შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქორწილის დღეს საქმრო მომიკლეს.(სრულად)


17-08-2015, 01:00
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 5 368

11 კლასში გადავდიოდი, როცა სახლთან ერთად სკოლაც შევიცვალე, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო.
მთელი ცხოვრება ერთ სახლში ვცხოვრობდი, ერთ სკოლაში დავდიოდი, ყველა ჩემს უბნელს ვიცნობდი და უცებ ყველაფერი გაქრა.
ყველა ადამიანი, რომელსაც ვიცნობდი, ყველა ადგილი რომელიც მიყვარდა და საერთოდ ყველაფერი!
ისე განვიცადე, სკოლაში მისვლაც არ მინდოდა.. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს რომ ბოლო ორი წელი მაინც უნდა მევლო კერძო სკოლაში, აქამდე არ ვთანხმდებოდი და გამდიოდა, მაგრამ ბოლოს აღარ დამიჯერეს და ყველა და ყველაფერი წამართვეს.
არ მინდოდა, თუმცა იძულებული ვიყავი სკოლაში წავსულიყავი, ხელის კანკალით შევაღე საკლასო ოთახის კარი, ერთხელ გამომხედა ყველამ, მერე 'ფუ რას გავსო' ჩაილაპარაკეს თავისთვის და ერთმანეთში ლაპარაკი გააგრძელეს.
ჩემთან ერთად ჩემს ახალ კლასში 3ლამაზი გოგო გადმოვიდა და მე ყურადღებას არავინ მაქცევდა..
გაკვეთილებზე მარტო ვიჯექი, დასვენებებზე მარტო ვიდექი გარეთ..
არავინ მელაპარაკებოდა და არც მე ვეტენებოდი ვინმეს.
3კვირა ვიარე ასეთ სატანჯველში, თან მასწავლებლებიც რატომღაც პირველივე დღიდან გადამეკიდნენ, სასწაულ კითხვებს მისვამდნენ, ისეთებს გაგონილიც რომ არ მქონდა, იმიტომ რომ ძველ სკოლაში არ უსწავლებიათ, პასუხს რომ ვერ ვცემდი ყველა ბავშვი მე დამცინოდა, ზუსტად ვიცოდი, ლამაზი რომ ვყოფილიყავი არ დამცინებდნენ!
მოკლედ ყველასგან დამცირებულმა გადავწყვიტე ჩუმად მევლო ჩემს ძველ სკოლაში, მამაჩემს ფულის პრობლემა არ აქვს, ყოველდღე 20ლარს ვართმევდი და ტაქსით დავდიოდი ძველ სკოლაში.
ასე გაგრძელდა მთელი პირველი სემესტრი და მიყვა მეორეც..
დამრიგებელმა არც ჩემი ნომერი იცოდა, არც დედაჩემის და ვერ გვეხმიანებოდა.
მეც ყოველდღე ვითომ ახალ სკოლაში მივდიოდი..
არა, აღიარეთ რომ ყველაზე საშინელებაა როცა ვიღაც დაგცინის და გამცირებს, აუტანელია! ამ ტკივილის გაძლებას ყველაფერი მირჩევნია.
სკოლის დავთამრებამდე 1კვირა იყო დარჩენილი, როცა დამრიგებელმა დედაჩემს დაურეკა, როგორღაც გაუგია ნომერი, ექსტერნებზე გაქვთ ხელი მოსაწერი და ხვალ მობრძანდითო, 15ში გამოცდა იწყება და იმედია იქ მაინც გამოცხადდება თქვენი შვილიო.
დედაჩემი ყველაფერს მიხვდა, დამრიგებელთან არ შეიმჩნია რომ არ იცოდა, მაგრამ გათიშა თუ არა ყვირილი დამიწყო, არ ვამტყუნებ, რთულია როცა იგებ რომ მთელი წლის განმავლობაში შენი შვილი სკოლაში სულ 3კვირა იყო, მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა გაეგო? არ შემეძლო დამცირების ატანა. როცა ყველა გამცირებს იმის გამო რომ მათნაირი არ ხარ, როცა ზემოდან გიყურებენ და მასხრად გიგდებენ.. ეს ადამიანების მოწოდებაა, ჰობია, გასართობია..
როგორღაც გადაიტანა დედაჩემმა ეს ამბავი.
გამიმართლა, ყველა გამოცდაზე ბოლო ვიყავი და ძალიან გვიან მივდიოდი, არავის აინტერესებდა ვიღაც სესილი ბარბაქაძე რა ქულას გამოიტანდა, ამიტომ არავინ მხვდებოდა გამოცდიდან გამოსულს.
ოთხივე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, 2ში 9, 2ში 10.
ახლა ექსტერნებზე დავიწყე ნერვიულობა, ვიცოდი რომ დავწერდი, თუმცა ჩემთან ერთად ჩემს დანარჩენ კლასელებსაც ჰქონდათ ექსტერნები და ახლა როცა შეხვედრა გარდაუვალი იქნებოდა, ძალიან ვნერვიულობდი.
მოკლედ აგიღწერთ კლასის სიტუაციას და მერე გავაგრძელებ ექსტერნებზე.
3ბიჭია კლასში ყველაზე გაჩითული, ყველაზე სიმპატიურები არიან და ქუჩური ცხოვრებით ცხოვრობენ, საქმის გარჩევები მთელი დღე და ასე შემდეგ, ლევან ჩიხრაძე, მამუკა აბაშიძე და სანი მესხი. ამ სამ ბიჭზე გიჟდება მთელი კლასი და არა მარტო, მთელი სკოლა და უბანი.. ყველა ოდნავ ლამაზი გოგო მაგათ ეტენება კლასში, გვერდიდან არ შორდებიან, ხან საიდან უჯდებიან გვერდით და ხან საიდან. მათაც მეტი რა უნდათ? ზოგი ქართველი ტრუსს და წინდას არ იცვლის ისე ხშირად, როგორც ის ბიჭები გოგოებს იცვლიან.
იმ სამი ბიჭის გარდა კიდევ შვიდი ბიჭია, არც ისინი არიან რამით მათზე ნაკლები, უბრალოდ საქმეებს არ არჩევენ და მხოლოდ ამით ჩამორჩებიან. არც მათ აკლიათ გოგოები, კლასის გოგოებიც ხომ ზუსტად ორ ნაწილად არიან გაყოფილნი და მეორე ნაწილი ამ შვიდ ბიჭს ეტენება. გვარები არ მახსოვს, სახელებს გეტყვით. ირაკლი, რეზი, ლუკა, დათო, პაპუნა და რატი.
ამ ათი ბიჭის გარდა კიდევ ერთია, ვერცერთ სასტავში რომ ვერ მოხვდა, ყოველთვის მარტოა, მშვიდად და წყნარად, არავის ელაპარაკება, კარგად სწავლობს.. ბექა სიხარულიძე.
ექსტერნებს დავუბრუნდეთ, მოკლედ ჩვენი სკოლის დირექტორმა, რომლის სახელი და გვარიც კი არ ვიცი, მოხსნა ექსტერნის გამოცდები, ტყუილად რატომ უნდა გაწვალოთ მაინც არავის ჩაგტოვებთო, ამ ამბავმა ისე გამახარა თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ყოველთვის ვერ დავიმალებოდი, ვერც დედაჩემს ვაწყენინებდი მეორედ და მეთორმეტე კლასში მაინც მომიწევდა სკოლაში სიარული.
მგონი დროა ჩემი თავი ავღწერო. პატარა ცხვირი მაქვს, სწორი. დიდი მრგვალი ტუჩები, თეთრი, კბილები ჩაწიკწიკებული მაქვს, წელამდე შავი თმა მაქვს, სწორი და ბოლოებში ოდნავ დახვეული. ერთადერთი პრობლემა წონაა, 80 კილომდე ვიყავი, თუ მეტი არა, და ამხელა წონა რა თქმა უნდა ხელს უშლიდა ჩემი სახის ნაკვთების გამოკვეთას და ძალიან დაბალსაც მაჩენდა.
დიდი ფიქრის და გათენებული ღამეების შემდეგ გადავწყვიტე რომ უარი მეთქვა დაქალებთან ერთად ბათუმში წასვლაზე და წავკისში წავსულიყავი დედაჩემთან და ჩემს პატარა ძმასთან ერთად.
სიმართლე გითხრათ, თითქმის არც დამისვენია.
რატომ?
დილით ადრე ვდგებოდი, 6საათზე, 9საათამდე დავრბოდი, მერე შუადღეს დავრბოდი და საღამოს რა თქმა უნდა, საჭმელს ძირითადად არ ვჭამდი, მხოლოდ ხილს, რომ ვიტამინები მიმეღო.
თავიდან ისე მიჭირდა წარმოდგენაც შეუძლებელია, ცხოვრებაში არ მივარჯიშია და ამდენი დატვირთვა მანადგურებდა, მაგრამ ვპოულობდი ჩემს თავში ყველაფრის ძალას! ვიჯექი და ვფიქრობდი, რითი ვარ იმ გოგოებზე ნაკლები? მხოლოდ საჭმლის გამო თავი მასხრად რატომ უნდა ავიგდო?
მთავარია მთელი დღე, როცა ვარჯიშობ ან საჭმელს ვერ ჭამ და ძალიან გიჭირს, იფიქრო რომ ამას მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებ.
შედეგი, რომელსაც ვხედავდი ძალიან მახარებდა და უდიდეს სტიმულს მაძლევდა, მინდოდა კიდევ უფრო მეტი მერბინა, რომ უფრო გავმხდარიყავი.
დედაჩემს არ სჯეროდა..
ივნისის ბოლოდან აგვისტოს ბოლოდმე ვიყავით იქ, და ამ ორი თვის განმავლობაში 80-იდან 50 კილომდე ჩამოვედი, წარმოგიდგენიათ?
სხვას რომ ეთქვა ჩემთვის, არ დავიჯერებდი.
ჩემს ტანსაცმელს ვეღარ ვიცმევდი, გამიმართლა რომ დედაჩემი ძალიან გამხდარია და იქ ყოფნისას მისი ტანსაცმლით ვსარგებლობდი, ერთი სული მქონდა თბილისში როდის ჩავიდოდი რომ მაღაზიებში წავსულიყავი, ადრე არასდროს მიყვარდა, მხოლოდ იმიტომ რომ არაფერი მეტეოდა რაც მომწონდა და იძულებული ვიყავი საშინელი ტანსაცმელი მეყიდა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი ზომა იყო, ახლა კი შემეძლო ნებისმიერი ჩამეცვა..
თქვენ ალბათ არ იცით რამხელა ბედნიერებაა, როცა ყველაფერი იცვლება!
ნაკვთები გამომეკვეთა, და სიგამხდრემ კიდევ უფრო გაალამაზა ისინი, აღმოჩნდა რომ სწორი და გრძელი ფეხები მქონია, რაც აქამდე არ ვიცოდი, ბევრად უფრო მაღალიც გამოვჩნდი.. მოკლედ ისეთი შეცვლილი ვიყავი, თბილისში ჩასულმა ჩემი მეგობრები რომ ვნახე ვერცერთმა ვერ მიცნო, თქვენ წარმოიდგინეთ ვერც მამაჩემმა მიცნო, 2თვის შრომას წყალში ვერ ჩავყრიდი, ამიტომ კიდევ ვაგრძელებდი ვარჯიშს და დიეტას, მაგრამ ახლა უფრო მსუბუქად..
მაღაზიებში წავედი, იმდენი რაღაც ვიყიდე კარადაში ძლივს დაეტია, აქამდე სულ რამდენიმე რაღაც მქონდა..
ყველამ უნდა გააკეთოს ეს, ვისაც წონის პრობლემა აქვს.
ნუ შეგაშინებთ დაღლა ან შიმშილი, შედეგი იმდენად გაგახარებთ, გაგაოცებთ და იმდენ სიურპრიზს გაგიკეთებთ, დამიჯერეთ ღირს. იმაზე ვბრაზდებოდი აქამდე რატომ არ გავაკეთე ეს ყველაფერი_თქო, როგორ ვაძლევდი ჩემს თავს იმის უფლებას რომ ისეთი ვყოფილიყავი_თქო..
15დღე მალე გავიდა და დადგა სკოლის პირველი დღეც, ახლა საერთოდ აღარ ვნერვიულობდი, პირიქით, მიხაროდა კიდეც სკოლაში მისვლა.
ძალიან მოკლე კაბა ჩავიცვი, გვერდებზე ამოჭრილი, წინ და უკან ლამაზად ამოღებული, თმა რა თქმა უნდა გავიშალე გაღიავებული მქონდა რადგან რუჯს ძალიან უხდება ღია ფერის თმა. გრძელ და სწორ ფრჩხილებზე თეთრი მანიკური წავისვი, ხოლო ტუჩზე მუქი წითელი კონტური. შავი ჩანთა გვერდზე დავიკიდე, შიგნით მოვათავსე ერთი 'ბლოკნოტი', კალამი და ჩემი განუყრელი მეგობრები, ყურსასმენი და შავი sobranie.
მამაჩემმა მითხრა მანქანით წაგიყვანო, თუმცა სკოლა საკმაოდ ახლოს იყო და ფეხით ვარჩიე წასვლა.
ამაყად მივდიოდი.
უამრავი გოგო ლამაზი იბადება, თუმცა დანარჩენებს დიდი ძალისხმევით შეუძლიათ რომ მათზე უკეთესები გახდნენ.
ბევრი ბავშვი შემხვდა, ყველა მაშტერდებოდა, ჩემი კლასელებიდან არცერთი შემხვედრია.
კლასში შევედი, დამრიგებელთან ერთად უკვე ყველა იქ იყო.
ყველა ბიჭი თუ გოგო მე მომაშტერდა, ამჯერად არავინ გადმოსულა სხვა. დამრიგებელს მივესალმე, უკვე ნანახი ვყავდი და რა თქმა უნდა მხოლოდ მან მიცნო. წინ იყო ერთი ადგილი დარჩენილი და იქ დავჯექი.
კლასელების დაჟინებული მზერა თვალს მიწვავდა.
ჩემი iphone6 დავიჭირე ხელში და facebook-ში შევედი. აქამდე თუ მხოლოდ ნაცნობები მიმატებდნენ, ახლა მოდიოდა და მოდიოდა მეგობრობის თხოვნები, ძირითადად ბიჭებისგან, ადრე თუ არც ერთი ჩემი სურათი არ მედო, ახლა დღეში რამდენიმეს ვდებდი like-ების რაოდენობა ყოველთვის ასს სცდებოდა, მოკლედ შევედი, რამდენიმე ბიჭს ჰქონდა მოწერილი და სანამ მე მათ პასუხს ვცემდი იმ სამი ბიჭიდან ორი, ლევან ჩიხრაძე და მამუკა აბაშიძე დამრიგებელთან მივიდნენ.
მამუკამ დაიწყო.
-მას აბა ახალი გოგო არ გვყავსო?
ლევანიც აყვა.
-აუუ მაას რაა გოგოოა გამოვშტერდი ესეთი არავინ მინახავს რა ქვია?
დამრიგებელმა სიცილით უთხრა.
-თქვენ სკოლაში გოგოებითვის დადიხართ? სესილი ბარბაქაძეა, ახალი არ არის, წინა წელს გადმოვიდა, 3კვირა რომ იარა სკოლაში, მსუქანი იყო და გახდა.
ლევანს სახე შეეცვალა.
-ღადაობთ ხო მას.
-არა ლევან არ ვღადაობ.
ისევ გაიცინა თინიკომ.
-ესე როგორ გახდა ტოო.
-მიდი და კითხე.
ზარი დაირეკა, დამრიგებელმა ბიჭები თავიანთ ადგილებზე დააბრუნა, ფეხზე ადგა და ლაპარაკი დაიწყო.
-ყველანი ძალიან გალამაზებულები და დასვენებულები ხართ, მაგრამ ახლა უკვე მხოლოდ სწავლაზე უნდა იფიქროთ, აბიტურიენტები ხართ და მეტი მოგეთხოვებათ, აბა თქვენ იცით, პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ყველაფერს.
მასწავლებელს არავინ უსმენდა, მთელი კლასი მხოლოდ ჩემზე ჭორაობდა.
ჩურჩულით ნათქვამი 'ღადაობ შანსი არარი ეგ არ იქნება' და 'როგორ გახდა' ჩამესმოდა ყურში, როგორც ჩანს არამხოლოდ მე, თინიკო მასწავლებელსაც.
-მორჩით ერთმანეთის განხილვას!
დამრიგებელი სკამზე დაჯდა და მე მომმართა.
-სესილი.
ჩემი სახელის გაგონებაზე ყველა გაჩუმდა.
-გისმენთ მას.
ღიმილით მივმართე და თვალები მივანათე.
-იმედი მაქვს კიდევ არ გააცდენ სკოლას ისე ხშირად.
-არა როგორ გეკადრებათ.
ახლა უკვე სიცილით ვუთხარი და თავი დავხარე.
კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა დამრიგებელი რაღაც სისულელეებზე, მერე ზარიც დაირეკა.
ავდექი, გარეთ მინდოდა გასვლა მოსაწევად, რადგან სკოლა ახალი დაწყებული იყო ვიცოდი რომ უპრობლემოდ გამიშვებდნენ ამიტომ ჩანთა გადავიკიდე და გარეთ გავედი.
რამდენიმე გოგო ამეკიდა, მნიშვნელობა არ აქვს მათ სახელებს ჩემთვის ამიტომ სახელებით არ მოვიხსენიებ.
-ძალიან ლამაზი ხარ.
-დიდი მადლობა.
გავუღიმე.
-ხოო მართლა როგორი ლამაზი ხაარ! როგორ გახდი ესე?
-დიეტით და ვარჯიშით.
-ძაან მაგარია.
-ჩვენთან დაჯექი.
რა სასაცილოა არა?! ჯერ ზედ არ გიყურებენ და როცა მათნაირი ხდები, ან მათზე უკეთესი, თავისთან დაჯდომასაც კი გთხოვენ.
და სად გაქრა მათი დამცინავი ტონი..
გარეთ გამომყვნენ, სკოლის გვერდზე შესახვევში შევედი და სიგარეტს მოვუკიდე, რაღაც უაზრობებზე მელაპარაკებოდნენ, არც მახსოვს.
15წუთიანი დასვენება იყო, მხოლოდ პირველ დღეს..
როგორც ჩანს ყველა აქ ეწეოდა, აბაშიძე, ჩიხრაძე და მესხი შემოვიდნენ.
-რასშვებით გოგოებო?
იკითხა ლევანიმ.
-სესილი მოსაწევად გამოვიდა და ჩვენც გამოვყევით.
ღიმილით უპასუხა რომელიღაცამ.
ჩიხრაძემ თავი დამიკრა, ალბათ მომესალმა, მე არ შევიმჩნიე.
სიგარეტი გადავაგდე და წავედი, ჯერ ჩიხრაძეს ჩავუარე, მერე აბაშიძეს, მესხისთვისაც უნდა ჩამევლო მაგრამ ზუსტად ამ დროს წინ გაიწია და შევასკდი.
შეჯახებისას ვიგრძენი მისი სიძლიერე.
-ბოდიში რაა.
-არაუშავს.
უცებ ჩავუარე და კლასში ავირბინე.
ის გოგოები ჩიხრაძის, აბაშიძის და მესხის წინ ისხდნენ. მაგიდები სამ-სამად ელაგა, კლასში შევედი თუ არა ჩემი ახალი ადგილისკენ წამათრიეს, მეც ამაყად დავჯექი.
მათემატიკა გვქონდა.
ჯერ მასწავლებელი შემოვიდა და მერე ბიჭები შემოყვნენ.
არაფერი არ უთქვამთ ისე წამოვიდნენ თავიანთი ადგილებისკენ და დასხდნენ.
-მეორეჯერ დაგვიანება არ გაბედოთ!
დაუყვირა მასწავლებელმა.
-გაჩუმდი რაა რა ტვინი წაიღე 12წელი ერთსა და იმავეს იმეორებ, არ დაიღაალეე?
ყვირილით გასცა პასუხი მესხმა.
-პირველი დღის დირექტორის კაბინეტში გატარება გინდა?
-მეე? რააავი არ ვიტყოდი უარს, მარა შენ თუ გინდა კიდევ ერთი კატის დაკარგვა.
-შე ნაგავო ბავშვო! როგორ ბედავ!
ხმას უფრო მეტად აუწია.
-წყნარად ელისო, წყნარად.
ხმამაღლა გაიცინა მესხმა და დანარჩენებიც აყვნენ, მხოლოდ მე არ ვიცინოდი.
მესხი ზუსტად ჩემს უკან იჯდა და გამწარებული აგინებდა მასწავლებელს, ვეღარ გავძელი და შევტრიალდი.
-იქნებ გაჩუმდე, უკვე ძალიან შევწუხდი!
შეიძლება ჩემამდეც ბევრი შეწუხებულიყო მესხის გინებით, მაგრამ შენიშვნა არავის მიუცია და ჩემი ეს გამოხტომა ყველას გაუკვირდა.
-ჩუმაად, ჩუმად პატარა გოგო.
-ჯობია შენ გაჩუმდე!
-რა ხდება მანდ?
ჩვენკენ წამოვიდა ელისო.
-არაფერი მაას არაფერი.
-ბარბაქაძე ფეხზე ადექი.
ავდექი.
-წინაწელს რომ არ იარე და შეგრჩა გგონია ეხლაც ეგრე შეგრჩება? გაკვეთილზე მე უნდა მისმინო, აქ მასწავლებელი მე ვარ გაიგე?
ბოლოს ძალიან აუწია ხმას.
-ნუ მიყვირით თუ შეიძლება!
არც მე დავაკელი.
-გაეთრიე ეხლავე გარეთ და პრეტენზიები სახლში გამოთქვი.
მესხი ფეხზე ადგა.
-გარეთ არავინ არ გავა, ეხლა კიდე წადი და დაუბრუნდი შენს ადგილს, ან სხვანაირად ვილაპარაკებთ.
უსიტყვოდ წავიდა მასწავლებელი სკამისკენ და ვინ იცის რას ფიქრობდა გულში..
მეც სკამზე დავჯექი და მესხს მადლობა გადავუხადე.
-დანაშაული გამოვისყიდე.
არაფერი აღარ მითქვამს, გავუღიმე და გამწარებულ მასწავლებელს შევხედე.
ზარი დაირეკა, ამჯერათ გარეთ აღარ გავსულვარ, ფანჯარასთან დავდექი კლასში.
ყველა მოვიდა გასაცნობად, თითქოს ახალი გადასული ვიყავი.
აბაშიძე, ჩიხრაძე და მესხი გარეთ იყვნენ.
ძლივს დავამთავრე ყველას გაცნობა და ზარის დარეკვის შემდეგ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
რუსული გვქონდა.
მასწავლებელი აგვიანებდა, კედლის მხარეს ვიჯექი, ამიტომ მას მივეყუდე, მარიამმა ლაპარაკი დამიწყო.
მასწავლებელი შემოვიდა მაგრამ მაინც ვლაპარაკობდით. ნახევარი გაკვეთილი იყო გასული როცა ბიჭები კლასს დაუბრუნდნენ.
მე და მარიამს არც მაშინ შეგვიწყვიტავს საუბარი. არჩეულ პროფესიებს განვიხილავდით, მე ჟურნალისტობა მინდოდა, მარიამს ექიმობა.
ლაპარაკში ლევანი ჩაგვერთო.
შენ რა პროფესია აირჩიე ლევან?
სიცილით ჰკითხა მარიამმა.
-მომავალი მკვლელი ვარ ჩემო გოგო.
მარიამს სახეზე ხელი მოუსვა.
-მომავალი მკვლელი კიარა ჩამოსხმული ყ** ხარ.
მამუკამ ძმაკაცს ხმამაღლა დასცინა. ჩვენუ ლაპარაკით გაღიზიანებული მასწავლებელი მოგვიახლოვდა.
-აღარ დაამთავრებთ? იქნებ თქვენ ჩაატაროთ ჩემს მაგივრად გაკვეთილი? შენ რისთვის მოხვედი სკოლაში, გაკვეთილები რომ ჩამიშალო?
ხელი მომიქნია მასწავლებელმა, თავის დაცვას ვაპირებდი, როცა სანიმ თავი ასწია.
-სხვა არავინ ლაპარაკობდა მაინცდამაინც ბარბაქაძესთან რო მოხვედით?
-შენ ვინ გეკითხება? შენგან უნდა ავიღო ნებართვა?
-ამ გოგოს თავი დაანებეთ და ვინმეს გალანძღვა თუ გინდათ სახლში წადით და თქვენი შვილები ლანძღეთ.
ალბათ მასწავლებელი მიხვდა რომ სანისთან კამათს აზრი არ ჰქონდა და შეტრიალდა.
მე სანის მივუბრუნდი.
-კიდევ ერთხელ მადლობა, მაგრამ თავის დაცვას თვითონაც შევძლებ.
-არამგონია შეძლო.
-რატო გგონია?
გამეცინა.
-ჩემი ეშინიათ, შენი არა. შესაბამისად შეპასუხებას თუ დაუწყებ ეგრევე დირექტორთან ჩაგიყვანენ.
-არამგონია მასწავლებლებს შემი ეშინოდეთ.
სანიმ გაიცინა, მე მოვტრიალდი და ტელეფონში საათს შევხედე.
კიდევ ერთი გაკვეთილი დამთავრდა და ისევ გარეთ გავედი. მარიამი და ნია აღარ გამომყვნენ, ჩვენზეც არ იეჭვონო შეეშინდათ.
მარტო ჩავედი და ისევ იქ შევედი.
ვიღაც ბიჭი მოვიდა, სავარაუდოდ მეთერთმეტე კლასელი.
-რალამაზი ხარ ტოო.
-დიდი მადლობა.
ცივად გავუღიმე.
-რა გქვია?
-სესილი.
-დღეს საღამოს გცალია?
-არა.
-რატო?
-სამეცადინო მაქვს.
-მნახე რაა, გავერთოთ ცოტა.
-არმცალია_თქო.
ახლოს მოიწია და ხელი კედელს მიადო.
-გამატარე.
-მითხარირო მნახავ და გაგატარებ.
იცინოდა უცნობი.
-გამატარეე!
ხმას ავუწიე.
ვიღაცამ უცნობი მომაშორა და მხოლოდ მაშინ შევძელი მისი დანახვა როცა სახეში შემოარტყა და ძირს დააგდო.
-წამოდი.
უსიტყვოდ გავყევი.
-დღეში რამდენი ადამიანისგან უნდა დაგიცვა?
-არც ერთხელ არ მითხოვია.
-თავიდან მსიამოვნებდა, არავინ არ დამიცვამს აქამდე, მარა უკვე დავიღალე.
-ხოდა შენი დაცვა აღარც მჭირდება.
სწერვულად გავუღიმე.
სკოლაში შევედით და ვიღაც ქერათმიანი ჩაეხუტა მესხს.
-საან.
მურტფილმი რომ ყოფილიყო თვალებიდან გულები გამოუვიდოდა.
-დღესაც მნახავ?
-არ ვიცი ვნახოთ.
ხელით მოიშორა ქერათმიანი და ისევ მე გამომყვა.
კლასის კარი გააღო და მანიშნა შედიო.
შევედი და ჩემს სკამზე დავჯექი.
მარიამმა ლაპარაკი გამიგრძელა.
მე ვითომ ვუსმენდი, არადა იმაზე ვფიქრობდი რა მაგარია როხა ვიღაც გიცავს და შენზე ზრუნავს.
მერე იმაზეც დავფიქრდი რომ სანი ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო ვინც კი ოდესმე მინახავს, მერეიმაზე, რომ ერთი წლის წინვინმეს რომც მოვეკალი წარბს არ შეიხრიდა..
რამხელა ძალაა აქვს სილამაზეს და რა სხვანაირად ტრიალებს დედამიწა როცა იცვლები..
კლასში ისტორიის მასწავლებელი შემოვიდა.
-აბა როგორ ხართ ჩემო საყვარლებო?
-კარგად მას თქვენ?
მთელმა კლასმა ერთხმად უპასუხა.
ბოლოს რამდენიმე ბავშვი ამოირჩია და იმათთან დაიწყო ლაპარაკი.
მე ყურსასმენები გავიკეთე, ფურცელი და კალამი ავიღე და ხატვა დავიწყე.
სულ ორი გატაცება მაქვს, ხატვა და გიტარაზე დაკვრა, მეუბნებიან რომ ორივე კარგად გამომდის და ბუნებრივი ნიჭი მაქვს..
მთელი გაკვეთილი ვხატავდი, ზარის დარეკვისთანავე ლევანმა ფურცელი გამომგლიჯა.
-რა მაგრად ხატავ ტოო.
-გმადლობ.
გავუღიმე.
სანის მისცა ჩემი ნახატი.
-ნახე შე***ა რა მაგრად ხატავს.
ძმაკაცმა არაფერი უპასუხა.
მთელი კლასი ჩემს ხატვის ნიჭზე ლაპარაკობდა მთელი დასვენება, მე მადლობებს ვიხდიდი და შიგადაშიგ თვალს ვაპარებდი უკან, რომ დამენახა მესხი რასშვებოდა, ის კი სულ ერთ პოზაში იჯდა.
ზარი დაირეკა, მე ჩემი დაქალისგან გაცნობილმა საკმაოდ სიმპატიურმა ბიჭმა დამირეკა და მასწავლებელს ვთხოვე გარეთ გავალთქო.
-გისმენ ლუკა.
-რასშვები სეს, სკოლაში ხარ?
-კი, შენ რასშვები?
-რავი ეხლა გავიღვიძე. რამდენი გაკვეთილი დაგრჩა?
-ბოლოა.
-გამოგიარო?
-რავი კი.
-კაი მაშინ დროებით.
-დროებით.
კარგი ბიჭი იყო ლუკა, მომწონდა ისეთ პონტში.
კლასში შევედი და სკამზე დავჯექი.
-ვინ იყო?
ამოსუნთქვა არ დამაცადა მარიამმა. ყოველთვის მაგიჟებდა ადამიანების ცნობისმოყვარეობა.
-ლუკაა ერთი ბიჭი.
-მოგწონს?
ლაპარაკში ნია ჩაგვერთო.
-ისეთ პონტში.
მამუკამ სანის მხარზე ხელი დაარტყა და ვერ მივხვდი ეს ჟესტი რისი გამომხატველი იყო.
ერთი გაკვეთილიც გავიდა ასე უაზროდ, ყველას დავემშვიდობე, კლასიდან გავედი და კიბეებზე ჩავირბინე.
გარეთ გასულმა ეგრევე ლუკა დავინახე და მასთან მივედი, გადავკოცნე.
-როგორ ხარ?
-კარგად ლუკ, შენ?
-ვარ რა. დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ.
-დიდი მადლობა.
ჩემი კლასელი გოგო მოგვიახლოვდა.
-სესილი დამრიგებელი გელოდება კლასში, რაღაც საქმე აქვს.
-რა საქმე?
-არ ვიცი სასწრაფოდ ამოვიდესო.
-ადი სეს და დაგელოდები.
-დიდი ხანი მჭირდებაო.
გაკვირვებული მივუბრუნდი ლუკას.
-წადი და სხვა დროს გნახავ, ბოდიში რა.
-არა რა ბოდიში.
ლოყაზე მაკოცა და მანქანაში ჩაჯდა.
კლასში ავირბინე, დაკეტილი იყო.
ის გოგოც ამომყვა.
-აბა სად არის?
-მაპატიე.
სახე მოეღუშა.
-არ მინდოდა, ძმა მომიკვდეს არ მინდოდა..
-რაა არ გინდოდა?
-სანიმ გამომიშვა რომ მომეტყუებინე, დამემუქრა და სხვა გზა არ მქონდა.
-სად არის თვითონ?
-წავიდა. გთხოვ არ უთხრა რომ გითხარი თორემ მომკლავს.
სახლში ჭავედი და იმაზე დავიწყე ფიქრი მეც როგორ გამემწარებინა. ერთი წუთი იმაზეც კი დავფიქრდი ღირდა თუ არა საერთოდ შეცვლა.
სახლში მივედი, წყალი დავლიე, სალათი შევჭამე და სამეცადინოდ დავჯექი, ორი საათი თავაუღებლად ვმეცადინეობდი და ბოლოს ტელეფონს დავხედე, შეტყობინება დამხვდა უცნობი ნომრისგან. გახსენი.
'როგორ ჩაიარა შეხვედრამ?!'
ეგრევე მივხვდი რომ სანი იყო, არაფრის თქმის უფლება არ მქონდა ამიტომ არ მიპასუხია.
მეორე დღეს მოკლე ჯინსის შორტი ჩავიცვი, ბატინკები და მოკლე მაიკა.
სკოლაში 15წუთით დავიგვიანე.
კარი შევაღე, მესხი მასწავლებლის სკამზე იჯდა, ფეხები მაგიდაზე ეწყო და სიგარეტს ეწეოდა.
რამდენიმე გოგო სთხოვდა სიგარეტი გადააგდე თორე სკოლიდან გაგაგდებენო.
შევედი, მესხს გვერდით ჩავუარე და ჩემი სკამისკენ წავედი.
ნინი და მარიამი გადავკოცნე.
-ეს სტილი გიხდება.
კომპლიმენტი არ დაიშურა მარიამმა.
მესხმა ლაპარაკი დაიწყო.
-დღეს გასწავლით როგორ უნდა დააშოროთ ერთმანეთს გოგო და ბიჭი. ბარბაქაძე გამოდი დაფასთან.
-შემეშვი.
-მასწავლებელს დაემორჩილე გოგო.
ხმამაღლა გაიცინა და ბიჩოკი ფანჯრიდან გადააგდო.
მასწავლებელი არ შემოსულა, ამიტომ მთელი 30წუთი მესხის სისილელეების მოსმენა მომიწია.
გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ პირველ დღეს თითქოს მომეწონა, მაგრამ მეორე დღეს მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი.
დასვენებაზე სანი მომიახლოვდა, თუმცა არაფერი უთქვამს.
იმ დღეს სამი გაკვეთილი გვქონდა, ისე გამოვედი სკოლიდან სანისთვის ხმა არ გამიცია, არც თვითონ უთქვამს რამე.
სახლში მივედი, მარტო ვიყავი.
ჯერ ჩემს დაქალებს ველაპარაკე და მერე სამეცადინოდ დავჯექი.
აივანზე ვიღაც დადიოდა, ჯერ ვიდიქრე გავგიჟდი_თქო, მერე დავრწმუნდი რომ არ მეჩვენებოდა და გავედი.
მესხი იდგა და სიგარეტს ეწეოდა.
-აქ რა გინდა?
-მაინტერესებდა სად ცხოვრობდი.
-შეგეძლო გეკითხა.
დავუყვირე დაპატიჟებელ სტუმარს.
-ან მესამე სართულზე როგორ ამოხვედი?
-ძაან მარტივია. დაგამუღამებინო?
-წადი რა.
-შემომიშვი და წავალ.
-როგორც მოხვედი ისე წადი.
ოთახში შევედი და აივნი კარი ჩავკეტე.
15წუთში გავიხედე და იქ აღარ იდგა.
მგონი გაორება მჭირდა, ჩემს ერთ ნაწილს სანი მესხი მოსწონდა, ხოლო მეორე ვერ იტანდა.
გვიანობამდე ვმეცადინეობდი უნარებს, მეორე დღეს სკოლა არ მქონდა და 12საათამდე მეძინა.
მერე ჯერ ერთ მასწავლებელთან მივედი, მერე მეორესთან და სახლში დაბრუნებულს სადარბაზოსთან ისევ მესხი დამხვდა, ახლა უკვე ძმაკაცებთან ერთად.
არ შევიმჩნიე, პირდაპირ შევედი მაგრამ სულ ტყუილად, შემომყვა.
-სესილი მოიცადე.
ხელით გამაჩერა.
-რა გინდა?
-მომწონხარ
დავიბენი, როგორც წესი გოგოები ეუბნებიან სანის რომ მოწონთ და არა პირიქით.
-არ მიპასუხებ?
-რა გინდა რო გითხრა?
-შენ არ მოგწონვარ?
-არ ვიცი.
ჩამეხუტა.
-მე ვგრძნობ რომ მოგწონვარ.
-იქნებ ცდები.
-არასდროს ვცდები.
ტუჩთან ახლოს მაკოცა.
-სანი!
-რა?
სახე დავუძაბე.
-არ არსებობს გოგო, რომელსაც ჩემი შეხება არ სიამოვნებს.
-შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს.
-ეგრეა და რავქნა ხოარ მოგატყუებ.
-სახლში უნდა შევიდე.
-ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ რა სკოლაში.
-კარგი.
გადამკოცნა და სანამ სახლის კარი არ გავაღე იქ იდგა.
ვერ ვიმეცადინე, არ შემეძლო, სულ სანიზე ვფიქრობდი, მთელი ღამე..
დილით ადრე ავდექი და წყალი გადავივლე.
ამჯერად გრძელი გვერდზე ჩახსნილი ზოლიანი კაბა ჩავიცვი, თმა შევიკარი, ჩანთაში ჩავალაგე და ტელეფონმაც დარეკა.
-შენს სახლთან ვარ, ჩამოდი.
-კაი.
მძინარე დედას და ძმას ვაკოცე და გავედი.
სანისთან მივედი, გადამკოცნა.
სხვა ბიჭებს შეიძლებოდა კომპლიმენტები ეთქვათ, მაგრამ ის ასეთი არ იყო.
-შატალოზე წავიდეთ რა.
-შატალოზე მეთორმეტე კლასში.
გამეცინა.
-ხო.
-კაი წავიდეთ.
მიუხედავად იმისა რომ სანის მანქანა ჰყავდა, მაინც წყნეთში ავტობუსით წასვლა გადავწყვიტეთ.
ბევრი ხალხი იყო და მხოლოდ ერთი ადგილი, რა თქმა უნდა მე დავჯექი.
სანის ხელები ზემოთ ეკიდა და მიყურებდა.
და რა საჭირო იყო უაზრო ქათინაურების თქმა, როცა მისი თვალები მანიშნებდნენ რომ ყველაზე ლამაზი ვიყავი..
ხშირად თვალები უფრო მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები.. და თანაც ისინი ხომ არასდროს ტყუიან..
ნახევარი გზა გვქონდა გავლილი როცა მესხი დაიღალა.
-ადექი რა კალთაში ჩამიჯექი, დავიღალე.
-შანსი არ არის! ტეხავს.
ბოლოს მაინც დამითანხმა.
კალთაში ვეჯექი, ჩამიხუტა და თავზე მაკოცა.
ბოლო გაჩერებაზე ჩამოვედით.
სადღაც ვბოდიალობდით, მერე მაღაზიაში ბევრი შოკოლადები ვიყიდეთ და ისეთი ადგილი მოვძებნეთ სადაც მარტოები ვიქნებოდით, გადაჭრილ ხეებზე დავსხედით.
მესხი ისევ ისე მიყურებდა..
მისი მწვანე და დიდი თვალები მაგიჟებდა.
ახლოს მოიწია და ტუჩებში მაკოცა.
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მაშინ ბიჭს პირველად ვაკოცე, მანამდე ხომ მახინჯი ვიყავი და ვის მოუნდებოდა ჩემთვის რომ ეკოცნა..
მესხი ადგა, ფოთლებისგან რაღაც მრგვალი გააკეთა და მოვიდა.
მომე ხელი.
თითზე ფოთოლი გამიკეთა და ხელზე მაკოცა.
მეორე მე მომცა და გამოკეთეო მითხრა.
გავუკეთე.
-ვსო, ჩვენ თავს ცოლ-ქმრად ვაცხადებ, ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს.
გავიცინეთ.
მესხმა ისევ მაკოცა.
შოკოლადები ვჭამეთ, ვილაპარაკეთ და სახლში ტაქსით დავბრუნდით.
4-ზე მასწავლებელი მყავდა და..
მარტო წავედი, მაგრამ მესხმა მომაკითხა.
ჩახუტებულები მოვდიოდით წვიმაში და ყველა ჩვენ გვიყურებდა.
სკოლაში მხოლოდ საკონტროლოებზე მივდიოდით, დანარჩენ დროს კი ერთად ვატარებდით.
დღიური გავაკეთე, სადაც ერთმანეთისთვის დაწერილ წერილებს და ჩვენს სურათებს ვაკრავდი..
მთელი ნახევარ წლიანი ურთიერთობა რომ არ მოგიყვეთ, მოკლედ გეტყვით.
მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, მხოლოდ მე და სანი.
ღამე, ღია ცის ქვეშ ვისხედით და იმ ვარსკვლავის ჩამოვარდნას ველოდებოდით, რომელსაც სამუდამოდ ერთად ყოფნას ვთხოვდით..
ღამე მასთან ხშირად ვრჩებოდი და მთელ დილას ერთად ვატარებდით.
ღამე მეუბნებოდა რომ ვუყვარდი, მკოცნიდა, უკნიდან მთელი ძალით მეხუტებოდა და მხოლოდ ასე ვიძინებდით..
თითოეულ ერთად გატარებულ დღეს და თვეს ავღნიშნავდით.
ზამთარში პირველი თოვლით ერთად ვიგუნდავეთ, გაზაფხულის წვიმით დავსველდით ჩახუტებულები..
მესხი ჩემ გამო ყოველდღე ვიღაცას ეჩხუბებოდა, მერე ყველა მიხვდა რომ სანი მესხის გოგო ვიყავი და დედოფალივით მექცეოდნენ..
დედამისი გამაცნო, ეგრევე შემიყვარდა, საკუთარ შვილად მიმიღო და ძალიან კარგად მექცეოდა.
მეც გავაცანი ჩემები.
დედაჩემს მოეწონა, მამაჩემმა როგორც ქალიშვილის მამამ, ბუზღუნი დაიწყო.
ყველაზე ბედნიერ დღეებს ვატარებდით ერთად და შეუძლებელია ამ ბედბიერების სიტყვებით გადმოცემა.
როცა სანი ცუდ ხასიათზე იყო გიტარაზე მაკვრევინებდა და მამღერებდა, მერე გულში მიკრაბვდა..
თუმცა თქვენც ხომ იცით რომ ბედნიერება მარადიული არ არის..
სკოლა რომ დამთავრდა, საატესტატოს გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ და ეროვნულების გამოცდებს ველოდით რომ ერთად წავსულიყავით დასასვენებლად.
რამდენიმე დღე იყო გამოცდებამდე დარჩენილი, როცა სანის რუსეთში მყოფი მამის გარდაცვალება აცნობეს, ისე ცუდად გახდა მეც ვერ ვაწყნარებდი.
ყველაფერი დაიკიდა და დედასთან ერთად რუსეთში გაფრინდა.
აეროპორტში გავაცილე, 1საათი მეხუტებოდა და მკოცნიდა, ბოლოს ტირილი დავიწყე.
ნახევარი ტანსაცმელი მე დამიტოვა და რამდენიმე თვე სხვას არაფერს ვიცმევდი.
Facebook-ში არ შემოდიოდა და არ ვიცოდი სად შევხმიანებოდი, არც თავის ძმაკაცებს ურეკავდა და არც მე.
ეროვნულების გამოცდებით წარმატებით ჩავაბარე, თუმცა იმდენად ცუდად ვიყავი სანის გარეშე რომ არც გამხარებია, ყოველდღე ველოდი და რომ არ ჩანდა მაგიჟრბდა.
მთელი ზაფხული ველოდე თბილისში, თუმცა არ გამოჩენილა.
ნელ-ნელა ვბრაზდებოდი..
მონატრებას წყენა და გაბრაზება ცვლიდა, თუმცა სიყვარულს ვერაფერს ვუხერხებდი.
ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
უნივერსიტეტის გარემო ძალიან მომწონდა, ბავშვებსაც შევეჩვიე, ლექტორებსაც..
დღეს უნივერსიტეტში ვატარებდი, მერე ვმუშაობდი, პატარებს ვამეცადინებდი ყველა საგანში.
სახლში დაღლილი მივდიოდი და შუაღამემდე ცმეცადინეობდი.
უფრო ნაკლები დრო მქონდა იმისთვის რომ სანიზე მეფიქრა.
მაგრამ მაგის ძმაკაცებს ყოველდღე ვეკითხებოდი რამე ხოარ გაგიგიათ_თქო, ერთ-ერთი რუსეთში ჩასულა და ორი კვირა უძებნია, მაგრამ ვერსად იპოვა..
ამ პერიოდში ლუკას დავუახლოვდი, ის სანის ვერ მიცვლიდა, მაგრამ მასთან თავს მარტოდ არ ვგრძნობდი.
სანი არ ჩანდა, ლუკა კი მარტო არ მტოვებდა, ასე გავიდა 2წელი.
ერთ ჩვეულებრივ დღეს ლუკამ მითხრა.
-აღარ შემიძლია ასეთი ურთიერთობა, უკვე 25წლის ვარ. გამომყევი ცოლად ან ყველაფერი დავამთავროდ. როდემდე უნდა ვიაროთ ასე?
მისი ეს სიტყვები ჩემთვის მოულოდნელი ოყო, არ ვიცოდი რა მექნა, მოსაფიქრებლად კი 1დღე მქონდა.. ერთადერთი რაც მაკავებდა სანის სიყვარული იყო.
კი, ლუკაც მიყვარდა მაგრამ ეს სულ სხვა სიყვარული იყო..
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე გავყოლოდი, ვიფიქრე რომ ასე უფრო შევძლებდი სანის დავიწყებას და მის შეყვარებას.
ქორწილამდე სამი დღით ადრე მე და ლუკა მეგობრებთან ერთად ავღნიშნავდით დანიშვნას.
დარწმუნებული არ ვიყავი რომ სწორად ვიქცეოდი, ამიტომ თავს ბოლომდე ბედნიერად ვერ ვგრძნობდი.
კიდევ ერთი ძმაკაცი მოვიდა ლუკას სახლში, თავის ძმაკაცთან ერთად..
გაინტერესებთ ვინ იყო იმ ახალგაზრდას ძმაკაცი?
ხო ნამდვილად, ზუსტად ის, ვინც გაიფიქრეთ..
სანი მესხი.
მის დანახვაზე კანკალმა ერთიანად ამიტანა.
სუნთქვა შემეკრა და ცოტა დამაკლდა გული რომ არ წამსვლოდა.
ისევ შევხვდით ერთმანეთს, და თან სად? ჩემი ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებაზე..
ღმერთო, რამდენიმე დღით ადრე რომ გამოჩენილიყო, სულ რამდენიმე დღით ადრე, მისთვის რომ რამდენიმე დღის წინ შემეხედა ხომ ვერ შევძლებდი ლუკასთვის თანხმობის თქმას.
ვიჯექი და არ შემეძლო სხეულის დამორჩილება, ლუკას რომ არ ვენახე ასეთ მდგომარეობაში აივანზე გავედი.
5წუთში ისიც შემოვიდა..
-ანუ თხოვდები.
მისმა ხმამ საერთოდ შემშალა ჭკუიდან! ღმერთო როგორ მენატრებოდა!-მხოლოს ეს ფრაზა მიტრიალებდა გონებაში.
ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.
-ხო, ვთხოვდები.
-დარწმუნებული ხარ?
მომიახლოვდა.
მისმა სუნმა თავბრუ დამახვია.
-ანუ დამივიწყე ხო?
-მე კი არა შენ დამივიწყე! 2წელზე მეტი გავიდა და შენ ერთხელაც არ შემხმიანებიხარ! მეკიდე მეგონა გიყვარდი! ის ვისაც ვუყვარვარ ახლა შიგნით ზის და მალე მისი ცოლი გავხდები.
ამდენი წყენისგან და გაბრაზებისგან შესიებულმა თავი ვერ შევიკავე და პირში მივახალე ყველაფერი.
-ჩემი ხარ სესილი და ვერავინ სხვას ვერ გაყვები ვერასდროს.
-არ გინდა მეორედ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან? ოღონდ ახლა უკვე სამუდამოდ.
-ისევ დაგაშორებთ.
-ორი წლის აღარ ვარ, ვეღარ მომატყუებ და ვერც დაგვაშორებ.
-მაგასაც ვნახავთ.
წავიდა.
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი, როგორც ჩანს გონება დავკარგე და როცა თვალი გავახილე ლუკას ლოგინში ვიწექი.
-ძლივს.
თვალგახელილს ჩამეხუტა ლუკა.
იმ მომენტში ისე მაღიზიანებდა თავი ვერ შევიკავე და გაიწიე_თქო ვუთხარი.
-რა მოგივიდა? რატო დაკარგე გონება?
-გადავიღალე.
ვიცრუე ლუკასთან და ფეხზე ავდექი.
-დარჩი დღეს.
-არ მინდა.
სახლში წავედი.
მეორე დღეს მთელი დღე ვიწექი.
დედაჩემი გაცეცხლებული შემოვიდა 11საათზე.
-სესილი! ზეგ ქორწილი გაქვს და შენ კიდევ მთელი დღეა წევხარ! კაბაც არ აგირჩევია!
-თავი დამანებე.
გამწარებული გავიდა და კარი გაიჯახუნა.
მთელი ღამე გავათენე.
ვფიქრობდი რატო ვერ დავივიწყე სანი, ან რატო მივყვებოდი ლუკას თუ ის მიყვარდა..
მეორე დღეს დილით კაბაზე გავედი.
მნიშვნელობა არ ჰქონდა რანაირი იქნებოდა, ამიტომ თეთრი სადა კაბა ავარჩიე.
სახლში მივედი და ისევ დავწექი.
ყველაფერს დედაჩემი და ლუკას დედა აგვარებდნენ.
ლუკამ დამირეკა მაგრამ არ ვუპასუხე.
2საათისთვის ჩამეძინა და სანიმ გამაღვიძა ტუჩებში კოცნით.
-რას აკეთებ გააფრინეე?
-იმას რაც ორივეს გვინდა.
-გადი გთხოვ! სანი!
ჯერ ტუჩებში მკოცნიდა, მერე ყელში, მკერდზე, მუცელზე..
იმ ღამით მისი გავხდი და მეორე დღეს სხვაზე ვაპირებდი გათხოვებას, როგორ შემეძლო? ჩემს თავს შორიდან ვუყურებდი და მეზიზღებოდა!
-წამოდი გავიპაროთ.
-არ შემიძლია.
-ჩემთან ერთად წამოდი, არ გათხოვდე სეს, გთხოვ.
-ქორწილის დღეს ვერ მივატოვებ სან, შენ რომ აქამდე გამოჩენილიყავი დაუფიქრებლად გავშორდებოდი მაგრამ ახლა არ შემიძლია, ამას ვერ გავაკეთებ.
ხელში მოვიქციე მისი სახე, ცივად მოიშორა ჩემი ხელი სახიდან.
-თუ შენი ნებით არ დაშორდები, მე დაგაშორებთ.
დარწმუნებული ვიყავი რომ არაფერს იზავდა და გავუშვი.
ავდექი, წყალი გადავივლე, ჩავიცვი, მაკიაჟი ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამიკეთა.
-სეს, რაღაც ბედნიერებას ვერ გატყობ.
-არც ვარ კატო! არ ვარ!
თვალები ცრემლებით ამევსო.
-ვალდებული არ ხარ ეს გააკეთო.
კატო ჩამეხუტა.
-ვალდებული ვარ, იმიტომ რომ უკვე დავთანხმდი.
ტელეფონმა დამირეკა, კატოს ვთხოვე შენ უპასუხე_თქო, ისე გათიშა ხმა არ ამოუღია. პირღია იდგა და სახეზე ხელი ჰქონდა აფარებული.
-რა მოხდა?
-კატო რა მოხდა_თქი.
-ლუკა მოუკლავთ.
-რააააა? ვის?
წამოვფრინდი გაგიჟებული.
-არ ვიცი, მაგასთან უნდა წავიდეთ სახლში.
კაბა გამოვიცვალე და წავედით.
ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ სანიმ მოკლა.
მივედით.
ლუკა რაღაცაზე იწვა, სისხლიანი, ხელები გულზე ჰქონდა დაკრეფილი და თვალები დახუჭული.
სახლში სიჩუმეს მხოლოდ ლუკას დედის ტირილი არღვევდა.
მასთან მივედი და გადავეხვიე.
მერე პოლიციელთან მივედი.
-ხომ არ იცით ვინ მოკლა, ან რატომ?
-დამნაშავე უკვე დაჭერილია, განყოფილებაში გადაიყვანეს. თქვენც იქ წამობრძანდით, იქნებ რამე მნიშვნელოვანი გვითხრათ.
-ვინ მოკლა არ მეტყვით?
-მკვლელის ნივთები იქით კუთხეში დევს მაგიდაზე, პირადობაც იქ არის და თავად ნახეთ.
მივედი.
ჯერ დანას შევხედე და ეგრევე ვიცანი.
თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
მერე სანთებელას და სიგარეტს შევხედე და ჩემს სურათს.. რომ მიდიოდა მაშინ გავატანე.
პირადობის ნახვა აღარც მჭირდებოდა, უკვე ყველაფერს მივხვდი..
სანიმ პირობა შეასრულა და მე და ლუკა ერთმანეთს დაგვაშორა.
იმ მომენტში ყველაზე მეტად მეზიზღებოდა, მეზიზღებოდა ის და მეზიზღებოდა ჩემი თავი რადგან თავს უფლება მივეცი მკვლელი შემყვარებოდა..
ოფიცერმა განყოფილებაში წამიყვანა.
-სახელი.
-სესილი.
-გვარი.
-ბარბაქაძე.
-ასაკი.
-20.
-როგორც ამბობენ თქვენ დამნაშავის შეყვარებული ხართ.
-ყოფილი შეყვარებული.
-მაშ გარდაცვლილი ვინ იყო თქვენი?
მაიკის მკლავები ჩამოვიწიე და ცრემლები მოვიწმინდე.
-საქმრო.
-ვერაფერი ვერ გავიგე გოგონა, იქნებ ნორმალურად ამიხსნათ.
-რა ვერ გაიგეთ? საქმრო მომიკლა ყოფილმა შეყვარებულმა, ქორწილის დღეს!
ფეხზე ავდექი და სკამს ხელი ვკარი.
-ახლა აღელვებული ხართ, მერე დაგრლაპარაკებით.
-შეგიძლიათ სანი მანახოთ?
-არა, ამის უფლება არ მაქვს.
მაინც დავითანხმე და მესხთან შემიყვანა.
შევედი.
ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
-რა გაააკეთე? ნორმალური ხაარ?
მივარდი და გაგიჟებულუ ვურტყავდი ხელებს ზურგში.
-რატო მომალი? რატო? ან შენს თავს რას ერჩოდი ან მეე და ან ლუკას? რა გინდა? ჩემი ცხოვრების დასანგრევად დაბრუნდი? რა გინფა გამაგებინე რააა.
ჩავიკეცე.
თავი ხელებში ჩავიდე და ხმამაღლა ავტირდი.
-მაპატიე.
-მკვლელი ხარ, მკვლელი!!!
-შენ იცი რო მკვლელი არ ვარ!!!! შენმა სოყვარულმა გამაკეთებინა, იმის უფლებას არ მოგცემდი რომ სხვას გაყოლოდი.
გვერდზე მომიჯდა და ჩამეხუტა.
-რამდენ წელს მოგისჯიან.
-არვიცი სეს.
მკერდზე მიმიკრა.
-ყველაფერი მარტო შენთვის გავაკეთე.
-არ ვიცი შევძლებ თუ არა ამის პატიებას, შენ კაცი მოკალი, საქმრო მომიკალი!
-უნდა შეძლო.
იქიდან გამომიყვანეს.
რამდენიმე დღეში სანი ციხიდან გამოვიდა.
როგორც ჩანს თუ ბევრი ფული გაქვს ადამიანის მოკვლასაც კი გაპატიებენ.. სანის ოჯახს კი ფულის მეტი რა აქვს?!
გამოვიდა თუ არა ეგრევე ჩემთან მოვიდა.
-ახლა სახლში უნდს იყო.
-მაგრამ მე შენთან მინდა.
გავიქეცი და ჩავეხუტე.
ბევრი ვერ ან არ აპატიებდა ჩემს ადგილას, მაგრამ მე არ შემეძლო.. არ შემეძლო არ მეპატიებინა და მის გარეშე გამეგრძელებინა ცხოვრება.
სახლი ვიყიდეთ სადაც ერთად გადავედით საცხოვრებლად.
2ოთახიანი, პატარა და საყვარელი.
რამდენიმე კვირაში გულისრევები დამეწყო, სანიმ ეგრევე ექიმთან გამაქანა და გავიგე რომ ორსულად ვიყავი
ბედნიერებისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა.
-ჩვენი პატარა.
მუცელზე მკოცნიდა მესხი.
-ყველაზე მეტად მიყვარხართ.
-ჩვენც მამიკო!
____________________________
აბდაუბდად დაწერილი და უაზრო სიუჟეტის ისტორიაა, თანაც უინტერესო დასასრულით, მაგრამ რა ვქნა, ვერაფრით ვერ შევცვალე და ვერც სხვანაირად დავამთავრე.. უკეთესებსაც დავწერ იმედი მაქვს. ძალიან მიხარია როცა თქვენს კომენტარებს ვხედავ ჩემს სიახლეებზე და თუ მოგეწონათ ან არ მოგეწონათ, აზრი აუცილებლად გამიზიარეთ ჩემო ყველაზე საყვარლებო გკოცნით და სიყვარულით სავსე ღამეს გისურვებთ❤❤❤❤❤



№1  offline წევრი Drama Queen

იცი, სანის არ ვამტყუვნებ. მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი ზუსტად ეგრე მოვიქცეოდი:) საბოლოო ჯამში მომეწონა, როგორც ყოველთვის. ❤️

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

ჩემო საყვარელო❤დიდი მადლობა. თვის ბოლომდე სიახლეებს ვეღარ დავდებ და ძალიან დამაკლდება შენი თბილი კომენტარები❤❤

 


№3  offline წევრი darjania

აუუ ძალიან ძალიან მომეწონა ყოჩაღ რა.... ♡♡♡♡♡

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

უუდიდესი მადლობა ჩემო საყვარელო♡♡♡♡

 


№5  offline წევრი darjania

არაფერს .... ველი შენგან სიახლეებს ♡♡♡

 


№6  offline წევრი Ketacharkviani

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Drama Queen

Ketacharkviani
ჩემო საყვარელო❤დიდი მადლობა. თვის ბოლომდე სიახლეებს ვეღარ დავდებ და ძალიან დამაკლდება შენი თბილი კომენტარები❤❤

რატომ? :( ეჰჰ არადა როგორ მომწონხარ! ❤️

 


№8  offline წევრი Ketacharkviani

მივდივარ და((❤დღეს თუ მოვახერხე დაწერა კიდევ ერთს დავდებ წასვლამდე❤❤

 


№9  offline წევრი nini :)

კარგია ძალიან მომეწონა, სულაც არ არის აბდაუბდა ძაან მაგარი იყო love

 


№10  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ნინი❤❤❤

 


№11  offline წევრი qurdi gogo ^_^

ამდენი მგონი არმიტირია არასდროს ( აი უძალიანესად მაგარი ხარ!! :(

 


№12  offline წევრი Ketacharkviani

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤❤❤

 


№13  offline წევრი KaTE:))

მართლაც აბდა-უბდად დაწერილი მოთხრობა იყო. გრამატიკას, რომ თავი დავანებოთ ასე მეგონა მოსტუმრების გამო დაწერილი იყო. მექანიკური შეცდომებითაც გატენილი. ვერც ვერაფერი გავიგე ან როდის სეუყვარდათ ერთმანეთი ან როდის და რატომ წავიდა... -_- მოკლედ აზრის გადმოცემა... ამ მოთხრობაში ყველაფეტი მაკლდა! ერთს გირჩევ, მანამ დაწერ ყოველი სიტყვა გადაამოწმე სწორად გიწერია თუ არა, რადგან იშვიათი შემთხვავა იყო, რომელშიც გრამატიკული, მექანიკური შეცდომა არ გქონდა! ასევე ხშირად გადაიკითხე წინადადებები, რომ უაზრო და ამაზრზენი არ გამოგივიდეს!

არ მესმის ასეთი მოთხრობები რატომ გიყვართ ან მოგწონთ? :3 გრამატიკის აზრზე არ არის მწერალი და მას აქებთ -_-
--------------------
Think Happiness
Make Happiness
Share Happiness
And
Be Happy

 


№14  offline წევრი chemi samyaroo

აი პროსტა უუაგრესიაა რაა მაგრი ხარრრ ახალი რამე თუ გაქ დაწერილი თუ შეგიძლია სიატაური მიტხარი რა მაგარი მაინტერესებსსსსსსს love feel no

 


№15  offline წევრი Ketacharkviani

Kate, ჩემო საყვარელო, მიუხედავად იმისა რომ კრიტიკა მიყვარს, მგონი ზედმეტი მოგივიდა, მომავალი ფილოლოგი ვარ და გრამატიკა არ მესწავლება, სიცხიანმა დავწერე და ბოლოს უკვე იმდენად ცუდად ვიყავი გადაკითხვა უბრალოდ აღარ შემეძლო, არ ვიცი ჩემმა ნაწერმა შენში ამხელა აგრესია რატომ გამოიწვია, ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია ჩემთვის, მაგრამ ლანძღვა არა! ასე რომ გთხოვ, ან ცოტა ზრდილობიანად გამოთქვი შენი აზრი, ან ჩემს სიახლეებს საერთოდ ნუ წაიკითხავ.
ძალიან დიდი მადლობა, პირადში მოგწერ❤

 


№16  offline ადმინი უნდა ვწერო

KaTE:))
მართლაც აბდა-უბდად დაწერილი მოთხრობა იყო. გრამატიკას, რომ თავი დავანებოთ ასე მეგონა მოსტუმრების გამო დაწერილი იყო. მექანიკური შეცდომებითაც გატენილი. ვერც ვერაფერი გავიგე ან როდის სეუყვარდათ ერთმანეთი ან როდის და რატომ წავიდა... -_- მოკლედ აზრის გადმოცემა... ამ მოთხრობაში ყველაფეტი მაკლდა! ერთს გირჩევ, მანამ დაწერ ყოველი სიტყვა გადაამოწმე სწორად გიწერია თუ არა, რადგან იშვიათი შემთხვავა იყო, რომელშიც გრამატიკული, მექანიკური შეცდომა არ გქონდა! ასევე ხშირად გადაიკითხე წინადადებები, რომ უაზრო და ამაზრზენი არ გამოგივიდეს!

არ მესმის ასეთი მოთხრობები რატომ გიყვართ ან მოგწონთ? :3 გრამატიკის აზრზე არ არის მწერალი და მას აქებთ -_-

გეთანხმები.ძალიან ნაჩქარები ნაწერი იყო,ცოტა მაინც,რომ დაკვირვებოდა უკეთესი გამოუვიდოდა.

კიდევ ერთს ვურჩევდი,რომ მიყოლებით დაწეროს წინდადებები და ლექსისვით ახალი სტრიქონიდან ნუ იწყებს.
ამ გოგიზე გავბრაზდი,სანი თუ ისე უყვარდა,რომ მკვლელობაც კი აპატია,ქორწილის დღეს საქმრო უნდა მიეტოვებინა.
არანაირად არ მესმის მისი.
წარმატებები.
იმედია,შენიშვნებს გაითვალისწინებ.

 


№17  offline წევრი ფორთოხალი

სათაური არ მომეწონა. სათაურშივე რომ 'ყიდი' სიუჟეტს, ცუდია. რაღაცნაირად 'ჩვეულებრივი' ისტორია იყო, მაგრამ ცოტას თუ დაიხვეწები, უკეთესსაც დაწერ. ხო და კიდე, შენ.თვითონ ნუ აფასებ შენს ნაწერს, მით უმეტეს, უარყოფითად ნუ აფასებ. არ შეიძლება. ძაან არასწორი მარკეტინგული სვლაა :დდ
წარმატებები <3

 


№18  offline წევრი Na Nuka

ვგიჟდები შენზე <3 გემოვნება ჩემნაირი გაქვს <3 ჩემი ფავორიტი მწერალი ხარ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent