შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წარსულიდან[3]


16-08-2015, 00:05
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 937

გარეთ გაცებული და ხელებაკანკალებული გამოვედი.ადრენალინს ძარღვებში მძაფრად შევიგრძნობდი,რაც მაძლედა იმის ძალას,რომ არ ჩავკეცილიყავი.სანდრა დერეფანში მელოდებოდა.არც ის გამოიყურებოდა შეშაშურად.ეტყობოდა,რომ ჩემზე ნერვიულობდა.ის ხომ ყოველთვის გულჩვილი და მგრძნობიარეა.ამას არასდროს დავუკარგავ,მაგრამ იმასაც ვაღიარებ,რომ ამ თვისებებით ერთმანეთს ვგვართ,თუმცა იმასაც ავღნიშნავ,რომ ჩემში უფრო მეტი პოზიტივია,ყოველ შემთხვევაში თავად ასე ვთვლი.
-ქეთი-დამინახა თუ არა ხელებგაშლილი გამოექანა,მაგრამ მე მსგავს ხასიათზე არ ვიყავი.იქ შესვლას ისე ავენერვიულებინე,რომ თავს აღარ ვგავდი.
-დასრულდა!-შვებით ამოვისუნთქე და ხალათი გადავიძვრე-მოდი,ჩემთან წავიდეთ და გავერთოთ-გავუღიმე მეგობარს.
-პიცა შემახსენე უკვე.ნომერში გაზი ხომ გაქვს?
-კი,მაგრამ არ ვიყენებ-თვალი ჩავუკარი და კარებისენ წავედი.“გაზი და ქეთი ერთმნაეთს როდიდან ეწყობით?!“-გამომაჯავრა მეორე „მემ“,რომელიც მუდამ მწარედ იკბინება,მაგრამ რას ვუზამ.მის შესახებ ხომ მხოლოდ ის ვიცი,რომ არაფერში მეთანხმება.დიახ,ჩვენ ვერასდროს ვთანხმდებით!
პროდუქტების საყიდლად დიდ მარკეტში შევედით.სანდრა ბოსტნეულისკენ წავიდა,მე კი მაიონეზს ვარჩევდი,როცა ქართულად გავიგონე,გამარჯობა და მაშინვე ავკანკალდი.გამიკვირდა,რადგან არასდროს მსმენოდა კემბრიჯში მსგავსი რამ.ქართველს რომ შევხვედროდი,ალბათ,მინდოდა,მაგრამ,რატომღაც,შეუძლებლად მიმაჩნდა.“შეუძლებელი არაფერია“-ამომძახა შინაგანმა ხმამ.
უკან გავხტი და ნაცნობი სახის დანახვისას შევკრთი.ვუყურებდი,მაგრამ ვერ ვიხსენებდი ჩემს წინ ასვეტებული სილუეტის ვინაობას.მაღალი სხეული და ძლიერი აღნაგობა არ მოძრაობდა,მიყურებდა გამომცდელად და ხმასაც არ იღებდა.
-ქართველი?-მხრები ავიჩეჩე.
-ნუთუ,არ გახსოვარ?-ასე როგორ გამიშინაურდა ეს არსება! ლამის იყო გავგიჟებულიყავი,თანაც ჩემში იმდენ ენერგიას მოეყარა თავი,რომ თავს არ ვგავდი.ისეთ ძალას შევიგრძნობდი,რომ უცნობის ნაცრისფერ მაისურს შავადაც კი დავინახავდი.განა ცოტა ხნის წინ არ ვიყავი გამოსული იმ ჯოჯოხეთიდან,რომელსაც მორგი ჰქვია? მართალია,იქიდან გამოსულ სასიამოვნო შეგრძნებებმა გამაგიჟებლად აღმაფრთოვანებელი ჟრუანტელი მომგვარა,მაგრამ მაინც ჯოჯოხეთი იყო.
-არ დაგიმავალ და მეცნობი-მეც შინაურულად ვუპასუხე.
-შენი მზერის პატრონს ვინ ვერ გიცნობს-ჩაიცინა და უფრო გამაშეშა.ამ დროს სანდრა მოვიდა და კალათაზე მანიშნა,მაიონეზი ჩადეო,თუმცა მე არ მქონდა შერჩეული,ამიტომ,რაც ხელში მომხვდა ჩავაგდე და გადასახდელად გავედევნე სანდრას,რომელსაც,როგორც ჩანდა,ეჩქარებოდა.
„ტაქსიში“ მოვათავსეთ ცელოფნები და მისამართი ვუთხართ მძღოლს.
-არ გეშინია,რომ სახლი აგერევა?
-ყველაფერს აქვს უკუჩვენება-გავუღიმე და გზას მივაშტერდი.ვინ იყო ის მამაკაცი ერ ვიხსენებდი,მაგრამ ადრეც უნდა მყოლოდა ნაცნობი.რაღაცნაირად მეცნობოდა მისი ხმის ტემბრი და გამოხედვა,ნაკვთებითაც კი ვამსავსბდი ვიღაცას,მაგრამ ვის,ვერ გამეგო.“ცხოვრება იმდენად რთულია,რომ მილიონობით ადამიანს გადაეყრები,მაგრამ განა ყველა უნდა გახსოვდეს?! ეს ხომ ზედმეტი ტვირთი იქნება,მხოლოდ და მხოლოდ ზედმეტი ბარგი.განა როცა სადმე მიდიხარ მიგაქვს ის,რაც არ გჭირდება?!არა,რა თქმა უნდა,არა“-გავამხნევე საკუთარი თავი და ჰორიზონტს გავხედე.
-მოვედით-მხიარულად გააღო მანქანის კარი სანდრამ.ეტყობოდა,რომ ჩემი ჩაფიქრება ვერ შეემჩნია.“ესე იგი,გამარჯობის ავტორიც არ უნახავს“-გავიფიქრე და მას გავყევი.
-პროდუქტები გვაქვს-სამზარეულო არეალი გავანთავისუფლე და გოგონას წინსაფარი მოვაწოდე.
-საიდან?-გაკვირვებულმა შემომხედა,როცა შენიშნა,რომ მეც მარჯვედ გავიკეთე წინსაფარი და ტაფა გავამზადე.
-დედაჩემმა გამომატანა-კისკისით ვუპასუხე და პომიდვრის დაჭრას შევუდექი.
-დაფაც საუცხოოა.
-ეს აქ იყო.სამზარეულოს ნივთებს ვერ წამოვიღებდი-ბულგარული მივაწოდე სანდრას,რომელიც ყველს ხეხავდა.
ერთი დიდი პიცა გავაკეთეთ და ღუმელში შევდგით.
-ლამაზია,არა? მგონი,კარგი უნდა გამოგვსლოდა-სანდრა ლამის იყო გაგიჟებულიყო სიხარულისგან.
-ჩემი საყვარელი ყინულიანი წვენები-მაცივრი გავხსენი და სანდრას ვანიშნე,გიყვარს-მეთქი.
-ძალიან,ძალიან-ღუმელში შეიხედა და მერე ჩემკენ გამოაპარა თვალი-ზემოდან უნდა ავანთოთ.
-კარგი-გამოცდილი მზარეულივით ავანთე ზედა მხარე,არადა პირველად ვიყენებდი სასტუმროს ღუმელს.მიხაროდა,რომ ახალი რამ აღმოვაჩინე ნომერში.ლოდინის მდგომარეობაში ჩამოვჯექი სკამზე და საინტერესო სტატიის კითხვა დავიწყე.
^^
იმ საღამოს კარგად მეძინა.არ ვიცი,რატომ,მაგრამ დილას მშვენიერ ხასიათზე ვიყავი.მხოლოდ ერთი რამ მაწუხედა და ეს ის იყო,რომ „სკაიპში“ ვერ ვახერხებდი შესვლას.
-ერთად წავიდეთ,გამოგივლი-სანდრამ დილას დამირეკა.
-კარგი იქნება.გუშინ პიცა ხომ შემოგვრჩა,შევინახე და წამოვიღებ.
-წვენიც გამოაყოლე-სანდრა ხომ არაფერს გამორჩება!
-კარგი,გელოდები-ლოგინი მივალაგე და გამოვეწყვე.
საბდრაც მალე მოვიდა.გოგონასთვის ყვითელი თმები ქარს აეწეწა ,სახე კი ოდნავ შესწითლებოდა.დაგავკოცნეთ ერთმანეთი და შემოვიპატიჟე.
-კარებთან რაღაც იყო-მხრების აჩეჩვით მითხრა და უკან გაიხედა.
-მე არაფერი დამიტოვებია-გაკვირვებული სახით ვუპასუხე და უკან გავიხედე.ყვავილები შემრჩა ხელში.ჩემთვის უცნობი ყვავილების ნაჯვარისგან შექმნილი თაიგული იყო.რაც უცხოა ყოველთვის კარგი კი არ არის.მართალია,ქართველები რაზეც მოგვწონს,საუცხოოაო ვამბობთ,მაგრამ ამ აზრს არც მაშინ მვემხრობოდი,როცა თბილისში ვცხოვრობდი და არც ახლა ვიზიარებ,როცა კემბრიჯის ძვირადღირებულ სასტუმროს ნომერში ვცხოვრობ.
-ვისგანაა?-სანდრამ თვალები დაჭყიტა.არც ის იყო გამოცდილი სასიყვარული ურთიერთოებში.არასდროს ჰყოლოდა შეყვარებული და ამით ერთმანეთს ვგავდით.
-აზრზე არ ვარ.ალბათ,შეეშალათ-უკამყოფილოდ ჩავიპარაკე და კონვერტი გავხსენი,რომელიც თაიგულს ზემოდან ედო.ასეთი რამეები არასდროს მიყვარდა და არც მაშინ მიმივიდა გული.“როგორი ტრივიალური საჩუქარია“-გადავიხარხარე და წარწერას დავაკვირდი.აჩქარებული ხელით იყო ნაწერი:
„იმედია,შენით გაიხსენებ ვინ ვარ“.
-რა წერია?-თვალები დაჭყიტა გოგონამ და ჩანთა მოიხსნა.
-ისეთი არაფერი,შენ რომ გიყვარს ის ყვავილებიაო,მე კი სულ არ ვიცი მათი არსებობის შესახებ,სიყვარული ხომ ზედმეტია,აი,კიდევ ერთი საბუთი,რომ შეეშალათ.სანდრას ჩაღრმავებები ძალიან უყვარს.თვითონ რომ ჩავარდეს ორმოში კი არ უნდა,მაგრამ სიტყვებსა და ფაქტებს მუდამ ხანჯლებ ქვეშ ატარებს.
-იქნებ ვინმე სპეციალურად გიგზავნის?
-არა მგონია,არ მიყვარს მსგავსი თამაშები-ყვავილები ლარნაკში ჩავდე და ორივენი გარეთ გავედით.
იმ დღემაც ჩვეულად ჩაიარა.ნომერში გადაღლილი დავბრუნდი და „სკაიპის“ თავიც აღარ მქონა.გამოძიება არასდროს მეხერხებოდა და არც ვაპირებდი მისი სახელის გაგებას.ან როგორ გამეგო?“იქნებ ეკატერინემ იცოდეს რამე?“-გავიფიქრე,მაგრამ საკუთარი იდეა თავადვე გავაპროტესტე და ზეწარში შევძვერი.არასდროს მიყვარდა საქმეში ზედმეტი პირების ჩართვა.ყოველთვის თვითონ ვაგვარებდი ყველაფერს,რა თქმა უნდა,თუ შესაძლებელი იყო.
ბავშვობის მეგობრები გავიხსენე,გავიხსენე პატარები,რომლებთანაც ვთამაშობდი,მაგრამ ის მამაკაცის სახსოვარი ჩემამდე ვერ მოდიოდა.ვინ იყო განა ასეთი,რომ ასე ბუნებრივად მესაუბრებოდა?გამწარებულმა გავიღვიძე დილას.სიზმრებში ლაბირინთში დავიარებოდი,რაც ასე ძალიან არ მსიამოვნებდა.
თაიგულს შევხედე და ისევ ფიქრებს მივეცი თავი.“ვინ არის?ვინ?“პასუხები კი არ მოდიოდა.ბოლოს,ვიფიქრე ვიღაც ნაცნობია-მეთქი და შევეცადე აღარ მეფიქრა ამაზე.ცხოვრებაში თუ თითოეული დეტალის გამოძიებას დაიწყებ,ორმოში ჩავარდები,ამოსვლა კი ძლიერ გაგიჭირდება,ამიტომ სჯობს დაოკდე იქ,სადაც ხარ.ბავშობაში ხშირად ვფიქრობდი ცხორვებაზე.საბავშვო ბიბლიის წაკითხვის შემდეგ თავს ვეკითხებოდი თუ რა იყო ადამსა და ევამდე ან მანამდე სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს.ვიცოდი,რომ ეს ყველაფერი ბავშვური სისულე და თანაც სისუსტე იყო,მაგრამ მაინც ვერ ვიშორებდი ამ ყველაფერზე აზრებს.ღმერთამდე რა იყოო,ამის გაფიქრებასაც კი ვბედავდი,მაგრამ შემდეგ ისე მრცხვენოდა,რომ თავიდან ვიგდებდი ამ სულელურ აზრებს და სხვა რამეზე ვახდენდი კონცენტრაციას.
^^
-აი,ასე,ყოჩაღ-შექებაც კი დავიმსახურე! მართლაც კარგად მიდის მორგში მუშაობა,ლექციებითაც არ ვარ უკმაყოფილო.მგონი,ჯოჯოხეთი არაა,მაგრამ ჯერ კიდევ დამწყები ვარ და თადაჯერებულობა ისევ მაკლია.
ერთი კვირა გავიდა,რაც თაიგული მივიღე,მაგრამ ამის შემდეგ სრული დუმილია გამომგზავნისგან,არც შემხვერდია და ძალიანაც მიხარია.მგონი,სულ „დავიკიდე“.აბა,რომელი გამოძიებელი მე ვარ? მე მომავალი ექიმი ვარ.გამოძიება და მსგავსი რამეები არასდროს მიზიდავდა,როცა თითქმის მთელი სკოლა იურიდიულზე ოცნებობდა,განზე ვიდექი და გულში ყველას დავცინოდი,მოდის გამო რატომ უნდა ჩააბარო სადმე-მეთქო.
უფრო პოზიტიური გავხდი.მიხაროდა პრაქტიკებზე გადადგმული ნაბიჯები.სასტუმროში განათებული სახით ვბრუნდებოდი და ოჯახთან საუბარს ხუთ წუთს მაინც ვუთმობდი ხოლმე.გიო უფრო და უფრო იზრდებოდა,რაც ძალიან მახარებდა.თავს ბედნიერსაც ვუწოდებდი,მე ხომ შემეძლო სიხარულისგან მეფრინა კიდეც.
ასე შევედი იმ დღესასც სასტუმროში,კიბეებთან ვიდექი,როცა უკნიდან ხმა მომესმა:
-ქეთი-მამაკაცის მაღალი ბარიტონი იყო და,მგონი,სექსუალურიც კი.ამაში დიდი არაფერი გამოცდილება არ მქონდა,მაგრამ რატომღაც ასე გამეფიქრა.უკან მივიხედე და ისევ ის მამაკაცი შევნიშნე.მაშინ არ დავკვირვებულვარ,ახლა კი რაღაც მიმზიდველი გარეგნობის მეჩვენა.არა,მართლაც სიმპათიური ვინმე იყო!“ახლა მამაკაცების შეფასებაც დაიწყე“-ვუსაყვედურე საკუთარ თავს და უცნობის ოდნავ მოშვებულ წვერს შევხედე.თვალებით ჩემზე იყო კონცენტრირებული.ავკანკალდი.ერთ მომენტში,ისიც ვიფიქრე,რომ სერიული მკვლელი იყო.
-შენი სახელი...-თითქოს სათქმელს მიმიხვდა,მაგრამ მალევე შეწყვიტა და ოდნავ ახლოს მოიწია.თვალებით თითქოს იბრძოდა.ალბათ,ეს არ იყო ხმლიანი შერკინება,მაგრამ ჩემში მაინც რაღაც არსებებს ხოცავდა.
-მეთამაშები?-ეს ნაცნობობის ჟესტი იყო,როგორც მაშინ,როცა პირველად შევხვდით.განა თვითონაც მსგავსად არ იქცეოდა?-მეჩქარება-კიბეებისკენ წავიწიე,მაგრამ ჩემში აკიაფებულიყო რაღაც არსება,რომელიც ფიქრობდა,უცნობი შემაჩერებს და არ მომცემს გაცლის საშუალებასო.
-დემეტრე მქვია-ხელი გამომიწოდა.მის გრძელ თითებში ჩემი პატარა ხელი მოუხერხებლად ჩავხლართე და ცივად გავუღიმე.
-ყვავილები არ იყო საჭირო-ირონიით ვუთხარი და ორი საფეხური ავიარე.
-იმედია,მოგეწონა-ჩემთვის არც კი შემოუხედავს ისე წავია უკან ორი ნაბიჯით და თვალიერება დავიწყო.
კიბეები ავიარე და გაავებული დავეხეთქე ლოგინზე.ესეთი ამბები არ იყო ჩემი საქმე.რა უნდოდა მას აქ.მას კი ვეძახი,მაგრამ არ ვიცნობ,ფაქტია,არადა,რომ ვუყურებ მისი თვალები მეცნობა და,მგონია,რომ დიდი ხნის ნაცნობები უნდა ვიყოთ.“ეს ყველაფერი სრული ბანალურობაა და მეტი არაფერი“-დამცინა მეორე „მემ“.
გამახსენდა სანდრას დატოვებული ალბოი,დაათვალიერეო,მაგრამ გული არ მიმდიოდა.თითქოს რაღაც მძიმე მაწვა ყელზე და სუნთქვის უფლებას არ მაძლევდა.
-ქეთი,კლუბში წავიდეთ,არ გინდა?-სანდრამ დამირეკა და ტელეფონი ამიწკრიალა.ამ კითხვას არ ველოდი და დავიბენი.კლუბებში ხომ არასდროს დავდიოდი.რა უნდა მეპასუხა.
-ხომ ,იცი,რომ მე არასდროს..-გოგონამ გამაწყვეტინა.
-ვიცი,არ მე,მაგრამ ალხა წავიდეთ-ტელეფონი გამითიშა და გადაიხარხარა.
ლოგინიდან ავდექი და გარდერობი გამოვაღე.აზრზე არ ვიყავი რა ჩამეცვა.ბოლოს შავი მოტკეცილი,ზურზე მოშიშვლებული კაბა ავიღე.“მგონი კარგი უნდა იყოს?“-გავიფიქრე და მოვიზომე.რამდენიმე დღის წინ ვიყიდე მოლში,მაგრამ,არ მეგონა,თუ გამომადგებოდა.
ცოტა ხანში სანდრაც მოვიდა,მაგრამ მარტო არ იყო და ძალიან დავიბენი.ვიღაც ქერა ბიჭთან ერთად ატუზულიყო ჩემს კარებთან.
-გამარჯობათ-„თ“ ბოლოს ძლივს დავამატე და მოსულებს გავუღიმე.
-გამარჯობა.ეს ალექსია-მიმითითა გვერდით მდგომზე.სხვა ქალაქში იყო და ახლა ჩამოვიდა-გამახსენდა,რომ ვიღაცაზე მიყვებოდა სანდრა,მაგრამ,იმ მომენტში,რატომღაც დავიბენი,როცა უცხო სახე დავინახე,არადა,მხოლოდ სანდრას ველოდი.
-გამახსენდა,რომ მიყვებოდი-მოსულები შემოვიპატიჟე-ჩაის დალევთ?-რუსული ჟესტი გამოვიყენე.
-სიამოვნებით-ალექსიმ გამიღიმა და სკამზე ჩამოჯდა.
-ალექსი ჰარვარდს ამთავრებს.ერთი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი,თუ გახსოვს-სანდრამ ამაყად შეხედა ბიჭს.
-კი,როგორ არა-სამზარეულოში გავედი და ჩაის ადუღება დავიწყე-მაგარი გიყვარს თუ?-გავძახე ნაცნობივით ალექსის.საერთოდ არ მიჭირს ადამიანებთან კონტაქტის დამყარება.
-მაგარი მიყვარს ყველაფერი-გადაიხარხარა ბიჭმა და სანდრას მაცდურად შეხედა.ის კი მაინტერესებდა სანდრას რა ურთიერთობა ჰქონდა ალექსისთან,ადრე არ მეკითხა,მაგრამ,როცა პირიისპირ შევხვდი ბიჭს და ასეთი კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა,ალბათ,სანდრას მასზე უფრო დაწვრილებით ვკითხავდი.
^^
კლუბში,მგონი,გადავრჩი.ცოტა ვიცეკვე და ერთი ჭიქა დავლიე.ეს იყო და ეს.კიდევ კარგი სასმელმა არ მიმიტყუა.სასტუმროში გვიან დავბრუნდი და მალევე ჩამეძინა.შემდეგი დღე კვირა იყო და შემეძლო დიდ ხანს მეძინა,რაც მახარებდა,თუმცა ძილი არც მაცალეს.სანდრას ზარმა გამახელინა ძლივს დახუჭული თვალები:
-ბარბექიუ გვაქვს და მოხვალ?-გამარჯობაც არ უთქვამს ისე დაიწყო.ეტყობოდა,რომ შეყვარებულის ჩამოსვლა ძალიან ახარებდა.
-რა თქმა უნდა,კლუბში გამოგყევი და ბარბექიუზე გეტყვი უარს?-ჩავიცინე და ლოგინიდან ავდექი.მეორე ხელით თმას ვივარცხნიდი და სარკეში ყავისფერ აწეწილ თმებს ვუბდღვერდი.“რა დაგვარცხნის ახლა“.როგორ მინდოდა კვირას ოთახში დარჩენა,მაგრამ სანდრას უარს ვერ ვეტყოდი.მერე როგორი გახარებულია ალექსის ჩამოსვლით.არასდროს მიყვარდა ადამიანისთვის რამის ჩაშხამება,ამიტომ მივენდე სანდრას და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე.
-ქართულ ბარბექიუზე მწვადი იქნებოდა-გავეხუმრე შეყვარებულებს.
-მაგრამ ეს ქართული არაა-ალექსიმ გაიცინა და ბალახში ჩამოჯდა.აშკარად,მხიარული ტიპი ჩანს,უშუალო და უბრალოდ,ურთიერთობაში ადვილად შემოდის,რის გამოც მის მიმართ დადებიტან განვეწყვე.
-ლამაზია,არა,აქაურობა? ხომ მოგენატრა?-სანდრამ შეუსისინა შეყვარებულს.
-კი,აბა.
^^
-გოგო,რაღაც უნდა გითხრა-ეკატერინემ დილას გამაღვიძა,სანამ უნივერსიტეტში წავიდოდი.მისი ზარი გამიკვირდა ასე ადრე არასდროს მირეკავდე.ჯერ ხომ მხოლოდ შვიდი საათი იყო.
-საცემი ხარ-ცავიბურტყუნე.
-ბებიაჩემი გარდაიცვალა-ასლუკუნდა გოგონა.
-რა? ღადაობ?-ჩიტივით იყო მაკო ბებია და გამიკვრიდა.
-ჰო,გოგო,მეც მიკვირს.გუშინ ღამით.გადარეული ვარ,გესმის?
-აუ,როგორ მიყვარდა-ავსლუკუნდი-მინდა,რომ შენს გვერდით ვიყო,მაგრამ..
-ვიცი,ქეთ,ვიცი..უბრალოდ შენი თანათგრძნობა მჭირდებოა..
^^
ეკატერინეს ამბავმა გამაგიჟა.იმ დღე უნივერსიტეტში ძლივს წავედი.რამდენჯერმე ფეხიც კი დამიცდა კიბეზე და ცხვირ-პირი გავილამაზე.
სანდრა,მართლაც,კარგი გოგონაა.როგორ ესმის ჩემი,თავადაც მიკვრის.ამ მცირე დროში ისე დავახლოვდით,რომ ალექსისთან ურთიერთობის ყოველ წვრილმანსაც კი მიყვება.თურმე ბიბლიოთეკაში გაუცნიათ ერთმანეთი,ოღონდ,რა თქმა უნდა რუსეთში და არა ამერიკაში.
-რა გჭირს?-მაშინაც შემატყო,რომ ხასიათზე არ ვიყავი.
-გოგო,ეკატერინეს ბებია გარდაეცვალა.ისეთი თბილი ქალი იყო.იმდენ ხანს ვიცნობდი,ახლა კი მის დაკრძალვაზეც არ შემიძლია წასვლა-თავი მხარზე ჩამოვადე და ცრემლებს ძლივს ვიკავებდია.
გამახსენდა მაკო ბებია როგორ გვიკითხავდა დედაენას პირველ კლასში და როგორ გვასწავლიდა ლექსებს.მახსოვს,პირველად თინათინზე გვასწავლა.ძლივს გავიხსენე სახელი,“თინიკო და მზე“;ერთად იღვიძებენ და თქვენს მზესთან ერთად უნდა ადგეთო.
-ჩემი საწყალი.ვწუხვარ..-ათასი სიტყვით მამშვიდებდა გოგონა,მეხვედოდა და ისე მეხვეოდა,რომ ლამის იყო დავეხვრჩე.
ათი საათი იქნებოდა,როცა აცრემლებული ვიჯექი ნომერში,ტელეფონს ვუყურებდი და ეკატერინეს ზარს ველოდი.მას არ დაურეკავს,ამიტომ კიბეები ჩავირბინე და არეთ გავდიოდი,როცა რეგისტრაციის ადგილიდან მამაკაცმა დამიძახა:
-ქეთი კალანდაძე,თქვენ ხარ?-გამიკვირდა,რომ ჩემი სახელი იცოდა.
-თქვენ საიდან იცით,რომ მე ქეთი მქვია?-მხრები ავიჩეჩე დაპასუხის მოლოდინში ჩანთას დავუწყე წვალება.
-მე დამავალეს,რომ ეს თქვენთვის გადმომეცა-პატარა კონვერტი მომაწოდა მამაკაცმა.
-რომელი საუკუნეა?-გამიკვირდა და კონვერტი გამოვართვი.
-ეგ იმ ახალგაზრდას ჰკითხეთ.მეც ეგ ვუთხარი,მაგრამ დაიჟინა,გადაეცითო და მეც შევასრულე.
-მადლობთ-გარეთ გავედი და სუფთა ჰაერი ღრმად შევისუნთქე.არ ვაპირბდი კონვერტის გახსნას.“დილას გავხსნი ამდენი ემოცია უკვე ზედმეტია“-გავიფიქრე და ქუჩას გავუყევი,რომელიც არ მთავრდებოდა.წვიმის წვეთები ვიგრძენი მოშიშვლებულ ყელზე და ნაბიჯს ავუჩქარე.
_____
ყველას დიდი მადლობა,რომ ეხმაურებით,აფასებთ და გვერდში მიდგეხართ.ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ველი შეფასებებს,არ დაიზაროთ.
მიყვარხართ ძალიან(ამის გამეორება არ მეზარება)



№1  offline წევრი თათა

Ra kargia ai dzalian momewona ♥♥ kidev bevri warmatebebi shen ♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№2  offline წევრი lamazi gogona

მოუთმენლად ველი შემდეგს..ძალიან საინტერესო იუუპ.

 


ქეთიზე ვგიჟდები უკვე,მალე დადე ველოდები მოუთმენლად.

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო..

 


№5  offline წევრი Queen ♛

კარგია სიტყვები არ მყოფნის ველოდები შემდეგ თავს ))

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

Queen ♛
კარგია სიტყვები არ მყოფნის ველოდები შემდეგ თავს ))

მადლობ..

 


№7  offline წევრი Terribly Rotten

ვინც საიტიდან გააგდეს/წავიდა, ყველას სიახლეები დაიდება ამ საიტზე >> mwerali.at.ua

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent