სიყვარული წარსულიდან[2]
ყინულიანი წვენი დავლე,როგორც ყოველთვის და ფანჯრიდან გავიხედე.გარემო უფრო მშვენიერი მომეჩვენა,არა და უკვე რამდენი ხანია,რაც აქ ვცხოვრობ.დიდი ხანი არც მიძებნია ტანსაცმელი,რადგან უკვე წინა დღის გამზადებული მქონდა,ამიტომ მალევე გავაღე კარები და კიბეებისკენ წავედი.სადა ლურჯი კაბა ტანზე კარგად მომადგა და ოდნავ მაღალმა ქუსლმა უფრო შთამბეჭდავი გამხადა,სადა მაკიაჟიც გავიკეთე,თმა გავისწორე და მივხვდი,რომ ეს იყო ის,რაც მჭირდებოდა.ძალიან გადაპრანჭვა და ყურადღების მიქცევა არ მინდოდა.ათასნაირი ხალხი არსებობსო,იმდენჯერ მიმეორებდა დედაჩემი,მგონი,ოდნავ უკვე შემაშინა,მაგრამ,რაც არ უნდა იყოს,მაინც ვერ ამიკლებს შიშები.ბუნებით მამაცი ვარ,არც მარტო ცხოვრების შიში მქონია არასდროს.ბავშვობაშიც არ ვიყავი ზედმეტად ფრთხილი,უფრო მეტიც,ზოგჯერ ისე ვიქცეოდი,რომ ფრთხილიც კი არ მეთქმებოდა. თუმცა, ერთს კი გაგიმხელთ,ერთი რამის შიში მუდამ მქონდა და კვლავ მაქვს.მეშინია,რომ რაღაც არ გამოვა ისე,როგორც მე მინდა.მეშინია,რომ ვერ მივაღწევ დასახულ მიზანს.ვთვლი,რომ ამის შიში უფრო სასტიკია.აბა,ბუები და გუდიანები როდიდან არსებობენ? გუდიანზე გამახსენდა ერთი მოხუცი ქალი,რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობდა,ჩვენს მეზობლად და მუდამ ამით აშინებდა ბავშვებს.ახლაც მახსოვს,როგორი ბედნიერი სახე ჰქონდა ამ სულელი ბავშვების ყურებით.ეს რატომღაც არ მიმაჩნია სწორად,რა დროს ბავშვის დაშინებაა.დარწუნებული ვარ,რომ შვილს მსგავსი ჩერჩეტობებით თავს არ გამოვუტენი. საკუთარი თავი სასტუმროდან გასვლისას კიდევ შევათვალიერე და ისევ დავიბენი,გამიკვირდა,რომ ასე მეცვა.კაბა ხომ ცხორვებაში არ მცმია.“ახლა როგორ შევიცვალე“-დავცინე საკუთარ თავს და ყავით ხელდამშვენებულმა გავაჩერე „ტაქსი“.კიდევ კარგი ჩემ მშობლებს „ტაქსის“ ფული აქვთ,თორემ საზოგადო ტრანსპორტით რა მატარებს. უნივერსიტეტთან ჩამოვედი და ამდენი ხალხის დანახვა უფრო ამაღელვა.ასეთ გარემოს არ ვიყავი შეჩვეული,თან ნაცნობს ვერავის ვხედავდი ან ვინ უნდა მენახა.ბოლოს,როგორც იქნა,თვალი მოვკარი ალექსანდრას,რომელიც მარტო იდგა.როგორც ჩანდა,ვერც ის ეგუბოდა ახალ სიტიაციებს. -ალექსანდრა,როგორ ხარ?-მივუახლოვდი გოგონას და გავუღიმე.რუსულად ვკითხე,რაც ნაცნობობის ერთგვარი ჟესტი იყო. -ქეთი,არ მეგონა,აქ თუ გნახავდი-მის ხმაში სიხარულის მარცვალი შევნიშნე.ეტყობოდა,რომ,მართლაც,გულწრფელად საუბრობდა. -ჰო,აქ ძალიან ბევრი ხალხია-თვალები აქეთ-იქით დავაცეცე,როგორც პატარა ბავშვი სკოლის პირველ დღეს იქცევა ხოლმე. -მოდი,ერთად შევიდეთ.აქ ისეთი დაძაბული ვარ-ხელი მომკიდა და კარებისკენ მიბიძგა. -აქ ყველაფერი ისეთი ლამაზია-ძლივს წავიბურდღუნე და გოგონას სახეს დავაკვირდი.მერე მისი ჩაცმულობას ავათვალიერე.მოკლე შავი იუბკა და ყვითელი მაისური ეცვა,რაც მის თმასთან ისე მიდიოდა,რომ ძალიან მიმზიდველი ჩანდა.გარეგნობითაც არ იყო ურიგო გოგონა.ერთი სიტყვით,სასიამოვნო გარეგნობა და საუბარი მიქმნიდა მასზე კარგ წარმოდენას.გამიხარდა,რომ ერთ ადამიანს მაინც ვიცნობდი ხალხის მხელა ზღვაში,თუმცა ეს ჩემთვის ოკეანე უფრო იყო,ვიდრე ზღვა.ეს ის იყო,რაც ძალიან მჭირდებოდა.დაძაბულობა მოვიხსენი და ალექსანდრას შევყევი.დერეფნები დავათვალიერეთ და კიდევ უფრო გავოცდით.თითქოს პირველად ვხედავდი ამ კედლებს,არა და უკვე მრავლჯერ არა მაგრამ,რამდენიმეჯერ მაინც ვიყავი გასული და შემოსული,უფრო მეტიც,კარაგდ მქონდა დათვალიერებული და,შესაძლოა,შესწავლილიც კი. პირველ დღეს, ძალიან გამიჭირდა.მერეც კი არ მინდოდა იმ დაძაბულობის გახსენება,რომელიც მთელი დღე თან დამსდევდა.პირველ ლექციაზე ლამის იყო ალექსანდრასთვის ხელი ჩამეჭიდა.ასეთ უმწეობას,მგონი,პირველად ვგრძნობდი,მაგრამ,როცა გარეთ გამოვედით და კემბრიჯის,სუფთა ჰაერი ჩავისუნთქეთ,მაშინვე კარგ ხასიათზე დავდექი. -სანდრას მეძახიან მეგობრები-ენის ბორძიკით წარმოთქვა და უფრო მომიახლოვდა. -სასიამოვნოა-გავუღიმე-მე ყველა ქეთის მეძახის-უხერხულად დავამატე და გზას გავხედე. -ახლოს ცხოვრობ?-ჩანთიდან რაღაც გადმოიღო და თვალიერება დაუწყო. -არც ისე,მაგრამ „ტაქსის“ წყალობით სწრაფად გადავაადგილდები-კიდევ კარგი რუსული ვიცოდი,თორემ რა მეშველებოდა,აზრზე არ ვარ. -კარგი აქცენტი გაქვს-სანდრამ სიხარულით შემავლო თვალი და კედელს მიეყრდნო,ჩანთა მოიხსნა და გადასაკიდს დაუწყო წვალება. -მადლობ,მაგრამ არც ისე-გავუღიმე და წინ გავიხედე,“ტაქსი“ არ ჩანდა. -იშვიათად თუ ვხვდები ასეთ მოსაუბრეს-მისი სიტყვები გადაჭარბებულად მივიღე,რატომღაც,მაგრამ აღარ შევწინააღმდეგებივარ. -არ გინდა სადმე დავსხდეთ?-შევთავაზე და პირდაპირ არსებულ კაფეზე ვანიშნე. -შესანიშნავი იდეაა-კედელს გაეცალა და გვერდში ამომიდგა. -ჩანთა გადაიკიდე-მეგობრულად ვანიშნე ხელზე და შუქნიშანს გავხედე.მოძრაობის წესებს თითქმის სულ ვიცავ და არც მაშინ იქნებოდა გამონაკლისი.გვერდით გამომყვა და ერთად გადავედით. ჩუმი გარემო იყო და ლამაზი ხედიც მოჩანდა.შეგეძლო უნივერსიტეტის ნაწილისთვის მაინც შეგევლო თვალი,თუმცა აქამდე არ ვიყავი ნამყოფი.სულ რაღაც ერთი კვირაა,რაც ჩამოვედი და,ალბათ,ამის დრო არ მქონდა.სახლთან მდებარე კაფეებს ვსტუმრობდი და აქ მოსვლა რატომ არ მომივიდა აზრად მაინც ვერ მივხვდი. -აქ პირველად ვარ,არა და რა კარგი სიტუაციაა?-ვკითხე ალექსანდრას და ყავა მოვსვი. -მეც პირველად ვარ გამიღიმა გოგონას.ვგრძნობდი,რომ ისიც უხერხულად იყო და ჩემს ჭიქას მივაშტერდი.“რამე უნდა ვიღონო“-გავიფიქრე და ნამცხვარს ჩანგალი დავასე. -ახლა ყველაფერი გლობალურია-დავიწყე ჯახირი-რომ არა გლობალურობა,დღეს აქ არ ვისხდებოდით-მგონი,დამაჯერებლად გამომდიოდა,რაც მის სახეზე ამოკითხე.გამახსენდა,რომ,როცა ადამიანს სახელით მიმართავ,უფრო დამაჯერებელ გარემოს ქმნი და მის გულში ნდობას აღვივებ,ამიტომ გადავწვიტე სახელი დამეძახა გოგონასთვის და თანაც სანდრა-სანდრა,ასე არაა?-ალექსანრას სახეზე სიხარული შევატყვე.ეტყობოდა,რომ მასში რაღაც შეცვლილიყო,მაგრამ,იმ მომენტში,რომ გეკითხათ ჩემთვის,რაო,ვერ გეტყოდით.შესაძლოა,ახლაც ვერ გიპასუხოთ ამკ +ითხვაზე,რაღაც მაასეთს ვგრძნობდი.ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ,გოგონამ თავი ასწია და ღია ფერის თვალებით შემომხედა.ეტყობოდა,რომ რაღაც მეტამორფოზს განიცდიდა და ეს ყველაფერი ზუსტად იმ მომენტში ხდებოდა.განა გასაოცარი რამ არ არის? მეტამორფოზი,ისაა,რაც მთელი ცხოვრება მაფიქრებს.მუდამ მსგავსად ხარ,აკეთებ ერთსა და იმავეს,რუტინას ხედავ მუდამ და უცბათ ყველაფერი იცვლება,იცვლება და ეს ყველაფერი ხდება წამებში.არ მესმოდა,რა განაპირობებდა ამას და მუდამ ვეძებდი ამაზე პასუხს,მაგრამ ახლაც რომ მკითხოთ,გეტყვით,რომ მეტამორფოზი უბრალოდ ადამიანური მცნებაა,რომელიც მეცნიერულ დონეზე ჯერ კიდევ არაა აღქმული. -ამიტომ თავისუფლად უნდა ვიყოთ-დააბოლოვა სანდრამ და გამიღიმა. -მართალი ხარ-ჩემს ოჯახზე მოვუყევი,მანაც მითხრა რაღაც-რაღაცები.თურმე,დედისერთაა,ძალიან უნდა და ან ძმა,მაგრამ უფრო დიდი პრობლემაც აქვს.პატარა იყო,როც ამისი მშობლები დაშორდნენ.ხუთი წლისა გადავიდა დედასთან პატარა ბინაში და მას შემდეგ ასე ცხოვრობენ.ერთი სიტყვით,კარგად გავუგეთ,ერთი მიზანი გვაქვს და ორივენი ბეჯითი სტუდენტები ვართ. საღამოს კარგ ხასიათზე დავბრუნდი ნომერში.“აიპადში“ ჩატვირთულ წიგნებს გადავხედე და ელფოსტაშიც შევედი.სანდრამ მითხრა რაღაც საინტერესო სტატიას გამოგიგზავნიო.ბოლოს,ჩემს ოჯახს ვესაუბრე.მანანა ხაჭაპურს აცხობდა,ხვალ სტუმრები მოვლენო და წინსაფარაფარებული უღიმოდა კამერას.არჩილი რაღაცას კითხულობდა,მაგრამ მაინც მესროდა სიტყყვებს.აი,გიო კი მთლიანად ჩემთან იყო.როგორ მიყვარს ეს ბავშვი! ისეთი პატარა და უსუსურია,მაგრამ იმხელა გული აქვს,რომ ვეუბნები,მთელ დედამიწას ჩაიტევ-მეთქი. -დღეს ბაღში თოფობანა ვითამაშეთ-გიომ თავისებური ხმით დაიწყო მოყოლა და თან მთელი სახე გაბრწყინებოდა.გამიხარდა,რომ ჯერ კიდევ ერთობიან ბავშვები სათამაშოოებით.მართალია,გიოსაც უყვარს ტექნიკის გამოყენება,მაგრამ თოფები ჯერ იდევ ახსოვს,დაჭერობანასაც თამაშობს.ეს ტექნიკა კარგი რამ კი არის,მაგრამ ზოგი ისე მავნედ იყენებს,რომ გული გაგისკდება ადამიანს.მთავარია რეალობას არ გაწყვინტოსს ახალგზარდობაო,ამბობს ხოლმე მამაჩემი არჩილი. მამაჩემი ფიზიკოსია,შავი ზღვის უნივერსიტეტში წამყვანი პროფესორია,თუმცა ნახევარი წელი საქართველოში არაა,რაზეც დედა მუდამ საყვედრობს,მაგრამ ესმის მისი და ყოველთვის ხელს უწყობს,მანანა თვითონ ადვოკატია და სულ გადარბენაზეა,თუმცა,ამისდა მიუხედავად,მაინც იცლის ოჯახისთვის. -რა მაგარია-დავეკრიჭე კამერას და ტელეფონს დავხედე,რომელიც ციმციმს არ წყვეტდა. „არ უნდა დამირეკო?“-ეკატერინესგან იყო შეტყობინება. -ქეთი,ხომ მალე ჩამოხვალ?-გიომ ბავშვური გულუბრყვილობით მკითხა და ჩვეულად მოსწია თავი ეკრანისკენ,თითქოს ასე მე მიახლოვდებოდეს. -კი,პატარა,მაგრამ ახლა უნდა გავთიშო.ხვალაც დაგირეკავ გპირდები-დავემშვიდობე და მანაც პატარა ხელები დამიქნია.როგორ მინდა ხოლმე მისი ჩაყლაპვა.ორი პატარა თეთრი არსება რომ მიყურებს კამერიდან. -ეკატერინე!-დაქალს ისე შევსძახე ტელეფონში,თითქოს ჩემ გვერდით იყო.ასე ვიყავით ადრე,ახლა კი უერთმანეთობა ძალებს გვაცლის. -ქეთუშ,რომ იცოდე,როგორ მაკლიხარ-ჩემს დასავითაა და მეც სიგიჟემდე მენატრება ხოლმე. -მეც,მეც.შემოდი,“სკაიპში,“იქნებ ცოტა რეალურს მაინც დავამსგავსოთ ჩვენი საუბარი. -ყავასაც მოვადუღებ-სიცილით ჩასძახა ტელეფონს და ლეპტოპს ახადა-ამ წამს-კისკისით ჩართო „სკაიპი“ და დამეკრიჭა. -როგორ მინდა,რომ ხელი მოგკიდო-ბავშვივით დავიწყე. -არ ასლუკუნდე ახლა-ეკატერინემ იცოდა,რომ არც თვითონ ჰქონდა ძლიერი გული და,ამიტომ თავს იზღვევდ.აუნივერსიტეტის ამბები მომიყვა.იმდენი ლექტორი მყავს,რომ სახელებს ვერ ვიმახსოვრებო.სანდრაზე ვუამბე და მანაც მითხრა,რომ ახალი მეგობარი გაიჩინა,ანი. -როცა ჩამოხვალ გაგაცნობ-თვალი ჩამიკრა ეკატერინემ. -თუ მეღირსა-დაბნეულმა ჩავილაპარაკე და ძველი დრო მომენატრა.ნოსტალგიები ისე მომაწვა,რომ კინაღამ ტირილი დავიწყე. ^^ -პრაქტიკაზე ხვალ მივყვართ?-სანდრა გამომედევნა და დამეწია. -უი,ახლა შეგამჩნიე-გავუცინე გოგონას და ყურადღებით ავათვალიერე.ეტყობოდა,რომ ეს სიახლე ძალიან ახარებდა. -გვამს რომ გავჭრით მაგარი იქნება,არა?-ემოციებს ვერ იკავებდა სანდრა და ქერა თმას აწვალებდა.ისეთი საყვარელია ხოლმე ამ დროს.თითებზე იხვევს ლამაზ კულულებს და ნიავივით არხევს. -მაინტერესებს.ისე ადრე მეშინოდა ამ მომენტის,მაგრამ ახლა ძალიან ემოციურად ელოდები ხვალინდელ დღეს.არც მახსოვდა შენ რომ არ შეგეხსენებინა,სანდრა-ვატყობ,რომ სანდრა უფრო სიამოვნებს,ვიდრე ალექსანდრა და,ამიტომ მუდამ ამ სახელით მივმართავ. -ქეთი,იცი,როგორ მაინტერესებს? ისე ბავშვობაში სისხლის მეშინოდა,მაგრამ შემდეგ ისე დავინტერესდი ამ სფეროთი,რომ სისხლის შიში რაა სულ გადამავიწყდა. -ისეთი დაღლილი ვარ,რომ ვერ ვაზროვნებ,არ მეტყობა?-ვკითხე და კედელს მივეკარი. -ლექციებზე გადაიღალე?მგონი,ნორმალურადაც არ გიძინია. -ჩემმა დაქალმა გამათენებინა ღამე-გავიცინე და კედლიდან წინ წავიწიე-ყავას ვიყიდი-ვანიშნე,გამომყევიო და ისიც ამედევნა. -არ გინდა პიცა გამოვაცხოთ?-არ ველოდი მის შემოთავაზებას.რომელი კულინარი მე მნახა.მიყვარს ხოლმე სამზარეულოში ფუსფუსი,მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება.საერთოდ ამისთვის დრო როდის უნდა გამოვნახო თავადაც კი არ ვიცი. -კარგად ჟღერს-დაეჭვების გარეშე ვუპასუხე ახლადგაცნობილს. -მოდი,ხვალინდელი პრაქტიკის მერე იყოს-თვალი ჩამიკრა და ქუჩისკენ გაიხედა-აბა,დროებით,“ტაქსი“ გამოჩნდა და გავიქეცი. -დროებით-ჩუმად ჩავილაპარაკე და გზას ავუყევი.სასიამოვნო ნიავი თმებზე მელამუნებოდ,ამიტომ არ ვაპირებდი „ტაქსის“ გაჩერებას,ფეხით ავუყევი სასტუმროსკენ მიმავალ გზას და თან მომდევნო დღეზე ვფიქრობდი.“ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისია“-თავში მხოლოდ ამის გარშემო მიტრიალებდა აზრები და ორივე ლოყა გასაღიმებლად უკან მეწეოდა. იმ დღეს განსაკუთრებით გულისყურით ჩავრთე პლანშეტი და დავალებულების კითხვას შევუდექი.“შევძლებ“-ჩვეულად ვუმეორებდი საკუთარ თავს. საღამოს ჩემებისთვის აღარ დამირეკავს.“სკაიპი“ საგულდაგულოდ მქონდა გამორთული და შესვლასაც არ ვაპირებდი.ცოტა ხანს ვესაუბრე ეკატერინეს ტელეფონზე და შემდეგ თავისუფლებით გახარებული დავეცი ლოგინზე.საათს რომ დავხედე თერთმეტი ხდებოდა.გამიხარდა,რომ დრო კვლავ მქონდა დაძინებამდე. სასტუმროს კარი მივიხურე და ნაცნობ კიბეებს ჩავუყევი.ქუჩას გავუყევი და ნაუშნიკე გავიკეთე.საყვარელი მუსიკა ჩავრთე და გარემოს პეიზაჟისტივით დავუწყე დაკვირვება.ბუნება მართლაც მიყვარს,მიყვარს,როცა გარემო მშვენიერია,როცა ვხედავ ყვავილებს,ხეებს,თუნდაც მხოლოდ მზესა და ცას. მოწმენდილ ცაზე ოდნავ მომეწყინა,საქართველოს ჭერი გამახსენდა და ცრემლი მომადგა.ადრე არ მესმოდა მათი,ვინც საუბრობდა ქვეყნის მოანტრებაზე,მაგრამ ახლა ისე დავრწმუნდი ამაში,რომ ლამისაა ჩემით ავიღო ბილეთი და თვითმფრინავით თბილისში ჩავიდე.არ ვიცი,მერე რა მოხდება,უბრალოდ ის ვიცი,რომ თავს ხშირად ცუდად ვგრძნობ,როცა მონატრება მაწვება,ვერაფერს ვუხერხებ ქეთის.ზოგჯერ საკუთარ თავს მესამე პირში მივმართავ,რაც მაცინებს.მიკვირს კიდეც სად იკარგება იმ მომენტებში ვარდისფერ ბუშტში მოფარფატე ქეთუშა. სიჩუმე მოჩხუბართა გუნდმა დამირღვია.რამდენიმე ბიჭი ერთმააეთს დარეოდა და უკანსკნელ დონეზე აგინებდა.მე რომ შემამჩნიე ირონიულად გადახედეს ერთმანეთს და თავისი გააგრძელეს,მე კი სწრაფი ნაბიჯით გავეცალე მათ და ჰარვარდელებზე დავიწყე ფიქრი.ჯერ ქართველი არავინ მენახა და,მგონი,არც ამის იმედი მქონდეს.ზოგჯერ თვას ისე მარტოდ ვგრძნობ,რომ ლამისაა გავგიჟდე.როც ამახსენდება,რომ მთელი დღე ინგლისურად უნდა ვისაუბრო და მაღაზიის დახლთან მყოფსაც კი ინგლისურად უნდა მივსცე შეკვეთა და არა მშბლიურ ენაზე,არა და როგორ ეს უკანასნელი ძალიან მიყვარს. სანდრასაც რუსულად ვესაუბრები და ლამისაა შევიშალო.კიდევ კარგი ოჯახი და ეკატერინე მყავს,თორემ ვის ვეტყოდი ქართულ გამარჯობას და ვის ვეტყოდი,მიყვარხარს,რომელიც ასე ლამაზად ჟღერს. ბავშვობაში მაინტერესებდა საიდან წარმოიშვა ენები.ბაბილონის გოდოლი არ მაკმაყოფილებდა.არ მესმოდა,როგორ შეიძლება ქართულად გაარჯობა იყოს გამარჯობა და ინგლისურად „ჰელოუ“.ამაზე ხშირად ვფიქრობდი და,ასე ვთქვათ,ტვინს ვიჭ....ტდი. -ქართული უნდა გასწავლო-სანდრას იმდენერ ვეუბნებოდი ხოლმე,რომ ლამის იყო შეშლილიყო გოგო. -რთული ენა გაქვთ-გადაიხარხარებდა,მაგრამ არ აპროტესტებდა.ალბათ,საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა. ^^ -გეშინია?-შემომხედა ხელმძღვანელმა და ოთახისკენ მანიშნა.ამ დროს სანდრაც გამოჩნდა -არა-თავი ამაზად გავაქნიე და კარისკენ წავიწიე. ოთახიდან გამოსულმა სანდრამ შვებით ამოისუნთქა და თვალებით მანიშნა,გამაგრდიო,შემდეგ პირბადე მოიხსნა და ტუჩების კანკალს ვერ წყვეტდა.“ნამდვილად,დამერხა“-გავიფიქრე,ორი ნაბიჯი და უკვე ოთახში ვიყავი.არც ისე ბევრი მკვდარი მენახა.ახლა კი ჩემ წინ თეთრ ზეწარგადაფარებული გაქვავებული არსება იდო.“მე ამას შევძლებ“-დავამშვიდე თავი და უცნობს სკალპერი გამოვართვი. გამახსენდა ლექციები,რომლებზეც გაკვეთის წესებს გვიხსნიდნენ.მაშინ მშვენივრად ავითვისე,მაგრამ,იმ მომენტში,არაფერი მახსოვდა. -სტუდენტო,ნუთუ,არ გახსოვთ?-ისევ მომესმა რამდენიმე ადამიანის ხმა.ეს ყველაფერი ფუტკრების შეძახილივით მიბზუოდა ყურში.მეგონა თაფლი ვიყავი და ეს მაცდური არსებები კი მე მეხვეოდნენ თავს. -დიახ,უფროსო-ჩუმად ჩავილაპრაკე და სკალპერი გვამს დავუსვი. ____ ველო შეფასებებს და წინა თავის კომეტარებისთვის მადლობა.მიხარია,რომ აფასებთ და არ გეზარებათ აზრს გამოთქმა. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.