შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკოლა ბავშვების წესებით :თინეიჯერთა ცხოვრება და პრობლემები (2)


16-08-2015, 00:10
ავტორი lisebeth
ნანახია 4 350

უკვე ათი წუთის დაგვიანებული იყო ნინი კლასში ,რომ შევარდა და ელენეს გვერდით მოუჯდა . გოგონამ გაუღიმა ,მაგრამ ნინი უხერხულად შეიშმუშნა . მერე კლასს თვალი მოავლო და ახალი გოგონაც შენიშნა . წითელი თმები ოთახში ცეცხლივით ელავდა. ხელი დაუქნია და ნინიმაც მხიარულად გაუღიმა . ელენეს მის ღიმილზე ლამის გული წაუვიდა და მარის ხელი ჰკრა შეხედეო . გაკვეთილი საშინლად გაიწელა . ნინისაც თავი თითქმის არ აუწევია და გოგონებისთვის ყურადღება აქ მიუქცევია . დამთავრებისთანავე ელენემ და მარიმ მასთან ლაპარაკი დააპირეს მაგრამ წითელთმიანი გოგონა მერხზე შემოჯდა და ნინი ხელი გაჰკრა ბეჭზე .
_ თურმე კლასელები ვყოფილვართ
_გამიხარდა რომ დაგინახე
_ შენთან დალაპარაკება მინდოდა შეიძლება ?
_რათქმაუნდა მეორემდე კაფეტერიაში დავსხდეთ .
_ შეიძლება _ გოგონები უსიტყვოდ გავიდნენ ოთახიდან .
_ არ მჯერა ,თითქოს ჩვენ არც ვარსებობთ .ეს ახალმოსული უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ?_ ელენე მერხზე დაენარცხა
_ გეყოფა გაბრაზებულია და სამართლიანადაც . მალე გაუვლის ნუ ნერვიულობ _ ანუგეშა მარიმ


გოგონები მართლაც კაფეტერიაში დასხდნენ და საუბარი დაიწყეს .
_ რაო იმ ბიჭმა ჰა? _ გაიღიმა ნინამ
_რომელმა ბიჭმა//?
_აი იმან კიბეზე რომ შემოგხვდა
_ ვილაპარაკეთ და სიმართლე ვუთხარი
_რომელი სიმართლე?_ ნინი შეყოვნდა _კარგი რა შეგიძლია მენდო
_ კარგი მაგრამ არავის უთხრა . წუხელ სამრეცხაოში მასწავლებელმა ჩამკეტა . ვიღაცამ კი არასწორად გაავრცელა
‘_რაა? აქ ასეთი რამეებიც ხდება? . მაშინ დღესვე უნდა ვიზრუნო რომ აქედან რაც შეიძლება მალე წავიდეს
_ არა არ ხდება . ერთი მასწავლებელია. გუშინ მოვიდა. საშინლად ამითვალწუნა
_ მაშინ უნდა ვიზრუნოთ ,რომ ეგ წავიდეს ...
_გიჟი ხარ
_ვიცი ამიტომაც გამომრიცხეს სამჯერ
_რააა? სამჯერ?
_ ხო ჩემი ოჯახი წლების მანძილზე რუსეთში ცხოვრობდა. დედაჩემი რუსია და მაგიტომ . მერე მამაჩემის მშობლები, რომ გარდაიცვალნენ ჩამოვედით და აქ დავრჩით. დედა რუსეთში ბანკში მუშაობდა. მისი საბუთებით სამსახური ადვილად იშოვა . გამოცდილების ამბავია ხომ ხვდები. მამაჩემს თავისი ბიზნესი აქვს . მოკლედ ყველას თავისი საქმე აქვს .მე ზედმეტი ბარგი ვარ
_მესმის მეც მასე ვარ. ყველაფერი მაქვს ოჯახის სიყვარულის გარდა
_მოკლედ ერთ დღესაც თმა გადავიღებე და ახალი სტილი ავითვისე . ყველგან ფიქრობენ რომ რადგან წითელი თმა მაქვს და ცოტა სხვანაირი ქცევები უცნაური ვარ
_რატომ გამოგრიცხეს
_ არა მთლად მასეც არ ყოფილა. მამაჩემი დაიბარეს სანამ გავრიცხავთ შენი ნებით წაიყვანეო . ბოლოს აქ მომიყვანეს
_აქაურობა ჩემთვის სახლია. პირველ რიგში აქ ვგრძნობ თავს სახლში და მეორე რიგში ჩემს ნამდვილ სახლში .
_მესმის
_ ჩემებს თავისუფლად ცხოვრება უნდოდათ და ...მოკლედ ბედს არ ვუჩივი უბრალოდ ოჯახური სითბო მაკლია...უფრო ზუსტად არ მაქვს
_ჩემთანაც იგივე სიტუაციაა . ჩემგან დაისვენეს . სიმართლე გითხრა აქ ცხოვრება მირჩევნია . ეგაა, რომ ჩემი ძაღლი მომენატრება
_ძაღლი გყავს ?
_ხო მყავს , რუსეთიდან ბებიამ გამომიგზავნა . შენ არ გყავს ?
_გაგიჟდი ? ჩემს სახლში ძაღლმა ,რომ გაიაროს დედაჩემს გულის შეტევა მოუა _ ნინამ იმხელა ხმაზე გაიცინა მთელმა კაფეტერიამ უკან მოიხედა .
_მართლა თუ დამცინი
_არა მართლა , დედაჩემი ცოტა ისეთია ...როგორ გითხრა ... ბავშვივით ჭირვეული და განებივრებული . მამა ამბობს ხოლმე ერთი კი არა ორი ქალიშვილი მყავსო . ჩვენს შორის კი ყველაზე მეტად განებივრებული ისაა .
_წარმომიდგენია . და შენი მეგობრები ? არ შეურიგდები ?
_არ ვიცი . ცოტა დაბნეული ვარ
_მგონი მაინც ჯობია შეურიგდე _გოგონამ თმაზე ხელი გადაუსვა და წავიდა

ნინა კაფეტერიიდან რომ გავიდა ნანაც შემოხვდა და ოთახისკენ წაუძღვა. მისდა გასაკვირად ოთახში ზუსტად ის დაუხვდა ვინც მოსვლისთანავე შემოელახა .

_არა შეუძლებელია ,ეს ველური ჩემს ოთახში რას აკეთებეს ?_შეიცხადა დიანამ
_ ჩვენს ოთახში - სიამოვნებისგან დაიმანჭა ნინა
_ ახლა მოვკვდები
_ ძალიან კარგსაც იზამ
_ მოკეტე თორემ სახეს გაგილამაზებ
_ შენ მე ? ვინ ვის გაულამაზებს დღეს დილით გაირკვა
_ გეყოფათ ჩხუბი და დროზე დაალაგეთ ნივთები . თქვენი ხმა არ გავიგო ._ დაიყვირა ნანამ და ოთხიდან გავიდა
_ ღმერთო ეს სასჯელია არა ?_ ქვითიინდა დიანა . ნინამ კი მხიარულად განაგრძო ამობარგება .

მარი და დაჩი დერეფანში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობდნენ .
_ რა ხდება თქვენს შორის ??ასე როდემდე უნდა იყოთ?
_არვიცი ნინი ძალიან ნაწყენია . ელენე კი განიცდის
_ვხვდები რომ მარტივი არ არის ,მაგრამ ...
_ყველაზე საშინელი ის არის რომ ნინი მართალია. ჩვენ მისი საუკთესო მეგობრები თუ ასე ვიფიქრებთ სხვებს რა მოვთხოვოთ
_ მესმის
_ნინის ადგილზე ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი
_მე ეს სამრეცხაოს ამბავი მაკვირვებს
_ნეტა რა მოხდა წინა ღამით ?
_მე და ლუკა შევეცდებით გავიგოთ . შაბათ -კვირას რჩებით ხომ ?
_ კი ვრჩებით . ელენეს პრობლემები აქვს სახლში და ....

ნინი პარასკევს წასაღებ ტანსაცმელს ალაგებდა ელენე რომ შემოვიდა ოთახში .თავიდან დალაპარაკება ვერ გაბედა მაგრამ მერე კარი გადაკეტა და ნინის მუბრუნდა
_რას აკეთებ ? შენთან ლაპარაკი არ მინდა რით ვერ გაიგე? _ დაიყვირა ნინიმ
_ მე კი არა შენ რას აკეთებ . ჩვენი მეგობრობა ამას იმსახურებს ?
_არც იმას იმსახურებდა რაც დილით მითხარი
_ კარგი ვაღიარებ რომ შევცდი . ბოლოს და ბოლოს მეც ადამიანი ვარ
_არ შეცდი რასაც ფიქრობდი ის თქვი
-ამას არ ვფიქრობ . უბრალოდ სხვა რამის თქმა მინდოდა და სხვა რამე გამოვიდა
_ ის გამოვიდა რაც გინდოდა
_ გთხოვ ნინი მაპატიე . ჩვენი დაშორება მეტისმეტად დიდი სასჯელია .ასე ნუ მომექცევი
_ არ ვიცი უნდა ვიფიქრო
_ამ შაბათ კვირას აქ ვიქნებით და ყველაფერს გავარკვევთ .
_მე არ ვიქნები . ლევანთან მივდივარ სტუმრად .... აჰ თუ ახლა ის გაიფიქრე რომ ...
_არა არც გამიფიქრია ,მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ცდილობ ჩვენგან გაქცევას .
_არ ვცდილობ
_ასე ვერაფერს მოვაგვარებთ . ჩვენი ურრთიერთობა და მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ლევანისთან სტუმრობა . არ შეგიძლია რომ გადადო ?
_არა ,უკვე დავპირდი
_ ახალ მეგობრებს პირობას ვერ დაურღვევ და ძველ მეგობრებთან ურთირთობის მოგვარება არ გინდა ?
_ ახლა ეჭვიანობის სცენების თავი არ მაქვს . კარი გააღე და გამიშვი
_იცი რა ჩვენც გვაქვს პრობლემები . მე გაცილებით უფრო დიდი ვიდრე შენ მაგრამ არ გავრბივარ . შენ არ აამბობ რა გჭირს და მერე გიკვირს რომ სხვანაირად ვფიქრობთ .
_არ მინდა ელენე გამიშვი გთხოვ
_ თუ არ გინდა, რომ ცუდი ვიფიქროთ სიმართლლე თქვი
_ ხოდა შენც თქვი რა პრობლემა გაქვს მამაშენთან ასეთი, რომ ყველაზე იყრი ჯავრს
_არ შემიძლია ,გამიგე ეს ჩემს ოჯახს ეხება
_ შენ ყველამ გინდა გაგიგოს და სხვას ვერ უგებ . არც მე შემიძლია ვწუხვარ . ახლა კი კარი გამიღე .
ელენემ ბოლოს და ბოლოს კარი გააღო,მაგრამ საუბედუროდ პირველსავე დერეფანში ნინის ირაკლი შემოეფეთა
_ წიკლაური როგორ ხარ? დღეს არ მინახავხარ
_თავი დამანებე
_სასჯელმა ჭკუა ვერ გასწავლა . ენა ისევ გრძელი გაქვს
_ სხვათაშორის ამ დილით მამაჩემს ველაპარაკე და ვუთხარი , რომ აქ პატარა პრობლემა მაქვს და რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს _ ირაკლის სახეზე ფერი წაერთვა მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და არ შეიმჩნია
_ მე შენ ხომ გაგაფრთხილე
_შენი არ მეშინია . იცი ? შენნაირი უსახურები სახლში რამდენიმე მემსახურება კიდევაც . მაგალითად ერთ- ერთი კარს მიღებს როცა მანქანაში ვჯდები _ ირაკლი სახეზე წამოენთო და გოგონას ისევ მაჯაში სწვდა
_ რამდენს მიბედავ?
_ რას იზამ ისევ ჩამკეტავ ???? იცოდე ვერაფერი გიშველის _ კაცმა უფრო მაგრად მოუჭირა ხელი ,მაგრამ ამ დროს ლევანი მოვარდა .
_ უკაცრავად ნინი უნდა წავიყვანო
_ახლავე კლასში დაბრუნდით _ დაუყვირა ირაკლიმ .
_ სადაც მინდა იქ დავბრუნდები . მანამდე კი გიბრძანებ ჩემს შეყვარებულს ხელი გაუშვა თუ არა და თავ-ყბას დაგამტვრევ _მერე გოგონა ხელიდან გამოსტაცა და დერეფანში მასთან ერთად გაუჩინარდა
_ ლევან გმადლობ ,არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო
_მე ვიცი ,ხვალ ჩემთან მოდიხარ
_ მამას ჯერ არ დაურეკავს
_ნუ ღელავ ჩემებმა უკვე ესაუბრეს და დაითანხმეს
_ მართლა? _ნინიმ უცებ მოიწყინა
_რა , მოხდა რამე?
_ამ შაბათ კვირას გავექეცი, მომავალში რა ვქნა
_ მომავალშიც წამოდი
_შანსი არაა , მამა მაშინვე მიხვდება რომ რაღაც ხდება
_ მოიცა დაჩისთან ან ლუკასთან ,რომ დარჩენილიყავი იეჭვებდა?
_ისინი სხვა არიან ლევანი , შენ ამას ვერ გაიგებ . ჩემებისთვის ისინი ოჯახის წევრები არიან
_არ შეიძლება მეც გავხდე ?
_ამისთვის დროა საჭირო
_გასაგებია ...მესმის ...
_ნახეთ აქ ვინები ყოფილად _ ტანის რხევით და ხელგაშლილი გამოჩნდა ნინა
_ნინა აქ რას აკეთებ?_მიახალა ნინიმ
_ვსეირნობ ,სწორედ ახლა ვფიქრობდი ,რომ ამ სკოლაში ცხოვრება მომეწონებოდა
_კარგი მე წავალ თქვენ იჭორავეთ . ნინი ხვალ მზად იყავი _ თქვა ლევანმა
_ ხვალ რა ხდება პაემანი გაქვთ? _ გაიკიჭა ნინა
_არა აქ დარჩენა არ მინდა და ლევანთან მივდივარ სტუმრად
_ ნეტა მეც მქონდეს წასასვლელი .
_წამოდი მერე _ბეჭი გაჰკრა ლევანმა და წავიდა
_მართა წამოვიდე ?_გასძახა გოგონამ
_ ჰო მართლა
_ ჯანდაბა ეს რა ბიჭი გყავს ,სასწაულია _ჰაერში ახტა ნინა
_მოიცა ჩემზე ამბობ ?
_ აბა აქ სხვას ვინმეს ხედავ ?_ დაიმანჭა ნინა და თვალსა და ხელს შუა გაქრა


მეორე დღეც ისე გაქრა რომ ვერც მიხვდნენ . ელენე მთელი ეს დრო ცდილობდა ნინისთან დალაპარაკებას, მაგრამ ვერ შეძლო . ბოლოს ოთახში,რომ შევიდა ნინი უკვე ბარგს ალაგებდა წასასვლელად . ისევ სცადა გამოლაპარაკება ,მაგრამ ისევ ვერ გაბედა . გოგონამ კარი, რომ გაიხურა ელენე მოცელიივით დაეცა საწოლზე და ტირილი დაიწყო . იმდენი რამ გაახსენდა რომ ფიქრებში ჩაეძინა . მხოლოდ 6 საათზე გამოაღვიძა მარიმ .
_ელენე რამდენი ხანია გძინავს რა გჭირს?
_ არაფერი , ნინი წავიდა და ...
_ ხო ის ახალიც მათთან ერთად
_ რაა? ის წითელთმიანი ?
_ ხო ლევანთან წავიდნენ ორივე . როგორც ჩანს ძალიან დამეგობრდნენ
_ შეუძლებელია , ამას არ დავუშვებ ეგ ორი სულელი დაქალს ვერ წამართმევს . სად არის ჩემი ტელეფონი?
_ აი იქ _ მაგიდაზე მიანიშნა მარიმ _ რას აპირებ?
_მამას ვურეკავ
_მაგ ამბავს მამა ვერ მოაგვარებს
_ ნუ სულელობ ეგ მეც ვიცი _მარიმ მხრები აიჩეჩა _ალო მამა ხო მე ვარ
_შვილო ხომ კარგად ხარ?
_რათქმაუნდა. შენი დახმარება მჭირდება . დირექტორს უთარი წასვლის უფლება მომცეს და მძღოლი გამოუშვი
_ საყვარელო შვიდი დაიწყო ამ დროს სად მიდიხარ?
_ნინისთან სტუმრად
_ ხვალ არ შეიძლება?
_არა ეს ძალიან მნიშვნელოვანია
_ელენე გთხოვ ...
_მამა უცხოსთან ხომ არ მივდივარ ,ჩემს საუკეთესო მეგობართან ....
_ხო კარგი გასაგებია ,ახლავე გამოვუშვებ
_რას აპირებ ? ნინისთან რა გინდა?
_არც არაფერი ,ლევანთან მივდივარ
_კარგი მეც წამოვალ
_არა, ნინისთან პრობლემა მე შევქმენი და მე თვითონ მოვაგვარებ
_კარგი ,მაგრამ როგორც კი მიხვალ დამირეკე , ელენე უკვე ღამდება
_გპირდები
ელენე უკვე კიბეზე ჩარბოდა გზაში ირაკლიმ, რომ გააჩერა .
_შეიძლება გავიგო სად მიდიხართ ამ შუაღამისას ?
_ ეს თქვენი საქმე არ არის
_არის რადგან ვერსადაც ვერ წახვალთ .
_ მამაჩემის ნებართვა მაქვს და სადაც მინდა იქ წავალ . ბატონო ირაკლი , გინდათ ერთი რჩევა მოგცეთ? _ დამცინავად გაიღიმა ელენემ _ღია კარს ნუ ამტვრევთ . თქვენი გამომეტყველებით ვერავის შეაშინებთ . თქვენი არ მეშინია . ამ სკოლაში მასწავლებელი მჭირდება და არა მეპატრონე . პატრონი უკვე მყავს და თანაც თქვენზე გაცილებით კარგი . ახლა კი თუ შეიძლება გამატარეთ მძღოლი მელოდება _ ირაკლის სახე მოეღრიცა და განზე გადგა


ლევანის მშობლებმა ბავშვები სიხარულით მიიღეს . განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ნინა იყო ,რომელსაც თავისი ძაღლიც წამოეყვანა და ეზოში დაარბენინებდნენ .

_ რა საყვარელია, თან ნახე ადამიანივით ესმის ყველაფერი _ დაიყვირა ნინიმ
_ გინდა ძაღლი გაჩუქო ?_ თვალებში მიაშტერდა ლევანი
_არა ...უფრო სწორად ძალიან მინდა ,მაგრამ სად წავიყვანო ?
_სახლი არ გაქვს _ დაიმანჭა ბიჭი
_აჰ სახლი მაქვს ,მაგრამ პრობლემაც მაქვს ...დედაჩემი . გუშინ ნინასაც ვუთხარი . სახლში ცხოველი, რომ მივიყვანო გულის შეტევა მოუა .
_კარგი ერთი ამლაშებ...
_მართალს გეუბნები , შენ არ იცნობ ...
_მაინც გაჩუქებ და აქ ჩემს სახლში იყოს . როცა გინდა მოდი და ეთამაშე . შენი იქნება უბრალოდ აქ იცხოვრებს
_ სერიოზულად ?
_ ხო თან მოსვლის მიზეზი გექნება _ გაიკრიჭა ლევანმა
_ მაქედან დაგეწყო _ მოსაცმელი მოუქნია ნინიმ . ნინა ეშმაკურად უყურებდა წყვილს და თან იცინოდა . მხოლოდ მაშინ მოვარდა ნინისთან ლევანი ,რომ სახლში შევიდა .
_ რას აკეთებ ნინი ...რას აკეთებ გაგიჟდი ?
_ რას ვაკეთებ ?
_ეს ბიჭი ხელიდან არ გაუშვა თორემ მოგკლავ იცოდე . ნეტა აი იქ დაგაყენა და თქვენს თავს შეგახედა .
_რას დავინახავდი ? მიდი მითხარი _ნინი ყურებამდე გაიბადრა .
_ერთმანეთზე გიჟდებით .... აი ცოტა აქ აი ....აი ...აი ... აქ ცოტა პრობლემა გაქვს .... _ შუბლზე მიაჭირა ხელი ნინამ
_აქ რა პრობლემა მაქვს ?რამე მაცხია? _ ხელი მოისვა გოგონამ
_არა სულელო ტვინი არ გაქვს ტვინი _ნინი დაიმანჭა
_გეყოფა
_არა არ მეყოფა , უთხარი რომ გიყვარს ნუთუ ასეთი ძნელია
_ მოიცა ეგ პირველად იმან არ უნდა მითხრას
_ ეგ ადრე იყო .... აი ბებიაშენის და ბებიაჩემის დროს ..... ახლა დასწრებაზეა
_ გიჟი ხარ , აი მოდის ფორთოხლის წვენი მოაქვს , დიდი ვერაფერი შამპანიური უფრო მოუხდებოდა ამ სიტუაციას , მაგრამ ესეც წავა .ახლა მე გავქრები და აბა შენ იცი . უთხარი პირდაპირ მიახალე .
_ ნინა სად მიდიხარ? _ ლევანიც მოვიდა
_ არსად ცოტას გავივლი წინ ეზოში ,სახლს დავათვალიერებ , წვენისთვის გმადლობ _ ჭიქას ხელი წამოავლო ნინამ და ხტუნვა-ხტუნვით წავიდა
_რა მოუვიდა?
_ არაფერი მგონი ერთ დგილას დაიღალა _ ნერვიულობისგან ლამის წაიცა გოგონა

ნინა წინა ეზოში ,რომ გავიდა სწორედ იმ დროს გაჩერდა ჭიშკართან მანქანა და ელენე გადმოხტა ძირს ,მერე კი პირდაპირ ეზოში შეაჭრა . ნინამ იფიქრა ხელს შეუშლისო და წინ აესვეტა .
_ თოჯინა აქ რას აკეთებ?
_მეგობრის სანახავად მოვედი
_აჰ დამავიწყდა შენ ის დიდი ხნის მეგობარი ხარ ხომ
_მორჩი დაცინვას და მითხარი ნინი სდ არის
_სახლში არ არიან,სასეირნოდ წავიდნენ
_ ვერ ვიტან მატყუარებს
_ ვინ არის მატყუარა მე ? საკუთარ თავში არ შეგეშალო
_მე მატყუარა არ ვარ
_ვინც ხარ,მოკლედ ხელს ნუ შეუშლი
_ რას ქვია ხელს ნუ შევუშლი
_წამოდი ჩემთან , ხელი უჯიკა ნინამ და ქუჩაში გააგდო
_ ქუჩასი სიარულს მიჩვეული არ ვარ . მამაჩემმა ,რომ გაიგოს მომკლავს
_ გეყოფა , ჯობს გავისეირნოთ და ყველაფერს აგიხსნი , ვეჭვობ ბევრი დრო დამჭირდება , რადგანაც შენნაირები ცოტა გვიან იგებენ ,მაგრამ შევეცდები
_გითხარი ნუ დამცინი მეთქი
_ არ დაგცინი მომისმინე , ხომ იცი ნინის და ლევანს ერთმანეთი, რომ მოსწონთ
_ არ ვიცი საიდან ?
_აბა როგორი მეგობარი ხარ , თვალში ვერ იხედები იმწუთასვე მივხვდი
_კარგი მერე თუნდაც მასე იყოს რა
_ მოკლედ ახლა ცდილობენ ერთმანეთს გამოუტყდნენ ამაში . ჩვენ ჯობს ხელი არ შევუშალოთ .
_ აჰ გასაგებია ,მაგრამ მე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს ნინის აუცილებლად უნდა ველაპარაკო
_ გეყოფა ეს შენი გამოხტომები , თოჯინებთან ურთიერთობა არ გამომდის ,მაგრამ შევეცდები სანამ იქ ყველაფერს მოაგვარებენ
_ხო მაგრამ
_არავითარი ,მაგრამ ხომ გაგიგია ცხოვრებაში მთავარი სიყვარულიაო
_ ხო რათქმუნდა ,მაგრამ მართლა უნდა ველაპარაკო . ჩემი არ გესმის ?
_ აუცილებლად ილაპარაკებთ _ თალები გადაატრიალა ნინამ


_მგონი ნინა ძალიან შორს წავიდა არა? _ უხერხულად შეიშმუშნა ლევანი
_როგორც ჩანს _ ნაძალადევად გაიღიმა ნინიმ
_ აქ თავს ხომ კარგად გრძნობ ?
_ კი ...კი გმადლობ ... უბრალოდ მე მინდოდა იმაზე გვესაუბრა რაც ეს ორი სამი დღეა ჩვენს შორის ხდება .
_ ნინი არ მინდა ჩემს წინაშე თავი დავალებულად იგრძნო . მე იმას ვაკეთებ რისი გაკეთებაც მინდა და მსიამოვნებს
_ მე ეს არ მიგულისხმია
_ აბა ?
_ მე ის ვიგულისხმე რასაც ჩვენ ვგრძნობთ ერთმანეთის მიმართ...ამის თქმა მინდოდა
_ჩვენ ვგრძნობთ?? რას გულისხმობ ?_ გაიკვირვა ლევანიმ
_ არა ...არა არაფერი . დაივიწყე . ნინას მოვკლავ მგონი მეც გამაგიჟა . რეებს ვბოდავ არც მე ვიცი . მაპატიე გთხოვ, მგონი ჯობს წავიდე , სკოლაში დავრუნდები
_ არა მოიცა ერთი წამით , მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა ,რომ მეგონა მარტო მე ვგრძნობდი . ადრე ათასჯერ მაინც ვცადე ,რომ შენთვის მიმეხვედრებინა ,მაგრამ შენ თითქოს ვერც კი მხედავდი
_ მაპატიე მე ვცდილობდი ,რომ არ დამენახა . უფრო ზუსტად აქამდე მხოლოდ საკუთარ თავს ვხედავდი .
_ასე არ არის , შენ ძალიან კარგი გოგო ხარ ,მგრძნობიარე და ...
_არა კარგი არ ვარ , ახირებული,ჭირვეული და განებივრებული ვარ . ეგოისტიც ყველაფერთან ერთად
_ ჩემთვის ყველაზე კარგი ხარ
_ იმიტომ ,რომ გიყვარვარ .
_ ხო მიყვარხარ
_მიუხედავად ყველაფრისა?
_ მიუხედავად ყველაფრისა. არ მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს და ვინ რა ჭორს გივრცელებს . მე შენი მჯერა . მჯერა რომ კარგი ხარ უფრო სწორად ყველაზე კარგი
_ გმადლობ , ვერც წარმოიდგენ რამდენად ბევრს ნისნავს შენი სიტყვები ჩემთვის
_ მართლა ბევრს ნიშნავს ?
_რათქმაუნდა
_ ესეიგი თანახმა ხარ ჩემი შეყვარებული იყო ?
_თანახმა ვარ
_ აააააი ამ დღესაც მოვესწარი _ ლევანიმ ხელში აიტაცა გოგონა და მაგრად აკოცა,მაგრამ მხიარულება დიდხანს არ გაგრძელებულა რადგან მალევე ნინა გამოჩნდა ელენესთან ერთად .
_ხედავ ? ყველაფერი მოგვარდა , ერთად არიან _ ხელი უჯიკა ნინამ ელენეს . ისიც ისე დაიკვანწა თითქოს მკლავი მოტეხესო
_ რაიყო ემოციები საერთოდ არ გაგაჩნია?
_ მოკეტე რა , ერთი წამით მაინც გაჩუმდი. უკვე თავი მტკივა
_ღმერთო შენთან როგორ მეგობრობს მთელი დღე ცხვირ - პირი ჩამოგტირის
_გაჩუმდი , მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ _ ნინამ უძლურების ნიშნად ხელები ასწია . წყვილმა ხვევნა კოცნა მხოლოდ მასინ დაასრულა გოგონები ,რომ მოუახლოვდნენ .
_ ელენე აქ რას აკეთებ ?_ უკმაყოფილოდ შეხედა ნინიმ
_შენთან დალაპარაკება მინდა
_ შეგეძლო ჩემს დაბრუნებამდე მოგეცადა
_არ შემეძლო , უნდა ვილაპარაკოთ გინდა ეს შენ თუ არა . თქვენის ნებართვით_ ნინას და ლევანის გადახედა ,მერე ხელი წაავლო მკლავში და წაათრია . ორვე ქუჩაში სკამზე ჩამოსხდნენ. გარეთ უკვე ბნელოდა, მაგრამ ლევანის სახლთან ახლოს იყვნენ და არ ეშინოდათ .
_ ელენე რას აკეთებ ? გგონია თოჯინა ვარ და სადაც გინდა იქ წამათრევ ? ან გგონია როგორც გინდა ისე მომექცევი ?
_უნდა ვილაპარაკოთ
_ გასაგებია ,მითხარი რა გინდა და წადი
_ გეყოფა ასე მოქცევა ,არც მე ვარ იდიოტი ,რომ საუკეთესო მეგობარი ასე იოლად დავთმო
_ხო მეგობარი ,რომელზეც ყველაზე საშინელი რამ იფიქრე. თან არც შემეკითხე სინამდვილეში რა მოხდა .
_მე შენ გენდობი
_ შენი ნდობა აღარ მჭირდება
_ გაჩუმდი და მომისმინე . ჩემთან თამაში არ გამოგდის , ყველა რომ მოატყუო მე ვერ მომატყუებ . შენც ისევე განიცდი იმას რაც ჩვენს შორის მოხდა როგორც მე
_ განვიცდიდი,ახლა აღარ განვიცდი .
_ ხო ვიცი ახალი ემგობრები გყავს
_ შენი ეჭვიანობის სცენების მოსმენას არ ვაპირებ
_რადგან ვამბობ, რომ უნდა ვილაპარაკოთ ,ესეიგი ვილაპარაკებთ . მე ვარიარებ ჩემს შეცდომას და ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი . შენი მესმის , უფრო მეტიც მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი როგორც შენ ,მაგრამ შენი დაკარგვა არ შემიძლია ,ამიტომ სიმართლეს გეტყვი .
_ რომელ სიმართლეს ?
_ დამპირდი ,რომ შენც მეტყვი შენს თავს რა ხდება .ძალიან ვნერვიულობ .
_ კარგი თანახმა ვარ
_ ჩემს თავს საშინელება ხდება ნინი . ამას ვერ ვამბობ ,მაგრამ ..._ ელენეს ტირილი აუარდა და ცრემლები ნიაღვარივით წასკდა .
_ელენე რა ხდება ასეთი ?_ ნინის ხმაში შეშფოთება დაეტყო
_მთელი ცხოვრება მატყუებდნენ . დედაჩემი და მამაჩემი მატყუარები არიან საშინელება ჩაიდინეს
_ რას გულისხმობ ელენე ?
_ ისეთი რამ გავიგე,რომ მას მერე ჩემს თავს აღარ ვგავარ . ვერ ვიძინებ ,ვერ ვჭამ , ვერ ვსუნთქავ. დახმარებასაც ვერავის ვთხოვ
_ ასეთი რა ჩაიდინეს ?
_დამპირდი, რომ ამას არავის ეტყვი , დამპირდი გთხოვ ნინი_ ელენემ ხელზე ხელი მოუჭირა და ნინიმაც დაიფიცა
_ გეფიცები რომც მომკლან არ ვიტყვი
_ საქმე ის არის ,რომ ... ღმერთო არც კი ვიცი როგორ ვთქვა
_ასეთი სერიოზულია ?
_ მე ვიტყოდი დაუჯერებელი . შოკში ჩავვარდი და გონება დავკარგე
_ იმ დღეს სახლში რომ ვიყავით ?
_ ხო დედას და მამას საუბარი მოვისმინე. თითქოს არაფერი ხდებოდეს. ისე მშვიდად არიან თითქოს ... სამარცხვინოა ...მათი საქციელი ამაზრზენია . მათ გამო მრცხვენია
_ ვხვდები ,რომ ამ თემაზე საუბარი გიჭირს ,მაგრამ თუ აარ მეტყვი ვერ დაგეხმარები.
_ეს მარის ეხება
_ მარი რა შუაშია შენს ოჯახთან და მშობლებთან
_ მარი ... ის ... ის ... ის ჩემი დაა .... ჩემი ნახევარ და მამაჩემის უკანონო შვილია
_ რა თქვი ? _ ნინი ინსტინქტურად მოეხვია ელენეს რომელიც გულამომჯდარი ტიროდა
_ჩემი დაა და ამას ვერ ვეუბნები
_ეს როგორ ,რანაირად, ერთი ასაკის არ ხართ ? ღმერთო ვერც კი დავუშვებდი ამას. უნდა უთხრა ყველაფერი
_არ შემიძლია დედაჩემი მემუქრება სიმართლეს თუ იტყვი და შემარცხვენ , მამაშენს გავეყრები ,შენს თავს წავართმევს და საქართველოდან წაგიყვანო .ამას ვერ გადავიტან
_ ღემრთო ჩემო შენ მართლა კოშმარში ყოფილხარ .
_ დამეხმარე გთხოვ , მარტო არ დამტოვო რაც დღე გადის მარის მით უფრო ვშორდები , შენც თუ წახვალ მოვკვდები
_ მარის არ უნდა დაშორდე პირიქით
_არ შემიძლია თვალებში ვუყურო და მოვატყუო .
_ახლა ყველაფერი გასაგებია გია ბიძია ასე რატომ ზრუნავდა მასზე
_რათქმაუნდა გასაგებია
_ყველაფერი უნდა უთხრათ . მას ამის უფლება აქვს .
_ მამა ამბობს ,რომ სანამ დედა არ იქნება თანახმა ამას არ გააკეთებს
_ ხო მაგრამ თუ ისედაც იცის დედაშენი რატომ არის წინააღმდეგი
_მისი ამბავი არ იცი ? მთავარია ყველას თვალში უნაკლო ოჯახი ვიყოთ . არ დაუშვებს ყველამ გაიგოს რომ ქმარმა უღალატა და უკანონო გერი ყავს
_ყველაფერი უფრო სერიოზულადაა ვიდრე წარმომედგინა
_ ვეცდები რომ ეს ამბავი მოგვარდეს. მანამდე შენ მითხარი რა მოხდა იმ ღამით
_ჩემი ამბავი შენთან რა მოსატანია ,მაგრამ მაინც გეტყვი . იმ ღამით ირაკლიმ ჩამკეტა სამრეცხაოში
_რააა ? ხუმრობ ? ამის უფლება ვინ მისცა?
_არც არავინ ,მაგრამ ვერ გავექეცი
_მამაშენს უთხარი
_ ვეტყვი მეორედ თუ გაბედავს ჩემთან უხეშობას . გგონია ამას მოვითმენ ?
_მაპატიე გთხოვ . მეც ნერვები დაგლეჯაზე მაქვს და რას ვლაპარაკობ არ ვიცი .
_ ელენე , შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და სიკვდილამდე ასე იქნება, გეფიცები მეც ლამის გავგიჟდი ამ ორი დღის მანძილზე . შენთან დალაპარაკების გარეშე არ შემიძლია . მაპატიე _ გოგონები ერთმანეთს გადაეხვივნენ და დიდხანს ისხდნენ ასე . ბოლოს ელენემ ჰკითხა
_ შენ და ლევანი ერთად ხართ?
_ასე გამოდის
_ამდენი რამ როგორ მოასწარი თან ისე რომ მე ვერც კი მივხვდი
_ ვნახოთ ამ ურთიერთობიდან რა გამოვა . ყოველ შემთხვევაში ხომ შეიძლება ვცადოთ . თან ნინამაც მომცა სტიმული რომ როგორმე გამოვტყდომოდი
_ ხო შენი ახალი მეგობარი
_ კარგი გოგოა, ცოტა გიჟია ,მაგრამ გულწრფელი და მეგობრული
_ ალბათ ,სხვანაირად შენ ვერ მოგეწონებოდა
_ მოდი სახლში შევიდეთ , ცოტა გრილა _ ამ დროს ელენეს ტელეფონმა დარეკა
_ შენ შედი მამა რეკავს და მეც მალე მოვალ .

ნინის სახლში შესვლისთანავე ლევანი მოეგება და გაუღიმა . მერე ხელი მოხვია და სახლში შეუძღვა.
_ დედამ ოთახი მოგიმზადათ . ალბათ ელენეც დარჩება ხომ ?
_ ალბათ , ნინა სად არის ?
_ უკვე ოთახშია ,შენც წადი დაიძინე დღეს მძიმე დღე იყო
_ კარგი დღე იყო _ გაუღიმა გოგონამ და აკოცა
_ ნამდვილად კარგი . _ მერე საძინებელში შეუძღვა და ნინას ხელი დაუქნია დამშვიდობების მიზნით .
_ მე გასაგებია რატომაც მეძინება ,მაგრამ თქვენ ? მეგონა ეზოში დაჯდებოდით და მთვარის შუქზე გაათენებდით . ჩვეულებრივ ასე იქცევიან _ გაიკრიჭა გოგონა რომელიც საწოლზე წამოგორებულიყო და ტელეფონს ათამაშებდა .
_ შენ ჯობიაა დაიძინო _ გამოაჯავრა ლევანიმ და ბალიში ესროლა
_ ჯერ ინტერნეტ სივრცეს ვათვალიერებ . უფრ ზუსტად ჩვენი სკოლის საიტს ვეცნობი . არა რა ხომ ვამბობ ამ სკოლაში კარგ დროს გავატარებთქო _საიტის გაგონებაზე ნინის მთელ ტანში გააჟრჟოლა .მეორე წამს ელენე შემოვარდა
_ მამამ რაო ?_ მიაძაახა ნინიმ
_ მძღოლმა უთხრა შენს სახლში რომ არ მივუყვანივრ და მისაყვედურა.
_ მერე ?
_ ვუთხარი ნინასთან ვართთქო და ..._ მერე ეჭვით გადახედა ნინას
_ ბრავო თოჯინა , თურმე ტყუილის თქმაც შეგძლებია . შენგან ამდენს არ ველოდი _გოგონამ წითელი თმა გაიჩეჩა
_ უთხარით ნერვებს ნუ მიშლის _ აწივლდა ელენე .ნინამ მხრები აიჩეჩა . ლევანი კი სიცილით გაქანდა ოთახიდან .
_ნინა გთხოვ _ შეევედრა ნინიც _ მერე რა გითხრა.
_არაფერი ,დამთანხმდა დარჩენაზე . მაგრამ დედაჩემის ამბავი, რომ ვიცი ერთ ამბავს ატეხს
_ კარგი არ იჯავრო მაგას მამაშენი მოააგვარებს . ახლა მარიზე ვღელავ, იმედი მაქვს ამ ღამით ირაკლი არ შეაწუხებს
_ ღმერთო მოვკლავ დღეს რომ არ მიშვებდ იცი ?
_მერე?
_ თავისი ადგილი მივუჩინე

მარი საწოლზე ზემოდან წამოგორებულიყო და წიგნს კითხულობდა . თან დრო და დრო ლუკას ემესიჯებოდა ,რომელიც შაბათ კვირას სახლში წასულიყო . უცებ ვიღაც კარის სახელურს დააწვა ,გოგონა საწოლზე შეხტა ,მაგრამ მალევე შვებით ამოისუნთქა . დაინახა რომ დაჩი იყო .
_ დაჩი როგორ შემაშინე აქ რას აკეთებ ? ჩვენს ოთახში ამ ბოლო დროს ხშირად იპარებით . ვინმე რომ შემოვიდეს?
_ კარგი დაწყნარდი სულ ორი წუთის საქმეა
_მოხდა რამე?
_ ელენესგან რა ისმის ?
_ უკვე ლევანისთანაა, მგონი ყველაფერი მოგვარდა
_ ძალიანაც კარგი
_ გთხოვ წადი რა არავინ შემოვიდეს თორემ დავიღუპებით. ერთი ამბავი ატყდება , მითუმეტეს ამ შუაღამეს
_კარგი რა ვინ უნდა შემოვიდეს ყველას ძინავს
_ შენ მასე გგონია და ის ახალი მასწავლებელი გზააბნეულივით დაძრწის
_რაღაც ძალიან დაგაშინათ მაგ კაცმა
_ უბრალოდ პრობლემები არ მჭირდება
_ კარგი გეყოს მოდი დავილაპარაკოთ და ბარემ შვენი პრობლემაც მოვაგვაროთ
_ ეს მაინც და მაინც აქ და ახლა უნდა გააკეთო ?
_ რა პრობლემაა მარტო ვართ და ხელს ვერავინ შეგვიშლის
_ მოდი გარეთ გავიდეთ და იქ ვისაუბროთ ვგრძნოობ ,რომ ეს კარგად არ დამთავრდება
_ ნუ გეშინია სულ ათი წუთის საქმეა
_ კარგი დროზე თქვი და წადი _ ცივად თქვა გოგონამ
_ კარგი ახლავე წავალ თუ ასე ძნელია უბრალოდ მომისმინო _ დაჩი წამოდგა და კარისკენ წავიდა , მარი საწოლიდან გადმოხტა ,რომ დაწეოდა ,მაგრამ ფეხი გადაუბრუნდა და დაიყვირა
_ ვაიმე ფეხი _ დაჩი მაშინვე მობრუნდა
_ რა დაგემართა?
_ გადამიბრუნდა , სულ შენი ბრალია ყველაფერი _დაიმანჭა გოგონა, რომელიც ძლივს მიიყვანა საწოლამდე დაჩიმ .
_ მოიცა შენ არ მითხარი წადიო ?მ ეც წავედი, უკან რას მომზდევდი ?_ ისაყვედურასავით ბიჭმა
_წადი მეთქი მაგრამ ასე არა
_ ასე როგორ , ჩვეულებრივად ავდექი და წავედი
_ გაბრაზებული წადი
_მერე რა , ხვალამდე დამავიწყდება
_არ მინდა, რომ ჩემზე გაბრაზებული იყო _ აიბუზა გოგონა
_შენზე გაბრაზება ,რომ არ შემიძლია ხომ იცი ? შენ ჩემი ..._ უნდოდა ეთქვა და ხარო ,მაგრამ სიტყვა გაუწყდა და ვეღარ დაასრულა . მერე მეტი ვეღარაფერი მოიფიქრა და გოგონა გულში ჩაიკრა
_ ამას რატომ მიკეთებ დაჩი . ხომ იცი როგორ განვიცდი_ცრემლები წასკდა გოგონას
_შენ კი ხომ იცი როგორ მიყვარხარ . არ ვიცი რატომ ვეღარ გეძახი ''დაიკოს'' მაგრამ ხომ ხედავ , მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერ ვთქვი
_ ისე მკაცრად აგიკრძალე ,რომ მგონი გეშინია
_მე სხვა რამის მეშინია მარ
_ რისი გესინია ?
_ იმის ,რომ ... კარგი დაივიქყე . ფეხი ძალიან გტკივა? ექიმთან წაგიყვან
_ ჯერ მითხარი რისი გეშინია
_მაგის წარმოთქმისაც კი მეშინია . იმიტომ კი არა რომ შენ ცუდი ხარ . პირიქით ყველაზე კარგი ხარ ,მაგრამ იმდენად მივეჩვიე იმ აზრს ,რომ შენ ჩემთვის ... ამაზე ფიქრი მაშინებს .
_გასაგებია
_მეორეს მხრივ კი გული მტკივა ,რომ ასე გექცევი
_ არა ცუდად არ მექცევი , ჯობია ორივემ სიმართლე ვთქვათ . ვერ ვიტან ტყუილებს
_გასაგებია , დრო გვიჩვენებს ყველაფერს _ გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და ლოყაზე აკოცა . უნდოდა კიდევ ეთქვა რაღაც მაგრამ კარის სახელურის ხმა ისევ გაისმა და ოთახში ირაკლი შემოვიდა ,რომელსაც სახეზე ალმაცერი ღიმილი დასტრიალებდა
_რა გულისამაჩუყებელი სცენაა , ლამისაა ავტირდე
_ყველაფერს აგიხსნით _ ხელით ანიშნა დაჩიმ და საწოლიდან წამოხტა
_ თქვენი ახსნა განმარტებები არ მჭირდება ,დირექტორთან გამომყევით
_ამ დროს დირექტორი სკოლაშია? _ გაუკვირდა დაჩის ,მერე მარის გახედა რომელსაც ორივე ხელი სახეზე აეფარებინა და ტიროდა
_ ჯერ ისევ აქ არის , თუ არ ვიჩქარებთ გაგვასწრებს _ისევ გაიღიმა კაცმა და კარი ბოლომდე გააღო .მარი საწოლიდან წამოდგა ,მაგრამ როგორც კი ფეხი ძირს დადგა მაშინვე ჩაიკეცა
_ვაიმე
_ გოგონა თქვენი სპექტაკლების დრო არ არის ,არც მაყურებელი გყავთ ,სწრაფად წამოდით _აიმრიზა ირაკლი
_ დავეხმარები ,ფეხი გადაუბრუნდა და ვერ ადგამს _დაუყვირა დაჩიმ
_საჭირო არ არის _ისევ დაიყვირა კაცმა
_ ხოდა მაშინ დირექტორის მოყვანა აქ მოგიწევთ _ შეუტია ბიჭმა ,მერე მარი ხელში აიყვანა და წაყვა . ხმაურზე ოთახებიდან ბავშვები გამოცვივდნენ . ყველა კითხულობდა რა მოხდაო .

ირაკლიმ ბავშვები დირექტორის მიმღებში ,რომ მიიყვანა კაცი უკვე გადიოდა .ცალ ხელში პორტფელი ეჭირა ,მეორეთი კი ტელეფონზე საუბრობდა . ირაკლის დანახვისთანავე ადგილზე შეხტა და დაიძახა
_ამ შუაღამეს რაღა მოხდა?
_ შეიძლება დაგელაპარაკოთ ?_ მშვიდი გამომეტყველება მიიღო ირაკლიმ
_ რამე სერიოზულია ?_ იკითხა კაცმა და დაჩის გადახედა რომელსაც მარი ხელში ეჭირა
_ვფიქრობ კი
დირექტორი სამივეს კაბინეტში შეუძღვა ,თან იბღვირებოდა რადგან არ ელოდა რომ ამ დროსაც რამე მოხდებოდა. მერე ტყავის სავარძელში მოკალათდა და სმენად იქცა
_გისმენთ ბატონო ირაკლი
_ ეს ბიჭი მარიამ ბერიძის საძინებელში იყო ,ამ შუაღამეს და ერთმანეთს ეხვეოდნენ
_ რაა? _დენდანაკრავივით წამოხტა დირექტორი ფეხზე და ლამის მაგიდა ააყირავა
_ ყველაფერს აგიხსნით თქვა დაციმ
_ახსნა რა საწიროა,ყველაფერი ცხადია_ გაიღიმა ირაკლიმ
_ ხო მაგრამ ხომ გვაქვს უფლება თავი ვიმართლოთ?_ პირველად ამოიღო ხმა მარიმ და დირექტორს მიაჩერდა
_რათქმაუნდა თქვენც გაქვს თქვენი ვერსიის თქმის უფლება _უკან დაიხია კაცმა _გისმენთ
_არა მე აგიხსნით _ჩაერია დაჩი
_რადგან გოგონას სურს საუბარი გოგონამ ისაუბროს _ მოჭრით თქვა დირექტორმა . დაჩი გაცუმდა
_საგანგაშო არაფერი მომხდარა ბატონო დირექტორო , უბრალოდ კიბეზე ფეხი დამიცდა და მგონი ვიღრძე . დაჩიმ ოთახამდე მიმიყვანა ,რადგან ფეხს ვერ ვადგამდი .რას ხედავთ აქ ცუდს?
_მეგობარს დავეხმარე მეტი არაფერი , კიბეზე ხომ არ მივატოვებდი ?_ გამომცდელად კითხა დაჩიმ
_არა რათქმაუნდა ვერ მიატოვებდით _ დაუდასტურა დირექტორმა
_ ვერ ხედავთ რომ იტყუებიან ?_ კბილები დააკვესა ირაკლიმ
_ როგორ ვიტყუებით,აბა დაციმ ხელში აყვანილი რისთვის მომიყვანა ?_ შეუტია მარიმ
_ თუ ფეხი იტკინეთ ოთახში კი არა ექიმთან უნდა წაეყვანეთ _ გამარჯვებული სახე მიიღო ირაკლიმ
_მე არ მოვისურვე ,რადგან მეგონა სერიოზული არაფერი იყო
_გეყოფათ ,მორჩით ამ შუაღამეს ამ სისულელეებზე მაწუხებთ?. ბატონო ირაკლი ჯობია ჯერ ადგილზე გაარკვიოთ რა ხდება და ჩემთან მერე მოირბინოთ . ეს ბავშვი ჩემს კაბინეტში კი არა ექიმთან უნდა წაგეყვანათ . ჯანდაბა ახლა ღამეც აღარ დამასვენოთ _ დაიყვირა დირექტორმა,პორთფელს ხელი წაავლო და გარეთ გავარდა . დაჩიმ და მარიმ ერთმანეთს გადახედეს . ირააკლის ლამის სახეზე ცეცხლი ეკიდა . მარის ფეხი მართლა შესივებოდა ,ამიტომ დაჩიმ პირდაპირ ექიმთან წაიყვანა .
გოგონები ლევანის სახლში გვიანობამდე ლაპარაკობდნენ. დრო და დრო ნინას ჩაერთვებოდ რადგან საიტის თვალიერებაში იყო გარტული . ზოგ სიახლეს და კომენტარებს ხმამაღლა კითხულობდა და იცინოდა . ხანდახან უწმაწურ სიტყვებსაც მოაყოლებდა ,მაგრამ ეტყობოდა ,რომ სკოლის გვერდი მოსწონდა.ელენეც როგორღაც ,მაგრამ უკვე უგებდა ახალ გოგონას და გამოელაპარაკებოდა კიდევაც .
_ და ან ძმა გყავს ?_ კითა ბოლოს ნინამ ელენეს . ელენე შეცბა,არ იცოდა რა ეპასუხა. ''_თან მყავს თან არა'' _ გაიფიქრა გულში
_არა ,არ მყავს დედისერთა ვარ _ გაიღიმა ელენემ
_იმიტომაც ხარ მასეთი _ელენეს სახე მოეღრიცა
_არა ცუდად არ იფიქრო, ცუდი არ ხარ უბრალოდ მეტის მეტად თოჯინა ხარ და ვარდისფერი სათვალით იყურები .გგონია რომ დედამიწა შენს გარშემო ბრუნავს
_ასე არ მგონია
_ შენ გგონია რომ არ გგონია _თავისივე ნათქვამზე გადაიხარხარა გოგონამ . ნინი ხმას არ იღებდა
_შენ გყავს ?
_არა არც მე მყავს ,მაგრამ ჩემსა და შენს შორის მაინც დიდი სხვაობაა . შენ მასეთი იმიტომ ხარ, რომ თავს დაგტრიალებენ . ჩემებმა კი არც იციან თავიდან როგორ მომიცილონ .ამიტომაც ვარ ცოტა ხისტი .
_გგონია რომ შენებს არ უყვარხარ?_გაოცდა ელენე
_აზვიადებს _ჩაერია ნინი
_არა მასე არ მგონია, უბრალოდ მარტოობა ურჩევნიათ . ასე ,რომ ვთქვათ ჩემით იღლებიან .
_მაინც არ მესმის რას გულისხმობ ,მაგრამ შენ უკეთ იცი .
_მე მხოლოდ ძმა მყავს ,მაგრამ უკვე ორი წელია ამერიკასი სწავლობს და მეც დედისერთა გამოვდივარ _ გაიცინა ნინიმ
_ სულ მინდოდაა უფროსი ძმა მყოლოდა_ სინანულით თქვა ნინამ
გოგონებმა ისევ რარაცაზე დაიწყეს ლაპარაკი და ლამის ჩასთვლიმათ . მხოლოდ ნინა ფხიზლობდა და საიტს ათვალიერებდა . მოულოდნელად ვიღაცამ სიახლე გამოაქვეყნა .
''მარის და დაჩის პაემანი გოგონების ოთახში '' _ ნინამ გაიცინა და წამოიყვირა
_მარი და დაჩი თქვენი მეგობრები არ არიან ?
_ კი ჩვენი საუკეთესო მეგობრები _ გაიცინა ელენემ
_რატომ კითხულობ ?_ გადმობრუნდა ნინი
_ მომისმინეთ ახალი ამბავი
''მარის და დაჩის პაემანი გოგონების ოთახში ''
_რააა? _წამოიყვირა ორივემ
_ როგორც ჩანს სკოლაში ახალი წყვილი გვყავს _ ხელები გაასავსავა გოგონამ . მაგრამ უცებ სახე მოეღრიცა
_რა მოხდა _ იკითხა ელენემ . ნინის სახე შეეცვალა
_როგორც ჩანს იმ ახალმა მასწავლებელმა გამოიჭირა . კომენტარებში წერენ
ორივე ადგილზე გაქვავდა .
ნინიმ მაშინვე ტელეფონი ამოიღო და მარის დაურეკა ,მაგრამ არ პასუხობდა .მერე დაჩის ნომერი მოძებნა . მან მალევე უპასუხა
_დაჩი რა მოხდა? საიტზე წერია ,რომ ჩვენს ოთახში შეგისწრეს
_ სისულელეა ,არსადაც არ შეგვისწრეს.
_ აბა რა მოხდა?
_ მარის ფეხი გადაუბრუნდა და ოთახში რომ ავიყვანე ის იდიოტი ირაკლი შემოვარდა
_მერე ?
_არაფერი დირექტორთან წაგვიყვანა და ეგონა გაგვრიცხავდნენ ,მაგრამ თვითონ გაილანძღა.

_ მართლა/? დირექტორმა გალანძღა? იქ როგორ არ ვიყავი _ გაიცინა გოგონამ
_ნეტა გენახა რა სახე ჰქონდა
_მარი როგორაა?

_ კარგად ფეხი გადაუხვიეს და ახლა ოთახში ავიყვან
_ ხვალ დილასვე დავბრუნდებით
_ საჭირო არ არის . საგანგაშო არაფერია რამდენ ხანსაც გინდათ დარჩით
_მარი მოგვიკითხე
_ აუცილებლად
_ რა მოხდა? _ერთდროულად მიახალა გოგონებმა
ნინიმ მოკლედ უამბო ყველაფერი .ცოტახანს კიდევ ჭორაობდნენ და მალევე ჩაეძინათ . დილით თორმეტი იყო დაწყებული ელენეს ,რომ გამოეღვიძა . დანარჩენებს ჯერ ისევ ეძინათ .მან ხელით შეანჯღრია ნინი გაიღვიძეო და თან ჩაცმა დაწყო . ნინამაც ზანტად გადმოიბრუნა პირი და რომ დაინახა გათენებულიყო ისიც სწრაფად წამოხტა და ტანსაცმელს დასწვდა .
_ღმერტო უკვე შუადღეა _ თვალები მოისრისა ნინიმა
_ხო ჩაგვეძინა _ თმის ვარცხნა დაწიყო ელენემ
_ რომ არც გაგვაღვიძეს? _ თქვა ნინამ
_სკოლასი დავბრუნდეთ ,მარის ფეხი თუ სტკივა ოთახში მარტო ხომ არ დაჯდება?_თქვა ელენემ
_მეც მაგის თქმას ვაპირებდი ახლა _დაეთანხმა ნინი
ბავშვები ქვემოთ ,რომ ჩავიდნენ სახლში არავინ იყო . მოახლე გოგონამ მოახსენათ უფროსები სამსახურში არიანო . მერე ლევანი იკითხეს, მაგრამ მასზეც უთხრეს დილით ადრე გავიდაო .
_ ნეტა ლევანი მაინც სად წავიდა?_ ჩაილაპარაკა ნინიმ . დანართენმა ორმა მხრები აიჩეჩეს .
_ვჭამოთ და წავიდეთ . თუ მანამდე ლევანი არ დაბრუნდება წერილს დავუტოვებთ _თქვა ელენემ
ბავშვები დივანზე ისხდნენ და რაღაც ჟურნალებს ათვალიერებდნენ როცა მისაღებში რაღაც ხმაური გაისმა თითქოს ვიღაც დარბოდა . სამივე ფეხზე წამოხტა და მიაყურადა . რამდენიმე წამში ოთახში კაკაოსფერი ,ყურებპარტყუნა ლეკვი შემოვარდა . ყელზე წითელი ტყავის რემენი ეკეთა და მოაფორთხიალებდა .
_ ეს რა არის ?_ იკივლა ელენემ
_ რა სავარელია _ ლამის ჩამოდნა ნინა
_ ეს ჩემი შეყვარებულის საჩუქარია _ გაურიმა ლევანიმ ნინის და კიბეზე ჩამოაბიჯა .
_ მართლა ჩემია? _ დაიყვირა ნინიმ და კისერზე მოეხვია
_ ნამდვილად შენია
_ რა ქვია?
_დობი , ჯერ პატარაა ,მაგრამ მალე გაიზდება
_ რა საყვარელია _ მოეფერა ნინიმ კაკაოსფერ ბეწვზე
_მგონი შია არა _ სინანულით წარმოთქვა ნინამ
_ ალბათ შია . გათენებულიც არ იყო სყიდლად ,რომ წავედი
_ გმადლობ .... გმადლობ ... გმადლობ იცი როგორ მინდოა? მეგოა წუხელ მეხუმრე _ სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო ნინი
_არაფერს ლამაზო . გზაში საჭმელიც ვუყიდე _ხელში სეატამაშა კრიწინა პარკი ბიჭმა
_ წავალ თეფს მოვიტან და ვაჭამოთ _თქვა ელენემ და სამზარეულოსკენ გაიქცა .
ნინი და ლევანი გვერდიგვერდ დასხდნენ დივანზე და დობიც კალთაში ჩაუხტათ . ხავერდივით პრიალა და დაბალი ბეწვი ჰქონდა. ნინის სიხარულისგან თვალები უციმციმებდა.
_როგორც დაგპირდი აქ იცხოვრებს და როცა გინდა მოდი და ნახე
_ კარგი ,მასე იყოს
_აქ ? ეგ როგორ საჩუქარი არ არის ?_ მოწყენით იკითა ნინამ

_ჰო მაგრამ სახლში ვერ წავიყვან . ხომ გითხარი დედას გამო .
_ცუდია
_ დავეკითხები ეგებ დამთანხმდეს . იმედია მალე ჩამოვლენ
_ჩამოსვლამდე წაიყვანე
_ რა აზრი აქვს მათ დაბრუნებამდე სკოლაში უნდა ვიყო
_ჩუმად რომ წავიყვანოთ??? სკოლაში სადმე დავმალოთ_ვერსია წამოაყენა ნინამ
_ არა ნინა , ირაკლისთან პრობლემები არ გვჭირდება . საბაბს ნუ მივცემთ _ თქვა ლევანიმ
_ ლევანის ვეთანხმები . ჯობია აქ იყოს _ თავი დააქნია ნინიმ . ნინამ მხრები აიჩეჩა . მეორე წამს ელენეც გამოჩნდა . ხელში თასი ეჭირა . ჯერ ძაღლს აჭამეს და შემდე თვითონაც მიირთვეს . ელენე და ნინა სკოლაში დაბრუნდნენ . ნინიც აპირებდა ,მაგრამ ლევანიმ გასეირნება შესთავაზა და ისიც დასთანხმდა . ელენე და ნინა სკოლაში რომ შევიდნენ ლევანი დაბარებულივით კართან ატუზული დაუხვდათ . ელენემ გაიფიქრა თუ გამომელაპარაკა თვალებს დავკაწრავო მაგრამ მათდა გასაკვირად ირაკლიმ მხოლოდ დემონსტრაციულად ჩაიარა მათ წინ . ბავშვები ოთახში შეცვივდნენ. მარის გადახვეული ფეხი ბალიშზე ედო და წიგნს კითხულობდა. მათი დაბრუნება ძალიან გაუკვირდა .
_მეგონა ორშაბათამდე არ დაბრუნდებოდით _ გაიღიმა მარიმ
_ კარგი რა , გავიგე რომ ფეხი იტკინე ,იქ რა გამაჩერებდა_ კისერზე შემოეხვია ელენე და ლოყაზე აკოცა
_ მართლა კიბეზე დაგორდი ?_ იკითხა ნინამ
_რათქმაუნდა არა, დაჩის გამო საწოლიდან გადმოვხტი და ლამის ფეხი მოვიტეხე
_ ესეიგი მართლა შემოგისწროთ?_ პირი დააღო ელენემ
_ჰო ასე გამოდის უბრალოდ ჩვენ სხვანაირად მოვყევით
_კარგი მე წავალ ჩემს ოთახში _ ჩანთას ხელი წაავლო ნინამ და გარეტ გავიდა
_გაგიჟდით? ასე როგორ გარისკეთ მითუფრო მარტო იყავი
_ გეფიცები ოთახიდან ვერ გავაგდე ,სანამ თავზე არ დაგვადგა არ მოისვენა
_ რა უნდოდა??? არ მითხრა კიდევ ...
_არა,არა უბრალოდ ბოდიში მომიხადა . უფრო სწორად მას რომ ჰკითხო ურთიერთობა გავარკვიეთ . მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ ჩიხში ვართ
_რას ქვია ჩიხში ხართ?
_ რავიცი მისი ნათქვამიდან გამოვიდა რომ ჩემი შეყვარების ეშინია
_ რას ქვია ეშინია , 5 წლის ხომ არ არის
_ ხო რავიცი ,საბოლოოდ შევთანხმდით რომ დრო გვიჩვენებს
_ კარგი . შენ ახალი ამბავი არ იცი _ ხელები გაასავსავა ელენამ და სიცილით წამოიყვირა _ ნინი და ლევანი ერთად არიან . რომ იცოდე დღეს რა აჩუქა გაგიჟდები
_ნინი და ლევანი ? აი ეს მესმის . რა აჩუქა ყვავილები ?_ ეშმაკურად გაიღიმ მარიმ
_ არა გოგო ლეკვი აჩუქა , უსაყვარლესია
_ მართლა ? ესეიგი საქმე სერიოზულადაა?
_ ხო სასეირნოდ წავიდნენ , იმედი მაქვს მალე მოვლენ
_შაბათ კვირაც ასეთი უნდა . აბა მე შემომხედე _ ფეხისკენ მიუთითა მარიმ
_ გეყოს ,მე ხომ აქ ვარ რაც მთავარია და კომპანიონობას გაგიწევ
_ იცი აქ ვინ იყო ?
_ ნწ _ თავი გააქნია ელენემ
_ნიკომ შემოიხედა . ნუ მას რომ ჰკითხო მე მომიკითხა, მაგრამ შენ გეზებდა დარწმუნებული ვარ
_ღმერთო ჩემო როგორ გავაგებინო მაგ ბიჭს რომ ჩემი იმედი არ ჰქონდეს
_უყვარხარ გოგო ,შენ კიდე ზედაც არ უყურებ
_ კარგი რა , იცი რა მიტხრა? ცოლად უნდა მოგიყვანოო
_მგონი არ ხუმრობდა
_ ნეტა მამაჩემს ესმოდეს


ლევანი და ნინი ქუჩაში მისეირნობდნენ და თან დროის ეთამაშებოდნენ . ერთად ისე მხიარულად იცინოდნენ გეგონებოდათ ათი წელია ერთად არიანო .
_დობი რომ გავუშვა გაიქცევა ვითომ ?
_ არ გაუშვა თორემ დასაჭერად სირბილი შენ მოგიწევს
_ ეს არის შენი ვაჟკაცობა ?
_დღეიდან შენი საკუთრებაა
_თანახმა ვარ პასუხისმგებლობა სრულიად ვიკისრო
_ნაყინი არ გინა ??
_უკვე შემოდგომაა , ქურთუკები და ნაყინი ? რაღაც ვერაა
_ ბამბის იყოს
_იყოს ბამბის
_სამწუხაროა
_რა არის სამწუხარო ?
_ შენს გათხუპნას ვაპირებდი ,გეგმები ჩამეშალა
_ საზიზღარო აი თურმე რას ფიქრობდი
_რა მოხდა სულ ცოტა _ნინიმ ინსტინქტურად გაუშვა ძაღლის რემენს ხელი და ლევანის გაეკიდა ,რომელიც აქეზებდა და თან ბაღში გარბოდა . გოგონა მალევე წამოეწია , ზურგზე შეახტა და წააქცია .მერე კი ბავშვები მწვანე მინდორზე წამოწვნენ და ლაპარაკობდნენ . ხშირად იცინოდნენ და ერთმანეთს უყურებდნენ . მოულოდნელად ნინიმ წამოიკივლა და ფეხზე წამოხტა.
_ ვაიმე დობი_გოგონამ სახეზე ხელი აიფარა
_რა მოხდა?
_ დობის ხელი გავუშვი და ახლა სად არის?
_ძაღლი სულ არ გამხსნებია
_ღმერთო მოვკვდები, რომ დაიკარგოს
_ არ გახსოვს ხელი სად გაუშვი ?
_მგონი იმ ხესთან_თითი გაიშვირა გოგონამ უზარმაზარი ხისკენ რომელიც 50 წლის მაინც იქნებოდა.
ბავშვები მთელს ბაღში დარბოდნენ და ძაღლს ეძებდნენ თან გზადაგზა ხალხს ეკითხებოდენ ხომ არ გინახავთო.ყველა უარის ნიშნად თავს აქნევდა ,ერთ საათიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა სკამის ქვეშ მშვიდად წამოწოლილი იპოვეს. ნინიმ შვებით ამოისუნთქა და ძაღლს ხელით დაუძახა მოდიო. ისიც გამოიქცა და სახეზე მიეთამაშა . ლევანი ორივეს ისე უყურებდა თითქოს პატარა ბავშვები ცელქობდნენ .
_ ასეთი საოცარი საჩუქრისთვის კოცნას არ ვიმსახურებ?_ აიბუზა ლევანი და ისაყვედურასავით . გოგონა მისკენ გამოიქცა კისერზე მოეხვია და აკოცა .
_ იმსახურებ _ მომხიბლავად გაიღიმა ნინიმ

___________
მეორე ნაწილი იმედი მაქვს მოგეწონებათ
მიყვარხართ ყველანი
ველი თქვენს კომენტარებს



№1  offline წევრი nini :)

ძაან მაგარია აი ძაან მალე გააგრძელე

 


№2  offline წევრი ნინუცა

მაგარია :D ადრე იდებოდა ეს ისტორია და შეწყვიტეს.არ მახსოვს შენ იყავი ავტორი თუ სხვა მარა გამიხარდება თუ დაასრულებთ ამ ისტორიას ძალიან საინტერესოა :)))წარმატებები

 


№3  offline მოდერი sopiko

წინასთან შედარებით პატარა იყო მაგრამ არა უშავს. ძააალიან მომწონს, ველიდები ახალ და დიიიდ თავს ♡♥♡

 


№4  offline წევრი DiscoGirl

მაგარი გოგო ხარ ძაან :**

 


№5  offline წევრი nino(g)

განსხვავებულია სხვა ისტორიებიდან..აი არვიცი უმაგრესია ...ველიდები მოუთმენლად...გააგრძელე რა არ გაწყვიტო..შენც უმაგრესი ხარ.

 


№6  offline წევრი Queen ♛

ძალიან კარგია უმაგრესი ველოდები შემდეგ თავს პირველ თავთან შედარებით პატარა ოყო ((

 


№7  offline წევრი lisebeth

nini :)
ძაან მაგარია აი ძაან მალე გააგრძელე

ნინუცა
მაგარია :D ადრე იდებოდა ეს ისტორია და შეწყვიტეს.არ მახსოვს შენ იყავი ავტორი თუ სხვა მარა გამიხარდება თუ დაასრულებთ ამ ისტორიას ძალიან საინტერესოა :)))წარმატებები

sopiko
წინასთან შედარებით პატარა იყო მაგრამ არა უშავს. ძააალიან მომწონს, ველიდები ახალ და დიიიდ თავს ♡♥♡

DiscoGirl
მაგარი გოგო ხარ ძაან :**

nino(g)
განსხვავებულია სხვა ისტორიებიდან..აი არვიცი უმაგრესია ...ველიდები მოუთმენლად...გააგრძელე რა არ გაწყვიტო..შენც უმაგრესი ხარ.

Queen ♛
ძალიან კარგია უმაგრესი ველოდები შემდეგ თავს პირველ თავთან შედარებით პატარა ოყო ((

უღრმესი მადლობა ყველას...მიყვარხართ ყველანი ...

 


№8  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 


№9  offline წევრი Winchester ))

აუუ ძალიან მაგარიაა რაა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent