შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინანული


18-08-2015, 12:58
ავტორი საოცრება
ნანახია 2 051

იყო წყვდიადი, ბურუსით მოცული.დატოტილ ხეების მწვანე ფოთლები, მცირედი რხევით ითხოვდნენ შველას. ხის ძირას კაცი, ხშირი წვერით და ზღვის ფერი, უძირო მნათობი თვალებით, შესცქეროდა ცას, ხის ფოთლებს.. იმ მწვანე ფოთლებს,რომლებიც დანანებით შესცქეროდნენ მტირალ მოხუცს.მოხუცს,რომელსაც გული, დარდისგან ზედმეტად ფეთქვას ვერ ბედავდა და ჩუმად უთრთოდა, ის გული.. 79 წლის იყო,რომელსაც სულ მალე 80 წელი უსრულდებოდა.პატარა სახლში,ფანჯარაში ყვითელი შუქი, მკრთალად მოსჩანდა. ლანდივით გაიელვებდა ნაცრისფერი ქალის სილუეტი. წვიმამ მარგალიტად ჩამოყარა წვეთები, ქარმა დაუბერა, დაუბერა და წუთში იყუჩა. ფოთლების თრთოლვამ იმატა. მოხუცი კაცი, შავი ბოტებით და ლურჯი პერანგით ხელ-აკაპიწებული ხის ძირას მჯდარი წვიმას დაენამა მისი თმა-წვერი. წამოდგა ნელა, მიეყრდნო ხეს და თვალი გააპარა დაღონებულ ზეცას.ზეცა დუმდა, დუმდა და. ცრემლი სდიოდა. თითქოს წლების წინ დაშვებულ შეცდომებს ნანობდა.ქალი კი სახლში მაგიდას მიჯდომოდა,შეშინებულ თვალებს აქა-იქ აპარებდა გარემოს.წლების განმავლობაში ამ ალალ თვალებს,ზღვის ფერ თვალებს, წყლიან თვალებს დაღლა ჩამოაწვა ქუთუთოებზე. წლების განმავლობაში თავს არ ზოგავდა, გულღიად ასრულებდა თავის საქმეს. ყოველ სიკეთეს თავისთვის ჩუმად იტოვებდა, მთავარია ღმერთი ხედავსო იტყოდა ხოლმე ღრმა ამოსუნთქვით და შორს უსასრულო სივრცისკენ მიაპყრობდა მზერას. უფალი კი ხედავდა მის შრომას.. მამაკაცის ყოველ შეჭიდებას ბოროტებასთან. იგი არ იხევდა უკან, ითმენდე და სულს ლოცვით იმსუბუქებდა.ქალი ფანჯრიდ იყურებოდა. იგი აზრადაც არ უშვებდა ფიქრს იმაზე,რომ შეეძლო შემცდარიყო იმ მოხუცთან,რომელიც ყოველ ჯერზე ცდილობდა ცხოვრება შეემსუბუქებინა ქალისთვის.

ხშირად ხდება,რომ დამნაშავენი არ აღიარებენ დანააშაულს,ამას სისუსტედ აღიქვავენ.ყოველთვის მართლები ჰგონიათ თავი... მართალია ყველას თავისი სიმართლე აქვს,მაგრამ. დათმობაც უნდა შეგვეძლოს იმ ურთიერთობის შესანარჩუნებლად რომელიც ფასდაუდებელია. კარის ხმა ისმის,ქალი ეგებება. - არ გძინავს? -გაკვირვებული სახით კითხულობს გეგა.- არა,შემოდი, გშია? ჩაის ხომ არ დალევ?- მოხდა რამე?-დაჟინებით შესცქერის თვალებში.-არაფერია ისეთი.. - მითხარი!!! -გააწყვეტინა საუბარი- თომა..- რა მოუვიდა ბაბუაჩემს?- რა უნდა მოსვლოდა? არაფერი, დილით წავიდა და არც კი მოსულა ჯერ. ამხელა კაცს ჭკუა სულ არ ააქვს.-ისევ გამტყუნება სცადა, ისევ ლანძღვა, მაგრამ ამაოდ.- რა უთხარი ასეთი? ისევ ეჩხუბე? აღარ დაიღალე?- ამის თქმა და კარის გაჯახუნება ერთი იყო.ქალი გაოგნებული იდგა და კარს მისჩერებოდა.ბევრი ძიების შემდეგ გეგა ერთ ხეს მიადგა, იქვე კაცი მიყუდებულიყო. გეგამ მიირბინა.- ბაბუ.. კაცი მოტრიალდა, კურცხალზე ცრემლი მოადგა. აღარ ელოდა ვინმეს თუ აინტერესებდა მისი ადგილსამყოფელი.- აქ ვარ ბაბუ..კაცმა მაგრად ჩაიკრა გულში შვილიშვილი.- ბაბუ რატო არ მოხვედი? მე ეხლა გავიგე დილით გავიდა და არ მოსულაო. განა რა მოხდა ასეთი? ვიცი უმიზეზოდ არ იზავდი.- ვიღას ვჭირდები ბაბუ.. რასაც კი ვაკეთებ იმასაც მავალდებულებენ, ოჯახში სიტყვა მე არ მეთქმის, ფული.. რა ფული, საწყალი პენსია მაქვს და იმასაც თქვენთვის ვიღებ.პატივისცემა არააქვს არავის ჩემი, აბა ეს და დავიმსახურე??!- რას ამბიბ ბაბუ, ნუ იტყვი მაგას! ხო იცი როგორ მიყვარხარ. დედას ასეთი ხასიათი გაუხდა, გეთანხმები.. მაგაზე ნუ იღელვებ მე მოვაგვარებ ყველაფერს.. ახლა წავიდეთ სახლში, სიგრილეა, არ გაცივდე.- შენ გენაცვალოს ბაბუაშენი! შენ თუ გამიმართლებ იმედებს ბაბუ. შენი კარგი კაცობის იმედი მაქვს ბაბუ.. გაყევი ნიშნიანიძეების გვარს, გააამართლე მათი გვარი დადექი სასახელო. მამაშენი კარგი კაცი იყო ბაბუ.. სამშობლოს შეეწირა, არ დაივიწყო ეს. საამაყო კაცი დადექი ბაბუ რომ იმ ქვეყნად შენმა წინაპრებმა იამაყონ.

მოკლე დიალოგის მერე მივიდნენ სახლში.. თომა გახარებული გულით შევიდა საწოლ ოთახში,შვილიშვილის იმედით აღარაფრის ეშინოდა. აანთო ლამპარი,გადმოიღო ძველი სურათები, წერილები და მათ თვალიერებაში ჩაეძინა კიდეც.

გეგა იმ საღამოსვე დედას ელაპარაკებოდა. ნელიც დაემორჩილა.მოისმინა შვილის გულის ტკივილი, რჩევა დარიგება მიიღო და დაპირდა შეესრულრბინა თხოვნა,იმის შესახებ რომ პატივისცემით მოეპყრობოდა მოხუცს ისე როგორც საჭირო იყო.

ყველანი დასაძინებლად გავიდნენ.სისხამ დილით კი ნელი ადრე ამდგარიყო.საუზმეს ამზადებდა თომასთვის და პატიება უნდა ეთხოვა ,წლების მანძილზე მიყენებული ტკივილისთვის.ქალი აკაკუნებს კარზე. სინით ხელში, რომელზეც უგემრიელესი საუზმე იყო მოთავსებული, ბაბუს საყვარელი ყიყლიყოებთან ერთად.შეაღო თუ არა კარი, ხედავს მოხუცს კიდევ ძინავს,მივიდა ახლოს, ხელს ხელზე ადებს და ხედავს რომ ცივია... ქალს ხელიდან გაუვარდა საუზმე.ბაბუამ სული დალია.ქალი კანკალმა მოიცვა, ჩაებღუჯა მოხუცის ცხედარს და პატიებას ევედრებოდა,ტიროდა.ხმაურზე გეგა შემივარდა.-ახლა რაღა მოხდა?? - გეგა... თომა...-ბაბუ... ბაბუ.. რიგოორ? ისევ ანერვიულე? ისეევ დაარღვიე შენი პირობა?- გეგა.. ვერ მოვასწარი,ვერ მოვასწარი..თომა.. მაპატიე..-კარგი გამოდი! -გეგას თვალები ჩასისხლუანებული აქვს ცრემლებს ღვრის და მაინც, ყველაფრის მიუხედავად სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.ქალი კი მუხლებზე დამხობილს, თავი ჩაერგო მოხუცის საწოლში და ქვითინებდა.- მაპატიე თომა.. მაპატიე.

გეგამ ბაბუა ყველა წესის გათვალისწინებით დაკრძალა. ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ნელის კი უპატიებელი ცოდვა. მუდამ თან სდევდა. გავიდა წლები,ცხოვრება წინ მიიწევს როგორც ყოველთვის. გეგამ ბაბუის იმედი მართლაც გაამართლა.შექმნა ოჯახი, ბედნიერი ოჯახი, რომრლსაც სალომე და ორი პაწაწინა გოგო-ბიჭი ანა და გიორგი ქმნიდნენ. ნელი მუდამ ჩუმად დაიარებოდა და შვილის ბედნიერებას იზიარებდა, ეხმარებოდა შვილიშვილის აღზრდაში,მაგრამ მას მუდამ თან სდევდა წარსული,უპატიებელი ცოდვა. ნელი და გეგას ოჯახი ბაბუის საფლავზე ხშირად ადიოდნედნ და უვლიდნენ,განსაკუთრებით ნელი, ამ საქციელით მცირე სიმსუბუქეს გრძნობდა.

მოხუცი თომას გარდაცვალების შემდეგ,ნელის ცხოვრებაშეიცვალა,მან შეცვალა დამოკიდებულება სხვების მიმართ.მეტად დამთმობი და მშვიდი გახდა,შემწყნარებელი და გამგები და ეს მოხუცი თომა ბაბუის სიკვდილის შემდეგ. ცხოვრება ასეა,დანაშაულის გრძნობა სწორედ მაშინ გვიჩნდება როდესაც გვტოვებენ. გვტოვებენ და სწორედ მაშინ ჩნდება ჩვენში სინანული,ჩადენილის აღიარება. არა და ხომ შეგვიძლია მანამდე მოვიქცეთ ისე,როგორც საჭიროა?! გვიყვარდეს და გამოვხატოთ ეს სიყვარული მარტივი ფორმით. მივიღოთ და გავცეთ სიკეთე,დავთმოთ და არ გავკიცხოთ არავინ, რადგან ყველასვთავისი მოეკითხება თავის დროზე. გავუფრთხილდეთ და მოთმინება ვისწავლოთ.. მოთმინება ეს მთავარია. "ვინც მოითმენს ისე მოიგებს" ნათქვამია ძველად ხო და სწორედ ძველი წესები უნდა დავიცვათ და ვასწავლოთ შვილებსა თუ შვილისშვილებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent