ნენსი, მე შენ გგრძნობ! 3
თავი 3 გაკვეთილები დამთავრდა, მე სახლში წასვლა არ მინდოდა. დედაჩემს მესიჯი გავუგზავნე და ვუთხარი ქეთისთან მივდივარ-მეთქი, სინამდვილეში კი ლილეს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე. ისიც ათ წუთში ჩემს სკოლასთან იყო. მის მანქანაში ჩავჯექი და მივესალმე. -დილით ცუდ ხასიათზე გამოხვედი სახლიდან. არ მეტყვი რა მოხდა? -არ მინდა ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ დედაჩემი გაბრაზდა რომ არ ვუთხარი სხვაგან რომ ვრჩებოდი. -მან იცის ჩემთან რომ იყავი? -არა, რა თქმა უნდა. -იმასაც ვერ გაიგებს დღესაც ჩემთან რომ დარჩები? -არ არსებობს არ გამიშვებს არსად. -უნდა თხოვო, რადგან მე მინდა რომ ჩემთან დარჩე და ზუსტად ვიცი რომ ეს შენც გინდა. - მისი ხელი ჩემს მუხლს შეეხო, ისევ იმას აკეთებდა რასაც დილით. -ჰო, კარგი რამეს მოვიფიქრებ ოღონდ ახლა გაწიე ხელები. -ჭკვიანი გოგო. საღამომდე ქალაქში ვსეირნობდით, საღამოს კი რომელიღაც ბარში შევედით. ლილე იქ ყველას იცნობდა, მიმტან გოგოებს რაღაც სასმელების მოტანას ავალებდა და ისინი კი გამომწვევად უღიმოდნენ. -ეს რა იყო? - გაბრაზებულმა ვუთხარი. -რას გულისხმობ? -რას და ის გოგოები რანაირად გიყურებდნენ ან შენ რატო ელაპარაკებოდი მასე? -მოიცა, მოიცა შენ რა ეჭვიანობ? -კითხვა დაგისვი ჯერ მეე. - ვეცადე მკაცრად გამომსვლოდა. -პასუხს მივიღებ ჯერ მეე. - მაგრამ მისი ხმა უფრო მკაცრი იყო და მზერა მკლავდა. ისე შემომხედა ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. - მიპასუხე. -კიი. -შენ რა გგონია ისეთ ბარში წაგიყვანდი სადაც ნაშები მყავს და იმას გაყურებინებდი როგორ ვკერავ მაგათ? აზრზე ხარ რას ამბობ? თავიდან ამოიგდე ეგ აზრი საერთოდ და ამათზე ნუ ფიქრობ. ვერცერთი შენთან ახლოსაც ვერ მოვა გაიგე? -ჰო. ორი საათის შემდეგ უკვე გვიანი იყო და ვთხოვე სახლში წავსულიყავით. მანაც ანგარიში გაასწორა მიმტანთან და ავდექით მაგიდიდან. ხელი გადამხვია, თავისთან ახლოს მიმიზიდა. ამ დროს იმ გოგოს მზერა დავინახე ისე გვიყურებდა თითქოს ჩემი დახრჩობა უნდაო და ამიტომ მე ლილეს უფრო მეტად მივეკარი და მანაც შუბლზე მაკოცა. გარეთ რომ გამოვედით საკმაოდ ბნელოდა, მხოლოდ აქა-იქ მდგარი ლამპიონები ანათებდა ქუჩას. ჩვენი ფეხით მივსეირნობდით მისი სახლისკენ ასე ჩახუტებულები. სახლში შუქი არ ენთო. ყველას ეძინა ალბათ. ჩვენ ჩუმად შევედით და პირდაპირ ლილეს ოთახისკენ წავედით. ლილეს მალევე დაეძინა, ნასვამი იყო და ძილში ლაპარაკობდა რაღაცეებს. უკნიდან მეხუტებოდა და რაღაც სიტყვებს ამბობდა კარგად ვერ ვარჩევდი. „ნენსი, გგრძნობ“ - აი ამის მსგავს რაღაცას ამბობდა. მეც მისკენ გადავბრუნდი და ვაკოცე. დილით რომ გამეღვიძა ჩემს წინ ლილეს ნაცვლად სხვა რაღაც დამხვდა. ყუთი იყო წითელი ლენტით შეფუთული და საჰაერო ჰქონდა ამოჭრილი. სწრაფად გავხსენი და შიგ ნაცრისფერი უსაყვარლესი ფუმფულა ფისო იყო. ამაზე უკეთეს საჩუქარს მართლა ვერ მოიფიქრებდა. უზომოდ გამიხარდა, თან რაც არ უნდა ყოფილიყო ეს მისი ნაჩუქარი იყო და ძალიან გამიხარდა. ფისო ამოვიყვანე ყუთიდან და ჩავიხუტე. თეთრი დიდი ზედა მეცვა შავი ზოლებით და ფისო ზედ დავისვი. მას ვეთამაშებოდი, გადმოვბრუნდი და ლილე დავინახე. -რითი დავიმსახურე? - ვკითხე მას გაღიმებულმა. -იმითი, რომ ჩემს გვერდით ხარ. -კარგიი, მაშინ მადლობა ამ მშვენიერი არსების ჩუქებისთვის. -შენზე მშვენიერი არსება მაინც ვერ იქნებ როგორც არ უნდა მოინდომოს. ლილე ჩემსკენ წამოვიდა საკოცნელად, მაგრამ ამ დროს ტელეფონმა დამირეკა. არ მინდოდა ვინმეს ეს მომენტი გაეფუჭებინა, მაგრამ უნდა ამეღო იქნებ დედა რეკავდა. ტელეფონს დავხედე და ლეო იყო. -გისმენთ? -სად ხარ? -შენ რა გინდა? -მე რა მინდა? აბა შენ ნორმალურად ეხლა.სად ხარ მეთქი. -მეგობართან. -ვინ მეგობართან. -ლეო რა გინდა? -საქმე მაქვს და რო გეკითხები მიპასუხე რაა. ესეიგი მნიშვნელვანია და უნდა გამცე პასუხი. -შენ არ იცნობ. -რა ქვია. -არ არის შენი საქმე. -ნუ მაღიზიანებ ნენსი მიპასუხე მალე. -ლილე. სახელი რომ ვუთხარი მერე დაკიდა ყურმილი. და საერთოდ მაგას ვინ კითხავს მე სად ვიქნები და რატომ. ლეო ჩემი ძმის ძმაკაცია. უფრო სწორად იყო, რადგან ჩემი ძმა გარდაიცვალა და ლეო ფიქრობს რომ ახლა მან უნდა გამიწიოს ძმის მაგივრობა. შეიძლება სიყვარულით აკეთებს ამ ყვეკაფერს მაგრამ ჩემს პირად ცხოვრებაში ზედმეტად ერევა უკვე და ეს არ მომწონს. ლეო „შავი“ ტიპია და ბაბულიკა. სკოლაში ყველა გოგო მაგაზე გიჟდება. ალბათ მე რომ ძმასავით მყავს იმიტომ ვერ ვამჩვევ მასში რასაც სხვები ხედავენ. -ვინ იყო? -ჩემი მეგობარი. -ვინ არის ლეო. -ახლო მეგობარია. ძმასავით მყავს. რაც ჩემი ძმა გარდაიცვალა მას შემდეგ სულ ეს მიცავს ყველასგან და ყველაფრისგან. ხან ზედმეტი მოსდის ხოლმე და ნერვები მეშლება, მაგრამ ცუდი არაფერი იფიქრო როგორც და-ძმა ისე ვართ. კიდევ რაღაც უნდა ეთქვა პირი გააღო სათქმელის მოსათავებლად, მაგრამ კარზე დააკაკუნეს. -ლილე, გამო ვჭამოთ. -კაგა არ მცალია. -შენ საჭმელად არ გცალია? გაგედო ძმაო? რა ხდება. -დაახვიე რა. ლილეს ძმამ კარი შემოხსნა და შემოვიდა. მე რომ ამ ფორმაში დამინახა საწოლზე და ლილე ჩემთან ასე ახლოს სიცილი აუტყდა. -აუდე ეხლა აქედან მალე. -კაი კაი და ეს ლამაზმანი ვინაა? -დროზე აუდე ჩამოვალთ და გეტყვი. კაგა სიცილით გავიდა ოთახიდან ლილემ კი ღიმილით გააცილა ის. -არ ჩაიცმევ? -ეს ვინ იყო? -ჩემი ძმა. -ვა, მაგარია. გამაცნო უნდა ? -ხო, ჩაიცვი ჩავიდეთ და გაგაცნობ. მშობლები სამსახურში არიან ნუ მოგერიდება. -კაი. მე ფისო საწოლზე დავსვი და სპორტული შარვლის მოსაძებნად გავეშურე. -ისე, ფისოს რა დავარქვათ? -რავი, ზეპი. -რა პონტში? -ლედ ზეპელინის პონტში. - რას სულელობ მოიცა რაა ლილე. მაგას კუკა სჯობს. -რა კუკა ბანალურია. ჰელპი დავარქვათ და მოფერებით ჰელს დავუძახებთ ხოლმე. -ჰელ როგორც ჯოჯოხეთი? -ხო. -ვერ ხარ შენ ცოტა ხო იცი. -ჰოო ვიცი ჩემო პატარა. - ლილე უკნიდან ჩამეხუტა სანამ შარვალს ვიცმევდი და ხელში მაკოცა. მე მისი ხელებიდან თავი დავიხსენი, ვიცინოდი. -კაი კაი ჯანდაბას შენი თავი ჰელპი დავარქვათ, ოღონდ ჰელი არ დაუძახო. -არის სერ. - ჯარისკაცივით ხელი ჯერ შუბლზე მიიდო შემდეგ კი მოიქნია და ჩამოუშვა. ჯინორიას (ლილეს )მესიჯი მოუვიდა. მან გახსნა და ნელ-ნელა სახე ეცვლებოდა. -რამე მოხდა? -არაფერი. წამო დაბლა ჩავიდეთ კაი? -არ წამაკითხებ მესიჯს? -არაფერიათქო ისეთი. - ოდნავ მკაცრად გამოუვიდა, თვალები ამიწყლიანდა და თავი ჩავხარე . - კაი, მაპატიე არ მინდოდა უბრალოდ პრობლემებს ისე მოვაგვარებ რომ შენ არ შეგეხოს ისინი და არაა საჭირო რომ ყველაფერი იცოდე. კაი პატარავ? -კაი. - თავჩაღუნული დავეთანხმე მას. ხელი გადამხვია და ოთახიდან ასე გავედით. ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა. -ეხლა არ გინდა რა მასეთები. მოდი ხასიათზე ხო მოგიხადე ბოდიში. -კაი. - გავუღიმე და ჩავეხუტე,მაგრამ მაინც მაინტერესებდა ვინ ან რა მოწერა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.