შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (8)


16-08-2015, 10:13
ავტორი Linna
ნანახია 4 431

*გადავინაცვლოთ 6 წლით უკან:
-თორნიკე!
ოთახში ვიყავი, როცა დედის ხმა გავიგე.
-ჰო დედა.
ოთახიდანვე დავუძახე, გასვლა შემეზარა.
-უკვე მეხუთედ გეძახი. მზადაა ვახშამი.
-აუ, არ მშია დე
აღარ უპასუხია, მაგრამ რამდენიმე წამში ჩემი ოთახის კართან გაჩნდა.
-შენი ძმა და მამაშენი სადღაც აორთქლდნენ, მარტო უნდა ვივახშმო.. არ გეცოდები?
მისებურად შემომხედა, იცოდა ასეთ მზერაზე უარს ვერ ვეუბნებოდი.მეც წიგნი ლოგინზე დავდე და წამოვდექი.მასთან მივედი და ხელი გადავხვიე, კიბეებისკენ წავედით.
-რას კითხულობდი?
ღიმილით მკითხა.
-ლავკრაფტიზს „ჰიპნოზს“.მამამ მირჩია.
-ოჰ, მამაშენმა ბოლოს როდის წაიკითხა ახსოვს საერთოდ?
მოწყენილი ღიმილით ამომხედა.მართალია 16 წლის ვხდებოდი, მაგრამ მაინც დედაზე მაღალი ვიყავი.
-ნამდვილად კარგი წიგნია.
შუბლზე ვაკოცე და ხელი გავუშვი, მაგიდას მივუჯექი..
დედამ თეფში მომაწოდა, რომელზეც ქათმის ხორცი იდო სალათის ფურცელთან ერთად.ისიც მოუჯდა მაგიდას, ჩუმად მივირთმევდით.. სიჩუმე მე დავარღვიე.
-ლუკა მამას გაყჰვა?
-ჰო, ერთად წავიდნენ..
მამის და ლუკას ხსენებაზე ანერვიულდა, მივხვდი, რომ რაღაც ცუდად იყო.
-სად წავიდნენ?
არ მინდოდა ჩაცივება, მაგრამ ევრ ვიტანდი დედის ცუდად ყოფნას.. ვიცოდი, თვითონ არაფერს მეტყოდა, ამიტომ ჩემით უნდა მიმეყვანა პასუხამდე.
-არ ვიცი.
ისე მიპასუხა, არ შემოუხედავს.
-დედა!
ჩანგალი მაგიდაზე დავდე და თითები ერთმანეთში ავხლართე..
-თორნიკე გთხოვ, ვახშამი დაასრულე.
-მამა თავისას არ იშლის არა? ისევ იქ წავიდნენ?
ვიგრძენი როგორ ავწითლდი სახეზე..
-თორნიკე, გთხოვ.
-ჯანდაბა!
მუშტი მაგიდაზე დავარტყი და წამოვვარდი.. საკიდიდან ქურთუკი ჩამოვხსენი, კარებისკენ წავედი.ტელეფონის ზარმა შემაჩერა, დედამ უპასუხა.
-მამაა?
ოთახში დავბრუნდი.. დავინახე, როგორ აკანკალდა დედა, როგორ გავარდა ტელეფონი და როგორ ჩაიკეცა.
_______________________________________________________________
-მა.. გეფიცები არ შევარჩენ! ჩემი ხელით მოვკლავ! მის სისხლს შენი საფლავის ქვაზე დავანთხევ! გპირდები მა, გეფიცები!
ტირილით დავარტყი მუშტი ქვას..
-თოკო.. აღარ მოდიხარ?
ლუკას ხელი ვიგრძენი მხარზე..
-ნუ მეხები! როგორ ვერ მიაქციე ყურადღება, როგორ დატოვე მარტო?
მთელი ხმით დავუღრიალე და წამოვდექი.
-რატომ გაყევი? მარტო არ წავიდოდა!
-თორნიკე, მეც არანაკლებად ვარ ცუდად! გეყოს!
მის თვალებში ცრემლების დანახვამ მიმახვედრა, რომ არასწორად ვიქცეოდი.
-მაპატიე..
ქვითინით მოვეხვიე.
მანაც მომხვია ხელები და მუშტი რამდენჯერმე დამარტყა ზურგზე..
-დედა სადაა?
-ბებიამ წაიყვანა.. საშინლადაა..
-მოვკლავ ლუკა! არ ვაცოცხლებ მამის მკვლელს!
თავი დამიქნია.
-შენ მხოლოდ სახელი და გვარი მითხარი, სიცოცხლეს მოვუსპობ! გავანადგურებ!
-ვახტანგ ბერიძე
აღარაფერი მითქვამს, სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.. ვიცოდი, დედა უსაფრთხოდ იყო.. ხოდა მეც აღარაფერი მადარდებდა, მამის მკვლელის ძებნა დავიწყე.
სწავლასაც შევეშვი, სახლშიც იშვიათად მივდიოდი.ვიქცეოდი და ვცხოვრობდი ისე, როგორც მამა.ლლუკაც მეხმარებოდა და დედასთან ხელს მაფარებდა.. არ მინდოდა ენერვიულა..
რამდენიმე კვირაში ვახტანგ ბერიძეზე ყველაფერი ვიცოდი.
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა, ვიცოდი რომელზე გადიოდა სახლიდან, რომელზე ბრუნდებოდა. და აი, დადგა ის დღეც, როცა მამის დანაპირები უნდა შემესრულებინა.. სამსახურის მანქანით ბრუნდებოდა შინ, ამიტომ ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა, თუ სამუხრუჭე მავთულებს გადავჭრიდი.. მანქანა მზად იყო კაცის მოსაკლავად.. უკან უნდა გავყოლოდი და მენახა როგორ აფეთქდებოდა ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრების სიხარული, მამა მომიკლა.. მომიკლა ადამიანი, რომელმაც შემაყვარა სამყარო, სიცოცხლე და საერთოდ ყველაფერი !!

ბოდიშით არვიყავი ქალაქში და ვერ ვდებდი. ახლა ვეცდები სისტემატიურად გავაგრძელო, იმედია მკითხველი ეყოლება



№1  offline წევრი Drama Queen

ძლივს, სად იყავი გოგო დაკარგული?! მოკლედ კარგი იყო. იცოდე ასე აღარ დაიგვიანო, თორემ მოგკლავ :D ❤️

 


№2  offline წევრი abli-babli

ramdeni dagrovila.didixania agar gadamimowmebia. momwons dzalian.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent