შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუვიწყარი (10)


18-08-2015, 11:37
ავტორი Linna
ნანახია 4 390

დილით რომ გავიღვიძე, მარტო ვიყავი. საათს გავხედე, თერთმეტი სრულდებოდა.. თავი ბალიშიდან წამოვწიე თუ არა, ტელეფონის ზუზუნის ხმა მომესმა. ტექსტისთვის არც შემიხედავს, უცხო ნომრის დანახვაზე გამეღიმა. მივხვდი ვინც იყო.
„დილამშვიდობის, მშვენიერო”
“დილამშვიდობის, ახლახანს გავიღვიძე”
“ვიცი”
“მართლა?”
-ჰო..
უცებ აივნის კარზე ჩამოკიდებული ფარდა გადაიწია და ჩემს ოთახში შავგრემანი ბიჭი შემოვიდა.
გამეღიმა.
-გარეთ რა გინდოდა?
-ვიღაც პუსკუნა ქალი შემოვიდა, ჯერ ლოგინის ქვეშ დავიმალე, მერე გარეთ გავიპარე.
სიცილით მითხრა და მომიწვა.
-ციოდა გარეთ.
დაღვრემილი სახით შემომხედა, გამეღიმა და ხელები გავშალე.
-ზუსტად ის არის, რაც მჭირდებოდა.
გაიცინა და ჩამეხუტა.. მეც მოვხვიე ხელები.
-დღეს ნინის წვეულებას ხო იქნები??
ღმერთო, როგორ არ მინდოდა ეს კითხვა დაესვა.
-ვერა.
ჩუმად ვუპასიხე.
-რატო?
გაკვირვებული სახით ჩამომხედა..
-ამ.. ისა.
-არ გიშვებენ?
მოულოდნელად მკითხა, დაუფიქრებლად დავუქნიე თავი.ჩაეღიმა.
-სრულწლოვანი ხომ ხარ? ხოდა ნუ უსმენ მშობლებს.
ამ წინანადებაზე დამაჟრალა.პირველი: სრულწლოვანი არ ვიყავი, ჩვიდმეტი წლის ვხდებოდი და მეორე- მშობლებს.
_________

*თორნიკე:
ვიცოდი, ვიცოდი რომ ეწყინებოდა! ამიტომ ვთქვი მშობლები.. ყოჩაღ თორნიკე, თვალებში დაბნეულობა და შიში შევნიშნე. წყენაც შეეპერა ღიმილში.. ანერვიულდა, ხელები გაეყინა. სწორედ ის, რაც მინდოდა.
-პაწუკ, რა გჭირს?
არ შევიმჩნიე, ისეთი სახე მივიღე, თითქოს მეც ავნერვიულდი.
-არა.. არაფერი.. ჩამეხუტე რა..
ცუდად გახდა. ღმერთო, როგორ მესიამოვნა ის აკანკალებული ხელები, რომლებიც მომხვია. ჩემი გეგმა ადვილად განხორციელებადი აღმოჩნდა. მოიცა ვახტანგ, შენც ისე დაკარგავ საყვარელ ადამიანს, როგორც მე დამაკარგვინე! დავიფიცე და არ შეგარჩენ! მერე რაა თუ მეორე მცდელობაც ჩამიფლავდა. დაცვებით იარე, შენ ქალიშვილზე კი არ იფიქრო.. მალე ამას ქალიშვილიც აღარ ერქმევა.თავს შევაყვარებ და გავაწამებ! დაჩოქილი მთხოვ მამაშენმის საფლავზე გამომჭერი ყელიო.. მოიცადე, ჯერ ყველაფერი წინაა!
__________
*ანასტასია:
მისმა ჩახუტებამ დამამშვიდა. ისეთი თბილი იყო, ისეთი საყვარელი.
-რამე ხდება?
ჩუმად მკითხა.
-თუ გინდა, არ ვილაპარაკოთ ამაზე.
მითხრა ორი წუთის შემდეგ.
-უბრალოდ.. ჩემი მშობლები გაყრილები არიან. მამაჩემის თანამდებობის გამო, მამასთან ვარ და ძალიან იშვიათად ვხედავ დედას.. მენატრება.
ხელები უფრო მაგრად მომხვია და თავზე მაკოცა.
-ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ.
ხელები ბარძაყებზე მომკიდა და ზემოდან დამიწვინა, მისი თბილი ხელი პიჟამას მაისურის ქვეშ შემიცურა, მეორეთი კი თავი წამომაწევინა და ნაზად მაკოცა ტუჩებზე.
-შენთან ვარ.
თვალდახუჭულმა გაიმეორა და ისევ შეეხო ტუჩებს, მეც კოცნით ვუპასუხე.ხელები მის გულზე მეწყო, მთელი სხეულით ვეკვროდი და ვკოცნიდი. ისეთი სასიამოვნო იყო, ყველაფერი დამავიწყა..
დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს, ბოლოს მე გავიწიე.
-უკეთესად ხარ პაწი?
ღიმილით მკითხა, თავი დავუქნიე.. ნაბიჯების ხმა გავიგე..
-მაკააა.
მოჟამული სახით ვთქვი.
-წავედი მე ლოგინის ქვეშ.
სიცილით თქვა, მე ლოგინზე გადავგორდი ის კი ლოგინის ქვეშ შეძვრა.მართალი აღმოვჩნდი, ლუსი იყო.
-ოჰ, გღვიძავს?
გაუკვირდა, მე თავი დავუქნიე.
-ფარდებიც გადაგიწევია, ყოჩაღ.
ღიმილით შემაქო და ძირს ჩამოვარდნილი საბანი ლოგინზე დააბრუნა.
-მამაშენმა ერთად ვისაუზმოთო.
ლოგინზე ჩამოჯდა.
-არ წასულა??
გამიკვირდა, ყოველთვის ადრე მიდიოდა სამსახურში.
-არა, დღეს გვიან მიდის. პირველ საათამდე სახლში იქნება.
-კარგი, ჩავიცმევ და ჩამოვალ.
გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე..
-ოჰ, როგორც ვატყობ, კარგ ხასიათზე ხარ.
გაიცინა და კარებისკენ წავიდა, არაფერი მიპასუხია, მეც გამეცინა.. როგორც კი კარი მოხურა, თავი ლოგინიდან გადავწიე და საწოლის ქვეშ შევიხედე.
-გამო.
სიცილით ვუთხარი, მაკოცა და გამოძვრა.
-უნდა ჩახვიდე?
საწოლზე ჩამოჯდა, თავი დავუქნიე..
-მაშინ მე წავალ და მოგწერ.. წვეულებაზე ნაღდად არ გამოგიშვებენ?
თავი მოწყენილმა გავქანე.
-კარგი.. მაშინ მე წავალ და მალე წამოვალ, შენთან ვიქნები.
-არა, არა.
მარცხენა ხელი გავასავსავე.
-რატომ უნდა მოიკლო გართობა ჩემს გამო, წადი.
ღიმილით ვუთხარი, ხელი სახეზე მომისვა. მანაც გამიღიმა.
-ეგ ჩემი საქმეა პაწუკ..
მოიწია და ცვირზე მაკოცა, მერე ადგა და აივანზე გავიდა.სანამ გადაძვრებოდა, ხელი დამიქნია და ჰაეროვანი კოცნა გამომიშვა.

-------------------------
აბაჰ რას ფიქრობთ? ყველამ დააკომენტარეთ <3



№1  offline წევრი Drama Queen

საინტერესოა.

 


№2  offline წევრი Margvelashvili

Mmm..kai gogo gvyavxarr <3 velodebi shemdeg tavs :)

 


№3  offline წევრი Linna

Margvelashvili
Mmm..kai gogo gvyavxarr <3 velodebi shemdeg tavs :)

მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent