შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ჩემი გახდები..... (თავი 2)


15-08-2015, 22:16
ავტორი aleqsandra
ნანახია 5 961

ცრემლები ეს სიყვარულის ბრილიანტებია!!!....
ყურს მისი ნაბიჯების ხმა მოხვდა,უკვე მის სურნელსაც ვგრძნობდი, სურნელს,რომელსაც ჭკუიდან გადავყავდი,ასე მათრობდა და მიყვარდა,სწორედ ამ წამს მივხვდი,რომ ის მე ვერ დავივიწყე,მან ჩემში უფრო მეტად გაიდგა ფესვები...
უკან არ გამიხედავს,რადგან ვერ შევძელი შეტრიალება,გამბედაობა არ მყოფნიდა ჩემნაირ გამბედავ გოგოს,რომ მე მისთვის სახეში შემეხედა,იმ სახეზე,რომელიც ასე მიყვარდა და მენატრებოდა....
-გამარჯობა,ნინუცა,როგორ ხარ?ერთი ნაბიჯიც გადმოდგა და მის მკლავებში მომიქცია,ძლიერად შემომხვია მკლავები და გულში ჩამიკრა,ასე პირველად მეხუტებოდა და ასე ახლოსაც მის წინ პირველად ვიყავი მეც....გაოცება,შიში,სიხარული,გაკვირვება ყოველივე ეს ერთად აღმბეჭვდოდა სახეზე,ძლივს მოვაბი რამოდენიმე სიტყვის თქმას თავი და ავბლუკუნდი.
-კარგად ვარ ალექს,შენ,როგორ ხარ?ისევ ისე ვყავდი გულში ჩაკრული და ხელებს არ მიშვებდა,ოდნავ შევიშმუშნე მის მკლავებში და მიხვდა,რომ უკვე ზედმეტი მოდიოდა,მომშორდა და ლოყაზე მხურვალე,ვნებით სავსე და ამავდროულად ნაზი კოცნა დამიტოვა.
-მეც არამიშავს,სად გაქრი?რა შეშინებული სახე გაქვს რა მოჩვენება დაინახე?არავინ არ იცოდა შენზე არაფერი,ყველამ მხოლოდ ის ვიცოდით,რომ ჩააბარე,მაგრამ სად,რაზე და ა.შ. უკვე აღარ,რამე მოხდა შენთან?
-კი მოხდა,ახალი ცხოვრება დავიწყე ახალი ნაცნობებითა და ურთიერთობებით... ახალ ნაცნობებსადა ურთიერთობებს ხაზი გავუსვი რაზეც ამოიხვნეშა,თავი ჩაქინდრა და მზერა საფეხურს გაუსწორა. ცოტახანს დუმდა მერე გაუბედავად მითხრა:
-იცი ძაალიან შეცვლილი ხარ.... საშინლად ცივი და მიუკარებელი ხარ,შენს თვალებში მხოლოდ სევდას და ტკივილს აქვს ბინა დადებული,რატომ? რა მოხდა?
ამ სიტყვების გაგონებაზე მომინდა ყველაფერი მიმეხალა მისთვის პირში,მაგრამ ისევ თავი შევიკავე და ხელახლა ავბლუკუნდი.
-მართალი ხარ მე ძაალიან შევიცვალე...ცხოვრებამ შემცვალა...და უკვე მერამდენედ აღარ კი ვიცი...მე ის პატარა ანცი გოგო აღარ ვარ,მხიარული და პოზიტივის მქონე ადამინის ნიღაბიც აღარ მაქვს.... თბილი კი როდის ვიყავი? თვალები კი მომცინარი ბაგეების მიუხედავად მუდამ სევდით და ტკივილი გატენილი მქონდა,ალბად დაგავიწყდა ხომ?...
-არა,მე არაფერი არ მავიწყდება,შეიძლება შენ ცივი იყავი ნინ,მაგრამ მე ამ სიცივეში შემეძლო დამენახა სითბო და თვალები კი... უდავოდ სულ სევდიანი გქონდა,მაგრამ ახალ უფრო სევდიანი გაქვს,თითქოს ყველაფერი გეტკივილება....
-გეჩვენება,დღეს უკვე ისე ძლიერ აღარ მეტკივილება ცხოვრება,მე ახალი სუფთა ფურცლიდან დავიწყე ის,სადაც არ არის ბევრის ადგილი და რადაც არ უნდა დამიჯდეს ჩემს ახლოსაც არ მოვუშვებ მათ...
-რატომ ხარ ნინო ასე? იცი შენი კისკისი მომენატრა შენ კიდევ....
აქ უკვე ვეღარ შევიკავე თავი გამახსენდა წარსულში ნათქვამი მისი ეს სიტყვები და;
-ერთი რამ დაიმახსოვრე ალექსანდრე ნაკაშიძევ,ის ნინო გედენიძე,რომელსაც შენ იცნობდი მე ჩემში მოვკალი და ვეღარავინ ვერ შეძლებს მის გაცოცხლებას,არ მაინტერესებს წარსული და როგორი ვიყავი მე იქ. მეყო რაც ვიცხოვრე მისით,მეყოოოო!!!...... ვხვდებოდი,როგორ ვკანკალებდი და ნელ-ნელა კონტროლს,როგორ ვკარგავდი.....ახლა კი ბოდიშს მოგიხდი ლექციაზე უკვე გვარიანად დამაგვიანდა და უნდა შევიდე. გული ამოვარდნას მქონდა,ვიცოდი ახლა აქაურობას სასწრაფოდ,რომ არ გავცლოდი რაც მოხდებოდა... გადავდგი ერთი ნაბიჯი და ნაკაშიძემ ფარ-ხმალი არ დაყარა და:
-ნინ მოდი გააცდინე ლექცია დღეს,რას იტყვი? გავისეირნოთ,მერე სადმე დავსხდეთ და გავიხსენოთ ძველი დროის ის ფრაგმენტები სადაც ყველა ბედნიერები ვიყავით და ყველაფერზე დავილაპარაკოთ,კარგი?
-არა ალექს,ვერ გავაცდენ ლექციას სხვა დროს იყოს,თუ კი ოდესმე ისევ ასე შემთხვევით შევხვდებით ერთმანეთს და არა გამიზნულად.... დავინახე მის მუდამ ხალისიან და თბილ სახეზე სევდა და გული შემეკუმშა,ცადა ისევ გაღიმება,მაგრამ ის ღიმილის გარდა ყველაფერი იყო,ჩემს წინ მდგარი ალექსი არ იყო ის ნაკაშიძის ვაჟი,''ჩემი'',რომ დავარქვი ჩუმად ჩემს გულში და მიზნად,რომ გავიხადე,რომ ის ''ჩემი გახდებოდა''....მივხვდი,რომ ზედმეტი მომივიდა,ზედმეტად მწარე და ცივი სიტყვები გავიმეტე მისთვის და გადავწყვიტე ცოტა მოვმბალიყავი...
-იცი ჩემო ძველო ძმაკაცო ''აკოიავ'' გამეხარდა ყველაფრისმიუხედავად შენი ნახვა! გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
-შენ ეგ შენივე შერქმეული სახელი კიდევ არ დაგვიწყებია?! ეს თქვა და ქვედა ტუჩის მხარე ჩაეტეხა.
--არა და არც არასდროს დამავიწყდება,შენ ჩემი ძველი ძმაკაცი აკოია ხარ,დაიმახსოვრე. სახეზე აღარ შემიხედავს,წამოვედი მაგრამ უკან ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას,მე კიდევ გული მეწვოდა იმის გამო,რომ მას მე ისევ ძმაკაცი ვუწოდე, და ასევე იმის გამო,რომ მე ვერ შევძელი და ვერ დავამარცხე ის გრძნობა,რომელიც ამდენი ხანია მტანჯავს და მის აღიარებასაც ვერ ვბედავ ჩემს თავთან.....

* * * * * * *

ლექციებმა უღიმღამოდ ჩაიარეს და შემდგომმა რამდენიმე დღემაც,ისევ მასზე ამეკვიატა ფიქრები.ამასობაში მზემ სხივებს უფრო მეტი სიმხურვალე და ბრწყინვალება შესძინა და კარგა გვარიანად ცხელოდა უკვე.
გიორგიმ დამირეკა ჩემი ჯგუფელის ძმამ უკვე გამოცდის ოთახისკენ მივდიოდი.
-ხო გიო...
-რას შვრები ნინუცა?დღეს დაგავიწყდა რა დღეააა?
-გიო მოდი გულწრფელად გეტყვი,აზრზე არ ვარ რა დღეა,გამოცდა მაქვს და...
-აა,კარგი,მაშინ მე გეტყვი დღეს შენი საყვარელი დაქალუშკას მარიკელას, დაბ.დღეააა და აუცილებლად უნდა,მოხვიდე დღეს საღამოს ''ბერმუხაში'' და მაგრად მოვულხენთ.
საერთოდა არ ვიცოდი ჩემი ჯგუფელის დაბადების დღე თუ იყო და იმ წამსვე უარი განვუცხადე მის ძმას გიორგის,მაგრამ სურპრიზს ვუწყობთო და...დავთანხმდი,რომ აუცილებლად მივიდოდი.
ამ ყოველივეთი კი მარიმ ახალი თავსატეხი გამიჩინა ჯერ,როგორ მომესწრო მოწესრიგება,კაბა და ა,შ, და მერე საჩუქარზე სირბილი,მაგრამ ყველაფერი მოვასწარი.
სადა,მაგრამ ლამაზი შავი კაბა ჩავიცვი,ამავე ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი შევურჩიე და ჩემი გრძელი წაბლისფერი თმა ცალ მახრეს გადმოვიყარე.
რესტორანში,შევედი თუ არა,მივხვდი,რომ არ უნდა მოვსულიყავი,რადგან იმდენი ხალხი იყო და ისეთი ხმაური უუფ...იქვე ჩემი ჯგუფელი ბიჭები დავლანდე და მათთან მივედი.
-ვაუ,ირაკლის ეკუთვნოდა ეს კომენტარი,ხოლო ნიკუშამ კი;
-ნინუც გასაოცარი,რომ ხარ იცი შენ,როგორც ყოველთვის?!
-ნწუ,არ ვიცი. და გავიცინე.
-შენ ''ნწუ'' იძახე და იცინე და თუ ვინმემ დაგავლო ხელი და გაგაქანა მერე ნახე შენ ''არ ვიცი'',ამიტომ მთელი საღამო ქალბატონო,უი პაღდონ ნინ,საქალბატონე ნინუცა ჩემს გვერდით უნდა იყოთ რათა თქვენი დაცვა შევძლო!!!...
-ოჰო,ნიკუშ,როდიდან გავხდი შენთვის ასეთი ძვირფასი,რომ ჩემი დაცვა გადაწყვიტეე?
-შენ სულ ძვირფასი იყავი,ჩემო ლამაზო ჩემთვის და ასევე იქნები,შენ რომ არ იყო ჩემს კურსზე ჩემი გამოცდების საქმე წასულია,ამ ბედოვლათებს კი არ გევხარ,ახლა რომ იკრიჭებიან,ჩემი და საერთოდ ჩვენი კურსის საუნჯე ხარ,რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ! და ხელზე მეამბორა.
-ოხ,ნიკუშა,ნიკუშა,გამოუსწორებელი ვინმე ხარ,რა...ბიჭები უკვე ნიკას მიმიკებზე და სიტყვებზე ჩაბჟირდნენ სიცილით.
-კარგი,გვეყოს სად არის იუბილარი?ვიკითხე ინტერესით.
-ჯერ არ შემოუნათებია მარუსას,ახლა ნახეთ მაგის წივილ-კივილი ამდენ ხალხსს და საერთოდ შენ,რომ დაგინახავს. მითხრა დათომ,რომელიც მარის გულის შემჭმელი ჭიაა.
-მე რა შუაში ვარ დათო? შევუბღვირე და გავიოცე.
-რა შუაში და სულ პირველი ხარ ჯგუფშიც,სილამაზითაც და სწავლითაც ყველა შენ გეტრფის და გაქებს,ეგ კი შენს ჩრდილშია და საკუთარ დაბადების დღეზეც ჩრდილში,რომ მოუწევს ყოფნა გაგიჟდება!!!
-რაებს,ბოდავთ დათო,სუ ყველა?!მარი ასეთი არ არის და არც ჩემს ჩრდილშია,გაიგეთ და გაჩუმდით რა..
-რაებს და სიმართლეებს ჩემო ''მაშველო რგოლო''!!! წინ გამოწია ტუჩები და ისე მითხრა ნიკუშამ. მე თავი გადავაქნიე და ირგვლივ მიმოვიხედე,მომოვიხედე და უეცრად ნაცნობ სილუეტსს მოვკარი თვალი,მაგრამ იმას კი ვერ მივხვდი თუ საიდან მოხვდა ის აქ.
ალექსი იყო,ახლა მისი ნახვა საშინლად არ მინდოდა.უეცრად ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა და შორიდან მომესალმა,მე კიდევ იქაურობას გავეცალე. გაგიჟებული გულის ცემის დაჭერა ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა.შემდეგ გაისმა ტაშის ხმა და მარის კივილი,გაოცებისგან და სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა,ულამაზესი იყო,მის ძმას გიორგის ეხუტებოდა და მადლობას უხდიდა ამ ყოველივესთვის.
როგორც ქართულ-სუფრებს ჩვევია ნელ-ნელა სასმელის გრადუსმა იმატა ახალგაზდების სისხლში და წავიდა სიგიჟე. ჩემი მოლხენის მცოდნე ადამიანს ფეხიც არ მქონდა განძრეული და სახე-მოღრუბლული ვიჯექი ჩემს მაგიდასთან,ბიჭები შეთამამდნენ სათითაოდ მოდიოდნენ ვიცეკვოთ,ვიცეკვოთ ძახილით. ნიკუშას გავყევი,უკვე მერამდენედ მთხოვდა აღარც კი ვიცოდი,სხვა ჯგუფელი ბიჭები კი მუშტებს მიქნევდნენ.
მელოდიას ტანი ავაყოლე და ირგვლივ მიმოვიხედე,ალექსი იჯდა და ცინიკურად მიღიმოდა.მერე სხვა ჯგუფელებსაც ვეცეკვე და მერე მოვიდა მარის ძმა გიორგი,მასაც ვერ ვუთხარი უარი და გავყევი,გავხედე ნიშნისმოგებით ალექსს და გაცოფება ეხატა სახეზე.უეცრად ვიგრძენი ხელის შეხება მკლავზე და..
-გიორგი შეიძლება შენს პარტნიორს ვეცეკვო?
-კი,რათქმა უნდა ძმაო.ამის თქმა იყო და გაისმა ფაბიანის ''ჟეტემ'' რამაც ყოველივე ამატკივა.ნელა შემიცურა წელზე ხელები და ტვალებში ჩამხედა.
-ვიცი,რომ გიყვარს ეს მელოდია...
-კი,მიყვარს,მაგრამ არა ისე,რომ შენთან ერთად ვიცეკვო და წასვლა არა უფრო გაქცევა დავაპირე,როდესაც დამიჭირა და მითხრა;
-ახლა,მე ვილაპარაკებ,შენ კი მომისმენ...რატომ იქცევი ასე?რამე დაგიშავე?ან კიდევ ის ნიშნისმომგებიანი მზერა და ამავდროულად სინაგლე რას ნიშნავს?მაგრამ მოდი ახლა ამ კითხვებზე პასუხს ნუ გამცემ. გახსოვს უნივერსიტეტის წინ,რომ შევხვდით რა მითხარი? თავი გავიქნიე უარყოფის ნიშნად.
-რა და თუ კი ოდესმე კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ისევ ვითომ შემთხვევითი შეხვედრით და არა განზრახულით,შენთან ერთად წამოვალ სასეირნოდო... ახლა ხომ გაგახსენდა?!
-მე ეს არ მითქვამს,რომ აუცილებლად წამოვიდოდი.
-მომისმინე და სტოპ.ახლა ამ სიმღერაზე ვიცეკვებთ და შემდეგ წავალთ უსიტყვოდ. გაიგე?
-შენ გეტყობა ბევრი დალი,მე არსად წამოსვლას არ ვაპირებ შენთან ერთად და საერთოდ ვინ ხარ,რომ ამდენს მიბედავ?დაგავიწყდა ვინ ვარ?
-მართალია შეიძლება ცოტა დავლიე,მაგრამ იმდენი არა,რომ ვერ ვხვდებოდე რას ვამბობ, და ვის ვეუბნები. შენ ისევ ის,არა უფრო მეტად ჯიუტი და ამაყი ნინო გედენიძე ხარ!!! ახლა კი ჩუმად! დავყევი მის ნებას და გავჩუმდი,ხელები მის კისერზე მოვათავსე და გავიტრუნე მის სითბოში. ეს ჩვენი პირველი ცეკვა იყო,ცეკვა,რომელიც არასდროს წარმომედგინა,ცეკვა რომელიც თითქოს ყველაფრის შეცვლას განიზრახავდა.მისი სხეულიდან წამოსული სითბო ტანზე ბუსუსებს მაყრიდა და გული ამოვარდნას ლამობდა.ჩემს თავზე ვბრაზობდი.
მე ხომ უფალს შევფიცე გასულ ზაფხულს,ოღონდ ახლა გააქრე ჩემი ცხოვრებიდან და მას ჩემს სიახლოვეს აღარასდროს მოვუშვებმეთქი და იმ ფიცსაც დავივიწყებ,რომელიც ჩემს თავთან დავდე; ''ალექსანდრე ნაკაშიძე,ჩემი გახდებოდა მე კი,არავისი!!!''....

ესეც დაპირებული ისტორიის მეორე თავი. მინდა გითხრათ,რომ ისტორიას რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ვწერ...ბოდიშს გიხდით შეცდომებისთვის.
ველოდები თქვენს შეფასებებს და მითხარით ღირს თუ არა გაგრძელება ჩემო თბილებო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent