შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით :თინეიჯერთა ცხოვრება და პრობლემები (1)


15-08-2015, 15:33
ავტორი lisebeth
ნანახია 6 817

სკოლა ''პროგრესი'' თბიილისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრესტიჟული სკოლა გახლდათ ,სადაც ამავე ქალაქის ყველაზე წარჩინებული ოჯახის შვილები სწავლობდნენ. თუმცა რათქმაუნდა აქ მხოლოდ მათ ვერ ნახავდით. იყვნენ განსაკუთრებით ნიჭიერნი , ვინმეს მეურვეობის ქვეშ მყოფნი ან მონდომების გამო სტიპენდიით დაჯილდოებული ახალგაზრდები.
ეს ბოლო პირობები ყველაზე მთავარი იყო რადგანაც სკოლის გადასახადი იმდენად გასაოცარი ციფრი იყო,რომ ხშირად შემზარავადაც კი მოგეჩვენებოდათ.
აქ ყველანაირ ახალგაზრდას შეხვდებოდით: დაუმორჩილებელს,მშვიდს, პანკ-როკით შეპყრობილს,განებივრებულს , გაწონასწორებულს თუ გაუწონასწორებელს.ხშირად უხეშობდნენ ან თავიანთ სოციალურ მდგომარეობას სათავისოდ იყენებდნენ. უხეშობდნენ,ჩხუბობდნენ,ერთმანეთს ეპირფერებოდნენ...ურთიერთობის ათასგვარი ფორმა ქონდათ. ყველაფერი კი რამდენიმე წლით ადრე მაშინ გამწვავდა როდესაც მოსწავლეებს უწყვეტი ინტერნეტ სივრცე ჩაურთეს. სკოლედ ამ დღეს გამოჩნდა ჰორიზონტზე პირველად საიტი ''progress.ge'' არავინ იცოდა ვისი იყო ან ვისგან იმართებოდა ,მაგრამ საოცარ რამეებს ახდენდა. ყოველ წამს ივსებოდა ინფორმაციებით და ისეთ რამეებს წერდნენ რაც ჩვეულებრივ მხოლოდ კედლებს ესმოდათ ხოლმე. ინტერესმა ისე იმატა ,რომ ჭორი გავარდა გვერდს ადმინისტრაიაც სტუმრობსო.
სინამდვილეში კი გვერდი სკოლის ყველაზე ხმაურიან სამეგობროს ეკუთვნოდა. აქ მათი სახელი და გვარები ყველამ ზეპირად იცოდა. მათ ყველა ცნობდა . ვერც გაიგებდით უყვარდათ ეს ბავშვები თუ უბრალოდ მეტიჩრულად ეტმასნებოდნენ. დღეს პირველი დღე იყო როცა ბავშვები არდადეგებიდან ბრუნდებოდნენ.
მთავარ შესასვლელში თავყრილობა იყო ,როგორც წესი პირველ დღეს ყოველთვის დირექტორი გამოდიოდა მოსაწყენი სიტყვით
გადმოსახედ ტერასაზე ელენე,მარი და ნინი იდგნენ და დაჩის ელოდნენ. ის სწორედ ის იყო ვისაც საიტის ჩართვა გამორთვა ევალებოდა. კომპიუტერულ პროგრამებს ყველაზე კარგად ფლობდა. ამიტომაც მისი მოსვლა საჭირო იყო. საიტი ზუსტად 9 საათზე ირთვებოდა და წლის ბოლო დღეს ითიშებოდა. ყველა ტელეფონებს ჩაჩერებოდა და მოუთმენლად ელოდა სერვერის გაჩენას. დირექტორი არსად ჩანდა. ბავშვები უკვე მოწყენილობისგან ადგილს ვერ პოულობდნენ.
–ელე,უკვე ცხრას 15 აკლია და დაჩი არსად ჩანს_
თქვა ნინიმ
-მოვა ,თუ არა და ტელეფონით ჩართავს_ გაშლილი ქერა თმები გაიჩეჩა შესაშურად სუსტმა და მოქნილმა გოგონამ და ძირს გადაიხედა _რამდენი ახალი მოსწავლეა...ვერ ვიტან ახლები ,რომ მოდიან,დაიწყებენ მერე მე ის ვარ ...მე ეს ვარ და ასე გაუთავებლად
-ჯანდაბა მოვიდა დირექტორი ...დაიწყებს ახლა ლექციებს _ ყურსასმენები გაირჭო ლუკამ და თითქოს ინტერესით აღსავსე თვალები მიაპყრო კაცს...
-მოიშორე_თავში ხელი წამოჰკრა მარიმ და სადენეი გამოგლიჯა
-აცადე მოუსმინოს ამაზე უკეთესი ხო მაინც იქნება _ჩაიცინა ელენემ
–გვეგონა აღარ მოხვიდოდით _შეიკივლა ნინიმ და ახლადმოსულ დაჩის მოეხვია
–როდის იყო პირველ დღეს ვაკლდებოდით,მითუმეტეს დღეს,დღეს დიდი დღეა დიდი –გაიცინა და მეგობრებს გადაეხვია ბიჭმა
–უკვე მზადაა ყველაფერი?–იკითხა დაფეთებულმა მარიმ
- ყველაფერი მზადაა, წუხელ დეტალები ჩავასწორე....შარშანდელი დიზაინი შევცვალე და რაღაცეებიც დავუმატე...
–კარგია ,კარგი
–როგორ მაინტერესებს ვინ არიან პირველ კურსელები–არ ნებდებოდა ელენე
-დაიკიდე რა ..._ამოთქვა ლუკამ და ხელი აიქნია
–ალბათ ესენი არიან–ჩაილაპარაკა ნინიმ და რამდენიმე სახედაფეთებულს გადახედა. მთელის მონდომებით ისმენდნენ უაზრო საუბარს
დირექტორის მთავარი გამოსვლა ახლა იწყებოდა. ის რაც ყველას აინტერესებდა
დირექტორის გამოსვლა დაიწყო
–შარსანდელი ბევრი ინცინდენტის გამო ,ჩხუბს ვგულისხმობ გადავწყვიტტეთ რომ ერთი და იმავე კურსის ბავშვები ერთსა და იმავე ოთახებში არ იცხოვრებენ. ყოველშემთხვევაში 4 ერთად არა .წესები უკიდურესად გამკაცრებულია
–ოჰ დაიწყო ძველებური–მეტისმეტად ხმამაღლა წარმოთქვა დაჩიმ–
–ყურადღებით _თვალები დაქაჩა დირექტორმა
–კი მაგრამ რატომ არ უნდა ვიცხოვროთ ისევ ძველებურად?–ხმამაღლა იკიტხა მარიმ
–ეშინიათ ერთმანეთი არ დავჭამოთ–დაუმატა ლუკამ
–როგორ უნდა გავიგოთ სად ვიცხოვრებთ?_იკითხა ვიღაცამ
–ყველა ოთახის კარზე ეწერება მცხოვრებთა ვინაობა
–ერთ ოთახში რმდენი ვიცხოვრებთ?_ვიღაც უცნობმა აიწია ხელი
–ოთხი ძველებურად ოღონდ სხვადასხვა ასაკის და კურსის–აახსნა დირექტორმა
–მხოლოდ მე დამღალა?_შუბლზე ხელი შემოიდო ნინიმ. ვიღაცამ ჩაიფხუკუნა.
-იმედია ჩვენ არ დაგვშლიან_ თქვა მარიმ
-ვერ დაგვშლიან... ხუთი წელია ერთად ვართ. თუ გაბედავენ მამას დავურეკავ_წაიმეტიჩრა ელენემ
-ხო მაგრამ რომ ვერ მოგვარდეს?
-მოგვარდება. უფლებას არ მივცემ ჩემი ოთახი წამართვან.
–დაჩი საიტი 9 ზე უნდა ჩაგვერთო –გადაუჩურჩულა ლუკამ
-უკვე ჩართულია სანამ თქვენ ამ სიბრძნეებს ისმენთ._ მისაღებში ყველა აიშალა. გოგონები თავიანთი ოთახის საძებნად დაიმედებულნი წავიდნენ ,მაგრამ იმედი გაუცრუვდათ.
-შეუძლებელია_შეიცხადა ელენემ და დერეფანში მომავალ დირექტორის მოადგილეს მივარდა.
- ჯავახიშვილი ჯერ ოთახშიც არ შესულხარ და უკვე პრობლემა გაქვს?
-ჩემი ოთახი დამიბრუნეთ..._აწიკვინდა ელენე
-ვწუხვარ ,მაგრამ კენჭი ვყარეთ და ოთახები ასე განაწილდა ...
-ფეხებზე თქვენი კენჭისყრა. დამიბრუნეთ ჩემი ოთახი. როგორ გაბედეთ ჩემი საპირფარეშოს გვერდით შესახლება
-ელენე შენს გარდა ისედაც ბევრი საქმე მაქვს. ბარგი ამოალაგე და საქმეს მიხედე.
-ელენე ჩვენც სხვადასხვა ოთახებში ვართ. დაუჯერებელია _შეიცხადა ნინიმ _დირექტორის მოადგილემ ხელი აიქნია და დერეფანში გაქრა.
-მამას ვერ დავურეკავ ისედაც ბევრი საქმე აქვს. საქართველოში მაინც იყოს. ასე როგორ მოგვექცნენ_დაამატა ნინიმ
-ვერაფერს ვიზამთ სჯობს შევეგუოთ_წაიჩურჩულა მარიმ
-გაგიჟდი გოგო ?მამამ რომ გაიგოს გადაირევა ...აქ იმიტომ მასწავლის ,რომ იმედი აქვს ყველაფერი მაქვს. ესენი კი საპირფარეშოს გვერდით მასახლებენ. დაუჯერებელია ...
-დაუჯერებელია ,რომ ელენე ჯავახიშვილი ჯურღმულში შესახლეს_წაისისინა ვიღაც გოგონამ და დამცინავად ჩაუარა გვერდით,ეს დიანა ნოდია იყო,რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობდა ამ სამთან დაპირისპირება წარმოექმნა. გასულ წელსაც სწორედ მისი დიდი დამსახურებით გაებნენ შარში და დაისაჯნენ.


ნინი ისევ ძველ ოთახში მაგრამ ახალ მეზობლებთან ერთად აღმოჩნდა . კარი შეღებულიც არ ჰქონდა ,რომ დიანა ნოდია მოეგება . გოგონა განსაკუთრებული აგრესიით და დამცინავი ტონით გამოირჩეოდა . თან უკვე რამდენიმე წელი იყო გოგონებს ემტერებოდა .არავინ იცოდა მათი შურდა თუ რა იყო ამ ყოველიეს მიზეზი . როგორც ჩანდა ახალ მეზობლის ‘’გასაჭირზე’’ გართობას აპირებდა . პირდაპირ ხელგაშლილი მიეგება და ირონიულად უთხრა.
_ დიდი სამეული დაიშალა . როგორც იქნა ..როგორც იქნა ამ დღესაც ვეღირსეთ_ ტაში შემოჰკრა გოგონამ და ბოროტულად გადაიხარხარა. ნინიმ ტუჩი აიბზუა და ერთ ერთი საწოლისკენ წავიდა .
_ეგ უკვე დაკავებულიაააა_ მიაძახა გოგონამ
_ უკვე ხუთი წელია ამ საწოლზე მძინავს ნეტა დაკავებული როგორაა?
_ახალი წესებია , დაგასწრეეეეეს
_ მოკეტე თორემ სახეს გაგილამაზებ
_ მერე ფრჩხილი, რომ მოგტყდეს ხომ დაიღუპები
_ იცი რაა? მართალი ხარ , შენი სიფათი ჩემს ფრჩხილადაც არ ღირს _ თავი დააქნია ნინიმ. დიანა აიმრიზა
_მანდ უკვე მაიკომ დაიკავა ადგილი
_ ხოდა შეუძლია შენმა მაიკომ იატაკზე დაიძინონ _ ჩემოდანს ხელი გაჰკრა ნინიმ და საწოლზე შეხტა.
_ თავხედი ხარ იცი ?
_ მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს. აბა ერთი კლასის მოსწავლეები ერთად არაო ? აქ რა ჯანდაბას აკეთებ ?
_ ადგილი აღარ დარჩა და აქ შემოგასახლეეეეს _ გადაიხარხარა დიანამ
_აჰ ესეიგი ადგილი აღარ დარჩა და იმ ოთახჩი შემომასახლეს სადაც უკვე 5 წელია ვცხოვრობ ? საინტერესოაააა ... მამაჩემსაც დააინტერესებს სკოლაში სადაც ამხელა გადასახადს იხდის როგორ მოხდა, რომ ჩემი ადგილი არ დარჩა და სადღაც შემასახლეს _ გოგონამ ტუჩზე ხელი მიიდო და თითქოს ჩაფიქრდა .მერე ფეხზე წამოხტა და გარეთ გავიდა . დიანამ ტუჩები დაბრიცა ზიზღისგან .
ელენეს მამა უკვე დირექტორის კაბინეტში იჯდა და დირექტორს ელოდებოდა . მდივანმა შემოსასვლელშივე ამცნო დირექტორს .

_ ჯავახიშვილის მშობელია მოსული . სახეზე აწერია ,რომ გაცეცხლებულია _ჩურჩულით ლაპარაკობდა დირექტორის მოადგილე ნანა
_ჯერ სწავლა არ დაწყებულა და უკვე პრეტენზიები აქვთ? _ქალმა მხრები აიჩეჩა.
დირექტორს სახელად თემური ერქვა . მუდამ მწყენილი სახე ჰქოდა და ცდილობდა სიმკაცრე არ დაეკარგა .
_ ბატონო გია რამ შეგაწუხათ?_ ნაძალადევად გაიღიმა დირექტორმა.
_ ჩემმა ქალიშვილმა აღმაშფოთებელი რამ მაცნობა. თქვენი დამსახურებით მნიშვნელოვანი შეხვედრა გავაუქმე და წამოვედი . შეგიძლიათ ამიხნათ რა ხდება?
_ვერ ვხვდები რა პრობემა აქვს თქვენს გოგონას .
_სამაგიეროდ მე ვხვდები და ახლავე მოგახსენებთ_ კაცი მკაცრი სახით მოკალათდა სავარძელში და დაიწყო _ როგორც გავიგე ჩემი შვილი ჩვეული ოთახიდან გამოასახლეს , ეგ გიდევ არაფერი საპირფარეშოს და აბაზანის გვერდით მიუჩინეს ადგილი
_აჰ გასაგებია. იძულებული გავხდით თქვენი გოგონას ოთახი დაგვეშალა და გადაგვენაწილებინა. შარშან არაერთი ინცინდენტი მოხდა და იძულებულნი გავხდით სკოლის ახალი შიდა განაწესი შეგვედგინა.
_თქვენი შიდა განაწესი იმას ითვალისწინებს რომ ჩემი გოგონა საპირფარეშოს გვერდით ცხოვრობდეს ?
_ ვიღაცამ ხომ უნდა იცხოვროს იმ ოთახში. ალბათ შემთხვევით....
_თქვენი სისულელეები არ მაინტერესებს , ამ სკოლაში ამხელა გადასახადს რისთვის ვიხდი იცით? _დირექტორმა უკან დაიხია _ იცით მეთქი ?_ხმას აუწია კაცმა
_რათქმაუნდა ვიცი
_ ძალიან კარგი . მინდა რომ ჩემმა შვილმა აქ თავი ისე იგრძნოს როგორც საკუთარ სახლში და არა ციხეში .
_ხო მაგრამ ჩვენ ბავშვების ჭკუაზე ვერ ვივლით
_ამას არც არავინ გთხოვთ
_მაშ რას ითხოვთ ჩემგან ?
_ჩემი შვილი ძველ ოთახში დააბრუნეთ თავის ძველ მეზობლებთან ერთად .
_ამას ვერ ვიზამ. ახალი განაწესის მიხედვით ეს წესების დარღვევაა
_ თუ ამას არ იზამთ ჩემს შვილს სხვა სკოლაში გადავიყვან ,ცხადია სკოლის გუნდის დაფინანსებასაც შევწყვეტ და კიდევ ბევრი პროექტისას რომელსაც ჩემი ფინანსებით ვფარავ .
_ მგონი არ არის საჭირო ამ წვრილმანების გამო ასეთი რადიკალური ზომების მიღება ,მით უფრო მუქარა.
_ეს მუქარა არ არის . ეს ჩემი პირობაა . ჩემს შვილს ისიც ეყოფა რომ ჩვენი ოჯახის სამუშაო რეჟიმისგან გამომდინარე ოჯახიდან შორს, რომ უწევს ცხოვრება.არ დავუშვებ რომ აქაც დისკომფორტი შეექმნას . მგონი თქვენი მოადგილე მის მიმართ მტრულადაა განწყობილი
_რას ბრძანებთ .
_ იმედი მაქვს გააანალიზებთ იმ შედეგებს რა ზარალს მოუტანს თქვენს სკოლას თუ მე და რამდენიმე მშობელი (თქვენც კარგად ხვდებით ვინც) ბავშვებს სხვა სკოლაში გადავიყვანთ . ჩემი პირობა უკვე ვთქვი . იმედი მაქვს მეორედ ელენესთან ,რომ დავრეკავ საყვედურებს არ მოვისმენ . _კაცმა კარი გაიჯახუნა და წავიდა . გიას წასვლისთანავე ოთახში მოადგილე ნანა შემოვარდა
_რა უნდოდა ბატონო დირექტორო?
_ თავში რა გიყრია? რაზე ფიქრობდი ჯავახიშვილს საპირფარეშოს გვერდით ,რომ ასახლებდი ?
_ეს შემთხვევით მომივიდა ,მაგრამ ბავშვებს ვერ განვასხვავებთ . ამის უფლება არ გვაქვს .ის რომ ჯავახიშვილის ქალიშვილია პრივილეგიებს არ ანიჭებს .
_ ხო როგორ არა ,იმიტომაც არ მოვარდა მამამისი გაცეცხლებული . იმასიც კი დამდო ბრალი შექხვედრა შენს გამო გავაუქმეო
_ცინგლიანი , მაშინვე მამიკოსთან გავარდა
_აბა რას იზამდა _ ხელი აიქნია დირექტორმა


ელენე ხელებში თავჩარგული იჯდა საძულველ ოთახში და ფიქრობდა . კარი ვიღაცამ შემოუღო და დაიწყო
_შენთვის ახალი ოთახის მოსალოცად მოვედი _ დიანას და კიდევ ვიღაც გოგოს რომელიც თან ახლდა და მის დაქალს წააგავდა სახეზე ალმაცერი ღიმილი დასთამაშებდა
_იდიოტო შენი თავი არ მაქვს,ახლავე გარეთ გადი
_ წარმოგიდგენიათ? ელენე ჯავახიშვილი საპირფარეშოს გვერდით შეასახლეს . ნინი წიკლაურის ადგილი არსად მოიძებნა და საკუთარ ოთახში სამადლოდ მიუჩინეს ადგილი
_ნინი ? რაებს ლაპარაკობ?
_ ხოოო ... განაწილების დროს ნინი გამორჩათ და მერე ძველ ოთახში შეასახლეს
_წარმოუდგენელია
_ ნეტა მარის კიბის ქვეშ ხომ არ მოუწევს დაძინება ??? _ ელენემ ხელი კრა გოგონას და გარეთ გავარდნას აპირებდა, რომ დირექტორის მოადგილე შემოეფეთა .
_ ჯავახიშვილი ... ბატონ გიას შენი ნახვა სურს
_ დღეს ორშაბათია,მშობლების ვიზიტი პარასკეობით არ არის? თან უკვე პირველი გაკვეტილი იწყება_ ასისინდა დიანა
_ნოდია რაც არ გეკითხება ნუ ეჩრები . შენ კიდევ წადი სასადილოში გიცდის ._ გოგონა გავიდა
_ქალბატონო ნანა რა მაგრად მოგიფიქრებიათ ამათი დაშლა და მითუფრო ჯავახიშვილის აქ შემოსახლება . ნეტა გენახა რა სახე ჰქონდა.
_ტყუილა ნუ გიხარია. მამამისმა მთელი დირექცია დაცოფა. როგორც ჩანს უკან დააბრუნებენ.ასე, რომ შენ ბარგის ჩაწყობა დაიწყე .
_რას ამბობ .შენ არ თქვი განაწესში წერიაო ?
_ მამამისი დიდ ფინანსებს ახარჯავს სკოლას. თუ ელენეს გადაიყვანს სკოლა დიდ მხარდაჭერას დაკარგავს. თან ალბათ დანარჩენი ოთხიც უკან მიყვება
_დირექტორს დაემუქრა?
_ ჰო , დაემუქრა გადავიყვაო. ჩვენთვის დიდი ანტი რეკლამა იქნება თუ ეგ და დანარჩენი ოთხი აქედან გადავა .
_დაუჯერებელია ყველაფერი როგორ გასდით
_ ის ოთხი ხომ მაგრამ ,მარისთან რომ მეგობრობენ მიკვირს. ეს განებივრებულიები ამ სკოლაში მხოლოდ ერთ ბავშვთან მეგობრობენ ვინც მათი წრიდან არ არის .
_ხოოოო... მარის ამბავი მეც მიკვირს .

გაკვეტილი უკვე კარგახნის დაწყებული იყო ელენე ოთახში რომ შევიდა . დეა დარჩია ისტორიის შესავალს ხსნიდა . გოგონას ამრეზილი თვალი გააყოლა რადგან არ უყვარდა როცა ვინმე დაგვიანებული შედიოდა . გოგონებს გვერდით მოუჯდა
_ გია ბიძია ყოფილა _ რვეულის უკანა გვერდზე წააწერა მარიმ და ფურცელზე ჩატი მოიწყვეს . დარჩია ვერ იტანდა როცა საუბრობდნენ ,თანაც არ არსებობდა რომ გამოჰპარვოდა უბრალო გადაჩურცულებაც კი .
_ხო ,ვუთხარი რაც მოხდა
_არ ღიდა
_ღირდა ,უკან დაგვაბრუნებენ
_ უაუ უუუუუუუუუუუუუ...არ მჯერა
_ დაიჯერეეეეეეე
_ნინისაც უნდოდა დარეკვა ,მაგრამ მამამისი საბერძნეთიდან ჯერ არ ჩამოსულა .არ უნდოდა იქ შეეწუხებინა
_ დიანა ვნახე
_აუტანელია
_ როგორც ყოველთვის
_ნეტა რისი იმედი აქვს?
_ მე რა ვიცი . ჯანდაბამდე გზა ჰქონია
გოგონებმა დაინახეს რომ დეა მათ მეხს მოუახლოვდა და რვეული დაკეცეს .ქალს ისეთი მკაცრი სახე ჰქონდა გოგონებს გააჟრჟოლათ.
_აბა ზაფხულზე იმედია ყველაფერი არ დაგავიწყდათ . უკანასკნელი იმპერია მსოფლიო ისტორიაში . ვინმეს ახსოვს? _ ქალმა სახაზავი ხელში შეათამაშა. კლასში რამდენიმემ ასწია ხელი, მაგრამ ქალმა დიანას მიადგა
_ნოდია რომელია მსოფლიოს უკანასკნელი იმპერია?_ გოგონა დაიბნა და პასუხი ვერ მოიფიქრა
_ისააა ... და ....
_საბჭოთა კავშირი _ წამოიყვირა ნინიმ და დიანას ნიშნის მოგებით გაუღიმა
_ თქვენ ნოდია ხართ?_ ტუჩი ასწია მასწავლებელმა
_ ღმერთმა დამიფაროს _ ჩაიცინა ნინიმ და კლასში კიდევ რამდენიმემ ატეხა სიცილი
ზარის დარეკვისთანავე მივარდა ნინი ორივესთან და მერე სამივე კიბეზე ჩამოსხდნენ
_ელენე გავიგე გია ბიძია მოსულა
_ოთახში დაგვაბრუნებენ
_ კინაღამ გავგიჟდი დიანამ ,რომ დამცინა აქ სამადლოდ შემოგიშვესო ,მაგრამ თავი შევიკავე.მამა მნიშვნელოვან საქმეზეა წასული საბერძნეთში .არ მინდოდა შემეწუხებინა_ მხრები ასწია ნინიმ
_გოგონებო რა კარგია რომ ასეთი მშობლები გყავთ. ნეტავ მეც მყავდეს თქვენნაირი მამა ,რომელიც მხარსი დამიდგებოდა და ჩემს კეთილ დღეობაზე იზრუნებდა_ მარიმ წამიერად მოიწყინა
_რას ამბობ მარი . შენ ერთი კი არა ოთხი მამა გყავს . ხომ არ გავიწყდება ჩვენ ოთხივენი შენი და-ძმები ვართ. მამაშენმა, რომ მიგატოვა ამით ძალიან ბევრი დაკარგა_ მოეხვია ელენე
_მარ ამაზე არ იჯავრო რა . ხომ იცი ჩვენ შენთან ვართ. მთავარი ის არ არის რომ მდიდარი არ ხარ ან ის ,რომ მამა არ გყავს. მთავარი ის არის ,რომ ჩვენი საუკეთესო მეგობარი ხარ _ დაამატა ნინიმ
_ თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა.ამ სკოლაშიც კი ვერ ვისწავლიდი
_ შენ ,რომ ამ სკოლაში არ სწავლობდე არც ჩვენ ვისწავლიდით _თქვა ელენემ
_მარი დაჩის როდის უნდა უთხრა რომ გიყვარს?_ თითქოს ცივი წყალი გადაასხა ნინიმ
_ არასოდეს .ამას როგორ ვეტყვი . ისე მიყურებს როგორც დას . იმედი გაუცრუვდება თუ გაიგებს რომ სხვანაირად ვუყურებ
_ამაში ცუდი არაფერია. იქნებ ისიც შენს დღეშია_დააიმედა ელენემ
_კარგი რა ,რა ჩემს დღეში სულ ‘’დაიკოს’’ მეძახის
_იქნებ იმიტომ რომ ისიც შენსავით ფიქრობს ._თქვა ნინიმ
_არ მჯერა. მირჩევნია კარგი მეგობარი ვიყო ვიდრე მის თვალში თვალთმაქცია. აარასდროს მაპატიებს თუ ჩვენს მეგობრობას ვუღალატებ
_ეს არ არის ღალატი _ მხრები აიჩეჩა ელენემ
_როგორ არ არის ხუთი წელია და-ძმასავით ვარ.ახლა ავდგე და გამოვუცხადო მიყვარხარ მეთქი ? თან მისი ოჯახისთვის მე არ ვარ შესაფერისი .
_სისულელეებს მიედ მოედები . ჩვენი ოჯახებისთვის შენი დაბალი ეკონომიკური შესაძლებლობები რამეს, რომ ნიშნავდეს ახლა აქ არ იჯდებოდი ჩვენს თვალწინ _ წამოენთო ელენე
_ეს არც მიგულისხმია
_კარგი ,ამ თემაზე ჩვენს ოთახში განვაგრძოთ. საიტზე მინდა შევიხედო რა ხდება ._გოგონამ ტელეფონი მოიძებნა მაგრამ ვერ ნახა
_უი ოთახში დამრჩენია. წამო ბარემ კომპიუტერით შევიდეთ
ლუკა და დაჩი კაფეტერიაში ისხდნენ და თან საიტზე იჩხრიებოდნენ
_ასე რატომ მიყურებ ? ადმინისტრატორის ნიკით არ ვარ შესული . _ ისაყვედურა ლუკამ
_ მაინც არ მინდა ყურადრება მივიქციოთ
_მთელი სკოლაა დარეგისტრირებული .ჩვენც ,რომ ვიყოთ დანაშაულია ???? ადმინისტრატორის პროფილით მარტო მასინ შევდივარ როცა სრულიად მარტო ვარ.
_ხო კარგი. მიდი ნახე აბა დღეს რამე თუ დაამატეს .
_არის აბა რა . რამდენიმე სიახლე . მომისმინე აბა . ახალი თემები
‘’ სასწავლო წლის გრანდიოზული გახსნა’’
‘’ ელენე ჯავახიშვილის მამა დირექციას უჩივის’’
_მაინც თავისი გაიტანა ,ნახე ? _ ხელები გაასავსავა დაჩიმ
_ გამოვეხმაურო ?
_არ გინდა ერთი გამოდი
_მოიცა ახალი თემა. ამ წამს დაამატეს
_აბა ??/ რა ხდება სკოლის კედლებში გავიგოთ _ხელი უჯიკა დაჩიმ. მაგრამ ლუკას სათაურის წაკითხვისთანავე სახე მოეღრიცა
‘’ მარიამ ბერიძე დაჩი არველაძეს სიყვარულს ვერ უმხელს’’

გოგონები დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიდიოდნენ ,როცა დირექტორის მოადგილემ გზა გადაუჭრა და მარის მიმართა
_ბერიძე დირექტორის კაბინეტში გიბარებენ
_რა დავაშავე?_ თვალები გადაატრიალა გოგონამ
_ მორჩი კითხვების დასმას და გამომყევი _ გოგონამ უძლურების ნიშნად ხელები ასწია.
_ მარ მალე მოდი რა ? _მოაძახეს ორივემ
დირექტორი სავარძელში მოკალათებულიყო და მარის ელოდა,როცა ნანამ კარი შემოარო და ოთახში შემოუშვა

_რა დავაშავე ?_ იკითხა მარიმ
_ დაწყნარდი ბერიძე . არავის უთქვამს რომ რამე დააშავე ,ჯერ მომისმინე
_კარგი
_ მინდა მოგახსენოთ, რომ წიკლაურის ,ჯავახიშვილის ,არველაძის და თოფაძის მშობლებმა შენი სწავლის გადასახადი დაფარეს . მთელი წელი შეგიძლია მშვიდად იყო.
_გასაგებია, გმადლობთ ,რომ შემატყობინეთ
_ რადგან თქვენი გადასახადი დაფარულია შეგიძლიათ ქალბატონ ნანასთან მიხვიდეთ და სახელმძღვანელოები აიღოთ.
_კარგი ახლავე მოვაგვარებ ამას .
_თავისუფალი ხართ. შეგიძლია წახვიდე
მარიმ წიგნები აიღო და ოთახში წასვლას აპირებდა მაგრამ გადაწყვიტა ოთხივესთვის დაერეკა და მადლობა გადაეხადა. ამიტომაც ცოტახნით შეყოვნდა. ელენე და ნინი უკვე ოთახში იყვნენ .
_ ერთი სული მაქვს ჩვენს ოთახში დაბრუნების უფლებას როდის მოგვცემენ. მომწყინდა ასე უთავბოლოდ ხეტიალი
_ ცოტახანს თავს მოგვაჩვენებენ თითქოს არ გაგვივა. ხომ იცი ...._ ნინი საწოლზე შეხტა და აიპედი მოიმარჯვა .ამ დროს ელენეს ტელეფონი აწკრიალდა.
_ მიდი შენ ნახე მე მამას ვუპასუხებ_ კარგად ვარ მამიკო .... ააა ხო ყველაფერი რიგზეა... ჯერ არა მაგრამ მალე დამაბრუნებენ არ იჯავრო ... რათქმაუნდა დაგირეკავ .... ამ დროს ნინის აიპედი ხელიდან გაუარდა . _ მამიკო მერე დაგირეკავ გაკვეთილი იწყება გკოცნი . ნინი რა მოხდა_ მაშინვე მივარდა მეგობარს .
_ ვიღაც გვისმენდა
_ რას გვისმენდა? როდის ?
_ შენთვითონ ნახე_ ელენემ დაიხარა და აიპედი აიღო.
‘’მარიამ ბერიძე დაჩი არველაძეს სიყვარულს ვერ უმხელს’’
_ შეუძლებელია. ვინ იყო .... მარტო ვიყავით
_ ღმერთო მარიმ არ იცის ,ალბათ მთელი სკოლა ამაზე ლაპარაკობს
მარი უკვე დერეფანში მოდიოდა როცა სასადილოში დაჩი და ლუკა დაინახა . გაეცინა და პირდაპირ იქეთ წავიდა . კარი როგორც კი შეაღო დაჩიმ მაშინვე უცნაურად მოაჩერდა. ორივეს რაღაცის თქმა უნდოდა ,მაგრამ ამ დროს აიპედით ხელში დიანა შემოვარდა და სასადილოში ყველას გასაგონად იყვირა
_ ახალი ამბავი გაიგეთ ??? დამალული სიყვარული გამხილდა _აიპედს აქეთ იქეთ იქნევდა. დაჩი და მარი ადგილიდან არ იძვროდნენ. დიანა კი ისევ აგრძელებდა სიცილს. ლუკა ფეხზე წამოხტა და გოგონას მკლავში ეტაკა
_ რატომ ეჩრები იქ სადაც არავინ გეკითხება?
_რა მოხდა ასეთი. მთელმა სკოლამ გაიგო და...
_ შენ მაინც ნუ ჭორაობ , თავიანთ საქმეს თვითონ მიხედავენ
_ რასაც მინდა იმას ვილაპარაკებ _ ხელი უჯიკა დიანამ. კაფეტერიაში ყველამ ჩურჩული დაიყო ხან დაჩის გახედავდნენ ხან მარის . ბოლოს მარი ადგილს მოსწყდა და გაიქცა .
_ მარი დამელოდე _ უკან გამოედევნა დაჩი_ მოდი ვილაპარაკოთ . გოგონა დერეფანში ხალხმრავლობაში გარბოდა და მალევე თვალს მიეფარა . დაჩიმ ყველა მხარეს გაიხედა ,მაგრამ თვალი ვერ მოჰკრა.
_ მარი არ შეგინიშნავთ?...მარი ბერიძე...ამწუთას აქ გაირბინა _პასუხი არავინ გასცა. ბოლოს ელენე და ნინი დაინახა .ისინიც მარის ეძებდნენ
_ დაჩი მარის ვეძებთ_ მიახალა გულამომჯდარმა ნინიმ
_მეც. უკან ავედევნე მაგრამ გამექცა
_ვიღაც გვისმენდა და მერე საიტზე გამოაქვეყნა _ ძლივს ამოთქვა ელენემ
_ესეიგი სიმართლეა?_ ელენე შეცბა და ნინის გადახედა
_იცი რა დაჩი ? მარის უკვე 2 წელია უყვარხარ, მაგრამ თქმა ეშინოდა. ეგონა რომ მასთან მეგობრობაზეც უარს იტყოდი შენთვის ხომ ჩვენ ისე ვართ როგორც დები._სიტუაცია გამოასწორა ნინიმ
_ ხო, მაგრამ ასე გაგებას თვითონ გაემხილა არ ჯობდა? მთელი სკოლა მასზე ჭორაობს
_ ხო ,მაგრამ ის ისეთი მორცხვია და მორიდებული ... ხომ იცნობ არა?_ სიტყვებს თავი ძლივს მოაბა ელენემ
_ კარგი ჯობს მოვძებნოთ ,მაგრამ დიანა მთელი სკოლის გასაგონად აფრიალებს ამ ამბავს_ ხელი აიქნია დაჩიმ და დერეფანში გაიქცა
_ ღმერთო ...მოვკლავ ...მოვკლავ ჩემი ხელით ... ვერ გადამირჩება _ სასადილოსკენ ქარივით გაქანდა ელენე და ნინიც უკან მიჰყვა თან უყვიროდა
_ ელენე მოიცადე თორემ ხომ იცი დიანა ამას ჩვენს წინაარმდეგ გამოიყენებს
_ ფეხებზე ...თავზე თმას არ შევარჩენ მაგ გაქუცულ ვირთხას .
დიანა მართლაც რომ ზღვარს გადავიდა. სკამზე შემომდგარიყო და მთელ ხმაზე ხითხითებდა
_ წარმოგიდგენიათ ? საწყალი მარი ვინ იცის რამდენი წელია სიყვარულით იტანჯება .... ‘’ძამიკოო’’ _ ხმა დაიწვრილა გოგონამ და ისე წაარმოთქვა_ როგორ ამბობდა? დაჩი და ლუკა ჩემი ძმები არიან ..... აჰაჰაჰაჰა_ კარი ელენემ შემოგლიჯა და დიანა სკამზე შემომდგარი ,რომ დაინახა სახე წამოენთო .მაგრამ გოგონა არ ჩერდებოდა და ახლა მის გასაგონად ქილიკობდა_ საწყალი მარი . ხედავთ რა ამბიციური ყოფილა ? მდიდარ ვარსკვლავბიჭუნასთან მეგობრობა არ აკმაყოფილებს . წიკლაურების რძლობა უნდა .... ჰაჰაჰაჰააჰა
_ შე ვირთხა ახლა მართლა გაგაცლი მაგ თმებს ღერა ღერა _ ელენე დაეტაკა და სკამიდან გადმოაგდო . გოგონა პირ აღმა დაეცა. ელენე ზემოდან მოაჯდა და სახეში გაარტყა. სასადილოში ნამდვილი შოუ გამართეს . გაშველებაც კი არავის უცდია. მხოლოდ ნინი ცდილობდა მის დაწყნარებას
_ ელენე დაწყნარდი თორემ ყველას დაგსჯიან გთხოვ
_ შენ ვინ შეგიყვარებს მახინჯო წურბელავ . ისე მოგჟეჟავ, რომ ჩვენი სახელიც ვერ წარმოთქვა _ ელენეს სიტყვებზე ლამის მთელი სასადილო სიცილით ძირს დაწვა . ახლა უკვე ამხნევებდნენ კიდევაც ,მაგრამ ოთახში ქალბატონი ნანა შემოვარდა
_ აქ რა ხდება? ღმერთო ჩემო რა უმსგავსობაა _ნინი ადგილზე შეხტა ,მაგრამ ელენეს წარბიც არ შეუხრია. მხოლოდ მის ქვეშ მოქცეული დიანა ზლუქუნებდა
_ჯავახიშვილო რა დღეში ხარ? წლევანდელი წელი შტურმით დაიწყეთ ?_ ელენე როგორც იქნა ფეხზე წამოდგა . ვიღაცამ დიანასაც შეაშველა ხელი
_ თავს დამესხა . ყვლა მოწმეა _ ამოთქვა სლუკუნით დიანამ
_ არავის დამოწმება არ მჭირდება , რათქმაუნდა თავს დაგესხი და ამას კიდევ გავიმეორებ თუ ენას არ დაიმოკლებ _ ტუჩი აიბზუა ელენემ
_ჯავახიშვილო და ნოდია დირექტორთან
_ ხო მაგრამ ... _გაპროტესტება სცადა ნინიმ
_ წიკლაური თქვენც _ თვალები დაქაჩა სათვალის იქედან დირექტორის მოადგილემ. ბავშვები ფეხათრევით გაიძურწენ იქედან.
დირექტორმა ჯავახიშვილი რომ დაინახა ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა . ჯერ რამდენიმე საათი იყო გასული სკოლის დაწყებიდან და მგონი მეათედ მოუხდა მისი გვარის გაგონება .
_ ისევ ჯავახიშვილი ...კვლავ და კვლავ ჯავახიშვილი .... ყველა ნაბიჯზე ჯავახიშვილი ... ღმერთო და რავაშავე _ თავში ხელები შემოირტყა დირექტორმა
_მე არაფერი დამიშავებია _ აწიკვინდა დიანა
_ ხმა არ გავიგო_ ხელთ ანიშნა კაცმა_ამჯერად რა მოხდა ქალბატონო ნანა?
_წარმოუდგენელი რამ . ჯავახიშვილმა ნოდია სცემა_ თქვა და წელში გასწორდა ქალი.აშკარა იყო რომ გაამუქა . დიანას სიამოვნება გამოესახა სახეზე
_ გისმენთ _ ელენეს სიტყვა მისცა დირექტორმა
_ ჩემს საუკეთესო მეგობარს საქვეყნოდ ლანძღავდა .
_მე მხოლოდ სიმართლე ვთქვი
_ რომელი სიმართლე ?_წამოენთო დირექტორი
_საიტზე დაწერეს ,რომ მარი ბერიძეს დაჩი არველაძე უყვარს . ეს ქალბატონი კი საქვეყნოდ დასცინოდა მარის _მშვიდად წარმოთქვა ნინიმ
_ ამ ამბის მეტჯერ გარჩევას არ ვაპირებ . ამ სისულელეებზე დროის ხარჯვა სასაცილოა . სამივე დაისჯებით . ქალბატონო ნანა გოგონები ხვალ ბიბლიოთეკას დაალაგებენ
_ რააა?_ პირი დააღო ელენემ
_ საშინელებაა
_მე რატომ ვისჯები არაფერი დამიშავებია
_ხმა არ გავიგო .ქალბატონო ნანა სამივე წაიყვანე და იქნებ დღეს როგორმე ამოვისუნთქო _ხელი აიქნია დირექტორმა და ოთხივე გარეთ გამოისტუმრა .
_ ხვალ გაკვეთილების შემდეგ შევხვდებით_ ცივად თქვა ნანამ და წავიდა
ნინიმ ტელეფონი ამოიღო
_სად რეკავ?
_დაჩისთან
_კარგი მე ლუკასთან დავრეკავ .

ორივემ უხალისოდ გათიშა ტელეფონი
_ რა?_ იკითხა ელენემ
_არაფერია. დაჩი ახლაც ეძებს
_ლუკაც
_ ღმერთო ასეთი შეცდომა როგორ დავუშვით. შუა დერეფანში ვლაპარაკობდით_ ხელები შუბლზე შემოიდო ნინიმ
_ აქ ხომ ყველა კედელს ყურები აქვს
_როგორ გგონია სკოლიდან გავიდოდა?
_იმედია არა . ღმერთო, რომ აღარ დაბრუნდეს???_ ლამის ცრემლები წამოსცვივდა ელენეს
_ტელეფონიც გათიშული აქვს
გოგონები შემოსასვლელის კიბეზე დამჯდარი ელოდნენ მარის . უკვე ბნელდებოდა ,მაგრამ არსად არ ჩანდა . ბიჭებიც გამოჩნდნენ
_არაფერია_ მიახალეს გოგონებმა. ორივემ თავი გაქნია
_ პირველად ვინანე ,რომ ეგ წყეული საიტი შევქმენით. ჩვენდაუნებლიედ ჩვენვე გავებით. ხვალამდე თუ არ გამოჩნდა დილით მამას ვთხოვ რომ მე და ნინის სკოლიდან გასვლის უფლება მოგვცეს. _ თქვა ელენემ
_ ჰო ,მარისთან სახლში მივალთ
_ კარგი თუ რამეა მოგვწერეთ _ ბიჭებმა მეგობრები გადაკოცნეს და თავიანთ ოთახებში წავიდნენ .
ნინი და ელენე თავს ისე გრძნობდნენ ,როგორც გალიაში გამომწყვდეულები . ნინის ისიც ემატებოდა ,რომ მის გვერდით დიანას ეძინა . მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს,მეორე დილით კი პირდაპირ მარის ოთახისკენ გავარდა . ელენეც კართან შეეფეთა .
_არაფერია ხო ?
_არა,იქნებ ღამით დაბრუნდა
გოგონებს ოთახში უცხო გოგონები დაუხვდათ. ერთ ერთი დილას გაცნობილი იყო . მარის საწოლი ხელუხლებელი იყო .
_ წუხელ არ ყოფილა ?_ პასუხად უარი მიიღეს
_ სკოლაში ,რომ გაიგონ გაიპარა ეს ბოლო წვეთი იქნება . ამბობდა ელენე
_ ისე უნდა დავაბრუნოთ, რომ ვერავინ გაიგოს .
_მამას ვეტყვი ,რომ წასვლის უფლება მომცეს. სახლში მივიდეთ .
_მიდი მე დედას დავურეკავ
ბავშვები რამდენიმე საათით გავიდნენ სკოლიდან . ელენეს მზღოლმა მოაკითხა და ორივე მარის სახლისკენ წავიდნენ . გიას მარის დაკარგვა ძალიან ეწყინა და მაშინვე უფლება მისცა შვილს მეგობრის საძებრად წასულიყო . ელენე და ნინი მის სახლში რომ მივიდნენ იქ უკვე დაჩი დაუხვდათ .
_ დაჩი აქ რას აკეთებ ?_ შეცბა ნინი
_ რასაც თქვენ
_სკოლიდან როგორ გამოდი ?_ ელენე
_გამოვიპარე ,ღობეზე გადმოვძვერი
_გაგიჟდი? ეგღა გვაკლდა ახლავე დაბრუნდი უკან ._ნინი
_ რატქმაუნდა . მარი შინ მაინც არ მოსულა _გოგონები აღელდნენ
_აბა სად არის ?_გოგონები ძალიან განერვიულდნენ
_ არვიცი მაგრამ სანამ არ ვიპოვი უკან არ დავბრუნდები
_ლუკა სად არის _ მიძახა ნინიმ
_ის სკოლაში ეძებს ,მაგრამ ალბათ ტყუილა . ნუ გეშინიათ ვიპოვი . _ ხელი მოხვია დაჩიმ მარის დედას რომელიც ცრემლს იწმენდდა. სამივენი წავიდნენ ,მაგრამ ელენემ და ნინიმ ელენესთან წასვლა გადაწყვიტეს . მას უნდოდა, რომ მარის მოძებნა მამამისისთვისაც ეთხოვა . ელენეს სახლი სამ სართულიანი და საკმარისზე უფრო დიდი იყო . ეზოში აუზით და ულამაზესი ბაღით . გოგონებს აქ შეკრება ძალიან უყვარდათ .
_ მე სამზარეულოში წავალ ,შენ გია ბიძიას ელაპარაკე კარგი ? ისე მშია ფეხზე ვეღარ ვდგავარ _ უკვე შუადღე წამოსულიყო .
_ უთხარი რამე მოგვიმზადოს და მეც ახლავე ჩამოვალ
ელენე სირბილით აუყვა ფართე კიბეებს, რომელსაც შინდისფერი ხალიჩა ზოლად გაზდევდა . როგორც კი მამამისის კაბინეტის კართან მივიდა მაშინვე შედგა. დედამისი და მამამისი ხმამაღლა ყვიროდნენ. უფრო ზუსტად ელენეს დედა ყვიროდა მამამისი კი მის დამშვიდებას ცდილობდა.
_ შენ მე დამპირდი გია ,ამას არ მოვითმენ საკმარისი იყოს ის ,რომ მარი ელენესთან მეგობრობს . საკმარისი იყოს ,რომ წლიდან წლამდე ამხელა თანხას ახარჯავ . ყველას ჰგონია რომ ამ თანხას ოთხივე იხდით, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ასე არ არის .
_ ვერ ვხვდები შენ რა განაღვლებს, თითქოს რამე გაკლდეს . უფლება მაქვს ჩემი ფული ისე განვკარგო როგორც მინდა
_ ჩემზე კარგად იცი რასაც ვგულისხმობ . თხუთმეტი წელია ამას ვითმენ , შენ მე პირობა მომეცი
_ და ვასრულებ კიდევაც .
_ ჩვენ შევთანხმდით ,რომ მარის მომავალს მე ვუზრუნველყოფდი
_ ხო მაგრამ მის ელენესთან დამეგობრებაზე არაფერი არ დაგვიგეგმავს
_მე მიხარია რომ ელენე და მარი ერთად ასე ახლოს არიან
_ მგონი შენ სხვა რამ უფრო გიხარია
_თამუნა მორჩი რა ,თავიდან ნუ დაიწყებ . როდემდე უნდა მაძახო შეცდომები . მე ყველაფერი ვაღიარე და ჩვენ შევთანხმდით
_მაპატიე ვიცი, რომ ხანდახან ვერ ვზომავ. ხომ იცი მარის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს
_მას არაფერი დაუშავებია თამუნა. პირიქით ის მსხვერპლია იმ მდგომარეობის რაც ჩემი სისულელით შეიქმნა
_ ხო კარგი,მორჩა მეტს აღარაფერს ვიტყვი
_ უფლება მომეცი ,რომ მოვძებნო . მშვიდად ვერ ვიქნები თუ არ მეცოდინება ,რომ კარგადაა და არაფერი უჭირს .
_ კარგი ,მაგრამ დამპირდი ...გთხოვ _ ქალმა ვედრებით სავსე თვალები მიაპყრო ქმარს
_ რასაც გინდა დაგპირდები
_დამპირდი ,რომ ელენე ვერასდროს გაიგებს ,რომ მარი შენი უკანონო შვილია . ამას ვერ გადავიტან ...გთხოვ გია_ ქალმა ლამის მუხლებზე დაიჩოქა ,მაგრამ ამ დროს კარი ბრახუნით გაიღო და კარებში აკანკალებული ელენე გამოჩნდა . ორივემ მისკენ მიიხედა , მაგრამ გოგონა წამის მეასედში ძირს დაეცა
წყვილი გამოერკვა და გოგონას მივარდა ,მაგრამ გონს ვერ მოიყვანეს. მოგვიანებით თავის საწოლში გამოფხიზლდა . პირველად გაიფიქრას სიზმარში ვიყავიო, მაგრამ მერე ყველაფერი გააახსენდა . ნინი ნერვიულობისგან ხელებს იფშვნეტდა . ბოლოს ელენე ქარივით წამოვარდა ფეხზე და მშობლებს დაეტაკა .
_ ეს როგორ გამიკეთეთ ,როგორ მომატყუეთ ,ამდენი წელი მიმალავდით _ გოგონაც ცრემლები წასკდა და წაბარბაცდა
_ ნინი საყვარელო შეგიძლია მარტო დაგვტოვო ?_ თავზე ხელი გადაუსვა გოგონას თამუნამ და ისიც გავიდა ოთახიდან
_ელენე ,საყვარელო ,ჩემო პრინცესა მომისმინე _ ევედრებოდა გია
_ თქვენი მოსმენა არ მინდა,მატყუარები ხართ , ხუთი წელია ....გესმით ? ხუთი წელია მე და მარი საუკეთესო მეგობრები ვართ,ის ამ სახლში მოდიოდა , ორივეს თვალებში გვიყურებდით და გვატყუებდით _ თქვენი დანახვაც არ მინდა
_ ელენე გთხოვ _ შემოეხვია თამუნა მაგრამ გოგონამ ხელი ჰკრა და მოიცილა
_ახლა თვალებში როგორ შევხედო მარის . რა ვუთხრა , როგორ მოვიქცე ... ღმერთო თქვენ როგორ ხართ ასე მშვიდად . გიყურებთ და ასე მგონია სრულიად უცხო ადამიანებს ვხედავ _ ჩანთას ხელი წავლო ელენემ და გარეთ გავარდა
_გია არ გაუშვა გთხოვ _ მიაძახა თამუნამ და კაციც უკან გაედევნა
_მამა, უკან არ გამომყვე თორემ იცოდე ,რომ ამ სახლში აღარ დავბრუნდები _ მოჭრით თქვა ელენემ და ქვედა სართულზე ჩაირბინა
_ ელენე _ გაისმა ნინის ხმა
_ ნინი წავედით აქედან _ გოგონა მაშინვე უკან აედევნა . ნინი მანქანაში ხედავდა, რომ ელენეს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე ,მაგრამ კითხვის დასმას ვერ უბედავდა . ეტყობოდა რომ ძალიან იყო გაღიზიანებული .


დაჩი ბაღის კიდეზე მიაბიჯებდა როცა ერთ- ერთ სკამზე ჩამომჯდარი მარი დაინახა . თვალები გაუბრწყინდა და მაშინვე მისკენ გაქიცა .გოგონა ისე იყო ფიქრებში გართული, რომ მისი მოახლოება არც კი გაუგია.
_ როგორც იქნა _ თვალწინ აესვეტა მარის
_დაჩი ? აქ რას აკეთებ?
_ რას ქვია რას, მთელი დღეა გეძებ ,შენს გამო სკოლიდან გამოვიპარე
_ რააა? დაგსჯიან ეს როგორ გააკეთე ?
_ დაგავიწყდა? ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ
_კარგი რაა ... გთხოვ ნუ მიღიმი და ნუ მიყურებ
_ რატომ ?
_ შენთვის თვალებში შემოხედვის მრცხვენია
_ ნუ აზვიადებ ,ჩემთვის არაფერი შეცვლილა . შენ ისევ ისეთი ძვირფასი ხარ ჩემთვის როგორც ყოველთვის . უფრო მეტადაც კი
_ამას არ ვიმსახურებ . მე ჩვენს მეგობრობას ვუღალატე .
_ ღალატი რა შუაშია მარ ...? ყველა ვალდებულია შენს გრძნობებს პატივი სცეს ,მათ შორის მეც
_ალბათ მთელი სკოლა ჩემზე ჭორაობს ხომ ?
_კარგი რა ისე ლაპარაკობ თითქოს ჩვენს სკოლას არ იცნობდე . ეთი-ორი დღე გასართობად გამოიყენებენ და მერე რამე სხვა ახალი ამბავი აგორდება და იმაზე გადაერთვებიან . მიდი აბა გამიღიმე _ შეურიტინა დაჩიმ . გოგონა ლამის ჩაბჟირდა
_გეყოს ახლა
_მიდი სკოლაში წავიდეთ,არც იცი ელენე,ნინი და ლუკა გაგიჟებული დაგეძებენ
_ ხო ალბათ ყველა განერვიულეთ
_ნუ ღელავ სანერვიულო აწი გაქვს
_რაა? რატომ ?
_ღობეზე უნდა გადავძვრეთ
_ გაგიჟდი ????
_სკოლაში არ იციან, რომ გამოპარულები ვართ ,ისე უნდა დავბრუნდეთ ვერ გაიგონ
_უეჭველად კისერს მოვიტეხ და ახალი საჭორაო თემაც მზად იქნება
_მოიცა ერთი ბავშვებს დავურეკავ და გავაგებინებ ,რომ გიპოვე_ მარიმ გაიღიმა


ლუკა დერეფანში გამორბოდა დაჩის ზარი ,რომ შემოვიდა ტელეფონზე
_დაჩი ,ძმაო მთელი სკოლა ფეხდაფეხ დავირბინე , მაგრამ არსად არ არის,არ დაიჯერებ, მაგრამ სახურავზეც კი ვიყავი
_კარგი გეყოფა აქ არის ვიპოვე და მალე დავბრუნდებით
_ მოვკლავ იცოდეს,ასე გადაეცი ფეხზე ვერარ ვდავარ
_ვინმემ ხომ არ შენიშნა ჩვენი არყოფნა?
_მე რა ვიცი .ახლა შემოვედი შენობაში ეზოს ვჩხრეკდი
_ ნახევარი საათიც გაუძელი და ყველაფერი მორჩება.
_კარგი , გოგონებიც მოვიდნენ _ტელეფონი გათიშა და ელენე და ნინიც შემოვიდნენ მისაღებში
_ ლუკა რა ხდება ?_გადაკოცნა ნინიმ
_კარგი ამბავია .დაჩიმ მარი იპოვა და მალე აქ იქნებიან
_მადლობა ღმერთს _სახე პირველად გაუნათდა ელენეს. მაგრამ მერე ისევ მოიწყინა_ ბავსვებო მე წავალ ცოტა ხანს წამოვწვები,რაღაც ვერ ვარ
_ელენე გამოგყვები გინდა?_მიაძახა ნინიმ
_არა იყოს ,შენ მეტ გაკვეთილს ნუღარ გაცდენ .
_რა სჭირს?
_მგონი მშობლებს ეჩხუბა
_უცნაურია
ამ დროს გოოგონებს ნანა მოუახლოვდა და ამრეზით მიმართა ნინის .
_ წიკლაური ,შენთვის სიახლე მაქვს
_გისმენთ
_შეგიძლიათ ძველ ოთახსი დაბრუნდეთ ...სამივე
_რა მაგარიააა . არ იცით როგორ გამახარეთ . გმადლობთ _ქალმა ტუჩი ასწია და წავიდა
_ აუტანელი ქალია _ჩაილაპარაკა ნინიმ
_მოკლედ ძველ სამფლობელოში დაბრუნებას გილოცავთ _ თმები აუჩეჩა ლუკამ
_ ეეეეეეე .....თმას ნუ მიჩეჩავ _ბიჭი სიცილით გაიქცა დერეფანში


დიანა თავის ორ დაქალთან ნიასთან და ლიკასთან ერთად წამოგორებულიყო ოთახში და რაღაცაზე ჭორაობდა
_ აიჰ დიანა წაროიდგენდი, რომ როდესმე ელენეს საწოლი შენი გახდებოდა?_თქვა ლიკამ
_რატომაც არა? ოდესღაც ყველას ვარსკვლავი ჩაქრება _ დაიტრაბახა დიანამ
_მეგონა უკან დააბრუნებდნენ _ნია
_ყველას ასე ეგონა,მაგრამ აი მე ისევ აქ ვარ _ ხელები გაასავსავა დიანამ
_ახალი ამბავი რაღაც უცნაურია არა? მარი სად არის ?_ლიკა
_ალბათ ოთახიდან არ გამოდის საწყალი _დამცინავად თქვა დიანამ
ამ დროს ნინი აღფრთოვანებული შემოვარდა ოთახში და პირდაპირ მიახალა დიანას .
_აბა ახლავე აიბარგე აქედან და შენს ძველ ბუნაგში წაბრძანდი _ თითი დაატკაცუნა ნინიმ
_რააა? სიზმარი ხომ არ ნახე?
_არა ძვირფასო ეს შენ იყავი სიზმარში ,დროა გამოღვიძების
_ზუსტად თხუთმეტ წუთს გაძლევ ,რომ აქედან დაიკარგო . თუ არა და კინწის კვრით მოგისვრი
_ამის უფლება არ გაქვს
_მაქვს ,რადგან ეს ჩემი ოთახია
_ჩემიც
_იყო ,მაგრამ აღარ არის
_ჩემთვის არ უთქვამთ
_მე მითხრეს და ეს სრულებით საკმარისია
_ ჩემთვის არა
_სხვათა შორის უკვე თოთხმეტი წუთი დაგრჩა....აჰ ქალბატონო ნანა თქვენ უკვე აქ ხართ? მოახსენეთ ამ ქალბატონს ,რომ ოთახი უნდა დაცალოს
_ეს ჩემი ოთახია და აქედან ვერავინ გამაგდებს _ გაიჯგიმა დიანა
_ ნოდია თქვენი ოთახი უკვე ნომერ რვაშია . გთხოვთ უმოკლეს დროში დაცალოთ აქაურობა
_კი მაგრამ....
_არანაირი მაგრამ , უკვე ყელში ამოხვედით... ბოლო-ბოლო შეასრულეთ რასაც გეუბნებიან და დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ გადაბარგებები . სასწავლო წელი დაიწყო და ოთახების გამოცვლაზე მნიშვნეოვანი საქმეებიც გვაქვს .
_ გასაგებია თოჯინა ? ახლავე დამეკარგე აქედან
_წიკლაური მემგონი მე ჯერ ისევ აქ ვარ _ გოგონამ მხრები ასწია და ელენესთვის ახალი ამბის მოსაყოლად გაიქცა. ის კი საწოლზე დამხობილი იწვა და ფიქრობდა რა ეთქვა მარისთვის . ის ხომ მაშინვე მიხვდებოდა ,რომ რაღაც ჭირდა,მას კი ტყუილის თქმა არ შეეძლო .ფიქრებში იყო წასული ნინიმ კარი რომ შემოგლიჯა.
_ ელენე ...მოემზადე რაღაც უნდა გითხრა . სიხარულით გაგიჟდები
_რა მოხდა?
_ძველ ოთახში ვბრუნდებით...სამივე
_მართლა?რა კარგია .
_ელენე რა მოხდა?
_არაფერი
_კარგი რა,არ გიცნობდე მაინც ,ვის ატყუებ ?
_მამას ვეჩხუბე სულ ეს არის
_რამე სერიოზულია ?_ გოგონამ თავი გააქნია
_არა,რაღაც სისულელეა
_კარგი მიდი ყველაფერი წამოიღე და ჩვენს ოთახში ვისაუბროთ
_არც ამომილაგებია ყველაფერი ჩემოდანშია
_მით უკეთესი _ ნინიმ ორ ჩემოდანს ხელი დაავლო და ელენესაც კარისკენ უბიძგა . დერეფანში დაინახეს ,რომ დაჩის ხელგადახვეული მოჰყავდა მარი . მთელი სკოლა მათ მისჩერებოდა .
_შეუძლებელია,ნუთუ ერთად არიან ? _კბილები დააკვესა დიანამ
_იქნებ სულაც არ იყო საიდუმლო .ალბათ ფარულად ხვდებოდნენ _დაამატა ლიკამ . დიანამ ეშმაკურად ჩაიცინა
_მარი რა კარგია, რომ დაბრუნდი -კისერზე მოეხვია ნინი
_მაპატიეთ ალბათ როგორ განერვიულეთ.არ მინდოდა _უხერხულად შეიშმუშნა მარი. ელენე ადგილიდან არ ირყეოდა . ლამის იყო ცრემლები წასკდა თვალებიდან . მარის ეს არც გამოჰპარვია
_ელენე რა გჭირს? მოდი მომეხვიე . ძალიან მომენატრე _გულწრფელად გაუღიმა მარიმ ,მაგრამ გოგონა უსიტყვოდ გაიქცა ოთახისკენ
_რა სჭირს ?_ორივემ ერთდრეოლად იკითხა
_გია ბიძიას ეჩხუბა და განერვიულებულია
_ცუდია,მაგრამ ხომ იცი ერთ საათსაც ვერ გაძლებს და შეურიგდება
_მგონი საქმე სერიოზულადაა . ა ხო მართლა მარ შეგიძლია ჩვენს ძველ ოთახში დაბრუნდე . ყველაფერი მოგვარდა
_შესანისნავია . ერთით ნალები პრობლემა
_მოკლედ გოგონებო მე დაგტოვებთ და თქვენ ბოლოს და ბოლოს მოეწყვეთ ოთახში ._დაჩიმ ორივე გადაკოცნა და თანაგრძნობით გახედა მარის . რომელიც ჯერ ისევ უხერხულად გრძნობდა თავს.


ელენე ისევ დამხობილი იწვა საწოლზე და სახელოთი იმშრალებდა ცრემლებს ,რომელიც ღაპა-ღუპით სდიოდა. გოგონები სერიოზულად განერვიულდნენ .
_ელენე რა გჭირს მოგვიყევი რა ,შენზე ვღელავთ_შეაპარა მარიმ
_არაფერი ხომ იცით რაა ემოციური ვარ
_ხო ,მაგრამ ....._ შეყოვნდა ნინი
_არაფერია გამივლის . უბრალოდ მამას ვეჩხუბე და დამსაჯა , შაბათ კვირას სკოლაში დარჩებიო _ რაღაც სისულელე მოჩმახა გოგონამ
_ კარგი რა ელენე მაგაზე ჯავრობ? ჩვენც შენთან ერთად დავრჩებით _ მხარზე ხელი მოხვიეს გოგონებმა და ორივე ლოყაზე აკოცეს . ქალბატონმა ნანამ კარი შემოაღო .
_წიკლაური და ჯავახიშვილი დღევანდელი სასჯელი იმედია არ დაგვიწყებიათ
_ჯანდაბა ეს ვიღას ახსოვდა _ ჩაილაპარაკა ნინიმ
_შეიძლება მე სასჯელი სხვა დროს მოვიხადო ?_ ამოღერღა ელენემ
_არა ... მოხდა რამე ?
_თავს შეუძლოდ ვგრძნობ
_თავის დაძვრენას ნუ ცდილობთ ქალბატონო
_არ ცდილობს ქალბატონო ნანა,დღეს გული წაუვიდა
_როდის ?
_სახლში ვიყავით და იქ
_ახლა უკეთ გამოიყურება ,ახლავე გამომყევით _კარისკენ შეტრიალდა ქალი, მაგრამ იქვე გია შემოეფეთა
_ აქ რა ხდება ?ელენე ისევ ცუდადაა?_აღშფოთდა კაცი
_არა მშვენივრად გრძნობს თავს _ცხვირი აიბზუა ქალმა _ახლა სასჯელის შესასრულებლად მიმყავს. ბიბლიოთეკა უნდა დაალაგონ .
_ვწუხვარ, მაგრამ ჩემს ქალიშვილს უნდა ველაპარაკო
_იქნებ როგორმე სხვა დროს
_ რადგან ვამბობ რომ უნდა ველაპარაკო ესიგი ასეა . გთხოვთ მასთან მარტო დამტოვეთ _ხმას აუწია კაცმა და ყველა გარეთ გავიდა .
_მამა შენთან ლაპარაკი არ მინდა ,გთხოვ მარტო დამტოვე
_მოდი ყველაფერი გავარკვიოთ საყვარელო
_მაგას ბიბლიოთეკის დალაგებაც კი მირჩევნია
_მოდი აქ,სულ ხუთი წუთი დამითმე _ გიამ გოგონა მის წინ საწოლზე ჩამოსვა და სკამი მოაგორა
_კარგი გისმენ ,მაგრამ ბევრი დრო არ მაქვს
_ელენე საყვარელო ყველაფერი ისე არ არის როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს . ხო მართალია მარის მამა მე ვარ ,მაგრამ ამაზე უარი არც არასდროს მითქვამს. მე ის არ მიმიტოვებია
_ის სხვანაირად ფიქრობს
_იმიტომ ,რომ ამას სხვა ფორმით ვაკეთებ
_ხო,შენი ჩვეული ფორმით. ფულით ყველაფერს გამოისყიდი .
_ელენე გეყოფა
_არა მამა შენ გეყოფა, ფულით ყველაფერს ვერ იყიდი , ყველაფერს ვერ გამოისყიდი.
_კარგი ამაზე დავას არც ვაპირებ ,აზრიც არ აქვს . შენ ის მითხარი როგორ მოხდა ის რომ მე და მარი ერთი ასაკის ვართ?_გია ცოტახნით შეყოვნდა და ელენე წასასვლელად წამოდგა მაგრამ შეაჩერა
_კარგი ყველაფერს მოგიყვები ,ოღონდ ბოლომდე მომისმინე
_კარგი
_მე და დედაშენი რომ დავქორწინდით მაშინ მამაჩემი ჯერ ისევ ცოცხალი იყო . მარის დედა ძალიან ახალგაზრდა იყო და მამაჩემის მდივნად მუშაობდა ჩვენს კომპანიაში. იმ წელს მამა განსაკუთრებულად იჩემებდა მალე მოვკვდები და საქმის კეთება უნდა ისწავლოო . დედაშენი ოთხი თვის ორსულად ,რომ იყო საშინლად ჭირვეულობდა , ამის მიზეზიც ქონდა ორი თვე საწოლზე წოლა მოუწია . ექიმები ამბობდნენ მუცელი მოეშლებაო . სულ მასთან ვიყავი არ მინდოდა თავი მიტოვებულად ეგრძნო ,მაგრამ მერე ....
_მარის დედასთან რომანი გააბი და დედაჩემს უღალატე . თან მაშინ როცა ჩემზე იყო ორსულად
_ ტყუილია , მამამ მივლინებით გამიშვა მოსკოვში . უცხოელებთან ურთიერთობასაც ისწავლი და გამოცდილებას მიიღებო . თავისი მდივანი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელიც მახლდა . ერთი კვირა ვიყავით იქ . მარის დედასთან რომანი არ მქონია ,ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. შემიძლია დავიფიცო რომ დედაშენისთვის იმის გარდა არასდროს მიღალატია. მარის დედას არაფერს დავპირებივარ,მან იცოდა რომ ცოლი მყავდა და შვილს ველოდებოდით,ისიც იცოდა ,რომ თამუნა სიგიჟემდე მიყვარდა და მას არც ერთი ქალის გამო არ მივატოვებდი
_ ძალიან მცდარი წარმოდგენა გქონია სიყვარულზე მამა. მერე რა მოხდა?
_თამუნამაც გაიგო რომ მარის დედა ორსულად იყო . უკე რვა თვის ორსულად იყო ეს რომ მოხდა. სახლიდან წავიდა და ბოლო თვე მშობლებთან გაატარა.
_რათქმაუნდა ყველა ნორმალური ქალი ასე მოიქცეოდა
_ყველაზე მეტად იმის მეშინოდა რომ გამეყრებოდა. თამუნა მეტისმეტად თავმოყვარე და განებივრებული იყო ,მითუმეტეს იმ ასაკში
_მერე ხომ არ გაყრიხართ?
_იმ ამბის მერე პირველად სამშობიაროში ვნახე .ვილაპარაკეთ და მან პირობა წამომიყენა
_რა პირობა ?
_ის რომ მარის ოფიციალურად შვილად არ ვაღიარებდი და იმ ქალს აღარასოდეს ვნახავდი . თუ ამას გააკეთებდი გამშორდებოდა
_აჰ და შენც დათანხმდი
_თამუნას გარეშე ვერ ვიცხოვრებდი ,ვერც შენს გარეშე . სამაგიეროდ უფლება მომცა მეზრუნა მასზე ოღონდ შორიდან .
_რა კეთილშობილური ჟესტია არა?
_იმ ქალისთვის რომელსაც ქმარმა უღალატა და უკანონო შვილი ყავს მეტისმეტად კეთილშობილური .დედაშენმა ძალიან ბევრი გადაიტანა ამ ამბის გამო . მისთვის ეს მძიმე დარტყმა იყო .
_მარის არაფერი დაუშავებია ,ის თქვენ მსვერპლად აქციეთ
_არც არავინ ფიქრობს ,რომ მარიმ რამე დააშავა. ასე რომ იყოს დედაშენი მასთან ურთიერთობის უფლებას არ მოგცემდა .
_სიმართლის თქმას არც აწი აპირებ არა?
_მე დედაშენს დავპირდი და თხუთმეტი წელია ამ პირობას უსიტყვოდ ვასრულებ . სანამ ის არ მოინდომებს ეს საიდუმლოდ დარჩება . აღარასდროს მივცემ უფლებას, რომ ჩემს მიმართ ეჭვის საფუძველი გაუჩნდეს.
_მას მერე მარის დედა არ გინახავს ?
_რათქმაუნდა არა . მას ჩემი ადვოკატით ვუკავშირდებოდი . მარის სახელზე ანგარიშიც გავხსენი და ალიმენტს ვუხდიდი . ბოლოს იმ წელს შევეხმიანე შენ ,რომ ამ სკოლაში გადმოგიყვანეთ . ვუთხარი მინდა მარიმ კარგი განათლება მიიღოს მეთქი ,გადასახადს მე გადავიხდითქო . ბევრი იფიქრა მაგრამ ბოლოს დამთანხმდა ,მარისვე კეთილდღეობის გამო
_და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მე და მარი დავმეგობრდით.
_სიმართლე გითხრა ამას არც გამოვრიცხავდი
_დედა ამას ასე როგორ შეეგუა?
_ის შენი მეგობარი იყო და არა და .
_აჰ ჰო ,მთავარი ის არის ,რომ ხალხმა არ გაიგოს მის ქმარს უკანონო შვილი რომ ყავს და სალაპარაკო არ გახდეს _ ელენემ ცალყბად ჩაიცინა
_მისი საერთოდ არ გესმის არა?
_რათქმაუნდა მესმის,ის დედაჩემია ,მაგრამ თქვენს გამო უდანაშაულო ადამიანს, რომ აგებინებთ პასუხს ეს არ მესმის _ახლა კი მაპატიე საქმე მაქვს . კარი გაიჯახუნა გოგონამ.
გია ელენეს გასვლიდან მალევე წავიდა.ფიქრობდა შვილისთვის როგორ აეხსნა რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ის ფაქტი,რომ დედამისს ბოლომდე ერწმუნა მისი ერთგულება. ის ,რომ თუ ახლა 15 წლის შემდეგ სიტყვას გატეხდა თამუნა მას აღარასოდეს ენდობოდა ,უნდოდა აეხსნა რამდენად უყვარდა ცოლი ,მაგრამ სიტყვები ვერ მოძებნა და წავიდა . დერეფანში თვალი გააპარა ეგებ მარი დავინახოოო, მაგრამ გოგონა არ ჩანდა .
სწორედ ამ დროს მარი კედლის კარადაში წიგნებს აწყობდა ,როცა დერეფანში ვიღაცის ხმა გაისმა . ეს იყო ''მსუქანა ლილი'' როგორც მას ეძახდნენ . უკვე დიდი ხანი იყო დაჩიზე უგონოდ შეყვარებული და სულ ფეხებში დაზდევდა . დაჩიც მხიარულად ჩაილაპარაკებდა ხოლმე
''_აბა მე ამ სკოლის ყველაზე სიმატიურ ბიჭს მსუქანა ლილი შემეფერებაო ?''

ახლაც ლილის დაჩი დაენახა და ყვირილით მოზდევდა უკან . მარიმ კარადის კარი ცხვირზე აიფარა და ორ ნაბიჯზე მდგომ ''წყვილს'' ყური მოიუგდო . თან სიცილს ვერ იკავებდა დაჩის განწირულ სახეზე ,რომლის მშველელიც არსად ჩანდა .

_ დაჩი როგორ მომენატრე იცი ?_ ლამის კისერზე შეახტა გოგონა

_ ააააა რააა არ ვცი _ გოგონა მისკენ გადაიხარა და დაჩიმაც არ დააყოვნა_ აააა ხო ხო ვიცი უკვე გასაგებია . მარიმ პირზე ხელი აიფარა, რომ მისი ფხუკუნის ხმა არ გაეგონათ ,მაგრამ დაჩიმ მაინც მიხვდა,რომ იქ იყო . კარადის ქვემოდან ხელი გამოჰყო და მაისურზე მოქაჩა . მარის ლამის კარადის კარი აეწეპა ცხვირზე .
_ დაჩი ამ შაბათ-კვირას კინოში წავიდეთ რაააა ?_არ ეშვებოდა ლილი
_აააარ შემიძლიაა ძალიან ვწუხვარ ._წააგრძელა სიტყვა
_კარგი რა რატომ არ შეგიძლია ? სულ ასე მეუბნები
_იმიტომ რომ ...იმიტომ რომ ..._ ჯანდაბა ახლა რა ვუთხრა გაიფიქრა გულში დაჩიმ
_რატომ ?_გამომცდელი კითხვა მაშინვე ადგილზე გაჩნდა და მარის ფხუკუნის ხმაც გაისმა . ახლა ეს უფრო უშლიდა ნერვებს დაჩის ვიდრე ლილის დაჟინება . _მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ჩემი დაცინვა _ გაიფიქრა გულში ,კარადის ქვემოდან ისევ შეუყო ხელი და მაისურზე ისე ძლიერად მოქა, რომ წამის მეასედში მის მკლავებში აღმოჩნდა გოგონა.
_მარიიიი ... აქ რას აკეთებ ?_ლამის შეიცხადა ლილიმ . მარის დაბნეული სახე ქონდა და რა ეპასუხა არ იცოდა .
_ კინოში ამიტომაც ვერ წამოვალ .შაბათ -კვირას ჩემს შეყვარებულთან ერთად უკვე დავგეგმე _ თქვა დაჩიმ და მარის წელზე მოუჭირა ხელი
_შენს შეყვარებულთააააან? ესე იგი მარი და შენ .....
_კი კი სწორედ მასეა ყველაფერი. თუ არ გჯერავს შეგიძლია სკოლის საიტს ესტუმრო . გუშინს მერე ჩვენ ყველაზე პოპულარული წყვილი ვართ მთელს ამ ტერიტორიაზე _მარიმ ზურგს უკან გააპარა ხელი და დაჩის მოგრზო თმებზე მოქაჩა . ბიჭმა მაშინვე იყვირა და ლილიც შეხტა .

_რა ხდება _ იყვირა ლილიმ
_არაფერი უბრალოდ მოსწონს თმაზე ,რომ მქაჩავს
_ ხო რომანტიკულია არა _ ნაძალადევად გაიღიმა მარიმ და კისერზე შემოეხვია _ლილი წასვლას არამც და არამც არ აპირებდა .ეჭვის თვალით უყურებდა ორივეს .
_ იქნებ წახვიდე და მარტო დაგვტოვო_ისაყვედურა დაჩიმ და ლილიც ლამის წკმუტუნით გაშორდა ორივეს . მარიმ უღონოდ ჩამოუშვა ხელები და დაჩიც თავდაცვით პოზიციაში მოემზადა .
_ მოგკლავ დაჩი არველაძე, იცოდე სიცოცხლის ბოლომდე გაგამწარებ ... არ გაცოცხლებ ...._ მონოტონურად ყვიროდა მარი და თან რვეულისმაგვარ რაღაცას თავში უბაგუნებდა
_ აბა რომ დამცინოდი კარგი იყო , იმის მაგივრად რომ მოსულიყავი და მომშველებოდი ჩემი ტანჯვით ხარობდი
_ შენი შეყვარებული არა ? მე შენ გაჩვენებ ...ლილის ყველაფერს ვეტყვი და იცოდე სანამ ცოლად არ შეგრთავენ არ მოგეშვები
_მანამდე ჩემი ფეხით ჩავწვები საფლავში _ რვეულის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ყველა მხრიდან ხვდებოდა
_ ეს როგორ გამიკეთე,ახლა მთელს სკოლას მოსდება და გინდა ,რომ ყველას წინ ვითამაშო ?
_ არ ითამაშო მერე ისედაც ხომ გიყვარვარ ?_გადაიხარხარა დაჩიმ და წამსვე ღიმილი სახეზე შეეყნა , მარიმ რვეული ძირს დააგდო და გაიქცა . დაჩი მიხვდა ,რომ იმ წუთას სასტიკად მოექცა საუკეთესო მეგობარს და უკან გაედევნა .
ელენე,დიანა და ნინი ბიბლიოთეკას ალაგებდნენ . ნანას ძალიან უკვირდა რომ ელენა არ აპროტესტებდა არაფერს, ნინი კი ეჭვით აყოლებდა თვალს როგორ წმენდდა მისი მეგობარი წიგნებს . ბოლოს ვერ მოითმინდა და მის გვერდით გადაინაცვლა
_ ელენე კარგად ხარ?
_ხო არა მიშავს _გაიღიმა გოგონამ
_მეგონა გია ბიძიასთან ლაპარაკი გიშველიდა
_არა , პოზიციების დათმობა არ უნდა ხოდა არც მე დავთმობ
_ კარგი რა
_აწი ჩემს სანახავად ,რომ მოვა არ შევხვდები
_შენც ხომ იცი რომ მამაშენის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია .ის შენი იდეალია ,ცხოვრებისეული იდეალი
_ეგ ადრე იყო
_და რა შეიცვალა?
_ძალიან ბევრი რამ
_მომიყევი იქნებ გავიგო და დაგეხმარო
_ეს ჩვენს ოჯახს ეხება, ნინი მაპატიე ,მაგრამ ვერ გეტყვი . პირდაპირი გაგებით ჩვენს ოჯახს და სხვას არავის . ხომ იცი როგორ მიყვარხარ ,ჩემი და ხარ რომელიც არასდროს მყო.... _ ნერწყვი გადასცდა ლენეს _ მაპატიე მინდოდა მეთქვა რომ შენ არაფერ შუაში ხარ
_ვიცი ,მაგრამ თუ ვინმესთან დალაპარაკება მოგინდა ხომ იცი
_არც გჭირდება მაგის თქმა _ხელი მაგრამ მოუწირა ელენემ და გულში გაიფირა _ რა ძნელი ყოფილა სხვისი საიდუმლოს ტარება . თითქოს ტვირთი ყოველ წამს მძიმდება
_ მგონი აქ სალაპარაკოდ არ ხართ_კბილებში გამოსცრა ნანამ და ერთ ერთ მათგანს დაუძახა აქ მოდიო .

ლილიმ ლამის მთელს სკოლას მოსდო ''ახალი წყვილის'' ამბავი . სკოლის საიტზეც შეიხედა სადაც თემის ქვეშ ათაზსზე მეტი გამოხმაურება იყო დატოვებული .
''ისედაც ვიცოდით''
''ეჭვიც არ გვეპარებოდა''
''მატყუარები ,თავს მეგობრებად გვაჩვენებდნენ ''
''უხდებიან რა გინდათ''
ბრძნული გამონათქვამებიც ბლომად იყო
''მეგობრობიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია ''
''მეგობარს აირჩევდით თუ შეყვარებულს ? რა ჯობია ორივე ერთი და იგივე თუა ???? ''_ და სიცილის სმაილები


ლილი საბოლოოდ დარწმუნდა ამ ამბის სისწორეში. მერე სარკესთან მივიდა და თავის თავს დააკვირდა . დიდხანს ფიქრობდა
''აბა ჩემნაირ უშნო მსუქანს როგორ შემოხედავს როცა ასეთი თხელი და მოქნილი მარი ჰყავს? ჩემი გაქუცული უშნო თმა რას შეედრება მის წაბლისფერ კულულებს , ის ხომ ამ სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგოა . ყველას უყვარს მე კი ვინ ვარ მასთან შედარებით?''_ მერე საწოლზე დაემხო და აქვითინდა

მარი ტირილით შევარდა ოთახში და თავი ბალიშში ჩარგო ,მაგრამ მალევე უკან მოზდია დაჩიმ .მიხვდა რამდენი დააშავა როცა მის გძნობებს დასცინა
_წადი აქედან და თანაც ახლავე
_მარი მაპატიე გთხოვ, უბრალოდ გეხუმრე არც მიფიქრია გესმის ?
_შენ მე დამცინი , ჩემი გამოყენება გინდა ,რომ სხვა თავიდან მოიცილო . მშვიდად ცხოვრება გინდა ჩემი გძნობების ხარჯზე
_კარგი რა მარ ისე ნუ ლაპარაკობ ვითომ არ მიცნობდე
_მგონი მართლა არ გიცნობ
_შენს თავს გეფიცები მსგავსი რამ თუ მეფიქროს , ჩვენს მეგობრობას გეფიცები
_ ტყუილა ნუ მიფიცებ შენი აღარ მჯერა
_ აუ გთხოვ რა მაპატიე ...ყველაზე ძვირფასს გაფიცებ რაც გაგაჩნია მაპატიე ...ახლა ,რომ აქედან ისე წავიდე არ მაპატიო ვერ გადავიტან...შენ ჩემი და ... _ ყელში რაღაც გაეჩხირასავით
_ ხოდა არ მინდა გესმის ? ... არ მინდა, რომ შენი და ვიყო ...შენი და არ ვარ ...მე ის გოგო ვარ რომელსაც უყვარხარ ...ბავშვი აღარ ვარ საქანელაზე დამსვა და მაქანაო და გამართო ... შენი და არ ვარ გესმის ?
_ხო კაი დაწყნარდი გთხოვ
_უფლებას არ მოგცემ ,რომ ჩემი გრძნობები შენი მიზნებისთვის გამოიყენო
_კაი რას მეუბნები გოგო ახლა მართლა არ მაფიქრებინო რომ ჩემზე ამ აზრის ხარ ,აბა ის ხუთი წელი რა ჯანდაბას ვაკეთებდით ერთად... ხუთი წელი ხუთი წუთი ხომ არ არის ...დღეს ხომ არ გაგიცვნივარ
_ კარგი დაივიწყე და წადი
_რა წავიდე მარ ... გაგიჟდი ? მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენ ჩემზე ასე იფიქრო ... ჩემი და ხარ გოგო
_ ხმა არ გავიგო , არ ვარ შენი და მეთქი ორი წუთის წინ რა გითხარი ?
_ ამას ნუ მიკეთებ რა , ხომ იცი როგორ განვიცდი ახლა ასეთს, რომ გხედავ
_ კარგი მორჩა სპექტაკლი . ნუ გეშინია ლილის არაფერს ვეტყვი _ ხელი აიქნია მარიმ და კარი გაუღო წადიო
_ რა ლილი მარ ეგ ვის რაში ადარდებს ჰა ? ჯანდაბაში წასულა რაც უნდა ის ქნას . მითხარი ,რომ ჩვენს შორის არაფერი შეცვლილა თორემ ამაღამ ამ კართან გავათენებ
_ვერ გაათენებ ნანა ჩამოივლის და ოთახში გაგაგდებს _ ბავშვივით დაეჩემა მარი
_ ხოდა მაგ ნანას კიბიდან გადავაგდებ
_ ციხეში ჩაგსვამენ
_არასრულწლოვანი ვარ
_პასუხი ყველაფერზე გაქვს არა????
_მარ გთხოვ რა ...მართლა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა ... მე არც მიფიქრია შენი გრძნობები აბუჩად ამეგდო ...ხო კარგი ვაღიარებ რომ ძლიან უხეშად ვიხუმრე მაგრამ მაგ გაგებით არა ... აი მინდა აგიხსნა და სიტყვებს ვეძებ როგორ ....გამიგე რა ... შენ ხომ ყველაზე უკეთ იცი რის თქმას ვცდილობ არაა ???... მითხარი ,რომ იცი_ დაჩი ისე დაიბნა რომ მართლა ვერ პოიულობდა საჭირო სიტყვებს სათქმელად
_ გადი აქედან _კარი ხელში შეათამაშა მარიმ და დაჩიც იძულებული გახდა გასულიყო . მარი საწოლზე დაემხო და უხმოდ ატირდა . იმ წამსვე კარი გაიღო და ისიც ზემოთ წამოხტა .
_ დაჩი მე შენ რა გითხარი ???? _ რაღაცას წამოავლო ხელი და გოგონები შერჩა
_მარ რა გჭირს ??? _ გაიცინა ნინიმ
_დაჩის რას ერჩი ჰა ? _ უხალისოდ იკითხა ელენემ
_ არა გოგონებო ...არა,რომ იცოდეთ რა მოხდა შეიძლება გაგიჟდეთ_ნინი სმენად იქცა . ელენეც ,მაგრამ უხალისოდ
_ ჰე მიდი თქვი _ თვალები დაუფართოვდა ნინის
_ თქვენმა ძვირფასმა ძმაკაცმა ლილის გამოუცხადა შეყვარებულები ვართო
_ არ არსებობს ...მართლა ?_ წამოხტა ნინი
_ რათქმაუნდა არა ,კუდში აედევნა როგორც ყოველთვის და ამანაც მე გამომიყენა
_ აუფ _ მხოლოდ ეს აღმოხდა ელენეს
_ გამომიყენა გესმით ? ამას როდესმე წარმოიდგენდით? _ ორივემ თავი გააქნია _ უტიფარი იცით რა მითხრა ? მერე რა მოხდა თავის მოჩვენება არ მოგიწევს მართლა ხომ გიყვარვაარო
_ ეგ ხომ არ გაგიჟდა ?_ ფეხზე წამოხტა ელენე
_უეჭველად_ თვალები დაქაჩა ნინიმ
_ჩემს გრძნობებს დასცინა ,თავი დაიძვრინა . როგორ მინდა რომ ის ცხვირ-პირი მივულეწო .
_მერე რას უცდი? _შეაგულიანა ელენემ
_ უარესს ვუზამ ,ლილის მივუქსევ და მერე ნახოს
_ ეგ გოგო გიჟია ,როგორ იფიქრა ...საერთოდ როგორ წარმოიდგინა დაჩისთან ... არა ან მართლა ძალიან სულელია ან რავიცი ...._ ხელები გაშალა ნინიმ
_სულელი ეგ კი არა მე ვარ _ დაიბღვირა მარიმ
ლუკა სამკითხველოში იჯდა როცა დაჩი შემოვარდა . ისეთი სახე ჰქონდა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც უჭირდა .
_რა გჭირს
_ აუ რა ჩავიდინე რომ იცოდე შეიძლება მცემო
_ რა ჩაიდინე ?
_ მარის ვაწყენინე ,გამოვიყენე და რავიცი ...თავს სრულ არარაობად ვგრძნობ
_ რა უთხარი ?
_ბიჭო ლილი ამედევნა კიდე ხომ იცი ? ის გიჟი მსუქანი
_ ხო მერე?
_ მერე მოვატყუე მარი ჩემი შეყვარებულიათქო ხოდა ...მოკლედ რა ....
_ ჰე იტყვი თუ მკითხავთან წავიდე ?
_მერე ხუმრობა ,ხუმრობაში წამომცდა მერე რა მოხდა მაინც გიყვარვარ მეთქი და ბარემ ითამაშეთქო
_ აუ ....რა ქენი ბიჭო ? გოგოს ეგ როგორ უთხარი ? ახლა მართლა გცემ იცოდე. ის ხომ მარია და არა ვიღაც გადამთიელი ვისთანაც ეგრე იფლირტავებ
_აუ ვიცი და მაგიტომაც ვარ ასე, მიდი მცემე და ეგებ უკეთ ვიგრძნო თავი
_ აუ შენს ადგილას სხვა რომ იყოს იცი ახლა რას ვუზამდი ?? მანამდე ვცემდი სანამ ხელები არ ამტკივდებოდა
_აწი თვალებში როგორ შევხედო,არც კი დამელაპარაკა ოთახიდან გამომაგდო
_ეგ თუ გაკმარა კიდე უკმაყოფილო ხარ?
_ მითხარი რა ვქნა რომ მაპატიოს ,ბიჭო რა მითხრა იცი ? მე შენი და არ ვარ ის გოგო ვარ ვისაც უყვარხარო . აღარ მითხრა ,რომ შენი და ვარო
_ აბა უყვარხარ და შენი და რანაირად იყოს . ძმასავიდ როგორ შემოხედავს ?
_აქამდე ხომ მიყურებდა
_ეგ იმიტომ რომ სიმართლეს ვერ გეუბნებოდა ,ახლა სიმართლე იცი და ....
_ რა ვუყო ამ ამბავს ???აი მარის დაკარგვა რომ არ შემიძლია მაგაზე ორი აზრი არ არის .
_მერე მე რას მიზიხარ აქ და მეწუწუნები , წადი და რამე მოიმოქმედე
_მერე მირჩიე რამე ჩემი ძმა არ ხარ?
_ საჩუქარი უყიდე,კინოში დაპატიჟე, ყვავილები დაუკრიფე ბაღში ...რავიცი ათასი რამეა ...თუ გინდა საერთოდ სერენადა უმღერე ფანჯარასთან
_ოოოო სერენადა არა ცეცხლწაკიდებულ თასებსაც მოვიტან
_აბა იჯექი მანდ და იწუწუნე
_ჩემი საცოლე კი არ არის ბიჭო რა სერენადა...მინდა რომ ისევ ვიმეგობროთ
_ხოდა გაიგე რომ ვეერ იმეგობრებთ ...გოგოსთან რომელსაც უყვარხარ ვერ იმეგობრებ . კიდევ რა ენაზე აგიხსნა ? დაფიქრდი ერთი ორი დღე და გადაწყვიტე რას იზამთ. ან მეგობრებად დარჩებით,ან დაიკარგებით ან უკეთესი სკოლას რომ დავამთავრებთ იქნება ქორწილი _ გაიკრიჭა ლუკა და გარეთ გავარდა
დილით გატენებისთანავე წიგნების კარადაში იჩხრიკებოდა ელენე დაჩი რომ მოადგა
_ელ რას შვები?
_თვალით არ დამენახვო_შეუბღვირა გოგონამ
_კარგი რა ახლა არ მითხრა ,რომ შენც დაიჯერე მარის ასე მოვექცეოდი
_დაჯერება არ მჭირდება ისედაც ვხედავ . წელს ყველა შეიშალა
_არაფერი შეცვლილა ,კარგი რა გეყოთ ნუ იბუტებით ასე
_ჩემს მეგობარს აწყენინე და დასცინე სანამ დანაშაულს არ გამოისყიდი არ დამენახვო .თან შენი თავი არ მაქვს ახლა ტვინს იმაზე ვიჭ....ტ დეას რა მოვუყვე _თითები დაპარჭყა გოგონამ
_გინდა დაგეხმარო ?
_არა გმადლობ ,როგორმე მე თვითონ
მსუქანა ლილი კაფეტერიაში შევარდა და მაგიდასთან მჯდომ ნინის და მარის შეუბღვირა. მერე კი დიანას მოუჯდა გვერდით.
_არავის დაუპატიჟებიხარ _ ალმაცერად ახედა დიანამ
_ამათი ამბავი უცნაურად არ გეჩვენება?_თვალებით ანიშნა მარიზე
_უცნაურს რას ხედავ გოგოს და ბიჭის რომანში ?
_მოიცა ეგენი არ ამტკიცებდნენ და-ძმანი ვართო ?
_ლილი თავი დამანებე უშენოდაც ბევრი საქმე მაქვს . თანაც ამ სკოლაში ერთადერთი გოგო რომ დარჩე დაჩი მაინც არ შემოგხედავს _დაიმანჭა დიანა და წავიდა. ლილის თვალები ცრემლებით აევსო .
გოგონების მაგიდას ლუკა მოუახლოვდა
_ გამარჯობათ გოგონებო .გემრიელად მიირთვით
_მოდი....მოდი დაჯექი _გაუცინა ნინიმ
_ვინმემ იცით რა სჭირს ელენეს?
_რამე სჭირს? _ ლუკმა ყელში გაეჩხირა ორივეს
_რატომღაც მგონია, რომ ჩვენ თავს გვარიდებს .როდესმე ასეთი რამ მომხდარა? წეხან დავინახე დაჩისაც ეჩხუბა
_ხო რაღაც უცნაურად იქცევა მგონი სახლში პრობლემები აქვს _ ივარაუდა მარიმ
_მგონი უფრო მამამისთან. ხომ იცი არ უყვარს როცა მამამისს ეჩხუბება. გუშინ მეუბნებოდა პოზიციების დათმობა არ უნდაო და არც მე დავთმობო _ ძველი საუბარი გაახსენდა ნინის
_ალბათ რამე მოითხოვა და უარი უთხრეს. ასე მარტო მაშინ იქცევა თავისას ,რომ ვერ გაიტანს _ გაიცინა ლუკამ
კაფეტერიაში ვიღაც ბიჭი შემოვარდა. ეს იყო ნიკო . სკოლის ფეხბურთის გუნდის კაპიტანი და პირდაპირ მათკენ გაქანდა.
_ ბავშვებო გამარჯობათ დღეს მოვედი _ მხიარულად მივარდა სამივეს და გადაკოცნა . ბავშვებს გაუკვირდათ რადგან მასთან ასე ახლო მეგობრობა არ აკავშირებდათ.
_ ნიკო კარგად ხარ ?_ გაოცებული სახით იკითხა ნინიმ როცა ბიჭი გვერდით მოუჯდა,ხელი გადახვია და ყურებამდე გაიკრიჭა .
_ ელენე სად არის ?_დასერიოზულდა უცებ ახალმოსული
_ აჰ ახლა გასაგებია ასე რატომაც იკრიჭები . დროა მიხვდე რომ ელენეს ტყუილად დაზდევ _იმედი გადაუწურა მარიმ
_მადლობა უნდა მოვუხადო და მამამისსაც უნდა დავურეკო_ხელები გაასავსავა ბიჭმა
_ მადლობა?_შეიცხადა ლუკამ
_ ხო წელს დაფინანსება გაგვიზარდა ჩვენი სკოლის გუნდს და ახალ ფორმებსაც შევიძენთ მომდევნო თამაშისთვის _ ლამის სკამიდან ახტა ბიჭი
_ ახალი ფორმები რას გიშველით ორი წელია ჩვენს სკოლას თასი არ მოუგია . საჯარო სკოლამ გაჯობათ _ თავზე ხელი წამოარტყა ელენემ და გვერდით მოუჯდა
_ უიიიი _ უხერხულად შეიშმუშნა ნიკო და მისკენ მიჩოჩდა
_ მამას სულ ვუჩიჩინებ ნუ აფინანსებთქო მაგრამ არ მისმენს . ფეხბურთი ძალიან უყვარს და რაღაცნაირად სიყვარულს გამოხატავს. თქვენ კიდე ..._ აიმრიზა ელენე
_ ნუ ილანძღები რააა
_ სიმართლეს გეუბნება_ ჩაერთო ნინი
_ შარშან რა სამარცხვინოდ წააგეთ . თან ვისთან? სკოლაში ნორმალური სარბენი მოედანიც არ აქვთ. თქვენ კიდევ ყველაფერი გაქვთ იმისთვის ,რომ ჩემპიონები იყოთ მაგრამ _ბოლო მოუღო ელენემ
_ წელს მოვიგებთ ,წელს სკოლას ვამთავრებ ...ტრიუმფით დავამთავრებ .... _ გაიჯგიმა ნიკო
_შარშანაც მასე ამბობდი _ ჩაიცინა ლუკამ
_ წელს ფეხბურთსაც მოვიგებ და კიდევ ჯეკპოტსაც _ისევ გაიკრიჭა ნიკო
_ ვხედავ ზაფხული უქმედ არ გაგიტარებია , ალბათ ოცნებობდი ბევრს _ დაამატა მარიმ
_არა სკოლას ,რომ დავამთავრებ ცოლი მომყავს _ ბიჭი ლამის ისევ ახტა სკამიდან . ლუკა სიცილით ლამის გაიგუდა
_ვინ არის ის უბედური _ პირზე ხელი აიფარა ელენემ
_რათქმაუნდა შენ საყვარელო _ მიიხუტა ბიჭმა და თმაზე აკოცა
_არა ხომ გითხარი ბევრს ოცნებობ მეთქი _ აფხუკუნდა ელენე
_მაგ სიტყვებს გაგახსენებ _ ბიჭმა ისევ კბილები გამოაჩინა და რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ ქალბატონი ნანა ისეთი სახით შემოვიდა ყველას ღიმილი გაუქრა სახეზე
_ ხუთ წუთში გაკვეთილი იწყება _წარბი ასწია ქალმა და იმწუთას ყველა გაიკრიფა იქედან
პირველი ქალბატონი დეას გაკვეთილი იყო რომელიც წლის დასაწყისში კლასის ხელმძღვანელად დანიშნეს . იგი ყოველთვის ერთი და იგივე სახით დადიოდა და ბავშვებს გველივით გესლავდა . გაკვეთილის გამოკითხვა რომ დაიწყო ყველა გაჩუმდა.
_ძველი რომი .რა შესანიშნავი თავია ,რა საინტერესო და მრავლისმთქმელი _ ემოციურად დაიწყო დეამ
_აბა პირდაპირ დაგვბურძგლა _ ვიღაცამ უკანა მერხიდან დაიძახა .ქალი აიმრიზა და თვალი იქეთ გააპარა მაგრამ ვინ იყო ვერ მიხვდა .
_სიწყნარე . აბა ვინ ისაუბრებს ძველ რომზე ?_კლასსი მომაკვდინებელი სიჩუმე გამეფდა. ქალმა ჟურნალში ჩაიხედა და სიას ქვემოდან ამოჰყვა . მერე კი მკვეთრად წარმოთქვა .
_წიკლაური ,წინა გაკვეთილზე ძალიან აქტიურობდა _ ქალმა სათვალე ცხვირზე ჩამოაცურა და გოგონას ადგომას მოუთმენლად დაელოდა.
ნინის სახეზე ფერი წაერთვა
_იცი რამე ?_ დაიჩურჩულა ელენემ
_წარმოდგენაც არ მაქვს
_რა უნდა ქნა?
_არ ვიცი
_იტალიაში ხომ ხარ ნამყოფი რამე თქვი
_ძველ რომთან რა შუაშია ?
_მე რა ვიცი
_ წიკლაური დაუჩქარე ,მთელ დღეს შენ ვერ დაგითმობთ _ თავი შეახსენა ქალმა
ნინი ფეხათრევით წამოდგა
_ გისმენთ _ნინიმ თამამად გაიცინა ,მერე აუდიტორიისკენ მობრუნდა და დაიწყო
_ძველი რომი ...ძველი რომი ... თანამედროვე იტალიის ტერითორიაზე იყო გაშენებული .
_ღმერთო ახლა რაღაც სისულელეს იტყვის _თვალებზე ხელი აიფარა ელენემ .მარის თითქოს კისერში რაღაც გაეჩხირა
_ ყოვლისმცოდნე ტვინიკოსი , დღეს კარგად გავერთობით _ ჩააილაპარაკა დიანამ ისე ,რომ ელენეს და მარის გაეგონა
_ჩავარდა, დეას ამბავი არ იცი ? მთელი წელი ,რომ თავგადაკლულმა ისწავლოს ამას მაინც ყოველთვის გაახსენებს _ ამოთქვა მარიმ
_ერთი წამით მაცადე _ დაიჩურჩულა ელენემ და დიანას ალმაცერ ღიმილს გახედა _მისას ვერ გაიტანს
_ რას აკეთებ ?
_მიყურე და ისწავლე _ელენე ფეხზე წამოდგა და დეას დაუძახა _ პატივცემულო შეიძლება გავიდე?
_არა_ ცივად თქვა დეამ და ისევ ნინისკენ შებრუნდა
_რას აკეთებს _ ხელი კრა ლუკას დაჩიმ
_მოიცა შოუ ახლა იწყება _გააჩერა ლუკამ და მართლაც წამის მეასედში ელენე მოცელილივით დაეცა ძირს. მარიმ თავი ხელებში ჩარგო ,რომ მისი სიცილი არ დაენახათ. მერე თითქოს არაფერიო წამოხტა და მეგობარს მივარდა
_ელენე კარგად ხარ _მთელი კლასი აიშალა და ელენეს მერხის მიცვივდა .
_მოშორდით და ჰაერი მიეცით იყვირა დეამ . ვიღაც ექიმის დასაძახებლადაც გაიქცა . დიანა ნინის მიუახლოვდა და ყურზე მოქაჩა
_შენი დაქალი ბრწყინვალე მსახიობია . კიდევ კარგი ამერიკის კინოაკადემია არ გვესწრებოდა თორემ ოსკარსაც გადასცემდნენ
_ რა სამწუხაროა ,რომ შენ ყოვლად უნიჭო დაიბადე _ ცხვირზე საჩვენებლი თითი წაარტყა ნინიმ და მეგობრისკენ წავიდა .
_იდიოტი _ ჩაილაპარაკა დიანამ
ექიმი რამდენიმე წუთში მოვიდა. თითქოს შეშფოთებულმა ნინიმ და ამრიმ საზეიმოდ მოახსენეს გული წინა დღესაც წაუვიდაო . სიტუაციის დასამძიმებლად ,რომ გაკვეთილი ბოლომდე გამცდარიყო ყველა კუთხიდან გაისმა მწუხარე შეძახილები . ექიმმა თავის კაბინეტში წაიყვანა გოგონა . გაკვეთილი საბბოლოოდ ჩაიშალა ,მაგრამ დეამ ნინის ბრაზით აღსავსე მზერა მაინც გააყოლა. კლასი დაცარიელდა. მხოლოდ დეა იჯდა თავის მაგიდასთან .
_მოიგონა _ გაისმა დიანას ხმა და ქალის მაგიდას მიუახლოვდა
_ ნოდია გინდა რამე?_ცივად უპასუხა ქალმა
_ მოიგონა, ჯავახიშვილზე ვამბობ
_ვიცი
_მერე?არაფერს მოიმოქმედებთ?
_შეიძლება გავიგო შენ რატომ ყოფ ცხვირს იქ სადაც არაფერი გესაქმება?
_ ვერ ვიტან რომ ყველაფერი გასდით
_არ ვიცი ყველაფერში რას გულისხმობ ,მაგრამ ჩემთნ ჯერ არავის არაფერი გასვლია. შენს საქმეს მიხედე _ დეამ ოთახი დატოვა .
მოადგილე ნანა დირექტორის კაბინეტში შევარდა და ისტორიის გაკვეტილზე მომხდარი ინცინდენტი მოახსენა. თან ეშინოდა ისევ ჯავახიშვილის გვარს რომ ვახსენებ სულ გაგიჟდებაო ,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა .
_ბატონო დირექტორიო დეა დარჩიას გაკვეტილზე ინცინდენტი მოხდა
_ამჯერად რა _თვალები დაატრიალა კაცმა
_ჯავახიშვილმა გონება დაკარგა. მთელი კლასი ექიმის კაბინეტთანაა
_ისევ ჯავახიშვილი ?
_დიახ და ჯობია ადგილზე თქვენ მიხვიდეთ თორემ უყურადღებობაში დაგდებენ ბრალს . ხომ იცით მშობლების ამბავი
_კარგი ,პატრონს შეატყობინე და მე იქ წავალ .
კაბინეტთან მართლა მთელი კლასი შეკრებილიყო. ელენე ამტკიცებდა უკვე კარგად ვარო მაგრამ ექიმი საწოლიდან არ აყენებდა.
_გიჟია დაინახე როგორ დაეცა?მართლა რამე ,რომ მოეტეხა?_ ჩურღულებდა დაჩი და თან იცინოდა
_ გადამარჩინა _ ამოთქვა ნინიმ
_არამგონია,დარჩიას სახეზე ეწერა ,რომ მიუხვდა_ თქვა მარიმ
_ვერაფერს დაამტკიცებს _ ჩაიცინა ნინიმ
_ დირექტორი მოდის _ გასწორდა ლუკა
_აქ რა ხდება?_გაისმა კაცის ხმა და ყველა მხრიდან დაიწყეს ამბიბს მოყოლა _ყველა თქვენს ოთახებში დაბრუნდით.საჭირო არ არის ამდენი ხალხის აქ ყოფნა . დერეფანი მალევე დაცარიელდა.დაახლოებით ნახევარ საათში კი თამუნა გამოოჩნდა.
_ქალბატონო თამუნა როგორ ბრძანდებით?_ლამის ფეხქვეშ გაეგო დირექტორი ქალს
_გმადლობთ კარგად
_თქვენმა ქალიშვილმა ძალიან შეგვაშინა
__ შეიძლება ვნახო ?
_რათქმაუნდა _ ქალმა კარი შეაღო და ყველას და გასაკვირად ელენე არც კი გარყეულა. სხვა დროს ალბათ მთელს სპექტაკლს მოაწყობდა
_მარტო დაგტოვებთ_თქვა ექიმმა
_ჩემი შვილი როგორ არის?
_უკეთ...უკეთ ....საშიში არაფერია .მგონი ცოტა გადაიღალა
_საყვარელო როგორ ხარ?_თამუნამ თმაზე ხელი დაადო გოგონას ,მაგრამ მან თავი გვერდზე გასწია
_გმადლობ უკეთ
_გთხოვ ჩემო პატარავ ასე ნუ მექცევი
_შენ კიდე ისე ნუ მექცევი თოთქოს სამი წლის ვიყო
_ვიცი რომ ბევრი რამ მოხდდა და თავს ცუდად გრძნობ
_ცუდად არა საშინლად და მოტყუებულად
_მაპატიე არ მინდოდა შენთვის ტკივილი მომეყენებინა
_მხოლოდ იმ დღეს გაპატიებთ შენ და მამას როცა სიმართლეს იტყვით . მანამდე კი ჩემთან არ მოხვიდეთ
_ელენე ეს შეუძლებელია
_შესაძლებელია
_გაჩუმდი,შენ არანაირი მოთხოვნების წამოყენების უფლება არ გაქვს ,არასრულწლოვანი ხარ
_ხო უუფლებო მონა ვარ ჯავახიშვილების კარზე
_ რომელი მონა როცა დედოფალივით ცხოვრობ, ნუ ამლაშებ
_ ყველაფერს ისე უყურებთ როგორც გინდათ
_ ეს საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდება, უფლებას არავის მივცემ , რომ...
_ მე ,რომ ვთქვა მერე რას იზამ ?
_ძალიან გაინტერესებს?_თვალები დააკვესა ქალმა
_ჰო მაინტერესებს
_მამაშენს გავშორდები, სასამართლო პროცესს მოვიგებ და შენს თავს წავართმევ . მერე საზღვარგარეთ წაგიყვან და ვეღარავის ვეღარასდროს ნახავ ,ვერც მამაშენს და ვერც მარის
_მაგას ვერ იზამ
_ვიზამ, იცი ეს ამბავი თუ გასკდება რამხელა სკანდალს გამოიწვევს ? ეს სკანდალი ჩემი საუკეთესო ხელმოსაჭიდი იქნება . მამაშენს სასამართლოს ისე მარტივად მოვუგებ შენ, რომ ვერც წარმოგიდგენია
_ვინ ხარ დედა, თურმე საერთოდ არ გიცნობდი
_უფლებას არავის მივცემ თავი საქვეყნოდ მომჭრას და ყველას სალააპარაკო გამხადოს .ასე ვერავინ შემარცხვენს
_ სიმართლეს გაამხელენ თუ არა ეს იიმ ფაქტს არ ცვლის რომ ქმარმა გიღალატა . მაინც მოტყუებული ქალი ხარ ,ეს ყველას რომ დაუმალო საკუთარ თავს ვერ დაუმალავ . ყველას მოტყუება შეგიძლია მაგრამ საკუთარი თავის არა . თამუნა სახეზე წამოენთო და გოგონას ძლიერად გაარტყა სახეში .
ელენემ ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და თამუნას მიმართა.
_რა სამწუხაროა დედა , თურმე საერთოდ არ გიცნობდი
_ მე ჩემი ოჯახისთვის კარგი მინდა . შენ ამას ვერ გაიგებ ჯერ ბავშვი ხხარ
_ ოჯახზე კი არა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ . მამა კი ... მას ისე უყვარხარ მზად არის შენს გამო შვილზე თქვას უარი . ამას იმსახურებ დედა? _ ელენე ოთახიდან გავიდა .კარებში მარი მოეგება და უთხრა ,რომ შემოსასვლელში შეკრება იწყებოდა . იქაურობა მართლაც სავსე იყო მთელი სკოლის ბავშვებით . დირექტორს გვერდით დაახლოებით ოცდაათი წლის კაცი ედგა . ისეთი სახით იყურებოდა როგორც ოცეულის მეთაური . გეგპნებოდათ ჯარის საწვრთნელად ემზადებაო . ყველა დაინტერესდა მისი ვინაობით
_ალბათ დაინტერესდით ვინ არის ეს ბატონი ვინც ახლა გვერდით მიდგას_ჩვეული ოფიციალური ტონით წარმოთქა კაცმა. ყველამ დაეთანხმა _ ეს არის ბატონი ირაკლი ონიანი .იგი ჩვენს სკოლაში მათემატიკას ასწავლის . პარალელურად კი აქ მიმდინარე მოვლენებს აკონტროლებს
_ ზედამხედველი მოგვიჩინეთ ?_ წამოიძახა დაჩიმ
_ სიწყნარე, ის უბრალოდ სკოლაში სიმშვიდეს დაიცავს . ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქენი მშობლების წინაშე. შესაბამისად გააკონტროლებს ვინმე არ გაიპაროს, გაკვეტილი არ გააცდინოს , არ იჩხუბოს და ასე შემდეგ . განსაკუთრებული არაფერი .
_როგორ თუ არაფერი დირექტორო, ეს ჩვენი უფლებების დარღვევაა _ წამოიძახა ელენემ
_ ამ კაცის ზედამხედველობა არაფერში გვჭირდება _ დაიყვირა ნინიმ და ცხვირი აიბზუა
_აქ თქვენთვის შესაკითხად არ მოვსულვარ. მე მხოლოდ გაგაცანით სკოლის ახალი წევრი _ მკაცრად წარმოთქვა დირექტორმა და ჰალსტუხი გაისწორა
_ ჩვენმა მშობლებმა იცის ?_ ხმამარლა იკითხა ლუკამ
_ მოგვიანებით გავაცნობთ _ თავი იმართლა დირექტორმა
_ჩვენს მშობლებს ამის უფლება აქვს _ გამოექომაგა ლილი . ყველა მხრიდან გაისმა პროტესტის შეძახილები მაგრამ დირექტორი თვალს მიეფარა .
_როგორც ვიცი ხუთ წუთში გაკვეთილი იწყება _ისეთი ხმით და სახით წარმოთქვა ახალმოსულმა რომ ყველას ჟრუანტელმა დაუარა .
_მგონი თქვენი დრო დასრულდა -ჩაისისინა დიანამ და ელენეს ბეჭზე ბეჭი გაჰკრა
_ კრეტინი _გაიქაჩა ისიც მაგრამ ლუკამ არ გაუშვა
გაკვეთილები უხალისოდ გაილია . ნინი კარადისკენ გარბოდა, რომ მეორე დღის წიგნები გამოელაგებინა როცა უკნიდან ხმა გაიგო
_ წიგკლაური _ გოგონა ადგილზე შეხტა. უკან რომ მობრუნდა მიხვდა რომ არ შემცდარა.ახალი მასწავლებლის ხმა იყო.ათრთოლებული ხმით გამოეხმაურა

_დიახ გისმენთ
_დერეფანში ასე დარბიხართ ?
_უკაცრავად ?
_ვერ გაიგეთ?
_ვერა ,რამე პრობლემააა?
_სკოლაში წესრიგის დაცვა ქცევებით და მანერებით უნდა დავიწყო
_ვერ მიგიხვდით?_ყურებს ვერ უჯერებდა ნინი
_თუ შეიძლება მომავალში სკოლის ტერიტორიაზე ნორმალურად იარეთ ,მითუმეტეს როცა გვერდით მასწავლებელს ჩაუვლით
_უკაცრავად, მაგრამ...._ ნინის რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ირაკლიმ არ აცადა და მკაცრად წარმოთქვა
_ახლავე შენს ოთახში დაბრუნდი
_ნინი რამე ხომ არ გაწუხებს _ მოუახლოვდა ნიკო
_ეს კაცი ნამდვილი იდიოტია
_ვინ კაცი ?
_ახალი
_სახეზე აწერია, ყურადღება არ მიაქციო _გაიკრიჭა ბიჭი და წავიდა



_ელენე დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გჭირს? _ მხარზე ხელი დაადო ლუკამ
_კი დარწმუნებული ვარ
_ რაღაც უცნაურად იქცევი
_არაფერია უბრალოდ სახლში მაქვს რაღაც პრობლემა
_გინდა მომიყვე?
_არა .მაპატიე ლუკა, მაგრამ არ შემიძლია
_გასაგებია ,მაგრამ ასეტი არ მომწონხარ .ძველი ელენე გვენატრება
_ხო რავიცი ვნახოთ,იმედია ყველაფერი მოგვარდება
_რომ მოგიყვეთ ერთი წუთის წინ რა მოხდა არ დამიჯერებთ _ ქარივით მოვარდა ნინი
_რა მოხდა ?_ერთხმად წარმოთქვა ორივემ
_ ის ახალი ....ხო ხო აი ის ირაკლი .
_მერე
_ვერაფრიტ გამოიცნობთ რა მითხრა_ ხელები აიქნია ნინიმ
_რაო რა გითხრა ?_ თვალები დაქაჩა ორივემ
_დერეფანში ნუ დარბიხარო
_რაო ?მაგას ვინ ეკითხება ?_წამოენთო ელენე
_ მითუმეტეს ჩემს თვალწინო
_ ეგღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის _მოიღუშა ლუკა
_კიდევ კარგი იქ არ ვიყავი თორემ თვალებს ამოვკაწრავდი _წამოიყვირა ელენემ .


დიანა დერეფანში გრაციოზულად მოაბიჯებდა და თან თმას იჩეჩავდა მასაც თავზე რომ დაადგა ირაკლი .
_გოგონა
_გისმენთ _გაიგრიხა დიანა თავის მოსაწონებლად
_ფორმა რატომ არ გაცვიათ?
_იმიტომ ,რომ გაკვეთილები დასრულდა .რამე პრობლემააა?
_დიახ ,სკოლის ტერიტორიაზე ფორმის გარეშე არ დაგინახოთ
_ჩვენ ამის უფლება გვაქვს
_აღარ გაქვთ
_ეს ვინ დაადგინა ?
_მე
_თქვენ ამის დადგენის უფლება არ გაქვთ
_ვერ ვიტან თავხედ ბავშვებს
_მოდით აქ ...მოდით მოდით _ხელით მიანიშნა გოგონამ კედლისკენ სადაც უამრავი განცხადება იყო გამოკრული .
_რა გნებავთ ?
_აქ სკოლის შიდა განაწესია . წაიკითხეთ მეექვსე პუნქტი _კაცი შეყოვნდა და მერე მაინც წაიკითხა
_მოსწავლეებს ევალებათ გაკვეთილების მიმდინარეობის დროს ეცვათ ფორმა . დანარჩენ დროს სურვილის შესაბამისად
_სურვილის შესაბამისად ახლა არ მაცვია და ვერც ვერავინ მაიძულებს
_ გაიკრიჭა გოგონა
_ძალიან არ მომწონხართ გოგონა
_არც მე მაგრამ გიტანთ _დიანა დერეფანში გაუჩინარდა .ირაკლიმ კბილები დააკვესა


ირაკლი დირექტორის მიმღებშიც გამოჩნდა სადაც ქალბატონი ნანა ღიმილით მიეგება და ყავაც კი შესთავაზა .
_ქალბატონო ნანა შეიძლება ვისაუბროთ?
_რათქმაუნდა
_მოსწავლეების შესახებ რაღაცეები მაინტერესებს
_ სიამოვნებით დაგეხმარებით
_უნდა ვაღიარო ძალიან არიან გათავხედებული
_გეთანხმებით ,მაგრამ რას ვიზამთ
_რაღაცეები უნდა შეიცვალოს
_უკვე მივიღეთ ზომები თქვენ უნდა იმუშაოთ, რომ ახალი წესები ზედმიწევნით შესრულდეს
_ჩემი აზრით ის ბავშვები ვისთანაც ურთიერთობა ჭირს ერთ ოთახში არ უნდა ცხოვრობდნენ
_რას გულისხმობთ?
_დღეს უკვე მომიხდა შელაპარაკება რამდენიმესთან ,მაგალითად წიკლაური და მეორე დიანა
_აჰ დიახ ,საშინლად ჩხუბობენ ეგ ორნი
_ ვფიქრობ წიკლაურის ოსთახში მეტისმეტად ბევრი რთულად სამართავი ბავშვია
_ბერიძესა და ჯავახიშვილს გლისხმობთ ალბათ არა?
_დიახ
_მაგ ოთახთან დაკავშირებით ნამდვილი კოშმარი გამოვიარეთ
_რატომ?
_თქვენს აზრს მეც ვიზიარებ , ეგ სამი წელს დავშალე და სხვადასხვა ოთახში გავუშვი მაგრამ ჯავახიშვილმა ისეთი ამბავი აწია უკან დავაბრუნეთ
_ბავშვების ჭკუაზე დადიხართ?_ჩაიცინა კაცმა
_არა მამამისს დაურეკა და ...
_აჰ ესეიგი მშობლების
_დიახ ბატონმა გიამ სხვა გზა არ დაგვიტოვა .ისეთ დღეში ჩაგვყარა რომ ...
_საწყენია ,რომ შვილებს ასე ზრდიან .არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ?
_სამწუხაროდ არა , გირჩევთ მაგ სამეულთან პრობლემებს ნუ შეიქმნით . მარტო ბავშვები კიარა მშობლებიც კი საშინლად ჭირვეულები ყავთ. მათთან პრობლემები არ გვჭირდება .მითუმეტეს ახლა როცა წიკლაურის მშობლები საზღვარგარეთ არიან . განსაკუთრებით პასუხს ვაგებთ მასზე
_აქ მარტოა?
_თვითონაც სამოგზაუროდ იყო მაგრამ სკოლის დაწყებისთვის დაბრუნდა .ამიტომ რჩება აქ შაბათ- კვირასაც .მგონი ერთ თვეში დაბრუნდებიან
_გასაგებია



_მარი ნინი არ ჩანს სად არის ??? _უკვე კარგად დაბნელებულიყო
_ თქვა სანამ თემის წერას დავიწყებთ წვენს მოვიტანო . კაფეტერიაში გავიდა
_მგონი ბევრი დაიგვიანა
_აპარატმა გააწვალა ალბათ


ნინი წვენს ასხამდა ქაღალდის ჭიქებში ირაკლი თავზე ,რომ დაადგა
_ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ ?
_ვერ ხედავ? წვენს ვასხამ
_ძალიან თავხედობ
_ თავი დამანებეთ ,რას გადამეკიდეთ?
_უბრალოდ გავიგე შენი მშობლები სამოგზაუროდ ყოფილად და ალბათ განსაკუთრებული ყურადრება გჭირდება
_ცდებით,ჩემს თავს მეთვითონ მივხედავ .ძიძა არ მჭირდება მითუმეტეს თქვენნაირი
_ნუ უზრდელობ მეთქი გითხარი _კბილებში გამოცრა კაცმა და გოგონას მაჯაზე დაეტაკა
_ მე კი არა თქვენ თავხედობთ. თავი ვინ გგონიათ?
_რას იზამ მამიკოს დაურეკავ?
_შესაძლოა
_ გამომყევი _მაჯაზე მოქაჩა კაცმა და დერეფანში წაათრია
_ხელი გამიშვი მანიაკო
_გითხარი თავხედ ბავშვებს ვერ ვიტან მეთქი
_სად მიგყავარ ?
_სამრეცხაოში
_არა ,თავიდან მომწყდი _ ნინიმ ყვირილი დააპირა, მაგრამ პირზე ხელი ააფარა და ისე წაათრია .მერე სამრეცხაოს კარი გააღო და შიგნით შეაგდო
_ნუ გეშინია შენს მოკვლას არ ვაპირებ ,დილამდე აქ იქნები ჩაკეტილი . იმედია თავხედობას მოუკლებ და ენასაც დაიმოკლებ
_არა ,ამის უფლება არ გაქვს გამიღე შიგნიდან ბრახუნი დაიწყო ნინიმ ,მაგრამ ხმა არავინ გამოსცა
მარის დილით რვის ნახევარზე გამოეღვიძა .ელენეს საწოლზე ზემოდან ეძინა . ბავშვებს კითხვის დროს ჩასძინებოდათ . მაშინვე საწოლებს გადახედა და გაუკვირდა როცა მარის ხელუხლებელი იყო . მაშინვე ელენეს მივარდა და შეანჯღრია .

_ელენე გაიღვიძე სწრაფად _გოგონამ თვალები მოისრისა და ძლივს წამოსწია თავი
_მარ რა ხდება ?
_ნინი წუხელ სად იყო ?
_რაა? საწოლში სად იქნებოდა?
_შეხედე მისი საწოლი ხელუხლებელია
_რაა?_ფეხზე წამოხტა გოგონა
_წუხელ არ ყოფილა. ნეტა სად იყო ?
_შეუძლებელია რამე ხომ არ მოუვიდა?
_თემაც ვერ დავწერეთ ჩაგვეძინა .
_მოიცა პირს დავიბან და ნინი მოვძებნოთ

ნინის სამრეცხაოში იატაკზე ჩასძინებოდა როცა გასაღების გადატრიალების ხმა გაისმა .გოგონამ მაშინვე იფხიზლა და დაელოდა. ოთახში ირაკლი შემოვიდა და გაიღიმა .
_გამარჯობა ნინი როგორ გეძინა?
_ ამას განანებთ ასე არავინ მომქცევია
_ჯობდა ადრე მოგქცეოდნენ ზრდილობას ისწავლიდი
_არ გეგონოს რადგან ჩემი მშობლები საზღვარგარეთ არიან უპატრონო ვარ
_აბა ერთი გაბედე და რამე თქვი თავბედს გაწყევლინებ _ ხელი მაჯაში წაავლო კაცმა
_თქვენი არ მეშინია
_ჯობია გეშინოდეს ვის დაუჯერებენ მე მასწავლებელს თუ შენ თავხედ მოსწავლეს
_ვნახოთ მამაჩემი ვის დაუჯერებს
_მამაშენის არავის ეშინია
_მართლა ? მაგის თვითონაც არ გჯერავს .
_ ერთი გაბედე და რამე თქვი გაჩვენებ რაც მოგივა _ კაცმა ხელი ჰკრა და ოთახიდან გააგდო _ გაკვეთილზე დაბრუნდი _ნინიმ ცრემლები მოიწმინდა და კიბეს აუყვა

დერეფანში ჯერ არავინ მოძრაობდა რადგან მეტისმეტად ადრე იყო . მხოლოდ მარი და ელენე გარბოდნენ კაფეტერიისკენ . მარიმ მაშინვე შეამჩნია, რომ ავტომატთან ქაღალდის ჭიქები ეყარა
_ელენე წუხელ რა თქვი ნინი რატომ წავიდაო ?
_წვენი უნდა მოეტანა
_ ღმერთო ჩემო რამე ხომ არ მოუვიდა???? შეხედე
_პირდაპირ უარესს ნუ ვიფიქრებთ ,იქნებ დილით ადრე ადგა
ამ დროს დერეფანში ნინი გამოცნდა . ფეხათრევით მოდიოდა და თან თვალებს იწმენდდა
_ნინი რა გჭირს ?_ მიცვივდნენ ორივე . გოგონა მალევე გამოერკვა
_რა ? უი მაპატიეთ ვერ დაგინახეთ
_წუხელ სად იყავი ?_ თმები გადაუწია ნინიმ
_ადრე ადექი თუ არ მოსულხარ? _შეშფოთებული ხმით თქვა ელენემ
_თქვენ ... წუხელ ... _ ხმა დაება ელენეს
_გვაპატიე ჩაგვეძინა ნინი _შეევედრა ელენე
_თვალებზე რა გჭირს? _შეიცხადა ,არიმ
_არაფერი გვიანობამდე ვკითხულობდი და დამისივდა _რაღაც სისულელე მოიგონა გოგონამ
_მარი ნუ იტყუები როდის იყო ღამეებს კითხვაში ატარებდი ? აღიარე რა მოხდა _არ ნებდებოდა ელენე
_გეყოფათ გოგონებო დროა დავბრუნდეთ გაკვეთილი დაიწყება და თემა გვაქვს დასამთავრებელი ხომ არ დაგავიწყდათ? _ნაძალადევად გაირიმა ნინიმ და ოთახისკენ გაიქცა. გოგონებმა გაკვირვებული მზერა გააყოლეს . ნინი ოთახში ,რომ შევარდა ისე ღელავდა ხელები უკანკალებდა. ლამის მთელი თარო თავზე დაემხო . გოგონების წასვლიდან რამდენიმე წამში კედელთან ვიღაცის თმა გაფრიალდა და დერეფანში გაუჩინარდა .

გოგონები ერთადერთი არ იყვნენ ვინც დილაადრიან ამდგარიყო . გათენებამდე გაეღვიძა ნიკოს და სხვა მეთორმეტე კლასელ ლევანისთვან ერთად იჯდა იატაკზე. ბიჭებს უზარმაზარი თაბახი ჰქონდათ იატაკზე გაშლილი და ფეხბურთის გუნდის სამოქმედო გეგმას ხაზავდნენ .
_დილაადრიან ამისთვის გამაღვიძე ? _ისაყვედურა ლევანიმ და იატაკზე დაჯდა
_ვერ ხვდები ? წელს სკოლას ორივე ვამთავრებთ,პრესტიჟის საქმეა მოვიგოთ
_მე იმითაც კმაყოფილი ვიქნები ატესტატს თუ ავიღებ
_მორჩი ლაყბობას და მომისმინე
_მიდი რა ლეპტოპი მათხოვე და შენ იმდენი ხაზე რამდენიც გინდა _დაიმანჭა ბიჭი და საწოლზე შეხტა . ფეისბუქზე რამდენიმე შეტყობინება მოსულიყო მის სახელზე . ბევრი საინტერესო არაფერი .
_იცი ახლა რას ვიზამ ? სურათს გადაგიღებ და საიტზე სიახლედ დავამატებ_ დაიღრიჯა ბიჭი და ტელეფონში ფოტოს გადაღების ხმაც გაისმა
_მომეცი აქ _დაეტაკა ნიკო და ტელეფონი წაართვა
_ ნახე რა შესანისნავი სათაურია ‘’ ფეხბურტის კაპიტანი პრესტიჟის მატჩს გეგმავს ‘’
_მოიცა რა
_ უი ამ გახსენებაზე საიტზეც შევიხედავ. მეტი თუ არაფერი მისასალმებელ სიტყვას დავწერ . დღეს პირველი მე ვარ ალბათ
_კიდევ ერთი წელიც და მაგ იდიოტურ საიტთან აღარაფერი დამაკავშირებს
_მე მაგრად ვერთობი , ისე ჩვენი დირექტორიც ათვალიერებს ხოლმე . როგორ გგონია დარეგისტრირებულია ?
_ ეჭვიც არ მეპარება
_ უი ეს რა არის ?
_რა დაგასწრეს ? ნეტა ამ დილაუთენია კიდევ ვის ღვიძავს ?????
_არა ბიჭო ახალი თემა რამდენიმე წუთის წინ დაამატეს ‘’ნინი წიკლაური ღამეებს სამრეცხაოში ატარებს . ვინ არის მისი საიდუმლო პარტნიორი? ‘’
_რააა ? მოიცა ეგ შენი გოგო არ არის ?
_ჩემი გოგო არა ის ,უბრალოდ მომწონს
_ სამრეცხაოში რა უნდა ? მითუმეტეს ვიღაცასთან ერთად ??? ეგეთ გოგოს არ გავს
_ხო არ გავს ,მაგრამ იქნებ ტყუილია. ხომ იცი მაგ გოგონების აქ ბევრს შურს და ცდილობენ სახელი შეულახონ .


_ნინი ეს რა არის? _ აკივლდა ელენე
_რა ?_გაოცდა ნინიმ
_საიტზე ახალი ინფორმაციააა _ნინის სახეზე ფერი წაერთვა ,მაშინვე მიხვდა რაც ეწერებოდა . მარი ელენეს გვერდით მოუჯდა
_წუხელ სამრეცხაოში რა გინდოდა ?_აღმოხდა მარის
_მე იცით ...უბრალოდ _ნინის ენა დაებლუკა
_ნინი გვატყუებ ? კარგი რა ამას შენგან არ ველოდით , როგორ მოგვატყუე აქამდე ეს არასდროს მომხდარა _ თავი გააქნია ელენემ
_ნინი სამრეცხაოში ვისთან ერთად იყავი ? _აყვა მარი
_არავისთან გეფიცებით უბრალოდ იქ ....მარტო დარჩენა მინდოდა და ამიტომ ჩავედი . ვფიქრობდი_თავი იმართლა ნინიმ
_მერე ტყუილი რაში გჭირდებოდა? სიმართლე გეთქვა _ ისაყვედურა მარიმ
_მე დასამალი არაფერი მაქვს
_ვისაც დასამალი არ აქვს ის არ იტყუება _ თქვა ელენემ
_ ამით რისი თქმა გინდა ?
_ყველამ კარგად ვიცით ბიჭები გოგონებთან ერთად სამრეცხაოში რისთვის დაძვრებიან _თვალებზე ხელი აიფარა ელენემ
_ელენე ამლაშებ _ ხმას აუწია მარიმ
_რაა ? შენ ფიქრობ ,რომ სამრეცხაოში ბიჭთან ერთად ვიყავი ? ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარისგან ვისმენ ამას .ნუთუ ასე მიცნობ ?_ ცრემლოები წასკდა ნინის და გაიქცა
_ელენე ეს რა თქვი ? ის ხომ ჩვენი ნინია ამას არასდროს იზამს _ საყვედურით სავსე მზერა ესროლა მარიმ და ნინის გაეკიდა
_ ნინი დამელოდე გთხოვ_ დერეფანში წამოეწია დაქალს
_თავი დამანებეთ არ მჯერა, რომ ასე მომექეცით . თვალით არ დამენახვოთ.ეს ყველას ,რომ დაეჯერებინა თქვენ მაინც ... ლაპარაკიც არ მინდა ამაზე _ ნინი თვალს მიეფარა

გათენებულც არ იყო მთელი სკოლა ამ ამბავზე, რომ ალაპარაკდა . განსაკუთრებით აღფრთოვანებული დიანა იყო .
_ხედავტ უმწიკლო ნინი თურმე რა დღეშია ? ნეტა ამ ამბის გაგება ვინ დამასწრო ?_ასისინდა დიანა
_თუ მარის და დაჩის ამბავს გავითვალისწინებთ ალბათ მაგის კავალერი ლუკააა ...ამ ბოლო დროს მეგობრებზე ნადირობენ _ უკმაყოფილოდ წარმოთქვა ლილიმ და დაჩი გაახსენდა .
_ ეგ ჩემზე უარესი ყოფილა _ისევ ასისინდა დიანა _ვინ წარმოიდგენდა არა ?_დიანას მაგიდასთან კარგად ბლომად ბავშვები შეკრებილიყო და სიახლეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე განიხილავდნენ . მოულოდნელად გვერდით მაგიდიდან წითლად თმა შეღებილი გოგონა წამოდგა . ეტყობოდა, რომ ახალმოსული იყო. ტანზე ფორმაც კი არ ეცვა და წვენს წრუპავდა . მერე შეგროვილ ბავშვებს მოუახლოვდა და საღეჭი რეზინი გაბერა .
_შენ ვინ ხარ? _ დაუძახა დიანას და კევის ღეჭვა ისევ განაგრძო
_მე კი არა შენ ვინ ხარ რომელი პლანეტიდან ჩამოდი ?_ახარხარდა დიანა და ბავშვებს ხელი კრა შეხედეთო ,მაგრამ მოულოდნელად გოგონამ სახეში ისე ძლიერად გაარტყა დიანა სკამიდან გადავარდა
_მე ნინა ლიპარტელიანი ვარ ...ხო გაცნობის ცოტა უჩვეულო ხერხები მაქვს მაგრამ მოგიხდება
_ნინა კი არა ველური ხარ _ძლივს წამოდგა დიანა ფეხზე
_არ ვიცი ვიზე ლაპარაკობ ასე მაგრამ უნდა იცოდე ,რომ სანამ სხვას დასცინებ თავად უნდა იყო უნაკლო
_ სკოლას ახალი ფილოსოფოსი გამოუჩნდა _ტაში შემოკრა დიანამ
_აქაურობას პრესტიჟულ სკოლას ეძახიან ,მაგრამ ვერ ვხვდები შენნაირებს პრესტიჟულ ადგილებში რა ესაქმება . ისე ზოგადად სხვის ცხოვრებაზე ისინი საუბრობენ ვისაც საკუთარი არ გააჩნიათ _გოგონამ ზურგჩანთა ზურგზე მოიგდო და კაფეტერიიდან წავიდა .
_ველური მხეცი ...უცხოპლანეტელი ...ამან აქ უნდა ისწავლოს ?_ სახეზე ხელი მოისვა დიანამ



_წავალ და ნინის მოვნახავ, ვიცი რომ ცუდად გამომივიდა მაგრამ ასე მართლა არ ვფიქრობ _ ტირილი აუარდა ელენეს და კარისკენ წავიდა მაგრამ სწორედ ამ დროს ბიჭები შემოცვივდნენ . სწრაფად გადაკოცნეს მეგობრები და ნინი მოიკითხეს .
_ნინი სად არის? მთელი სკოლა ამაზე ლაპარაკობს . _ დაჩი ძალიან შეწუხებული ჩანდა
_ხო რომ იცოდე მასზე რეებს ფიქრობენ . ნინის მთელ სკოლაში შეარცხვინეს _ თქვა ლუკამ
_ეგ რა არის ელენემაც აწყენინა . უთხრა სამრეცხაოში რიისთვისაც დადიან ყველამ ვიცითო _მოიღუშა მარი
_რააა ? ეს როგორ უთხარი , ნინი ჩვენი მეგობარია . ელენე რა გჭირს? გასაგებია რომ პრობლემები გაქვს ,მაგრამ მეგობარს გული როგორ ატკინე _მთელ ხმაზე ყვიროდა დაჩი
_ ვიცი რომ დამნაშავე ვარ,გგონია ვერ ვხვდები ? მაგრამ მოგვატყუა იქ არ ვყოფილვარო არადა მართლა იყო
_რაა ? წუხელ იქ იყო ? _ ერტხმად დაიყვირეს ბიჭებმა
_ხო ,თქვა ფიქრი მჭირდებოდაო _ ნინის ნათქვამი გაიმეორა მარიმ
_ხოდა ესიგი ასეც იყო . ნინიში ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება_თქვა ლუკამ
_არც მე _დაეთანხმა დაჩი
_არც მე _ თქვა მარიმაც
_ რათქმანდა მისი მეც მჯერა უბრალოდ შევცდი ,მაპატიეთ რა . გთხოვთ _ატირდა ელენე
_ჩვენ კი არა პატიება ნინის სთხოვე _ხელი მოხვია ლუკამ და გულში ჩაიკრა
_ვიცით, რომ ცუდი არც გიფიქრია _თმა აუჩეჩა დაჩიმ


ახლადმოსული წითელთმიანი ეზოში დააბიჯებდა ხის ძირას დამჯდარი გოგონა, რომ დაინახა . პირდაპირ იქეთ წავიდა და წინ აესვეტა . გოგონა შეკრთა და ლამის დაიკივლა .
_შემაშინე _ ხის ძირას მჯდომმა თავი ასწია და გოგონას მიაშტერდა _აქამდე არ მინახიხარ ამ სკოლაში .
_ახალი ვარ , დღეს მოვედი . უფრო სწორად ნახევარი საათის წინ ,მაგრამ ჩხუბი უკვე მოვასწარი .
_მართთლა?
_ხო ვიღაც აუტანელი გოგო კაფეტერიაში ვინმე ნინის დასცინოდა და თავყბა მივულეწე .
_რაა ? ეს რატომ გააკეთე?
_ვერ ვიტან სხვის საქმეჩი რომ ეჩრებიან .მითუმეტეს მასეთები .
_როგორები ?
_აი, რომ შეხედავ და ნორმალურს გავს და პირის გაღებისთანავე თავს ,რომ გატკიებენ _ ხის ძირას მჯდომმა გოგონამ მთელ ხმაზე გაიცინა
_ რა უცნაურია არა?
_ უცნაური რა არის
_შენი სახელიც არ ვიცი
_კარგი _ წითელთმიანი გვერდით მოუჯდა დამხვდურს _ ნინა ლიპარტელიანი _მერე კი ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
_ნინი წიკლაური _გაიღიმა ნინიმ და მანაც გამოუწოდა ხელი
_მაგარია ,მაშინვე გავიფიქრე, რომ შენ ის იყავი
_მაგარი ის არის, რომ დღეს იმან დამიცვა ვინც არ მიცნობდა , ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა კი ეს საშინელება დაიჯერეს და მატყუარა მიწოდეს .
_ასეც ხდება ხოლმე ,მაგრამ იმ გოგოს მიჟეჟვა ძალიან მესიამოვნა . ვერ ვიტან მასეთებს
_ნეტა იქ ვყოფილიყავი
_ ბევრი დაკარგე _თავი დააქნია მოსულმა და მერე ფეხზე წამოხტა _ ადექი წამოდი ცხრა ხდება
_ სკოლაში შემოსვლა არ მინდა
_კარგი რა
_მრცხვენია
_რისი გრცხვენია ?ასე არ თქვი ტყუილიაო ?
_მაგის არავის სჯერა
_იმას ვისაც არაფერი დაუშავებია ,არც არაფრის ეშინია . ჩათვალე, რომ არ გესმის და ვერ ხედავ _ნინამ გაიღიმა და მკლავზე მოქაჩა
სკოლაში შესვლისთანავე ყველას თვალი ნინისკენ იყურებოდა . მასაც გაქცევა უნდოდა მაგრამ ნინას ისე მაგრად ჰქონდა ხელი ჩაბღაუჭებული ვერ გააშვებინა
_გახსოვდეს არ გესმის და ვერ ხედავ .
_შენთვის მარტივია
_შენთვისაც იქნება
ამ დროს კიბეზე ელენემ ჩამოირბინა და პირდაპირ ნინის მივარდა
_ნინი გთხოვ მომისმინე _ისე ლაპარაკობდა თითქოს ნინა იქ საერთოდ არ იყო _არ მინდოდა ასე გამომსვლოდა. გეფიცები ასე არ ვფიქრობ . ეს უბრალოდ ... იცი ძალიან ცუდად ვარ და ხშირად რას ვამბობ და ვაკეთებ ვერც ვხვდები
_მართალია , ელენე შენ მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ , სხვას გულს, რომ ტკენ თავს ყოველტვის მაგით იმართლებ .
_ შენთვის გული არასდროს მიტკენია, ამ ერთხელ მაპატიე გთხოვ . შენთან ჩხუბს ვერ გადავიტან
_ეს ვინ არის ?_ ხელით მიანიშნა ნინამ
_მე კი არა შენ ვინ ხარ? კეთილი ინებე და ჩემს მეგობართან მარტო დამტოვე
_ოჰ ეს ის დიდი ხნის მეგობარია ?__ საჩვენებელი თითი ასწია ნინამ . გოგონამ თავი დაუქნია _კარგი მე დაგტოვებთ და ისაუბრეთ
_კარგი ელენე გასაგებია ,ახლა მარტო დამტოვე თორემ ხომ გაგიგია მითხარი ვინ არის შენი მეგობარიო და ასე შემდეგ ... შენზეც იგივეს იფიქრებე . რა უცნაურია მგონი ნინასგან გადმომედო გამონათქვამებით ლაპარაკი . 5 წუთში გაკვეთილზე შევხვდებით .ნინი კიბეებს აუყვა და გზაში ლევანიც შემოხვდა . რომელიც პირველი იყო ვინც იმ ამბის მერე გაუღიმა
_ნინი როგორ ხარ?
_ ნორმალურად _მხრები აიჩეჩა გოგონამ
_მინდა იცოდე რომ რასაც აქ ლაპარაკობენ ერთი სიტყვაც არ მჯერა
_გმადლობ ლევანი .შენი სიტყვები ძალიან ბევრს ნიშნავს
_მითხარი ვინ გემტერება და დაგეხმარები,რომ თავი დააღწიო . აშკარაა ,რომ ვიღაცამ ეს ჭორი განგებ გაგივრცელა _ ხედა სართულზე ირაკლიმ გამოიარა და ნინის მიაშტერდა. ლევანიმ ინსტინქტურად გაიხედა იქეთ და თვალი მოჰკრა კაცს რომელიც მოაჯირს ის ის იყო მოსცილდა. ნინი შისისგან ისე შეხტა ლამის კიბიდან გადმოვარდა . ბიწმა მასინვე ხელი შეაშველა .
_ირაკლი ? ახალი მასწავლებელი გაშინებს?
ნინიმ თვალიც ვერ მოჰკრა ისე გაიქცა კიბეზე ლევანი . მერე გაიფიქრა ჩემს გამო იჩხუბებენო და მკლავზე ჩამოეკიდა . თან ეხვეწებოდა

_ ლევანი გეყოფა არ ღირს
_ როგორ თუ არ რირს თავი ვინ ჰგონია ? ჯერ არ მოსულა და უკვე ბავშვებს ავიწროებს ?
_ გეყოფა ,თან მეც დამნაშავე ვიყავი უზრდელურად მოვექეცი და დამსაჯა ...მოკლედ არ გინდა რა
_რას ქვია დაგსაჯა ?_ ნინიმ თვალები მიჭუტა . მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა
_ არაფერი .... ისა მინდოდა მეთქვა... რომ ...
_ შეუძლებელია ,ახლა რასაც ვფიქრობ ის გააკეთა?
_რას ფიქრობ?
_ სამრეცხაო ი ამ იდიოტმა ჩაგკეტა?
_ მოიცა , წამო სხვაგან ვისაუბროთ მაგას თავი დაანებე . პრობლემები არ მჭირდება
ნინიმ ხელი ჰკრა და სამკითხველოში შეაგდო რადგან იცოდა, რომ გაკვეთილების დროს იქ არავინ იქნებოდა.
_ გეყოფა ნინი ხელს ნუ მკრავ და მომიყევი რა მოხდა წუხელ . ნინიმ მოკლედ უამბო წინა ღამით მომხდარი. ბიჭმა სიმწრისგან თმა აიჩეჩა
_ ეს როგორ გაბედა
_ასე უბრალოდ. მასწავლებელია და მოსწავლის დასჯა შეუძლია
_ დასჯა და არა ასე მოქცევა . მხეცები ხომ არ ვართ? დაგაშინა არა?
_ ხო დამემუქრა ,მაგრამ მაგის არ მეშინია . უბრალოდ ...
_რა უბრალოდ . მამაშენს დაურეკე
_ჩემი მშობლები აქ არ არიან ლევანი
_ვიცი და სადაც არიან იქ დაურეკე
_მამა მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებს . ახლა არ მინდა შევაწუხო
_შეაწუხო ? შენ მისი შვილი ხარ
_რათქმაუნდა ,მაგრამ ... ვიცი რომ დღესვე ჩამოვა და ჩემს გამო ამდენი შრომა წყალში ჩაეყრება
_რას ამბობ აბა ასე უნდა მოგექცეს?
_მეორედ თუ გაბედავს მამას ვეტყვი .
_რამე რომ დაგიშაოს ?
_ მარტო მე არ მექცევა ასე . სხვებთანაც უხეშობს .
_და რას აპირებ ?
_არ ვიცი ყველაზე მეტად შაბათ -კვირას აქ დარჩენა არ მინდა ,მაგრამ სახლში ვერ მივდივარ. მამას არ უნდა მარტო ვიყო
_ ჩემთან წამოდი
_ რაა ?
_ დირექტორს ვერ დავითანხმებ
_ მამაშენის ნომერი მომეცი და ჩემებს დავარეკინებ . ხვალ გაემზადე ჩემთან მოდიხარ
_______________
პ.ს. ეს ნაწარმოები ადრე იდო ამ საიტზე ,მაგრამ ვერ დავასრულე რადგან ჩემი ძველი ნიკი გაუქმდა...იმედია ისევ წაიკითხავთ და მოგეწონებათ...ამჯერად აუცილებლად დასრულდება



№1  offline მოდერი sopiko

აუ ძაან მაგარია; 12-ის მერე დადე რა. ყველა გმირი ძალიან შემიყვარდა თანაც დიდი თავი იყო. ველოდები ახალს. შენი ერთგული მკითხველი ♡♥♡

 


№2  offline წევრი Queen ♛

ძაან მაგარი იყო სიტყვებით აღუწერელი საოცრებაა ისტორიაც და შენც ავტორო <3 თორმეტის მერე დადე აუცილებლად ველოდები და ასეთი დიდი თავები ძალიან მაგარი იყო love

 


№3  offline წევრი lisebeth

sopiko
აუ ძაან მაგარია; 12-ის მერე დადე რა. ყველა გმირი ძალიან შემიყვარდა თანაც დიდი თავი იყო. ველოდები ახალს. შენი ერთგული მკითხველი ♡♥♡

Queen ♛
ძაან მაგარი იყო სიტყვებით აღუწერელი საოცრებაა ისტორიაც და შენც ავტორო <3 თორმეტის მერე დადე აუცილებლად ველოდები და ასეთი დიდი თავები ძალიან მაგარი იყო love

ჩემო ერთგულო მკითხველნო მიყვარხართ ყველანი უზომოდ... დღეს კიდევ დაიდება ალბათ თუ მოვასწარი... მიხარია რომ მოგწონთ.

 


№4  offline წევრი DiscoGirl

აუცილებლად გააგრძელე. საინტერესოა ძალიან :**

 


№5  offline წევრი lisebeth

DiscoGirl
აუცილებლად გააგრძელე. საინტერესოა ძალიან :**

მადლობააა

 


№6  offline წევრი Cule girl

საღოლ მაგარი იყო ყოჩაღ wink lol

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent