სიყვარული წარსულიდან[1]
ქეთი,მოგვენატრები-დედაჩემი აეროპორტშიც არ წყვეტდა ქვითინს,ცხვირსახოცი აეფარებინა სახეზე და ცდილობდა არ დამენახა მისი ცრემლები,მაგრამ თვითონაც იცოდა,რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო.კარგად ვხედავდი როგორ ტიროდა მანანა. -ქეთუშ-ფეხებზე შემომეხვია სამი წლის ძმა და ძლივს დაუთავებული იუბკა სულ დამისველა.გიორგი პატარაა,მაგრამ პაწაწინა გულით მაინც ძალიან ვუყვარვარ.მეც მიყვარს,იმისდა მიუხედავად,რომ ხშირად მაბრაზებს.ზოგჯერ პატარა დედას მეძახის ხოლმე.ისეთი საყვარელი ბავშვია და ისეთი სითბო მოდის მისგან,რომ მხოლოდ მის გამო ღირს ინატრო შვილი.ზოგჯერ მეც ვამაყობ დედის როლით და გაღიმებული სახით მიმყავს სასეირნოდ,მაგრამ ამ ბოლო დროს იშვიათად თუ ვიცლი ამისთვის,რაზეც გიო მიბრაზდება,მაგრამ რა ვქნა,როცა ამდენი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი ,რას იზამ.კიდევ კარგი ესმის.ისიც ესმის,რომ დიდ ხანს ვერ ვნახავ,მაგრამ მაინც თავში აყავს ხელი .იმდენ ხანს ვამზადებდი ოჯახს ამ დღისთვის,მაგრამ სულ ტყუილად.მამაჩემი სახლში დარჩა,ვერ გავუძლებო,დედა აგერ კვდება ტირილით,ამ პატარამ კი ლამისაა არ გამშვას და ცრემლებში ჩამფლოს. -გიო,მეც მომენატრები-დავიკუზე და შევხედე პატარას აცრემლებულ თვალებში.მეც კი მინდა მათთან,მაგრამ ჰარვარდში სწავლა სახუმარო საქმე ხომ არაა.მთელი ცხოვრება ამას შევწირე,ზაფხულის სწავლის-ციებ-ცხელებამაც კარგად ჩაიარა და ახლა ამაზე უარს ვერ ვიტყვი.უბრალოდ გაგიჟებული ვიყავი,როცა წერილი მომივიდა.იმ დღეს,ალბათ,ყველაზე ძლიერად ვგრძნობდი ადრენალინს.თავი სიზმარში მეგონა,როცა სამედიცინო ფაკულტეტზე მოვხვდი ჰარვარდში.ამას ხომ ბავშვობიდან ვოცნებობდი.მახსოვს,როგორი აღტაცებით ვყვებოდი ამ უნივერსიტეტის შესახებ,საქართველოს საერთო ბიუჯეტს აღემატებაო,ახლა კი ერთ კვირაში ჰარვარდის სტუდნტი გავხდები.ზაფხულში მთელი დღე წიგნებიდან არ ამიღია თავი,ვენტილატორი და კონდიციონერი რომ არა თბილისში ფეხებს გავფშიკავდი.მაგრამ ახლა სტუდენტი ვარ,ჰარვარდის სტუდენტი,რაც ძალიან მახარებს. -ჩემზე ბედნიერი ადამაინი არ არსებობს..ექიმი,რომ გავხდები ყველას უფასოდ გიმკურნალებთ-გადავეხვიე დედას და ცრემლები მოვწინდე,მერე პატარას გადავუსვი თავზე ხელი,ძლიერად ჩავიხუტე და უკან დავიწიე. -მომენატრებით.რომ ჩავალ „სკაიპით“ დაგირეკავთ-დავაიმედე ჩემი საყვარელი ოჯახის წევრები და ჩემოდანი გავაგორე.თვითმფრინავში ასვლისას,კიდევ ხელს ვუნევდი მათ და თვალზე ცრემლები მადგებოდა. ჩემი ადგილი დავიკავე.პირველად ვარ ხმელეთის ზემოთ,რაც ამ გამძაფრებულ გრძნობებს უფრო აძლიერებს და ლამისაა სიხარულისაგან ვიკივლო. „კეთილი მგზავრობა“-ეკატერინემ გამომიგზავნა ტექსტური შეტყობინება,რადგან თვითმფრინავზე მოსვლა ვერ მოახერხა,ალბათ,მიხვდით,რომ ის ჩემი საუკეთესო მეგოაბრია,დაქალი და საერთოდ ყველაფერი,ჩემი ოჯახია და ძალიან მიყვარსრამდენიმე მეგობარი კიდევ მყავს,მაგრამ ასე ახლოს არავისთან ვარ. ალბათ,შემატყვეთ,რომ ძალიან ემოციური ადამიანი ვარ.ასეცაა! და თანაც ძალიან პოზიტიური,არ მესმის ზდმეტი დაძაბულობა და საერთოდ რეალისტი ვარ,ოღონდ ცტა ვარდსფრად.როცა მიჭირს პანიკაში არ ვარდები და თავს ვუმეორებ,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ზოგეჯრ პრობლემებსაც კი გადავაწყობ გვერდზე, გაუხსნელი სამეებივით და ვარსდისფერ ბუშტში დავფარფატებ.ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. შეყვარებული არასდროს მყოლია.ან სად მქონდა მისთვის დრო? ახლა თითქმის უფასოდ მოვეწვე ჰარვარდში და არაფერს ვნანობ.არ ვერთობი ისე,როგორც ჩეულებრივი თინეიჯერები.17 წლის ვარ და არც ერთ კლუბში არ ვყოფილვარ.წიგნების ჭიას ვერ დამარქმევ,რადგან ასეთი ადამიანები უფრო სხვა თემაა,მე ისეთი ფენომენი ვარ,რომლის მშობლებიც დაბადებიდან აწყობდნენ ჩემს მომავალს..ვიცოდი რა მინდოდა და მთელი ეს წლები ამისთვის ვიბრძოდი.ახლა ბედნიერი ვარ და სულ არ მახსოვს ის ბუზღუნი თუ კინკლაობა,როცა დედას ვსაყვედურებდი,სხვები ასე არ ცხოვრობენო,მაგრამ საჩუქარი ხომ მივიღე..მე ჰარვარდში ვსწავლობ,სხვები კი თსუ-ში,ილიაში,სეუ-ში...ახლა ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ,რომ მყავს ასეთი მშობლები. -შამპანურს დალევ?-სტიუარტესა მომიახლოვდა და ყვითელი კულულები გააქნია. -არა,მადლობ-თავი გავაქნიე.შამპანური ცხორვებაში ერთხელ დავლიე და ისიც რამდნეიმე წვეთი და როდის არც ის მახსოვს.სასმელი არაა ჩემი სტიქია,არც ვიცნობ და,მგონი,არც ამის სურვილი მაქვს.მშობლები არასდროს სვამენ და არც მე მქონია ისეთი წრე,რომ გამესინჯა.ღვინოს თუ დავლევდი 50-100 გრამს მამაჩემი ვენახიდან.აი,ეს არის ჩემი ალკოჰოლური გამოცდილება.არც ეკა სვამს.ისიც ჩემნაირია,სულ სწავლობს,მაგრამ ნაკლები ამბიცია აქვს,ალბათ,ამიტომაცაა,რომ ახლა თსუ-ში სწავლობს ფილოლოგიურ ფაკულტეტზე და არა სამდე ცნობილ უნივერსიტეტში. საერთოდ ასეთია ჩემი წრე,ყველა ინტელექტუალური და სწავლის გიჟია.თავიდან წიგნიც კი მეჯავრებოდა,მაგრამ დრო თავსიას შვრება.ახლაც გაზეთს წავაწყდი და ვეძებ,რამე სასწავლო ხომ არ წერია,მაგრამ ვერაფერი საინტერესო.ან რა იქნება? სად აქვს ამ მგზავრებს ტვინი.ეს ხუმრობით,მაგრამ ახლა თავი ისე მისდება,რომ ამ ვითომტელევიზორის,რომელიც აუმონტაჟებიათ თითოეული მგზავრისთვის,ამის თავიც არ მაქვს. თავი მივაყრდენი ფანჯარას და ფიქრი დავიწყე.ოდნავ ვღელავ.ბოლოს და ბოლოს ახალი ქვეყანაა,ახალი უნივერსიტეტი და ახალი ხალხი.ინგლისურად თავისუფლად ვსაუბრობ,კიდევ კარგი.ნებისმიერი ამერიელის საუბარი მესმის და შემიძლია თავსსუფლად გავუწიო კომპანიონობა ნებისმეირ საკითხში,რაც კიდევ მაძლევს სტიმულს.არ ვიცი,როგორი ხალხია ამერიკელები.მართალია,მამიდაჩემსი მეუღლე ამერიკელია და არ არის ცუდი კაცი,კარგი იუმორის გრძნობაც აქვს,მაგრამ ერთი ადამიანით რას განსაზღვრავ.მამიდაჩემმა შემოგვიარე ერთხელ მაინცო,თუმცა არ ვიცი როგორ მოვახერხებ,კემბრიჯი და ნიუ-იორკი არც ისე ახლოსაა ერთმანეთთან.თან მგზავრობა არ მიყვარს,მეზარება ჭირივით.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ამ წინადადებას ხელიდან გავუშვებ.ალბათ,ვესტუმრები.პატარა მაიკლის ნახვა მინდა განსაკუთრებით.ის ჩემ ძმაზე ოდნავ დიდია.ცოტა ხნის წინ ვნახე „სკაიპში“,გიომაც ნახა და მასთან თავისი გაკეთებული გემი გამომატანა,აუცილებალდ,აჩუქეო.სხვა რომ არაფერი ჩემს ძმას ვერ ვაწყენინებ.ასე რომ,მომიწევს უნივერსიტეტის დაწყებიდან რამენაირად მივაგნო ნიუ-იორს,თან თავისუფლების ქანდკებასთან სელფს გადავირებს.ეს ისე,მაგრამ მართლა მაინტერესებს იქაურობა.როგორც ამბობენ კარგი „პონტია“,ერთი დღე დავრჩები და იმეიდა იქაური მასპინძლები ექსკურსია-მძღიოლობაზე დამთანხმდებიან.იმედია,ვერ მეტყვიან,უარს მე ხომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი მიმაქვს.იმდენ ხანს აკეთებდა გიო ამ გემს ხისგან.ახლაც ისე ვუფრთხილდები,რომ ჩანთაში მიდევს.ჩემს ძმას ვუთხარი,ეს ყველაზე ძვირფასი რამაა,რაც მიმაქვსო.მისთვის ასეა და,ამიტომ ჩემთვისაც. მეორე დღეს,როცა თვითმფრინავი ეშვებოდა,გულის რევის შეგრძენაბ ვიგრძენი,თავიც ამტკივდა,მაგრამ კიდევ კარგი გადავრჩი.ჩამოვედი თუ არა, სულ სხვა ჰაერი ვიგრძენი.რაც არ უნდა იყოს,ეს სულ სხვა სარტყელია.ამის გაფიქრებაზე გამახსენა,რომ ჩემს ოჯახს შეზღუდულ საათებში დაველაპარაკები,თუმცა საღამოს გარდა სხვა დროს არც მეცლება. -დაგეხმარებით?-ვიღაც კაცი დამიდგა წინ და დამტვრეული ინგლისურით მკითხა.“იმიგრანტი იქნება“-გავიფიქრე და მის გვერდზე მანქანას შევხედე.“წავა,რა“. -მადლობთ-ჩემოდანი მოვათავსე უკან და მეც მშვენივრად მოვთავსდი.სასტუმროს სახელი ვუთხარი და ტელეფონი ამოვაცურე ჩანთიდან.დამეზარა ყველასთვის სათითაოდ მიწერა და „ფეისბუქზე“ დავპოსტე:“ახლა ჩავედი,კარგად ვარ და ყველანი მენატრებით“.გიოსაც აქვს ეს დაწყევლილი სოციალური ქსელი,რომ დაჯდება თამაშვს ვერ ვწყვეტ ვერც მე და ვერც დედა. -მეშვიდე ნომერი-სასტუმროში რეგისტრაცია გამატარეს და კიბისკენ მიმითითეს,ადითო.ეს უკვე მომეწონა.როგორი ზრდილობიანი ხალხია,სულ იღიმიანი და კარგ განწყობაზე გაყენებენ.დედასგან ხშირად მესმოდა,ამერიკული ღიმილიო,მაგრამ მაინც და მაინც არ მჯეროდა.პრაქტიაში ხომ სულ სხვაა ყველაფერი.ახლა კი გახარებული ვარ,რომ მათტან მოვხვდი.ბედნიერი ხალხია და წარმატებულობას ღიმილით გამოხატავენ.მამჩემის სიტყვები გამახსენდა,გინდ ცუდად იყო უნდა იღიმოდე,საწყალი ხალხი არავის უყვარსო.ამაზე პრობლემა არ მაქვს.დიახ,ვიღიმი და ვიღიმი,რატომ უნდა გავუფუჭო ხალხს განწყობა,გინდ დიდ ქვევრში ვიყო ჩამწყვდეული და ვერ ამოვდიოდე.არა,რა სისულელეა! პოზიტივი და ცხორვება გრძელდება..ცუდი ჩაივლის,გავიღიმოთ და ვიცხოვროთ იმ აზრით,რომ ეს ყველაფერი მოკლეა. სწრაფი ნაბიჯით ავიარე კიბეები,ჩემი ჩემოდანი ხომ მომსახურე პერსონაჟს მოჰქონდა და თავისფულად მივიწევდი მაღლა.ეს ყველაფერი კი მომწონს,მაგრამ ნომერიც ხომ მნივნელოვანი რამაა.სულ რომ არაფერი აქ უნდა ვიცხოვრო კიდდევ თითქმის ერთი წელი.იმაზე,რომ ამდენ ხანს ვერ ვნახავ მშობლებს ცრემლების შემოტევ მეწყება,მაგრამ ვციი,რომ ასე აჯობებს ყველასთვის.მხოლოდ გულით არ უნდა ვიფიქროთ,თორემ,მტრისას. ღიმილით გავაღე კარები და პირდაპირ ლოგინზე დავეშვი.ჩემოდანი ოთახში დამიტოვეს,შემოკლებული ფორმით გადავუხადე მადლობა და ფეხზე წამოვხტი.“არაა,ეს კარგი საციელი..პირდაპირ ლოგინზე რომ დაეშვი..“-ალტერეგომ ესეც არ შემარგო.კიდევ ერთი ოთახი მქონდა,უმაღლესი დონის სააბაზანოც კი.კიდევ უფრო გამინათდა სახე.აქ ხომ ყვაფერეი კომფორტული ჩანდა,ცანდა კი არა იყო.:ლბათ,რა ერირება ეს ყველაფერი“-გავიფიქრე,მაგრამ არც მადარდებდა.ლოგინზე დავეშვი.ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი,არც მახსოვს,საით მივყარ-მოვყარე და დაღლილმა ამოვისუნთქე.ნელ-თბილი შხაპი მივიღე და ზეწრის ქვეშ შევძვერი.“აქაურობა მშვენიერია“-გავიფიქრე და ისევ მომდევნო დღეები წარმომიდგა თვალწინ.ორ-სამ დღეში მამიდას მოვინახულებდი,მანამდე კი ცხორვებას უფრო ახლოდან დავგეგმავდი.გამახსენდა ფიტნესის საშვი.მამიდაჩემმა მაჩუქა დაბადების დღზე,ერთი წელი უფასოდ ივლი და ძალიან კარგი სიტუაციააო.ვარსკვლავისებურად გავშოტილვარ ახლა ლოგინზე და სამყარო ჩემი მგონია.“ნუთუ სიზმარია..არა,ეს შენი წარმატებაა..“-ჩემთვის ვიცინი,მაგრამ ძილი მაინც თავისას შვება.ჩამეძინა,როცა გამეღვიძა უკვე საღამო იყო.ზლოზვნით ავდექი ლოგინიდა,ჩავიცვი და აბლა ჩავედი.სასადილო შევათვალიერე.ლატე ვიყიდე და გარეთ გამოვედი სწრაფი ნაბიჯით.შემდეგ ქუჩებში გავისეირნე,მარაზიების ვიტრინებმა კი მიმიზიდეს,მაგრამ შოპინგი მომდევნო დღისთვის გადავდე.ვამჯობინე,რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში შემევლო და ექსკურსიის თარიღი გამეგო.აბა,არ უნდა ვიცოდე სად ვსწავლობ.ხვალ,11-ზე მოდითო,გამიღიმა ახალგზარდა ქალმა და ვიზიტკაც მომცა.ღიმილით გამოვედი გარეთ და ხეტიალი განვაგრძე.პატარა კაფეში შევედი,ყავა შევუკვეთე,მაგრამ პირი არ დამიკარებია.ხალხს დავუწყე თვალიერება.“ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ სულ ეული ხომ არ ვიქნები..“-გავიფიქრე და გოგონა შევათვალიერე,რომელიც მომეწონა,მაგრამ რატომ ვერ ჩავწვდი.ალბათ,იმიტომ,რომ რაღაცას სერიოზული სახით ესაუბრებოდა წინ მდგომ გოგონას და თანაც სახე პოზიტივისგან უელავდა. „დღეისთვის კმარა“-ფეხზე წამოვდექი,97 ცენტი გადავიხადე და გარეთ გამოვედი.“ყავით ვერ გავიჭყიპები“-უკმაყოფილოდ გავიფიქრე და გზას გავიუყევი.კიდევ კარგი ხელში მაქვს რუქა და კიდევ კარგი ყოველ ნაბიჯზეა ყვითელი „ტაქსები“,თორემ არ ვიცი რა მეშველებოდა.საშველი და გამოსავალი ყოველთვის კი მოიძებნება,მაგრამ არ მიყვარს უაზრო სირთულეები,დროს ფუჭი ხარჯვა და სხვა,რაც არ შემესაბამება. ნომერში გვიან დავბრუნდი და მალევე ჩამეძინა.კიდევ კარგი მალე ეჩვევა ჩემი ორგანიზმი სიახლეებს და ბიოლოგიური საათის დარღვეავს გადაიტანა.დილას კარგ ხასიათზე გამეღვიძა,საათს რომ დავხედე ათი იყო.თავი მალევე მოვიწესრიგე,სასსადილოშიც მოვასწარი ცასვლა და ყვითელი „ტაქსით“ გავემართე იმ ადგილას,სადაც შეხვედრა გვქონდა დანიშნული. -მე ვიქნები თქვენი ექსკურსია-მძღოლი-რამდენიმე სტუდენტს გაგვიღიმა მამაკაცმა და თეთრი კბილები გამოაჩინა..სულ 10-იოდე ადამიანი ცაგვიბარა და გრძელ დერეფანს გაუყვა,ცვენს უკან მივყევით.რმდენიმე საათიანი ხეტიალის შემდეგ,გაოცებული სახით ვიყავი.ახლა ფრო დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების მართებულობაში. გასასვლელთან შევჩერდი.ის გოგო შევნიშნე,რომელიც კაფეში მომეწონა და სახე გამინათდა.გადავწყვიტე,რომ მივსულიყავი და გამეცნო. -გამარჯობა-ინგლისურად მივესალმე და გავუღიმე ამერიკული ღიმილით,რომელიც არ მიჭირდა. -გამარჯობა-მანაც გამიღიმა. -აქ უნდა ისწავლო?-ვითომ არ ვიცოდი,ისე ვკითხე. -კი,შენ?-მეც-გავუღიმე,მაგრამ ამ ამერიკულმა ღიმილმა ისიც კი დამავიწყა,რომ უცნობისთვის სახელი მეკითხა. -მე ალექსანდრა ვარ,კალინიგრადიდან ჩამოვედი-მოვიაზრე,რომ მეც იგივე უნდა მეპასუხა-ქეთი,თბილისიდან..-რომელ ფაულტეტზე იქნები?- -სამედიცინოზე და შენ?-ქერა თმა უკან გადაიწია და ჩემს პასუხს დაელოდა.. -მეც-ისე გამიხარდა,რომ ლამის იყო ხტუნვა დამეწყო. -ერთ-ორ საგანზე მაინც მოვხვდებით ერთად,იმედია...-გამიღიმა და მისი ერთმანეთზე მიწყობილი თეთრი კბილები არ გამომპარვია.ამერიკაში ამ უკანკენელს ხომ დიდ ყურადღებას აქცევენ.კიდევ აკრგი ბრეკეტებს ვატარებდი პატარაობაში,თორემ ახლაც თაგვივით კბილები მექნებოდა. -მეც არავის ვიცნობ-მივხვდი,რისი თქმაც უნდოდა და ისევ გავუღიმე“ეს ღიმილი რამდენს შვრება“-საკუთარი თავით კმაყოფილი დავემშვიდობე და ნომრისკენ წავედი. ვიცოდი,რომ შემდეგშიც ვანხავდი,ამიტომ ნომერი და რაღაც სისულელეები არარ მიკითხავს.ეტყობოდა,რომ ეჩქარებოდა,მეც მეჩქარებოდა და,ამიტომ ასე ორიგინალურად დავტოვეთ სასაუბრო ზონა. შემდეგ მაღაზიები დავიარე,ახალი სამოსი შევიძინე და ნომერში გადაღლილი დავბრუნდი,თუმცა ძალიან კმაყოფული.ეს ყველაფერი ჩემთვის შესანიშნავი განტვირთვა იყო. ნომერში ამოვატანინე ვახშამი და ლოგინში გაწოლილმა მივირთვი.კიდევ კარგი დიდი სინი იყო და არაფერი დამეყარა,თორემ რა წესია,მოხვედი წინა დღეს და უკვე დამლაგებელი გამოიძახო და შეაწუხო.ყველაფერი წინასწარაა გათვლილი და ეს მახარებს.არაფერზე მაქვს საფიქრი.მართალს ამბობდა მამაჩემი,ვინც სწავლობს ხელის გულზე ატარებენო.კიდევ კარგი დავუჯერე,თორემ ახლა მუშაობა და სწავლა ერთდროულად მომიწევდა..არა,ეს არ მაწყობდა! ახლა კი ისე ვგრძნობ თავს,რომ მინდა ლოგინი გადმოვატრიალო ხტუნვით..მინდა,რომ საშხაპეში უკანასნელ ხმაზე ვიყროყინო..კი,ვცხავივარ,მაგრამ მაღალ ხმაზე მაინც ვერ ვბედავ,სულ რომ არაფერი უცხო ქვეყანაა და მეც ახალი ვარ აქ.. შემდეგ დღეს,რახანგამოვნახე დრო,“ტაქსით“ ნიუ-იორში წავედი.რარაცნაირად მივაგეი მამიდაჩემის სახლს და ზერი დავრეკე.ქალაქგარეთ ცხორვობ.ადრე ამბობდა,დილას რომ ვიღვიძებ,ირემის ხმა მესმისო,მაგრამ არ მჯეროდა,ახლა კი ჩემს გვერდით დგას გამართულად და თამამად გარეული ცხორველი,რომელიც მხოლოდ პირველი კლასის წიგნის ილუსტრაციებში მინახავს.კარები პატარა მაილმა გააღო.თავიდან გაკვირვებული მომაშტერდა და მერე სიხარულით გაიქცა დედამისისკენ,დედა,ქეთი მოვიდაო. მაკა გამოვარდა კარებთან და გაკვირვებულმა შემომხედა,ახლა არ გელოდი,რა სიუპრიზიაო.გადავეხვიეთ ერთმნაეთს და სახლში შემომიპატიჟა.მაიკლის დავახვრჩე კოცნით და შემდეგ ყავა შემომტავაზა,ახლა დავლიე-მეთქი და უარი ვუთხარი. -ჩემი საფირმო კერძი მაინც უნდა გასინჯო-მაგიდასტან მიმიწვია და დაჟინებით მითხრა,დაჯექიო.დავყევი მის ნებას და,მართლაც გემრიელი აღმოჩნდა.სიაში ცავამტებ-მეთქი,გავიფიქრე და მის სამზარეულოს მოვავლე თვალი,შემდეგსხვა ოთახებიც მანახა.ჩემი მეუღლე სამსახურშია და მე გაგიყვან სამდეო. -მადლობ,კარგი ექსკურსია-მძღოლი იქნები-გავუღიმე და მაიკლს დავუძახე-ეს გიომ გამოგიგზავნა. -მადლობა გიოს-სახე გაუნათდა,გამომართვა შეფუთული გემი,გახსნა და თავის ოთახში გაიქცა.ცოტა ხანში გახარებული სახით გამოვარდა. -გიო რა ყოჩაღი ყოფილა.ადრე კი მანახა,მე გააკეთეო,მაგრამ „სკაიპიდან“ კარგად არ ჩანდა.მეც ვაჩუქებ მერე რამეს-პაწაწუნა ხელები კისერზე შემომხვია და კალტაში ცამიჯდა. -რა კარგი ბიჭი ხარ-ხუჭუჭა თმაზე ხელი გადავუსვი. გვაინობამდე ვათვალიერებდით ქალაქს.პირველ რიგში,თავისფულების ქანდაკებას ვესტუმრეთ.მაკამ მისი აგების ისტორია ისე მომიყვა,რომ ათასჯერ მოსმენილი სულ გადამავიწყდა..მისი ბაგეებიდან უფრო საინეტრესოდ ამოდიოდა ეს სიტყვები.თავისებურად ყვებოდა და ისე ჩამითრია,როგორც პატარა ბავშვი თავისკენ მიჰყავს საინტერესო ზღაპარს. ორი საათი იყო,როცა ნომერში დავბრუნდი.ისე ავიძინე,რომ არც „სკაიპი“ მახსოვდა და არც არაფერი.შემდეგ საღამოს,როცა სხვა აოსულებთან ერთად დავათვალიერი ქალაქი,გიოს დავურეკე. -რატომ არ მირეკავდი ამდენ ხანს?-საყვარლად შემომხედა.ეტყობოდა,რომ ცრემლებს ძლივს იკავებდა. -ბოდიში,გიო..ვერ მოვახერხე..დედა სადაა? -დედა მეზოობელთანაა..მაიკლი ნახე?-ვიცოდი,რომ მკითხავდა დ ამაყად შევხედე:-კი,გუშინ ვნახე და მადლობა შემოგითვალა.ძალიან მოეწონა შენი გაკეთებული გემი.მეც ვაჩუქებ რამესო,მითხრა. გიო მალევე წამოენთო სიხარულისაგან-მადლობა..ცუდია,რომ საერთო ენა არ გვაქვს..მაგრამ ინგლისურს დედა მასწავლის და მერე ვესაუბრები-ანბანს ბროშურები დამანახა..-იცი,დღეს რა ვისწავლე? -რა ისწავლე,გიო?-ახლოს მივიწიე ეკრანთან და ბავშვის პასუხს დაველოდე. -ძაღლი -„დოგ“-თვალები გაუბრწყინდა პატარას. -გინდა რაღაც გასწავლო?მაიკლს დაურეკე დღეს და კითხე,თუ მოეწონა შენი საჩუქარი.. -მართლა?როგორ ვუთხრა? -did you like my present?-რამდენჯერმე გავუმეორე,რომ დაემახსორვებინა.ის ხომ პატარაა და კითხვაც არ იცის.დედას,როცა დრო აქვს ხოლმე კი ასწავლის,მაგრამ მაინც პატარაა და ერ ადრეა მისთვის.მომდევნო თვეში ძიძა უნდა აუყვანოს დედამ,ძველი გათხოვნა და გაიქცა,ვეღარ ვიმუშავებო. -წავედი,მაიკლს უნდა დავურეკო.მადლობა და არაფრის კი ვიცი-გამიღიმა და გათიშა. ეს ერთი კვირაც მალე გავიდა და გათენდა უნივერსიტეტეის პირველი დღე..პოზიტივით სავსემ გამეღვიძა ადრე,მაშინვე ავდექი და გამზადება დავიწყე.. ________ ახალი ისტორიის დასადებად,ალბათ,არაა შესაბამისი მომენტი,მაგრამ მაინც ვდებ. ველი შეფასებებს.არდაიზაროთ.მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.