სკოლა ბავშვების წესებით: თინეიჯერთა ცხოვრება და პრობლემები (3)
ლევანმა ძაღლი თავისთან სახლში წაიყვანა. ნინი კი ტაქსით სკოლაში გამოუშვა. გოგონამ ის იყო შესასვლელის კარი შეაღო და კიბეზე ააბიჯა ,რომ ვიღაცამ უკნიდან ხმადაბლა გამოსძახა. -ნინი წიკლაური...ნინიიიიი... გოგონა მოტრიალდა და ,რომ დაინახა ვინც იყო სულ სირბილით ჩამოიარა კიბეები და კისერზე შეახტა. ძუასავით სწორი შავი თმები აჩეჩილ ვარცხნილობაზე გადაეყარა ბიჭს. -რატი ...როდის ჩამოხვედი? შემოდგომაზე? ღმერთო ჩემო...სწავლა არ გეწყებოდა?_სახეზე თხელი თითები აიფარა ნინიმ და ისე შეიცხადა. ცხადი იყო ,რომ აღელვებისგან მთელი სხეულით ცახცახებდა. ბიჭმა შესამჩნევად დაკუნთული და ჩაფსკვნილი მკლავები ისევ მოხვია გოგონას, ზედა სართულისკენ აუყვა და ჩოლკა აუჩეჩა. -მითხარი... -შაბათს თამაშია და გამომიძახეს გუნდში. -ნაკრებში გამოგიძახეს? -ჰო დროებით ჩამოვედი... -დაგლიჯა ...._ კიდევ ერთხელ ახტა ნინი -წიკლაური...ნინი წიკლაური. ყოველთვის შენ რატომ მეჩეხები თვალწინ? უკაცრავად ეს ვინ არის? შენი კიდევ ერთი საყვარელი ?_ საღაციდან ირაკლი გამოძვრა და წელს უკან გადახვარედინებული ხელებით პასუხს დაელოდა. თუმცა პასუხის ნაცვლად რატიგან გაქნეული მუშტი მოხვდა. კიბიდან ინერციით გადავარდა და შემოსასვლელ კარს ზურგით მიენარცხა. ნინიმ შეიკივლა რაზეც მთელი სკოლის მოსწავლეები გამოცვივდნენ და აივანზე გადაეფინენ. -გაიმეორე რა თქვი შე ?_ისევ დააფრინდა რატი და კისერში წვდა. გაგლეჯილი ტუჩიდან სისხლი თქრიალით მოსდიოდა._გაიმეორე მეთქი... _მხეცივით დაიგრგვინა ბიჭმა.ირაკლიმ რამდენჯერმე გაიბრძოლა ,მაგრამ მოწინაარმდეგეს ვერაფერი დააკლო. -აქ რა ხდება?_გამოვარდა დირექტორიც ,რომელსაც შესამნევად მედიდურად გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი გამოჰყვა. შავი თმები ელეგანტურად ჰქონდა შეკრული და სამოსიც გემოვნებით შეერჩია. ნინიმ ქალის დანახვაზე პირი დააღო და ვერაფერი თქვა -უთხარით მომშორდეს...პოლიციას გამოუძახეთ_ამოიკნავლა ირაკლიმ -პოლიციას აუცილებლად გამოვიძახებთ ,რომ თქვენისთანა ამაზრზენი არსებები აქედან მოაცილონ_ხმას აუწია რატიმ -გთხოვთ ახალგაზრდავ ..._შეევედრა დირექტორმა და იმანაც ხელი უშვა_ამიხსენით რა მოხდა? - როგორ ბედავს და ეს გაიძვერა ჩემი დის საყვარელს მიწოდებს. -რაა?_აღშფოთდა დირექტორი და მტრული სახით გახედა ირაკლის - რა გაუგონარი ამბავია_ახლა ქალი გამოხტა წინ და ირაკლისკენ გაიქაჩა. რატიმ მკლავში წაავლო თავისზე შესამჩნევად დაბალ და ნორჩი ტანის ქალს და გარიდება დააპირა. -დედა როდის ჩამოხვედით?_ უემოციოდ იკითხა ნინიმ_მამაც დაბრუნდა? -არა მხოლოდ მე. რატიმ ,რომ დამირეკა და მითხრა საქართველოში მოვდივარო მაშინვე წამოვედი -არ დავინახო ეს კაცი ჩემს დას მიუახლოვდეს თორემ ძვლებში გადავამტვრევ _ თითი გაიშვირა რატიმ ირაკლისკენ ,რომელიც ადგილზე აიბუზა. დანარჩენ მოსწავლეებს სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლათ. -ერთი შეხედე როგორ საცოდავად იყურება_გადაუჩურჩულა ვიღაცას დიანამ . -მე ჩემს ოთახში ავალ_ჩუმად თქვა ნინიმ და ყველას ზურგი შეაქცია -ნინი...ნინი..._მიაძახა დედამ ,მაგრამ გოგონას თითქოს არც გაუგია. ქალმა მოსწავლეების რიგი გაარღვია და ფეხდაფეხ მიჰყვა ქალიშვილს. ოთახში ელენე და მარი საუბრობდნენ. -რა დაგემართა ნინი?_შეიცხადა ელენემ -დედა ჩამოვიდა...რატიც ...რატიმ ირაკლი სცემა... -ამდენი რამე მოხდა და არც გაგვიგია? ღმერთო ჩემო ირაკლის წემას ყოველთვის მე რატომ უნდა დავაკლდე? -უთხარი და შენი ხათრით გაიმეორებს..._უხეშად წამოიყვირა ნინიმ და საწოლზე დაემხო -რით დაგეხმაროთ?_ მშვიდად ჰკითხა მარიმ -მარტო დამტოვეთ -კარგი რა -გთხოვთ ... ელენემ მარის ადგომაში დაეხმარა და იქედან წავიდა. კარი ბოლომდე არც კი ჰქონდა მიკეტილი ნინის დედა ,რომ შემოვიდა. -გოგონებო როგორ ხართ?_მოეხვია ქალი ორივეს. -არც კი მოგვისმინა დეიდა ვანდა ..._მოიწყინა ელენემ -მე დაველაპარაკები . -რატის ვნახავთ ჩვენ _ თქვა მარიმ ვანდამ საძინებლის კარი შეაღო და შევიდა. ნინიმ მისი მოსვლა გაიგო ,მაგრამ არც კი გარყეულა. უნდოდა თავი მოემძინარებინა ,მაგრამ იცოდა არ გამოუვიდოდა. -ნინი რა გჭირს?_ იკითხა ქალმა -რატომ ვერასდროს ვერ ხვდებით რა მჭირს? -ჰოდა გისმენ... -რატომ გკიდიათ ფეხებზე მე როგორ ვარ? -ეს სისულელე საიდან მოიტანე? -ეს არ არის სისულელე. როგორც კი გაიგე რატი ჩამოდიოდა მაშინვე ბარგი ჩაალაგე და აქეთ გამოქანდი. მე კი აქ მთელი წელი მიგდებული გყავართ. არც გაინტერესებთ როგორ ვარ. ჩემს გამო როდესმე რაიმე გეგმა შეგიცვლიათ? მე სულ მარტო ვარ...ყოველთვის და ეს თქვენ საერთოდ არ განაღვლებთ... -რატიზე ეჭვიანობ? -... -შენ ეს სკოლა აირჩიე. აქ ყოფნა გინდა. აქაურობა ყველაფერს გირჩევნია. მე და მამამ გითხარით ამ ზაფხულს ,რომ საქართველოში წელს ვერ დავბრუნდებოდით. მამაშენმა შემოგთავაზა იქაურ კოლეჯში გადასვლა ,მაგრამ შენ არ ისურვე... ვის ესაყვედურები ? -მაგის გარდა პრობლემას ვერაფერში ვერ ხედავ ხომ ? -რაში უნდა ვხედავდე? შენ არაფერი გაკლია . ყველაფერი გაქვს რაც გინდა. -სამაგიეროდ ოჯახი არ მყავს. მშობლები არ მყავს ნორმარული..._ხმას აუწია ნინიმ_ იმის უფლებაც არ მაქვს ჩემი საკუთარი ძაღლი მყავდეს რომელ უფლებებზე მელაპარაკები, რომელ ყველაფერზე მელაპარაკები ? -ნინი ნუ ამეტებ იცოდე ხმას დაუწიე ... -როდემდე ჩამოხვედი? სანამ რატი წავა? შეგიძლია მიბრძანდე და არც მინახულო ... არაფერში მჭირდება თქვენი სამოწყალო და მოვალეობის მოხდის მიზნით გამართული ვიზიტები. -შენ კარგად ხარ გოგო ? რა გჭირს? არ იცოდე მაინც ,რომ მამაშენს შენზე ამოსდის მზე და მთვარე... -უბრალოდ წადი...არც მინდა ამაზე საუბარი ...ვიცი ,რომ ტყუილა ვლაპარაკობ ....ხვალისთვის სამეცადინო მაქვს.... -სახლში მოდიხარ...ნივთები ჩაალაგე. -არ მინდა. -რა დაგემართა ნინი რატომ ხარ ასე გაღიზიანებული? -უკვე ერთი საათია გიხსნი და შენ ისევ მაგას მეკითხები ? ხომ ვთქვი არა? აზრი არ აქვს..._გოგონა ოთახიდან გავარდა და ქალი მარტო დატოვა. დაჩი და ლუკა საკლასო ოთახში აიპედზე თამაშობდნენ ახალი თემა ,რომ დაემატა. -ნახე ბიჭო რატი ჩამოსულა_თქვა ლუკამ -და ზოგიერთები გაულამაზებია კიდევაც _ახარხარდა დაჩი -მტერს მოხვდა რატის მოქნეული მუშტი. უნდა ვნახო როგორ გამოიყურება_წამოვარდა ფეხზე ლუკა და დერეფანში გაიქცა იმის იმედად ,რომ ირაკლის ნახავდა ის ვერა ,მაგრამ კიბეზე ჩამომსხდარი რატი და გოგონები კი იპოვნა. -რატი როდის ჩამოხვედი? -ლუკა ,ძმა როგორ ხარ?_ხელი ჩამოართვა და გადაეხვია -ძმა კი არა და როგორ არ დაგვიძახე იმ აუტანელი კაცის ცემას თუ აპირებდი ჰა? ეგაა ძმობა? -ჩვენ სულ დეტალურად მოგვიყვა_ მეტიჩრულად დაიგრიხა ელენე -მაინც ნახვა ჯობდა_თითი დააქნია ლუკამ -ელენე დედაშენი მოვიდა ცოტა ხნის წინ. მეორე სართულზე დავინახე_მოაძახა ვიღაც გოგომ და უკანმოუხედავად წავიდა -ნეტა რა უნდა?_ისაყვედურა და კიბეებს აუყვა -სულ გაუფუჭდა ამ გოგოს ხასიათი. ხელი აიქნია ლუკამ და რატის გვერდით მოუჯდა -ვანდა როდის ჩამოხვედი ?_მოეხვია ქალს თამუნამ და გოგონების საძინებლის კარი მიკეტა. -დღეს დილით ..._გადაკოცნეს ერთმანეთი -ნუ ღელავ ნინიზე...ყოველ დრე ვურეკავ და ყურადრებას ვაქცევ. ჩემი იმედი გქონდეს -გმადლობ თამო ,მაგრამ მართალია...მისთვის დრო არასდროს მაქვს. სამართლიანად მიბრაზდება -გადაუვლის არ იჯავრო -მომიყევი ერთი ელენეს და მარის ამბავი. გაგონილა ასე ხმამაღლა ყვირილი იმის რისი გამხელაც არ გინდათ? მსახურს რომ გაეგო რას შვებოდით? -არ ვიცი ... დაიჟინა სიმართლე უნდა ვუთხრათო. ვერ ვაგებინებ ვერაფერს... -გაგიჟდი გოგო? ეგ სკანდალი გინდათ ახლა? -მისიც მესმის. -შენ კარგად იცი ,რომ მარის საწინაარმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ...კარგი რა -ასე ვერ გამიმეტებს დედამისი ვარ -სუსტი წერტილი უპოვნე რის გამოც ამ გიჟურ იდეაზე უარს იტყვის. -ზუსტად მაგაზე სალაპარაკოდ მოვედი დღეს. იქნებ რამე შევასმინო. მეშინია. ყოველ ღამე მელანდება როგორ უყვება სიმართლეს ... -დამშვიდდი და ისე ესაუბრე. დღეს კვირაა. არსად გეჩქარება... ამ დროს კარი სწორედ ელენემ შემოაღო. ვანდამ გოგონას გაუღიმა და წავიდა. -თამუნა ჩემთან ყავაზე შემოირბინე ამ საღამოს. ცოტა წავიჭორაოთ -აუცილებლად -დედა აქ რას აკეთებ? -შენთან მინდა საუბარი. დაჯექი და მომისმინე -მარიზე? რით არ მოგბეზრდა? -დაჯექი მეთქი_ხმას აუწია თამუნამ და საწოლისკენ მიანიშნა_იმედია ხელს არავინ შეგვიშლის. -გისმენ -რატომ არ ფიქრობ იმ შეესაძლო შედეგებზე რას მარის და მამაშენის დაახლოებას მოყვება? -ისინი ისედაც ახლოს არიან დედა... -სხვანაირ დაახლოებას ვგულისხმობ...მამა-შვილურს... -რაზე მიმანიშნებ დედა? -შეძლებ აიტანო ის რომ მამაშენი ჩემი და შენს გარდა სხვისი საკუთრებაც იქნება? -რომელ საკუთრებაზე მელაპარაკები ხომ არ გაგიჟდი? -იმაზე ,რომ თუ მამაშენს უფლებას მივცემთ მარის სიმართლე უთხრას ის ისეთივე ძვირფასი გახდება მისთვის როგორც შენ. მას ისეთივე უფლებები ექნება როგორც შენ.არა მხოლოდ სოციალურად და სტატუსობრივად არამედ მორალურადაც -რას გულისხმობ? გგონია მამა ჩემზე მეტად მას შეიყვარებს?_ შეიკივლა ელენემ -გამორიცხულია? -შეუძლებელია... მისთვის მხოლოდ მე ვარსებობ... -აქ ამ სკოლაში სადაც ყველა პატივს გცემს და უყვარხარ ერთ დღესაც დაბრუნდები და ყველა შენზე იჭორავებს. ყველა შენ დაგცინებს და დაგამცირებს. იტყვიან ,რომ მამაშენს ყავს. ერთ დღეში გაქრება ყველაფერი რაც ახლა გაქვს. მამაშენს ვუყვარვართ. წლების წინ შეცდომა დაუშვა ,მაგრამ მე და შენ ვალდებლნი არ ვართ ამ შეცდომაზე პასუხი ვაგოთ. მამაშენი ყველაფერს აკეთებს ამ ყველაფრის გამოსასყიდაად. წლებია ვეგუები იმ აზრს ,რომ მარი არსებობს. დედაშენი არ ვარ? სულ არ გებრალები ? მარი გებრალება და მე არა?მე არ ვნიშნავ შენთვის არაფერს? -ვერ დავიჯერებ ,რომ მამა ჩემსავით სხვას შეიყვარებს..._ცრემლი მოადგა თვალზე ელენეს -ვერა? მიდი უთხარი მარის სიმართლე და ნახავ როგორი უცხო გახდება მამაშენი ჩვენთვის...მერე არ იწუწუნო ,რომ არ გამიფრთხილებიხარ. -დედა... -ჰო... -მარის მოტყუებაც ,რომ არ შემიძლია? ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. -ხოდა დაკმაყოფილდი იმით რომ მეგობარია...არავინ გიშლის მასთან ურთიერთობას -დედა დაბნეული ვარ და არ ვიცი რა ვქნა...ჩამეხუტე რა ..._ტირილი დაიწყო ელენემ და დედას მკერდზე მიეხუტა -დამშვიდდი ჩემო სიცოცხლევ. შენ ხარ ერთადერთი რაც მე და მამას გაგვაჩნია და ასე იქნება მუდამ. გინდა ხვალამდე სახლში წაგიყვანო? -არა სჯობს დავრჩე.თან სამეცადინოც მაქვს -როგორც გინდა,მაგრამ იფიქრე იმაზე რაც გითხარი. მარტო საკუთარ თავზე ნუ იზრუნებ კარგი ? ელენემ თავი დაუქნია. ქალმა შუბლზე აკოცა და წავიდა.გოგონები ოთახში რომ დაბრუნდნენ ელენე უკვე დაწოლილი დაუხვდათ. რამდენჯერმე დაუძახეს ,მაგრამ არ გამოეპასუხათ. მიუხედავად ამისა მას არ ეძინა. უბრალოდ ფიქრობდა რა უნდა ექნა. ფიქრობდა დედას ნათქვამზე. მამაზე და იმაზეც რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუ სიმართლეს გაამხელდა. თვითონაც ვერ მიხვდა როგორ ეგოისტურად ჩაეღვარა შისი გულსი როცა დედამ უთხრა მამაშენი მას შენზე მეტად შეიყვარებსო. ელენეს ამის დაშვება არ შეეძლო. ეს პირველი იყო რასაც ვერაფრით დაუშვებდა. ამაზე ფიქრებში გართულს ისე ჩაეზინა ვერც კი მიხვდა. დილით მარი დაყენებულმა მაღვიძარამ გამოაფხიზლა. უკვე თენდებოდა რომ ჩაეძინა რის გამოც თავი საშინლად სტკიოდა. -ადექით დროზე თორემ ვერ მოასწრებთ წყლის გადავლებას და ჩაცმას_დაუყვირა მეგობრებს მარიმ და ნახევრად კოჭლობით წამოდგა. ნამდვილი უბედურებაა ასე ადრე ადგომა. სასჯელია რასაც ქვია _აკრუსუნდა ნინი და ძლივს გამოძვრა საბნის ქვემოდან -ელენე ადექი რა _ბალიში ესროლა მთელი ძალით ერთ საათში ყველა უკვე კლასში იყო ,მაგრამ მასწავლებელი არ ჩანდა.მერე სახედალურჯებულმა ირაკლიმ შემოიხედა და მოახსენათ არ იქნებაო.წინა ღამით ცუდად გამხდარა და საავადმყოფოში გადაეყვანათ. თურმე ნუ იტყვით და ქცევის ნორმებზე ლექციის წასაკითხად მოსულიყო. ნინის მერხს, რომ ჩამოუარა გოგონას დაბღვერილმა შეხედა და ისე განაგრძო გზა. -მოხდენია მიბეგვა _შესამჩნევად ხმამაღლა თქვა ელენემ და კლასში ყველა მხრიდან ატყდა ფხუკუნი. -მაგარი იყო _თავში დაჭმუჭნული ქაღალდი მოხვდა გოგონას ,რომელიც გვერდით რიგიდან ნინამ გამოისროლა. ნინის გაეცინა . მის და გასაკვირად ელენესაც . -ნინა არა?_თავზე წამოადგა ირაკლი. გოგონა არ გარყეულა -დიახ -თქვენზე გავიგე რომ სამჯერ ხართ სხვადასხვა სკოლიდან გამორიცხული_გაიცინა ირაკლიმ -ო ო ო ო ო ო _ატყდა ზუზუნი კლასში -მასეც ვერ ვიტყოდი,მაგრამ ამდენი თუ გამოიძიეთ ისიც გექნებათ გაგებული რისთვის გამომრიცხეს...ასე არ არის?_ტუჩები დაპრუწკა ნინამ და წინ გადმოგდებული წითელი ჩოლკა გადაიწია. -რათქმაუნდა_მის მაგიდას მოშორდა ირაკლი_იცით? რაღაც თამასის მსგავსი მოვიფიქრე და მინდოდა თქვენი აზრი გამეგო.მზად ხართ?_კაცმა ისევ გაიღიმა და მაგიდიდან მარკერი აიღო -კი _დაეტანხმა უმრავესობა -ახლა რაღაც სისულელეს იტყვის _დაიჩურჩულა ელენემ. -მინდა ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას ყველა თქვენგანმა სასურველი პასუხი გასცეთ. -რა შეკითხვას?_დაინტერესდა იქვე მყოფი ,მაგრამ ყველასთვის შეუმჩნეველი მსუქანი ლილი ირაკლი დაფასთან მივიდა და მარკერით ორი სიტყვა დაწერა. -მინდა მასწავლებლები..._დაასრულეთ წინადადება. -უფრო აზრიანს ამისგან არ ველოდი _გადაუჩურცულა წინა მერხზე მჯდომ ლუკას დაჩიმ და ყურსასმენები გაირჭო -უნდა ვთქვათ თუ დავწეროთ?_იკითხა ლილიმ -პირველი თქვენ თუ შეიძლება ჯავახიშვილო _მარკერი გაუწოდა ელენეს ირაკლიმ და ცინიკურად გაუღიმა -რა ჯანდაბა დავწერო ?_გაიფიქრა გულში -სრული თავისუფლება გაქვთ. დაწერეთ გულწრფელად რსაც ფიქრობთ. ელენემ მარკერს თავი მოაძრო და სამწერტილის მერე დაფას დააჭირა. ვერაფერს იფიქრებდა. ირაკლიც რომ მოთმინებით ელოდა? -მინდა მასწავლებლები...._გაიმეორა ტუჩების ბუტბუტით..._უფრო თანამედროვედ აზროვნებდნენ _მიაწერა სწრაფად და მოტრიალდა. -ძველმოდურები ვართ? გასაგებია_მარკერი გამოართვა და დაჯექიო მიანიშნა. გოგონამ ამოისუნთქა. -ახლა თქვენ ნინა ლიპარტელიანი არა? ნინა ელვის სისწრაფით წამოხტა თითქოს ამას მოუტმენლად ელოდაო და მარკერს დაწვდა. ირაკლის ნებართვა არც ქონდა მიცემული გოგონამ ელენეს მინაწერის ქვემოთ ახალი ,უფრო დიდი ასოებით და შესასურად ლამაზად ,რომ მიაწერა _მინდა მასწავლებლები არ ეჩრებოდნენ ჩვენს პირად ცხოვრებაში _ იგი არც დაჯდომის ნებართვას დალოდებია. მარკერი მაგიდაზე დააგდო და თავისი ადგილისკენ წავიდა. ირაკლიმ ცნაურად გააყოლა თვალი და დაფისკენ წავიდა _______________ ახალი მესამე თავი ვერც წარმოიდგენთ როგორ მიხარია თქვენი თითოეული კომენტარი. მიყვარხართ ყველანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.