შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დავბრუნდი და.. ისევ დანელია.


15-08-2015, 13:30
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 2 776

ლიზი ახვლედიანი 2წლის წინ შერცხვენილი წავიდა ქალაქიდან, ახლა კი ქუსლების კაკუნით ბრუნდება უკან ერთი წლის შვილთან ერთად.
დაუნდობელი ხალხი ხომ ყოველთვის სხვისი დამცირებით ცდილობს ამაღლებას, ისინი ადამიანის ერთ შეცდომას, ერთი ფეხის წამოკვრას ელოდებიან, რომ მერე ზედ გადაუარონ, გადათელონ, გაანადგურონ. წყნარი და მშვიდი საზოგადოება უცებ გამძვინვარებულ ბრბოდ იქცევა, რომელიც მზად არის წალეკოს და გაანადგუროს ყველა და ყველაფერი.
2წლის წინ ლიზი ახვლედიანი ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. პატარა გოგოები ცდილობდნენ მისთვის მიებაძათ, ხოლო უფროსები ნატრულობდნენ მისნაირი შვილის ან შვილიშვილის ყოლას.
და რა ვერ აპატია საზოგადოებამ ლიზის?
ერთ მშვენიერ საღამოს ახვლედიანი ლიზი შეყვარებულის სახლში იყო, მხოლოდ ორნი და იმ ღამით 15წლის ასაკში ქალიშვილობა დაკარგა, ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ დაორსულდა, თბილისში ხომ ყველაზე ჭორიკანა ხალხი ცხოვრობს და მისი ამბავიც მალე თბილისის ყველა ქუჩას მოედო. გარეთ გამოსულს უყვიროდნენ შენ ჩვენს შვილებს ცუდ მაგალითს აძლევ და აქედან გაეთრიო, ერთი შეცდომა ვერ აპატია საზოგადოებამ ლიზი ახვლედიანს, ნელ-ნელა ყველა ეცლებოდა ხელიდან, მეგობრები, ნათესავები, საუკეთესო მეგობრები, ოჯახის წევრები, ვეღარ გაუძლო ამდენ ტკივილს და თავის დასაცავად წასვლა გადაწყვიტა, ეს ამბავი პირველმა მისმა დედამ, ეკა მაისურაძემ გაიგო.
-აღარ შემიძლია ეკა, უნდა წავიდე.
-ის ხო კარგად შეგეძლო? აბორტი გაიკეთე და მალე ყველას ყველაფერი დაავიწყდება.
-აბორტი გავიკეთო? მაგას როგორ მეუბნები?
-აბა რა გინდა? შენს შვილს უნდა ეძახონ?
-ჩემს შვილს ნაბიჭვარს ვერავინ დაუძახებს.
დაქალებისთვის არც უთქვამს, ყველამ ზურგი აქცია. ბარგი ჩაალაგა და ამერიკაში წავიდა.
2წელი ცხოვრობდა მარტო, ყველასგან შორს. რთული ორსულობა ჰქონდა მაგრამ მაინც მუშაობდა, ფულს აგროვებდა რომ თავისი შვილსთვის არაფერი მოეკლო, ზუსტად ცხრა თვეში მოევლინა ქვეყანას პატარა თორნიკე ახვლედიანი, მამამ შვილად არ აღიარა და დედა იძულებული გახდა თავისი გვარი მიეცა.
კიდევ ერთი წელი დარჩა ამერიკაში სამუშაოდ ახვლედიანი, ბავშვიც თან მიჰყავდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როცა თორნიკეს პირველად შეხედა ყველანაირი ტკივილი დაავიწყდა.
2წელი არ არის ცოტა დრო, მიუხედავად იმისა რომ ლიზი 17წლის იყო, უკვე ქალს გავდა, ხელებზე ეტყობოდა მუშაობის კვალი, თავს დამოუკიდებელ ადამიანად გრძნობდა და გადაწყვიტა თბილისშიც მარტოს ეცხოვრა.
მიდის ახვლედიანი ქუსლების კაკუნით და თავში ათასი რაღაც უტრიალებს, რას ეტყვის დედა, და, ძმა. მიიღებენ თუ არა 2წლის მერე მეგობრები, როგორ დახვდება ხალხი..
ყველა გაქცეულს ხომ არ შეუძლია უკან თავაწეული დაბრუნდეს, ახვლედიანმა შეძლო, ყველაფრის ძალას აძლევდა ბავშვი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა.
მიუახლოვდა თავის სადარბაზოს, გარეთ იგივე სიტუაცია იყო რაც ორი წლის წინ და გაეცინა, 'არავინ შეცვლილა, წინ არავინ წასულა' გაიფიქრა და სადარბაზოს კარი შეაღო.
სახლში არავინ იცის რომ ბრუნდება, ამ ორი წლის მანძილზე არავინ შეხმიანებია, ნაწყენია ახვლედიანი მაგრამ უნდა დაბრუნებულიყო..
ბავშვს ხელი მაგრად მოუჭირა და მესამე სართულამდე კიბით ავიდა, თავისი სახლის კარებთან დადგა, ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა, კარი ეკამ გაუღო, გაკვირვებისგან ან ბედნიერებისგან ხელები სახეზე აიფარა.
-არ შემომიშვებ ეკა?
-როგორ შეცვლილხარ, ეს ალბათ შენი პატარაა.
თვალებიდან ცრემლები წასკდა, მიხვდა რომ ორსული შვილის მიგდება არასწორი საქციელი იყო.
-ხო, თორნიკეა.
-მამაშენის სახელი დაარქვი?
ტირილს უმატა ეკამ და გაიწია რომ ლიზი სახლში შესულიყო, აქვე იმასაც გეტყვით რომ 13წლის ასაკში ლიზი ახვლედიანს მამა გარდაეცვალა.
-ხო, რა თქმა უნდა. მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო ყველაზე რთულ პერიოდში მარტო არ დამტოვებდა.
ლიზი სკამზე დაჯდა და ატირებული ბავშვისთვის ჩანთიდან საჭმელი ამოიღო.
-მაპატიე ლიზ, ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს, მაგრამ მაინც გთხოვ პატიებას.
-გაპატიე დედა. მივხვდი რომ წყენა გულში არ უნდა ჩავიდო და მე თვითონ ვუძებნი იმ ადამიანების საქციელებს გამართლებას, რომლებსაც ჩემთან ეშლებათ.
-შენ ძალიან კარგი გოგო ხარ ლიზი.
-კარგი გოგო აღარ, უკვე კარგი დედა ვარ.
გაიცინა ლიზიმ და დედას მიეფერა.
-არ გშია? ან ბარგი სად გაქვს?
-მომიტანენ. არა არ მშია.
-შეცვლილიხარ, გაზრდილი, თუმცა ისევ ისეთი ლამაზი ხარ.
-სადმე ბავშვს ვერ დავაძინებ?
-კი ჩემს ოთახში.
ახვლედიანი დედის ოთახში შევიდა, ლოგინზე დაწვა, ბავშვი გულზე დაიწვინა და დააძინა, გამოსვლისას ნაზად აკოცა და ოთახის კარი ფრთხილად გამოიხურა.
-ნიკა სად არის?
-ნიკაც წავიდა, შენ წასვლას ვერ შეეგუა, მაგრამ მაგის ძმაკაცების ამბავი ხომ იცი.. თავს ათასი სისულელით უტენიდნენ და.
-არ ვბრაზდები დედა. ანა?
-ანა ერთი წლის წინ გათხოვდა, დავურეკავ ვეტყვი რომ მოხვედი და გამოვა.
-შენ აქ სულ მარტო ხარ?
-ხო. ანა გამოდის ხოლმე, ისე მენატრებოდით სამივე..
ახვლედიანი დედას ჩაეხუტა, ბარგიც მოუტანეს.
-მე ამოგილაგებ.
მარტო ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა დედა ვერ გაიმეტა და მასთან დარჩა. ყველაფრის შელაგებას რომ მორჩნენ თორნიკემაც გაიღვიძა.
-გამოვიცვლი და გარეთ გავიყვან.
-არ შესცივდეს დე.
-არა ძალიან არ ცივა.
ჯინსის შარვალი ჩაიცვა, მაიკა და ჟაკეტი, თორნიკესაც მოტკეცილი ჯინსის შარვალი ჩააცვა, მაიკა და დუტის ჟილეტი, სოსკა დაუმაგრა, ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიდო, ბავშვი ხელში აიყვანა და გარეთ გავიდა.
ჯერ ხელით ასეირნა, მერე ძირს დასვა, ორივე ხელი მოკიდა და სიარულში მიეხმარა, თორნიკემ სტადიონისკენ გაიწია, დიდი ბიჭები თამაშობდნენ და უკვე კარებთან იყო მისული ბავშვი, ახვლედიანი როცა დაიხარა და უთხრა ბურთი მოგხვდება შიგნით ვერ შეგიყვანო, როგორც ჩანს ბიჭებმა გაიგეს და თამაში შეწყვიტეს, ერთ-ერთმა ხელით ანიშნა მოიყვანეო, ლიზიმ კარი შეაღო და ბავშვი შიგნით შეიყვანა, ბურთი რომელსაც ეჭირა მისკენ წავიდა და ბავშვს ფეხებთან დაუდო, ახვლედიანი სახეზე მიაშტერდა, თორნიკემ ბურთით თამაში დაიწყო, ის ბიჭი ეთამაშებოდა ბურთი რომელმაც მისცა, ახვლედიანი გაშტერდა, ხელით მოძებნა ყელზე ვერცხლის ცეპი, ზევით ამოსწია და კულონს ხელი მოუჭირა.
პირველი კლასიდან 78-ე სკოლაში სწავლობდა ახვლედიანი, მეხუთე კლასში მასთან ახალი ბიჭი გადავიდა, პირველი ერთი თვე არ დადიოდა, ინტერესით კვდებოდა ახვლედიანი ისე აინტერესებდა ვინ იყო, ან რატომ აცდენდა ამდენს, დამრიგებელსაც კი ჰკითხა, თუმცა არაფერი უპასუხა, ყოველდღე დაუღალავად ელოდა და დადგა ის ნანატრი დღე, როცა უცნობი სკოლაში მივიდა, დანელია იყო, ირაკლი დანელია.
ძალიან თბილი კლასი ჰყავდა ახვლედიანს, ყველა ახალ ბავშვს თავისიანად იღებდნენ და მარტო არ ტოვებდნენ, თუმცა დანელიასთან ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ის არავის იკარებდა, ყველას ეუხეშებოდა, გარეთ არ გადიოდა, სულ ერთ ადგილას იჯდა და დაფას უყურებდა, 3კვირა იყო გასული რაც დანელია სკოლაში დადიოდა როცა მასწავლებლების ლაპარაკი შემთხვევით მოისმინა ლიზიმ.
დამრიგებელი იძახდა აღარ ვიცი რა ვქნა, ბავშვებს როგორ დავუახლოვოო, ისე მეცოდება ღამეები არ მძინავსო, საწყალი ბავშვი ჯერ ერთი მშობლის დაკარგვა რა რთულია და მერე ორივესი ერთადო, მეორე მასწავლებელიც დაეთანხმა, მესამემ მე არაფერი ვიციო და დამრიგებელს მთელი ისტორია მოაყოლა, დანელიას დედა მშობიარობას გადაყვა, მამამ ცოლის სიკვდილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, ის 1თვე იმიტომ არ უვლია სკოლაში რომ დაკარგული იყო, მამა განსაკუთრებულად უყვარდა და მისი ამბავი რომ გაუგია სახლიდან წასულა. ის ამბავი რომ გაიგო ახვლედიანმა გული დაეწვა, მსგავსი საშინელება არასდროს არ ჰქონდა მოსმენილი, სიკვდილი რა იყო იმასაც ძლივს ხვდებოდა, შეეცოდა დანელია და გადაწყვიტა შემდეგ დღეს სკოლაში მასთან დამჯდარიყო, მთელი ღამე ფიქრობდა იმაზე რა უნდა ეთქვა დანელიასთვის, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, პატარა იყო, უტვინო. მეორე დღეს სკოლაში რომ შევიდა დანელია უკვე თავის ადგილას იჯდა, გეზი მისკენ აიღო, მივიდა, სკამზე დაჯდა და ჩანთა მაგიდაზე დადო, დანელიას ახვლედიანითვის არც შეუხედავს, ერთი გაკვეთილი ელოდა ლიზი და დანელიამ არაფერი უთხრა. მეორე გაკვეთილზე მასწავლებელმა დაიგვიანა და დრო იხელთა, დანელია მისკენ შეატრიალა და ხელი გაუწოდა.
-მე ლიზი ვარ, შენ?
უღიმოდა როგორც შეეძლო.
დანელიამ ხელზე შეხედა და სევდანარევი ხმით უთხრა.
-არ მაინტერესებს.
ძალიან ეწყინა ახვლედიანს, თვალებიდან ცრემლებიც კი წამოუვიდა, მაგრამ არ დანებდა.
-არ შეიძლება ყოველთვის მარტო იყო და არავის ელაპარაკო.
-შეიძლება.
-თუ გინდა სკოლიდან ერთად წავიდეთ და მომიყევი რა გჭირს.
-არაფერი არ მჭირს.
გადაჭრით უპასუხა დანელიამ და ისევ წინ გაიხედა.
ახლოს მიიწია ახვლედიანი და თავისი პატარა ხელებით მთელი ძალით მოეხვია. გაახსენდა რომ როცა მამა ცუდხასიათზე იყო, დედა ყოველთვის ესე ეხუტებოდა, მერე მამაც კარგ ხასიათზე დგებოდა ხოლმე, იფიქრა თვითონაც შეძლებდა დანელიას გამხიარულებას, ვერ გაამხიარულა თუმცა აალაპარაკა.
-მე ირაკლი დანელია ვარ.
ახვლედიანი ბედნიერებით ცას ეწვია, მთელი დასვენებები და გაკვეთილები ლაპარაკობდნენ, მასწავლებლები მათთვის შენიშვნებს არ იშურებდნენ. სკოლიდან ერთად გავიდნენ, დანელიამ თავისი ჩანთა გადაიკიდა და ახვლედიანის ხელში დაიჭირა, ლიზის ესიამოვნა და მაშინ პირველად იგრძნო, რომ დანელია სხვებს არ ჰგავდა, ადამიანებზე ზრუნვა შეეძლო, გოგოებს არ აწვალებდა, ზრდილობიანი იყო და სერიოზული. ერთად ისეირნეს სანამ ლიზის ძიძამ მიაკითხა, ერთმანეთის კარგად ესმოდათ და ძალიან დაახლოვდნენ, სკოლაში სულ ერთად იყვნენ, სკოლის გარეთაც თუ ახვლედიანის ძიძა იგვიანებდა. ერთ დღეს ლიზის ძიძამ დამრიგებელს დაურეკა, ვერ მოვალ ბავშვის წასაყვანად და სთხოვეთ მარტო წამოვიდესო, ეს რომ დანელიამ გაიგო, გაგიჟდა მარტო როგორ წახვალო, მეხუთე კლასშიც კაცივით იქცეოდა. ლიზის დაპირდა სახლამდე მიგაცილებო და ერთად წავიდნენ.. ნელა მიდიოდნენ, არცერთი ჩქარობდა, მერე დანელიამ ლიზი გააფრთხილა აქ დამელოდეო და თვითონ გზაზე გადაირბინა, ვიღაცის ბაღიდან ვარდი მოწყვიტა და ახვლედიანს თმაში გაუკეთა, სირცხვილისა და სიხარულისგან ლიზის ლოყები აუწითლდა, თავდახრილმა გაუღიმა დანელიას და გზა განაგრძეს, ლიზის სადარბაზომდე ჩუმად მივიდნენ, მერე ერთმანეთი გადაკოცნეს და ლიზი წინ წავიდა, დანელიამ მისი სახელი დაიყვირა და ახვლედიანი მაშინვე მოტრიალდა, მაშინ ირაკლი დანელიამ ლიზი ახვლედიანს პირველად გაუღიმა, ლიზი ბედნიერი წავიდა მისკენ და ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
-დედაჩემს გავხარ, მისნაირად ლამაზი ხარ. დედასაც ოქროსფერი თმა ჰქონდა.
იმ დროს ლიზიმ პირველად იგრძნო როგორ ჩაწყდა სხეულში რაღაც და ამ ტკივილისგან როგორ წამოუვიდა ცრემლები, დანელიამ ლოყაზე აკოცა და წავიდა.
იმ დღის მერე უფრო დაახლოვდნენ, სულ ერთად იყვნენ, ლიზის უნდოდა დანელიასაც კარგად ესწავლა და თავისთან წაიყვანა სამეცადინოდ, გვიანობამდე ამეცადინებდა, სკამზე ჯდომით რომ დაიღალნენ სავარძელში გადასხდნენ, ახვლედიანი რაღაც მოთხრობას კითხულობდა, ისე ნაზად და ლამაზად რომ ორივეს ჩაეძინა. ლიზიმ თვალები რომ გაახილა დანელიას თავი მის მკერდზე ედო, ვერ მოითმინა და გააღვიძა, ორივე იცინოდა, მალევე მოაკითხეს ირაკლის და სახლში წაიყვანეს. ასე გრძელდებოდა ყოველდღე, ერთმანეთთან მიდიოდნენ, ერთად სეირნობდნენ, ერთმანეთს იცავდნენ და სკოლაც დამთავრდა.. ერთმანეთზე დამოკიდებულები იყვნენ, ამიტომ ძალიან განიცდიდნენ სკოლის დამთავრებას, არ იცოდნენ როგორ ეცხოვრათ ერთმანეთის გარეშე, სკოლის უკან ისხდნენ, ახვლედიანი ქვაზე, დანელია ძირს.
-დიდხანს ვერ გნახავ?
მოწყენილმა ჰკითხა ახვლედიანმა დანელიას და ცრემლებით სავსე თვალები მიანათა.
-არა, დასვენება მალე გაივლის.
დააიმედა დანელიამ და ჯიბიდან ვერცხლის ცეპზე დაკიდებული გულის ფორმის კულონი ამოიღო.
ახვლედიანს მიუახლოვდა.
-ეს კულონი მამაჩემმა დედაჩემს აჩუქა, ბიძაჩემმა მითხრა ვინმე თუ შეგიყვარდება აჩუქეო. შენ მინდა რომ გქონდეს, გაიკეთე და ამით გამიხსენებ ხოლმე.
ახვლედიანი დანელიას ძალიან მაგრად ჩაეხუტა. მერე დანელიამ ჯიბიდან დანა ამოიღო.
-აჰა გამომართვი და ხელზე შენი სახელი ამომიკაწრე.
დანელიამ ლიზის დანა კალთაში ჩაუდო და ხელი გადმოატრიალა, ახვლედიანი დიდი ხანი იყო უარზე, ბოლოს ძლივს დაითანხმა. დანელიას ხელზე ახვლედიანმა 'ლიზი და ირაკლი' ამოუკაწრა და ბედნიერად დააცქერდა საკუთარ შედევრს.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ახვლედიანი პირველ დღეს რომ მივიდა სკოლაში, დამრიგებელმა უთხრა ირაკლი სადღაც წაიყვანეს და არ ვიცით როდის დაბრუნდებაო, ორი კვირა 39მდე ჰქონდა სიცხეები ახვლედიანს, მერე ნელ-ნელა შეეჩვია დანელიას გარეშე ცხოვრებას. ერთმანეთი იმ დღის მერე არ უნახავთ.
რატომ მოგიყევით ეს ისტორია? ის ბიჭი რომელმაც თორნიკეს ბურთი მისცა და მერე მასთან ერთად თამაში დაიწყო, დანელია იყო, ირაკლი დანელია. ახვლედიანი ცრემლებით სავსე თვალებით უყურებდა შვილს და ბავშვობის სიყვარულს, არ იცოდა რა ექნა, თორნიკემ რომ ტირილი დაიწყო, დანელიამ ბავშვი დედას მიუყვანა, ხელში დააჭერინა და სახეზე მიაშტერდა. დიდხანს უყურა, ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა 'ახვლედიანი'.
ახვლედიანმა გაუღიმა და ბავშვს ჩაეხუტა.
-ვერ ვიჯერებ ტოო.
-ვერც მე.
-რამდენი წელი გავიდა, აზრზე ხარ? და მაინც გიცანი.
-მეც გიცანი დანელია.
დანელიამ ხელი ამოატრიალა და შრამად დარჩენილი 'ლიზი და ირაკლი' დაანახა ახვლედიანს.
-გახსოოვს? რამდენი წელი გავიდა და ეს შრამი მაინც არ მომშორდა.
თორნიკემ დედას თავი მხარზე დაადო. ახვლედიანმა კიდევ ერთხელ ამოწია კულონი და დანელიას დაანახა.
-არ მოგიხსნია?
-არასდროს.
სტადიონიდან გამოვიდნენ.
-ეს შენი ძმაა? ყველაზე საყვარელი ბავშვია ვაბშე და მაგრად გგავს.
-ჩემი შვილია.
-შვილი?!
სახე შეეცვალა დანელიას.
-ხო.
-გათხოვილი ხარ ტოო?
-არა.
დანელიამ შვებით ამოისუნთქა და ლიზის მთელი ისტორია მოაყოლა.
-ვაბშე ყველამ დაგიკიდა? შენ ადგილას ვაბშე არ დავბრუნდებოდი.
-ადამიანებს ხშირად ეშლებათ და მაგის გამო ყოველთვის ვერ გავიქცევით. შენ სად წახვედი 7წლის წინ?
-ბიძაჩემმა წამიყვანა გერმანიაში, 1წელია რაც ჩამოვედი. იცი როგორ მენატრებოდი?
დანელიამ ისევ ისე გაუღიმა ახვლედიანს, როგორც ბავშვობაში.
-მეც მენატრებოდი.
ერთად გაასეირნეს თორნიკე, ბოლოს ბავშვმა ტირილი დაიწყო.
-უკვე მოშივდა, სახლში უნდა წავიყვანო. გამიხარდა რომ შეგხვდი.
-გაგაცილებთ. მეც გამიხარდა თან მაგრად.
დანელიამ ახვლედიანი სახლის კარებამდე მიაცილა, ნომერი გამოართვა და წავიდა, სახლში მისულმა ლიზიმ ბავშვს აჭამა, თვითონაც ჭამა და მერე მგზავრობით დაღლილმა მასთან ერთად დაიძინა, ღამის ოთხ საათზე თორნიკეს ტირილმა გააღვიძა, ისევ აჭამა და ისევ დაიძინეს. 9საათისთვის ტელეფონის ზარმა გააღვიძა, ხმა გამოურთო, ჩუმად ადგა და იქით გავიდა.
-გისმენთ.
-დანელია ვარ, გაგაღვიძე?
-ხო.
-ბოდიში რა.
-არა რა ბოდიში, გამიხარდა.
-დილის რვა საათზე გამოვედი გარეთ და უკვე ყველა შენზე ლაპარაკობდა.
-მერე?
-მერე, 50წლის კაცებთან და ქალებთან ვჩხუბობ დილიდან.
ახვლედიანს გაეცინა.
-არ გამოხვალ?
-თოკას ძინავს და სანამ არ გაიღვიძებს და არ ვაჭმევ ვერა.
-დატოვე რაა და გამოდი, ჩემს ძმაკაცებს გაგაცნობ.
-პანიკიორი დედა ვარ დანელია, ბავშვს მარტო ვერ ვტოვებ.
-კაი მაშინ როცა გაიღვიძებს დამირეკე და მოგაკითხავთ.
-შენი ძმაკაცების გასაცნობად ბავშვით ხო არ წამოვალ, სხვა დროს იყოს.
-მისმინე ლიზ, ამდენი წლის მერე ძლივს დაგიბრუნე და ვეღარ დაგკარგავ!
-კარგი დაგირეკავ.
ახვლედიანმა ნასიამოვნებმა გაუთიშა დანელიას და ბავშვობა კიდევ ერთხელ გაიხსენა, რა ბედნიერი იყო ირაკლისთან და რა ცოტახანს გაგრძელდა მათი ბედნიერება..
დანელიამ მოხუცებთან კამათი გააგრძელა, იმ წამიდან როცა ახვლედიანი სახლის კარამდე მიაცილა, ყველასთან იცავდა, თუ გაიგებდა ვინმე მასზე ცუდად ლაპარაკობდა მიდიოდა და საქმეებს ურჩევდა, ისე როგორც ბავშვობაში. პირველი საათისთვის დარეკა ახვლედიანმა დანელიასთან.
-რასშვები?
-გელოდებოდი, მოვიდე?
-ხო.
მანქანით მიაკითხა დანელიამ ახვლედიანს, ჯერ ლიზის აკოცა, მერე ბავშვს და მანქანაში ჩასხდნენ.
-ჩემს ძმაკაცთან ავდივართ, დაბადების დღე აქვს, თითქმის ყველა იქ არის ვისაც ვიცნობ და ერთიანად გაგაცნობ რა.
-აუ ძაან მიტყდება ბავშვით რო მოვდივარ დანელია.
-ნუ გიტყდება რაა ჩემო ლამაზო, ყველაზე მაგარი შვილი გყავს.
მალევე მივიდნენ, დანელიამ თორნიკე გადმოიყვანა მანქანიდან, ახვლედიანიც გადმოვიდა და სახლში შევიდნენ, დანელიამ ყველას სახელი უთხრა ლიზის, მაგრამ ვერცერთის ვერ დაიმახსოვრა. გოგოები თორნიკეს არ შორდებოდნენ, ახვლედიანი ვერ იტანდა როცა ბავშვს სახეზე კიდებდნენ ხელს, მაგრამ არ უნდოდა დანელიას მეგობრებისთვის რამე ცუდად ეთქვა. ბოლოს ვეღარ მოითმინა.
-მაპატიეთ მე უნდა წავიდე.
ფეხზე ადგა და ბავშვი ხელში აიყვანა.
დანელიამ დაინახა თუ არა ეგრევე მისკენ წავიდა.
-რა ხდება?
-არაფერი. ეხლა გამახსენდა რაღაც საქმე მაქვს უნდა წავიდე.
-კაი გაგიყვან.
დანელია პასუხს არც დაელოდა ისე გავიდა ბიჭებთან გასაფრთხილებლად. 2წუთში გამოვიდა და ხელით ანიშნა ლიზის კარისკენ.
-არაფერი საქმე არ გაქვს და მითხარი რამოხდა?
-თორნიკეს ხელებს სახეზე უსმევდნენ.
-და მაგის გამო წამოხვედი?
დასჯილი ბავშვივით დაუქნია თავი ახვლედიანმა და ბავშვს თავზე აკოცა. დანელიამ გაიცინა და თავი გააქნია.
-სახლში წაგიყვანო?
-ხო რავი.
-წამო ჩემთან წავიდეთ.
-რატო?
-შენთან ყოფნა მინდა.
-კაი ჰოო წავიდეთ.
სახლში მისვლისთანავე ახვლედიანმა თორნიკე დააძინა და აივანზე გავიდა დანელიასთან.
-როგორ მახსოვს ეს სახლი და ეს აივანი. ნახატი რო გადამივარდა და შენ რო ამომიტანე.
-მარტო ეგ გახსოვს?
-არა კიდე ბევრი რაღაც.
დანელიამ ახვლედიანი თავისკენ მიწია და თავზე აკოცა.
-წამო სადმე წავიდეთ.
-სად წავიდეთ?
-მე შენ და თორნიკე წავიდეთ სადმე დავისვენოთ.
-სად?
-ბაკურიანში.
-თბილისში ეხლა ჩამოვედი, თან დედაჩემიც მარტოა და რავიცი. თან მე და შენ ერთად ბაკურიანში თორნიკესთან ერთად?
-ხო რა იყო? დატოვებ რა დედაშენს, ძაან გთხოვ.
-ხო კარგი.
-დღესვე!
-ხვალ.
-არა, მიდი წადი ჩაალაგე შენი და თორნიკეს ბარგი და მე გამოგივლი თორნიკესთან ერთად.
-არ შემიძლია ბავშვს ვერ დავტოვებ.
-არმენდობი?
-კი გენდობი მარა რო გაიღვიძოს და ტირილი რო დაიწყოს შენ ვერ დააწყნარებ და გადაბჟირდება.
-დავაწყნარებ.
-ხო კარგი.
რაც თორნიკე დაიბადა იმის მერე გვერდიდან არ მოუშორებია ახვლედიანს და ერთადერთი ადამიანი ვისაც ანდო დანელია იყო.
სახლში წავიდა, ბარგი უცებ ჩაალაგა, ეკას უთხრა და დანელიასთან დარეკა.
-გაიღვიძა?
-არა ჯერ ძინავს, ძაან მშვიდად და წყნარად.
-მაშინ ტაქსით წამოვალ.
-გელოდებით.
ახვლედიანმა ტაქსი გამოიძახა და ბარგით დაბლა ჩავიდა.
მიდიოდა და ფიქრობდა რა ბედნიერი იყო რომ კიდევ შეხვდა დანელიას, გაახსენდა ცხოვრების ყველა რთული ეტაპი და ის როგორ ნატრულობდა დანელიას ყველა ცუდად ყოფნაზე, როგორ ენატრებოდა, როგორ ელოდა და ახლა სრულიად შემთხვევით შეხვდა..
ფიქრებით მივიდა დანელიას სახლამდე, თორნიკეს უკვე ეღვიძა, დანელიას ხელში ეჭირა და ათამაშებდა, დედის დანახვაზე ბავშვმა სიცილი დაიწყო და მისკენ გაიწია.
ეგრევე წავიდნენ, თორნიკეს მთელი გზა ეძინა, დანელია და ახვლედიანი ჯერ ძველ დროს იხსენებდნენ, მერე მღეროდნენ, მერე ერთმანეთის ცხოვრებას იკვლევდნენ. სასტუმროში დაბინავდნენ, ახვლედიანმა ჯერ თავისი ბარგი შეალაგა, მერე თორნიკესი და მერე დანელიასი. დანელია აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა, ახვლედიანი მასთან მივიდა და უკნიდან ჩაეხუტა.
-პირველად რომ ჩამეხუტე მაშინაც გული ამიჩქარდა. რამდენი მყოლია და ვინ აღარ მყოლია, მაგრამ შენ თავიდან მაინც ვერ ამოგიგდე. ყველაზე მეტად მინდოდა რომ შეგხვედროდი.
ახვლედიანმა დანელია წინ შემოატრიალა და ტუჩებში აკოცა, დანელიამ ხელში აიყვანა და ძალიან მაგრად ჩაიხუტა.
-აღარ წახვიდე!
-აღარასდროს აღარ წავალ ჩემო სიცოცხლე.
ერთმანეთს ეფერებოდნენ როცა თორნიკემ ტირილით გაიღვიძა.
-წავალ ვნახავ.
-მიდი.
ახვლედიანმა თორნიკე ჩაიხუტა და გამზადებული საჭმელი ისე აჭამა.
ოთახში დანელია შევიდა.
-როგორ გიხდება ბავშვი.
უკან ამოუჯდა და ჩაეხუტა.
საღამოს ბავშვი დააძინეს და თვითონ საჭმელად დასხდნენ.
-მიყვარხარ ლიზი, 7წელი მინდოდა რომ ეს სიტყვა მეთქვა შენთვის.
-მეც მიყვარხარ დანელია!
ყველაზე ლამაზები ბედნიერი გოგოები არიან და ისედაც ლამაზი ახვლედიანი ახლა კიდევ უფრო ლამაზი იყო, თვალები უბრწყინავდა, ერთად დაიძინეს, ჩახუტებულებმა. დილის 6საათზე თორნიკეს ტირილმა ორივე გააღვიძა.
დანელია დაფეთებული წამოხტა.
-რამე მოუვიდა?
ახვლედიანმა სიცილით უპასუხა.
-არა იკა, საჭმელი უნდა ვაჭამო.
დანელიამ თავი დადო და თვალები დახუჭა, ახვლედიანიც დაწვა და თავის სიყვარულს ძალიან მაგრად ჩაეხუტა, დანელიამ აკოცა.
-აი ეს იყო რაც მჭირდებოდა ამდენი წელი, შენი ჩახუტება.
ცოტახანი ლოგინში ინებივრეს, მერე ადგნენ, თორნიკემაც გაიღვიძა და საუზმის მერე გარეთ გავიდნენ სასეირნოდ.
დიდხანს ისეირნეს, დანელია ახვლედიანს და თორნიკეს სურათებს უღებდა.
ბოლოს დაიღალნენ და სასტუმროში დაბრუნდნენ.
ახვლედიანმა თორნიკე დააძინა, დანელიამ საქმე მაქვსო და სადღაც წავიდა, მთელი დღე არ გამოჩენილა, ღამის პირველი საათი იყო როცა ახვლედიანმა დაურეკა.
-სად ხარ? მთელი დღეა გელოდები.
-თბილისში ვიყავი მალე მოვალ.
ახვლედიანმა ტელეფონი მაგიდაზე დადო და თორნიკეს მიუწვა, ცოტახანში დანელიაც მოვიდა.
-სად იყავი?
-მოდი ჩემთან.
ახვლედიანი ჩუმად ადგა და ირაკლისთან მივიდა.
-რა ხდება?
დანელიამ ჯიბიდან პატარა შავი ყუთი ამოიღო, ჩაიმუხლა და გახსნა.
ულამაზესი ბრილიანტის ბეჭედი..
-ლიზ, გამომყვები ცოლად?
ლიზის თვალებიდან ბედნიერების ცრემლები წამოუვიდა და ხმამაღლა დაიყვირა.
-კი.
დანელია ფეხზე ადგა, უკვე საცოლეს თითზე ბეჭედი მოარგო და ძალიან მაგრად ჩაეხუტა.
-ჩემო პატარა!
გადაწყვიტეს დილით წასულიყვნენ და გრანდიოზული ქორწილი გადაეხადათ.
-შენ როგორი ქორწილი გინდა?
-როგორიც შენ ლიზ.
-მაინც?
-არ ვიცი მაგას შენ განდობ.
ახვლედიანი საქმროს ჩაეხუტა და სახლში შევიდა.
და დადგა ქორწილის დღეც, ლიზის არ უნდოდა ქორწილის რესტორანში გადახდა. გარეთ, დიდ სივრცეში, მწვანე, ბიბინა ბალახზე ბევრი თეთრი მაგიდა იდგა, ყველა მაგიდაზე გვირილები და მინდვრის ყვავილები ელაგა, მეფე-პატარძლის მაგიდა შედარებით მაღალზე იდგა და გარედან ძალიან ლამაზად მორთული იყო. დანელიას შარვალ-კოსტუმი ეცვა, ზუსტად ისეთი როგორიც თორნიკეს, ახვლედიანს თეთრი, გრძელი მოტკეცილი კაბა. ყველაზე მეტად ბედნიერება ალამაზებდათ. წყნარი და თანამედროვე სიმღერები იყო ჩართული, მეფე-პატარძალმა shiny toy guns-ის season of love-ზე იცეკვა, ახვლედიანს დანელიას მხრებზე ეწყო ხელები და ცრემლიანი თვალებით უყურებდა, დანელიანს გრძელი ხელები ახვლედიანის წელზე ჰქონდა შემოხვეული, ნელა მოძრაობდნენ, ერთმანეთს თავები მიადეს და დანელიამ მეუღლეს ჩუმად ჩარჩურჩულა.
-მიყვარხარ და მადლობა რომ გამოჩნდი, არასდროს დაგკარგავთ შენ და თორნიკეს.
ახვლედიანმა ბედნიერებით ამოისუნთქა.
-მადლობა რომ არსებობ დანელია!
-მარტო შენთვის ვარსებობ.
ერთმანეთს აკოცეს.
დაბნელდა თუ არა ყველა მაგიდაზე სანთლები აანთეს, უზარმაზარ სივრცეს დიდი სანთლები და ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები ანათებდა..
პირველი საათისთვის დაიშალა ხალხი, დაღლილი ცოლ-ქმარი სახლში წავიდა.
ტანსაცმელი გამოიცვალეს, ბარგი აიღეს და ვენეციაში წავიდნენ თორნიკესთან ერთად.
როგორც ახვლედიანი ამბობს ეს იყო ყველაზე ბედნიერი ერთი თვე თავის ცხოვრებაში, ყველაზე დიდი სიხარულით იხსენებს დილას როცა გაღვიძებულს საუზმე დახვდა ლოგინთან, ვარდებით და პატარა ბარათით სადაც მკვეთრათ ეწერა:
სამუდამოდ ჩემი
სამუდამოდ შენი
სამუდამოდ ერთმანეთის.
ის დარწმუნებულია რომ ყველა დღე, თვე და წელი ასეთი ბედნიერი იქნება და ირწმუნება რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს კვდება, პირიქით, ყოველ წუთს იზრდება და ყველას და ყველაფერს მოიცავს.
_________________________
ავტობუსებში და მარშუტკებში ჯაყჯაყის დროს დავწერე და ვიცი რომ შეცდომებით არის გატენილი, იმედს ვიტოვებ რომ მოგეწონებათ. აზრის გაზიარება არ დაგეზაროთ. მიყვარხართ❤❤❤❤❤



№1  offline მოდერი sopiko

კარგიაა, მიყვარს ასეთი თბილი და ლამაზი მოთხრობები თუნდაც ჯაყჯაყში დაწერილი :-D

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

სოფიკოო❤მე შენი სახელი მიყვარს და დიდი მადლობა❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent