შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სვანი (სრულად)


17-08-2015, 21:02
ავტორი Keke27
ნანახია 93 126

- შენ, იცი, დიდი ილია ჭავჭავაძე თავის თანამემაულეებს რას ურჩევდა ხოლმე?...
- ...
- ჰო რა თქმა უნდა არ იცი.. რას და "თუ საქართველო ცოტათი მაინც გიყვარს,სვანეთში აუცილებლად უნდა წახვიდეო"...
- ....
- რა მერე გოგო, სვანეთში მივდივართ! - ვუთხარი გადაწყვეტილი ტონით ჩემს მეგობარ ლიკას ყურმილში,რომელსაც ვერ გაეგო რა "ბზიკმა მიკბინა" , - გამოდით დღეს ჩემთან და დავაწყოთ გეგმები სვანეთის დასალაშქრად.

დილიდანვე ამეკვიატა აზრი და სურვილი სვანეთში ტურის მოწყობის.შევაგროვე ინფორმაცია და ჩემი სურვილის სისრულეში მოყვანას შევუდექი.
22 წლის ვარ და სვანეთი ნანახი არ მაქვს სურათების გარდა. სირცხვილიცაა ეს ქართველისთვის,თან ბოლოსდაბოლოს ჩემი დიდი ბებია,დედის მხრიდან სვანი მყავდა და მის საპატივცემულოდ დამარქვა დედამ დინა. ამ მოსაზრებით ვამართლებდი ჩემი სვანეთში მოგზაურობის სურვილს.მეგობრებიც ავიყოლიე,დავიყოლიე და დავითანხმე კიდეც.სხვანაირად არც შიძლებოდა, უბრალოდ იმდენად ბუზღუნა ვარ მერე ვერ გამიძლებდნენ, იმდენს ვიწუწუნებდი,ბოლოს თავის ფეხით წამიყვანდენენ მაინც.
გავაცანი ჩემით შედგენილი მარშუტი; მესტია - უშგული.
- მესტიაში მოვინახულებთ მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და ლეგენდარული ქართველი ალპინისტის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს, დავათვალიერებთ შუა საუკუნეების სვანურ კოშკებს.შემდეგ გავემართებით უშგულის მიმართულებით. ხომ იცით, უშგული ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა და საქართველოს უმაღლეს მწვერვალ შხარას ძირას მდებარეობს. აქ ვეწვევით უშგულის არქეოლოგიურ მუზეუმს. ისიც გეცოდინებათ, რომ უშგულის თემი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია... ხოოოო, საღამოს ვესტუმრებით სვანურ ოჯახს, სადაც გაგვიმასპინძლდებიან ტრადიციული სვანური კერძებით... აბა რას იტყვით? - ვკითხე ჩემს მეგობრებს რომლებივ განცვიფრებულნი მიყურებდნენ.
- გაფიცებ ყველაფერს რამდენ ხანს ამზადებდი ამას?- მკითხა ვატომ სრული სერიოზულობით.
- დილით დავიწყე და აჰა. ჰა როგორია? ხომ მოდიხართ?
-კი, კი მოვდივართ აბა რა, და ის ოჯახი ვინაა? ვის უნდა მივადგეთ, არ დაგვკლან იქ. - იკითხა ნიკამ. მის ნათქვამზე ყველას გაეცინა, მაგრამ მალევე მოიღრუბლნენ.
- მართლა,მართლა ეე.. ხომ იცი სვანები როგორები არიან, რაიმე არ ეწყინოთ.- მათი პანიკური სახეების დანახვისას ნერვები მომეშალა და კოპები შევყარე.
- თუ მოდიხართ,მოდიხართ,თუ არა და მე წავალ მარტო.და რაც შეეხება ოჯახში სტუმრობას, მესტიაში არის საოჯახო სასტუმრო,შეგვიძლია გიდი ავიყვანოთ და უკეთ გაგვაცნობს სვანეთს. ჰა მოდიხართ? - ვიკითხე მკაცრად. პირველი ნიკამ ამიბა მხარი,მერე მარიმ, ლიკამ, ვატომ, გოგამ და ბოლოს, ძლივს დავითანხმეთ ელენე.
- 2 დღეში გავდივართ, მე ჩემი მანქანით და ნიკა შენ შენი მანქანით წამოდი. - გადავწყვიტე იქვე და ერთხმად დამთანხმდნენ ყველანი.
ჩემი სურვილი და გადაწყვეტილება ჩემს მშობლებს გავაცანი. გაეხარდათ. "ზღვაზე ტიტლიკანა ტანტალს, სვანეთში სუფთა ჰაერზე ყოფნა არ სჯობს?! " გამოთქვა მამამ თავის აზრი.დედაც დაეთანხმა.

2 დღის შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები სვანეთისკენ მხიარულად და სიმღერ-სიმღერით მივდიოდით. გზად ზუგდიდში გავიარეთ,არ გვოქნდა დაგეგმილი, მაგრამ -"დადიანების სახლმუზეუმი არ ვნახოთ?"- მეგრული კილოთი დაგვისვა შეკითხვა გოგამ. ძალიან ლამაზია იქაურობა. ილია ჭავჭავაძე ამბობს: "სამეგრელოში მიველ და საქართველო ვიხილე".. ამაღლებული განწყობა გვქონდა ყველას.კიდევ გვინდოდა დარჩენა, მაგრამ სვანეთი გველოდა და ამიტომ ვჩქარობდით.
აი სვანეთის სილამაზეს კი ენით ვერ აღვწერ როგორია. საოცრებაა. სოფელ ლატალაში მივედით,უძველესი ეკლესია ვნახეთ,რომელიც მე-10 მე-11 საუკუნის ფრესკებით თარიღდება. იქაური ჰაერის სუნთქვით ვერ ვკმაყოფილდებოდი და რაც შეიძლება ღრმად ვსუნთქავდი,მინდოდა ბოლომდე გახვეულიყო ჩემი ფილტვები სვანეთის სურნელით.
- წავიდეთ რაა.. მივიდეთ იმ ოჯახში დავლაგდეთ და მერე გამოვიდეთ ისევ, - დაღლილი ხმით გვითხრა მარიმ. მართლაც და ყველანი დაღლილები ვიყავით. თბილისიდან მესტიამდე მგზავრობა ხუმრობა საქმე როდია. ყველამ ერთხმად დავეთანხმედ და საოჯახო სასტუმროსკენ წავედით. მასპინძელი დიდი ფუსფუსით შემოგვეგება. 2 ოთახი გამოგვიყო. ერთში ბიჭები დაბინავდნენ,მეორეში ჩვენ, გოგოები.
სანამ ამოვბარგდით მოსაღამოვდა კიდეც. ღამისთევა გვქონდა გადაწყვეტილი.თბილი ტანსაცმელი ჩავიცვით და ეზოში გავედით. დიასახლისს კოცონის დანთების უფლება ვთხოვეთ,დაგვთანხმდა. ძალიან თბილი და მზრუნველი იყო ჩვენი დიასახლისი, გვთხოვა: " ქალბატონო არა,ნელი დეიდა დამიძახეთ" - ო.
- ვახშამს მოგიმზადებთ ბავშვებო.- დაგვპირდა ნელი.
- ნელი დეიდა, გიდი გვჭირდება,შეგიძლია დაგვეხმარო? - ვუთხარი მე.
- კი შვილო, კი. - დაგვპირდა და წავიდა. ჩვენ კოცონი ავაგიზგიზეთ და ირგვლივ შემოვუსხედით. ხის გადაჭრილ მორებზე მოვკალათდით.
- აბა როგორია? ხომ მაგარია აქაურობა? - ვიკითხე ეიმფორიაში მყოფმა.
- აუ კიი ძააან მაგარია.დიინ, მაგარი ხარ რაა. - გოგაც ჩემს დღეში იყო.
- დინა რომ არა, ამ სილამაზეს და ბედნიერებას ვერც ვეზიარებოდით.- აჰყვა ლიკა. მოკლედ ყველანი ძალიან კმაყოფილი ვიყავით იქაურობით. მოვწყდით ყველაფერს. ქალაქის ხმაურისგან შორს ვიყავით და თავისუფლად ვსუნთქავდით. გავთშიშეთ მობილური ტელეფონები. ლეპტოპები არ წამოგვიღია რა თქმა უნდა. მინდოდა მთის ცხოვრებით მეცხოვრა ეს ერთი კვირა. გამეკეთებინა იგივე საქმე რასაც მთაში ქალები აკეთებდნენ.
- საღამო მშვიდობისა.- ჩვენს წინ მაღალი,ჩაფსკვნილი,ფართე მხარ-ბეჭიანი,მკაცრი, ცისფერ თვალებიანი,ცოტა სქელტუჩებიანი და ოდნავ კეხიანი ცხირით სვანი იდგა. სვანური ქუდით და სვანური გამოხედვით. "ეუჰ" გავიფიქრე უცებ.
- საღამო მშვიდობის.- მივესალმეთ ყველამ მოსულს.
- მე მაქსიმე ქალდანი ვარ,თქვენი გიდი. - თქვა ომახიანი ხმით და თვალი მოგვავლო იქ მყოფთ. მისი თვალების ბრიალი სხვანაირად მოხვდა გულს, შევტოკდი უცებ.
- ძალიან კარგი.მე ნიკა ვარ.
- მე გოგა..
- მე ვატო..
- ელენე..
- მარი..
- დინა..
- ლიკა..- ყველას სათითაოდ ჩამოგვიარა ჩვენმა სვანმა და ჩამოგვართვა ხელი. რატომღაც ჩემი სახელი რომ ვახსენე მზერა შეაჩერა ჩემზე და ლიკას რომ ეცნობოდა ჩემკენ იყურებოდა. იქვე ხის მორზე ჩამოჯდა ბიჭებს გადახედა და ჰკითხა;
- აბა როგორია,მოგწონთ აქაურობა?
- აუ კი, ძაან თან.- თითქმის ყველამ ერთად ვუპასუხეთ.
- მაშინ მე ვეცდები უკეთ გაგაცნოთ აქაურობა და მისი ადათ წესები.- ხმა ჰქონდაა რაღაც საოცრება,ხავერდოვანი,მამაკაცური და სვანური აქცენტი დასდევდა მის საუბარს, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო. ყოველშემთხვეხაში ჩემთვის ასე იყო. ყველანი სმენად ვიქეცით, გავისუსეთ და მივაჩერდით ჩვენს სიმპატიურ გიდს.....

***

- მოდით, ჯერ სვანურ ენას გაგაცნობთ,- დაიწყო გიდმა დინჯად საუბარი, - სვანური ენა ქართველური ენების ჯგუფს მიეკუთვნება და საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხის მშობლიური ენაა. სვანურად დაახლოებით 30.000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია...
- აუ სვანურად გვასწავლე რამოდენიმე სიტყვა, შეიძლება? - შეაწყვეტინა თხრობა ელენემ და უფრო მონდომებით და სინაზით მიაჩერდა ახალგაზრდა სვანს. "როგორც სჩანს მარტო მე არ შემიმჩნევია ეს ბიჭი" გავიფიქრე უცებ.
- სიამოვნებით,- თქვა მაქსიმემ და გაუღიმა.
სახელმა მაქსიმემ დამაინტერესა.
- დაიცა, მე უნდა ჩავიწერო, ახლავე დავბრუნდები. - წამოხტა მარი და სახლისკენ გაიქცა.
- ძაან დღეში არიან ესენი. - გადმომილაპარაკა ჩუმი სიცილით ლიკამ. მეც გამეცინა. არადა არანაკლებ დღეში ვიყავი მე,მაგრამ ხომ არ გამოვხატავდი.
სიჩუმე ჩამოწვა,მხოლოდ შეშის ტკაცუნის ხმა ისმოდა.
- მაქსიმე რატომ გქვია? - უცებ ვკითხე და, ამ სიჩუმეში ისე ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი, ყველამ მე შემომხედა. შემრცხვა ძალიან,ლოყები ამიხურდა.
- მაქსიმე ბებიამ დამარქვა. ღირსი მაქსიმე აღმსარებლის გამო.-მიპასუხა ღიმილით. დავდნი,მაგრამ ეს შინაგანად.
- აა..- მხოლოდ ეს ვთქვი.
- თქვენ რატომ გქვიათ დინა?- შემომიბრუნა კითხვა.თან "თქვენ"- ო.
- მე დედამ დამარქვა. ჩემს დიდ ბებოს ერქვა,სხვათაშორის სვანი იყო. - სიამაყით ვაცნობე ბებიის სვანობა.
- ახლა გასაგებია... დინა ბიბლიური სახელია და სვანურად ქალიშვილს, გოგოს ნიშნავს. - ამიხსნა გიდმა.
- უი ეგ არ ვიცოდი.- მართლა არ ვიცოდი.
მარიც მოვიდა უბის წიგნაკით და კალმით ხელში.
- დავიწყოთ? - ისევ ღიმილით იკითხა გიდმა. "რა ღიმილიანი სვანია ეს?!" გავიფიქრე ჩემთვის.დავიწყოთო დაუქნიეს თავები ელენემ და მარიმ. ბიჭები ჩუმად ისხდნენ. ეტყობოდათ დაღლილებს ძილი ერეოდათ. - ესე იგი ვიწყებთ მისალმებით. გამარჯობა - ხოჩა ლადეღ.
- ვაიმე რაა? - ვერ გაიგო ელენემ.
- ხოჩა დალეღ-ო გოგო, - სიცილით უთხრა ვატომ.
- ხოჩა დალეღ.- გაიმეორა ენის მტვრევით ელენემ.
- კი ეგრეა,- დაეთანხმა მაქსიმე,- ახლა ვისწაავლოთ; როგორ ხართ? - მაგვარდ ხარიდ? ცოტა რთული სასწავლი კი არის,მაგრამ თუ გაინტერესებს ადვილად ისწავლი.
- არა არა,არ გაგვიჭირდება.- გაინაზა მარი. მე და ლიკამ ისევ მალული ღიმილით გადავხედეთ ერთმანეთს.
- ძალიან კარგი. მაშინ კიდევ ერთი სიტყვა ჩაიწერეთ მადლობა-მახვმარ. - გონებაში ვიმეორებდი ამ სვანურ სიტყვებს და ვცდილობდი დამემახსოვრებინა. ნელი დეიდა მოვიდა კოცონთან. ვახშამი გაემზადებინა და გვაცნობა. წამოვიშალეთ ყველანი,ძალიან გვშიოდა. ისეთი გემრიელი სურნელი ტრიალებდა სახლში ლამის შევწუხდი. ვეღარ ვითმენდით უკვე. როგორც იქნა შემოვუსხედით მაგიდას. პირველი რაც მაინტერესებდა და გადავიღე საჭმელად თეფშზე, იყო კუბდარი. ძალიან გემრიელი იყო. ნელის მზარეულობა არ დაიწუნებოდა.მე გურმანი ვარ. ერთგვარი ჰობია ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი და ექსპერიმენტების ტარება,რა თქმა უნდა წარმატებულად დამისრულებია ბევრი ცდა და საყოველთაო აღიარება მოუპოვებია ჩემს ექსპერიმენტებს ოჯახში.
დიასახლისს მადლობა გადავუხადეთ და მაგიდის ალაგებაში დავეხმარეთ. ბიჭები გიდთან ერთად კოცონთან მივიდნენ. თეფშები დავრეცხეთ,დავგავით,მივალაგეთ-მოვალაგეთ და ნელის კუბდარის რეცეპტის ჩაწერა ვთხოვე. დამპირდა ჩაგაწერინებ და ხვალ გამოცხობაში დამეხმარე უფრო ისწავლიო. მშვიდი ძილი ვუსურვეთ და ჩვენც კოცონისკენ გავემართეთ. ბიჭები საუბრობდნენ. ნიკა ფეხზე იდგა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა, რაღაცას ემოციურად ყვებოდა. ლიკას დანახვაზე საუბარი შეანელა, მერე ხელები გამოთიშა და ბოლოს ჩუმათ. დაჯდა.
- ვიღაცას გადასცდა! - ვთქვი ხმამაღლა და გამეცინა, ნიკას გარდა ვერავინ მიმიხვდა ვის რა გადასცდა. მასაც გაეცინა და თვალი ჩამიკრა.
- რას ბოდიალობ გოგო, რა გადსცდა ვის გადასცდა? - მიჩქმიტა ბეჭზე ლიკამ.
- არაფერი არა. - ავარიდე პასუხს თავი,- ბატონო მაქსიმე - მივმართე გიდს მათელი ოფიციალურობით და თან ხის გადაჭრილ მორზე ჩამოვჯექი. ჩემს წინ კოცონის მეორე მხარეს იჯდა და საკმაოდ კარგად ვხედავდით ერთმანეთს. ინტერესის თვალები მომაპყრო. დავიბენი დამავიწყდა რაც უნდა მეკითხა. ძლივს, წამებში დავალაგე სათქმელი გონებაში და ვკითხე - გამიგია,რომ სვანებმა, და საერთოდ, მთაში განსაკუთრებული გლოვა იციან. განსაკუთრებულად მიაგებენ პატივს მიცვალებულს თურმე, შეგიძლია უფრო კონკრეტულად აგვიხსნათ რაში გამოიხატება ეს განსხვავებულობა? - საიდაან ასეთი კითხვა. ღმერთო ჩემო, საიდან მომივიდა. ჩემი შინაგანი ხმა ისე დამცინოდა ჩემსავე კითხვაზე ლამის ხმამაღლა ვიყვირე "მოკეტე"..
- ვაიმე დინა, ამ შუაღამით რა მიცვალებულები მოგინდა, კაი რაა. მე მეშინია.- შეწუხდა ელენე.
- ოო მაიცა რაა.. შუა ღამით აქვს მუღამი მიცვალებულებზე საუბარს.- გაიკრიჭა გოგა.
- კარგით! რადგან გაინტერესებთ გეტყვით.- თქვა მაქსიმემ თან ისე, რომ თვალი არ მოუცილებია ჩემთვის,ვერ ვხვდებოდი რას მეუბნებოდნენ მისი თვალები.ლურჯად ანათებდნენ და სადღაც ჩემს გულის კუნჭულს მკაფიოდ წვდებოდა ეს ნათება. - მართალია, განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ სვანეთში გარდაცვლილებს. ჩვენში ღრმად სწამთ, რომ სული, ხორცთან განშორების შემდეგ განაგრძობს არსებობას, რომ ამქვეყნად მყოფებმა ისინი ყოველთვის უნდა გაიხსენონ და პატივი სცენ. სულთა მოხსენიების დღეებში ყველა ოჯახი სახელდახელოდ ემზადება, ამზადებენ საუკეთესო და მრავალფეროვან კერძებს, რადგან სჯერათ, რომ თუ სახლში სტუმრად მოსულ ოჯახის გარდაცვლილთა სულებს, არ გაუმასპინძლდნენ საკადრისად, იქ საუფლოში კუთხეში ღარიბულ სუფრას უსხედანო, ხოლო სხვები მდიდრულს. ამიტომ ყველა ცდილობს ნაწყენი არ გაუშვან საუფლოში თავიანთ ახლობელთა სულები.
ფარის თემში და ზოგადად სვანეთში, თავისებურებით გამოირჩევა შობის დღესასწაული,შობა ღამეს ოჯახი ამზადებს საკურთხს სულებისათვის, აუცილებელია კორკოტი სუფრაზე, აცხობენ ლობიანებს, ამზადებენ სხვადასხვა სამარხო კერძებს. ითვლება, რომ ამ ღამეს ოჯახის გარდაცვლილთა სულები სახლში მოდიან სტუმრად. დიასახლისი გაშლის სუფრას, სკამებს გამოწევს, სულთა დასაჯდომად, კარს გაღებს, თვითონ მაგიდასთან ჩაცუცქდება და სულებს სთხოვს დაიფარონ ოჯახი ყოველგვარი ცუდისა და ბოროტისაგან, მიიღონ ის რაც მათთვის მომზადდა და ოჯახს ყოველივე კარგი დაავანონ, ხოლო მამკაცი ამ დროს ფეხზე დგას და ჭიქა არყით შეუნდობს, სთხოვს ოჯახის მფარველობას. სულები ოჯახში სამი დღე რჩებიან,სამი დღის განმავლობაში დიასახლისი ზრუნავს სულების პატივისცემაზე,ოჯახი ცდილობს მშვიდად და უხმაურდ იყოს ,რათა არ დააფრთხონ სულები. მესამე დღეს სულები მიდიან თავიანთ საუფლოში სათათბიროდ ანუ ლალხორთე. აქ წყვეტენ ოჯახის ავ-კარგს,საღამო ჟამს უკან ბრუნდებიან და მათ დიასახლისი ახვედრებს ცხელ ფაფას ან ღომს, რომელსაც ასდის ოხშივარი, ეს აუცილებელია რადგანაც ითვლება, რომ სულები გათოშილები მოდიან და თბილი კერძი მადლია მათთვის. იმ ღამეს სუფრა მთელი ღამე გაშლილია, დიასახლისმა ღამის განმავლობაში სამჯერ უნდა წაუქციოს ჭიქა. გამთენიისას დიასახლისი გააცილებს სულებს, ის სთხოვს სულებს კარგი ფეხი დაუტოვონ ოჯახს, მშვიდობა და სიკეთე დააბედონ და კარს უღებს და მაგიდიდან კარამდე არაყს უქცევს, თითქოს გზას უჩვენებს. ზოგჯერ ეს დღეები მოკლდება და სამ დღეს გრძელდება, ამ მოვლენას ხორკობს უწოდებენ და თვლიან, რომ ეს წელი ნაკლებად მოსავლიანი იქნება. ამდენად,სვანურ რეალობაში ეს უცნაური,თითქოს მითოსური ჩვეულებები ჯერ კიდევ არსებობს და ის სვანი კაცის კულტურის ნაწილია.- ვუსმენდით შიშით და ინეტრესით გასუსულები, დაძაბულებიც. ალბათ რაიმე ოდნავი გაფაჩუნება და ნერვები გვიმტყუნებდა ისე დავიძაბეთ სულებზე საუბრის მოსმენისას. გაფაჩუნება არა მაგრამ ვატომ იმხელა იყვირა "უეეე" ამ სიჩუმეში და შიშში,ინსტიქტურად კივილი აღმოგვხვდა გოგოებს.
- ოჰ რა დეგენერატი ხარ რაა.- გამოვლანძღე ვატო და ამეტირა მოულოდნელი შიშისგან.
- ხო რა მართლა.- დამეთანხმა ელენეც ვატოს დეგენერატობაში.- ხომ გითხარი არ გვინდა ამ თემაზე საუბარითქო,-,მომიბრუნდა მერე მე.- ვაიმე როგორ შემეშინდა.- გულზე ხელს იდებდა ელენე და თავს იმშვიდებდა. მე ცრემლები დაუკითხავად მდიოდა. მუხლების კანკალიც აყვა, აი რომ შეგცივდება ისე.
- კაი რა დამშვიდდი.- სიცილით მომიახლოვდა ვატო,- არ მეგონა ასე თუ შეგაშინებდი.
- კარგი ხო, გადამივლის, უბრალოდ უცებ ძალიან შემეშინდა. - ვუთხარი და ცრემლები მოვიწმინდე.
- წყალს მოგიტან ახლავე.- წამოდგა მაქსიმე...

***

- წყალს მოგიტან ახლავე. - წამოდგა მაქსიმე და მალევე მომიტანა ბოთლით წყალი .- უყურე, შეშინებულზე წყლის დალევას თავისი წესი აქვს,- მითხრა ღიმილით, მერე ბოთლი გახსნა და მომაწოდა. გამოვართვი. ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. სასიამოვნოდ დამიარა ტანში სითბომ. უნებლიედ თვალებში შევხედე და, მისი მზერა დავიჭირე აი ზუსტად ისეთი როგორიც მე მქონდა იმ წამს. - სამჯერ უნდა მოსვა, ჯერ ერთი ყლუპი გადაყლაპე, მერე მეორე და მერე მესამე.- დამარიგა. "რა საყვარელია" მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. დავმშვიდდი წყლის თუ მისი შეხების წყალობით. ყველანი თავიანთ ადგილებს დაუბრუნდა.
- ერთი იდეა მაქვს,- წამოდგა ნიკა,- მოდით ყველამ ჩვენ ჩვენი საყვარელი ლექსი ვთქვათ.
- კარგია,მომწონს.- დაეთანხმა პირველი ლიკა. მეც მოვუწონე იდეა და დანარჩენებმაც. გოგამ ვიდეო კამერა ამოიღო ჯიბიდან და გადაღება დაიწყო.
- ვატო დაიწყე! - გამორჩეულად მომწონდა ვატოს წაკითხული "რაც უფრო შორს ხარ".
- რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა
და სიყვარულის დღესასწაული. - ვატო რომ მორჩა ლექსის თქმას რამოდენიმე წამით სიჩუმე იყო,იმდენად მოგვეწონა მისი წაკითხული. მერე ყველამ ერთხმად ტაში შემოვკარით.
- ახლა ნიკას ჯერია. - ვთქვი მე.
- შენ ბევრს რომ ლაპარაკობ ჩემს შემდეგ შენ იქნები, - მითხრა ნიკუშამ ღიმილით. და დაიწყო,თან ლიკაზე თვალის შევლება არ დავიწყებია, - მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
შენ კი ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე ლამაზ
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...- დაასრულა ნიკუშამ მთელი გრძნობა ჩაქსოვილი ლექსის კითხვა და ყველამ ერთად "ბრავოს" ძახილით მივაგებეთ აპლოტისმენტები მომავალ მსახიობს.- ახლა შენი ჯერია,ქალბატონო დინა.- მომიბრუნდა მე.
- მე ლექსი რომ არ წავიკითხო და მხოლოდ გიმღეროთ, არა?!-საცოდავად დავმანჭე სახე.
- კი ბატონო იყოს სიმღერა. - ერთხმად დამეთანხმა ვატოც და ნიკა. ავდექი და მანქანის საბარგულიდან ჩემი გიტარა ამოვიღე, სიმები მოვსინჯე და სამღერად მოვემზადე. მაქსიმესკენ გამეპარა თვალი მაინც, რა მოუსვენარი ვარ, მიყურებდა ისევ ანთებული ლურჯი თვალებით.
- გოგოებო ამყევით, თქვენც გადარჩებით ლექსის წაკითხვას.-გადავულაპარაკე გოგოებს და გიტარის სიმებს ხელის ჩამოსმით მივეალერზე. ბავშვობიდან ვუკრავ, მამამ მასწავლა დაკვრა და სიმღერა. "ვერხვის ფოთოლთა" დავიწყე და სამი ხმაც ამყვა, კარგადაც გამოგვდიოდა სიმღერა და სასიამოვნო მოსასმენი იყო შესაბამისად. ბიჭები გატრუნულები გვისმენდნენ. სიმღერა დავასრულეთ. ფეხზე მდგომი ოვაციები არ დაგვაკლეს მეგობრებმა, მაქსიმეც იდგა ფეხზე და ისე გვიკრავდა ტაშს. ჩვენ თავის დახრით ვიხდიდით მადლობას.
- ჩვენი გიდი რას შემოგვთავაზებს?- იკითხა მარიმ და მაქსიმეს გახედა.
- მე ლექსის თქმა არ გამომდის, ამიტომ თავს შევიკავებდი,-მორიდებით თქვა სვანმა.- მოსმენა კი კარგად გამომდის,ამიტომ მირჩევნია გისმინოთ.- დაამატა ღიმილით.
- კარგი,მაშინ ჩვენ ვიმღერებთ ისევ,- გვერდით გოგა მომიჯდა კამერით და მთხოვა გვემღერა მისი საყვარელი სიმღერა "Eric Clapton-ის - Tears in Heaven". ვმღეროდით მთელი გრძნობით და ვაღვიძებდით ღამის სიმშვიდეს. ისევ ოვაციები.
მოკლედ ძალიან ბედნიერები ვიყავით სვანეთში ყოფნით და იმ წუთებით. იქ ცაც კი სხვანაირი იყო. მოკრიალებული და ვარსკვლავებით მოჭედილი.
შეგვცივდა. უკვე კოცონიც ვერ გვათბობდა დილის 4საათი დაიწყო. ერთიანად გამოვთქვით სურვილი, რომ დასაძინებლად წავსულიყავით. დილისთვის დავიბარეთ ჩვენი გიდი, უნდა მოგვატაროს და დაგვათვალიერებინოს სოფლები. კოცონის ჩაქრობაში დაგვეხმარა,ძილი ნებისა გვისურვა და წავიდა. ჩვენც ჩენი ოთახებისკენ გავემართედ სიცივისგან აბუზულებმა.
უკან მოვიხედე უფრო სწორად რაღაც ძალამ მომახედა კიბეებზე ასვლისას,ღამის სიბნელეში მაქსიმეს სხეულის კონტურები კარგად გავარჩიე,იდგა და მიყურებდა...
ცივად შევბრუნდი და კიბეებს ავუყევი. გულში გამეღიმა,მესიამოვნა მისი ეს საქციელი.

ასე მშვიდად და გემრიელად ბოლოს როდის მეძინა არ მახსოვს.
დილით მამლის ყივილმა გამაღვიძა.სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.არა,არის რაღაც სოფელში და მთაში ისეთი რაც მიზიდავს და ჩემშია. გოგონებს გადავხედე, ყველას ეძინა. საათი დილის 7:28 წუთს უჩვენებდა. მზის ამოსვლას ვერ დავესწარი, გული დამწყდა. მაინტერესებდა დილით ამომავალი სვანეთის მზე როგორი იყო. ჩემი ინტერესის დაკმაყოფილება მეორე დღისთვის გადავდე.
ავდექი, ჩავიცვი, პირსახოცი გადავიდე ხელზე და დაბლა ჩავედი. მეგობრები არ გამიღვიძებია, დამენანა ისე ტკბილად ეძინათ.
ნელი ფუსფუსებდა თავისებურად.
- ხოჩა ლადეღ.- გამარჯობა ვუთხარი სვანურად და გამეღიმა. გამეღიმა უფრო ჩემს თავზე რომ დამამახსოვრდა წუხანდელი სწავლება იოლად. ნელიმაც გამიღიმა, შემიქო სვანური.
პირი დავიბანე სპეციალურად ეზოს ონკანის წყალში, ცივი იყო, ცივზე უარესი, გაყინული. მესიამოვნა,თითქოს კანმა სუნთქვა დაიწყო ისეთი შეგრძნება დამეუფლა. დილის სვანური ჰაერი ღრმად და ხარბად შევისუნთქე და სახლში შევედი დიასახლისთან.
- დაჯექი შვილო,საუზმეს გაგიმზადებ ახლავე. ხაჭაპურებს ვაცხობ, უგემრიელესია. - შეაქო ნელიმ მისი სვანური ხაჭაპური.
- არა, მე დილით ვერ ვჭამ საჭმელს და ჩემთვის ნუ შეწუხდები ნელი დეიდა. მოგეხმარები რაიმეს გაკეთებაში, ძალიან მინდა აქაური ცხოვრებით ვიცხოვრო ეს 1 კვირა, და ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. - ღიმილით ვუთხარი დიასახლისს,რომელიც ასევე ღიმილით და სითბოთი მიყურებდა.
- ქალაქელი გოგო და ასე მონდომებული სოფლის საქმეებზე,თუნდაც სახალისოდ, მე პირველად ვხედავ.- მითხრა თუ თავისთვის ჩაილაპარაკა ჩემმა დიასახლისმა და წინსაფარი მომიტანა. გავიკეთე და საქმეც მომიჩინა.- ყველი, ცომი გამზადებულია, შენ შეახვიე და ღუმელში შედე გამოსაცხობად მხოლოდ ეს გევალება, მეტი არაფერი .მე გარეთ გავალ საქონელს მივხედავ. ხომ შეგიძლია რომ გააკეთო ეს? - მკითხა ნელიმ.
- კი, კი როგორ არა.- დავარწმუნე ჩემს შესაძლებლობებში მასპინძელი.
- ძალიან კარგი. გავედი ახლა მე, ხბო უნდა დაბადოს დღე დღეზე ძროხამ და ხშირად სჭირდება დახედვა.
- ვაიმე პაწაწა კოჭინა გვეყოლებაა? რა კარგიაა! - წამოვიძახე აღტაცებით. ყველაფერ პატარაზე ვგიჟდები,ლეკვიდან დაწყებული ჭიაყელით დამთავრებული. გავისტუმრე ნელი ღიმილით გარეთ და ხაჭაპურების ცხობას შევუდექი.

კარი ხმაურით გაიღო,ზურგით ვიდექი კარისკენ, ხაჭაპურს ვდებდი ღუმელში და არ მომიხედავს უკან, ნელი მეგონა.
- დილა მშვიდობისა.- გამიარა,დამიარა,გამაჟრჟოლა მთელ სხეულში მისმა ხმამ. წამით გავიყინე იმავე პოზაში როგორშიც ვიყავი, უცებ გამოვერკვიე, გავიმართე და მისკენ მოვტრიალდი. "ვაიმე ეს ბიჭი ბოლოს მომიღებს" პირველი ეს გავიფიქრე. ძალიან მესიმპატიურებოდა და ზედმეტად მემამაკაცებოდა. მომწონდა დინჯი მამაკაცები,მაგრამ იშვითობა იყო ჩემი გემოვნების მამაკაცის არსებობა ჩემს ირგვლივ, თითქმის ყველანი ჩემსავით გადარეულები იყვნენ.
- დილა მშვიდობისა.- როგორც იქნა მოვიფიქრე მისალმება. წამოვხურდი სახეზე, მწვავდა მისი გამოხედვა, მისი თვალის ფერი. ცისფერი თვალები კი მინახავს, მაგრამ ასეთი ლამაზი არა. ინსტიქტურად ფქვილიანი ხელი ლოყაზე გავისვი. გაეღიმა,მეც გავუღიმე.- როგორ ბრძანდები?- ვკითხე უხერხული სიჩუმე რომ არ ჩამოვარდნილიყო.
- ჯერ ერთი 'თ'-ებით ლაპარაკი არ გვინდა, კარგი?- მკითხა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.- კარგად ვარ, მადლობა. შენ როგორ ხარ? როგორ გეძინა? - მომიბრუნა კითხვა.
- მეც კარგად ვარ დილიდანვე. ძალიან კარგად მეძინა,საოცრად რასაც ქვია, - გავუღიმე.- დაჯექი რატო დგეხარ?
- დანარჩენებს სძინავთ? ხომ უნდა გავსულიყავით დილით ადრე? მე ასე მახსოვდა.
- კი, კი უნდა გავსულიყავით, მაგრამ ისევ სძინავთ ჯერ... დილის მზე მინდოდა მენახა და მაგ დროს მეძინა, - გულდაწყვეტილი ვუთხარი.
- არაუშავს,ხვალ ნახავ. სვანეთში პირველად ხარ ხო? - მკითხა და სკამზე ჩამოჯდა. შინაგანად ავცეკვდი, ჩემთან საუბარი მოინდომა.
- კი პირველად ვარ. აქამდე არ მქონია ბედნიერება აქაურობის ნახვის.
- როგორც სჩანს ძალიან ხარ სვანეთზე შეყვარებული.
- საერთოდ ბუნება ძალიან მიყვარს.
- მთა კი ბუნების დედაა.- მითხრა სვანმა.
- კი ასეა და დარწმუნებული ვარ მომავალ წელსაც ვესტუმრებით სვანეთს. მინდოდა მეტი გამეგო მის შესახებ და ვკითხე; - გიდობის გარდა რას საქმიანობ?
- თბილისში ვსწავლობ ისტორიულზე.- რააა? თბილისშიაა?იქაც შეიძლება რომ ვნახოო,ლამის გამიგიჟდა სიხარულისგან შენაგანი ხმა. გარეგნულად კი ურეაქციოდ ვიყავი.
- აა ძალიან კარგი.
- შენ რას მოღვაწეობ?- მკითხა დინჯად.
- მე თეატრალურზე ვწავლობ,სარეჟისოროს განხრით.
- საინტერესოა. მიტომაა ასე თავისუფალი და ლაღი რომ ხარ.- გაეღიმა.
- თავისუფალი და ლაღი სულ ვიყავი, მიტომ ავირჩიე თეატრალური. - უფრო გავარკვიე ჩემს მდგომარეობაში გიდი.
- მომწონს ხელოვანი ადამიანები, - მეამა მისი ნათქვამი.
- ვაიმე ხაჭაპური. - წამოვიყვირე უცებ და ღუმელს მივვარდი. გადავრჩი არ დამწვარა. სწრაფად გამოვიღე და ახლის გამზადებას შევუდექი. მაქსიმე კი მიყურებდა,თან მიღიმოდა.- რა, რატომ იღიმი? - გაკვირვებით ვკითხე და მეც გამეღიმა. ახლოს მოვიდა მაგიდასთან, ვერ მივხვდი რა უნდოდა,ხელი ჩემსკენ გამოსწია და სახეზე ჩამომისვა მისი გრძელი თითები. დავიბენი, გავშეშდი....

***

- ფქვილით იყავი დასვრილი და მოგწმინდე, - მითხრა ღიმილით და მისი ფქვილიანი თითები ტილოთი გაიწმინდა. მოვკვდი! სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ამდენი ხანი ველაპარაკებოდი და სახეზე ფქვილით ვყოფილვარ დათხვრილი. დაბნეულად გადავუხადე მადლობა და ხაჭაპური ღუმელში შევდე.
- შენ რატომ აცხობ?
- ნელის ვეხმარები.
- თვითონ სად არის?
- საქონელთან არის, პაწაწა კოჭინა უნდა დაიბადოს მალეო.-გავიკრიჭე პატარა ბავშვივით კოჭინას ხსენებაზე, სულ გადამავიწყდა ფქვილიანი სახე.
ისევ ანთებული თვალებით მიყურებდა.
- როდის ბრუნდებით თბილისში?
- ერთ კვირაში წავალთ, მერე ზღვაზე ვაპირებთ წასვლას ბათუმში. - გავაცანი გეგმა მაქსიმეს.
- მე კიდე მთელი ზაფხული აქ მომიწევს ყოფნა. პროფესიად მექცა გიდობა.- ორივეს გაგვეღიმა.
- საინტერესოდ საუბრობ და კარგად გამოგდის კიდეც.- შევუქე პროფესიად ქცეული პროფესია სვანს.- ისე რომ გაკვირდები სვანის პირობაზე მძიმე ხასითების არ უნდა იყო, - ჩემმა ნათქვამმა ხმამაღლა გააცინა. ერთმანეთის ჯერზე მიწობილმა კბილებმა გაანათა. ძალიან უხდებოდა სიცილი.
- მადლობა. შენ კი ძალიან კარგად მღერი. ძალიან კარგი ხმა გაქვს. - შევიფერე და მესიამოვნა.
ვსაუბრობდით და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ამ ადამიანს კარგა ხანია ვიცნობ. ვინ იცის წინა ცხოვრებაში რა ხდებოდა. ფაქტი გულში მქონდა მის მიმართ არ ვიყავი გულგრილი და ძალიან მომწონდა. არა იმიტომ,რომ სიმპატიური იყო. სიმპატიური მამაკაცი და ლამაზი ქალი ყველას თვალსაც კი მოსწონს და აღიქვამს, მაგრამ მაქსიმე სხვანაირად მომეწონა, აი რაღაც დავინახე მასში ისეთი, რაც ჩემს ქვეცნობიერს ხიბლავდა. ნეტა თვითონ რას ფიქრობდა ჩემზე?
ფიქრებიდან მეგობრების ხმამ გამომიყვანა. გაუღვიძიათ ყველას ერთად და დაბლა ჩამოდიოდნენ.
საუზმეს მოვრჩით და სვანეთის დასათვალიერებლად წავედით.

მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი და მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმი ვნახეთ. შემდეგ წავედით უშგულის მიმართულებით. მოვინახულეთ ადგილობრივი სოფლები და ღირსშესანიშნაობები. იფარის წმ. გიროგის მონასტერი - კალა, ალაღამის და ლენჯერის ეკლესიები. უშგული - ლამარიას (ღვთისმშობლის) ეკლესია. ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით საღამოს სახლში.
ღამის თევაზე უარი ვთქვით დაღლილობის გამო და ამიტომ ადრიანად დავწექით დასაძინებლად.
მაქსიმესთან მეტად საუბარი ვერ მოვახერხე.
- ხვალ დილით, ადრე ვდგები მზის ამოსვლა უნდას უნდა დავესწრო, არ გინდათ თქვენც ნახოთ? - შევთავაზე გოგოებს.
- აუ არა,დილით ძილს არაფერი მირჩევნია.- ყველამ უარი განაცხადა დილის მზის ნახვაზე.
- რა ძილისგუდები ხართ რა. ერთი დღე არ მოიკლოთ ძილი როგორმე.- გავბრაზდი.
- შენ ისადა.. რას ჭუკჭუკებდით დღეს დილით შენ და ის სვანი? - ინტერესით მკითხა მარიმ.
- არაფერი ისეთი. რამოდენიმე ინფორმაცია გავცვალეთ ერთმანეთზე და ეგაა რაა.- ვუპასუხე ისე თითქოს დიდი არაფერი მომხდარა.
- მერე ეგაა არაფერი? - ელენემ გაოცება ვერ დამალა,- მოყევი ჩქარა რა გითხრა?- შემომესივნენ გოგოები.
- ისტორიულზე ვსწავლობ თბილისშიო. მთელი ზაფხული აქ მომიწევს ყოფნაო და ხელოვანი ადამიანები მომწონს ძალიანო.
- ესეიგი თბილისშია. რა მაგარია, იქნებ უკეთ გავიცნოთ და იქაც გავაგრძელოთ ნაცნობობა ჰა?- გამოთქვა აზრი მარიმ. - ვაიმე ძალიან მომწონს რა ვქნა? - სასაცილოდ დამანჭა სახე.
- არა მე უფრო მეტად მომწონს. - არ უთმობდა ელენე.მერე ამ ერთი სვანისთვის ნუ დავწყვიტავთ ერთმანეთსო და ხუმრობას მოჰყვეს.
- ლიკა შენ არ მოგეწონა? - მარი არ ისვენებდა მაინც.
- არის რა..- მოკლედ უპასუხა ლიკამ. მისთვის საოცრება და სიმპატია ნიკა იყო მალულად.
- ოო დაიძინეთ ახლა და დამასვენეთ მეც.- ავწუწუნდი მე.
ცოტა ხანში ყველას გვეძინა, ისევ ტკბილად.

მაღვიძარამ გამაღვიძა.
დილის 5 საათი შესრულებულიყო.
წინა ღამით დავაყენე, რომ არ გამომპარვოდა სვანეთის დილის მზე.
ძალიან თბილად ჩავიცვი,პლედი ავიღე და გარეთ გავედი,ჯერ კიდევ ბნელოდა, ცა მუქი ლურჯად იყო შეფერადებული.
სახლს გრძელი შეედილი კიბე ჰქონდა მიდგმული სახურავს წვდებოდა. მეც ამ კიბეზე ავედი, სახლის სახურავზე დავჯექი,პლედში გავეხვიე და მზის ამოსვლას დავუწყე ლოდინი.
ნელნელა ცისიერი ანათებდა ცას.
კიბის მოძრაობა შევნიშნე, ვიღაც ამოდიოდა. ალბათ გოგოებიათქო გავიფიქრე,მაგრამ შევცდი.
გვერდით დინჯად და უსიტყვოდ მაქსიმე მომიჯდა...

...გავისუსე მოულოდნელობისგან და სიხარულისგან.
ის ჩემთან იყო,ჩემს გვერდით.
- ვიფიქრე გიდი დაგჭირდებოდა და მოვედი. - დაარღვია სიჩუმე პირველმა.
- კარგად გიფიქრია.- გულწრფელად ვაღიარე,რომ მისი მოსვლა გამიხარდა. გამიღიმა.
- კარგად მომზადებულხარ, - მითხრა და პლედზე მიმანიშნა.
- ჰო, მცივანა ვარ, აქ კი საკმაოდ ცივა ამ დროს,- ვთქვი და უფრო მოვიფუთე ჩემი ფუმფულა მოსახური.
- არ გინდა ცოტა მიწილადო მეც? სრულიად მოუმზადებელი წამოვედი.- მითხრა და შევატყე თრთოდა.
სიცივისგან ალბათ.
"თქვენ ერთ პლედში?!" მკითხა შინაგანმა ხმამ დამიცანავად."ხო რა იყო მერე?" ხმამაღლა გავეცი პასუხი მეორე მეს.
- მე მკითხე რამე? - მომაჩერდა მაქსიმე.
- არა,არა. - შემრცხვა. გამოკითხვა რომ არ დაეწყო, პლედი სასწრაფოდ გავშალე და ორივემ მოვიხურეთ. ახლოს ვისხედით ერთმანეთთან. მისი მკლავი ჩემსას ეხებოდა. მართალია სვიტერი მეცვა ,მაგრამ მისი კანის სითბოს ვგრძნობდი მაინც და მთელი სხეული თბებოდა. აქამდე ამ განცდებით არ ვყოფილვარ. პირველად სიყვარული მე-11 კლასში მეწვია. საოცარი გრძნობაა,დაფრინავ როცა გიყვარს და ამავდროულად მყარად დგახარ როცა უყვარხარ. 4 წელი ვიყავით ერთად. ძალიან მიყვარდა. როგორც მერე აღმოჩნდა მას არ ვყვარებივარ ისე ძალიან, როგორც მე. სხვა არჩია ჩემს თავს. სიყვარული ნაცნობია ჩემთვის, ტკივილიც, ოცნებებიც, იმედგაცრუებაც, თითქმის ყველა გრძნობაა ახლოს ჩემთან, მაგრამ მაქსიმესთან რაღაც სხვა დამემართა, სახელს ვერ ვუძებნი რა იყო ეს.
- რაზე ფიქრობ?- მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან. ხომ არ ვეტყოდი ძველ სიყვარულზეთქო ან არაფერზეთქო და წამებში რაც მომაფიქრდა ის ვუთხარი.
- ძალიან მაინტერესებს, ძველად როგორ ავლენდნენ სვანეთში დამნაშავეს? - ჰოი საოცრებავ! მაოცებს ჩემი თავი და მოფიქრების უნარი. მაქსიმემ გაკვირვებული გამომხედა, მაგრამ მერე დინჯად დაიწყო თხრობა;
- დავუშვათ, სოფელში რაღაც დაშავდა. გამოდის დაზარალებული და მიმართავს სოფლელებს: იცის ამ ფაქტის შესახ­ებ ვინმემ რამე? რა თქმა უნდა, სოფელში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მათი პასუხი მაინც იყო: ჩვენ არაფერი ვიცით ამ დანაშაულის შესახ­ებ. თუ ასეა, მაშინ მოდით, ვისაც დაგადებთ ხელს, დაიფიცეთ ეკლესიაში ხატის წინაშე, რომ ამის შესახ­ებ არაფერი იცით - სთავაზობდა დაზარალებული.
- როგორ იქცევიან ამ დროს სოფლელები?-ინტერესი გამიმძაფრდა და კმაყოფილიც დავრჩი ჩემი თავის, საინტერესო საუბრის წამოწყებისთვის.
- დათქვამდნენ დროს, - განაგრძო მაქსიმემ,- როდის უნდა ჩატარებულიყო დაფიცების ცერემონია. შემდეგ, თუ რეალური დამნაშავე სოფელმა იცის, ერთი ჯგუფი მიდის დამნაშავესთან და ეუბნება: ჩვენ დაზარალებულმა გვთხოვა, დავიფიცოთ, რომ არაფერი ვიცით. შენ ხომ ჩაიდინე ეს?! ჩვენ არ "ჩაგიშვებთ", ოღონდ, შენ მიდი დაზარალებულთან და აღიარე დანაშაული, მოილაპარაკეთ და გაარკვიეთ. ჩვენ ტყულს ვერ ვიტყვით. ამის შემდეგ, დამნაშავე იძულებული ხდებოდა, მისულიყო დაზარალებულთან და საპროცესო გარიგება მომხდარიყო. თუ დამნაშავე პრეტენზიას განაცხ­ადებდა დაზარალებულთან გარიგებაზე, ის ჯგუფი დაუჯ­დებოდა და ეტყოდა: შენ ეს ხომ არ უნდა ჩაგედინა? ჩაიდინე და კიდევ ჩვენ გვაგდებ უხ­ერხ­ულ მდგომარეობაში?! აიძულებდნენ დაჰყოლოდა მათ რჩევას. ყველაფერი მორალით, რწმენით ხდებოდა. ეს ერთგვარი მხილების ინსტიტუტი იყო, რომლის შედეგადაც ყველა კაცად რჩებოდა. ამის შემდეგ, შერიგების ინსტიტუტიც ძალიან საინტერესო იყო...
- როგორ რიგდებოდნენ?- მოუთმენლად ვკითხე.
- შეახ­ვედრებდნენ ორივე მხარეს, ანუ - დამნაშავესა და დაზარალებულს ერთმანეთთან. დაზარალებული ეუბნებოდა: მე შეგირიგდები იმ შემთხ­ვევაში, თუ დააყენებ საკუთარ თავს ჩემს ადგილას, რაც მე დამიშავე, თუ მაპატიებდი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი, დაიფიცებ ამაზე? ის ეტყოდა, დავიფიცებ. მაშინ დაუსახ­ელებდა 12 კაცს, რომელიც მასთან ერთად დაიფიცებდა. ყველანი დასხდებოდნენ, გაიაზრებდნენ სიტუაციას და საბოლოოდ, ყველა რიგდებოდა, ოღონდ აღიარებდა თავის შეცდომებს. კაცურად ხდებოდა ყოველივე.-მაქსიმე გაჩუმდა და დამაკვირდა.მერე ღიმილით მკითხა,-დამაკმაყოფილებელია ახსნა-განმარტება?
- ძალიან საინტერესოა,- წარმოვთქვი აღფრთვანებულმა.- და კიდევ ერთ კითხ­ვაზეც მიპასუხ­ე, ის "ნასოსი" უნდა მიეცა, თუ არა?- ვკითხე სიცილით.
მასაც გაეცინა.
- უნდა მიეცა. ხომ იცი, ეგ ანეკდოტი როგორ მთავრდება: დედა დასტირის, მიგეცა შვილო "ნასოსიო".- ორივენი ვიცინოდით. ისეთი საოცარი ხმა ჰქონდა ისე საინტერესოდ საუბრობდა, მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო ჩვენი საუბარი, კითხვებს ვეძებდი გონებაში. ამჯერად დაგეგმილი კითხვა დავუსვი.
- შენ,როგორც სვანს, გეკითხები; როგორი სიყვარული იციან სვანებმა?
ჩაეღიმა.
- სვანები ერთგულებას და სამართალს ვანიჭებთ დიდ უპირატესობას. სიყვარულში ნამდვილი სვანი ბოლომდე ერთგულია. თუ შეჰფიცა ერთგულება, სიცოცხლის ბოლომდე ერთგული დარჩება და ეყვარება.
- საიმედოა მერე ეგ ფიცი?
- გინდა გამაბრაზო?- შემომხედა წარბებს ქვემოდან სვანურად.
- უი არა, რას ამბობ.- შევიცხადე და გამეცინა, თვითონაც ამყვა სიცილში.
- აგე, დაიწყო მზის ამოსვლა.- მითხრა და თითი გაიშვირა დილის მზისგან განათებული მწვერვალისკენ.
ოქროსფრად აბრჭყვიალდა მწვერვალი.ნელ-ნელა ცისკენ მაღლდებოდა მზე და არემარეს თბილ სხივებს ჰფენდა. საოცარი სანახავი იყო მწვერვალის სითეთრეში კაშკაშა ოქროს ბურთი. ჩუმათ ვისხედით, არაფერს არ ვამბობდით. ღრმად ვსუნთქავდით და სანახაობით ვტკბებოდით.
კიდევ დიდხანს ვიქნებოდით ასე, მზის სხივების სიმხურვალეს რომ არ შევეწუხებინეთ.
ახლაღა მივხვდით, პლედში რომ ვიყავით გახვეულნი ორივენი.
მოსახური ხელის ნელი მოძრაობით მომაცილა. მერე წამოდგა და ხელი გამომიწოდა,წამოდგომაში დამეხმარა. მადლობა გადავუხადე რომ მოვიდა და ჩემთან ერთად იყო მთელი ეს დრო.
-იცი? მე საოცარი ნიჭი მაქვს ციფრების დამახსოვრების. - მითხრა უცებ.
- ჰოო?- გავიკვრვე და სერიოზულად მივიღე მისი ნათქვამი.
-ჰო. აი, მაგალითად თქვი შენი ტელეფონის ნომერი და უკლებლივ გაგიმეორებ.- მითხრა სრულიად სერიოზული ტონით. მეც(საბედნიეროდ) დაუფიქრებლად ჩავარაკრაკე ჩემი ტელეფონის ნომერი. გამიცინა,მადლობა გადამიხადა და მანიშნა ჩადი კიბეზეო.
- აბა ნომერი? აკი ნიჭი მაქვსო. - ვკითხე გულუბრყვილოდ.
- მაქვს, მაქვს მაგრამ სხვა დროს გამოვავლენ მაგ ნიჭს. ახლა ჩავიდეთ დაბლა,თორემ გაიღვიძა სოფელმა კარგა ხანია. - ისევ იღიმოდა. პირველი მე ჩავედი დაბლა, თვითონაც ფეხდაფეხ მომყვა. დავემშვიდობე და ოთახში ჩუმად შევედი დასაძინებლად. გოგოებს ისევ ეძინათ.
რა დამაძინებდა,ისეთი კმაყოფილი და გახარებული ვიყავი მასთან ერთად გატარებული დროით, სახეზე უაზრო ღიმილი დამთამაშებდა. რამოდენიმე წუთში ძილმა მაინც თავისი გაიტანა და ღრმად ჩამეძინა.
- დინ გაიღვიძე.- გაღვიძებას ცდილობდნენ ჩემსას. ძლივს გავახილე თვალები,"რა ხდება?" სახით შევხედე გოგოებს, რომლებსაც სახე ჩამოსტიროდათ,მოვფხიზლდი უცებ.
- რა მოხდა?- ვიკითხე შეშფოთებულმა.ვხვდებოდი, რომ კარგი არაფერი მომხდარა.
- თბილისში უნდა წავიდეთ სასწრაფოდ.- მითხრა ელენემ და თვალები ცრემლებით აევსო.
- ვაიმე რა მოხდა, გავთავდი ადამიანი აღარ იტყვით? - მოთმინების ფიალა ამევსო.
- გოგას დედა გარდაიცვალა,ოღონდ გოგამ არ იცის ჯერ.- მითხრა ლიკამ. გული თუ არ გამიჩერდებოდა არ მეგონა, ისე დამენანა ქეთი სიკვდილისთვის და გოგა ამ ტკივილისთვის. გიჟივით წამოვვარდი საწოლიდან.
- რააა?... თქვენ საიდან გაიგეთ?- ვკითხე ყველას ერთად,რადგან ვიცოდი მობილურები გათიშული ჰქონდათ და არ აპირებდნენ ჩართვას სანამ სვანეთიდან არ გავიდოდით.
- მე ჩავრთე ტელეფონი.- დამნაშავესავით თქვა მარიმ,- მესიჯი დამხვდა დედაჩემისგან, გუშინ დილით გარდაცვლილა. გული აქვს გამსკდარიო.- უკვე სმენა დამეხშო ისე იმოქმედა ჩემი მეგობრის დედის სიკვდილმა ჩემზე.
- რა ვქნათ? როგორ ვუთხრათ?- განადგურებული ხმით ვიკითხე.
- ბიჭებს ვუთხრათ და ისინი ეტყვიან.- გადავწყვიტეთ ერთხმად. მე ჩავიცვი. მთელი სხეული მიკანკალებდა ნერვიულობისგან, ვერ ვმშვიდდებოდი. გოგოებიც ჩემს დღეში იყვნენ. ნიკას ვუთხარით მომხდარი უბედურება. მიწის ფერი დაედო სახეზე. ყველას ძალიან გვიყვარდა ქეთი, გამორჩეული ადამიანი იყო. სულ ხალისით გვმასპინძლობდა და საოცრად მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა დედა-შვილს. გოგა უმამოდ გაზარდა და მთელი მისი ცხოვრება და თავი შვილს დაუთმო. ზოგჯერ მიყვებოდა ხოლმე, თუ როგორ წვალობდა მარტოხელა დედა სიღარიბეში და მარტოობაში ჩვილი ბავშვის გაზრდას. გოგა სიყვარულის ნაყოფი იყო, მაგრამ არა ქორწინებიდან. ქეთის ფეხმძიმობის ამბავმა და გადაწყვეტილებამ,რომ ბავშვი გაჩნდებოდა, გოგას მამა დააფრთხო და გადაიკარგა. განრისხებულმა მშობლებმა კი ნაბიჭ**** შვილით სახლში არ შემოგიშვებთო და ცხვირწინ მიუკეტეს კარი. მაგრამ მიუხედავად ხელის კვრისა, მაინც გაბედა, გარისკა და ახალი სიცოცხლე მოავლინა ქვეყნიერებას. ამბობდა ხოლმე; "რომ დავინახე გოგა,მაშინ ვიგრძენი უდიდესი ძალა და დავრწმუნდი, რომ მე ყველაფერს შევძლებდი,მე ვიყავი უძლიერესი და არ მეშინოდა ცხოვრებისეული პრობლემების"-ო. ამეტირა,მისი საუბრის მანერა და თბილი ხმა გავიხსენე უცებ. გოგა მებრალებოდა. სასწრაფოდ ჩავალაგეთ ბარგი გოგოებმა, ომ მალევე გავსულიყავით. დიასახლისს ყველაფერი ავუხსენით რაშიც იყო საქმე, ძალიან შეწუხდა ქალი გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო. ნიკას გოგასთვის უთქვამს გული აქვს ცუდათ და უნდა წავიდეთო. გიჟს ჰგავდა,მთელი გზა იძახდა" დე გაუძელი მოვდივარ", ჩემს მანქანაში იჯდა, ჩემს გვერდით, მის სიტყვებზე მეტირებოდა და ვერ ვტიროდი. არ გვინდოდა გზაშივე მიმხვდარიყო რამხელა უბედურება დაატყდა თავს.
თბილისში რომ ჩავედით ღამდებოდა უკვე. პირდაპირ გოგას კორპუსთან მივედით.
- აქ რატომ მოვედით? დედა საავადმყოფოში არ უნდა იყოს? - იკითხა გაბზარული ხმით. ვერაფერი ვერ ვუპასუხეთ. ნიკა, ვატო და მარი ჩემს მანქანასთან დადგნენ. ელენე და ლიკა ჩუმად ტიროდნენ.- აღარ არის უკვე ხო?- იკითხა აკანკალებული ხმით. მანქანის კარი გააღო და გიჟივით შევარდა სადარბაზოში. სწაფად გავყევით უკან. მოესწრო სახლში შესვლა და მეზობლებ გარს შემოხვეულ დედის ცხედარს გაშეშებული დასცქეროდა. ყველას უხმო მოთქმა და ბღავილი აღმოგვხვდა სულიდან.
- დეეე!!- დაიღრიალა ბოლო ხმაზე გოგამ დაჭრილი ცხოველივით,- დედაა!!.. ასე რატომ ხარ დეე!- ნელა მიუახლოვდა მიცვალებულს,- დედი!! - მუხლებზე დაეცა დედის ცხედრის წინ. ტიროდა მაგრამ ცრემლი არ მოსდიოდა, ტიროდა სულით, სუნთქვით, გამოხედვით.
ყველამ ერთად მივედით გოგასთან ახლოს,"ჩვენ შენთან ვართ"-ი გავამხნევეთ მეგობარი.
მაგრამ დედის ცარიელი ადგილის შევსებას ვერავინ ვერ შევძლებდით....

***

მთლიანად გადავერთე მეგობრის ტკივილის გაზიარებაზე და მის შემსუბუქებაზე.
დაკრძალვის დღე საშინელება იყო. გოგა თავთან ეჯდა დედას და ეფერებოდა მის გაყინულ და გალურჯებულ სახეს გამხდარი გაყვითლებული თითებით. "დეე, ჩემი გემრიელი დედა, ჩემი სიამაყე დედა" ჩურჩულებდა თავისთვის. გული გვეწურებოდა მისი საცოდავებით. ირგვლივ ჩვენს გარდა არავინ ჰყავდა და, ჩვენც თავს არ ვზოგავდით მის გვერდში დგომაზე. სახლში მასთან ერთად ვატო და ნიკა რჩებოდნენ. მარტო არ ვტოვებდით. არ გვინდოდა სიმარტოვე ეგრძნო.
მთელი ეს პერიოდი მაქსიმე არ გამხსენებია,მოგვიანებით გამახსენდა, დაკრძალვიდან 1კვირის შემდეგ. სვანეთში გადაღებული ფოტოები დავათვალიერე ფოტო აპარატში და იქ მოვკარი თვალი, ერთ სურათში პროფილით დგას და რაღაცას გაჰყურებს. ამდენი მწუხარებისგან გულმა რაღაც სიმშვიდე ჰპოვა მისი დანახვისას, სითბო ჩამეღვარა მთელ სხეულში. სახეზე თითი გადავუსვი, ეკრანიდან მივეფერე. ვიგრძენი მომენატრა, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რომ მაქსიმე ქალდანი სტუდენტია თბილისის რომელიღაც უნივერსიტეტში. ძებნას ვერ დავიწყებდი, ჩემი ქალური სიამაყე და თავმოყვარეობა არ მომცემდა ამის უფლებას. არადა გული მწყდებოდა ძალიან.

ფოთოლცვენის სეზონი იდგა თბილისის ქუჩებში. სწავლა უკვე ერთი თვის დაწყებული იყო. ფეხით მივდიოდი სახლისკენ ყვითელი ფოთლებით დაფარულ ბორდიულზე.
ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა. უხალისოდ გავხსენი და წავიკითხე. "რატომ ხარ მოწყენილი?" უცხო ნომრიდან იყო. თავი სწრაფად ავწიე და ირგვლივ მიმოვიხედე, საეჭვო ვერაფერი დავინახე. მივწერე "მოწყენისთვის უამრავი მიზეზი მაქვს,და შენ რომელი ხარ?"
"არ მომწონს მოწყენილს რომ გხედავ"..
"არაუშავს,როგორმე ამიტანე"- მივწერე.
"შენ ისეთი ხარ ყველანაირს აგიტან"..- საფიქრებელში ჩავვარდი ვინ უნდა ყოფილიყო. ისევ მიმოვიხედე ირგვლივ, ვერავინ შევამჩნიე ნაცნობი.
"იქნებ დამდო პატივი და თქვენი ვინაობა გამანდოთ?"
"მიცნობ უკვე"..- ინტერესი გამიმძაფრდა და თან სიბრაზეც მომერია. ნაცნობი თუ არის ასე ანონიმურად რატომ მწერსთქო.
"უკვე მაბრაზებ"..- მივწერე.
"შენ ჩემი გაბრაზება უნდა ნახო როგორია"..
"ნაკლებად მაინტერესებს, აღარ მომწერო მეტად".. - გავბრაზდი და ტელეფონი გამოვრთე. სახლში მივედი და ტანსაცმელ გაუხდელად წამოვწექი საწოლზე. ტელეფონი არც გამხსენებია. ოთახში დედა შემოვიდა, გოგას ამბავი მკითხა.
- დილით რომ ველაპარაკე არაუშავდა, გადავურეკავ კიდევ ახლა.- ტელეფონი ჩავრთე. ისევ იმ ნომრიდან დამხვდა მესიჯი."არადა გაინტერესებდა,მახსოვს".. არ მივაქციე ყურადღება. გოგას დავურეკე, მოვიკითხე და ჩემთან გამოსვლა შევთავაზე.
- აუ არა რაა, მაციებს,მოგონი გავცივდი და ვერ გამოვალ, არ გეწყინოს რაა.
-კაი, კაი რა უნდა მეწყინოს. მე გამოვალ მაშინ. - ვუთხარი და ჩანთას დავავლე ხელი. გასასვლელში კომოდიდან მანქანის გასაღები ავიღე დედას დავუბარე მივდივართქო და გოგასთან წავედი. გზად აფთიაქში შევიარე, გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები ვიყიდე და მალე მისი ბინის კარებთან ვიდექი. დავურეკე კარი გამიღე-თქო. გაღიმებული შემომხვდა.
- კარგ დროს მოხვედი.
- ჰო? რა ხდება? იწვი სიცხისგან? წამლები მოგიტანე. - მედიკამენტებიანი ცელოფნის პარკი წამოვწიე და დავანახე.
- ჯიგარი ხარ! მაგრამ სიცხე არ მაქვს, უბრალოდ მაციებს.
- მერე ამეებს დალევ და მაგრად იქნები.
- წამო სტუმარი მყავს.- შემიპატიჟა მისაღებ ოთახში. მეც ინტერესით გავყევი. ოთახში შესულს მუხლები მომეკეცა. გული ამოტრიალდა სიხარულისგან. სავარძელში მაქსიმე ქალდანი იჯდა,ორივე ხელები სავარძლის სახელურზე დაეწყო. ჩემს დანახვაზე უცებ წამოდგა ფეხზე, შევატყე ფერები გადაუვიდა სახეზე.
- ეე აქ საიდან შეენ?- ვკითხე გახარებული სახით და მისკენ წავედი. თვითონაც გადმოდგა ჩემკენ ნაბიჯი. ხელი ჩამომართვა და გადამკოცნა.
რა სურნელი ჰქონდაა! სუნამოსი, სიგარეტის და მისი სურნელი ერთმანეთში არეულიყო და საოცარ არომატს ჰქმნიდა ეს ნაზავი. მომინდა მივხუტებოდი, კისერში თავი ჩამედო და ღრმად მესუნთქა მისი სუნი. სვანური ქუდი არ ეხურა და სხვანაირ იერს უქმნიდა მის გარეშე ყოფნა.ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ჩემს თავში დავრწმუნდი,რომ მიყვარდა. მიყვარდა ჰო!.. შემიყვარდა ასე უცნაურად. ამაზე პირველად მაშინ დავფიქრდი როცა მომენატრა და მის სურათს მივეფერე, ხოლო მისმა ნახვამ კი დამარწმუნა ,რომ მართლა მიყვარდა.
- სამძიმრის სათქმელად მოვედი გოგასთან.- გავიგონე ჩემი საყვარელი ხმა.
- აა.. ხოო.. ძალიან დიდი ტკივილი ნახა გოგამ.- უცებ მიმავიწყდა ყველაფერი და ისევ ის დღეები დამიდგა თვალწინ,მეგობრის დედის დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილიანი დღეები.
- რას ვიზამთ, ღვთის ნება ასეთი ყოფილა და ვერაფერს გავხდებით ჩვენ, გარდა იმისა თუ ვილოცებთ მისი სულისთვის.- თქვა მაქსიმემ.,ახლაღა შევატყე ჩემი ჩამორთმეული ხელი ისევ ეჭირა ხელში. ცივად გამოვწიე ხელი უკან. სიცივემ დამიარა მისი ხელის სითბო რომ მომშორდა. უხერხულად გავუღიმე.
- დასხედით!- გვითხრა გოგამ თვითონ კი სამზარეულოში გავიდა. დივანზე ჩამოვჯექი. თვალს არ მაცილებდა სვანი. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღი რაღაც აკრიბა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ჩემი მობილურის ვიბრაციამ გამაჟრჟიალა უცებ.
..ტელეფონს დავხედე შეტყობინება იყო ისევ, იმ უცხო ნომრიდან. მაქსიმეს შევხედე ავტომატურად. ურეაქციოდ იყურებოდა. მესიჯი გავხსენი "მომნატრდი".. ეწერა. რა მეფიქრა არ ვიცოდი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ მაქსიმე მწერდა. მივწერე "ნიჭი მართლა გქონია"-თქო. სვანის ტელეფონი დუმდა. ცივმა ოფლმა დამასხა, ავწრიალდი. წასასვლელად ავდექი, მაქსიმეს და გოგას მოვუბოდიშე, დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი. კიბეებზე გიჟური აზრი მომივიდა, ისევ მიმეწერა ანონიმისთვის "გამოდი, გარეთ გელოდები". მაინც მეგონა, რომ ანონიმი სვანი იყო. ხუთი წუთიც არ იყო გასული კიბეებზე მაქსიმე გამოჩნდა. რომ შემხედა გამიღიმა. შინაგანად ვიღიმოდი კი არა ვხტოდი მისი დანახვისას, მაგრამ მის ღიმილს შეყრილი კოპები მივაგებე.
- გაბრაზება უფრო გიხდება ვიდრე მოწყენა,- მითხრა და დავრწმუნდი,რომ ნომერი მას ეკუთვნოდა.
- რა საჭირო იყო ასეთი შესავალი?- ვკითხე ცივად.
- ისე..- მიპასუხა დამნაშავესავით.
- გავბრაზდი
- მეც გავბრაზდი..
- შენ რატო?
- შენ რომ გაბრაზდი ამიტომ, - მიპასუხა და ბავშვური მიამიტი სახე მიიღო. სიცილი ვერ შევიკავე,ისე საყვარლად მიყურებდა.- წამო კაფეში დავსხდეთ, ჩაი დავლიოთ და უკეთ ვილაპარაკოთ.- შემომთავაზა სვანმა.
- კარგი,წავიდეთ.- დავთანხმდი სიამოვნებით.
- ფეხით წავიდეთ კარგი?
- კარგი!- გავუღიმე და გზას გავუყევით ნელი სიარულით.
- როგორ ხარ?- მკითხა ჩუმათ.
- არამიშავს. შენ როგორ ხარ? დიდი ხანია ჩამოხვედი?
- მეც არამიშავს. არა, ერთი კვირის წინ ჩამოვედი. მანამდე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა.
- რა ხდება სვანეთში? ნელი ხომ კარგად მყავს?
- სვანეთმა მოიწყინა რომ წამოხვედი. ნელი კარგად არის. მოკითხვა დამაბარა შენთან.
- რაო სვანეთმა რა მინდაო? რათა მოვიწყინეო?- ვკითხე სიცილით.
- მომენატრა დინა და მისი ხმის გაგონებაო,- გული წამით გაჩერდა,"შენს სათქმელს სვანეთს აბრალებ"-თქო გავიფიქრე. თვითონ გზას გასცქეროდა, თითქოს მე კი არა ვიღას სხვას ელაპარაკებოდა და მას უყურებდა.
- მეც მომენატრა სვანეთი და გული დამწყდა დიდი ხნით რომ ვერ დავრჩით.- ვუთხარი დანანებით,- ნელი დეიდა მეც მომიკითხე როცა შეეხმიანები.- დავაყოლე ღიმილით.
- გადავცემ აუცილებლად.ზღვაზე არ ყოფილხარ ხო?
- არა,არ წავსულვართ. არ გვქონდა სურვილი იქ წასვლის ქეთის ამბის გამო.
- სოციალურ ქსელში მოვძებნე გოგა და მისამართიც იქედან გავიგე. შენ რატომ არ ხარ სოციალურ ქსელში?- მკითხა უცებ.
- არ მომწონს ვირტუალური სამყარო და ურთიერთობები. რა არის მეძებდი?- გამეცინა ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე.
- კი გეძებდი, თან მხოლოდ სახელით.- თვითონაც გაეცინა.
- აქ შევიდეთ,აი იმ კაFეში. - თითით ვუჩვენე რომელზეც ვეუბნებოდი.
- კარგი შევიდეთ!- განიერი მინის კარი ფართედ გამოაღო და თავის დაქნევით შემიპატიჟა შიგნით. კუთხეში მდგარ პატარა მაგიდასთან დავსხედით. ბევრი ხალხი არ იყო, შესაბამისად სასიამოვნო სიჩუმე იყო. ბლუზის ჰანგები ისმოდა დაბალ ხმაზე. მიმტანს ჩაი შევუკვეთეთ და უხერხულობის დასაფარად ერთმანეთს გავუღიმეთ.
- შენი მინი დოსიე მჭირდება თუ შეიძლება, მსურს უფრო მეტი ვიცოდე შენზე.- მითხრა სერიოზული ტონით.
- მეც იგივე მსურს.- ვუთხარი ღიმილით. გაეღიმა და მითხრა;
- კარგი,გავცვალოთ ინფორმაციები მაშინ.
- ესე იგი! დინა რომ მქვია იცი,თავაძე ვარ გვარად. ოცდა-ორი წლის ვარ. მყავს დედა,მამა და ორი ძმა ტყუპი,ჩემზე უფროსები. ახლა ამერიკაში არიან,იქ მუშაობენ და, თან სწავლობენ კოლუმბიის უნივერსიტეტში. დედა დიასახლისია, მამა მუშაობს,პროფესიით ქირურგია. მე რას წარმოვადგენ და მომავალი პროფესია კი იცი უკვე, მგონი გითხარი ადრე. -თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - არ მყავს ბევრი მეგობარი, ვინც ერთად ვიყავით სვანეთში ესენი არიან ჩემი საუკეთესო მეგობრები. ამ დროისთვის შეყვარებული არ მყავს...
- გამოდის, რომ გყავდა ხო?- გამაწყვეტინა ლაპარაკი.
- კი მყავდა,მაგრამ წარსულს ჩაბარდა.- ჩავილაპარაკე ჩემთვის.
- ისეთი სახე მიიღე, როგორც სჩანს ბოლომდე არაა წარსულში დარჩენილი.- თქვა და გამომცდელი მზერა მომაპყრო. "რა დაკვირვებულია" გავიფიქრე.
- ალბათ! - ვთქვი ჩუმათ.
- ძალიან გატკინა გული.- მითხრა დანანებით და სევდიანი თვალებით დამაკვირდა.
- არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, გთხოვ.- მუდარა გავურიე ხმაში.
- კარგი,როგორც გინდა. მაგრამ უნდა ვაღიარო, მაინტერესებს რა მოხდა.- არაფერი მიპასუხია, ჩაის ფინჯანს ჩავაშტერდი და წარსულში გადავეშვი.."ბოლო ამოსუნთქვამდე მეყვარები-მპირდებოდა ბექა.- მართლა ასე გიყვარვარ?- მიკვირდა მე მისი გიჟური სიყვარულის.
- აი,იცი როგორ მიყვარხარ? შენ რომ მახსენდები ვმაღლდები,სიცოცხლე მიხარია.მილამაზებ ირგვლივ ყველაფერს. ჩემი სიცოცხლე ხარ და სიხარული. ცხოვრების აზრი. მინდა ყოველთვის ჩემთან იყო"..
- რაო რა მინდაო?- ფიქრებიდან მაქსიმეს ხმამ გამომიყვანა. შევცბი უცებ.
- მაპატიე , ჩავფიქრდი. შენზე რას მეტყვი?- ვკითხე ღიმილით.
- ჩემზე?- იკითხა და ჩაეღიმა თან, - სახელი და გვარი იცი. ასაკით ერთი ხნისა ვართ.- არადა მისი გონებრივი და ფიზიკური მონაცემები მეტს ამბობდნენ ვიდრე ოცდა-ორ წელს,მომწონდა ეს ფაქტი, კმაყოფილმა გავიღიმე გულში.- მყავს დედა და თხუთმეტი წლის და.მამა არ მყავს გარდაცვლილია..-
- ძალიან ვწუხვარ. - ვუთხარი სიბრალულით.
- მადლობა.
ერთ ხანს სიჩუმე ჩამოწვა.სვანი დაჟინებული მზერით მიცქერდა.
- ნუ მიყურებ ასე.- ვუთხარი და გვერდზე გავიხედე.
-აბა როგორ გიყურო?- მკითხა ღიმილით.
- რავი ჩვეულებრივად.
- და მე ჩვეულებრივად არ გიყურებ?
- მეკაიფები?- წამომცდა უცებ.
- ოჰო! ასე საუბარი მოგვწონსო და რამე?- მკითხა მკაცრი ტონით. ეტყობა არ მოსწონს გოგო ასე რომ საუბრობს. არცაა მოსაწონი, მაგრამ ხომ არ დავეთანხმებოდი მაშინვე და უარესი ვუთხარი.
- აუ ხოო,მაგარი მისწორდება ასეთი ლაპარაკი.
- არადა ადრე ვერ შეგნიშნე.
- ხომ არ ნანობ?
- რას?
- ადრე რომ ვერ შენიშნე ჩემი ეს ნაკლი?
- ეს ნაკლია?- გაუკვირდა,- არაუშავს,გამოსწორებადია.- გამიღიმა.
- არა მგონია,უკვე ისე მაქვს გამჯდარი რო..- ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა ლაპარაკი, დავხედე მამა რეკავდა.- გისმენ მა!..მანქანა?.. კაი 15 წუთში მოვალ.- გავთიშე და მაქსიმეს დანანებით ვუთხარი;
- მამაჩემს მანქანა სჭირდება უნდა წავიდე, მაპატიე.
- იმ შემთხვევაში გაპატიებ, კიდევ თუ შევხვდებით ერთმანეთს.- მითხრა ღიმილით.მეც ეს მინდოდა.
-კი,შევხვდეთ. დაგირეკავ.- გავუღიმე და ავდექი.თვითონაც წამოდგა. ხელზე ხელი მომკიდა, ოდნავ მომიჭირა და დროებითო მითხრა. უკან მოუხედავად გამოვედი კაFედან.
ჩემს ხელს ვეფერებოდი, რომელზეც მაქსიმემ შემეხო.
ტელეფონმა დარეკა ისევ,ლიკა რეკავდა.
- იცი რა მოხდა?- ჩამკივა ყურში ლიკამ.
- რა მოხდა რა იყო?
- ნიკას ვუყვარვარ.- ალბათ ხტოდა ამას რომ მეუბნებოდა. გამიხარდა მათი აბავი.
- გითხრა როგორც იქნა ხო?
- შე დამპალო იცოდი და არ მითხარი ხო?- ხმა შეეცვალა ლიკას.
- შენ ვერ ხარ ხო? მე რატომ უნდა მეთქვა?
- რომ იცოდი მიტომ უნდა გეთქვა.
- არ იქნებოდა სწორი საქციელი ჩემგან,შენც კარგად იცი და ნუ "მიკერავ როჟებს" რაა. რაო მერე რა უთხარი ნიკას?
- მეც მიყვარს.- ისევ მხიარული გაუხდა ხმა ჩემს მეგობარს.
- ეგეც ვიცოდი.- ვუთხარი სიცილით.
- შენ რომ არ იცი რა არის ისეთი ნეტა?
- არის რაღაც,რაც არ ვიცი..
- დინ რას გულისხმობ?
- ბექა. ბექა სად არის ეს არ ვიცი.
- ბექა? ბექა რატომ გაგახსენდა ახლა?- გაოცდა ლიკა.
- არც არსდროს დამვიწყებია.
-დინ კარგად ხარ?
- არ ვიცი..
- შენთან მოვდივარ...

***

სახლში მივედი,მამას მანქანის გასაღები მივეცი,ნათესავთან აპირებდნენ სტუმრად წასვლას.
მარტო დავრჩი.ჩემი საყვარელი მუსიკა ჩავრთე,დივანზე წამოვწექი და ჭერს მივაშტერდი. ვფიქრობდი და ვცდილობდი ამეხსნა რატომ ვერ ვივიწყებდი ბექას? მე ხომ დავრწმუნდი,რომ მაქსიმე მიყვარს. თან მისგანაც ვგრძნობდი რაღაც დონეზე ჩემდამი ინტერესს. მაგრამ ბექა მაინც ვერ ამოვიგდე თავიდან,იქნებ გულიდანაც. ბოლოს 2 წლის წინ ვნახე. მთხოვდა ღალატი მეპატიებინა მისთვის. მე არ ვაპატიე, ვერ შევძელი..
კარზე ზარის ხმა გაისმა.ლიკა მოვიდა.
- აბა რა ხდება,მომიყევი უცებ. - მითხრა და პალტოს ღილები შეიხსნა, ჩქარა სუნთქავდა.
- რა იყო ქალო ირბინე?
- ცოტაღა მაკლდა სირბილამდე, ჩქარა მოვდიოდი უბრალოდ.
- კარგად ვარ.- გამეღიმა და მოვეხვიე ჩემს საყვარელ მეგობარს.
- არა,არ ხარ კარგად. მე ასეთ დინას არ ვიცნობ, გისმენ, მომიყევი რა ხდება შენს თავს?- კატეგორიული ტონით მითხრა და სავარძელში ჩაჯდა, - მარტო ხარ ხო?
- კი მარტო ვარ.
- გისმენ მიდი.
- მაქსიმე მიყვრს.- ვუთხარი და დივანზე ჩამოვჯექი.
- ეგ ვინა?- მშვიდად მკითხა.
- მაქსიმე ქალდანი, ჩვენი გიდი, სვანეთში.- თითქოს მეწყინა,რომ არ ახსოვდა სვანი.
- როგორც დიდი კამერონ დიაზი ამბობს: O MY GOD!- თქვა ლიკამ და ლამის ყბა ჩამოუვარდა. გამეცინა. - რა გაცინებს დინა. როდის მოასწარი ეე?
- იქ სვანეთში! მაგრამ აქ მივხვდი რომ მიყვარდა. დღეს შევხვდი. ვისაუბრეთ.
- შეხედე ამას რა დღეშია, მე კიდე სად ვარ?- გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
- კაი რაა.. რა დღეში მე კი ვარ.- გამეცინა,- დავბერდი უკვე.
- დაბერდი კი არა,მაქსიმემ რაო?
- მგონი, მგონი კი არადა არც თვითონაა ჩემს მიმართ გულგრილი, მესიჯი მომწერა მომენატრეო.
- ვაა.. ალი აუდის სიყვარულის კოცონს?- მკითხა ღიმილით.
- მგონი კი.
- და ბექა რაღატო გაგახსენდა?
- ბექა სულ მახსოვს ლიკ.. დღე არ გავა ისე რომ არ გამახსენდეს. ალბათ ძალიან რომ მატკინა მიტომ.
- არასოდეს გიხსენებია..
- ხო არ ვახსენებდი,არ მინდოდა მასზე მეფიქრა ხმამაღლა.
- მაგრამ ახლა ფიქრობ..
- ხო ვფიქრობ..
- მერე მაქსიმე?
- რა მაქსიმე?
- თუ მაქსიმე გიყვარს,ბექაზე ნუღარ იფიქრებ.ის ხომ წარსულია უკვე.
- ღალატი მეტკინა.
- დიდი ხნის წინ იყო ეგ დინა.. რადგანაც ვერ ივიწყებ მის ღორულ საქციელს, ესე იგი რაღაც ადგილი ისევ უჭირავს შენს გულში ხო? და გრძნობა არ გამქრალა ბოლომდე.
- ვერ გავიგე რას ვგრძნობ. სიძულვილს თუ სიბრაზეს. სიყვარულით ნამდვილად არ მიყვარს.
- იქნებ ისევ გიყვრს ჰა? და სიბრაზემ დაგაბრმავა, მთელი ამდენი ხანი. ახლა როცა სხვა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში დაგაფიქრა შედარებები მოახდინე..
- არა,არა ლიკაა.. ბექა არ მიყვარს,ზუსტად ვიცი. ხომ იცი როგორი ამაყი ვარ, პრინციპის გამო გადავიყვარებდი თავისით რომ არ გადამყვარებოდა..
- აბა ახლა რა ხდება?
- ვნახო მინდა!
- გააფრინე ხო?
- არა რატო,დაველაპარაკებოდი და საბოლოოდ გავუშვებდი. მაშინ არაფერი მითქვამს.
- მეტი რა უნდა გეთქვა,უარი უთხარი პატიებაზე და ღირსიც იყო.
- კი, მაგრამ მაინც..
- მერე სად არის იცი?
- არ ვიცი..
- და რას ეტყვი რომ ნახავ?- არ მეშვებოდა ლიკა.
- არც ეგ ვიცი..
- გადამრევ შენ მე.- აღშფოთდა ჩემი მეგობარი.
- კაი ხო,მოვრჩეთ ჩემზე საუბარს..შენზე მითხარი, რაო ნიკამ "მიკალქალო?"
- ქოო ქალო.- მითხრა თვითონაც ენის მოჩლექით და მომიყვა როგორ გამოუტყდა ნიკა სიყვარულში.გვიანობამდე დაჰყო ლიკამ ჩემთან.შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს და დასაძინებლად მოვემზადე.

დილით მაქსიმეს "დილა მშვიდობისა" დამხვდა ტელეფონზე.
მეც დილა მშვიდობისა ვუსურვე. ლექციების შემდეგ შემხვდიო მომწერა. დავთანხმდი და ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ლექციები. სასწავლებელთან დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა და მიღიმოდა. გამიხარდა მისი დანახვა. მისი ღიმილი ჩემზე მოძღვნილი კი თავიდან მბადებდა. მივუახლოვდი, გადამკოცნა... ისევ ის სურნელი ჰქონდა. ისევ ის სურვილი გამიჩნდა,მივხუტებოდი მინდოდა.
- წავედით ხო?- მკითხა.
- კარგი წავედით,ოღონდ ცოტა დრო მაქვს,სამეცადინო მაქვს და მერე რეპეტიციაზე ვარ წასასვლელი.
- რეპეტიციაზე?
- ჰო,სპექტაკლისთვის ვემზადებით საახალწლოდ ვაკეთებთ.
- საინტერესოა..
- საპატიო სტუმრების სიაში პირველი ხარ იცოდე.- ვუთხარი და გავუღიმე.
- დიდი პატივია ჩემთვის.
- ჩემთვისაც..
- ყველაზე მეტად რა გიყვარს?- მკითხა უცებ.
- ყველაზე მეტად თავისუფლება მიყავრს.- სიმართლე ვთქვი.
- და თავისუფლება გაჩუქო?.. - გაეცინა.
- არ მინდა ჩუქება,მაქვს უკვე და ვერავინ წამართმევს..
- შეიძლება ვერ წაგართვან,მაგრამ ზოგჯერ გვიწევს დათმობა..- ხმა სერიოზული გაუხდა.
- ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაზე დამოკიდებული..
- არც უნდა წარმოიდგინო და არც უნდა გქონდეს სურვილი, მაგრამ ხანდახან აუცილებელიცაა, რომ იგრძნო სხვაზე როგორ ხარ დამოკიდებული.
- და რატომაა აუცილებელი?- ვერ ჩავწვდი რას ამბობდა.
- იმიტომ, რომ ბოლომდე იბრძოლო შენი თავისუფლებისთვის და არ დანებდე.
- მე არ ვაპირებ ტყვედ ჩავარდნას.- ვთქვი სიცილით.
- თავისუფლების დაკარგვა როდი ნიშნავს მარტო ფიზიკურად ამ მდგომარეობის დაკარგვას. მთავარია შინაგანი სითავისუფლე არ დაკარგო.
- არ დავკარგავ, არა ნუ გეშინია..- ვუთხარი თბილად.
- აი სწორედ ეგ მიყვარს შენში.შინაგანად თავისუფლებას რომ უფრთხილდები და პირველი ადგილას აყენებ. ბევრნი არიან შენსავით შინაგანად თავისუფლები, მაგრამ მალავენ ამას, კონპლექსების გამო, ან თუნდაც ფიქრობენ რომ არ მოეწონებათ მათი შინაგანი სამყაროს გამოჩენის შემდეგ.
- რადგანაც მოგწოსნ ქალის შინაგანი თავისუფლება და მისი გამომზეურება, მაშინ გკითხავ რა აზრის ხარ გენდერულ თანასწორობაზე ოჯახში?- ვკითხე და დაველოდე პასუხს მაინტერესებდა ძალიან, წამით ჩაფიქრდა მერე მითხრა.
-"ამბობთ რომ კაცი ძლიერია, თუ ქალიც კაცის თანასწორად ჩაითვლება, გამოდის რომ ქალიც ძლიერია. ანუ ქალს შეუძლია კაცის საქმე აკეთოს თავისუფლად ხო? დაჩეხოს შეშა, აშენოს კედლები და ა.შ. მაგრამ იმასაც ამბობთ რომ, ქალი სუსტია. თუ კაცი მისი თანასწორი იქნება, კაციც სუსტად უნდა ჩაითვალოს მაშინ." მე არ ვეთანხმები გენდერულ თანასწორობას.- მითხრა სვანმა კატეგორიულად.- ოჯახის თავი კაცია, ხოლო კისერი-ქალი. თავი საითაც მიბრუნდება კისერიც იქეთ მიჰყვება.
- იქნებდა გაშეშდა კისერი, ძარღვი დაუკრთდა ან დაეჭიმა.-ვუთხარი სიცილით. თვითონ გაეღიმა ოდნავ.
- ჭკვიანი თავი არასდროს დაუკრთობს კისერს ძარღვს, როგორაც შეეძლება კისერს ბრუნვა, ისე მიაბრუნებს თავს, დაძალების გარეშე.- მითხრა სვანმა.
- და მაინც,რა არის შენთვის თავისუფლება?- ვკითხე.
- თავისუფლება შინაგანი ჰარმონიაა. თავისუფლება-არჩევანის გაკეთება და სიტყვის თავისუფლება. ჩემთვის ესაა თავისუფლება. შენ რატო არ მეუბნები ყველაზე მეტად რა გიყვარს? თავისუფლების გარდა.- გამიმეორა კითხვა.
- ხაჭაპური მიყვარს. კიდევ, მსხლის ლიმონათი,- ვიცინოდი უკვე, თან ძალიან მშიოდა და შიმშილი მალაპარაკებდა,- კიდევ წიგნები მიყვარს, და საშიში ფილმების ყურება მიყავრს სიბნელეში.- აქ უკვე თვითონაც გაეცინა ხმამაღმა.
- მარტო უყურებ ხოლმე?
- ჰოო, ჩავრთავ და მარტო ვკანკალებ შიშისგან, არადა რა არის ამაში მოსაწონი, მაგრამ ადრენალინი გამოიყოფა ძალიან მაღალი დოზით ჩემში. კვირა არ გავა ისე ერთი ღამით მონსტრები, ვამპირები და კანიბალები არ მოვიწვიო ეკრანთან.
ჩემმა ნათქვამმაა გააცინა.
- რა უცნაური ხარ.- ისევ იმ კაFeში შევედით გუშინ რომ ვიყავით. ისევ იმ ადგილას დავსხედით.
- აუ მე მაგარი მომშივდა,შენ არა?- ვკითხე სვანს.
- მე საჭმელი არ მომშივებია,სხვა რამ მშია.- მითხრა და მრავლის მეტყველი ღიმილი დააყოლა."რა უნდა ამას ეე" გავიფიქრე და გუნებაში გულიანად გავიცინე .მიმტანს ხელის ვანიშე რომ მოსულიყო,ნამცხვარი და ყავა შევუკვეთე. მეტს მაინც ვერ შევჭამდი. კი მშიოდა,მაგრამ მაინც. მაქსიმემაც იგივე შეუკვეთა .ვუყურებდი ამ ადამიანს და სითბო მეღვრებოდა მთელ სხეულში. მიხაროდა მისდამი სიყვარულს რომ ვგრძნობდი, მერე რა რომ "მიყვარხარ" არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, ამას უსიტყვოდ ვეუბნებოდით ერთმანეთს ამ წუთას, როცა თვალებში ვუყურებდი. უცებ მზერა მაქსიმეს ზურგს უკან, შემოსასვლელ კარში შემოსულ ადამიანზე მიმეყინა.. გავშრი,გავხევდი.კაFეში ბექა შემოვიდა.
მაქსიმემ ჩემს მზერას გააყოლა თვალი...

-იცნობ იმ ადამიანს?- მკითხა მაქსიმემ ჩემკენ რომ მობრუნდა.
- კი ვიცნობ!- ვთქვი ისე, რომ თვალი არ დამიხამხამებია.
- ის არის ხო?- მზერა უცებ მაქსიმეზე გადმოვიტანე ეს რომ მკითხა. სახეზე აღმებეჭდა პასუხი. შევატყე სვანს კისრის ძარღვები დაებერა და ნერვიულად ჩაეცინა.
- წადი შენი!..- ჩავილაპარაკე აგრესიულად,რომ დავინახე ბექა ჩვენკენ მოდიოდა. მხოლოდ მე მიყურებდა. ეღიმებოდა,მაგრამ ცდილობდა არ გაღიმებოდა.
- გამარჯობა დინა. რა სიურპრიაზია.- ხელები გაშალა და ისე გამოხატა "სიხარული" ჩემი დანახვის. ნაძალადევად გავუღიმე.- როგორ ხარ დინ?- მკითხა და გადასაკოცნად გამოიწია. მე არ გავნძრეულვარ, არც შემეძლო უბრალოდ რეტი მქონდა დასხმული. თვითონ დაიხარა ლოყაზე მაკოცა. მისმა სიახლოვემ მომაფხიზლა,სახე გამიხურდა. მაქსიმეს თვალები არ დამავიწყდება არასოდეს, როგორ აყოლებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას.
- მადლობა,შენ როგორ ხარ ბექა?- ვკითხე ვითომ მხიარულმა.
- არამიშავს, ვარ რა ძველებურად. შენ, კი გამოიყურები ისევ ისე ლამაზად, ვატოსგან ვგებულობდი შენს ამბებს ხოლმე.- ვატოსგან? არასდროს უხსენებია ჩემთან.
- აა.. - ვთქვი საცოდავად.
ბექამ ახლაღა მიაქცია ყურადღება მაქსიმეს. ჯერ მე შემომხედა კითხვით სავსე თვალებით მერე სვანს გაუცოდა ხელი გასაცნობად.
- მე ბექა მქვია.- მაქსიმემ ოდნავ შეაყოვნა ხელის ჩამორთმევა. მერე გაუწოდა და ჩამოართვა.
- მე მაქსიმე,- უთხრა და ფეხზე წამოდგა. მთასავით წამოიმართა ჩემი სვანი. როგორ მეამაყა გულის სიღრმეში მისი ეს საქციელი. ბექას არ ეკუთვნოდა ზრდილობიანი მოქცევა, მაგრამ სვანმა ამ ქმედებით საკუთარ ზრდილობას გაუსვა ხაზი.
- ჩემი საქმროა.- უკეთ გავაცანი ბექას მაქსიმე, იმ წამს მომინდა ასე მეთქვა. ორივემ პირდაღებული შემომხედა. მე ვიღიმოდი, ვცდილობდი სიყალბე დამემალა. სვანმა უცებ ამიღო ალღო და თამაშში ამყვა. მანაც გამიღიმა.
- ვააა,მართლა? არ ვიცოდი, ვატოს არ უთქვამს.- გაუკვირდა ბექას გულწრფელად და სახეზე აშკარა "არ მეგონა" ეწერა.-გილოცავთ! იბედნიერეთ სულ.- გვითხრა და შევატყე თვალებში კაპილარები როგორ შეფერადნენ წითლად.
- მადლობა.- ერთდროეულად გამოგვივიდა ნათქვამი მე და მაქსიმეს. სვანი დაჯდა. ბექას შესთავაზა დაბრძანიო, მაგრამ მან სასწრაფო საქმე მაქვს უნდა გავიდეო. დაგვემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა კაFედან.
- ესე იგი საქმრო არა?- იკითხა სვანმა მკაცრი ხმით.
- მაპატიე,შენ რომ გაგხვიე ამ ამბავში, მაგრამ იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.- თავი ჩავხარე დამნაშავესავით.
- და რომ გეთქვა უბრალოდ მეგობარიათქო არა?- იმავე ტონით დამისვა კითხვა .რა მეპასუხა? ის რომ მინდოდა ეეჭვიანა ბექას და შენ ამისთვის გამოგიყენეთქო? ვინანე რატომ გავაცანი საქმროდ-თქო. თავი არ ამიწევია,ცოტაც და ავტირდებოდი. სვანმა ადგილი ინაცვლა და ჩემს გვერდით დაჯდა. თავი დახარა და ქვემოდან ამომხედა. ცრემლი თავისით ჩამომვარდა.
- მაპატიე,არ უნდა მეთქვა ეგრე.- ისევ ვთხოვე პატიება სვანს ბურდღუნით. ჩემს თავზე ვბრაზდებოდი. მაქსიმე ისევ ისე მიყურებდა,ქვემოდან.
- ეგრე არ უნდა გეთქვა ხო! იცი როგორ უნდა გეთქვა? საცოლე ვარ მისითქო, ამ ბიჭს ძალიან ვუყვარვარ-თქო. მისი ამომავალი მზე ვარ-თქო.მისთვის ჰაერად ვიქეცი-თქო,მისთვის მშფოთვარე და მშვიდი სუნთქვა გავხდი-თქო.- თავი ავწიე უცებ და სვანს შევხედე გაფართოებული თვალებით.
- კაიფობ ხო?- ვკითხე სერიოზულად. სახეზე ოდნავ მრისხანება გარეული ღიმილი მოეფინა.
- არა,გელაპარაკები.- მითხრა მკაცრად.
- ალბათ ხომრობ.
- არა,არ ვხუმრობ.
- აბა?
- სიმართლეს ვამბობ!
- და რას ამბ..- არ მაცალა სიტყვის დასრულება.
- იმას ვამბობ,რომ მიყვარხარ!- "ვაიმე გული!" იყვირა გონებამ უხმოდ.
სვანმა სიყვარული ამიხსნა ამ წუთას? ვეკითხებოდი ჩემს თავს გონებაში. კი, კი ასეა_მპასუხობდა გონება. გულში ბედნიერების ფერადმა შადრევანმა იფეთქა.
- კი მაგრამ.. მაქსიმე..- ვთქვი დაბნეულმა ენის ბორძიკით.
- გისმენ რა იყო?
- გიყვარვარ არა?
- კი,მიყვარხარ და ძალიან გამაბედნიერებ იგივეს თუ მოვისმენ შენგან.- მითხრა სვანმა ისეთი თბილი ხმით,რომ მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი, მეთქვა რომ მეც მიყვარდა. მაგრამ თავი შევიკავე. ამაში საბოლოოდ უნდა დავრწუნებულიყავი.
- მაქსიმე! ძალიან, ძალიან კარგი ადამიანი ხარ. მადლობაც კი მინდა გადაგიხადო რომ შეგიყვარდი..
- მადლობა?- გაეღიმა,- მე არაფერ შუაში ვარ,შენი დამსახურებაა ყველაფერი.
- მოკლედ! მე დრო მჭირდება.- ვუთხარი დარწმუნებული ტონით.
- რა თქმა უნდა!- დამეთანხმა სვანი.ბოდიში მოვუხადე და წამოვედი. რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა უკვე. ვატოს გადავურეკე.
- შე დამპალო რატომ არ მითხარი ბექას თუ ეხმიანებოდი?
- რა იყო გოგო, ჯერ მომესალმე.
- არ ხარ ღირსი.რატო უყვებოდი ჩემს ამბებს?ვინ მოგცა ამის უფლება?
- არ მინდოდა შენთან მეხსენებინა და გაგხსენებოდა მისი საქციელი. ხოლო შენს ამბებს თუ ვეუბნებოდი,მხოლოდ კარგს,იმიტომ რომ მიდოდა დაენახა უიმისოდაც კარგად რომ იყავი.- მითხრა ვატომ.- რა მოხდა? შეხვდი?
- ხო შევხვდი.მომე მისი ნომერი! - ვუთხარი კატეგორიული ტონით.
- რად გინდა?
- მერე გეტყვი,მომე ახლა მიდი.
- OK. sms-ს გამოგიგზავნი.
- მიდი გელოდები.

მივდიოდი,მაგრამ სად? უნდა შევხვედროდი ჩემს პირველ სიყვარულს, ჩემს პირველი პეპლების ამფიალებელს. პირველი ცრემლში გათენებული ღამის მიზეზს და რა უნდა მეთქვა? რაღაც უნდა მეთქვა მაგრამ აზრებს ვერ ვალაგებდი. მთავარია მარტო უნდა მენახა. იქნებ მენატრებოდა კიდეც და სიბრაზის გამო არ ვაძლევდი თავს უფლებას.
- კარგია რომ მოხვედი.- ვუთხარი ბექას როცა დანიშნულ ადგილას მივედი.
- ჰმ! როგორ არ მოვიდოდი.
- როგორ ხარ?
- ძველებურად.
- ანუ ისევ ღალატობ და ახლა სხვებს სტკენ გულს არა?
- დინა პატიება ხომ გთხოვე ჩემი საქციელის გამო. შენ ვერ შეძელი, არ მოინდომე,რომ მოგესმინა ჩემთვის. სხვის ნათქვამს დაუჯერე და მე მხოლოდ მაპატიეს თქმაღა მაცალე, ისიც უშედეგოდ.
- გამოდის ჩემი ბრალია შენ რომ სხვა შეგიყვარდა არა?!-ცინიზმი არ დავაკელი ჩემს ნათქვამს.
- დღესაც შენ მიყვარხარ დინ!
გავშრი,მაგრამ არ შევიმჩნიე.
-მისმინე! კარგა ხნის წინ რაც მოხდა კარგად გახსოვს ალბათ. მე მაშინ ვერ შევძელი შენთვის მეპატიებინა ის საქციელი, რადგან გული მატკინე ძალიან. დამამცირე, ოცნებები დამინგრიე, გული მერეოდა ჩემს თავზე, როგორ შემეძლო მყვარებოდა შენნაირი ადამიანი..
- დინა, არ მყვარებია მე ის გოგო..მე შენ მიყვარდი..აი ხომ ხედავ, მარტო ვარ. ახლაც შენ მიყვარხარ..
- მიდი, მიდი განაგრძე, მომიყევი რაც მოხდა მოგისმენ.-ვუთხარი მშვიდად.
- იმ გოგოს ვუყვარდი და ცდილობდა ყველანაირად ჩემთან ურთიერთობის გაბმას.მასთან დაწოლაც კი შემომთავაზა.- თავი ჩახარა,- მეც თავში ამივარდა და..
- და დაგრჩა კიდეც ავარდნილი.- ვუთხარი და გამეღიმა.- ბექა უნდა გითხრა რაც ამდენი ხნის მანძილზე მაწვალებდა..
- გისმენ დინა.- ჩუმი,გასაცოდავებული ხმით თქვა ბექამ.
- მაშინ პატიება ვერ შევძელი, იმიტომ რომ მატკინე ძალიან. ბევრჯერ მომნატრებიხარ, ბევრჯერ მიტირია, გამითენებია შენზე ფიქრებში. ვიტანჯებოდი რომ წარმოვიდგენდი, ის სიტყვები რომლებიც ჩემზე იყო მოძღვნილი შენგან, უკვე სხვას ეკუთვნოდა..
- არა დინა! მხოლოდ შენ გეკუთვნის ყველა თბილი სიტყვა ჩემგან ნათქვამი..
- ბექა! მე გაპატიე უკვე შენი საქციელი .და იცი რატომ? დღეს აღარ მტკივა.. იმიტომ რომ აღარ მიყვარხარ და სამუდამოდ გაგიშვი ჩემი ცხოვრებიდან, ზუსტად ამ წამს.
- და აქამდე გიყვარდი?
- მიყვარდი იმ ლამაზი დღეებით, რომელიც ერთად გავატარეთ. ბედნიერად რომ ვთვლიდი თავს.. ახლა უკვე ჩემი წარსული დაგერქვა და, რომ მახსენდება ჩვენი ერთად გატარებული დრო, უკვე იქაც არ მტკივა შენი საქციელი, არ მწყდება გული, რომ ჩემგან წახვედი. მოკლედ! მე მიპატიებია შენთვის ყველაფერი, ამის სათქმელად დაგიბარე აქ.
- რა აზრი აქვს მაგ პატიებას? შენ მაინც სხვა გიყვარს..
- ძალიან დიდი აზრი აქვს ბექა ნუთუ ვერ ხვდები? გაპატიე და გიშვებ სამუდამოდ ჩემი ფიქრებიდან და ტკივილიდან. აღარ მტკივა შენი საქციელი ბექა. იმიტომ რომ არაფერს არ წარმოადგენ ჩემთვის უკვე.
- დასანანია..
- მაგაზე ადრე უნდა გეფიქრა, მაგრამ ეგეც მიხარია რომ არ იფიქრე. თორემ ახლა როგორიც ბედნიერი ვარ, ასეთი ვერ ვიქნებოდი სხვა დროს. კარგი, ჩემი წასვლის დროა. ბედნიერებას გისურვებ ბექა მთელი გულით.
- კარგი დინა. შენც გისურვებ ბედნიერებას.- მითხრა მან ნაღვლიანი ხმით. შემოვბრუნდი და წამოვედი. მოვდიოდი ამაღლებული განწყობით. გავთავისუფლდი ,საბოლოოდ გავუშვი ჩემგან. მე მისი პატიება შევძელი. გული გავათავისუფლე მასზე ბოღმისგან და სიბრაზისგან. როგორ სიმსუბუქეს ვგრძნობდი,მ ეგონა მიწაზე ფეხს არ ვდგამდი. მოვიტოვე უკან ჩემი პირველი გულის წამით შემჩერებელი. ჩემი ბავშვობის სიყვარული. ალბათ იდგა და მიყურებდა, ვგრძნობდი ამას.

საქართველო თეთრ ქურქში გაეხვა.ზამთრის სუსხი თოვლს გაელამაზებინა. ხის ტოტები ფიფქებით შემკულიყო და ჰაერში ახალი წლის მოახლოვების სურნელი ტრიალებდა.
- როდის მიდიხარ სვანეთში?- ვკითხე მაქსიმეს.
- კვირის ბოლოს წავალ,შობის მერე ჩამოვალ.- მითხრა და ხელი მომხვია,- შენ არ მიწყონო კარგი?
- ვერ შეგპირდები მაგას, უკვე მოვიწყინე.
- მეც მინდა შენთან ერთად ახალი წელი და შობა რომ გავატარო, მაგრამ ხომ იცი ჩემები მარტო არიან იქ და ცოდოებია,უნდა წავიდე აუცილებლად. შობა უდიდესი დღესასწაული კი გახლავთ, მაგრამ ამ დღეს უპირველესად სვანები მიცვალებულებს ვიხსენებთ და ყველა ოჯახში მათთვის განკუთვნილი საკურთხის სუფრა იშლება. შობის საღამოს, უპირველეს ყოვლისა, მიცვალებულების სულებს ვეპატიჟებით სახლში.მამას გამოც უნდა წავიდე..
- მინდა მალე გავიდეს დრო,თორემ გავგიჟდები აქ უშენოდ. წესიერად ვერც დაგირეკავ იქ და ასე როგორ გავძლო?- ვკითხე მაქსიმეს და თვალები ამეწვა.
- ჩემი გიჟი ხარ შენ, მხოლოდ ჩემი!- მითხრა ღიმილით და მიმიხუტა. ჩემი ოცნება და სურვილი ავისრულე ამ რამოდენიმე ხნის წინ, მაქსიმეს კისერში ჩავდებდი თავს და ხარბად ვისუნთაქვდი მის სურნელს. რომ მომხვევდა ხოლმე ხელებს, მთლიანად ვიმალებოდი მის მკლავებში. ახლაც ასე იყო.
- ნელისთან ახლოს ცხოვრობ?- ვკითხე.
- არც ისე,ნელის საცხოვრებელი ადგილი ტიალი მონდორია ჩემს სახლთან შედარებით.- თქვა ხუმრობით.
- რაა? ის არის მინდორი?- გავიოცე.
- ხო, მინდორია, ნელის სახლამდე მანქანა ამოდის და ჩემამდე ვერა,თან ზამთარში მითუმეტეს.
- ვაიმე იქ როგორ არსებობენ მერე?- ვთქვი შეწუხებული ხმით.
- ძალიან რთულია ზამთარში იქ ყოფნა, მაგრამ ზაფხულში ემზადებიან ზამთრისთვის. ყველაფერი გამზადებული დავუტოვე დედას და ისე წამოვედი.
- თბილისში რომ წამოიყვანო უკეთესი არ იქნება?
- არა,არ იზამს დედე(სვანურად დედას დედე ჰქვია). იქაურობას ვერ ელევა.
- მესმის მისი..- ვთქვი ჩაფიქრებულმა.
- დინა,მიყვარხარ და მეც ძალიან მომენატრები.- მითხრა სვანმა.
- მეც ძალიან მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად და მეც უზომოდ მომენატრები.- თვალებში ჩამხედა, წელზე შემომხვია მისი ღონიერი მკლავები და წამომწია. ანთებული ლურჯი თვალების ყურებას ვერ ვუძლებდი ისე, რომ არ მეკოცნა მისთვის. ტუჩებზე მივეკარი და ვნებიანად ვაკოცე.
- დინა, ჩემი მზის ამოსვლა ხარ შენ!- მითხრა როცა მის ბაგეს დავეხსენი.
- შენ კი ჩემი.
- შენ კიდე ვერ ჩაწვდები ბოლომდე თუ როგორ მიყვარხარ. როგორ მიყვარს შენი პატარა ცხვირი, შენი შავი ლამაზი თვალები, დახატული წარები, გრზელი წამწამები, რომ აფახურებ ხოლმე სასაცილოდ, შენი ტუჩები ხო საერთოდ, ეგ ცალკე თემაა,- თქვა ღიმილით,- ეგ გაბურძგნული თმა მიყვარს დინა, შენი კანის ფერი მიყვარს კიდე, თოვლივით თეთრი და სპეტაკი რომ არის. შენი სიგიჟეები მიყვარს როგორც იცი ხოლმე. მთლიანად შენ მიყავრხარ ჩემო სიხარულო.- ვუსმენდი და გული საგულეში არ ეტეოდა სიხარულისგან და ბედნიერებისგან. მთელი ძალით მოვხვიე კისერზე ხელები და კისერში ვაკოცე.
- ჩემი ბედნიერება ხარ შენ მაქსიმე.- ვუთხარი ჩურჩულით. უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები გვერდებზე. ვარსებობდი მისით. ბევრჯეს მითქვამს ჩემი თავისთვის;აი ეს არის სიყვარული. აქამდე არ მცოდნია თურმე რას ნიშნავდა ეს. მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობდი. მეიმედებოდა ჩემი ბედნიერებისთვის ჩემი სვანი.

ახალი წელი დიდი ზარ-ზეიმით დადგა და ამავე დროს ნაღვლიანადაც ჩვენს ოჯახში.
ნაღვლიანად იმიტომ,რომ ჩემი ძმები ისევ ვერ ჩამოვიდნენ და მხოლოდ სკაიპით მოვახერხეთ მილოცვა ერთმანეთზე.
აკაკი და კოკა უკვე მესამე წელია იქ არიან და მესამე წელია ასე ვხვდებით ახალ წელს.
ბედობას მეგობრები გოგასთან შევიკრიბეთ.ზედმეტი ხმაურის გარეშე პატარა სუფრა გავშალეთ და თბილი მოგონებებით შემოვიფარგლეთ.
მაქსიმეს არ ყოფნა დამეტყო. სულ დაღვრემილი დავდიოდი, მენატრებოდა ძალიან არადა ჯერ მხოლოდ ერთი კვირის წასული იყო. დარეკვითაც ვერ მირეკავდა ხშირად. იქ არ იჭერდა კარგად ქსელი, ბარისკენ უნდა წამოსულიყო რომ დაერეკა ჩემთვის.
სახლში მივედი, ჩემები ტელევიზორთან ისხდნენ და საახალწლო გადაცემას უყურებდნენ მხიარული სახეებით.
- ხვალ სვანეთში მივდივარ! - ვთქვი კატეგორიული ტონით...

***

ჩემი მშობლების გაოცებული სახეები ჩემკენ იყო მომართული რამოდენიმე წამით.
- რა ხდება მამი?- მკითხა მამაჩემმა.
- არაფერი, წასვლა მინდა უბრალოდ..
- ვისთან ერთად?
- მარტოს!
- მარტოს?
- აჰაა
- დინა რა ხდება დე?- შეშფოთდა დედა.
- მოენატრა და მიდის,რა უნდა ხდებოდეს მეტი.- გამოსცრა კბილებში მამაჩემმა. რეტი დამესხა. არ მეგონა თუ იცოდა. თავი ჩავხარე.
- ის სვანი?- იკითხა დედამ.
ამათ ყველაფერი სცოდნიათ მე კიდე ბაიბურში არ ვიყავი.
- გითხრა ჩამოდიო?- გაისმა კოტეს მკაცრი ხმა.
- არა, არ უთქვამს. მე გადავწყვიტე ასე.- ვთქვი დამნაშავესავით.
- ასე ძალიან გიყვარს?- მკითხა მამაჩემმა სითბო ჩამდგარი ხმით.
- კი!
- არა დედიკო, სად უნდა წახვიდე ხომ არ გაგიჟდი, რას იფიქრებს მისი ოჯახის წევრები, უპატრონო ეგონები. გოგო როდის მიდიოდა ბიჭის სანახავად.- ლამის გიჟს გავდა დედაჩემი.
- ის ვერ ჩამოვა კიდე რამოდენიმე კვირა.- ვთქვი და ხმა სატირლად მოვემზადა. ჩვენს დუმილს ტელევიზორის ხმა არღვევდა. კოტე ადგა, კარადიდან კონვერტი გამოიღო მაგიდაზე დადო და ისევ ტელევიზორის წინ მოკალათდა დედაჩემის გვერდით.
- აიღე, ფულია მაგ კონვერტში.- მითხრა დინჯი და მშვიდი ხმით.
- კოტე!
- გაჩერდი ნინო შენ.- უთხრა ალერსიანი ხმით ცოლს. გული ამოვარდა საგულედან სიხარულისგან, დედას და მამას მივვარდი და მაგრად მოვეხვიე.
- ყველაზე მაგარი დედიკო და მამიკო ხართ თქვენ!- თითქმის ვყვიროდი ბედნიერებისგან. რა სასიამოვნო შეგრძნებაა სიხარულისგან რომ გეტირება. მთელი ღამე არ მიძინია, ან რა დამაძინებდა. ბარგი ჩავალაგე და ოცნებებში გადავეშვი, წარმოვიდგინე მაქსიმეს სახე, იქ რომ დამინახავდა.
დილით დედა შემოვიდა ოთახში. საწოლზე ჩამოჯდა და ჩემს დარიგებას მოჰყვა. მე ღიმილიანი სახით ვუსმენდი. ბოლოს რომ მორჩა ჩემზე ჭკუის სწავლებას, მანქანის გასაღები მომცა
- მამამ დაგიტოვა,- სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. დედას მადლობა გადავუხადე და მაგრად მოვეხვიე. მამას sms გავუგზავნე "მსოფლიოში საუკეთესო მამა ხარ. ძალიან მიყვარხარ და არასოდეს დამავიწყდება, თუ რას აკეთებ ჩემთვის. გამიმართლა შენი შვილი რომ ვარ". რამოდენიმე წუთში მომწერა "კი გაგიმართლა!" გულიანად გამეცინა. მალევე მოვიტოვე თბილისი უკან.. რაც უფრო ვუახლოვდებოდი სვანეთის გზას ,მით უფრო ძლიერად მიცემდა გული
გამალებით...

...............................
სვანეთი!..
დათოვლილი მთები..
მყინვარები..
ხშირი და დაბურული თოვლით გადათეთრებული ტყე..
ხმაურიანი მდინარეები..
მთის ფერდობზე შეფენილი სოფლები და დათოვლილი სახლის სახურავები..
ნაცრისფერი კვამლი საკვამურებიდან..
გული ყელში მებჯინებოდა სიხარულისგან და ნანახის განცდისგან.
ბინდდებოდა ნელის ჭისკართან მანქანა რომ გავაჩერე. ეზოში შევედი და მასპინძელს გავძახე. კარში გამოიხედა, გაშლილი ხელი შუბლზე შემოიდო და ისე დამაკვირდა, მერე სახე გაებადრა, უცებ წინსაფრის ბოლოებით პირი მოიწმინდა და ჩემკენ გამოემართა.
- უი ჩემი დინა მოსულა..
თბილად გადამეხვია და მომიკითხა. არც მე დავაკელი სითბო ამ თბილ ქალს. სახლში შემიპატიჟა,შევედი.სუფრა გაეწყო და მარტო ვახშმობდა.
- დასასვენებლად ჩამოდი შვილო?- მითხრა და ცარიელი თეფში დამიდო მაგიდაზე ფუსფუსით.
- ხო,ცოტა ხანს დავრჩები, ხომ გაქვს თავისუფალი ოთახი?
- რომც არ მქონდეს ჩემს ოთახს დაგითმობდი შენ ისეთი დინა ხარ.
- ძალიან დიდი მადლობა ნელი დეიდა ასეთი სითბოსთვის. ძალიან კარგი ადამიანი ხარ. სულ მარტო ხარ ხოლმე?- ვკითხე და მერე ვინანე ეს შეკითხვა, არამკითხე მოამბე ვარ რაა.
- კი სულ მარტო ვარ. აქ მარტო ვცხოვრობ. ერთი გოგო მყავს, ნაილი ჰქვია და შვილიშვილი მყავს საშა თერთმეტი წლისაა, მაგრამ რუსეთში ცხოვრობენ. სიძე რუსი მყავს. ქმარი აფხაზეთის ომში დავკარგე ოცდა-ცხრამეტის წლის იყო მაშინ, მე ოცდაათის და დამრჩა ორი წლის შვილი. დედამთილი და მამამთილი დამიდგა გვერდში და ისე გავზარდე ნაილი .სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია, აქაურობის დატოვება ერთი წუთით არ მდომებია. ჩემი ბედნიერი წლები ამ სახლს უკავშირდება, აქ რომ ვარ ჩემი ქმართან ახოლოს ვარ უფრო. მის მშობლებს საკუთარივით ვუვლიდი, ამით მის ხსოვნას ვცემდი პატივს და ეგეც რომ არ ყოფილიყო კარგი ხალხი იყვნენ ჩემი დედამთილი და მამამთილი. მერე ცხოვრების გზაზე შემომეცალნენ ყველანი საკუთარიც და ჩემი ქმრის მშობლებიც. შვილი სასწავლებლად გავუშვი და იქ გამითხოვდა. ორჯერაა აქ ნამყოფი თავის ქმარ-შვილიანად. შვილიშვილს არ ვიცნობ ნორმალურად. ნათესავები კიდე ყველა ქალაქად გარბის, არავის არ უნდა აქ დარჩენა.- თქვა სინანულით ნელიმ, გული ამეწვა მის ნაამბობზე, მომინდა რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩენილიყავი აქ, მის გვერდით. ახლა ორი მიზეზი მქონდა სვანეთში ჩამოსვლის ნელი და მაქსიმე.
- ნელი დეიდა, თუ არ შეწუხდები სანამ სწავლა დამეწყება დავრჩები შენთან.
- უი ჩემი დღე შენ, შემოგევლე (დალოცვაა ასეთი სვანეთში), - მითხრა ნელიმ გახარებულმა.- რამდენ ხანსაც გინდა დარჩი, როგორ გამახარე.- თვალებზე ცრემლი მოადგა მასპინძელს, - გიდი ხომ არ გჭირდება?- მკითხა და ჩაიცინა.
- გიდი?- მაქსიმე იგულისხმა, ალბათ რამე იცის. ვკითხე და გამეცინა მეც.
- დილით იყო მოსული მაქსიმე ჩემთან, შეშა დამიჩეხა ე, ფეჩთან რომ აწყვია ის.- მითხრა და ღუმელთან დაწყობილი შეშისკენ გაიშვირა ხელი.- სახლის საქმეები ჰქონდა გასაკეთებელი მალევე წავიდა, დამიბარა თუ ღამემ არ მომისწრო ჩამოვალ და ღობესაც გაგიკეთებო. მაგრამ უკვე დაბნელდა, ალბათ ვერ მოიცალა.- თქვა ნელიმ დანანებით,- ჩამომენგრა ღობე, მე ძალა აღარ შემწევს, მითუმეტეს ამ ზამთარში, ძვლებში მამტვრევს სიცივე, მარილები მაწუხებს.- მოჰყვა წუწუნს ჩემი დიასახლისი. დღეს ვერ ვნახავ გავიფიქრე და მოვიწყინე, მაგრამ მაინც მიხაროდა ახლოს ვიყავი მასთან, რამოდენიმე წუთის სავალზე.
- მითხარი რა გაქვს გასაკეთებელი და აქ ვარ მე, დაგეხმარები ყველაფერში.- ვუთხარი გულწრფელად და წამოვდექი.
- მოიცა, ჯერ ჭამე რამე შვილო.
- ჩაის დავლევ მხოლოდ .საჭმელი არ მინდა, ოღონდ შენ იჯექი, ჩემით გავიმზადებ, კარგი?- ვუთხარი ღიმილით მასპინძელს. მიმასაწავლა სად რას ინახავდა და ჩაი გავიმზადე.- სანამ ჩაი გაცივდება, მანქანას ჩამოვიყვან ეზოში.
- კარგი, მიდი შვილო ჭიშკარს გაგიღებ მე.
- არა, არა იყავი ჩემით გავაღებ. ცივა გარეთ.- ვუთხარი და სახლის კარი გამოვაღე,- უი თოვა დაწყებულა!.- წამოვიძახე გახარებულმა.

ძრავა ჩავრთე და ფარების შუქზე ჭიშკრის საკეტის გაღებას ვცდილობდი ნაცნობი და მონატრებული ხმა რომ შემომესმა.
- ხომ ვამბობ, რომ გიჟი ხარ-მეთქი, აქ რას აკეთებ?!- იდგა მაქსიმე და მიყურებდა გაოცებული და ღიმილიანი სახით. მუხლები ამიკანკალდა ჯერ მისი ხმის გაგონებისას და მერე მის დანახვაზე. ჭიშკრის საკეტს შევეშვი და მისკენ წავედი. მთელი ძალით მოვეხვიე, თითქოს წლებია არ მენახოს.
- ძალიან მომენატრე და ვერ გავჩერდი თბილისში, შენთან ჩამოვედი რომ მენახე.- ვუთხარი მოგუდული ხმით,რადგან მის კისერში მქონდა თავი ჩარგული.
- ჩემი გიჟი, ჩემი.. მხოლოდ ჩემი.- მიჩურჩულა სვანმა. სითბო ჩამეღვარა მთელ სხეულში ისეთი ტონალობით წარმოსთქვა ეს სიტყვები. მაგრად მიჭერდა მკლავებს და სუნთქვას მიკრავდა მისი ჩახუტებით.- მეც მენატრებოდი დინა, ძალიან ძალიან მენატრებოდი. როგორ გამახარე შენი სიგიჟით ვერ წარმოიდგენ.-განაგრძობდა ჩურჩულს ჩემი სვანი.
- მე მხოლოდ ის ვიცი, რომ უაზროდ მენატრებოდი და რომ არ მენახე მოვკვდებოდი ალბათ.- ვუთხარი ცრემლნარევი ხმით. მეტირებოდა ბედნიერებისგან. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, მთელი არსებით შევიყვარე. მთელი გულით და მთელი ცხოვრებით.
- ჩემი..ჩემი, ჩემი, მარტო ჩემი ხარ!- თქვა ხმამაღლა მაქსიმემ და თვალებში ჩამხედა.
- ხო მარტო შენი.. შენი ვარ!- გავუღიმე, - და არ დაგავიწყდეს შენც მარტო ჩემი ხარ.- ვუთხარი წარბაწვით. გაეცინა.
- სულელო მაგაში ეჭვი გეპარება?
- არა,მაგრამ მაინც შეგახსენე.
- კაი, კაი შემახსენე ხშირად, რაღაც გულმავიწყი გავხდი რაც შენ შემიყვარდი მის მერე.- თქვა სიცილით.
- გაგიმძაფრებ მეხსიერებას მე, არ იდარდო შენ მაგაზე.- მეც ვიცინოდო.
- გამიცივდები ასე, სახლში შევიდეთ.- მითხრა და ამათვალიერ ჩამათვალიერა.
- ხო, აი მანქანა უნდა შემეყვანა ეზოში და..
- კარგი, მიდი ჩაჯექი და მე გაგიღებ ჭიშკარს.- მითხრა და ეზოში შევიდა საკეტის გასაღებად. მანქანა სახლთან ახლოს დავაყენე.
თოვდა.
მხოლოდ ერთი ჩანთა მქონდა და შევეცადე მე თვითონ ამომეღო საბარგულიდან, მაგრამ სვანმა არ დამანება.
- ნელისთან დავრჩები სანამ სწავლა დაიწყება, თან შენც გნახავ ყოვედღე.- ვუთხარი და ჩემი ძველი ოთახის კარი შევაღე, დიასახლისმა მითხრა შემეძლო იმ ოთახში ვყოფილიყავი. კარებთან ვიდექი და ხარბად გავაყოლე თვალი მაქსიმეს სხეულს. ჩანთა საწოლთან მიიტანა და იატაკზე დადო. მობრუნდა და მომიახლოვდა, წელზე შემომხვია ცალი ხელი, მეორეთი კი ღია კარი მიხურა. კარებს ამაკრა და ვნება ჩამდგარი ლურჯი თვალებით თვალებში ჩამხედა. მისი თბილი სუნთქვა სახეზე მეფერებოდა. ლურჯი თვალებიდან მზერა ტუჩებზე გადავიტანე და მთელი გრძნობით ვაკოცე. მკოცნიდა და მთელ სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი, ძალა მეცლებოდა ბედნიერებისგან, სიხარულისგან და მისი შეხებისგან.

- ნელი გადაგვერევა.- ვუთხარი სიცილით თავი რომ დავიხსენი მისი ტუჩებისგან. არაფერი არ უთქვამს, მხოლოდ გაეღიმა.- ხვალიდან ისევ გიდი ხარ იცოდე.
- კარგი, ვიქნები ისევ შენი გიდი.- დამთანხმდა ღიმილით. ხელი გამიშვა და კარი გამოაღო.- წამოდი დაბლა ჩავიდეთ ნელისთან. ხვალ კი ძალიან ლამაზ ადგილს გაჩვენებ ჩემო ტურისტო.- უკნიდან მივეხუტე და მაგრად მოვუჭირე ჩემი სუსტი ხელები. ღრმად შევისუნთე მისი სურნელი ასე ძალიან რომ მიყვარდა.
- მი სი მალატ.(მიყვარხარ - სვანურად) - ვუთხარი ხმამაღლა და გამეცინა. უცებ მომიტრიალდა.
- საიდან იცი ეგ?- მკითხა ღიმილით.
- ვისწავლე, მინდოდა გამეხარებინე.
- გამახარე კიდეც ჩემო სიხარულო.- მითხრა და თავზე მაკოცა.- მი სი მალატ, დინა..
დაბლა ჩავედით მასპინძელთან. მაქსიმემ ნელის მოუბოდიშა ვერ მოვიცალე რომ ჩამოვსულიყავიო და ხვალ გაგიკეთებ ღობესო.
წინა ღამის უძინარს და ნამგზავრს მალევე ჩამეძინა და დილამდე ღრმად მეძინა.
დილით(დილით რა,ათი საათი იქნებოდა და ეს დრო მთაში, თან სოფელში შუადღედ ითვლება) დიასახლისის კარებზე ფრთხილმა კაკუნმა გამაღვიძა. ძილს ძლივს წავართვი თავი და მასპინძელს გავძახე ოთახში შემოსულიყო.
- დინა,მაქსიმეა მოსული მითხრა სადღაც უნდა წავიყვანო და გაიღვიძოსო.- უცებ მოვფხიზლდი. ნელის მადლობა გადავუხადე და ჩაცმა დავიწყე,ლამის გავიყინე ისე ციოდა. დაბლა ჩავედი, თავი მოვიწესრიგე და გიდს გავხედე გარეთ იდგა და მელოდა. როგორ მახარებდა მისი დანახვა, მისი ხმის გაგონება, მისი გამოხედვა, მისი ღიმილი. მხოლოდ ღიმილით მივესალმე,მეტი ახლოს მისვლა ვერ გავბედე, ხალხის თვალში მე ტურისტი ვიყავი და მაქსიმე გიდი.
- ფეხით წავიდეთ?- ვკითხე გვერდზე მდგომ სვანს.
- ხო ფეხით წავიდეთ. ძალიან ლამაზი ხარ.- მითხრა ჩუმად ისე რომ ჩემთვის არ გამოუხედავს.
სოფლის თოვლიან შარას დავადექით. ირგვლის კაცის ჭაჭანებაც კი არ იყო, მაგრამ მაინც ვგრძნობდი ინტერესით შეპყრობილი ადამიანების მზერას.
- ძალიან მიყვრახარ.- ვუთხარი მეც ჩუმად ისე,რომ გზისთვის თვალი არ მომიშორებია.
- მეც მიყვარხარ ჩემო გიჟო, ხომ არ დაგიტოვო ჩემთან ჰა?- მკითხა ღიმილით,- აქვე ვცხოვრობ, მიგიყვან სახლში და დედაჩემს გავაცნობ შენს თავს ჩემი ცოლია-თქო.
- დარჩენით ვერ დავრჩები და სხვა დანარჩენზე თანახმა ვარ.- ვუთხარი სიცილით.
- რატო ვერ დარჩები?
- კაი რა სად უნდა დავრჩე აბა. ოჯახის შექმნაზე არ მიფიქრია, ჯერ ადრეა.
- სულაც არ არის ადრე.
- კი ადრეა, მე არ მცალია ჯერ. თან ადრეა ჩემთვის ცოლის ამპლლუა.
- ჩემს გამო არ მოირგებ მაგ ამპლუას?
- ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არა, არ გავაკეთებ, ჯერ ვერ გავთხოვდები.
- ჰოდა, ნებით არ რჩები, ძალით დაგიტოვებ.
- აუ რაებს ბაზრობ ვაბშე, აზრზე ხარ?- წამომცდა.
- გოგო რამდენჯერ გითხარი დახვეწე ლექსიკა-თქო. - მითხრა მკაცრად.
- მე ასეთი ლაპარაკი მევასება რა ვქნა.
- შენი გამოსწორება არ იქნება.- ჩაეღიმა.
- ალბათ.
- ახალწელს მოილხინე?
- არა. ორში გოგასთან შევიკრიბეთ ყველანი და ეგ იყო და ეგ. შენ მოილხინე?
- კი. ჯერ სახლში და მერე ტურისტებია ზემოთ ჩამოსული, გიდი ვარ იმათთანაც-გამიღიმა-იმათთან ერთად ვიყავი ცოტახნით.
- თბილესელი ტურისტებია?- არ მომეწონა ეს ამბავი.
- არა,რუსები და იტალიელებია.
- აა.. და ლამაზები არიან არა რუსის გოგოები?
- კი ძალიან.- ავენთე. სიბრაზემ თვალები ამიწვა.
- ძალიან არა?..
- ხო, რა არის?
- არაფერი!- ნერვები მომეშალა. როგორ მშვიდად მეუბნებოდა ამას.- კიდე ბევრი უნდა ვიაროთ?- ვკითხე შეწუხებული ხმით, უკვე დამეკარგა სურვილი სადმე წასვლის და რამის ნახვის.
- ცოტაც და მივალთ. ხომ არ დაიღალე?
- არა, არ დავღლილვარ, უბრალოდ არ მინდა მოგაცდინო.
- და ვინ გითხრა, რომ მაცდენ?
- გიდი ხომ ხარ, ჰოდა მათ უფრო სჭირდები.
- ვაიმეე რა სულელი მყევხარ გოგო.- მითხრა სიცილით
- აჰა, სულელი არა?- გავბრაზდი.
- ჰო, ჰო სულელი,როგორ გგონია ისინი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ შენ?
- ისინი!- მინდოდა გაბრაზებულიყო. გაჩერდა და მრისხანე თვალებით შემომხედა.
- ახლა უკვე მაბრაზებ!
- არაუშავს აიტან.
- და რომ ვერ ავიტანო?
- იქნები მასე გაბრაზებული.- გავუცინე, რადგან შევატყე მათრლა გაბრაზდა.
- ზოგჯერ რა აუტანელი ხარ დინა..
- ვიცი..
- მერე ეს კარგია?
- კარგია,მე მომწონს..
- სადისტი ხარ რაა. ჩემი ნერვების მწვალებელი..
- ეგეც მომწონს..
- მორჩა აღარ გააგრძელო მეტი..
- კარგი, ჩუმათ ვარ!
- ეგრე ჰო. არ შეგიძლია ნერვები რომ არ მომიშალო ხოლმე?
- "ხოლმე" უნდა აიტანო, აბა როგორ გინდა?- ისევ გავიცინე.
- არა რა! შენ მე შემიწირავ, მშვიდობით ჩემო მშვიდო ნერვებო.- დაემშვიდობა სვანი მის მშვიდ ნერვებს და გაეცინა.
- როგორ მინდა ახლა ჩაგეხუტო ეგრე საყვარელი რომ ხარ.- გადავულაპარაკე ჩუმათ, თითქოს ვინმეს არ გაეგონა ჩემი ხმა. მომანათა მისი სიყვარულით სავსე ლურჯი თვალები.- აუ ეგრე ნუ მიყურებ ხოლმე რაა.- დავიწუწუნე. გაეცინა.
- რატო? არ მოგწონვარ?
- პირიქით! ვგიჟდები ეგრე რომ შემომხედავ ხოლმე, მინდება კოცნით დაგახრჩო.- არ დავმალე განცდა.
- სუსტ წერტილებს მივაგენითო?- იცინოდა,- კარგია,გამომადგება.
- დამცინე ახლა.- გავიბუსე.
- არა,არ დაგცინი.დინაა!..
- ჰო!
- მიყვარხარ ძალიან გოგო..- ისე სასაცილოდ მომესმა "გოგო" სიცილი ვერ შევიკავე.- რა გაცინებს გადარეულო?
- მეც მიყვარხარ ბიჭო.- მიხვდა და სიცილში ამყვა.
- ჩემი გიჟი ხარ შენ...ჩემი ლამაზი დინა.- თვალებით მოვეფერეთ ერთმანეთს.
- მაქსიმე დავიღალე.- ავწუწუნდი.
- დავბრუნდეთ?
- არა, სადმე უფრო ახლოს წავიდეთ.- გაეცინა ჩემს ნათქვამზე.
- ახლოს ვართ უკვე.
- გული ამომივარდა უკვე და სუნთქვაც მიჭირს, მაღალზე ვართ ხო ძალიან.- ვამბობდი სვენებსვენებით.
- არ ივარგებ შენ მთაში.- მითხრა სიცილით.
- არ ვივარგებ ხო, მე კოშკში უნდა ვიცხოვრო პრინცესასავით.
- ავიშენებ მერე ეზოში ერთ სვანურ კოშკს.
- უეჭველი, თორემ ისე არ გამოგყვები მე.
- შენ რა,თანახმა იქნები მე რომ აქ მოვინდომო ცხოვრება, წამომყვები?- მკითხა გაოცებული ტონით და შეჩერდა.
- დაუფიქრებლად წამოვალ შენთან ერთად, თუნდაც ქვეყნიერების დასალიერში გადაწყვიტო ცხოვრება.- ვუთხარი რასაც ვფიქრობდი.
- დაუფიქრებლად წამოხვალ ხო.- გაეღიმა,- მაგრამ თუ დაუფიქრდები მიუხედავად იმისა, რომ გიყვარვარ, არ წამოხვალ.- მეწყინა მისი ნათქვამი.
- ეჭვი გეპარება არა? მისმინე! მე შენ მიყვარხარ, შენთან ყოფნა მიხარია, არ აქვს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა სად ვიცხოვრებთ. კარგად იცი აქაურობა შენს გაცნობამდე მომეწონა. თან როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, იქ მეორე ხარისხოვანია მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ბევრი რამ არ ექნეთ ფუფუნების საგანი, მაგრამ ყველაზე მთავარი; ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეთ. მე ასეთი სიყვარულის და ურთიერთობის მჯერა მაქსიმე. კიდე რაც მთავარია ურთიერთობაში, ეს არის პასუხისმგებლობის შეგრძნება და გააზრება. სიყვარულს რომ თავი დავანებოთ შენში არის ეს, პასუხისმგებლობის მაღალი დოზა. მე არ მეშინია არაფრის და ნებისმიერ ადგილას ვიცხოვრებ შენთან ერთად. შენ ზუსტად იცი, რა არის საჭირო და რა არა. ამიტომ ჩემო სვანო, მე შენ გენდობი და მეიმედები. კიდევ გიმეორებ, ეს რაც პასუხისმგებლობას ეხება, და რაც ჩვენს სიყვარულს შეეხება დარწმუნებული ვარ, უამრავ ცხოვრებისეულ სირთულეს გაუძლებს და ამით დავუმტკიცებთ ერთმანეთს, რომ სიყვარული არს მარადის ჩვენში.- დავასრულე სათქმელი, სვანს მივაჩერდი. წავიკითხე მის თვალებში დიდი და ძლიერი გრძნობა. ღრმად ამოვისუნთქე, ამ ამოსუნთქვას მიყვარხარ ამოვაყოლე.
- როგორ ვამაყობ ჩემი რომ ხარ, შენ ხომ არ იცი!- მითხრა თბილი, ოდნავ ხრინწიანი ხმით. სულ მაჟრიალებდა მისი ხმის მოსმენა. ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. ვუსმენდი მისი გულისცემას რომელიც საოცარ მუსიკას ჰქმნიდა.
- არ მომწყინდება არასდროს შენი გულის ხმის მოსმენა.- ვუთხარი და მკერდზე ვაკოცე.
- რაო რას გეუბნება?- მკითხა ღიმილით.
- დინასთვის ლამაზ კომპოზიციას ვქმნიო.
- მუსიკის ნიჭი არ მაქვს.- გაიცინა,- წარმომიდგენია რა ხმები ისმის.
- არაფერიც, ძალიან ლამაზ მუსიკას უკრავს.
- კარგია, მთავარია მხოლოდ შენ ხვდები თუ როგორ ლამაზად ცემს ჩემი გული შენი სიყვარულით.- მითხრა და უფრო მაგრად მომიჭირა მკლავები.
რამოდენიმე წუთი ვიდექით ასე. მერე შუბლზე მაკოცა და გზა განვაგრძეთ. მალევე მივედით იმ ადგილას. მთის წვერი იყო. ერთი თოვლით დახუნძლული ხე იდგა მხოლოდ. მთის უკან უფრო მაღალი მთები იყვნენ მედიდურად აღმართულნი.
- აბა, აქეთ მოიხედე. - მითხრა და მომაბრუნა.
აქეთაც აღმართულიყვნენ საუკუნეებს მოსწრებული ტყით დაბურული და მოხუცის ჭაღარასავით თოვლით გადათეთრებული მთები. მთის ძირას კი სოფელი სჩანდა. სახლის საკვამურებიდან ნაცრისფერი ბოლით და ხის ღობეებით შემოღობილი ეზოებით. გავშეშდი ამ სილამაზით, მეგონა ტილოზე დახატულ ნახატს ვუყურებდი. თვალს ვერ ვწყვეტდი. საოცარი სილამაზე იყო.
- მოგწონს?- მკითხა.
- ძალიან,ძალიან.. საოცრებაა!
- მიხარია რომ მოგწონს.
- როგორ შეიძლება არ მოგეწონოს ეს ადგილი ადამიანს.-გავიკვირვე ისე, თვალი არ მომიშორებია სანახაობისთვის.
- აქ არ ამომყავს ტურისტები.
- მართლა?- გამოვხედე უცებ
- ხო მართლა.
- რატომ?
- რავიცი, არ ჩავთვალე საჭიროდ მათთვის, სხვა ლამაზი ადგილებიცაა უამრავი აქ და იმის სანახაობით დატკბებიან.
- უი ქუდი!- ახლაღა შევნიშნე მისი სვანური ქუდი, აქამდე კაპიშონი ეხურა თავზე,- ძალიან გიხდება, ძალიან მომწონს რომ გხურავს ხოლმე.
- ქუდი ჰოო,- ჩაეცინა და ქუდზე მოიკიდა ხელი,- სვანური ქუდი სვანი კაცის იდენტურობისა და ვაჟკაცურობის სიმბოლოა.
- ყიდულობ ხოლმე ხო?
- არა რა ვყიდულობ.
- აბა?
- დედაჩემი აკეთებს..
- რაა? როგორ? სპეციალური დაზგა გაქვთ სახლში?- მეგონა ქუდების ბიზნესი ან რამე თუ აქვს-მეთქი.
- შრომატევადი და ხანგრძილივი პროცესია სვანური ქუდის მომზადება. გინდა მოგიყვე?
- აუ კი თუ არ გეზარება რაა.- დავეღრიჭე. გაეცინა ჩემი შემხედვარე.
- არა დაზარების უფლება არ მაქვს, მე ხომ გიდი ვარ.- მითხრა და ბეჭებში გაიჯგიმა სასცილოდ.
- მაშინ გისმენ მიდი.
- კარგი... ესე იგი რა ხდება, მაგიდაზე დებენ სველი ტილოს ნაჭერს,დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძისა ზედ აწყობენ დამუშავებულ,გაჩეჩილ მატყლის ფთილებს,შემდეგ მოაპკურებენ წყალს და მრგვალ დიდ ჯოხზე დაგრაგნიან ამ დაგრაგნილ მატყლს დიდხანს აგორავებენ,თელავენ თან პერიოდუად გახსნიან ტილოს დაასველებენ და ხელახლა მეორდება შეთელვის პროცესი.მატყლს მანამ თელავენ სანამ თითოეული ფთილა ერთმანეთს მჭიდროდ არ მიეკვრება,კარგად გათელილად ითვლება თუკი მზა ნაბადი წყალს არ გაატარებს.ამის შემდეგ ხისგან გამოთლილ სხვადასხვა დიამეტრის მქონე ყალიბზე ჩამოაცმევენ ,ქუდის სიმაღლეზე შემოუჭერენ ბაწარს,2-3 დღე ტოვებენ ყალიბზე, რათა გაშრეს და ყალიბის ფორმა მიიღოს,ბოლოს შემოაჭრია ირგვლივ ბოლოებს მხოლოდ სტანდარტულად,ქუდისთვის მიღებულ ზომაზე ტოვებნ სიმაღლეს.უკვე გამოჭრილ და შესწორებულ ქუდს,ირგვლივ ნაპირებს შავი ან სხვა ფერის ძაფით ლამაზად შემოაკერებენ,შემდეგ,2-3 სმ-ით ზემოთ კვლავ შემოავლებენ ძაფს და ამ რკალიდან ქუდის თავზე ხდება ძაფის გადაჯვარედინება,რო მელსაც დასრულებისას ჯვრის ფორმა აქვს. სვანურ ქუდს სამკურნალო დანიშნულება აქვს,ითვლება რომ წნევას არეგულირებს. ასევე ერთი უცნაური თვისება აქვს,კარგად შეთელილ და გკეთებულ ქუდში წყალს რომ ჩაასხამენ არ ატარებს,როგორც კი არაყს ჩაასხამენ, არაყი გამოჟონავს.
- ვაუუ რა საინტერესოა. მეც მინდა რომ ვცადო გაკეთება.- გამოვთქვი სურვილი,- არ გამომივა ჰა?
- რავიცი ვცადოთ,- მიპასუხა სიცილით.- ახლა დავბრუნდეთ სახლში, თორემ როგორც ვატყობ თოვას აპირებს კიდე.- მითხრა და ცას ახედა
- კარგი დავბრუნდეთ.- დავეთანხმე და გაყინული ხელები დავიორთქლე.
- გაიყინე ხო?
- ცოტა..
- სახლში რომ მივალთ ჩაი დალიე და მერე ჩაწექი თბილად.
- არა, ნელის უნდა მივეხმარო სახლის საქმეების გაკეთებაში..
- ჩემი კეთილი გოგო..
- აბა, აბა! - შევიფერე შექება....

***

..უკან დაბრუნებისას სიარული უფრო გამიადვილდა დაღმართზე.
- სახლში რომ მივალთ მერე რა გეგმა გაქვს?- ვკითხე სვანს.
- ნელის ღობეს გავუკეთებ და მერე ზემოთ ავალ ტურისტებთან, უნდა წავყვე იმათაც.
- იცოდე ჭკვიანად იყავი, ნერვები არ ამიშალო.
- ჰმ! ერთი ამას დამიხედეთ რაა.- წამოიძახა მაქსიმემ,- შენ გოგო რამდენს ლაპარაკობ?- მკითხა სიცილით.
- ჰო, ჰო ჭკვიანად იყავი, იმ რუსის გოგოებს არ დაუწყო თვალიერება ახლა.
- რუსებიდან მხოლოდ ერთია გოგო, სამი ბიჭია და იტალიელებიდან ყველა გოგოა.- იცინოდა.
- ჰოდა, მაშინ იტალიელებსაც ნუ დაუწყებ თვალიერებას.
- ეჭვიანობ დინა?
- დიახაც.
- არ მენდობი?
- კაცის თვალი ხარბია მაინც.
- შენ დაასკვენი?
- არა,სტატისტიკა ამტკიცებს და მონაცემები.
- ყველას არ ეხება მერე ეგ სტატისტიკა და მონაცემები.
- უმეტესობას ხომ ეხება? ღალატი ხომ ხშირია? ის კი არა და ქართველ კაცს გენეტიკაში უზის საყვარელ ქალზე ღალატი. დაავადდებიან ასე რომ არ მოიქცნენ.- ნერვები მომეშალა.
- ადამიანს გააჩნია დინა. ღალატს რა უნდა? არც არაფერი, უბრალოდ საკუთარ თავს არ უნდა აკადრო კაცმა ეგ საქციელი და მოღალატე არ უნდა დაირქვა, მითუმეტეს საყვარელი ქალის თვალში.. მაგრამ აქ მეორე მხარეცაა დინა!
- რა მხარე?- დავინტერესდი.
- ის მხარე, რომ ვისაც უღალატეს უნდა დაფიქრდეს რატომ უღალატეს, მარტო ერთი მხარე არაა დამნაშავე. საკუთარ ქმედებებს უნდა გადავხედოდ პირველ რიგში და მერე გამოვიტანოთ დასკვნები, რამ უბიძგა ღალატისკენ? იქნებ პასუხი ჩვენსავე თავში აღმოვაჩინოთ, თუმცა არ ვაღიაროთ ეს."მაგრამ ადამიანი იცი როდისაა მაღალი? როცა საკუთარ შეცდომას ხმამაღლა იტყვის და საკუთარ თავს განსჯის დაფარვის გარეშე."
ორს შორის ურთიერთობებს მესამე არ აფუჭებს დინა, ბზარი უკვე გაჩენილი იყო მესამე რომ გამოჩნდა ურთიერთობაში.ყველას არ შეწევს იმის ძალა, რომ მესამე არ ჩარიოს აქ, თითქოს საშველს მასში ხედავენ. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. ადამიანს, მითუმეტეს კაცს იმდენი ძალა უნდა ეყოს, რომ საკუთარი ბინძური ნება-სურვილები დაიოკოს.- მეტკინა მისი ნათქვამი ღალატზე. ბექა გამახსენდა, ანუ მეც ვარ დამნაშავე? მოვიწყინე. შემატყო.- რა მოხდა? რატომ შეგეცვალა სახე?
- ბექამ მიღალატა, სხვაში გამცვალა,სხვა შეუყვარდა. მე ვიყავი დამნაშავე?- მივახალე აღელვებულმა. მასაც ეცვალა სახის გამომეტყველება.
- დინა არ მინდოდა გწყენოდა, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ფანტაზიები, შიშები და იდუმალი სურვილები ქვეცნობიერში ღრმადაა ჩაფლული ისე, რომ ხშირად მას თავადაც ვერ აცნობიერებს. მაგალითად, ღალატი შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მის სამომავლო გეგმას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სრულიად დაუგეგმავად ჩაიდინოს ეს.მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ვამართლებ და შენ გადანაშაულებ.კიდე ერთხელ გიმეორებ,ადამიანს იმდენი ძალა უნდა შეწევდეს საკუთარ ბინძურ ნება-სურვილებს შეეწინააღმდეგოს.ნამდვილი კაცისთვის ღირსების საკითხია ეს.თან ხშირ შემთხვევაში ურთიერთობა ერთფეროვანი ხდება.ეს ერთგვარი გამოცდაა ორ ადამიანს შორის არსებული გრძნობის,უნდა ეცადონ რომ ეს ერთფეროვნება მრავალფეროვანი გახადონ.პრობლემებს არ უნდა შეუშინდნენ,იქეთ შეაშინონ უნდა ცხოვრებისეული სირთულეები-გაეღიმა-და ღალატიც არ იქნება მერე.ერთმანეთის ინტერესი არ უნდა დაიკარგოს ურთიერთობაში მთავარი ესაა.-მითხრა და მომეხვია.როგორც წიწილაა კრუხის ფრთის ქვეშ,თბილად და დაცულად, ისე ვგრძნობდი მეც თავს მაქსიმესთან. "ჩემი ბედნიერება და ჩემი მომავალი-ჩემი სვანი", ვიმეორებდი გულში და მეღიმებოდა.- გასაგებია რაც ვთქვი?
- კი გასაგებია.- ვუთხარი და ავხედე.
- ჰოდა ნერვებს ნუ მიშლი ხოლმე თორემ გაგექცევი სხვასთან მერე.- მითხრა სიცილით. წამოვენთე.
- დამპალო!..გაეთრიე აქედან, ხმა არ გამცე.- მოვცილდი და ზევით, ისევ მთისკენ წავედი. ვითომ გავბრაზდი.
- საით?- დამიძახა მკაცრად.
- არ გელაპარაკები და შემეშვი, წადი, მიდი უკეთესი ნახე ვინმე და მასთან იყავი.- უკან მოუხედავად მივაძახე და გზა გავაგრძელე, არადა როგორი დაღლილი ვიყავი და როგორ მინდოდა სახლში ყოფნა.
- დინა, მოდი აქ!- ისევ მომესმა მიაი მკაცრი ხმა შორე-ახლოდან, არ მიმიხედავს, ალბათ იქ იდგა ისევ.
- გითხარი არათქო ნაწყენი ვარ შენზე და ნუ მელაპარაკები. წადი!! - თითქმის დავუყვირე უკან მოუხედავად. რა ხუშტურები იყო ახლა ეს? მაგრამ წამომიარა ასე.
- შენ გოგო ყურში გესმის რას გეუბნები?- დამიყვირა მანაც. გამაცია, პირველი იყო ასეთი ტონალობით რომ მომმართავდა ჩემი სვანი, მაგრამ რადგანაც შევტოპე, უკან ვეღარ ვიხევდი სულელური, ბავშვური ქმედების გამო. თან მივდიოდი არ ვჩერდებოდი. პასუხი არ გამიცია, არც მისი ხმა გამიგია.ალბათ წავიდა, გავიფიქრე, მაგრამ სიამაყის გამო უკან არ ვიხედებოდი, იქნებ იქ დგას და მიყურებს-თქო. კარგა მანძილი რომ გავიარე და კარგა სიმაღლეზეც ავედი, ვიკადრე უკან მობრუნება. გზას გამოვხედე ჩემი სვანი წასულიყო, იქ აღარ იდგა. გული ჩამწყდა, რომ ვაწყენინე და, თან შემეშინდა ამ თოვლში, მთაში მარტოს. "ოხ! დინა თავაძე, რა აუტანელი და სასიზღარი ხარ".. ვლანძღავდი საკუთარ თავს.
- ჯანდაბა!!!- წამოვიძახე გაბრაზებულმა, თოვლის ფიფქებმა რომ იწყეს ცვენა. დაბლა დავეშვი, თოვა მატულობდა. გული მისკდებოდა კაცი-შვილის ჭაჭანება არ იყო ირგვლივ. კაპიშონის თასმები მაგრამ მოვჭიმე, მხოლოდ თვალები და ცხვირი მიჩანდა, გვერდზე არ ვიყურებოდი, შიშმა ამიტანა, მეგონა ნადირი გამოხტება ტყიდან და აქვე დამბრდღვნისთქო. კარგა გზა გამოვიარე, უკვე ისე თოვდა ნაკვალებიც არ ეტყობოდა გზას. ჩემს თავს ვამხნევებდი "ნუ გეშინია დინა, მალე სოფელიც გამოჩნდება და სამშვიდობოს ხარ". მაგრამ ისე დაგრძელდა გზა, მეგონა თბილისისკენ მივდიოდი.
ვიგრძენი უკან რაღაც მომყვებოდა, მაგრამ შიშის ფანტაზიას მივაწერე ეს შეგრძნება.. არა, არა, მართლა რაღაც ხდება დინა შენს უკან. გამომძახა შინაგანმა ხმამ. უეჭველი ნადირი მომყვება ალბათ, გავიფიქრე და შიშისგან ცივმა ოფლმა დამასხა. უნდა მივიხედო უკან, იქნებ და არაფერია და ტყუილად ვვარდები პანიკაში. სიარული შევანელე და ნელა მოვბრუნდი უკან, თან გონებით გასაქცევად მოვემზადე. მაგრამ ადგილზე გავშეშდი. ჩემგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით მაქსიმე იდგა. როგორ გამეხარდაა.. არ დამტოვა მარტო, დამელოდა როდის დავბრუნდებოდი, რომ უკან გამომყოლოდა. ჩემი ბიჭი.. ჩემი სიხარული.. ჩემი თბილი.. ჩემი სიცოცხლე... ჩემი სვანი! ვეფერებოდი გულში, მინდოდა გავქცეულიყავი და მოვხვეოდი, მაგრამ ისეთი დაბღვერილი მიყურებდა შემეშინდა. ისე ჰქონდა თვალები ამღვრეული ვერ გავბედე მისვლა, თან ჩემი საქციელის ძალიან მრცხვენოდა. ცივად მოვბრუნდი და გზა განვაგრძე. თოვა არ წყდებოდა. როგორც იქნა სოფელიც გამოჩნდა. სახლს რომ მივუახლოვდი მაშინღა მოვხედე კიდევ ერთხელ, ისევ ის სახე მომაგება და მაშინვე, ცივად მოვბრუნდი. ეზოში შევედი, ჭიშკრის ხმით მივხვდი თვითონას შემომყვა. ნელი გარეთ გამოსულიყო და ამ თოვაში საქმიანობდა.
- ნელი დეიდა რას შვები? გაცივდები, წამო სახლში შევიდეთ და რომ გადაიღებს მე დაგეხმარები მაგის გაკეთებაში.- ვუთხარი დიასახლისს.
- არაფერია შვილო, მოვრჩი უკვე. შედი და მეც შემოვალ ახლავე.- ვერ დაველოდებოდი გარეთ მასპინძელს,რადგან ძალიან მციოდა, უფრო სწორად მაციებდა. ვგრძნობდი სიცხე მქონდა. ღუმელთან დავჯექი და მოვიბუზე. დიასახლისს შემოსვლა დააგვიანდა. კანკალმა მიმატა, ალბათ ტემპერატურამ ამიწია. ძლივს მოვახერხე ადგომა და კარებთან მისვლა, ვიფიქრე გავძახებ ნელის, იქნებ დამწევი ჰქონდეთქო. ჭიშკრიდან ბრუნდებოდა მასპინძელი, გარეთ გასული რომ დამინახა ფეხს აუჩქარა, ალბათ მეტყობოდა, რომ ვერ ვიყავი კარგად.
- მაქსიმე გავაცილე, ღობე გამიკეთა, გაახარებს ღმერთი მაგას. რა დაგემართა დინა, რა ფერი გაქვს?
- მგონი სიცხე მაქვს ნელი დეიდა და დამწევი ხომ არ გაქვს შემთხვევით?
- კი, კი როგორ არა, მაქვს, შემოდი, შემოდი სახლში ჩქარა.-შემიყვანა. ქურთუკის გაძრობაში დამეხმარა, ფეხსაცმელები ჩემით გავიძრე, მთლიანად სველი აღმომაჩნდა წინდები. ნელიმ დივანი გაშალა, კარადიდან ბალიში და საბანი გამოიღო და დამაწვინა. დამწევიც დამალევინა. მალევე ჩამეძინა. საღამომდე მეძინა. რომ გამეღვიძა მასპინძელი ღუმელთან იჯდა და ქსოვდა. წამოჯდომა ვცადე, მაგრამ თავი მისკდებოდა ტკივილისგან.
- გაცივდი ეტყობა.- ქსოვას თავი დაანება ნელიმ და დივანზე ჩამომიჯდა. შუბლზე დამადო ხელი, სიცხე შემიმოწმა. -ისევ გაქვს.- შევატყე ანერვიულდა.
- როგორ მრცხვენია ნელი დეიდა, აქ შენს დასახმარებლად დავრჩი და იქეთ მოსავლელი გაგიხდი. - შევწუხდი მართლა.
- გაჩერდი შვილო, ეგ არ თქვა მეორედ. შენ არაფერი იჯავრო უცებ მოგაჯანმრთელებ. - მითხრა მზრუნველი ხმით და გამიღიმა. - გადავალ აქვე მეზობელი ექიმია და იმას გავძახებ, გვერდებზე მოგისმენს.
- არ გინდა იყოს, არ წახვიდე რა ძალიან გთხოვ, უკვე ღამეა თან ცივა, ხვალ მნახოს ექიმმა. - ვცადე შეჩერება მასპინძლის, მაგრამ არაფრით არ გაჩერდა. ფილტვებზე მოგისმენს და წამალსაც გამოწირესო დაიჟინა. დაახლოებით თხუტმეტ წუთში ჩემი დიასახლისი ექიმთან ერთად დაბრუნდა. გამსინჯა ზინა ექიმმა და ფილტვები სუფთა აქვსო, ყელიცო. გაციებულია და რამოდენიმე დღე საწოლში თბილად წოლა არ აწყენდაო. ისევ დამალევინეს დამწევი. ნელის ჩემს ძილში ხაჭაპურები დაუცხვია და მწოლიარეს ცხელი ხაჭაპური და თეთრი ბალის კომპოტი მომიტანა. რა გემრიელი იყო. დაუვიწყარი გემო დამიტოვა.
- ნელი ცხელ რძეში გახსნილი თხის ქონი დაალევინე და მოუხდება, გაციების უებარი წამალია.- ურჩია ექიმმა ჩემს მასპინძელს.
- რაა? თხის ქონი? - ლამის ვიკივლე,- არ არსებობს,მოვკვდები და ვერ დავლევ.- უკვე გულისრევის შეგრძნება დამემართა. რა დამალევინებდა რძეს, თან თხის ქონიანს. ორივეს გაეღიმათ ჩემს რექციაზე.- თხის ქონიანი რძე როგორ უნდა დალიოს ადამიანმა? ნუთუ აქ სვამენ?- გავიკვირვე.
- სვამენ, სვამენ.- მითხრა ღიმილით ზინა ექიმმა,- სად იყო შვილო უწინ ახლა რომაა ამდენი მედიკამენტები. აქ ექიმბაშობით და ხალხური მედიცინით ებრძოდა ხალხი ავადმყოფობას და დაავადებებს.უძველეს დროში,სვანეთი კარჩაკეტილი კუთხე იყო,მას ნაკლებად ქონდა ურთიერთობა ბართან.შესაბამისად ის იძულებულილი იყო თავად ემკურნალა თავისი თავისთვისა და ახლობლებისთვის.საუკუნეთა მანძილზე დაკვირვებითა და გამოცდილებით გაამდიდრა "საოჯახო აფთიაქი",რომელიც სხვადასხვა მთის მცენარეებისაგან შედგებოდა.აი მაგალით;ჭრილობის სამკურნალოდ დღემდე გამოიყენება მთის,წვრილი გვიმრის მსგავსი მცენარე,რომელსაც ჩვენში "ნექეშე მელს" უწოდებენ.მელ სვანურად ბალახს ნიშნავს,ხოლო ნექეშე ცალანების გვარის ერთ-ერთი შტო იყო,რომელიც დღეს ამომწყდარი შტოა.როგორც ჩანს,ამ ბალახის სამკურნალო თვისებების აღმოჩენა ამ გვარის წარმომადგენელს ეკუთვნის.ასე არაა ნელი? - ჰკითხა ექიმმა მასპინძელს და ნელიმაც თავის დაქნევით დაუდასტურა"კი მასეაო" - გადმოცემის თანახმად, - განაგრძო ზინა ექიმმა თხრობა და ჩემი განათლება სვანურ ექიმბაშობაში,მეც სმენად ვიქეცი,- ამ გვარის მამაკაცს,მთაში ნადირობისას დიდი გველი დაუჭრია,გველი გაქცევია,მონადირე მის კვალს გაჰყოლია და უნახავს რომ გველი ამ მცენარესთან მისულა და ამ ბალახს იფენდა ჭრილობაში.რამდენად სარწმუნოა ლეგენდა,ძნელი სათქმელია,მაგრამ მცენარე მართლაც ჭრილობის შესახორცებლად უებარი საშუალებაა.ეს მცენარე იცავს ჭრილობას ინფექციის შეჭრისაგან და დაჩირქებისაგან,ხოლო ჭრილობა ძალზე სწრაფად ხორცდება.ეს მცენარე გამოიყენება ,როგორც სიმსივნის სამკურნალოდ,ითვლება რომ ეს წამალი უხანგრძლივებს სიმსივნით დაავადებულს სიცოცხლეს,მას თაფლში აზავებენ და ისე ასმევენ ავადმყოფს. ბალახი მხოლოდ მთაში ხარობს,მას გვიმრის ფორმა აქვს,მხოლოდ წვრილი და დაბალია.მას აშრობენ ჩრდილში და გამხმარ მცენარეს დაფშვნიან და ფხვნილად ინახავენ.მუცლის ტკივილისათვის გამოიყენებენ მთის ბალახის ძირებს,რომელსაც ღეჰის უწოდებენ.ძირებს კარგად გაწმენდენ,დაჭრიან და დაასხამენ მაგარ არაყს,ისე რომ ძირები დაიფაროს,შემდეგ დადგამენ ერთი თვე ბნელ ადგილას,მუცლის ტკივილის შემთხვევაში სვამენ ერთ ჭიქას და ტკივილიც მალევე ქრება.
ღეჰის აღმოჩენასთან დაკავშირებითაც არსებობს თქმულება,თითქოს ორი კაცი წასულა სანადიროდ,ერთერთმა დაიძინა მინდორზე,მძინარეს პირში გველი ჩაუცურდა,მეორემ არ აგრძნობინა არაფერი და სანაძლეო შესთავაზა თუ ვინ უფრო მეტს შეძლებდა ეჭამა ღეჰის ძირები,მართლაც დათანხმებულა ის კაცი და უჭამია ეს ძირები,ცოტა ხანში კაცს პირღებინება დაეწყო და გველი ნაკუწ-ნაკუწ ამოურყევია.ამის შემდეგ ეს მცენარე ფართოდ გავრცელებულა მთელ სვანეთში.
ბავშვებში და ჩვილებში, მუცლის ტკივილის დროს გამოიყენებენ დათვის ნაღველს.ყველა ოჯახში,სადაც ბავშვია,საოჯახო აფთიაქში მოიპოვება დათვის ნაღველი.როცა ჩვილს ტკივა მუცელი,დედა ერთ კოვზ რძეში გაურევს ცოტაოდენ ნაღველს და ასმევს ბავშვს,მუცლის ტკივილი მაშინათვე უყუჩდება.თუკი მონადირე შეძლებს დათვის მოკვლას,ის აუცილებლად ამოაცლის ნაღველს,რადგან ის ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა.გაცივებისას,სვამენ ცხელ რძეში გახსნილ თხის ქონს,ხოლო ფილტვების ანთებისას უებარ საშუალებად ითვლება მგლის ქონი.მგლის მოკვლის შემთხვევაში,მის ქონს გადაადნობენ და ინახავენ ქილებში,საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფს ასმევენ დღეში ერთ კოვზ ქონს.ასევე იყენებენ ძლიერი ხველებისას.სახსრების ტკივილისას,გამოიყენება ბალახი,რომელსც მელენი ქვია,მელენის ძირებს,გაასუფთავებენ და გახეხავენ,გაშლიან ტილოზე რომელსაც მტკივან ადგილას დაიდებენ.ამბობენ რომ ტკივილი მალევე ყუჩდება.ნაღრძობის ან ძარღვის დაჭიმვის შემთხვევაში იყენებენ ცვილს.გრძელ ტილოს დააფენენ გახურებულ ღუმელზე და მასზე უსვამენ ცვილის ნატეხს,ცვილი დნება ტილოზე,შემდეგ თბილს ახვევენ ნაღრძობ ადგილას,გაცივებისას ეს ტილო მაგრდება და მტკივან ადგილს მყარად აფიქსირებს და ტკივილსაც აამებს.ასეთი უამრავი ხალხური მედიცინაა ცნობილი ჩვენთან.- დაასრულა ზინამ.
- ვაუუ, რა საინტერესოააა!- წამოვიძახე. ნელი მომიახლოვდა,თერმომეტრი მომცა სიცხის გასაზომად. ვნახე, რომ უკვე დაწეულიყო ტემპერეტურა.
- იწექი, იწექი არ ადგე.- მირჩია ექიმმა, სიცხის დაწევა არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას, უბრალოდ წამლის ზემოქმედების ქვეშ ხარ. შეიძლება კიდევ აგიწიოს. ხვალ ქალაქში მივდივარ და წამოგიღებ მე აფთიაქიდან წამლებს რაც გჭირდება.
- ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ზინა.- მადლიერი ვიყავი ამ თბილი ქალისადმი.
- არაფრის შვილო.- თბილად გამიღიმა, მერე ნელის მუბრუნდა ჰკითხა.- ზეგ ალილო ღამე და რას შვები ხომ ემზადები?
- კი, კი აბა როგორ იქნება ისე.
- კაი ნელი, წავალ ახლა მე, და თავს გაუფრთხილდეს შენი ტურისტი.- გააფრთხილა ჩემი მასპინძელი ღიმილით ექიმმა.

ის ღამე ღუმელთან გავატარე.გამთენიისას კიდევ ამიწია ტემპერატურამ, რათქმა უნდა დიასახლისი გვერდიდან არ მშორდებოდა.
მთელი დღე არ გამოჩენილა მაქსიმე, მეც ვერ გავდიოდი გარეთ, ნელი ფაქტიურად ადგომის საშუალებას არ მაძლევდა. თავზე დამფოფინებდა. საღამოს გარე საქმეებს რომ მორჩა და ღუმელთან მოკალათდა, ვკითხე, მაქსიმე აქედან შორს ცხოვრობსთქო.
- დაახლოებით 500 მეტრი იქნება მის სახლამდე. დიდი, ორსართულიანი სახლი აქვს, თეთრია და დიდი აივნები აქვს ირგვლივ. ხის ლამაზი ღობე აქვს და ჭიშკართან ორი "სკამეიკა" დევს.- ისე ჩამომიყალიბა ნელიმ, თითქოს მიმიხვდა ჩანაფიქრს, მაგრამ არაფერი შეიტყო.
მთელი ღამე გავათენე თითქმის. არ მეძინებოდა მაღალი სიცხის და მაქსიმეზე ფიქრის გამო. ძალიან გავაბრაზე, არც მოსულა მთელი დღე, არც ვუკითხივარ. გული ჩამწყდა.
როგორც იქნა გათენდა.შუადღემდე სახლში იყო ჩემი დიასახლისი.მაქსიმე ისევ არ ჩანდა.
- ქალაქში ჩავდივარ დინა და შენ არ მოიწყინო კარგი? მალე მოვალ. - დამიბარა ნელიმ. როგორც კი დავიგულე თავი მარტო სახლში ავდექი, ჩავიცვი და მაქსიმეს სახლისკენ წასასვლელ გზას დავადექი. ისევ შემაცია... ისევ თოვა... კარგა მანძილის გავლის შემდეგ ნელის მიერ აღწერილ სახლს მივადექი. ჭიშკართან დავდექი, ჯერ ვერ მოვიფიქრე რა უნდა მექნა, მერე მივხვდი, რომ უნდა დამეძახა.
- მაქსიმეე!! - გავძახე ეზოში. ჩემს დაძახილზე ძაღლი მოახტა ჭიშკარს ყეფვით. ლამის გული გამისკდა შიშისგან. უკან დავიხიე. სახლის კარი გაიღო და იქედან მაქსიმეს დედა გამოვიდა. მივხვდი, რომ დედა იყო, ძალიან ჰყავდა მაქსიმე. ჭიშკარს მოუახლოვდა და დამაკვირდა.
- გისმენ შვილო.- ძალიან თბილი ხმა ჰქონდა.
- გამარჯობათ, მაპატიეთ, რომ გაწუხებთ. მაქსიმე სახლშია?
- გაგიმარჯოს. არა რა შეწუხებაა შვილო, კი სახლშია.
- შეგიძლიათ დაუძახოთ?
- კი დავუძახებ. ჩაეძინა და შევაღვიძებ.- მითხრა და გაბრუნდა.
- კარგით იყოს, არ გააღვიძოთ ცოდოა. სხვა დროს ვნახავ.-ვუთხარი და წამოსვლა დავაპირე. არადა როგორ არ მინდოდა მის უნახავად უკან დაბრუნება.
- არა, არა..ისედაც გასასვლელია მალე. მობრძანდი სახლში.
- არა, მადლობა, არ მინდა შეგაწუხოთ. აქ დაველოდები, მაშინ.- ვუთხარი და ჭიშკართან მდგარ გრძელ სკამზე დავჯექი. კიდე ეს მინდოდა?! ისედაც მაციებდა და სიცხეს მიმატებდა. თან თოვაც მიემატა. მაქსიმეს დედას არაფერი უთქვამს, სწარაფად გატრიალდა, სახლში შევიდა. რამოდენიმე წუთში ჭიშკარი გაიღო და მაქსიმე გამოვიდა, ნამძინარევი სახით. როგორ მომნატრებია, როგორ მომინდა ჩავხუტებოდი. რა საყვარელი იყო ახლადგაღვიძებული. სითბო ჩამეღვარა მისი დანახვისას. ფეხზე წამოვდექი.
- რა ხდება?- მკითხა ცივად და ბოხი ხმით.
- მომენატრე.- ვუთხარი და დამნაშავესავით ჩავხარე თავი.-მაპატიებ?....

***

- არ ხარ ღირსი. ჩემს ნათქვამს არ იგონებ არაფერს.- გაიმკაცრა ხმა სვანმა. "მართლა სვანი ეს" გავიფიქრე.
- აუ ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ, შემირიგდი ახლა რა გეხვეები.- მუდარა გავურიე ხმაში.
- წადი, მიდი სახლში, სიცხე გაქვს და ნუ ხარ გარეთ.- ხმის ტონი არ შეუცვლია ისე მითხრა და ეზოში შესასვლელად მიბრუნდა.
კიდე უფრო შემიყვარდა, გაბრაზებული იყო და მაინც ჩემზე ზრუნავდა, ჩემი თბილი.. ჩემი სვანი..
- არსადაც არ წავალ, სანამ არ შემირიგდები.- გავჯიუტდი.
- აი ხედავ? კიდევ არ იგონებ ჩემს ნათქვამს ,შენი გამოსწორება არ იქნება.
- აუუ შემირიგდი რაა..
- არა!
- კარგი, მაშინ მე აქ ვიქნები და არსად არ მივდივარ.- ვუთხარი და ისევ დავჯექი სკამზე. ისევ შემაცია. მაღალმა სიცხის გამო გამაკანკალა.
- ჰოდა იყავი მანდ.- მითხრა და ეზოში შევიდა.
- დიახაც ვიქნები!- მივაძახე, მაგრამ არ გაუგია, უკვე სახლში შესულიყო. სიცივისგან, მაღალი ტემპერატურისგან, გულის წყვეტისგან და სიბრაზიზგან ტირილი მომერია. ვიჯექი და ვტიროდი. ალბათ ათი წუთი ვიყავი ასე, ძალიან კი მიჭირდა, მაგრამ ისე გავჯიუტდი უკან დახევას არ ვაპირებდი. თოვა არ წყდებოდა. დამცინის ეს ამინდი აშკარად. ჭიშკარში მაქსიმე გამოჩნდა. იდგა და მიყურებდა.
- შენ ხარ სვანი თუ მე?- მკითხა ღიმილით.
- ორივე.- ვუპასუხე, მაგრამ სახეზე არანაირი რექციის გამოხატვის თავი არ მქონდა. გულში კი ვცეკვავდი გიჟივით სიხარულისგან.
- გიჟი ხარ, ჩამოყალიბებული გიჟი.- მითხრა და ფეხზე წამომაყენა. - მართლა ასე გიყვარვარ, რომ აქ გაყინვას აპირებდი?
- ჰო, მართლა ასე მიყვარხარ!- ვუთხარი და ნიკაპიც ამიკანკალდა. გულზე მიმიხუტა და მთელი ძალით მომხვია მკლავები. მაღალი სიცხისგან ისედაც ისეთი შეგრძნება მქონა, რომ ძვლებში ვიმტვრეოდი და მისი ძლიერი ჩახუტებით სასიამოვნო ტკივილისგან კვნესა აღმომხდა.
- ჩემი გიჟი დინა.. ჩემი სიხარული დინა.. "იმჟი მალატ ისგვი თერალ"- მითხრა სვანურად და თვალებზე მაკოცა ნაზად და ფრთხილად. - "სი ხი მიშგვი თემიშ ნარი, მი ისგვაურ დეშ ხვიგენი" - ვერ ვგებულობდი რას მეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი მეფერებოდა სვანურად, ისე გრძნობით და თბილად ამბობდა ამ სიტყვებს.
- იმედია არ მლანძღავ.
გადაიხარხარა ჩემს ნათქვამზე და თავზე მაკოცა.
- მი სი მალატ დინა! - მითხრა და თვალებში ჩამხედა. ლურჯი თვალების ნათებამ დამიარა მთელ ტანში.
- მეც, მეც მიყვარხარ სიცოხლეზე მეტად! მაგრამ სიცხე მაქვს ახლა და არაფრის თავი არ მაქვს, ტყუილად მიყურებ ეგრე, სუსტი წერტილი გათიშულია.- ვუთხარი და შუბლი ტუჩებზე მივადე. როგორ მესიამოვნაა.. ერთი კი გაიცინა,მაგრამ მერე შეიცხადა;
- იწვი დინა! წამო სახლში შევიდეთ.- ეზოსკენ წამიყვანა.
- არა, არა.. მერიდება.. თან ნელიმ არ იცის აქ რომ ვარ.
- რა გერიდება გოგო, შენს სახლში შემოსვლა გერიდება?- მითხრა ღიმილით,- ნელი მიხვდება სადაც ხარ..ზინა ექიმი ვნახე და მან მითხრა ნელის ტურისტი ავად გახდა, გაცივდაო.
- და მაინც არ მოხვედი სანახავად ჰო?
- სანახავად არა, მაგრამ ამბის გასაგებად მოვდიოდი. შევიდეთ ახლა სახლში. - ხელი მომხვია და ეზოში შემიყვანა. მაქსიმეს და შემოგვეგება. მომესალმა, როგორ ჰგავდა მაქსიმეს,მასსავით ლურჯი თვალები ჰქონდა.- ჩემი დაა ნინო. ეს დედაჩემია ლალი.- გამაცნო ოჯახის წევრები მაქსიმემ.- ეს კი დინაა, ჩემი საცოლე.- წარუდგინა ჩემი თავი დედას და დას. "საცოლეეეეეე? " წამოვიძახე გონებაში, არ ველოდი უცებ ასე ოფიციალურობას. მაგრამ იმათი თბილი და მომღიმარი სახეები რომ დავინახე სიხარულით გამიელვა თავში ფრაზამ "მაქსიმეს საცოლე".. მაქსიმეს საცოლე"..
- გილოცავთ შვილებო!- ხელები გაშალა მაქსიმეს დედამ და გადაგვეხვია. უხერხულობისგან დავიბენი, ვეღარ მოვიფიქრე მადლობა გადამეხადა თუ არა.- როგორ გამახარე დედი.- სახეზე ხელები ჩამოუსვა შვილს ლალიმ.
- დედა ისე ლაპარაკობ თითქოს ჩაბერებული ვიყო და როგორც იქნა საშველი დამადგა.- გაეცინა მაქსიმეს და დედას ხელი მოხვია.
- მეც გილოცავთ.- ნინომაც მოგვილოცა. მხოლოდ ღიმილი მივაგებე.
- თავი დედოფალი მგონია.- ჩავილაპარაკე მაქსიმეს გასაგონად.
- ხარ კიდეც, საცოლედ გამოგაცხადე ჩემი ოჯახის წინაშე. საცოლე და ცოლი ერთი და იგივეა აქ. დედაჩემი უკვე რძლად გთვლის.- ლამის თვალები გადმომცვივდა ამის გამგონეს.
- ჩემს დაუკითხავად გააკეთე, ეგ რა წესია?- ვკითხე გაბრაზებულმა ჩურჩულით.
- აბა რა გეგონა რომ მივარდებოდი სახლში?- გადაიხარხარა სვანმა. მეც ამიყოლა.
- არადა როგორ მომწონს წოდება "მაქსიმეს საცოლე"..
- მერე და ვინ გართმევს..- ისევ იცინოდა
- ვერც გაბედავს ვერავინ!
- ოჰ! დიდ გულზეა ჩემი სიცხიანი გოგო.- მიჩურჩულა, მერე თავის დას მიუბრუნდა,- ნინოკო სიცხის დამწევი მომიტანე რა, დინას მაღალი სიცხე აქვს.
- უი რატო შვილო?!- შეიცხადა და ჩემსკენ წამოვიდა ლალი შეწუხებული სახით.
- ხედავ? უკვე როგორ წუხს შენზე. - სიცილით მითხრა მაქსიმემ.
- გავცივდი.- ვუპასუხე მაქსიმეს დედას და ვეცადე გამღიმებოდა. დიდის ამბით დამსვეს სავარძელში. დამწევი დამალევინეს და რამოდენიმე ხანში უკეთესობა ვიგრძენი. ოთახს თვალი მოვავლე. კედელზე მაქსიმეს მამის სურათი ეკიდა. შუა ოთახში გრძელი მაგიდა იდგა სკამებშემოწყობილი. ოთახის ბოლოს კი მთელი კედელი წიგნების კარადას დაეფარა. ხოლო კარადების წინ კედელთან იდგა ხის ჩუქურთმებიანი სავარძელი. დავინტერესდი და მაქსიმეს გადავხედე.
- ეგ საკარცხულია.- მიმიხვდა უსიტყვოთ რასაც ვთხოვდი.- სვანურ სახლში გაუყოფელი ოჯახების ერთად ცხოვრება ითვლებოდა ოჯახის სიამაყედ. ოჯახს მართავდა უფროსი, ეგრედ წოდებული "მახვში", რომლსაც უმეტეს წილად ასაკის და გონიერების მიხედვით ირჩევდნენ, თუმცა არ იყო გამორიცხული სხვას ეტვირთა ეს საქმე. მახვშისათვის განკუთვნილი იყო სპეციალური სკამი - "საკარცხული" რომელზე დაჯდომის უფლება ნებართვის გარეშე არავის ჰქონდა. ხანდახან მახვში სტუმარს, პატივიცემის ნიშნად უთმობდა ამ ადგილს. მამაკაცებისათვის განკუთვნილი იყო "საკარცხულის" სტილში გამოთლილი გრძელი სკამი, ეგრედ წოდებული "ლურგიმ", ხოლო ქალებისთვის ოდნავ დაბალი სკამი. ოჯახის ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მახვშს.
- მახვში? - გავიმეორე ენის ბორძიკით. გაეღიმა.
- ხო მახვში. საქართველოს მთაში ძველთაგანვე არსებობდა თემის ინსტიტუტი, რომელსაც ხევისბერი მეთაურობდა. ხევისბერს ხევსურეთში ხუცს უწოდებდნენ, თუშეთში – დეკანოზს, სვანეთში - მახვშს. მახვში გამოირჩეოდა გონიერებით, დარბაისლობით, სამართლიანობით, სისპეტაკით. იგი იყო ცხოვრებაში ქრისტიანული წესების გამტარებელი, მშვიდობიანობის დროს მსაჯული, ხოლო ომიანობაში ლაშქრის წინამძღოლი.
- საინტერესოა ძალიან.
- ასეა!- დამეთანხმა ჩემი სვანი.
- ნახე, სურათებს გაჩვენებ. - ნინომ ფოტო-ალბომი მომიტანა და გვერდით მომიჯდა.- მაქსიმე ბავშვობაში.
- ვაიმე რა სყავრელია.- წამოვიძახე სურათს რომ დავხედე. ბუთქუნა ლოყებით, მკაცრი გამოხედვით და სვანური ქუდით ორიოდე წლის მაქსიმე მიმზერდა ფოტოდან. სიცილი ვერ შევიკავე.
- რას დამცინი გოგო.- მკითხა თვითონაც სიცილით.
- არა არ დაგცინი, უბრალოდ ძალიან საყვარელი ხარ აქ.
- აბაა! - დაადასტურა სვანმაც. ფოტოები დავათვალიერე, ძალიან ვისიამოვნე მათი ნახვით. საათს დავხედე, მაქსიმეს თვალებით ვანიშნე წასვლა მინდათქო. თავის დაქნევით "მომცა უფლება", რომ წავსულიყავი.
- დედა დინას გავაცილებ.-უთხრა დედამისს.მეც წამოვდექი. - ასე უცებ დედი?, რაღაცას ვამზადებდი რომ გავმასპინძლებოდი. - შეწუხდა ლალი.
- არ არის საჭირო. ნუ შეწუხდებით. დიდი ბოდიში რომ აგაფორიაქეთ.. - უხერხულად ვიგრძენი თავი მის წინაშე.
- სხვა დროს მოვა ისევ და მაშინ გაუმასპინძლდი შენებურად. - უცებ ნახა გამოსავალი მაქსიმემ.დავემშვიდობე ლალის და ნინოს.თბილად გამომისტუმრეს, მომეწონა ეს ადამიანები. სიცხე უკვე აღარ მქონდა.
- ტაძარში ვერ წახვალ ღამის თევაზე ხო?- მკითხა დანანებით, როცა ეზოდან გადმოვედით.
- არ ვიცი, ვეცდები, რომ წავიდე. ძალიან მინდა დავესწრო წირვას.
- მაგრამ ავად ხარ და უმჯობესია იწვე, დღესაც არ უნდა გამოსულიყავი გარეთ.
- არა უნდა მენახე დღეს, თორემ გადავყვებოდი დარდს,- გაეღიმა ჩემს ნათქვამზე.
- მოსული ვიყავი და შენ გეძინა. ნელის ვუთხარი არ გაეღვიძებინე. თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეკოცნა შენთვის, ისე საყვარლად გეძინა,- მითხრა და ხელი მომიჭირა ხელზე. როგორ გამეხარდა, რომ მითხრა მოსული ვიყავიო.
- მე კიდე ვნერვიულობდი, აღარ ვუყვარვარ მაქსიმეს-თქო.
- სულელო, მაქსიმეს სიკვდილის მერეთაც ეყვარები. იმიტომ, რომ შენ მთლინად ჩემში ხარ. შენ არსება ხარ მთლიანად მაქსიმე ქალდანის.
- რა ბედნიერი ვარ შენ რომ მყევხარ.- ვუთხარი გულიდან წამოსული სიტყვები და მკლავზე მივეხუტე.
- ჩემი დინა ხარ შენ, ჩემი გიჟი დინა.- სითბო ჩამდგარი ხმით მეუბნებოდა ამას. გული სიხარულით და სიყვარულით გაორმაგებული სისწრაფით ცემდა. ბედნიერება პულსს მითვლიდა. ბედის ირონია ტკბობას მაცლიდა ჩემი საყვარელი ადამიანით.
- ცოლი როგორაა სვანურად?- ვკითხე.
- ეხვ!
- ქმარი?
- ჭაშ! რა არის რო? - მკითხა ღიმილით.
- არა ისე, მაინტერესებს.
- ჩემი ინტერესიანი გოგო.- გაეღიმა.- "სი მიშგუ მიჟ ხი"..
- რა მითხარი?
- შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი-თქო, ეს გითხარი.
- ვაიმე რა კარგი ხარ. შენ ხარ ჩემი მზეც, მთავრეც, ვარსკვლავებიც, დღეც, ღამეც, პლანეტებიც და საერთოდ, მთელი გალაქტიკა ხარ ჩემი. - ორივე ვიღიმოდით.
- ქორწილი აქ გადავიხადოთ თუ თბილისში?
- აქაც და იქაც.
- მზითვებში ნამგალი უნდა მოგყვეს იცოდე.- გაეცინა.
- რა? ნამგალი რად მინდა?- გავიკვირვე სიცილით.
- სვანური ტრადიციაა ასეთი, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პროცესში, თესვის, მარგვლის და განსაკუთრებით მოსავლის აღების დროს ქალი მამაკაცის გვერდით იდგა და მასთან ერთად ეწეოდა ჭაპანს. ამიტომ ქალს მზითევში აუცილებლად ატანდნენ ნამგალს, როგორც პურეულის აღების სიმბოლოს.- მითხრა და ღიმილით გამომხედა.
- და წავიდეთ ერთად მერე და ავიღოთ პურის ყანები, თავთავებისგან გვირგვინი გამიკეთე, მერე თივის ზვინის ჩრდილში წამოვწვეთ მუშაობისგან დაღლილებმა და ვუსმინოთ ყანის შრიალს. რა რომანტიულია არა? - ვკითხე სიცილით.
- ძალიან,ძალიან რომანტიულია და ჩამოხვალ შენ აქ შემოდგომაზე ყანისთვის ვატყობ მე. - მასაც გაეცინა და ბეჭი გამკრა.
ჭიშკართან დავემშვიდობე და ეზოში შევედი. უკან, რომ მოვიხედე ისევ იქ იდგა და გაღიმებული მიყურებდა.
საღამოს ჩემმა მასპინძელმა სვანური ტრადიციული სუფრა გააწყო ალილოს აღსანიშნავად. ტაძარში წასავლელად ემზადებოდა, მეც გამოვთქვი სურვილი წასვლაზე. სიცხის დამწევი ჩავიდე ჯიბეში და ნელისთან და მეზობლის ქალებთან ერთად ტაძრისკენ მიმავალ გზას დავადექით. გორაკზე იდგა პატარა ეკლესია, ძველის ძველი. მიუხედავად ხალხის სიმრავლისა, ისეთი სიჩუმე სუფევდა, მამაოს სუნთქვის ხმაც კი მოწვდა ყურს. სანთლებით განათებული საყდარი და საკმევლის სუნით გაჟღენთილი კედლები. სიამოვნებისგან გამაჯრჟოლა. მამაო წირავდა, ხანდახან მგალობელთა გუნდი ჩაერთვებოდა საგალობლით. სანთელი ავიღე და ტაძარში მდგომ მრევლში გავერიე. საგალობლები ისე საამურად ჩამესმოდა, ემოციისგან ცრემლი მომერია. ნაცნობი სუნთქვა და სურნელი ვიგრძენი ჩემს უკან,ოდნავ შემეხო. გამოვხედე, ჩემი სვანი იდგა და სანთლის ალით განათებული ლურჯი თვალებით მიყურებდა. ყოველი მისი დანახვისას, უდიდეს სიხარულს განვიცდიდი და უფრო მემატებოდა მისადმი სიყვარული, უფრო მიყვარდებოდა.
- აქ, ამ ტაძარში დავიწეროთ ჯვარი.- მითხრა ჩურჩულით ყურში. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე კმაყოფილი სახით.

თითქმის დილამდე ვიყავით ტაძარში. ყველამ ერთმანეთს შობა მივულოცეთ და სახლში დავბრუნდით. მთელი დღე მეძინა, სიცხეც აღარ მქონდა უკვე და მშვიდი ძილით დავაქციე ძილის ქვეყანა. საღამოს თბილისში დავრეკე, ჩემებს ველაპარაკე, მერე მეგობრებს ჩამოვყევი. ლიკა მოკვლით დამემუქრა, ისე როგორ წახვედი, რომ არაფერი მითხარიო. წინ კიდევ ერთი ბედნიერი კვირა მქონდა გასატარებელი სვანეთში მაქსიმესთან ერთად. სოფელში უკვე სტატუსი მომანიჭეს "ჩვენი რძალი" ასე მეძახდნენ, ნელიც კი. არ ჰქონდა იმას მნიშვნელობა, რომ მე და მაქსიმე ერთად ვცხოვრობდით თუ არა. მისი ოჯახის წევრებს საცოლედ გააცნო ჩემი თავი და მისი საგვარეულოსთვის და სოფლისთვის უკვე რძლად ვითვლებოდი. ერთის მხრივ მიხაროდა კიდეც ეს ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ გულს მიღრღნიდა იმაზე ფიქრი თუ როგორი რექცია ექნებოდათ ჩემს მშობლებს.
ჩემი თბილისში წამოსვლის დღეც დადგა. დავემშვიდობე და მივეფერე ყველას, განსაკუთრებით ჩემს მასპინძელს. გულიდან წამოსული სიტყვებით მლოცა სულ.
მაქსიმე? მაქსიმე რჩებოდა, ერთი კვირის მერე უნდა ჩამოსულიყო. გული და გონება მასთან მრჩებოდა, მაგრამ სწავლა ადრე მეწყებოდა მე უფრო და ამიტომ უნდა დავბრუნებულიყავი მასზე ადრე. ჩახუტებით, ცხელი სუნთქვით, მისი განუმეორებელი სურნელით და "სი მიშგუ მიჟ ხი"-თ დამემშვიდობა ჩემი სვანი. საშინლად არ მინდოდა დამეტოვებინა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უკანასკნელად ვხედავდი. შიშმა შემიპყო. დავუბარე თავს გაუფრთხილდი და გახსოვდეს ყოველთვის უზომოდ მიყვარხარ-თქო. სიყავრულით სავსე ლურჯი თვალები გამომაყოლა. მისი ლურჯი თვალები.. მისი ვნებიანი კოცნა.. მისი სურნელი.. მისი ღიმილი.. ჩემი სვანი!

თბილისში ღამე იყო რომ ჩავედი. სახლში დამხვდა ჩემი გიჟების მთელი ამალა, სუფრა გაეწყოთ და ქეიფობდნენ. ჩემს დანახვაზე ყველამ ერთხმად იგრიალა "დინაააა"... მათი შემხედვარე ცუდი ფიქრები გადამცილდა და მათთან ერთად მეც გავმხიარულდი.
- ზაფხულში ვიქორწინდებით!- თქვა უცებ ნიკამ, ჯერ გავისუსეთ და მერე ყველამ ერთად მივულოცეთ მთელი ოვაციებით ლიკას და ნიკუშას ეს გადაწყვეტილება.
- აბა რაო სვანეთში რა ხდებოდა?- მკითხა ვატომ.
- ძალიან კარგი იყო. ზამთარშიც ისევ ისეთი გრანდიოზული სანახავია როგორც ზაფხულში. ნელიმ მოგიკითხათ ყველანი.- ვუთხარი მხიარულად.
- რა საძაგელი ხარ დინა,- მითხრა მარიმ.- ერთი მაინც დაგცდენოდა რომ მიდიოდი.
- უცებ გადავწყვიტე.
- უცებ ჰო, დავიჯერე როგორ არა.- ჩაიცინა მარიმ.
- ოო კაი რაა.. თუ ასე გინდოდათ რატო არ ჩამომაკითხეთ?- გავბრაზდი.
- მაგას მოფიქრება ხომ უნდა?!- გაიკრიჭა ვატო.
- აბა! მეგობრობის სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ.- წამოდგა გოგა. თამადა იყო.
- აბა გისმენთ.- ერთხმად ვუთხარით.
- "მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ, ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება, ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს-შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება! მოდი! დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს, ჭირში კი არა, ზუსტად ლხინში არ გაგექცევა და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს! მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი, რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს, მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშველებს, იმას კი არა...ლხინის ზიარს!-მსურს გაუმარჯოს! ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება, ადამიანი ხშირად ჭირში...სიბრალულს მოჰყავს მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი, დავლოცოთ მეგობარი, ლხინის ზიარი პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს !!!" ჩვენი "სასტავის" თამადობით მეგობრობას ვადღეგრძელებ. - თქვა გოგამ, ჭიქები ერთმანეთს მივუჭახუნეთ, როგორც ხდება ხოლმე.
- მეც ვიტყვი ერთს მეგობრობაზე.- თქვა ელენემ და ისიც ადგა ფეხზე.- მეგობარი ეს არის: ერთი სული ორ სხეულში. ზუსტად არავინ იცის, როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთწვეთობით და რომელიღაც წვეთი პირთამდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოჩნდებიან ან აღმოჩნდება ისინი ან ის, რომელიც გულებს პირთამდე გვივსებენ ან გვივსებს. მე ძალიან ბედნიერი ვარ თქვენ ჩემი მეგობრები რომ ხართ. მეიმედებით ცხოვრების გზაზე და ძალიან მიყავრხართ ყველანი.- ისევ ჭიქების ჭახუნი, და თბილი სიტყვები ერთმანეთზე მიძღვნილი. როგორ მაბედნიერებენ ჩემი გიჟები, როგორ მახარებენ. უკვე წლებია სტუდენტური მეგობრობა მაკავშირებდა ამ ადამიანებთან.
- მეც ვიტყვი ხომ შეიძლება?- გამოთქვა სურვილი ვატომ, თამადამ გისმენთო და ვატოც წამოდგა ფეხზე.- მოგეხსენებათ საუკუნეთა ცვლა და ცივილიზაციის განვითარება ყოველთვის ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკაზე, მორალზე, სულიერ მდგომარეობაზე. თაობათა შორის ყოველთვის არსებობს გარკვეული განსხვავება შეხედულებებზე. რაც უფრო მეტად ვითარდება ცივილიზაცია, მით უფრო მეტად შორდებიან და უცხოები ხდებიან ადამიანები ერთმანეთისათვის. ცივილიზაციის განვითარებასთნ ერთად ადამიანი ჩაიკეტა თავის სამყაროში. მიეჯაჭვა ვირტუალურ გარემოს და ლაივში დაბრუნება არ სურს. მაგრამ დღესაც არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა ურთიერთობებზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ვერც ეკონომიკური და ვერც სოციალური მდგომარეობები, ამის საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ ჩემო მეგობრებო, ჩვენს მეგობრობას ვერანაირი ცივილიზაციური და ეპოქური ცვლა ვერაფერს დააკლებს. თქვენ გაგიმარჯოთ! შემოგევლეთ!
- ეს რა ბრძენი გამხდარა.- თქვა მარიმ.
- აბა! შენ კიდე ვერ მაფასებ სათანადოთ.
ყველას გაგვეცინა.
- ვიმღეროთ ახლა!- გადმომხედა ნიკუშამ.
- ვიმღეროთ!- დავეთანხმე და დედას გავძახე გიტარა მოეტანა.- რა ვიმღეროთ?- ვიკითხე გიტარის სიმები რომ მოვჭიმე.
- აუ ახლა უბეში ჩახედვები და ეგეთები არ მინდა.- თქვა ვატომ.
- რაც გაგიხარდება ის იმღერე, აგყვებით.- დამრთო გოგამ ნებამ. და მეც დავიწყე "გადაიქროლეს ცივმა ქარებმა". ვატოსთან ერთად ვმღეროდი. ერთ სიმღერას მეორე მოჰყვა, სადღეგრძელოს სადღეგრძელო და სიცილისთ და მხიარულად დაგვათენდა თავზე. დილით დავწექი დასაძინებლად.

მთელი ერთი კვირა მაქსიმეზე ფიქრში გავატარე, მოუთმენლად ველოდი იმ დღეს მაქსიმე რომ ჩამოვიდოდა თან მენატრებოდა უკვე უზომოდ, რაც წამოვედი მხოლოდ ერთხელ დამირეკა, წამოსვლიდან მეორე დღეს.
საღამო იყო,მეორე დღეს ჩემი სვანი უნდა მენახა,თბილისში ჩამოდიოდა. ტელეფონმა დარეკა, ნელის ნომერი დაეწერა. წამით აუღწერელმა შიშმა მომიცვა, მაგრამ ვიფიქრე მოსაკითხად მირეკავს ალბთ-თქო.
- დინა როგორ ხარ შვილო?- მკითხა შეცვლილი ხმით.
- მადლობა ნელი დეიდა,კარგად ვარ. შენ როგორ ხარ?- ვკითხე რაც შემეძლო მხიარულად. არადა გული გასკდომას მქონდა, მისი ხმა არ მომეწონა.
- დინა შვილო! ძლიერი უნდა იყო ხომ გესმის..- უკვე ტიროდა. მუხლები მომეკვეთა, ძალა გამოცლილი დავეშვი სკამზე....

***

- რა მოხდააააა!! - ვკითხე ბღავილით. ჩემს ხმაზე ოთახში მშობლები შემოცვივდნენ.
- დინა შვილო!.. როგორ მიჭირს ამის თქმა.. - ტიროდა და თქმა უძნელდებოდა,- მაქსიმე აღარ გვყავს.- ტელეფონი გამივარდა ხელიდან, უბრალოდ გავშეშდი. სუნთქვა დამავიწყდა, გავიყინე, სმენა დამეხშო, ვხედავდი დედას და მამას შეშინებულ სახეებს. ჩემი სვანი აღარ არის? მოკვდა? მაქსიმე არ მყავს? უამრავი კითხვა მომაწვა თავში ერთად, მისი ლურჯი თვალები დამიდგა თვალწინ, მისი ღიმილი, მისი გამოხედვა. ამოვიგმინე გული ამოვაყოლე თან. ბრავილი აღმომხდა პირიდან - მიშველეთ, მიშველეთ ვინმემ გეხვეწებით.. გთხოვთ.. მიშველეთ!!- გავკიოდი და დედაჩემს და მამაჩემს ვქაჩავდი ხელებზე, შველას მათგან ვითხოვდი.
- რა მოხდა შვილო თქვი, მოვკვდით!- ტიროდა დედაჩემი ჩემი შემხედვარე, მამაჩემი გახევებული და ფერწასული იდგა.
- მაქსიმე მოკვდა დედაა, მაქსიმე აღარ არის.. მიშველეთ გეხვეწებით, ჩემი სვანი! ჩემი სვანი..აღარ არის.- სკამიდან იატაკზე მუხლებზე დავეცი და ალბათ რაც ხმა მქონდა ვბღაოდი.
მეფერედოდა თვალცრემლიანი მამა, ისიც ჩემთან ერთად იატაკზე იჯდა. დედა ტელეფონზე რეკავდა. ვერ ვმშვიდდებოდი, ან რა დამამშვიდებდა,ოციოდე წუთის წინ მაქსიმეს სიკვდილი გამაგებინეს. უცებ გიჟივით წამოვვარდი, - სვანეთში მივდივარ!.. - ვთქვი და კარადას მივვარდი რომ ჩამეცვა.
- ჩვენც მოვდივართ! - მითხრა მამამ და ოთახიდან გავიდა. კარზე ზარი, იყო დედამ გააღო. ჩემი მეგობრები მოვიდნენ. ლიკასთვის დაურეკავს დედას და ლიკამ მერე ყველას გააგებინა. წაშლილი სახეები ჰქონდათ. მ
- რა მოხდა კი მაგრამ, როგორ გარდაიცვალა?- იკითხა ვატომ.
- არაფერი არ ვიცი, მარტო ის ვიცი, რომ ცოცხალი აღარ არის..- ვუთხარი ტირილით.
- მზად ხართ? გავედით!- ოთახში მამაჩემმა შემოიხედა.
- კი მზად ვართ, წავედით. - უპასუხა დედაჩემმა.
- ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ დინ! მარტო არ დაგტოვებთ.- მომეხვია გოგა.

ღამის სამი საათი იყო სვანეთში რომ ჩავედით. ირგვლივ საზარელი წყვდიადი იდგა ჩემთვის, მაქსიმეს გარეშე. ნელის გაღვიძება მოგვიხდა. მოთქმით შემომეგება. მანქანები მის ეზოში დავტოვეთ და ფეხით ავუყევით მაქსიმეს სახლისკენ მიმავალ გზას. ყოველ ნაბიჯზე მისი ხმა ჩამესმოდა "დინა, ჩემი გიჟი დინა" მეტირებოდა და თავს ვერ ვაკონტროლებდი. ნელი გვერდით მომყვებოდა და ისიც ტიროდა. ვერ წარმომედგინა ჩემი სვანის გარეშე სვანეთი და ამ სოფლის შარა გზა. კიდევ არ მჯეროდა. ეზოში შევედით, სახლის კარები ღიად იყო. შავებში ჩაცმული მაქსიმეს დედა, მიუხედავად ღამის სამი საათისა შუა ოთახში იჯდა ტახტის წინ და მელოდიურად მოთქვამდა, მთაში როგორც იციან. ტახტი კი იდგა, მაგრამ მიცვალებული არ ესვენა. ლალი ჩემს დანახვაზე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. "მაქიმე აღარ გვყავს"-ო მომატირა და მომეხვია. მოთქმას უფრო ხმამაღლა მოჰყვა. ვტიროდი მეც, მაგრამ გაკვირვებული უფრო ვიყავი, მიცვალებულის არ ყოფნის გამო. ლალის ამაღლებული ტირილის ხმაზე ხალხმა იმატა, მეზობლებმა თავი მოიყარა. კაცებს ყველას შავი სვანური ქუდები ეხურათ. ქალები ტახტის ირგვლივ დადგნენ და ლალის მელოდიურ ტირილს "უის" ძახილით ეხმიანებოდნენ. ახლაღა დავაკვირდი ტახტს,ზედ მაქსიმეს დაგლეჯილი ტანსაცმელი იყო "აწყობილი". ვეღარ მოვითმინე და მთელი ძალით ვიკივლე
- მაქსიმე სად არის,მიცვალებული რატომ არ ასვენია აქ.
- ასე საცოდავი სიკვდილი ეწერა თურმე ჩემს შვილს..- მომატირა ლალიმ.
- რა მოხდაა
- სანადიროდ წასული ნადირმა მომიკლა და დამიგლიჯა შვილი.- უკვე გონება გადამეკეტა, ვეღარ ვაზროვნებდი. რას ვაკეთებდი მეც არ მახსოვს. ბუნდოვნად ის მახსენდება,როგორ ვყავდი გაკავებული ხელებით ლიკას და ნელის.
გონს რომ მოვედი, თავზე მადგა ყველა. დედაჩემის ტირილისგან ჩაწითლებული თვალები და მამაჩემის გაფითრებული სახე დამყურებდა სიბრალულით ზემოდან. გლოვის ზარი ისევ მესმოდა, ისევ დასტიროდნენ გარდაცვლილ მაქსიმეს გარდაცვლილი სხეულის გარეშე. ჭირიუფლებს მეც მივუჯექი. მე ხომ საგვარეულოში და სოფელში მაქიმეს ცოლად ვითვლებოდი უკვე. და ვგლოვობდი ჯერ არ გამხდარ ქმარს როგორც ცოლს ეკუთვნის გლოვა ისე.
ხუთი დღე ვიგლოვეთ მიცვალებული. მერე შემაპარეს მშობლებმა დავბრუნდეთ თბილისშიო.
ეს რომ საგვარეულომ შეიტყო, გვარის ხუცესმა მამაჩემს მოახსენა:
- ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ეს გოგო ჩვენი რძალია და წესის თანახმად აქ უნდა დარჩეს. თუ თავადც ისურვებს.. - ჩემი მშობლების გაოცებულ სახეებს და მრისხანე თვალებს გადავაწყდი. ასეთი გამოხედვა არასოდროს ჰქონიათ მათ ჩემს მიმართ. მაგრამ ნაკლებად მადარდებდა, ჩემთვის ისედაც ყველაფერი დასრულებული იყო. სიკვდილს ვნატრობდი, მინდოდა მაქსიმესთან ერთად ვყოფილიყავი. რა აზრი ჰქონდა რამეს აწი. მე მაშინ მოვკვდი, როდესაც მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე.
- რა რძალი?! დინა რას ამბობს ეს კაცი? - მკითხა მკაცრად მამამ.
- მამა ცალკე დავილაპარაკოთ.- იგივე ტონით ვუპასუხე მეც და მშობლები გვერდზე ოთახში გავიყვანე.
- ამიხსნი რა ხდება?
- მაქსიმემ საცოლედ გააცნო ჩემი თავი მის ოჯახს, საცოლე და ცოლი აქ ერთი და იგივეა უხუცესებისთვის.
- დედა სარეცელი გაიყავით? - შეშინებული და გატანჯული ხმით მკითხა დედამ.
- არა დედა! მაგრამ მე მაინც მის ცოლად ვითვლები და აქ უნდა დავრჩე მაქსიმეს სახლში.
- დინა რას ამბობ თუ უკვირდები? - მიღრიალა მამაჩემმა.- შენს მომავალს რას უშვები?
- რომელ მომავალს? ჩემი მომავალი მაქსიმე იყო და ის წამერთვა უკვე. მომავალი აღარ მაქვს. ჩემთვის ყველაფერმა დაკარგა აზრი.
- ჩვენზე იფიქრე შვილო! - ტირილით მითხრა დედამ.
- დედა, თქვენზე ვფიქრობ და მიტომ მინდა აქ დარჩენა. ჩემი თბილისში წამოსვლა იგივე ჩემი სიკვდილი იქნება ისევ. თორემ სიკვდილი მირჩევნია, თქვენ მებრალებით ამ ტკივილისთვის. მამა მომეცი უფლება დავრჩე აქ.- მივმართე მამას.
- ჩემგან რა უფლებას ითხოვ, გადაგიწყვეტია უკვე ყველაფერი.- გამოსცრა კბილებში, მრისხანებით ამათვალიერ ჩამათვალიერა და ოთახიდან გავიდა.- მალე გამოდი ნინო,მივდივართ!- დაუბარა გასვლისწინ დედაჩემს.
- შვილო დაფიქრდი, თავს ნუ იღუპავ, აქ როგორ უნდა იყო. წამოდი დედა სახლში გემუდარები.- მთხოვდა დედაჩემი ატირებული. მისი ცრემლიანი სახე ხელებში მოვიქციე თვალებში ჩავხედე ვუთხარი:
- დეე! მაქსიმე ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. მე მასთან ვგეგმავდი ჩემს მომავალს. ვერც წარმომიდგენია ჩემი მომავალი მის გარეშე. მე მთლიანად მას ვეკუთვნოდი და ბოლომდე ასე იქნება. დეე შენ ხომ გიყვარს მამაჩემი, მას რომ რამე დაემართოს რას იზამ? ხომ იგლოვებ და უერთგულებ მთელი ცხოვრება..იმიტომ, რომ გიყვარს..
- დინა, მე შვილები მყავს და თქვენთან ერთად მომავალი მაქვს შვილო.
- ჰოდა ჩემი მომავალი მქსიმე იყო. არ მყავს შვილები და რისთვის ვიბრძოლო? არ მსურს მე ბედნიერება მაქსიმეს გარეშე. დეე, დედიკო.. დავრჩები აქ, ასე უფრო ახლოს ვარ მასთან, მის აქ ყოფნას ვგრძნობ, უფრო მშვიდად ვარ.. ვეხები იმ ნივთებს რასაც მაქსიმე ეხებოდა..მგონია, რომ ცოცხალია და საღამოს სახლში დაბრუნდება... ვერ წამოვალ თბილისში. დედიკო ძალიან მიყვარხართ და ამიტომ ვეთანხმები გვარის ხუცესის გადაწყვეტილებას, მე რომ თბილისში წამოვიდე, დარდი მაინც მომიღებს ბოლოს და ადვილი შესაძლებელია თვითმკვლელობამდე მივიდე.. უფრო დაიტანჯებით მერე, ვიდრე აქ რომ დამტოვოთ.- ვუთხარი დედას და ცრემლები მოვუწმინდე ლოყებიდან.
- დინა! გულის სიღრმეში მეამაყები შვილო, ასეთი ძლიერი რომ ხარ. მაგრამ მტკივა.. თავს წირავ შვილო მკვდრისთვის..
- დედა! ის მკვდარი ქმრად ვაღიარე მე, მე მაქსიმე ქალდანის ქვრივი ვარ! - ვუთხარი მტკიცედ. ოთახში მეგობრები შემოვიდნენ.
- მართლა აქ რჩები ტოო? - მკითხა ვატომ გაოცებული სახით.
- კი რჩება და წავედით, ჩვენი წასვლის დროა.- თქვა დედაჩემმა და გასავლელად მიბრუნდა.
- დეე! ერთს ჩაგეხუტები და ისე წადი.- ვუთხარი დედას და მაგრად მოვხვიე ხელები. ხმით ატირდა საწყალი ქალი, მაგრამ საწყალი მერე უფრო იქნებოდა შვილის კუბოსთან თუ მოუწევდა დგომა. მეგობრებმაც დამემშვიდობეს, ყველას მწუხარება და გაოცება აღბეჭვდოდა სახეზე, მაგრად მიკრავდნენ გულში და მეფერებოდნენ.
წავიდნენ...
დავრჩი მაქსიმეს სახლში...
მე, მაქსიმეს დედა და მაქსიმეს და...
შევიმოსე შავებით..
დამერქვა მაქსიმეს ქვრივი...
მაქსიმეს ოთახში დავიდე ბინა, ვეფერებოდი და ვიხუტებდი მის ტანსაცმელებს. რამოდენიმეჯერ მისი მაისური ჩავიცვი და ისე დამძინებია. მის ოთახში მისი სურნელი ტრიალებდა ასე ძალიან რომ მიყვარდა. კომოდის თავიდან გაღიმებული ჩემი სვანის სურათი მიმზერდა ყოველ დილით და ძილის წინ...

მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მაქსიმე გარდაცვლილი იყო, მაინც ველოდი, თვალები სულ ჭიშკრისკენ მქონდა.. აი საცაა ეზოში შემოვათქო...

***

..უკვე სამი წელი გავიდა რაც მაქსიმეს სახლში ვცხოვრობ. მაქსიმეს დედა ნერვიულობამ ძალიან მოტეხა.
ნინო სტუდენტი გახდა და თბილისში წავიდა.
დავრჩით მე და ლალი ერთად.
ზაფხულობით ჩამოდიოდნენ ჩემთან ჩემი მეგობრები.ლიკა და ნიკა დაქორწინდნენ და თავის პატარასთან ერთად მსტუმრობდნენ,ნათლია გავხდი ლიზიკოსი.
ვატო და მარი შეყვარებულები გახდნენ.
ელენე საქართველოდან წავიდა და საზღვრებს იქით დაუწყო ბედს ძიება.
გოგა ცნობილი მსახიობი გახდა.
ჩემი ძმები დაბრუნდნენ.
დედისთვის და მამისთვის მოუნელებელ ტკივილად ვიქეცი. ისინიც ჩამოდიოდნენ და ყველანი ერთად ვიყრიდით ხოლმე თავს.

მე როგორ ვიყავი მთელი ეს დრო? მე ისევ ისე. არ გამნელებია მაქსიმეს მონატრება და სიყვარული. დარდმა და ტკივივილმა ჩემზეც იმოქმედა. ძალიან გავხდი და თვალები სევდისფერი გამიხდა. შუბლი შავი თავსაფრით მქონდა დაფარული სულ. ვცხოვრობდი სოფლის ცხოვრებით. ვაკეთებდი იმავე საქმეს,რაც ევალებოდა სოფელში ქალს,ზოგჯერ კაცისასაც,შეშაც ბევრჯერ დამიჩეხავს.
გაუსაძლისი ტკივილი მქონდა, უსაშველოდ მენატრებოდა ჩემი სვანი.
ყოველი ღამე მის სურათს ვთხოვდი "წამიყვანე გთხოვ, მენატრები უსაშველოდ"..

ზაფხულის პირველი თვის პირველი რიცხვი იყო. შუადღე. პირველი სართულის აივანი დავგავი და იქვე, აივანზე პატარა სკამებზე ჩამოვჯექით, მე ლალი და მეზობლის გოგო. ვსაუბრობდით მანქანის ხმა რომ შემოგვესმა. იმ შარაზე იშვიათობა იყო მანქანის გამოჩენა ,ამიტომ ერთმანეთს ინტერესით და გაოცებული თვალებით გადავხედეთ. შორიდანვე შევნიშნეთ მანქანა სამხედრო ფერის ეგრედ წოდებული "ვილისი" იყო. ჩვენს ჭიშკართან გაჩერდა. წამოვიშალეთ. გული საშინლად მიცემდა, მუხლებში ძალა წამერთვა. ადგილიდან ვერ დავიძარი. მაქანიდან ოთხი მამაკაცი გადმოვიდა. სამი სამხედრო ფორმით და ერთი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული, წვერებით და ზაფხულის მიუხედავად თავზე შავი თბილი ქუდით. ლალი ჭიშრისკენ წავიდა, მეზობლის გოგოც თან გაჰყვა. მე ძვრა ვერ ვუყავი გაშეშებულ სხეულს. არ ვიცი რას ველოდი, მაგრამ შიშმა თუ არ ვიცი რამ, ერთ ადგილს მიმაყინა. ჭიშკარში შემოსულ ადამიანებში ქუდიანი დაწინაურდა და ლალის მოეხვია.
მესმოდა მაქსიმეს დედის განწირული კივილი.
თავბრუ დამეხვა, წონასწორობას ვეღარ ვიკავებდი, აივნის ბოძს ინერციით მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი...
შევხედე ქუდიანი ჩემკენ გამოემართა.. ის არის.. ის არის.. ცოცხალია.. არ მელანდება.. ბუნდოვნად მახსოვს ცრემლიანი ლურჯი თვალები.. ჩემი სვანის თვალები. .გონება დავკარგე, არ მახსოვს მერე რა იყო.
თვალები რომ გავახილე ოთახში ვიყავი, თავზე მაქსიმე მადგა, გაფითრებული და შეშინებული სახით მიყურებდა. ინსტიქტურად ტირილი ამივარდა და ისტერიკაში გადამეზარდა, მომვარდა გულში ჩამიკრა და ძლიერად მიჭერდა ხელებს.
- დამშვიდდი გთხოვ! დინა აქ ვარ, შენთან ჩემო სიყვარულო.-მიხუტებდა მთელი ძალით და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. ვერ ვწყნარდებოდი, ისტერიული ტირილისგან და ამდენი ემოციისგან ისევ დავკარგე გონება.
სააქაოს რომ დავბრუნდი მაქსიმე არ დამხვდა, ნელი და მეზობლის რამოდენიმე ქალი მადგა თავზე. გიჟივით წამოვვარდი.
- სად არის? მაქსიმე სად არის? - შეშლილის სახით ვკითხე იქ მყოფთ.
- დაწყნარდი შვილო, აქ არის აქ,ლალისთანაა გასული,ისიც შენს დღეშია. - მითხრა ნელიმ თბილი და ნამტირალები ხმით.
- ცოცხალია ნელი დეიდა, მაქსიმე ცოცხალია.- ტირილი მომერია.
- ჰო შვილო, ცოცხალია და საღსალამათი, მადლობა უფალს.
- სიზმარი მგონია, მეშინია იქით რომ გავიდე და არ დამხვდეს.- ვთქვი და კარისკენ წავედი. ჩავისუნთქე და მეორე ოთახში გავედი. მგონი მთელი სოფელი აქ იყო. დიდი თუ პატარა, ყველას აქ მოეყარა თავი. სამხედრო პირები ჯერ არ წასულიყვნენ. მაქსიმე ლალის გვერდით იჯდა დივანზე და სიხარულისგან გატანჯულ დედას თავზე ეფერებოდა. დავდექი და ვუყურებდი, ვაკვირდებოდი. როგორ შეცვლილა ჩემი სვანი. წვერები ასაკს მატებდა, მაგრამ უფრო ასიმპატიურებდა. ვიგრძენი ისევ ისე ამიძგერდა გული, როგორც უწინ, რომ დავინახავდი ხოლმე. ისევ იმ სიყვარულმა ამიჩქარა პულსი და ისევ ის გამოხედვა, სუსტი წერილი რომ იყო ჩემი.. ადგა და ჩემთან მოვიდა, ჩემს წინ დადგა და სევდიანი თვალებით ჩამხედა თვალებში. ირგვლივ ყველაფერი გაქრა. მხოლოდ მას ვხედავდი. ვიდექით ორივენი მზით განათებულ ოქროსფერ ოთახში და ერთმანეთს თვალებით ვეფერებოდით. მთელი ძალით მოვხვიე კისერზე ხელები და მის კისერში ჩავგარი თავი, ასე რომ მენატრებოდა. შევისუნთქე მისი სურნელი რაც შეიძლებოდა ღრმად. ისევ ისეთი იყო, ისევ ისე მიმძაფრებდა ვნებას მისი ჩახუტება და სხეულის არომატი. ვგრძნობდი გვერდების ტკივილს, სუნთქვას რომ მიკრავდა, ძლიერად შემოეხვია ხელები ჩემთვის და ვეღარ ზომავდა მისი მკლავების ძალას.
- ცოცხალი ხარ, ჩემთან ხარ.. - ვჩურჩულებდი მის ყურთან ახლოს.
- სულ შენთან ვიქნები გპირდები დინა, ჩემი გიჟი.. ჩემი გიჟი დინა..- მეფერებოდა ჩემი სვანი.

რა მოხდა იმ დღეს? ნადირობისას წასულებს მააქსიმეს და კიდევ 2 ბიჭს თოვლიანმა ქარბუქმა მოუსწროთ. დაცილებიან ერთმანეთს, ამინდის და ცუდი ხილვადობის გამო ბილიკი არევია მაქსიმეს. ქურთუკი გაუძვრია და იქვე მიუგდია, ნადირისთვის გზა რომ აერია და მის კვალს არ გაჰყოლოდა. ქურთუკს სვიტერიც მიჰყვა. დიდი ხნის უშედეგოდ უკან დასაბრუნებელი ბილიკის ძებნისას კოდორის ხეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, რის შემდეგაც ტყვედ აიყვანეს. ციხეში ჩასვეს და მთელი ეს დრო წამებაში გაატარა. დღეში სამჯერადი კვებით და ცემით უზრუნველყოფდნენ. ჭამამდე ისე სცემდნენ, რომ მერე ჭამის თავი აღარ ჰქონდა. ორი წელი და ოთხი თვე გაატარა ასე წამებაში, მეტად ვეღარ გაუძლო და ცემისგან სიკვდილის პირას მისული ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ კი ერთ-ერთი ექიმის წყალობით ორგანიზაცია "წითელ ჯვარს" შეატყობინეს ქართველის ტყვეობის შესახებ, ორგანიზაციიდან კი საგარეო სამხედრო დამკვირვებლების ყურამდე მივიდა ეს ამბავი. გაუხმაურებლად ცდილობდნენ ქართველი მძევლის უფლებების დაცვას და სამშობლოში დაბრუნებას.
რვა თვე გაგრძელდა ეს პროცესი,საბოლოოს და საბედნიეროდ მაქსიმე ტყვეობიდან დაიხსნეს და სამშობლოში, დააბრუნეს.
..ჩემი სვანი როგორ დამეტანჯა...

სამხედრო პირები გავაცილეთ. იმ ღამით არ დაგვძინებია, მთელი საგვარეულო ჩვენს სახლში იყო თავმოყრილი. მაქსიმეს ბედნიერ სახეს რომ ვხედავდი თავიდან ვიბადებოდი, თვალებში ვიყავი მიჩერებული რამე რომ დასჭირდეს უცებ გამეკეთებინა მისთვის. თბილისში შეატყობინეს მაქსიმეს დას და ჩემებსაც ჩვენი სიხარულის ამბავი და წამოსულან. ცალკე იმათი ნახვა მახარებდა, ბედნიერს რომ მნახსვდნენ. კი არ დავდიოდი, დავფრინავდი.
- დინა! - დამიძახა მაქსიმემ, წამსვე მასთან გავჩნდი. ადგა და შუბლზე წაკრული შავი მომხსნა, ნაღვლიანი თვალებით შემხედა და ფრთხილად მაკოცა შუბლზე. ამეტირა. საგვარეულოს უხუცესობამ მოუყვეს ჩემს სვანს ჩემი გადაწყვეტილება იქ დარჩენის თაობაზე და ის, რომ სოფელში მაქსიმეს ქვრივის სახელი დამერქვა.

და-ძმის შეხვედრამაც დიდი ემოციებით ჩაიარა. ჩემები სიხარულისგან და მოულოდნელი, დაუჯერებელი ბედნიერებისგან ტიროდნენ.
მაქსიმეს გამთენიისას დივანზე მჯდომს ჩამოეძინა. ფრთხილად დავუდე ბალიში და ვეცადე უფრო მოხერხებულად დაწოლილიყო. ჩემს შეხებაზე შეშლილი სახით გაახილა თვალები და მთელი ძალით მწვდა კისერში. შიშისგან ლამის გული წამივიდა. ლალი მოვარდა უცებ და ეცადა ჩემზე ხელის გაშვებას. უკვე სუნთქვა მეკვროდა, სისხლმა თვალებში მომაწვა, ვგრძნობდი ვიგუდებოდი.
- მაქსიმე გაუშვი! მაქსიმე! დაიხრჩვება..-ჩასძახოდა განწირული ხმით დედა შვილს. თითქოს გონს მოვიდა და უცებ გამიშვა ხელი, იატაკზე დავვარდი უღონოდ. ძლივს ვსუნთქავდი.
- დინა! დინა!..- დაიჩოქა ჩემს წინ მაქსიმე, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ცრემლით ავსებოდა.- კარგად ხარ? მაპატიე..
- კარგად ვარ.. არაუშავს..- ვამშვიდებდი იქით სვანს და ძლივს ვსუნთქავდი.
- საერთოდ მომსპარი მაქვს ნერვები, მაპატიე გთხოვ.- იმართლებდა თავს. გული ამეწვა, თავდაცვის ინსტიქტმა და ტყვეობაში გადატანილმა პირობებმა განუვითარა ასეთი მდგომარეობა მას. ძალა მოვიკრიბე და ფეხზე წამოვდექი. გავუღიმე, ვუთხარი, რომ უკვე კარგად ვიყავი, არადა მუხლები ისე კანკალებდნენ ვერ ვიმორჩილებდი. თვითონაც ადგა და ჩამეხუტა.
- შვილო, წადი საწოლზე დაწექი ნორმალურად და დაისვენე.- უთხრა ლალიმ მაქსიმეს.
- ხო, წამო და იქ უკეთ მოისვენებ, შენს ოთახში. არაფერი არ შემიცვლია, ისევ ისე დაგახვედრე. - ვუთხარი და ოთახისკენ წავიყვანე. გამომყვა.
- ეს სურათი მოაშორე აქედან. - კომოდიდან მისი სურათი აიღო და მომაწოდა.
- ამ სურათთან ერთად გავატარე სამი წელი.- ვუთხარი და ფოტო სკამზე დაწყობილი ტანსაცმელების ქვეშ ამოვდე.
- ახლა სურთი აღარ დაგჭირდება,ისე მოგიწევს ჩემთან ერთად ცხოვრების გაგრძელება.- მომიახლოვდა ისევ იმ მზერით.
- სუსტი წერტილი გახსოვს ხო? - ვუთხარი ღიმილით.
- რამდენჯერ მომნატრებიხარ, რამდენჯერ მიფიქრია შენზე. მეგონა უკვე აღარ გემახსოვრებოდი, იქნებ და ოჯახიც შექმნა-თქო ვფიქრობდი. შენ კი აქ, ჩემს სახლში ყოფილხარ და ჩემს ოთახში იძინებდი თურმე. ქვრივი ქალის სტატუსით დადიოდი .უარი თქვი ყველაფერზე, საკუთარ მშობლებზეც კი და დედაჩემთან დარჩი..- მეუბნებოდა და ხმა უთრთოდა.
- გახსოვს? ერთხელ მითხარი "მაქსიმეს სიკვდილის მერეთაც ეყვარები, იმიტომ, რომ ჩემში ხარ და არსება ხარ მთლიანად ჩემიო".. ჰოდა მინდოდა მეც სიკვდილის მერეთაც ისე მყვარებოდი როგორც სიცოცხლეში მიყვარდი. იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი არსება და ცხოვრების აზრი მთლიანად...- არ დამამთავრებინა სათქმელი მისმა ტუჩების შეხებამ და ვნებიანმა კოცნამ. მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და მთლიანად მოვეშვი .მთლიანად მივენდეთ გრძნობებს და ვნებებს..
ერთნი ვიყავით..
აჩქარებული პულსი..
რიტმული გულისცემა..
გახშირებული ვნებიანი ცხელი სუნთქვა..
ოფლით დაცვარული სხეული..
და მშვიდი ძილი მის გულ-მკერდზე..

***

- მზად ვარ უკვე დაურეკეთ რა მაქსიმეს მოვიდეს.- ვუთხარი გოგოებს,როცა სადედოფლო კაბა ჩავიცვი.
- ვაიმეე დინა რა ლამაზიი ხაარ! - ყველამ ერთხმად წამოძახა.
- მაქსიმე რა ხანია მოსულია უკვე და გარეთ იცდის.- მითხრა მარიმ ღიმილით.- ისე ხომ მაგარი დედოფლის მეჯვარე ვარ?- გვერდში დამიდგა და ისე ჰკითხა სალონში შეკრებილ მეგობრებს.
- აუ კი ტოო! ძაან მაგარი დედოფალი გვყავს.- სალონში ვატო შემოვიდა.- აუ შენ მაქსიმე უნდა ნახო, იმენა ბრენდის ბიჭია რაა..
- მართლა?
- ჰო, ჰო.. წავედით ახლა გველოდება მამაო უკვე, დავიგვიანეთ.- ყველანი გავედით გარეთ. მაქსიმეს დანახვისას თუ არ ჩავიკეცებოდი არ მეგონა. თეთრი ქართული ეროვნული სამოსი ეცვა. საოცრად უხდებოდა მის აღნაგობას ჩოხა. გული სიამაყით ამევსო ასეთი ქმარი რომ მყავდა.
ჯვარი იმ ტაძარში დავიწერეთ ალილო ღამეს რომ დავესწარით წირვას.
ქორწილი სვანეთშიც გვქონდა და თბილისშიც.
ნამგალი არ გამოუტანიათ მზითვებში ჩემებს. ამაზე ძალიან ბევრი დამცინა და იცინა სვანმა მთელი სერიოზულობით და შეწუხებული ხმით, რომ ვუთხარი ნამგალი არ არის-თქო.

* * *
- დღეს ძალიან დავიღალე.- ვუთხარი საღამოს მაქსიმეს და საწოლზე წამოვწექი.- არადა თითქმის არაფერი გამიკეთებია.
- დაისვენე, დაიძინე და უკეთ გახდები.
- აუ წონაში მოვიმატე მგონი, ვატყობ.- დავიწყე წუწუნი და ფეხზე ვიჩქმიტე.
- დინა! - საწოლზე ჩამომიჯდა მაქსიმე უცებ.- მუცელი ხომ არ გტკივა აი აქ?- ხელი მუცელზე დამადო ჭიპის დაბლა.
- კი, ეს ორი დღეა ყრუ ტკივილს ვგრძნობ.- ვუთხარი ოდნავ გაკვირევბულმა. - და რა არი რო?
- ხვალ ექიმთან წაგიყვან. ვფიქრობ რომ ორსულად ხარ.- მითხრა ანთებული თვალებით. გულიანად გამეცინა, ვიფიქრე ხუმრობს-თქო, მაგრამ მისი სახის გამომეტყველება რომ არ იცვლებოდა სერიოზული სახე მივიღე მეც.
- მართლა?
- ჰო მართლა!
- შენ ისტორიკოსი ხარ თუ გინეკოლოგი?- ვკითხე ღიმილით. თვითონაც გაეღიმა.
- ადამიანს ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ცოტა რამ წარმოდგენა. ყველა სფეროში უნდა ერკვეოდეს. პატარა ცოდნის სახლი უნდა შეიქმნას ტვინში და საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია გამოამზეუროს. სწავლა არასოდეს არ არის ზედმედი. იმდენი უნდა იცოდეს ადამინმა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში და საზოგადოებაში არ "ჩაიჭრას"...ეს უბრალოდ ჩემი ინტერესის სფეროა, რომ ყველაფერი ვიცოდე ყველაფერზე. აი შენი უჩვეულო დაღლილობის მიზეზი ჰორმონ პროგესტერონის მომატებული დონეა. ეს ორსულობიდან ერთი კვირის თავზე ჩნდება. მალე ადვილი შესაძლებელია ღებინება დაგეწყოს... მორჩა, ხვალ ექიმთან მივდივართ. - წამოიძახა სვანმა.
- ანუ ფიქრობ რომ ორსულად ვარ? კი, მაგრამ ცვლილება... - მიკვირდა მისი და ცოტა არ იყოს მრცხვენოდა კიდეც, ჩემზე ადრე ქმარი როგორ მიხვდა-თქო. არადა მე დაღლილობის და მუცელში ყრუ ტკივილის მეტს ვერაფერს ვგრძნობდი.

* * *
- ხომ გეუბნებოდი არა?! - ლამის ყვიროდა სიხარულისგან მაქსიმე. ბედნიერებისგან ვტიროდი. მართლა ორსულად ვიყავი, თან ერთზე კი არა,ორზე!

* * *
- მაქსიმე! გეხვეწები ლილე ეზოში გაიყვანე რაა, მე იოანეს ვაჭმევ.
- რაო მამიკოს გოგოს სიარული უნდაო?
- ხელი არ გაუშვა არ დაეცეს, თორემ დაშინდება და სიარული არ მოუნდება.
- ნუ გეშინია დინა, რაც არ უნდა დაეცეს, მაინც მოუნდება სირბილიც და ყირაზე გადასვლა.- მითხრა სიცილით მაქსიმემ და მობაჯბაჯე ლილეს კარი გაუღო ეზოში რომ გასულიყო.
- მეც გამოვალ, მორჩება ეს პატარა ქოფაკი ჭამას მალე.

- ისე ორივე მე რომ დავიმგვანე, შენ რა დააშავე? - მკითხა სიცილით სვანმა,მოთამაშე შვილებს რომ გახედა.
- სპეციალური შეკვეთა იყო ასეთი. თორემ მე არაფერი დამიშავებია.- მეც გამეცინა.
- მადლობა დინა ჩემს ცხოვრებაში რომ არსებობ.- მითხრა და მისი ლურჯი თვალები მომანათა.
- ყოველთვის შენთან ვიქნები, შენით ვიარსებებ და ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები.- ვუთხარი და კისერზე მოვეხვიე. ისევ ვიგრძენი გვერდების სასიამოვნო ტკივილი...

6 წელი გავიდა მის მერე.. როგორ ვართ ახლა? ახლაც ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი, ისევ ისე ვუყურებთ თვალებში, ისევ ერთმანეთით ვსუნთქავთ და ისევ ძალიან მიყვარს მისი სურნელი.. აი სახლში შემოვიდა ახლა ამ წუთას სამსახურიდან დაბრუნდა, მეკითხება:
- დინა რას წერ ამდენს?
- ვწერ იმას თუ როგორ მიყვარხარ და ბედნიერი რომ ვარ შენთან.- იღიმის.
- ის თუ დაწერე მე როგორ მიყვარხარ?
- კი დავწრე!
- სიტყვა სიტყვით? - ისევ იღიმის.
- კი, თან სვანურად.
- სი მიშგუ მიჟ ხი - (შენ ჩემი მზე ხარო) მეუბნება და ლოყაზე მკოცნის. - დინა ძალიან მშია, მიშველე რამე.- ამბობს სიცილით...

მოკლედ, ასე იყო ჩვენი ისტორია. მიყვარს და ვუყვარვარ. მაბედნიერებს მისი არსებობა.
ყველას ლამაზ სიყვარულს გისურვებთ ცხოვრებაში.
ახლა კი წავედი, მელოდება ჩემი სვანი!..



№1  offline წევრი ტასიკო

კეკე შენ ხარ თუ მელანდები??

 


№2  offline ახალბედა მწერალი Keke27

ტასიკო
კეკე შენ ხარ თუ მელანდები??

არ გელანდები wink
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№3  offline წევრი p♥♥h ^^

Es chemi ustoriaa. Me shen blogze upatrono bavshvivit vagdivar yovel dgee.. ❤❤❤❤
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№4  offline ახალბედა მწერალი Keke27

p♥♥h ^^
Es chemi ustoriaa. Me shen blogze upatrono bavshvivit vagdivar yovel dgee.. ❤❤❤❤


ცოტაც და ინტენსიურად დავიწყებ წერას. ბლოგზეც და აქაც.
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee es ra daimaxa chemma zvalebmaa ❤️ rogor momenatre sheni istoriebiit ❤️❤️ shen blogzec sichumea :) male dade ra axaliii ❤️❤️

 


№6  offline წევრი ტასიკო

Keke27
ტასიკო
კეკე შენ ხარ თუ მელანდები??

არ გელანდები wink

დიდება შენს გამოჩენას,ყოველ დღე შენ ბლოგზე ვიჭყიტები და სადაა ბედნიერება გაზიარებით ქალბატონო?

 


№7  offline წევრი vikipiki.

Vaiimee chemii keke dabrundaa. Ar megona dges ese dzaan rame tu gamixardebodaa

 


№8  offline მოდერი ელი

გამარჯობა კეკე,უკვე ჩემო კეკე. რამდენიმე ხანია საიტზე ხმა გავარდა კეკე დაბრუნდა. ველოდებოდი ვინ იყო კეკე და აი რამდენიმე საათის წინ შევნიშნე სათაური "ჩემი სვანი" დედა სგეფიცები დამბურძგლა რატომღაც. ალაბთ იმიტომ რომ მეც ვგიჟდები სვანეთზე. გახარებულმა ავტორის ვინაობა რომ გავიგე მაშინვე დავიწყე კითხვა და აი ახლა ამ წამს მოვრჩი.
და იცი რა? აღფრთოვანებული ვარ. თამამად შემიძლია გითხრა რომ მე ჯერ ასეთი არაფერი წამიკითხავს. უბრალოდ ზღვად იყო ყველაფერი ამ ნაწერში. თითოეულ სიტყვაზე ვთრთოდი.
არ ვიცი ვინ ხარ,სად ხარ,რამდენი წლის ხარ და აი საერთოდ არაფერი ვიცი შენი სახელის და გვარის გარდა,მაგრამ ახლა ამ შენი იტორიით გავიგე რომ არაჩვეულებრივი ხარ!... არასდროს არ მქონია ასეთი შეგრძნება კითხვისას,არც წერისას. უბრალოდ არ ვიცი. არ გიცნობ მაგრამ გეტყვი რომ მიყვარხარ, არაფერია აქ გადამეტებული უბრალოდ "მი სი მალატ" !
გელოდები სულ სულ იცოე და კიდევ ერთი-მეამაყები!... <3

 


№9  offline მოდერი ლილიანა

ბლოგის მისამართი დაწერეთ რა ვინმემ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№10  offline წევრი tskvito

nu es iyo ragac saocreba aq ukve sityvebi zedmetia... es ar iyo mxolod lamazi siyvarulis istoria. shemizlia vtqva rom zalian bevri axali ram gavige svanebze da mati tradiciebis shesaxeb, aqamde am yvelafris azrzec ar viyavi :D
aseti mravalferovani,lamazi da shemecnebiti istoria me jer am gverdze ar wamixitxavs.... albat shenc svani iqnebi da aseti lamazi istoria amitom gamogivida, sheizleba vcdebi kidec tuma ra mnishvneloba aqvs umagresi iyo, shen yvela rekordi moxseni!!!...
(sityva zalian gamigrzelda :) )

 


№11  offline წევრი anita2

ბლოგის მისამართი მაინტერესებს

 


№12  offline აქტიური მკითხველი uchveulo

http://keke27kutchava.blogspot.com/ ესააა კეკეს ბლოგიი <3

 


№13  offline ახალბედა მწერალი Keke27

დიდი მადლობა ყველას love

დიახ, ბლოგზე რა ხანია სიჩუმეა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მალე განავაგრძობ წერას.
"ბედნიერება გაზიარებით" გველოდება winked love

რაც შეეხება ამ ისტორიას... ეს ერთი წლის წინ დავწერე... აქვე დავძენ, რომ არ ვარ სვანი.. არც სვანეთი მინახავს. ინფორმაციები შევაგროვე სვანეთზე წიგნებიდან და სვანი მეგობრების დახმარებით და რომ ავკინძე გამოვიდა "ჩემი სვანი" love

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. smile
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№14  offline ახალბედა მწერალი lullaby

სვანეთში მომანდომე... არ ვარ ნამყოფი, 22ის კი არა 24ის ვარ და დიახ, ეს სირცხვილია...

ცუდი არ იყო, მაგრამ მე შენი " გაორმაგებული გულოს ცემა " არ დამავიწყდება. მარი და გიორგო )) ხომ სწორად მახსოვს და შენია? ))

 


№15  offline ახალბედა მწერალი Keke27

lullaby
სვანეთში მომანდომე... არ ვარ ნამყოფი, 22ის კი არა 24ის ვარ და დიახ, ეს სირცხვილია...

ცუდი არ იყო, მაგრამ მე შენი " გაორმაგებული გულოს ცემა " არ დამავიწყდება. მარი და გიორგო )) ხომ სწორად მახსოვს და შენია? ))


კი ჩემია ეგ.. love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№16  offline წევრი milangirl

Keke27
დიდი მადლობა ყველას love

დიახ, ბლოგზე რა ხანია სიჩუმეა გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ მალე განავაგრძობ წერას.
"ბედნიერება გაზიარებით" გველოდება winked love

რაც შეეხება ამ ისტორიას... ეს ერთი წლის წინ დავწერე... აქვე დავძენ, რომ არ ვარ სვანი.. არც სვანეთი მინახავს. ინფორმაციები შევაგროვე სვანეთზე წიგნებიდან და სვანი მეგობრების დახმარებით და რომ ავკინძე გამოვიდა "ჩემი სვანი" love

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. smile

მგონი ამ გვერძე იდო ადრე ეს ისტორია ხო?

 


№17  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე გამიხარდა შენი დაბრუნება ძალიან მიყვარს შენი ისტორიები ,ვგიჟდები გაორმაგბულ გულიაცემაზე წარმატებები.

 


№18  offline წევრი KGB

Cavikitxe, mainteresebda vinaris es keke ase rom gijdebian da icira? Mecerterti matgani gavxdi! Nichieri da magari gogo xar! Am istoriam chemze gasakutrebuli shtabechdileba moaxdina, imitom rom mec svani var! Ubralod madoobas gixdi am kvelafristvis ❤ მი სი მალატ! ❤

 


№19  offline წევრი barret

რა მაგარია რომ დაბრუნდი ^^ შენს ბლოგზეე ვარ თითქმის ყოველდღე♥ ყველა ისრორია იმდენჯერ მაქვს წაკითხული რო არ ვიცი^^ მიხარია რომ დაბრუნდი ♥

ცხომ ვერ მეტყვით ფბთი დატოვილი კომენტარი როგორ წავშალო?:/

 


ერთადერთი ხარ ამ საიტზე,ვისი ისტრიაც არ არის ნაჯღაბნი.
მომწონხარ ძალიან,აქამდე შენი ისტორია არ წამიკითხავს,მაგრამ მთავარია ახლა წავიკითხე.
კარგი ხარ.

 


№21  offline წევრი barret

Vinmem ar icit:((( rogor wavshalo? Telefonit Ver vshli da nerviulobisgan lamis gavgijde:((

 


№22  offline მოდერი D-roni

aranormalurad momewona imitom rom jer erti
sheni dawerilia me kide vgijdebi shenze ❤ mere meore imitom rom vgijdebi svanetze da svanebze bervi axali ragac gavige chemdauneburad da madlba shen amistvis ❤ udzalianmagresi iko saswaulebrivad unikaluri xar shen ❤❤❤

 


№23  offline წევრი optimusi

რა კარგია ,რომ დაბრუნდი,იმედია მალე ახალ ისტორიებსაც ვიხილავთ :*

 


№24  offline ადმინი უნდა ვწერო

ჩვენი ისტორიაო და ამაში რა იგულისხმე? არ მითხრა,რომ დინა ხარ და ეგ შენი სვანია?

იმ მომენტში,როცა გაიგო სვანი მოკვდაო,გავგიჟდი.ნამდვილად არ ველოდი მოვლებნების ასეთ განვითარებას,მერე რატომღაც მეგონა,რომ მაქსიმე გადარჩენოდა.ქვემოთ,რომ დავინახე მისი სახელი,სანამ ჩავიდოდი ბოლოში,უბრალოდ თვალი მქონდა მისი სახელისთვის მოვლებული და იმედი გამიჩნდა,გადარჩება-მეთქი.მერე კიდე და კიდე,რომ აგრძელებდი დავრწმუნდი,რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.მერე მაქსიმე რომ გამოჩნდა გამიხარდა და თან ძალიან გამიკვირდა მისი ისტორია.
განსხვავებული იყო და ორიგინალური.
ამ საიტზე ერთ-ერთი საუკეთესო ისტორია.
გეტყობა,რომ სვანეთს იცნობ ძალიან კარგად.ყველაფერი შესანიშნავად აღწერე,მეგონა,რომ ვმოგზაურობდი.ზოგმა იცის,რომ მიედმოედება,მაგრამ შენ ეს ერთ მომენტშიც არ გაამოგივიდა,საოცრება იყო!
ისე სვანი ხომ არ ხარ? იგრძნობოდა,რომ სვანები ძალიან გიყვარს.
ჩემს სვამნს მივხედავო და დაიმაინტრიგე.
იქნებ გამარკვიო.

ადრე იდებოდა ისტორია,ძალიან ადრე,წლების წინ "სოფლელი" შემთხვევით იმის ავტორიც ხომ არ ხარ? მსგავსეა დავიჭირე,მგონი,რაღაც და.

 


№25  offline წევრი gvichiani

რძლები მომიმრავლდნენ სვანეთში გენაცვალეთ...
აი ჩემი მონატრებული მესტია,კიდევ ერთხელ მოვიარე ამ ისტორიასთან ერთად,ჩემი ტრადიციები,ჩემი სვანეთი...როგორ მიყვარს და შენხ ხომ საერთოდ...
კიდე ერთხელ დავრწმუნდი რომ ულამაზესი კუთხის შვილი ვარ და უმაგრესი ბიჭები გვყავს სვანებს...
მინდა გისურვოთ სვანივით უღალატო სიყვარული და ბედნიერება....
წარმატებები

"იმჟი მალატ ისგუ თეერალ,
სი ხი მიშგუ თეერლე ნაარჰი,
ეშხუ წამსი ნომაუ ხვარი,
მი ისგვაურ ქვეყანაჟი"


მი სი მალატ ბ'გიდ :*

 


№26  offline ახალბედა მწერალი Keke27

ისევ დიდი მადლობა ყველას. love


სვანი არ ვარ. არც სვანეთთან მაქვს არანაირი შეხება. უბრალოდ ძალიან მიყვარს სვანეთი და სვანები. love
--------------------
გაუზიარეთ ერთმანეთს ბედნიერება და გადასდეთ ერთმანეთს ღიმილი.

 


№27  offline წევრი მაშო

ვაიმეე აი გავგიჟდიი !! ძალიან მაგარია !! აი ყვველაზე საუკეთესო ისტორიაა რაც კი წამიკითხავს <3

 


№28  offline წევრი Winchester ))

ვაიმეეე აი ძაან მაგარიაა ^^
როგორ მიყვარს მე სვანეთი და სვანები ❤
მი სი მალატ ❤❤❤ ^^

 


№29  offline წევრი Annee

მოკლედ კეკე შენმა ისტორიამ გადამრია,გამაგიჟა, გამომადებილა და რავიცი რა არ დამმართა. ^_^ ხან ვტიროდი, ხან ვიცინოდი.. რავიცი საოცარი იყო!! მე მგონი ეს შენი პირველი ისტორიაა რომელიც წავიკითხე. მართლა ძალიან ნიჭიერი ხარ! :*:* სურვილი გამიჩდა შენს ბლოგზე შესვლის და შენი ისტორიების წაკითხვის.. <3 ძალიან ძალიან კარგი ხარ!

 


№30  offline ადმინი უნდა ვწერო

Keke27
ისევ დიდი მადლობა ყველას. love


სვანი არ ვარ. არც სვანეთთან მაქვს არანაირი შეხება. უბრალოდ ძალიან მიყვარს სვანეთი და სვანები. love


რომ გეწერა ჩვენი ისტორიაო ვიფიქრე რეალური იყო(მერე სვანიც გქონდა ნახსენები,წავედი ჩემს სვანთანო)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent