შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კანდელაკის გაზაფხული.(სრულად)


18-08-2015, 00:41
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 5 770

საავადმყოფოში კედელთან აყუდებული დგას ანასტასია ხომერიკი და ელოდება როდის შეატყობინებენ დედაზე რამე ახალს.
მისი რამდენიმე მეგობარი მისგან მოშორებით დგას, ვერ ბედავენ ახლოს მისვლას.
უკნიდან ვიღაც უახლოვდება და ხელს მხარზე ადებს, გრძნობს რომ არცერთი მისი დაქალი არ არის, რადგან ხელი ძალიან მძიმეა.
უკან არ იხედება.
ბოლოს ცდუნებას ვეღარ გაუძლო და გაიხედა.
ნიკუშა კანდელაკი.
ამ ბიჭს დაბადებიდან იცნობს ხომერიკი, ერთ უბანში ცხოვრობენ, თბილისში ყველამ იცის რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ როცა ცუდადხარ იმ ადამიანის მხარში დგომაც კი გსიამოვნებს, რომელსაც ვერ იტან.
ხომერიკმა კიდევ ერთხელ შეატრიალა თავი და კანდელაკს გაუღიმა.
და ეს არ იყო უბრალო ღიმილი..
ან საერთოდ როგორ შეიძლება ღიმილი უბრალო იყოს?!
ღიმილი ხომ ადამიანებს შორის რაღაც დამოკიდებულებას ამყარებს..
კანდელაკი მოშორდა ხომერიკს.
ანასტასია ისევ კედელს მიაშტერდა და ცოტახანში ექიმიც გამოჩნდა.
ანასტასიას მამა მიუახლოვდა და ხელი მოკიდა.
-რა მოხდა ექიმო?
-ყველაფერი ვცადეთ, თუმცა ვერ შევძელით, მაპატიეთ.
ზოგჯერ რა მტკივნეულია სიმართლე არა?! და განსაკუთრებით მაშინ, როცა დედის სიკვდილს გაცნობებს.
შეძლებს კი ანასტასია ხომერიკი სიცოცხლის გაგრძელებას?! ეს არავინ იცის..
მამა ჩაეხუტა, ცდილობს დააწყნაროს მაგრამ შეუძლებელია, ბოლოს ხომერიკი სადღაც გარბის.
საავადმყოფოდან გავიდა, მისი ეზოდანაც, გზაზე გადაირბინა და იქამდე აგრძელებდა სიარულს სანამ ვიღაცამ არ დაუძახა.
-გაჩერდი გთხოვ.
ისევ მოტრიალდა და ისევ კანდელაკი..
მისკენ გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
უამრავი დაქალი, ძმაკაცი, მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა და მაინცდამაინც მტერს ჩაეხუტა.
ხომერიკი რომ დაიბადა კანდელაკი 5წლის იყო.
ახლა ერთი 25-ის არის, მეორე 20-ის.
პირველი შეხვედრისთანავე ერთმანეთის მტრებად იქცნენ, ყველაფერზე ჩხუბობდნენ, ყოველთვის.
ვითომ რამე შეიცვალა?! ვითომ ამდენწლიანი ჩხუბი სიყვარულით დასრულდება?!
არა ეს შეუძლებელია!
10წუთი იდგნენ ასე, ჩახუტებულები.
-ყველაფერი კარგად იქნება ტასო. ყველაფერი კარგად იქნება.
უმეორებდა კანდელაკი ხომერიკს ერთიდაიმავე სიტყვებს და საინტერესოა თვითონ თუ სჯეროდა..
-წამოდი შიგნით შევიდეთ, შენს პატარა დაზეც იფიქრე, შენ კი გიჭირს, მაგრამ ის მხოლოდ 6წლის არის.
ასეთი თბილი და სერიოზული არასდროს ყოფილა კანდელაკი, მარტო ხომერიკთან კი არა, საერთოდ არავისთან.
ანასტასიას პატარა და გაახსენდა და დათანხმდა ნიკუშას შიგნით შესვლაზე.
კანდელაკი ხომერიკის მეგობრებთან დადგა.
-მოიცა შენ შემოგყვა?
-არამგონია ეხლა მაგის დრო იყოს ელენე.
ყველა გაოცებული უყურებდა კანდელაკს, არავის სჯეროდა რომ ეს ის იყო, ასეთი სერიოზული.
და არავის სჯეროდა რომ კანდელაკმა ხომერიკი საავადმყოფოში დააბრუნა.
ხალხი დაიშალა.
ანასტასიას მამა ძმაკაცებთან ერთად საქმეების მოსაგვარებლად დარჩა და მას სთხოვა კატო წაეყვანა სახლში და თვითონაც იქ დარჩენილიყო.
ტაქსიში ჩასხდნენ.
ანასტასია დას მოეხვია.
-ტასო, ჩვენც მალე მოვკვდებით?
-არა ჩემო პატარა, შენ ძალიან დიდხანს იცოცხლებ.
-არ მინდა კიდევ ვინმე რომ მოკვდეს.
-არავის უნდა.
-დედა სახლში აღარ დაგვხვდება?
-არა.
ანასტასიამ ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო.
ისე არ გიფიქრიათ იმაზე რომ ყველაზე მაგარი ის არის, სახლში დაბრუნებულს დედა რომ გხვდება..
დები სახლში მივიდნენ.
ანასტასიამ კატოს მურტფილმები ჩაურთო, თვითონ კი ლოგინზე წამოწვა.
გაახსენდა ის დღეები რომლებსაც დედასთან ერთად ატარებდა, მაიკით იშრობდა თვალზე ცრემლებს..
უცებ, სრულიად მოულოდნელად კარზე ვიღაცამ დააკაკუნა.
ხომერიკმა პირდაპირ გააღო.
-ვიფიქრე მარტო ყოფნა გაუჭირდება_თქო.
-შემოდი.
კანდელაკი სახლში შევიდა და სავარძელში ჩაჯდა, ხომერიკი გვერდზე მიუჯდა.
-ერთმანეთს ვერასდროს ვიტანდით, უბრალოდ ასეთ მომენტში შენი მარტო დატოვება არ შემიძლია.
-ძალიან მიხარია, მაგრამ მაინც ვერ გიტან.
-ვერც მე.
საღამომდე ხომერიკთან იყო კანდელაკი, ბოლოს წავიდა.
ანასტასია ცუდად იყო, მაგრამ იცოდა რომ ასეთ მდგომარეობაში მისი ნახვა დედას არ გაახარებდა, ამიტომ ცდილობდა ნაკლებად ეფიქრა სიკვდილსა და გაქცევაზე და უბრალოდ ბედს შეგუებოდა.
კანდელაკზე ფიქრის დრო არ ჰქონდა, თუმცა მისმა სამ კვირიანმა გაუჩინარებამ ძალიან ატკინა გული.
ხანდახან ვიღაცასთან ჩხუბიც კი გენატრება..
ელენესთან, ბავშვობის დაქალთან ერთად იწვა ლოგინზე.
-არსად არ გამოჩენილა, სად გაქრა არავინ იცის.
-ელ კარგი რა, მაგისგან მოულოდნელი არ არის. ყველა და ყველაფერი კიდია.
-იმ დღეს საავადმყოფოში ისე იქცეოდა გავგიჟდი.
-წამიერი შეცვლა იყო.
-მაგრამ მაინც შენგამო.
-დედა გარდამეცვალა, 6წლის და მყავს გასაზრდელი და არ მინდა ბიჭზე ვიფიქრო, არ მინდა გესმის?
-მაგრამ ფიქრობ.
-მეფიქრება ჩემდაუნებურად, მაგრამ თუ ამ ფიქრს ყურადღებას არ მივაქცევ თავს დამანებებს. მაინც ვერ ვიტან!
-რატო გეზიზღებათ ასე ერთმანეთი ტას?
-როგორ შეიძლება მაგისნაირ ბიჭს ვერ იტანდე?
-კარგი რა! ეგეთი ცუდიც არ არის.
ელენე წავიდა. სახლში მარტო იყო ანასტასია, ამიტომ დაჯდა და გულიანად იტირა.
ზარის ხმა გაიგო და კარებთან სირბილით მივიდა.
გააღო.
ნიკუშა კანდელაკი კედელს გვერდულად ეყუდებოდა, პირი ღია ჰქოდა და ცხვირიდან წამოსული სისხლი ტუჩიდან ეცემოდა ძირს, ხელი მუცელზე, ჭრილობაზე ჰქონდა მიჭერილი.
იმ მომენტში ხომერიკსაც ისე ეტკინა, როგორც კანდელაკს სტკიოდა..
-რა გჭირს ნიკუშა?
თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
-ვიჩხუბე.
ხმადაკარგულმა ძლივს უპასუხა.
-ახლავე სასწრაფოს გამოვიძახებ.
გვერდიდან ამოუდგა და სახლში შესვლაში დაეხმარა.
-არ გამოიძახებ.
-გაგიჟდი?
-სასწრაფოს და პოლიციის თავი არ მაქ, მირჩევნია მოვკვდე.
-მე ვერ ვუყურებ როგორ მოკვდები ნიკუშა.
ლოგინზე დააწვინა და თვითონაც ჩამოჯდა.
-შენ ხო ექიმი ხარ.
-ხო ნიკუშა, მაგრამ აქ არაფერი არ მაქვს რითიც შენს დახმარებას შევძლებ, თან მე გინეკოლოგი ვარ.
-მაშინ უყურე როგორ მოვკვდები.
-მეზიზღები!
-მეც.
ფეხზე ადგა ხომერიკი, რაღაც ნაჭერი აიღო, ჭრილობა გადაუხვია, გაუწმინდა და რისი გაკეთებაც სახლის პირობებში შეეძლო ყველაფერი გაუკეთა.
კანდელაკი ტკივილისგან ყვიროდა.
-მოდი ჩემთან.
ხომერიკი ბავშვობის მტერს გვერდით მიუწვა და თავი დაადო.
15წუთი იწვნენ ასე, ბოლოს თავი ასწია და შეხედა.
კანდელაკს თვალები დახუჭული ჰქონდა.
ხომერიკმა თავი დაკარგა.
ცრემლები წყალივით წამოუვიდა.
მასთან ახლოს მიიწია და ტუჩზე ნაზად შეეხო.
ზურგზე მისი ხელი იგრძნო.
-გთხოვ სასწრაფოში დარეკვის უფლება მომეცი, ნიკუშა გთხოვ!
-კარგად გავხდები.
ხმა საერთოდ აღარ ჰქონდა.
-რანაირად გახდები აქ კარგად.
-შენთან ერთად ყოველთვის კარგად ვარ.
-ჩემზე მეტად არავინ არ გეზიზღება, ორივემ ვიცით.
-ყველა სიყვარული მეგობრობით არ იწყება.
-რისი თქმა გინდა ნიკუშა.
-უკვე დიდი ხანია ისე ვიქცევი თითქოს მეზიზღები, მაგრამ შემიყვარდი, შემიყვარდი ტასო.
-რა სისულელეა.
-მაშინ რატომ მოვედი შენთან?
ეცადა ეყვირა, მაგრამ ტკივილისგან ესეც ვერ შეძლო.
-არ ვიცი რატომ მოხვედი, მაგრამ ვიცი რომ ჩვენ ერთმანეთის შეყვარება არ შეგვიძლია! ეს შეუძლებელია ნიკა, შეუძლებელი.
კანდელაკმა გონება დაკარგა.
ხომერიკს სხვა გზა არ ჰქონდა და სასწრაფო გამოიძახა.
რამდენიმე მის მეგობარსაც დაურეკა და ელენეს რა თქმა უნდა.
საავადმყოფოში ყველა ერთად შეიკრიბა.
კანდელაკი საოპერაციოდ შეიყვანეს.
-დაწყნარდი რა ტას, თავი ხელში აიყვანე გთხოვ. თვალები დაგისივდა ამდენი ტირილისგან.
ხომერიკი გაიქცა.
იმ ადგილთან მივიდა სადაც ხატები ეკიდა და პირჯვარი გადაიწერა.
-ღმერთო, შენ დედა წამართვი, ნიკუშასაც ნუ წამართმევ! შენთვის აქამდე არაფერი მითხოვია, მაგრამ ახლა გთხოვ.. არ დაუშვა რომ ნიკუშას რამე დაემართოს, მართალია კარგი ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ არც ისეთი ცუდია, შენ ხომ იცი ეს?! ხომ იცი?!
განწირული ხმით ყვიროდა ანასტასია ხომერიკი..
ექიმები აქეთ-იქით დადიოდნენ, მაგრამ არავინ არაფერს იძახდა. ამასობაში დაღამდა.
-ტას სახლში წაგიყვან.
-არმინდა ლაშა.
-ვალდებული არ ხარ აქ იყო, ვიცი რო გეზიზღება.
-მითხრა რომ ვუყვარვარ.
-ალბათ გრძნობდა რო ენ***ოდა და ბოლოს მაინც გითხრა.
-შენ იცოდი?
-შენ გარდა ყველამ ვიცოდით.
-აქამდე რატო არ მითხრა?
-იცოდა რომ ვერ იტანდი და ვერ გეუბნებოდა, შენი პასუხის ეშინოდა.
-რატომ არავინ მითხარით?
დაიყვირა ანასტასიამ და კედელზე მიყრდნობილი ნელ-ნელა ჩაცურდა.
-ჩვენ როგორ გეტყოდით ტას, როცა თვითონ არ გეუბნებოდა.
ლაშაც ძირს დაჯდა და მოეხვია.
-ვალდებული არ ხარ იმიტომ შეიყვარო რომ ცუდად არის.
-იქნებ არასდროს ვაღიარებდი და ყოველთვის მიყვარდა ლაშა, იქნებ ამიტომ არ ვეშვებოდი და ვაგრძელებდი მასთან კამათს დაუსრულებლად.
-დაწყნარდი ტასო.
-როგორ დავწყნარდე? ჩემი მთელი ცხოვრება კანდელაკთან ჩხუბს შევალიე და ახლა ის კვდება. მთელი ცხოვრება თავს ვაჯერებდი რომ მძულდა, მაგრამ ახლა როცა მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია ვგრძნობ რომ მის დაკარგვას ვერ გადავიტან. დედა დავკარგე რამდენიმე კვირის წინ და ახლა კიდევ ვინმე რომ დავკარგო.. თავს ძლიერ გოგოდ ვასაღებ მაგრამ ყველაზე სუსტი ვარ! ჩემი სისუსტის გამო არ ვუტყდებოდი თავს კანდელაკის სიყვარულში.
მთელი ღამე საავადმყოფოში გაატარეს ლაშამ და ხომერიკმა, ლაშა მის დაწყნარებას ცდილობდა, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.
დილით როგორც იქნა ექიმი გამოვიდა.
-რა ხდება?
გაგიჟებული მივარდა ლაშა ექიმს და ხელებით შეანჯღრია.
-გადარჩა. მაგრამ სუსტად არის, სიკვდილი არ ემუქრება, თუმცა ფეხზე ადგომას ჯერ ვერ შეძლებს, პალატაში გადავიყვანთ და დავაკვირდებით, თუ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა სახლშიც მალე გავწერთ.
ლაშამ შვებისგან ამოისუნთქა და აცრემლებულ ანასტასიას ჩაეხუტა.
ის მალევე მოშორდა და ისევ ხატებთან მივიდა.
-გმადლობ უფალო, გმადლობ რომ ისიც არ წამართვი.
ექიმმა ხომერიკს დაუძახა.
საოპერაციოდ რომ შეგვყავდა ეს ჯიბიდან ამოიღო და ხელს ვერ ვაშვებინებდით, გონება დაკარგულიც კი ხელს უჭერდა.
ექიმმა ხომერიკს ბენდენა გაუწოდა.
ხომერიკმა დახედა და იცნო თავის ბენდენა, რომელიც ძალიან უყვარდა, ყოველთვის ეკეთა, ან ხელზე, ან ყელზე, ან თავზე, მერე კი უბრალოდ გაქრა, ვერსად ვეღარ პოულობდა.
ხომერიკი ფიქრებმა გაიტაცეს..
საიდან ჰქონდა კანდელაკს მისი საყვარელი ბენდენა..
ლაშასთან მივიდა და ყველაფერი უთხრა.
-ხო ვიცი ეს ბენდენა, ნიკუშას ყოველთვის ჯიბეში ედო ან სადმე ჩუმად ეკეთა, მაგრად უყვარდა, ერთხელ ვთხოვე მათხოვე_თქო და მაგრად გამიჭედა.
ლაშამ გაიცინა.
-არ ვიცოდი შენი თუ იყო, როდის აჩუქე?
-არ მიჩუქებია ლაშა, ნიკუშასთვის არასდროს არაფერი მიჩუქებია.
-ეხლა მაინც დარწმუნდი რომ უყვარხარ.
ლაშამ გაოცებულ ხომერიკს თავზე აკოცა.
ექიმი ისევ გამოვიდა.
-შეგიძლიათ ნახოთ, ოღონდ ლაპარაკით ნუ გადაღლით.
-შედი ტას.
-არა გაგიჟდი? შენი ძმაკაცია და ჯერ შენ ნახე.
-მე დედამისს გავუვლი და მოვიყვან, შენ ნახე. ჩემს ნახვაზე მეტად შენი ნახვა გაუსწორდება, დამიჯერე.
ხომერიკმა ლაშას გაუღიმა და პალატაში შევიდა.
ნიკუშა კანდელაკი თბილისში ყველაზე სიმპატიურ ბიჭად ითვლებოდა, იყო კიდეც, თუმცა საავადმყოფოში ოპერაციისგან და ტკივილისგან გადაღლილი, უფრო სიმპატიური ჩანდა.
-ძალიან შემაშინე.
სახეზე ხელი მოუსვა და ჩუმად უთხრა ხომერიკმა.
-მე მგონია რომ ჩემი სიკვდილი გაგახარებდა.
-ცდები.
-რატო? შენ ხომ ვერ მიტან.
-შეიძლება ვერ გიტან, თუმცა შენს გარეშე ცხოვრება გამიჭირდება.
-გითხარი რომ მიყვარხარ, ეს მახსოვს მაგრამ შენ რა მიპასუხე ის აღარ..
-შენთვის ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება, დაისვენე.
-მთელი ღამე აქ იყავი?
-კი. ეს შენია.
ანასტასიამ გაიღიმა და კანდელაკს ხელში თავისი ბენდენა დააჭერინა.
კანდელაკმა გაიცინა.
ცოტახანში მისი მშობლები, ნათესავები და ძმაკაცები მოვიდნენ, ხომერიკმა საავადმყოფო დატოვა და სახჺში წავიდა.
-მაპატიე მამა რომ ვერ მოვედი, ჩემი მეგობარი საავადმყოფოში წევს და..
-შენი ლოგინი სისხლიანი რატოა ანასტასია?
-სანამ საავადმყოფოში წავიყვანდით ჩემთან მოვიდა და იქ იწვა.
-საშიშ ბიჭებთან ურთიერთობას ნუ დაიჭერ, ისინი ყოველთვის გატკენენ გულს.
-მითხრა რომ ვუყვარვარ.
-შენ ვის არ უყვარხარ ანასტასია?
ხომერიკმა გაიცინა და მამას ჩაეხუტა.
-თუ ვინმე გაწყენინებს, მოვკლავ.
-კატო სად არის?
-დედაჩემთან გავუშვი წყნეთში, გულს გადააყოლებს_თქო ვიფიქრე, თან შენც ცოდოხარ მთელი დღე ბავშვთან.
-კარგი მაშინ მე გადავივლებ და ისევ საავადმყოფოში წავალ კარგი?
-წადი.
-შენ როგორ იქნები მარტო?
-გადავიტან.
ხომერიკი მოწესრიგებული გავიდა სახლიდან და საავადმყოფოში თავისი მანქანით მივიდა.
-კიდე მოხვედი? დაგესვენა ცოტა.
შეეგება ლაშა.
-ვერ დავისვენებ როცა ვიცი რომ აქ არის.
-ყველა გამოყარა, დედამისი გაგიჟებული წავიდა.
-გააფრინა?
-არავის ნახვა არ მინდაო.
-კარგი არაუშავს, გადაუვლის.
11საათამდე მოსაცდელში იჯდნენ ლაშა, გიორგი და ხომერიკი.
-ტას ჩვენ რაღაც საქმე გვაქვს და უნდა გავიდეთ, შენ აქ არ დარჩე ცოდო ხარ.
-კარგი ლაშ.
ბიჭებს დაემშვიდობა ხომერიკი და ექიმთან მივიდა.
-ბატონო ალექსანდრე.
-გისმენ ახალგაზრდავ.
-შეიძლება დავრჩე?
-კი, რა თქმა უნდა, პალატაში სავარძელი დევს და იქ მოთავსდით.
ხომერიკი პალატაში შევიდა, კანდელაკს ეძინა, გვერდზე მიუწვა და ჩაეხუტა, ეძინა თუმცა მაინც უთხრა.
-კარგად გახდები ნიკა, გპირდები.
-უკვე კარგად ვარ.
როგორც ჩანს კანდელაკმა მისი მიახლოება იგრძნო და გაიღვიძა.
ჩახუტებულებს დაეძინათ, დილით პალატაში ექიმი შევიდა და ორივე გააღვიძა.
-ქალბატონო ანასტასია, პაციენტს ნუ ავიწროვებთ.
სიცილით უთხრა და თავზე დაადგა.
ხომერიკი ადგა.
-წამლებს და საჭმელს შემოგიტანენ, ყველაფერი ჭამე და დალიე.
ექიმი გავიდა. ხომერიკი ისევ კანდელაკს მიუჯდა.
-ტას.
-ჰო.
-იცი რა ხარ?
-რა ვარ.
-გაზაფხული, ჩემი გაზაფხული.
-გაზაფხული? რატო?
გაეღიმა ხომერიკს.
-ყველა უბედურების შემდეგ მოდიხარ და ანათებ! გაყინულ გულს და სხეულს ათბობ, გარშემო ყველაფერს ცვლი, ალამაზებ, აფერადებ. ჩემი გაზაფხული ხარ!
ხომერიკი კანდელაკს ჩაეხუტა.
-ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ასეთი სიტყვების თქმა შეგეძლო.
-ვერც მე წარმოვიდგენდი, მაგრამ შენთან ყოფნა ჩემში არსებულ ყველა სიკეთეს და სითბოს აღვიძებს. გუშინ მეგონა რომ ბოლოჯერ ვხედავდი შენს ლამაზ სახეს და ეს უფრო მკლავდა ვიდრე ტკივილი, არ მინდოდა მაშინ მოვმკვდარიყავი როცა ჯერ კიდევ გეზიზღებოდი.
-მე შენ არასდროს მეზიზღებოდი ნიკუშა! არასდროს.
ხომერიკმა როგორც იქნა სიმართლე აღიარა.
-ანუ ის ყველაფერი თამაში იყო?
-ხო, თამაში რომელმაც ერთმანეთი შეგვინარჩუნა. მაგრამ არ ვიცი რა მოხდება ახლა, როცა თამაშს შევწყვეტთ.
-ჩემს თავს უფლებას არ მივცემ დაგკარგო!
-არც მე მივცემ თავს ამის უფლებას, მაგრამ ხომ იცი რომ მე შენს ცხოვრებას ვერ შევეწყობი, შენთან ერთად საქმის გარჩევებზე ვერ ვივლი, და ხომ ხედავ მაგ ყველაფერს შენთვის რა მოაქვს..
ხომერიკმა კანდელაკს ჭრილობაზე შეხედა.
-25წლის ასაკში ვერ შევიცვლები.
-ჩემთვის უნდა გააკეთო ეს!
-ისიც კი არ იცი გიყვარვარ თუ არა.
-არ არის საჭირო გრძნობებში ბოლომდე გამოგიტყდე. მე შენთან ვარ, ორი ღამეა საავადმყოფოში ვარ შენ გვერდით, შენ ჩემთან მაშინ იყავი როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მარტო მაშინ კი არა, როცა დედა გარდამეცვალა, ყოველთვის! ვიძახდით რომ ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მაგრამ ყოველთვის გვერდით გვყავდა ერთმანეთი როცა გვიჭირდა. ჯერ მარტო ის გაიხსენე რამდენი ბიჭი გყავს ჩემ გამო ნაცემი, ან ის გაიხსენე როგორ დავდიოდი და გამართლებდი ყველასთან, ვინც შენზე ცუდს ლაპარაკობდა. ვერ ხვდები შენ მიმართ რას ვგრძნობ? აუცილებლად უნდა გითხრა? აუცილებლად ყველაფერი ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ? შენ გრძნობ.. ვიცი რომ გრძნობ და თქმა საჭირო არ არის, ისედაც იცი რომ არ არსებობს ჩემს ცხობრებაში შენ გარდა სხვა ბიჭი და არც არასდროს იარსებებს. შენ შეუცვლელი ხარ. არ შემეძლო ამის აღიარება, ძალა არ მყოფნიდა, სუსტი ვიყავი, ამდენმა ტკივილმა გამაძლიერა და ახლა პირველად ვარ გულახდილი შენთან, პირველად ნიკუშა.
-ჩემო პატარა ანგელოზო, აქამდე სად ვიყავით? რატო ვიტყუებდით თავებს?
-ალბათ ასე იყო საჭირო, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს წარსულს. ჩვენ ორივემ ვიცით რომ ერთმანეთისთვის ვართ და უერთმანეთოდ სიცოცხლეს ვერ შევძლებთ.
-ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ, ერთადერთი მზის სხივი, რომელსაც იმხელა ძალა აქვს რომ ყველაფერს ანათებს.
პალატაში საჭმელი მოიტანეს წამალთან ერთად.
ხომერიკმა თავისი ხელით აჭამა კანდელაკს საჭმელი და წამალიც დაალევინა.
-სახლში წადი ტას, დაიღლები.
-შენ გარეშე არსად არ წავალ.
ისევ ექიმი შემოვიდა.
-თავს როგორ გრძნობთ ბატონო ნიკოლოზ?
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.
-გტკივათ? ძალიან თუ იტანთ?
-ვიტან.
-ძალიან კარგი, როგორც ჩანს თქვენზე სიყვარული დადებითად მოქმედებს, ხვალამდე აქ დარჩებით და თუ ხვალაც ასე იგრძნობთ თავს, სახლში წასვლას შეძლებთ. ხო, და კიდევ, დედათქვენია გარეთ, არ შემოდის, თუ მის ნახვას გადაწყვეტთ, დამიძახეთ.
ბატონმა ალექსანდრემ პალატა დატოვა.
-ნიკა.
-ხო ჩემი ანგელოზო.
-ვფიქრობ დედას ცუდად ექცევი, შენთან მოდის, შენ კიდე არ ნახულობ. გულს ტკენ და ეს არ მომწონს. შენ არ იცი რა ძნელია დედის დაკარგვა და სანამ გყავს მოვითხოვ რომ დააფასო.
-ერთ ამბავს ატეხავს, სახლში რო წავალ იქ დაველაპარაკები.
-ნიკუშა ატეხავს ერთ ამბავს იმიტორო დედაა და განიცდის.
-კარგი რა! 25წლის ვარ.
-შენი შვილი 25წლის რომ იქნება უნდა დაიკიდო?
-ჩემი არა ჩვენი. კაი უთხარი შემოვიდეს.
-კარგი ბიჭი ხარ.
ხომერიკმა კანდელაკს აკოცა და გავიდა.
ნახევარი საათი იდგა კედელთან აყუდებული და ელენეს ელაპარაკებოდა.
-ანუ ერთად ხართ?
-მგონი.
-ვააააიმეეე! არმჯეეერააა.
ელენე დაქალს მოეხვია.
-ყოველთვის ვიცოდი რო გიყვარდა, მაგის გამო დარჩი შინაბერა. მეჯვარე ვარ ხო?
-რა მეჯვარე ხოარ გაგიჟდი?
გაეცინა ხომერიკს.
-დროა უკვე ტასო, დროა! დაბერდა ბიჭი.
პალატიდან კანდელაკის დედა გამოვიდა და გოგოებს მიუახლოვდა.
-გამარჯობათ ქალბატონო ქეთი.
თავაზიანობა გამოიჩინა ხომერიკმა.
ქეთიმ ხელი ხელზე მოკიდა, აცრემლებული თვალებით შეხედა და თბილად გაუღიმა.
-მადლობა ყველაფრისთვის რასაც ჩემი შვილისთვის აკეთებ.. შენ რომ არა, ალბათ საერთოდ აღარ მოისურვებდა ჩემს ნახვას.
-რას ამბობთ? ნიკუშას ყველაზე მეტად უყვარხართ.
-მიხარია მის გვერდით რომ ხარ.
ერთმანეთს გადაეხვივნენ, ქეთი გოგოებს დაემშვიდობა და წავიდა.
-რა გინდა კაი დედამთილი კი გყავს.
-ქეთიზე ბავშვობიდან ვგიჟდები, კანდელაკი რომ მაბრაზებდა შოკოლადებს მჩუქნიდა ხოლმე. უნდა შევიდე, არ შემოხვალ?
-აუ არა ძაან მაგვიანდება სამსახურში.
-მე ალბათ საერთოდ გამომაგდეს ხო.
-ავუხსენი დირექტორს შენი სიტუაცია, ერთი-ორჯერ გავეპრანჭე და როცა მოუნდება შეუძლია მაშინ გამოვიდესო. ხოიცი გიჟდება ჩემზე.
-გიჟი ხარ!
ელენე წავიდა, ხომერიკი პალატაში შებრუნდა.
-მოიწყინე?
-აქედან გასვლა მინდა.
ანასტასია ისევ გვერდზე მიუწვა კანდელაკს.
-ხო გაიგე ექიმმა რა თქვა, მალე გახვალ.
-ეგრევე იმ ბიჭებს ვნახავ, ჩუმად და მოპარვით რო დამჭრეს მაგათ გონიათ მე არაფერი შემიძლია.
-ნიკუშა!
-რა ნიკუშა?
-არავის არ ნახავ.
-აუf.
-იცოდე მე დამკარგავ და რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის?
-არჩევანის წინაშე მაყენებ?
-სხვა გზა მაქვს? მე შენ მჭირდები ნიკუშა, ჩვენ ერთად ვართ, ახლა მხოლოდ შენს თავზე ვერ იფიქრებ, უფლება არ გაქვს! თავს უნდა გაუფრთხილდე რადგან შენი თავის გაფრთხილებით მეც გამიფრთხილდები.
კანდელაკმა ხომერიკს ძალიან მაგრად აკოცა.
-შენ ყოველთვის გაგიფრთხილდები ტას. მისმინე, სახლში წასვლა არ გინდა? შენი და ვისთან არის?
-ბებიაჩემთან წყნეთში, შენ გარეშე არსად წასვლა არ მინდა.
კანდელაკმა ანასტასია ჩაიხუტა.
-მადლობა ტას.
-მადლობას რისთვის მიხდი?
-იმისთვის რომ მარტო არ მტოვებ.
-არც შენ დამტოვებდი. თან შენთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს და რა მნიშვნელობა აქვს სად ვიქნებით.
-საავადმყოფოში მოუხერხებელ საწოლზე წოლა გსიამოვნებს?
-მხოლოდ იმიტომ რომ გვერდით შენ მყავხარ. ჯერ ისევ ისე განვიცდი დედის სიკვდილს და შენთან სიახლოვე ამ ტკივილს მიმსუბუქებს.
-დედაშენი ყოველთვის ამაყობდა შენით და დარწმუნებული ვარ ახლაც ამაყობს. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდებოდა, რა თქმა უნდა ჯობდა გვიან მომხდარიყო, მაგრამ მაინც უნდა შეეგუო, ცხოვრება გრძელდება, მე შენთან ვარ და ყოველთვის შენთან ვიქნები.
ხომერიკს ჩაეძინა, კანდელაკი კიდევ დიდხანს უყურებდა მძინარეს და ფიქრობდა რა ბედნიერი იყო რომ ანასტასია ჰყავდა, თავისი გაზაფხული..
მეორე დილითაც ექიმმა გააღვიძა სიყვარულით შესიებული წყვილი.
-გათენდა ბავშვებო, გათენდა!
-გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე.
-გაგიმარჯოს. აბა თავს როგორ ვგრძნობთ?
-უკეთესად.
-კარგი, მაშინ თქვენ მოემზადეთ, მე ექთანს ვთხოვ საბუთები მოგიტანოთ და სახლში წახვალთ. ჩემს ნომერს დაგიტოვებთ და ნებისმიერი ტკივილის შემთხვევაში ჩემთან დარეკავთ.
-კარგით ექიმო, დიდი მადლობა.
ანასტასია ნიკუშას ტანსაცმლის ჩაცმაში მიეხმარა, ექთანმა მათთან საბუთები შეიტანა და ყავარჯენიც დაუტოვა.
ნიკუშა ფეხზე ადგა და ყავარჯენს დაეყრდნო, ანასტასია გვერდით ამოუდგა, პალატიდან გავიდნენ და ახლობლები გადაკოცნეს.
ხომერიკი კანდელაკს სახლში გაყვა და მასთან დარჩენა გადაწყვიტა რადგან ნიკუშა მარტო ცხოვრობდა და თავის მოვლას ვერ შეძლებდა.
სახლში ანასტასიას მანქანით მივიდნენ, ჯერ თვითონ გადმოვიდა, მერე კანდელაკს მიეხმარა გადმოსვლაში და მეორე სართულამდე ძლივს ავიდნენ, ნიკუშამ კარი გააღო.
-რა კაია რო წამოხვედი.
-არამგონია შენ მარტოს წამლის დალევა გაგახსენდეს, ან საჭმლის ჭამა.
კანდელაკი აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა, ანასტასიაც გაყვა.
-სკამზე დაჯექი ნიკა.
-არაფერი არ მომივა 5წუთი თუ ვიდგები.
-მე ნუ მანერვიულებ.
ნიკუშა ბრძანებას დაემორჩილა.
კანდელაკისთვის გაზაფხული იყო, მასთან მხოლოდ მაშინ გამოიდარა..
-ხომ არ დავშორდებით?
მოულოდნელი კითხვა დაუსვა ხომერიკმა ნიკუშას.
-ვერ დავშორდებით, ვერ შევძლებთ. თუ ერთმანეთს დავკარგავთ წავიშლებით, გავქრებით, აღარ ვიარსებებთ.
-ერთმანეთს ვაძლევთ ძალას სიცოცხლისთვის?
-ვერ ხვდები რომ ასეა?
-რამდენი ოჯახი შექმნილა ჩვენნაირი სიყვარულით, მაგრამ ისინი ინგრევა, ან არ ინგრევა, მაგრამ ცოლ-ქმარს ერთმანეთი აღარ უყვართ და დროთა განმავლობაში სიყვარული სიძულვილად იქცევა.
-რა იგრძენი როცა საოპერაციოდ შემიყვანეს?
-შემეშინდა.
-რისი?
-იმის რომ დაგკარგავდი.
-და რა მოყვებოდა ჩემს დაკარგვას?
-შენს დაკარგვასთან ერთად ყველაფერი დაკარგავდა აზრს.
-რა გააკეთე როცა საოპერაციოდ შემიყვანეს?
-ხატებთან წავედი და უფალს ვთხოვე შენი გადარჩენა. რატომ მეკითხები?
-ტას, შეუძლებელია ეს სიყვარული სიძულვილად გადაიქცეს. შენ მე მთელი არსებით გიყვარვარ, მართალია ეს არ გითქვამს, მაგრამ ორივემ ვიცით რომ ასეა. შეუძლებელია ეს გრძნობა რამემ გაანადგუროს. იმ ადამიანებს, რომლებიც შენ ახსენე, ერთმანეთი სათანადოდ არ უყვარდათ, ჩვენ საკმარისზე მეტადაც კი გვიყვარს, მე არ მჭირდება რომ შენ აქ რამდენიმე დღით დარჩე, მინდა რომ ყოველთვის აქ იყო! მინდა მოგიარო ორსულს! მინდა გაგასეირნო ჩვენს შვილთან ერთად.. სწორედ ამიტომ, ტას, გამომყევი ცოლად.
ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო რომელიც ყუთშიც კი არ იდო.
-ეს ბეჭედი ძალიან ადრე ვიყიდე, არ ვიცოდი რატომ ვყიდულობდი, მაგრამ ვიყიდე და ამდენი წელი მედო სახლში, აქ მოსვლისთანავე გამახსენდა და ავიღე. აღარ მინდა რომ აქ იდოს, მინდა შენ გეკეთოს.
კანდელაკმა ანასტასიას ბეჭედი გაუკეთა და ჩაეხუტა.
-ჩემი პასუხი გაინტერესებს? თუ უკვე იცი.
გაიცინა ხომერიკმა.
-ვიცი, მაგრამ მაინტერესებს.
-მიყვარხარ და ყველაზე მეტად მინდა შენი ცოლი ვიყო.
ქორწილი დიდხანს არ გადადეს.
25ივლისს დაქორწინდნენ.
ქორწილში მხოლოდ ძალიან ახლობლები იყვნენ დაპატიჟებულები.
ხომერიკს თეთრი, ტანზე მომდგარი კაბა ეცვა, წინ ლამაზად ჩახსნილი, ნიკუშას მუქი ლურჯი შარვალ-კოსტიუმი.
ორივე ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, შეხედავდი და გაგიხარდებოდა, შენდაუნებურად სხეულში სითბო ჩაგეღვრებოდა..
მოსაღამოვდა. კანდელაკი მაგიდიდან ადგა, სცენის მსგავს შემაღლებულ ადგილას ავიდა და მიკროფონი დაიჭირა ხელში.
-პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ რომ მობრძანდით, ჩემთვის და ანასტასიათვის ყველაზე ბედნიერი დღეა და რა არის ბედნიერება, თუ შენს საყვარელ ადამიანებს არ გაუზიარე.. არ შემიძლია ჩემს სიყვარულს აქედანაც რომ არ მივმართო და არ ვუთხრა რომ ის მზესავით ლამაზია..
ანასტასიას მიუახლოვდა.
-ჩემო სიცოცხლე, ვიცი რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ მაინც ღელავ შიშის გამო, გეშინია იმის რომ ჩვენი ოჯახიც ისე დაინგრევა როგორც სხვების, მაგრამ მე პირობას გაძლევ რომ ეს არ მოხდება! შენ ყოველთვის იქნები ჩემი მზის სხივი და ჩვენთან ყოველთვის გაზაფხული იქნება. ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენს სიყვარულს, ის სამუდამოდ გაგრძელდება და იარსებებს მაშინაც კი, როცა ჩვენ ცოცხლები აღარ ვიქნებით. ვნანობ რომ ამდენი დრო დავკარგეთ, მაგრამ შენ მართალი ხარ, ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო რომ ჩვენ აქამდე მოვსულიყავით. შენ ჩემი ცოლი ხარ და მე შენ მიყვარხარ, ეს ყოველთვის ასე იქნება.
ცოლ-ქმარმა ერთმანეთს აკოცა, აცრემლებული ხალხი ტაშს უკრავდა და გულში ფიქრობდა, ვის შეეძლო სხვას ნიკუშას ასეთი შეცვლა? არსებობდა ანასტასიას გარდა ვინმე გოგო, ვინც მას ასეთს გახდიდა? ყველა ერთ დასკვნამდე მიდიოდა- არა, რა თქმა უნდა, არა! ადამიანები მაშინ იცვლებიან როცა თავიანთ მეორე ნახევარს ხვდებიან, ის კი მხოლოდ ერთია..
ცოტახანში ანასტასიამ მოკიდა მიკროფონს ხელი.
-ნიკუშამ ძალიან კარგად იცის რასაც ვფიქრობ, მაგრამ არ შემიძლია ხმამაღლა არ ვთქვა. ის მართალია, მეშინია, მეშინია რომ ჩვენი ურთიერთობა ხიბლს დაკარგავს როცა ერთად ვიქნებით, ჩვენ ხომ ამდენი ხანი ვმტრობდით ერთმანეთს.. თუმცა ცოტახნისწინ როცა მის სიტყვებს ვუსმენდი, დავრწმუნდი რომ ეს არ მოხდება. ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობ თავს რადგან ნიკუშა კანდელაკი ჩემი ქმარია. ბევრ თქვენგანს ის უხეში ჰგონია და ახლა უკვირს, რამ შეცვალა ასეო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ის ყოველთვის ასეთი თბილი და საყვარელი იყო, უბრალოდ ისეთი ადამიანი სჭირდებოდა გვერდით, რომელიც დაანახებდა როგორ გამოეშვა მასში დაგროვილი სითბო და სიყვარული გარეთ.. მე ვამაყობ იმით რომ ნიკუშას სწორი გზა დავანახე. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით და არასდროს ერთმანეთის გარეშე.. ნიკუშას სიტყვებს გავიმეორებ, ჩვენთან ყოველთვის გაზაფხული იქნება! მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე და ეს სიყვარული თოვლის იმ პატარა გუნდასავით იზრდება, რომელიც მუდმივად დაგორავს.
ქორწილის ღამესვე დაორსულდა ანასტასია, წყვილმა ამის შესახებ ერთი თვის შემდეგ გაიგო.
ანასტასია მარტო წავიდა ექიმთან, ნიკუშას ტელეფონში არაფერი უთხრა. როცა უზომოდ ბედნიერი შინ ბრუნდებოდა, გზად ძალიან ბევრი მრგვალი პატარა სანთელი იყიდა და სახლი გააფორმა, მაგიდაზე წითელი ღვინო დადგა, ჭიქები და თავისი ხელით გაკეთებული საჭმელი. ნიკუშას მოსვლის დროს შუქები ჩააქრო, ხოლო სანთლები აანთო.
ნიკუშა სახლში პირდაპირ შევიდა.
-რა ხდება ჩემო სიცოცხლე?
სიხარულისგან ყურებამდე გაიღიმა და იქით გავიდა სადაც მეუღლე ეგულებოდა.
-რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, მოდი აქ.
-ეს ყველაფერი შენ გააკეთე? რა ლამაზია.
-ნიკუშა ორსულად ვარ.
კანდელაკი გაშეშდა, რამდენი ხანი ელოდა ამ სიტყვებს, როგორ უნდოდა შვილი..
-მართლა?
ბედნიერებამ გამოაშტერა კანდელაკი.
-ხო, არ გაგიხარდა?
-ასე სხვა ვერაფერი გამახარებდა ჩემო პატარა!
ორსულ ცოლს ჩაეხუტა და იმდენი კოცნა სანამ არ შეაწუხა.
სანთლის შუქზე ივახშმეს, ნიკუშა ხელს სულ მუცელზე კიდებდა.
სახლში ბედნიერების სუნი დადგა და ყველაფერი მოიცვა.
ამ წყვილის გარშემო დაიწყო დედამიწამ ტრიალი..
უცნობი, ნაცნობი, ახლობელი, ნათესავი, მეგობარი, ყველა მოუთმენლად ელოდა პატარა ბავშვის დაბადებას, სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, ანასტასიას იმხელა მუცელი ჰქონდა კი არ დადიოდა, დაგორავდა.. ბავშვის სქესი შეგნებულად არ გაიგეს.
ღამის ორ საათზე დაეწყო ხომერიკს მშობიარობა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს, გარეთ უამრავი ხალხი იდგა და მოუთმენლად ელოდნენ პატარა კანდელაკის დაბადებას.
ნიკუშა მშობიარობას დაესწრო, ანასტასიასთვის ხელი ჰქონდა მოკიდებული, ხომერიკი მთელი ძალით უჭერდა, ბავშვის დანახვამ მშობლები გამოაშტერა, მაპატიეთ შემეშალა, ბავშვი არა, ბავშვები, კანდელაკს და ხომერიკს ტყუპები ეყოლათ, გოგო და ბიჭი.
გოგოს ნინა დაარქვეს, ანასტასიას დედის გამო.. ხოლო ბიჭს ალექსანდრე.
ორივე ისეთი საყვარლები და ლამაზები იყვნენ გაგიჟება შეიძლებოდა, დედას და მამას ყველაზე მეტად უყვარდათ და არაფერს აკლებდნენ, არც სითბოს, არც სიყვარულს და არც არაფერ მატერიალურს.
-უკვე სამი მზის სხივი მყავს.
უთხრა კანდელაკმა ხომერიკს და ტუჩებში აკოცა.
-როგორ ფიქრობ, ჩვენ შვილებსაც ისე შეუყვარდებათ როგორც ჩვენ გვიყვარს?
-რა თქმა უნდა, ჩემო სიცოცხლე. ადრე თუ გვიან ყველა იპოვის თავის გაზაფხულს.
კანდელაკმა ისევ აკოცა ხომერიკს..
ბავშვებს შუქი ჩაუქვრეს და თავიანთ საძინებელში გავიდნენ.
ბავშვების დაბადების შემდეგ მათი სიყვარული უფრო გაიზარდა, ერთმანეთს კიდევუფრო დაუახლოვდნენ. არსებობენ ადამიანები, რომლების ცხოვრებაც ზღაპარს ჰგავს, ანასტასია ხომერიკი და ნიკუშა კანდელაკი ასეთი ოჯახის მაგალითია.

______________________
დიდი მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ.
წინა ისტორიასთან დაკავშირებით პატარა კომენტარი მინდა გავაკეთო, ვიცი რომ უამრავი შეცდომა იყო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ სიცხიანი ვწერდი, ახლაც სიცხე მაქვს, მაგრამ თავს ძალა დავატანე და გადავიკითხე, იმედი მაქვს ძალიან ბევრი შეცდომა არ დამრჩა გასასწორებელი.
ერთ ადამიანს პრეტენზია ჰქონდა ლექსივით ნუ წერო, ასეთი სტილი მაქვს, შეცდომად არ მივიჩნევ ამიტომ არც გამოსწორებას ვაპირებ.
ასევე ჩემი სტილია ნახევრად დასრულებული წინადადებები და თუ აზრის გამოტანა გიჭირთ, სულ ნუ წაიკითხავთ.
ერთ ადამიანს მაინც თუ მოეწონა ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
კრიტიკას მივიღებ, ოღონდ ძალიან გთხოვთ, კრიტიკა ლანძღვაში ნუ გადაგივათ და თუ ეს არ შეგიძლიათ უბრალოდ უკუმენტაროდ დატოვეთ ჩემი სიახლეები.
დღეს მივდივარ ისეთ ადგილას საიდანაც სიახლეების დადებას ვერ შევძლებ, ძალიან დამაკლდება თქვენი სითბოთვის ბოლოს დაგიბრუნდებით, მიყვარხართ, გკოცნით და დიდი მადლობა იმისთჳის რომ ჩემთან ხართ
თქვენი აზრი ამ პატარა ისტორიაზეც გამიზიარეთ❤❤❤



№1  offline წევრი ana_180814

ar vici ra vtqva umagrrsia mec zustad ase momivida vinc mdzulda is shemoyvarda umgaresiaa

 


№2  offline წევრი Drama Queen

არ დაგიმალავ და გეტყვი, რომ ბოლო დროა საერთოდ არ მომწონს ეს მზის სხივები, სიცოცხლეები, უშენოდ ვერ ვსუნთქავები და ა.შ. თუმცა შენი მაინც გრანდიოზული იყო! ძალიან მომეწონა! თბილი, ტკბილი მოთხრობა. თვის ბოლომდე საშინლად დამაკლდება შენი ტკბილი მოთხრობები:( ❤️ მიყვარხარ! ❤️
პ.ს. რომ არ დაგეწერა გალექსილად ვწერო, მოკლე წინადადებებით და ასე შემდეგ, ვერც შევამჩნევდი. მე აღფრთოვანებული ვარ შენი სტილით. იმდენად მსიამოვნებს შენი ნაწერის წაკითხვა, იმდენად სწორი, გამართული, უშეცდომოა, რომ გარე სამყაროს ვეთიშევი და მთლიანად მასში ვიძირები! ❤️

 


№3  offline წევრი Ketacharkviani

ძალიან დიდი მადლობა❤❤❤❤Drama Queen განსაკუთრებით შენ ჩემო უსაყვარლესო❤❤❤❤

 


№4  offline მოდერი ენემი

ვაუუუ ყველაზე საოცარი რამ რაც წამიკითხავს kissing_heart kissing_heart <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent