შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული წარსულიდან[4]


17-08-2015, 00:02
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 204

მოთმენა არასდროს მიყვარდა.როცა რაღაც მაინტერესებდა,ვერადრის დიდებით ვერ დავიძინებდი.ვიწექი და კონვერტი ხელში ჩამებღუჯა.არ ვიცოდი რა იყო შიგნით და თვალსაც კი ვერ ვხუჭავდი.“მოითმინე,გოგო“-ვუმეორებდი საკუთარ თავს და მახსენდებოდა დემეტრეს სახე და ღიმილი.რა უნდოდა არ მესმოდა,მისი თამაშის წესები ვერ გამეგო,მაგრამ შანსი მქონდა ამ კონვერტის საშუალებით ერთი ნაბიჯი მაინც გადამედგა წინ.
„გავხსნი,გავხსნი“-სწრაფად გავხიე კონვერტი და გავშრი.პატარა ბავშვების ფოტო იყო.მგონი,სოფელი იქნებოდა.გოგონა და ბიჭი ხეზე ისხდნენ და ხელში წითელი ვაშლები ეჭირათ.გოგონა თითქოს მეცნო.ყავისფერი თმები ჰქონდა.დიახ,მასში ქეთი ამოვიცანი ანუ საკუთარი თავი.ფოტოზე დაახლოებით ხუთი წლის უნდა ვყოფილიყავი,მაგრამ ის დღე არა და არ მახსენდებოდა.
ბევრი აღარ მიფიქრია,ისე შევხედე უკანა მხარეს,სადაც ეწერა „თორმეტი წლის მერე სიყვარულით დემეტრე.“-დავიბენი და ავკანკალდი.გული გამალებით მიცემდა,ადგილზე ვერ ვჩერდებოდი.დემეტრე ვინ იყო საერთოდ არ მახსენდებოდა.იქნებ ვიცოდი,მაგრამ შორს დამემარხა მასთან დაკავშირებული მოგონებები და წინ წამოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი.
თითქოს რაღაც მახსოვდა იმ დღიდან,მახსოვდა,რომ ვაშლის ხეზე უფროსმა ამიყვანა,მაგრამ ვინ იყო ის უფროსი გაგებაში არ ვიყავი.“აშკარად მეთამაშება“-უფრო დავინტერესდი.ალბათ,მთელი ღამე ვიფიქრებდი,რომ არა უნივერსიტეტი.
^^
-სად ხარ? არ დაგაგვინდეს-სანდრას ზარს ვუპასუხე.როგორც ჩანდა,გოგონა დიდ ხანს მირეკავდა.მისი გამოტოვებული ზარები რომ დავინახე,ლოგინიდან მაშინვე წამოვფრინდი და კბილების გახეხვა დავიწყე.
-აუ,ახლა ვდგები-ძლივს ამოვღერღე პირში წყალდაგუბებულმა.
-გოგო,გაგიჟდი.მალე მოემზადე-სანდრამ ჩვეულად დაიწყო წივილი! ზოგი ისეთი ჩვევა აქვს,რომ ადამიანს გადარევს,თუმცა დროდადრო მის მარგალიტებს ვეჩვევი!
-აუცილებლად.
-მე და ალექსი გამოგივლით-ამაყად ჩაილაპარაკა გოგონამ.დარწმუნებული ვარ,რომ იმ მომენტში მთელ სახეზე ღიმილის მიერ გამოწვეული სიხარული გადაკვროდა.
-სანდრა,რატომ აწუხებ იმ ბიჭს,გაგექცევა-გავეხუმრე ჩვეულად.
^^
-მიწას მიაბარეს.ბებია აღარ მყავს-ეკატერინე ცრემლებს ძლივს იკავებდა ,ფეხმორთხმით იჯდა ლოგინზე და ეკრანს მიშტერებოდა.
-ჩემი პატარა ეკა-ჩემზე ერთი თვით პატარაა იყო და სულ ასე ვეძახდი,
-როგორ მინდა აქ იყო,აქ,ჩემს გვერდით-ასლუკუნდა გოგონა.
-ზაფხულში ჩამოვალ-დავაიმედე და მის სახეს დავუწყე დაკვირვება,რომელიც მეუბნებოდა,ზაფხული ჯერ კიდევ შორსააო.
-ახლა არ დასრულდა ეს დასამარხი ზაფხული.
ზაფხულის გახსენება და დასვენება ერთი იყო.2014 წლის ზაფხულს,მე და ეკატერინე ხომ სულ ერთად ვატარებთ ხოლმე არდადეგებს.აგვისტოში მე,ეკატერინე,დედა და გიო ერთად წავედით ბათუმში.ანტალიაში მინდოდა,მაგრამ დედამ ბავშვს ვერ წამოვიყვანო და მეც გავუწიე ანგარიში.ვიცი,რომ გიოს ჩემთან ყოფნა ყველაფერზე მეტად უყვარს.კარგი დრო კი გავატარეთ,მაგრამ თბილისში ჩამოსვლა და გაგიჟება ერთი იყო.მზის დამცავსაც ვისვამდი და დამატენიანებლად ზეთსაც,მაგრამ მაინც ამექერცლა სხეული.დედამ კრემები არ შეიძლებაო და რაღაც ჩვილი ბავშვების ზეთი ვიყიდე,მაგრამ რად გინდა! სულ ტყუილად,ისე გადავტყავდი,რომ შორტსაც დავემშვიდობე,მანანასთვის არ მითქვამს.ვიცოდი,რომ კიდევ ჩემს დაცინვას დაიწყებდნენ და უბრალოდ ჩემთვის დავიტოვე ეს სიმწარე.რომ არ ამექერცლოს და ჩამშხამდეს ისე რუჯი,მგონი,ჯერ არ მიმიღია.სოლარიულს არ ვსტუმრობდი,საშიშიაო დედაჩემმა და მეც მაინც და მაინც არ გამჩენია ამის სურვილი.
ახლა კი გამახსენდა,რომ იქ,ადაც ვვარჯიშობდი,კარგი სოლარიუმის იყო,ამიტომ ავიღე შესაბამისი ნივთები და კარები გავაღე.“განიტვირთები და სხვა რამეზე იფიქრეს“-ისევ გამოვაჩინე პოზიტივები და სასტუმროდან გავედი.გზაში ძვირადღირებული დამატენიანებლები ვიყიდე გამყიდვლის რეკომენდაციით და „ტაქსი“ გავაჩერე.სანდრას არ ეცალა,მაგრამ მარტოც კარგად გავუმკლავდებოდი ყველაფერს.
ერთთვიანი აბონემენტი შევიძინე და შევედი.ნაუშნიკებმა მიშველა,თორემ მარტო ვერ გვავძლებდი იმხელა სეანს.მობეზრება ვიცი ხოლმე,არ შემიძლია რამის გარეშ უბრალოდ ჯდომა,ეს ჩემთვის ყველაზე დამღლელი და დამქანცველი რამაა.
^^
-აუ,რა ფერზე ხარ-მეორე დღეს სანდრამ ემოციები ვერ დამალა.
-ადვილად ვიღებ რუჯს-ერთთვიანი აბონემნტი ვანახე.
-მეც,მინდა.უი,იქ არის,სადაც ფიტნესს გიფინანსებენ?
-კი,იქაა..შემდეგში შენც წამოდი-გოგონამ კმაყოფილად დამიკრა თავი და აუდიტორიისკენ წავიდა.
^^
კაფეში ვმეცადინეობდი და თან ცივ ყავას ვწრუპავდი.ძალიან ბევრი მქონდა წასაკითხი და ნომრამდე მისვლაც კი დამეზარა.“ალბათ,აქ გავათენებ“-დავცინე საკუთარ თავს და კარებისკენ გავიხედე.სანდრამ მითხრა მოვალო,მაგრამ იმდენ ხანს არ ჩანდა,რომ მისი მოსვლის იმედიც დამეკარგა.ზოგჯერ ისე გაზარმაცდება ხოლმე სანდრა,რომ ოთახიდან ფეხსაც კი ვერ გამოადგმევინებ.
-ვინმეს ელოდები?-ისევ უცნობის მაღალი ბარიტონი მომესმა.
-თითქმის კი-„მგონი,თამაშში მეც ვყვები“.
-გამიხსენე,არა?-წინ დამიჯდა მამაკაცი და ყავა შეუკვეთა-პირველი შეხვედრა და ყავა განა კარგად ჟღერს?-ისევ თავისებური ტონი აირჩია და ბოლოში ხმას აუწია.
-აი,ინებეთ-ყავა მოუტანეს,მაგრამ დემეტრეს საერთოდ არ შეუხედავს მიმტანისკენ.მგონი,ახალ რაღაცას ამზადებდა.“რა სიუპრიზი იქნება“-მგონი,დამაინტერესა მისმა თამაშმა და თვალები გავუსწორე,თუმცა მისი თაფლისფერი მღელვარე ისეთი ძლიერი იყო,რომ ვერ შევძელი დიდ ხანს მეცქერა ცხვირის გარშემო გაჩხერილი ამ ორი ჯოჯოხეთის მაშხალასავით.ის ჩემთვის მართლაც ჯოჯოხეთის ნათება იყო!
-ვერ მიცანი,ქეთ?
-ისე იქცევი თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყოთ-საუბარი სხვაგან წავიღე და ყავას დავხედე-იცი,რომ ვმეცადინეობდი-არ დავაცადე პასუხი და პლანშეტს დავაცქერდი.
-ჯერ მე გკითხე.ნახე,არა?-კონვერტი ვუჩვენე-ეს მე ვარ,ვიცანი ჩემი თავი-ისე წარმოვთქვი თითქოს რაღაც დიდი აღმოჩენა გამეკეთებინოს.
-და მეორე ვინაა?-თვალი მაცდურად ჩამიკრა და ყავა მოსვა.
-მეორე?-მხრები ავიჩეჩე და თვალები ბრაზით დავაკვესე.
-ნუთუ,ვერ ხვდები?-ინტერესით გაჟღენთილი მზერა მომაპყრო მამაკაცმა.
-ლოგიკას,ნამდვილად,არ ვუჩივივარ..შენ ხარ,არა?-თვალი ჩავუკარი და ფინჯანს მივაშტერდი.არ მინდოდა ზემდეტად შემეხედა მისთვის.ის ხომ ისეთი სიმპათიური იყო,რომ ახლოდან ძნელი იყო გეცქირა.“ალბათ,ბევრს მოსწონს“-ჩემდა უნებურად გავიფიქრე და უცნობის პასუხს დაველოდე.
-ეს უკვე მომწონს.მიყვარს ჭკვიანი გოგონები-კომპლიმენტებზეც კი გადავიდა .“როგორ ცდილობს ჩემს დაბნევას“.იმ მომენტში,მინდოდა სამდე გადავკარგულიყავი,მაგრამ ეს ჩემი მხრიდან სისუსტის გამოვლინება იქენებოდა,ამიტომ გადავწყვუტე ძველი პიზიცია შემენარჩუნებინა.
-მაგრამ შენ რა გინდა ჩემს სურათში?-ისეთი ინტონაცით ვკითხე,თითქოს რამე წაერთმია ჩემთვის და დაბრუნებას არ აპირებდა.
-არ გახსენდება?-ხელები მაგიდაზე შემოაწყო და მზერა გამისწორა-დარწმუნებული ვარ,შეძლებ ამის გახსენებას და მეტსაც,მაგრამ არ გინდა..არ გინდა,რომ დაძაბო გონება ან,არ გინდა,რომ გამიხსენო,ქეთ.
-ქეთ?-ჩავიცინე და ტელეფონი ამოვიღე.“არ მოდიხარ“-ვაფრინე სანდრასთან და პასუხის მოლოდინშ ყავა მოვსვი.
-კი,ქეთ-არა,ეს დემეტრე,ნამდვილად,ჩემს ნერვებზე თამაშობს! რა უნდა აქ? საიდან გაჩნდა კემბრიჯში?
-ვიცი,რასაც ფიქრობ ახლა,მაგრამ თავისუფალი სივრცე და,მითუმეტეს ტვინში,მხოლოდ მაშინ მიყვარს,როცა ძნელად მიღწევადია-ისე ჩახლართა,რომ ნორმალურად დასკვნის გამოტანაც კი გამიჭირდა.მიჭირდა მის წინ ჯდომა.საერთოდ არ ვიყავი შეჩვეული ბიჭებთან ურთიერთობას.გაგეცინებათ და პაემანზეც კი არასდროს ვყოფილვარ.ჩემი ნაცნობი ბიჭები იყვნენ რამდენიმე მეგობარი და გიო.ნუ,მამაჩემს ბიჭს ვეღარ დავუძახებ,იმხელა კაცია,იმდენი ხანია ორმოცს გადააბიჯა,რომ სათვალავიც კი ამერია.
-რთული ადამაინი ყოფილხარ!-თავდაჯერებულად წარმოვთქვი და ფინჯანს დავხედე.
-რომელი ფსიქოლოგი შენ ხარ?-ჩაიცინა და კისერს ქვემოთ შემომხედა.“რას უყურებს ეს მაიმუნი“-გავიფიქრე და კინაღამ ხმამაღლა წარმოვთქვი.კიდევ კარგი მიშველა რააც შინაგანმა ხმამ,რომელიც ამ სიტუაციებში მუდამ ჩემთანაა,თორემ რა მეშველებოდა,წარმოდგენაც კი არ მაქვს.
-არ ვარ,მაგრამ განა ესაა მნიშვნელოვანი?-მხრები ავიჩეჩე და ჭიქაზე გავლებულ ზოლს გავუსწორე მზერა.“მის თვალებში ძრომიალს მაინც სჯობს“-შევაქე საკუთარი თავი.
-რაღაც-რაღაცები გავიგე შენზე.
-გეტყობა.გვარიც გაგიხსენებია,არა?
-რეგისტრატორი მაგარი ვინმე გყავთ-გადაიხარხარა და ტუჩები ოდნავ ზემოთ ასწია.“რა სექსუალურად გამოიყურება ერთმანეთზე გადაწყობილი წითელი სხეულები“-თავს,მგონი,აღარ ვგავდი.
-არაუშავს-მგონი,მეც ჩამითრია მასთან საუბარმა.“მგონი,კი არა,რა ტიპია,ნახე“-ალტერეგო აბობოქრდა.ზუსტად იმ წამს გავხსენი სანდრას მონაწერი;“ვერ მოვდივარ და საღამოს შევხვდეთ.“კარგი-მეთქი,მივწერე და ისევ დემეტრეს დავუბრუნდი.-უკაცრავად.ჩემი დაქალია და.
-ეგეთ რამეებზე არ ვრეაგირებ-დამცინავად ჩაილაპარაკა,მაგრამ,მგონი,სექსუალურადაც.რაღაც მამაკაცური ჩანდა მის ხმაში.“მამაკაცია,აბა,ქალი ხომ არ იქნება ასეთი მამაკაცურად სექსუალური“-ამ მეორე „მეს“მოვკლავ! ისე მაწვალებს ხოლმე.მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ სად ცოცხლობს ტვინში თუ სულში,მაგრამ ვინ გაიგებს.ორი „მე“ მყავს,მაგრამ მათი ადგილსამყოფელის ცოდნის საშუალება ვინ მომცა!
-მგონი,ჩემი წასვლის დროა-ფეხზე წამოვდექი და ჩანთა გადავიკიდე.
-შენი?-ისე მკითხა,თითქოს ძალიან უცნაური რამ ვთქვი.
-კარგი,წადი..მაგრამ ერთი პირობით-ხმას აუწია დემეტრემ.
-პირობებსაც მიყენებ?-წარბი ზემოთ ავზიდე და ირონიით სავსე მზერა ვსროლე მამაკაცს.
-უნდა გამოიცნო.დროს გაძლევს.სამ დღეში ამ დროს,ამ ადგიალს გნახავ,იცოდე.
-კარგი-გავუღიმე და კარებიკენ ავიღე გეზი.
-ჩაჩუა,დემეტრე ჩაჩუა-მომესმა სასიამოვნო ბარიტონი და გამეღიმა.
-კარგად,ბატონო დემეტრე-ირონიით გავხედე უკან მდგარ მამაკაცს და ნაბიჯს ავუჩქარე.
-დროებით,ქეთი.ნუ მემშვიდობები,ისევ შევხვდებით!
რა თავხედია,დამიხედეთ ამას! სასიამოვნოდ გაცოფებულმა გავაჩერე „ტაქსი“ და მისამართი ვუთხარი.დავალებულის კითხვა დავასრულე და სანდრას გავუარე.კარები ღია ჰქონდა და ლოგინზე მიკუნტულიყო.გამიკვირდა მისი ასეთის ნახვა და სახე მაშინვე შემეცვალა,არადა,მშვენიერ ხასიათზე ვიყავი,როცა კიბეები ამოვირბინე და გეზი მისი ოთახისკემ ავიღე.
ნაცნობი ოთახი უფრო ჩაბნელებული მეჩვენა.ადამიანის ხასიათი საცხოვრებელ გარემოსაც ცვლისო,მართალი ყოფილა!“არა,ასე არ შეიძლება.სანდრა ხომ მუდამ მხიარულია“-გოგონას ლოგინზე ავჩოჩდი და გვერდით მივუწექი.ჩემი შემოსვლა,მგონი,ვერც გაეგო.
-სანდრა!-მის თვალებზე ცრემლები შევნიშნე და გული ამიჩუყდა.ის ხომ მტირალი ჯერ არ მენახა.ძლიერი და მხირაული იყო მუდამ.იმ მომენტში,კი ყველაზე უსუსურ არსებად მომეჩვენა,მაგრამ განა ცხოვრება არ გვხსდის ხოლმე უმწეოებს? ის ხომ ყველაზე ძლიერებსაც გვახრევინებს ქედს.
-ქეთი-ოდნავ წამოიწია და ტირილი განაგრძო-არ მინდა,რომ ასეთს ვინმე მხედავდეს.
-მესმის შენი.ვიცი,რომ პირველად გხედავ ასეთს და,სწორედ ამიტომ მიკვირს.
-გთხოვ,წადი.მარტო ყოფნა მინდა-თვალებითაც კი შემეხვეწა სანდრა.
-კარგი,მაგრამ დამირეკე,იცოდე-ნაღვლიანად გავუღიმე და მხარზე ხელი დავადე.კარებისკენ წავედი,როცა მისი ხმა მომესმა-ჩამეხუტე!
-სანდრა..-მივირბინე გოგონასთან და გადავეხვიე.
-ახლა კი წადი-ლოყაზე ნაზად მომისვა ხელი და კარებისკენ მანიშნა.
ნომერში დაბრუნებულმა ხელმეორედ დავიწყე სანდრას ალბომის თვალიერება.ბავშვობაშიც ისეთივე ლამაზი იყო,როგორც თინეიჯერობაში.ისეთი თვალები ჰქონდა,რომ ყველას დაატყვევებდა.
თორმეტი საათი იქნებოდა,როცა ეკატერინეს დავურეკე „სკაიპით“.
-როგორ ხარ?-ბანალური ფრაზით დავიწყე საუბარი.
-არამიშავს.მენატრება ბებია.
-მეც,მენატრება.შენს მონატრებას ვერ შეედრება,მაგრამ ძალიან ვწუხვარ,ეკუნ-მოფერებთი ფორმით მივმართე და ნაღვლიანად ჩავიცინე.
-ჩემი,ქეთი.
-ვინმე დემეტრე ჩაჩუა,გაგიგონია?
-არა მგონია-თვალები დაქაჩა გოგონამ.მისი დაინტერესება ვირტუალური სივრციდანაც კი ჩანდა-ვინ არის?
-არ ვიცი.გრძელი ამბავია-ჩავიცინე.“ვერა ვარ“-საკუთარ თავს დავცინე და ეკატერინესკენ გადავიტანე მზერა.
-მომიყევი.აგერ ვარ-გოგონას ხასიათზე მოსვლა დაეტყო.
-კარგი,ოღონდ უნდა დამპირდე,რომ ხასიათს ოდნავ მაინც გამოიკეთებ...
-არ მითხრა ცხოვრება გრძელდებაო.
-გეტყვი..მაგრამ ამჯერად სხვა მნიშვნელობით..ცხორვება გრძელდება,ეკა.
-სხვა მნიშვნელობით-თავი ეკრანთან მოსწია გოგონამ.
-დიახ,ამ ცხოვრების მერეც გრძელდება..-ჩავიცინე და ამაყად გავხედე გოგონას მოღუშულ სახეს.
-მოდი,შენს საქმეზე გადავიდეთ.
^^
შემდეგი დღე კიდევ კარგი დასვენება იყო,მაგრამ მაინც ადრე ავდექი.ფიტნესში შევიარე და იქიდან სანდრას დავურეკე.
-ხომ შემპირდი დაგირეკავო?
-ქეთი...-ნაღვლიანად დაიწყო,მაგრამ ხმა გაუწყდა გოგონას.
-რა შენ კიდევ ლოგინში წევხარ?-წარბი ზემოთ ავზიდე..
-ნეტავ,იცოდე,რა ხდება...
-გინდა ვისაუბროთ?-ხმა დავირბილე-გამოგივლი.
-ჰო,მინდა..უფრო სწორედ,მჭირდება-შეასწორა წამიერად და ტელეფონი გათიშა.
„მის თავს რაღაც მნიშველოვანი უნდა ხდებოდეს“-„ტაქსი“ გავაჩერე და ცოტა ხნას დემეტრეზეც დავიწყე ფიქრი.ვიცოდი,რომ მას ვიცნობდი,მაგრამ არ მახსენდებოდა.სურათზე გამოსახული ბიჭის თვალებში დავიჭირე ის,მაგრამ მაინც დაბნეული ვიყავი.“ალბათ,ადრე ვიცნობდი,მაგრამ ახლა...“-ამ დროს „ტაქსიც“ გაჩერდა,თორემ ფიქრები სად გამექცეოდა,ვინ იცის..
-მოხვედით,გოგონა-მძღოლს ჩაილაპარაკა და კარებისკენ მანიშნა,გადადითო.
-უკაცრავად,ჩავფიქრდი-ფეხზე ძლივს ავდექი,მაგრამ კიბეები მაინც ავირბინე.სანდრაზე ვნერვიულობდი,მაგრამ მაინც ვერ ვხდებოდი,რას უკავშირდებოდა მისი ასეთი ყოფა.
დავაკაკუნე და გოგონამ მაშინვე გამიღო კარი.
-შემოდი-დაბალი ხმით მიპასუხა და მანიშნა,ლოგინზე ამოდიო.
-ჯერ დავალაგებ-ზეწარს ხელი მოვკიდე,მაგრამ სანდრამ შემაჩერა-რა დროს ეგაა-ლოგინზე დაეხეთქა,მეც გვერდით მივუწექი და ჭერს უღიმღამოდ შევხედე.
-მან მიმატოვა-თითქოს არაფერიო ისე თქვა,მაგრამ მერე ტირილი აუტყდა.თავიდან ვერც კი გავაცნობიერე რას ამბობდა-ვინ?სანდრა,ვინ?-გაკვირვებით ვკითხე და ფეხზე წამოვდექი-ვხედავდი,რომ ცრემლებისგან იხრჩობოდა.სანდრას პასუხის გაცემაც კი უჭირდა.
_____
წინა თავზე არ გიაქტიურიათ,მაგრამ ახლა მაინც შეაფასეთ.მხოლოდ რამდნენიმე წამი უნდა კომენტარის დაწერა და მხოლოდ ამას გთხოვთ.დღეს მეორეჯერ ავკრიფე ეს თავი(ლეპტოპი გამომერთო,კინაღამ გადაიწვა და).
მიყვარხართ ძალიან და გელით,ჩემო ლამაზებო.



№1  offline წევრი lamazi gogona

ძალიან ძალიან მომწონს საინტერესოა

 


№2  offline წევრი milangirl

ძალიან მომწონს საინტერესო ისტორიაა. ველოდები შემდეგ თავს

 


ძალაიან ორიგინალური დ გამორჩეულია ველი შემდეგს

 


№4  offline წევრი lolo

საგულდაგულოდ არ კითხულობდი კომენტარებს დავოჯერო?
მხოლოდ სამმა შეგაფასა დანარჩენი 21 -ი კომემტარი წასულ ავტორებზე იყო ასე არ შეიძლება იკითხე კომემტარები ყურადღებით!
ისე ისტორიას არაუშავს.
ახალბედობა ვფიქრობ ძალიან ადრე იყო მაგრამ გილოცავ.

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

lolo
საგულდაგულოდ არ კითხულობდი კომენტარებს დავოჯერო?
მხოლოდ სამმა შეგაფასა დანარჩენი 21 -ი კომემტარი წასულ ავტორებზე იყო ასე არ შეიძლება იკითხე კომემტარები ყურადღებით!
ისე ისტორიას არაუშავს.
ახალბედობა ვფიქრობ ძალიან ადრე იყო მაგრამ გილოცავ.

მშვენივრად გადავხედე.ასე გამოსვლა არ იყო საჭირო.არ დამიწერია,რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა რომელიმე თავს.მაგრამ წინა თავზე მეტი მაინც იყო და არა სამი.

სხვისი რაღაც ნუ გწყინს,თავად რა მინაწერიც გინდა ის გაუკეთე შენს ნაწერს და,როგრც გინდა ისე გააპიარე.


lamazi gogona
ძალიან ძალიან მომწონს საინტერესოა

milangirl
ძალიან მომწონს საინტერესო ისტორიაა. ველოდები შემდეგ თავს

შეყვარებული გოგონა
ძალაიან ორიგინალური დ გამორჩეულია ველი შემდეგს

მადლობთ..

 


№6  offline წევრი Firefly

ძალიან ძალიან მაგრია♥
--------------------
M.T

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

♥მარიამი♥
ძალიან ძალიან მაგრია♥

მადლობ..

 


№8  offline წევრი lolo

Nuxqr agresiuli.
Zustad davitvale da sami iko.
Agresia shechurte sadgac torem araferi gamogiva ak.
Warmatebebs gisurveb!

 


№9  offline ადმინი უნდა ვწერო

lolo
Nuxqr agresiuli.
Zustad davitvale da sami iko.
Agresia shechurte sadgac torem araferi gamogiva ak.
Warmatebebs gisurveb!

რა მნიშვნელობა აქვს სამი იყო თუ ოთხი უბრალოდ რას მიმტკიცებ ამით დათვლა არ იყო საჭირო.არ ვიცი,სამი იყო თუ ოთხი,უბრალოდ შენ რა გემატება იმით,რომ რაღაცას მიმტკიცებ,არ მესმის.
კაი,მორჩა.
მადლობა.

 


№10  offline წევრი თათა

Dzalian kargi gogo xar saocrad wer da kifev bevr warmatebebs gisurveb♥♥♥ps:komentarebs gadavxede da agresia sulac ar shemimchnevia :D ♥sxvisi ar vici magram chemi guli moige am saitze chemi azrit sauketeso xar ♥♥

თათა
Dzalian kargi gogo xar saocrad wer da kidev bevr warmatebebs gisurveb♥♥♥ps:komentarebs gadavxede da agresia sulac ar shemimchnevia :D ♥sxvisi ar vici magram chemi guli moige am saitze chemi azrit sauketeso xar ♥♥
--------------------
tatukakhorava

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

თათა
Dzalian kargi gogo xar saocrad wer da kifev bevr warmatebebs gisurveb♥♥♥ps:komentarebs gadavxede da agresia sulac ar shemimchnevia :D ♥sxvisi ar vici magram chemi guli moige am saitze chemi azrit sauketeso xar ♥♥

თათა
Dzalian kargi gogo xar saocrad wer da kidev bevr warmatebebs gisurveb♥♥♥ps:komentarebs gadavxede da agresia sulac ar shemimchnevia :D ♥sxvisi ar vici magram chemi guli moige am saitze chemi azrit sauketeso xar ♥♥

დიდი მადლობა.. love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent