბოთლიდან კიდევ შეავსო ჭიქა.
ცოტა შეზარხოშებული წამოდგა. უფრო სწორად, ჩამოხტა რაფიდან და გარდერობს ესტუმრა. ჩაიცვა, თბილი ტანსაცმლით შეიმოსა მუდმივად გაყინული სხეული და სახლიდან გავიდა. რვა სართული ფეხით ჩაიარა და თოვლს შეერია. თვლის, რომ შავისა და თეთრის კომბინაცია არც თუ სახარბიელოა, მაგრამ უკვე იმდენი ხანია შავებს ატარებს, აღარ ადარდებს სითეთრე თუ დისკომფორტს შეუქმნის.
მაღაზიაში შევიდა და სიგარეტს მოაყოლა საღეჭი რეზინი. ამ ორის გარეშე, არ გამოსდის. კილო შოკოლადიც ააწონინა და ნაცნობ სადარბაზოში შევიდა. როგორც სიმშრალეზე დადგა ფეხები, დააბაკუნა და რამოდენიმეჯერ ახტა. კარი შეხსნა, დაუკაკუნებლად და ქურთუკი იქვე მიკიდა.
–ანიტ! – ხმამაღლა დაიძახა და ხალათით შეფუთნულ მეგობარს გაუღიმა.
–ჩემი შოკოლადები მომიტანე? – თვალები გაუბრწყინდა, როგორც პარკს მოჰკრა თვალი.
უხმოდ გაუწოდა პარკი და სამზარეულოსკენ დაიძრა.
–საშინლად ცივა, – თავისთვის ჩაილაპარაკა და ჟაკეტი გაიხადა.
–გცივა და მაინც იხდი?! – თვალები დაუკვესა ანიტამ.
–ხომ იცი, რომ არ მიყვარს ათას რაღაცაში რომ ვარ გახვეული, – ამოიხვნეშა და კარმასთან მიაჩოჩა სკამი.
ანიტა მისი ბავშვობის მეორე მეგობარია. ამაში მაინც გაუმართლა, რომ უფალმა ისიც არ წაართვა. ეს უკანასკნელი იმდენად კარგად უგებს, რომ არც სჭირდება ხმის ამოღება.
ცოტაც კიდევ წაიჭორავეს, ცოტა დუმილითაც დატკბნენ და სახლში წამოვიდა. გზაში სიგარეტს მოუკიდა და ცალი ხელი ჯიბეში საგულდაგულოდ ჩაიმალა. ნაბიჯს უკლო და უფრო სეირნობდა, ვიდრე მიდიოდა. საშინელი ჩვევა აქვს... გზაში სიარულისას უყვარს მოწევა, ფიქრი და მზერა, რომელიც ასფალტს არ სცდება. უკვე კარგად შებინდებულზე რომ შუქებმა მიანათეს სახეში, თვალები ნელა აწია ზემოთ და მის წინ, ზუსტად ფეხებთან, რამდენიმე სანტიმეტრით შორს გაჩერებულ მანქანას მიაშტერდა. არც გატოკებულა. მანქანიდან მამაკაცი გადმოვიდა.
–სერიოზულად? – გაბრაზებულმა იკითხა.
–მაპატიე, – ხელი აიქნია, მანქანას მოუარა და გზა გააგრძელა.
–მოიცა! – მამაკაცის ხმა დაეწია მის ყურთასმენას და ინსტიქტურად შეჩერდა. ნელა მიტრიალდა მამაკაცისკენ და სახეში მიაშტერდა. – ძალიან მეცნობი, – მის სიახლოვეს, ყურთან დაიჩურჩულა მამაკაცმა.
თითქოს თავადაც ეცნო, მაგრამ თან არ ეცნო.
–გეშლები, – უხეშად ჩაილაპარაკა და ნაბიჯით შეეცადა წინ წასვლას, თუმც მამაკაცის ძლიერმა თითებმა მის მაჯაზე, შეაჩერეს.
–ელენე, – ხმა აჭრილმა ჩაილაპარაკა.
გახევებული მიტრიალდა მამაკაცისკენ და ძლივს განათებულ სახეზე წარბაწეულმა დაუწყო დაკვირვება.
–ელენე რაზმაძე, აწ უკვე ჩემი კომპანიის ყოფილი მფლობელის შვილი, – ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა გახსენებული დეტალები, – დემეტრე, – ხელი გაუწოდა, – დემეტრე ამაღლობელი! – დაამატა.
–სასიამოვნოა, – ხელები უფრო მიმალა ქურთუკის ჯიბეში და მამაკაცს არაფრისმთქმელი სახით მიაშტერდა. – ახლა წავალ, შენის ნებართვით!
მამაკაცმა შეუწუხებლად მიმალა ხელი, რომელსაც არ შეეხო ქალი.
–წაგიყვან, – დაუკითხავად დაუყვავა მამაკაცმა.
–ფეხით მირჩევნია...
–ამ სიცივეში? – გაუკვირდა.
–ამ სიცივეში, – მოკლედ მოუჭრა.
–კარგი, მაშინ მეც შენთან ერთად გამოვისეირნებ, – მხრები აიჩეჩა მამაკაცმა და გაკვირვებულ თვალებს გაუღიმა.
–წამო, – თითი აიქნია და შეტრიალდა.
–მანქანას გადავაყენებ, დამელოდე, – სწრაფად დაიძრა მანქანისკენ.
ელენე არ შეჩერებულა, აუჩქარებელი ნაბიჯებით გააგრძელა სიარული. სიმართლე რომ თქვას, არ აქვს ახლა დემეტრეს და საერთოდ, მამაკაცების სიახლოვის თავი. ახლა კი არა, ბოლო ორი წელია არ აქვს, მართალია.
მამაკაცი დაეწია.
–მომაწევინებ? – ხმა აჭრილმა ჩაილაპარაკა.
ელენემ ჯიბიდან ამოიღო კოლოფი და მამაკაცს უხმოდ გაუწოდა.
–გემოვნებას არ უჩივი, – მომაბეზრებელ საუბარს აგრძელებდა.
–ეწევი? – უაზროდ მიაჩერდა მამაკაცს.
–არა, – სიცილით გაიქნია თავი.
ელენეს თავისდაუნებურად გაეცინა.
–და მაინც იცი, რომ გემოვნებას არ ვუჩივი!
–არ ვეწევი არ ნიშნავს იმას, რომ არ ვეწეოდი, – მხრები აიჩეჩა.
–ასე თუ ისე, ვგავართ ერთმანეთს, – ცისკენ ააპარა თვალები. კიდევ ცვიოდნენ ფანტელები და დაბლაც შხარუნობდა უკვე მიყინული თოვლი. უნებურად დაეცა თვალთან ფანტელი. სანამ ჯიბიდან ხელებს ამოიღებდა, მანამ დაასწრო მამაკაცმა და ცერა თითით მოაშორა. – როგორი ცხელი ხარ, – თითქმის თავისთვის დაიჩურჩულა ელენემ და ორი, შეტყუპებული თითი დამწვარ ადგილას გაისვა.
–ადრეც უთქვამთ, – ამოიხვნეშა და ღრმად შეისუნთქა თამბაქო ორგანიზმში.
–ადრე? – გულახდილად გაუკვირდა.
–ადრე, – მოკლედ მოუჭრა და მარჯვნივ გადაუხვია.
–მაით არ მოვდივარ, – ხმამაღლა წარმოსთქვა ელენემ და მეორე ღერს მოუკიდა.
–მოგიწევს! – თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
მისმა სითავხედეში გადაზრდილმა სითამამემ გააღიზიანა ქალი, თუმც არ შეუმჩნევია და გაუხვია. ახლა ნამდვილად არ ქონდა თავი სახლში მარტოობისა და განუზომელი ვისკის, რომელიც აღარც აბრუებს.
ჩიხში რომ აღმოჩნდნენ, გაკვირვებული შედგა ელენე და მამაკაცს მიაშტერდა.
–ნარკომანი ხარ? – იკითხა.
დემეტრეს გაეცინა.
–არა, – თავი გაიქნია, დაიხარა, გუნდა შეკრა და დაამატა, – გუნდაობა მომინდა!
ხელი მოიქნია და ოდნავ შორს მდგარ ელენეს მკლავზე მოხვდა თოვლის ბურთი.
–სერიოზულად? – გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში და მამაკაცის მსგავსად მოიქცა.
მალე ახარხარებულ დემეტრეს მიბაძა ელენემ და ამ ორის სიცილმა მოიცვა და გააბრუა არე–მარე.
ელენემ სიმხურვალე უზარმაზარი ქურთუკის ქვეშაც რომ იგრძნო, მუცელსა და წელზე, იმის ნაცვლად, რომ თვალები დაეჭყიტა, მინაბა და გაიღიმა. აქამდე მამაკაცის სიახლოვეს თუ იმის მძაფრი შეგრძნება არ ასვენებდა, რომ ღალატობდა თავის პირველსა და პირობითად უკანასკნელ სიყვარულს, ახლა ეს შეგრძნება შორს იყო მისგან და მეტიც, პირველად ეგონა, რომ „იქიდან“ თავისი საყვარელი მამაკაცი ღიმილით უყურებდა მის ბედნიერებას და მასაც ელენესთან ერთად უხაროდა...
***
ორი დღე, ზუსტად ორი დღე აკლდა სითბო... თითქოს მთელი ორი წლის დანაკლისს ინაზღაურებდა დემეტრესთან ერთად და შემდეგ მამაკაცი გაქრა... გაქრა რა, სამსახურიდან მოუწია საქმეებზე წასვლა და ელენესაც დააკლდა, თითქოს მთელი ცხოვრება დააკლდა.
ისევ ისე იჯდა.. ფანჯრის რაფაზე, ჭიქა ვისკისთან ერთად და გრძნობდა, როგორ ეკარგებოდა წვდომა თავის სხეულზე. გრძნობდა თუ როგორ აკლდა რაღაც... რაღაც, რასაც მთელი მისი ცხოვრება ეძებდა. გრძნობდა თუ როგორ ენატრებოდა სურნელი... სურნელი, რომლის გარჩევაც მილიონ კაცში შეეძლო.
ოთახის სიძველის სურნელს რომ შეერია და გაიჟღინთა ასე სასურველი არომატებით, კარგად შეზარხოშებულს უნებურად გაეღიმა. სითბო, სიტკბო, ყველაფერი კარგი იგრძნო და მოულოდნელად, ჩიტივით აუფართხალდა გული. არ მიტრიალებულა... ზუსტად იცოდა, რომ დემეტრე იყო. ადრეც ქონია „მოლანდებები“, სულ ეგონა, რომ ოთო მოდიოდა, მაგრამ ყოველთვის ფუჭი იყო იმედები... ხელში სიცარიელე რჩებოდა. ახლა კი ზუსტად გრძნობდა დემეტრეს სურნელს და არ სჭირდებოდა დასაფიქრებლად დრო.
–არ გელოდი... – თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა, თეთრ გარემოს კი არ მოაშორა თვალი.
–ვერ გავძელი...
საყვარელი ხმა როგორც კი მის ყურთასმენას მოხვდა, მაშინვე სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.
–მომენატრე, – უკვე ახლოს მოსულს გრძნობდა მამაკაცს, ასე რომ მისკენ მიიხედა და გაღიმებულმა გაუწოდა ვისკის ჭიქა.
–არ მიყვარს ვისკი, მაგრამ შენ მიყვარხარ...
ისევ ჟრუანტელი...
–მაშინ არც მე მინდა ვისკით გამოთრობა! – განაცხადა და რაფიდან ჩამოხტა. – მინდა, რომ დამათრო! შენი სიყვარულით დათრობა მომენატრა... შენი სითბოთი, – ლაპარაკობდა ვნებამორეული და მამაკაცის სხეულზე დააცურებდა გაყინულ თითებს და გრძნობდა, როგორ სწვავდა.
მინაბულ ყელზე დააცოცბდა ცხელ ბაგეებს და დროდადრო აპარებდა ბაგეშეხსნილი ქალი სახისკენ თვალებს...
ორივე გრძნობდა უდიდეს სიყვარულს.. გრძნობდნენ, როგორ თვრებოდნენ ერთმანეთით და ამ დათრობაზე უკეთესი არ ეგულებოდათ ქვეყნად არაფერი.
***
ახალ წლამდე ბევრი აღარ იყო დარჩენილი. ცივ დეკემბერში ორივე ერთმანეთს ათბობდა. თოვდა... იმ დღის მერე გადაბმულად ისროდა ცა ფანტელებს... უამრავ ფანტელს იმეტებდა. შუა ღამით, როცა გემრიელ ბაგეებს უგემოვნებნენ ერთმანეთს... როცა გაყინულ სახლში ნახევრად შიშვლები იყვნენ, მაშინ ეწვივნენ გიჟი ფიქრები ელენეს. მამაკაცის გემრიელსა და მხურვალე ბაგეებს მოსწყვიტა თავისი და მინაბულის სახეს დააკვირდა. რამოდენიმე წამით დააცურებდა პატარა თმაში თითებს და იღიმოდა.
–დემე, – ამოიჩურჩულა.
მამაკაცმა მინაბული თვალები გააფართოვა და უნებურად მასაც გაეღიმა საყვარელი ღიმილის დანახვისას.
–გარეთ მინდა, – დაიჩურჩულა ისევ.
–ახლა? – ინტერესით იკითხა და გაკვირვებულმა დაათვალიერა ქალის უნაკლო სახე.
–ახლა, – თავი ორჯერ დაიქნია.
–წამო, – დაუფიქრებლად წამოხტა და ძლიერი მკლავით, რომელიც მაჯაში ჩაევლო, ქალი წამოაგდო.
სირბილით გავიდნენ სახლიდან და მუხლებამდე თოვლში ჩაეფლნენ.
–გამიცივდები, – დაიჩურჩულა დემეტრემ, გონზე მოსულმა და მხურვალე მკლავები შემოჭდო ქალს.
–ჰოდა გამათბე! – მომთხოვნი იყო ელენეს ტონი.
გრძნობდა როგორ ეღვრებოდა სითბო და მოკლე სახელოებიანი მაიკისა და შორტის ამარაც კი ხურდა. ასევე დემეტრეც.
–რომელი ქურთუკი სჯობს შენ ხელებს?! – რიტორიკული შეკითხვა დასვა ელენემ და ნიკაპზე ჩაასო კბილები დემეტრეს.
–ვერც ერთი! – სიამაყით გასცა „შეკითხვას“ პასუხი და პატარა ცხვირზე ტკბილი კოცნა დაუტოვა.
ქალმა თვალები მინაბა და ღრმად შეისუნთქა კისრიდან ჰაერი.
–მაგიჟებს... – ამოიჩურჩულა, – შენი სურნელი მაგიჟებს!
დემეტრეს ტუჩის კუთხე ჩაეტეხა.
–სიცოცხლეს მიფერადებს შენი ღიმილი, – არც მან დაიშურა ტკბილი სიტყვები.
ქალს გააჟრჟოლა.
***
წუთებს ითვლიდნენ. ორი წლის შემდეგ, ორივესთვის პირველი აღსანიშნავი ახალი წელი იყო. ანიტა არ „მოტეხეს“, უმაგისოდ არაფერი იქნებოდა, რადგან ელენეს ანტიდეპრესანტი იყო ყოველთვის.
–ორი წუთი, – მხიარულად ჩაილაპარაკა დემეტრემ და ყურებამდე გაკრეჭილ ელენეს შუბლზე მწველი კოცნა დაუტოვა.
–ერთი, – ისევ იგივე გაიმეორა, ოღონდ ამჯერად ცხვირსაც მოურგო ბაგეები.
–გილოცავთ! – თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა და ზემოდან ჩამოყვა, ტუჩებთან კი ყველაზე მწველი კოცნა დაუტოვა.
ერთმანეთს გაუცინეს.
–დღეიდან ცოლ–ქმრად გაცხადებთ! – წამოიძახა შეზარხოშებულმა ანიტამ, მოხარხარე წყვილთან არეული ნაბიჯებით მივიდა და პირვარი გადასახა თავზე. – შეგიძლიათ აკოცოთ ერთმანეთს! – სიცილით აღუნიშნათ ფაქტი და ხელისგულები თვალებზე მიიჭირა.
***
რაღად უნდოდათ უაზრო ცერემონიები... ბედნიერება ხომ უკვე გააჩნდათ, თანაც იმხელა, რომ მთელ ზღვარს ფარავდა.
ის ორი წელი, რომელიც ელენემ ავტოავარიით დაკარგულ შეყვარებულისა და მშობლების გლოვას შეალია, უამრავმა ფერმა შეცვალა.
კოლორიტი მაინც თეთრი იყო... ზამთრის, თოვლის ამსახველი თეთრი...
შავი თეთრმა შეცვალა და უბედურება განუზომელმა ბედნიერებამ.
დემეტრემაც ამოიღო თავიდან უდროოდ, ლეიკემიით გარდაცვლილი ცოლის გლოვა.
და, მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთს დავიწყებიათ საფლავების ადგილმდებარეობა და თითქმის ყოველ კვირა ყვავილებით მიდიოდნენ...
გვერდში ედგნენ და ავსებდნენ ერთმანეთს და აღარ სურდათ მეტი უბედურება...
მათმა სიყვარულმა და თანადგომამ ბევრი თქვა... აღარ ვთვლი საჭიროდ უსასრულოდ გაგრძელებას.
დასაწყისი დასასრულში.



№1  offline წევრი KaTE:))

პირველი ვარ^_^ შვიდიანი დამიბრუნდა დღეს თუკაც დამიბრუნდა რაღაც კარგი დღე მაქვს და თან დღეს საუკეთესო თავი გამომივიდა ჩემ მოთხრობასი :lobe:ახლა წავიკითხავ ^^
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№2  offline წევრი N7

KaTE:))
პირველი ვარ^_^ შვიდიანი დამიბრუნდა დღეს თუკაც დამიბრუნდა რაღაც კარგი დღე მაქვს და თან დღეს საუკეთესო თავი გამომივიდა ჩემ მოთხრობასი :lobe:ახლა წავიკითხავ ^^

თვით ბედნიერება ხარ!^^
უღრმესი მადლობა, რომ მელოდები..♥♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი Margvelashvili

N7 <3 uyvarxar shen margvelashvilss ^^ velodebi shemdeg ufro da ufro uketes motxrobas <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

KaTE:))
პირველი ვარ^_^ შვიდიანი დამიბრუნდა დღეს თუკაც დამიბრუნდა რაღაც კარგი დღე მაქვს და თან დღეს საუკეთესო თავი გამომივიდა ჩემ მოთხრობასი :lobe:ახლა წავიკითხავ ^^

შენც ჩემსავით ყოფილხაარ <3 მეც გამახარეეს <3 მალეე დადეე რააა ავტოოორ <3

 


№5  offline მოდერი D-roni

chemi nichieri gogo dabrunda ❤❤ gamixardi unikaluro da unichiereso ❤❤

 


№6  offline წევრი N7

Margvelashvili
N7 <3 uyvarxar shen margvelashvilss ^^ velodebi shemdeg ufro da ufro uketes motxrobas <3

შენ მარგველაშვილი მწც მიყვარხარ, გიორგისი რა მოგახსენო :DDD ♥

uchveulo
KaTE:))
პირველი ვარ^_^ შვიდიანი დამიბრუნდა დღეს თუკაც დამიბრუნდა რაღაც კარგი დღე მაქვს და თან დღეს საუკეთესო თავი გამომივიდა ჩემ მოთხრობასი :lobe:ახლა წავიკითხავ ^^

შენც ჩემსავით ყოფილხაარ <3 მეც გამახარეეს <3 მალეე დადეე რააა ავტოოორ <3

აწი ახალ მოთხრობას დავიწყებ^^♥

D-roni
chemi nichieri gogo dabrunda ❤❤ gamixardi unikaluro da unichiereso ❤❤

მეც მიხარიხარ უთბესო და უტკბესო :DDD ♥ ♥ ♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი სესილია

ერთი სუნთქვით წავიკითხეეე, მაგარია love

 


№8  offline წევრი N7

სესილია
ერთი სუნთქვით წავიკითხეეე, მაგარია love

გმადლობ♥♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline წევრი nini :)

ძააან მაგარი იყო
ძაან მომეწონა ველი შემდეგ ისტორიას

 


№10  offline წევრი N7

nini :)
ძააან მაგარი იყო
ძაან მომეწონა ველი შემდეგ ისტორიას

მიხარია ძალიან..♥
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი ROLIKA

Mokleedd sheni istoriebi wakitxuli maqvs, tumca ar damikomentarebia arcertzee...axla momdevno istoriasac velodebodi..molodins gadaacharba...dzalian magariaa da shenc dzalian magafi xar...dzalian kargad gadmocem grdznobebs da kargad wer...velodebi axal istorias <3 <3

 


№12  offline წევრი N7

ROLIKA
Mokleedd sheni istoriebi wakitxuli maqvs, tumca ar damikomentarebia arcertzee...axla momdevno istoriasac velodebodi..molodins gadaacharba...dzalian magariaa da shenc dzalian magafi xar...dzalian kargad gadmocem grdznobebs da kargad wer...velodebi axal istorias <3 <3

ძალიან გამახარა შენმა თბილმა სიტყვებმა!
ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ყველა გრძნობა ყველა სიტყვაში ჩავტიო..
ძალიან ნაუცაბედარი მოთხრობაა და გამიხარდა, ძალიან, რომ მოგეწონათ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№13  offline წევრი ROLIKA

N7
ROLIKA
Mokleedd sheni istoriebi wakitxuli maqvs, tumca ar damikomentarebia arcertzee...axla momdevno istoriasac velodebodi..molodins gadaacharba...dzalian magariaa da shenc dzalian magafi xar...dzalian kargad gadmocem grdznobebs da kargad wer...velodebi axal istorias <3 <3

ძალიან გამახარა შენმა თბილმა სიტყვებმა!
ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ყველა გრძნობა ყველა სიტყვაში ჩავტიო..
ძალიან ნაუცაბედარი მოთხრობაა და გამიხარდა, ძალიან, რომ მოგეწონათ! love



გენაცვალეე <333

 


№14  offline წევრი BadBadgirl ^^

Radzalian kargi da tbili iko ! <3

 


№15  offline წევრი N7

BadBadgirl ^^
Radzalian kargi da tbili iko ! <3

მიხარია, რომ მოგეწონაა! ^_^
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№16  offline წევრი idm.4

Kargad wer ♥♥♥am saitze dzalian bevrze kargad ♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent